ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი ცდილობენ საზოგადოების დაზაფრვას, გარედან პროტესტის აგორებას, რაღაც ინციდენტების მოწყობით ახლა გადასული არიან ციხეზე

ნაციონალური მოძრაობა

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს საზოგადოების დაზაფრვას, პროტესტის აგორებას და ციხეებში ინციდენტების მოწყობას.

ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი ცდილობენ საზოგადოების დაზაფრვას, გარედან პროტესტის აგორებას, რაღაც ინციდენტების მოწყობით ახლა გადასული არიან ციხეზე
ბიძინა გიორგობიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ისინი ცდილობენ საზოგადოების დაზაფრვას, გარედან პროტესტის აგორებას, რაღაც ინციდენტების მოწყობით ახლა გადასული არიან ციხეზეიმედინიუსი

ისინი ცდილობენ საზოგადოების დაზაფრავს, გარედან პროტესტის აგორებას, ახლა გადასული არიან ციხეზე რაღაც ინციდენტების მოწყობით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკაში“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომა ახლა ასეთია, სათითაოდ აგროვებენ ადამიანებს, რომ ციხიდან გამოიყვანონ და შემდეგ ისევ ბრძოლაში ჩართონ.

„საერთოდ, ჯობდა სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა არ მიეღოთ, მით უმეტეს, პროკურორია ის ადამიანი და იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა - საუბარი მაქვს ზოდელავაზე.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის„ მიდგომას, რომ ასე სათითაო ადამიანი აგროვონ, ციხიდან გამოიყვანონ, შემდეგ ისევ იმ ბრძოლაში ჩართონ, რა ბრძოლის შედეგადაც ის ადამიანები ციხეში მოხვდნენ, რა თქმა უნდა, ეს აბსურდია და ისინი მოხვდებიან ისევ იმ ადგილას, საიდანაც თავიანთი აღიარებითი ჩვენებით გარეთ გამოვიდნენ. ეს იქნება ძალიან ცუდი მათთვისაც და საქართველოსთვისაც.

როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს კოორდინატორები და როგორღაც შეცვალეს ეს თავიანთი ტაქტიკა. ისინი ცდილობენ საზოგადოების დაზაფრვას, გარედან პროტესტის აგორებას, ახლა ისინი გადასული არიან ციხეზე, რაღაც ინციდენტების მოწყობით. იცით, დღესაც მოხდა რაღაც ინციდენტი ციხეში. დავითაძის საქმე და დღევანდელი ეს ფაქტიც ურთიერთკავშირშია და სურთ, წარმოაჩინონ ასე სურათი, რომ ციხეში ხდება იგივე რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ ციხეებში - ის საშინელებები, რომლებიც სამეგრელოს ტყეებში კასრებში იყო ჩადებული, გადაღებული ფაილები, სადაც ადამიანების გაუპატიურება, წამება და რაღაც სხვა სასტიკი მოპყრობები იყო ჩაწერილი და რასაც მაშინ თვითონ ჟურნალისტებმაც და არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კი ვერ უყურეს. გააწყვეტინეს ამ ფირების ყურება და დატოვეს დარბაზი, იმდენად საშინელი სანახავი იყო.

ხელოვნურად სურთ დააკავშირონ. გახსოვთ, ფოტოგრაფების საქმეს დაუკავშირეს კარტოგრაფების საქმე. ახლა ციხის კადრებს უნდათ, რომ დაუკავშირონ, ვითომდა იგივე ხდება და იგივე საშინელებებშია საქართველო ჩაფლული. რა თქმა უნდა, ეს არის მართული პროცესი. ვერ დავიჯერებ იმას, რომ ეს შემთხვევით ხდებოდეს. ციხიდან ერთმანეთის მიყოლებით ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟი საზოგადოებაში, რომელიც ძირითადად უფრო მასმედიითა და სოციალურ ქსელებითაა გავრცელებული“, - განაცხადა გიორგობიანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.