ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამომაცხადეს – რას ამბობს ვალერი გელაშვილი?

ქართული ოცნებატვ პირველი

ბიზნესმენმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა ვალერი გელაშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ მისთვის დაკისრებული 5-მილიონიანი გადასახადი და ფულის გათეთრების ბრალდება მამუკა მდინარაძის „ხუშტურებს“ უკავშირდება. იგი უარყოფს კანონის დარღვევას და აღნიშნავს, რომ ხანგრძლივი დავის ნაცვლად შეთანხმებაზე წასვლა და თანხის გადახდა არჩია.

„ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამომაცხადეს – რას ამბობს ვალერი გელაშვილი?
„ფულის გამთეთრებლად“ მამუკა მდინარაძის „ხუშტურების“ გამო გამომაცხადეს – რას ამბობს ვალერი გელაშვილი?ალია

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5 მილიონიან გადასახადს მამუკა მდინარაძეს უკავშირებს. გელაშვილი „ტვ პირველთან“ ფულის გათეთრებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს. მისი თქმით, თავდაპირველად დავის გაგრძელებას და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება და თანხის გადახდა არჩია:

„მე კანონი არ დამირღვევია, მე ეს შევაფასე სამხარაულში წლების წინ რა ღირდა და იმით ვიხილე. მერე ახალ წელს გამომიგზავნეს, ახალი წლის წინა დღეებში შემოწმება შემოვიდა და ასე თუ ისე ვარჩიე, რომ შეთანხმებაზე წავსულიყავი, თორემ მე ამ პროცესს არ ვაპირებდი და ბრძოლას ვაპირებდი ბოლომდე, დავებშიც ვიყავი, მაგრამ არ ვიცი… არა ( არ იყო ფულის გათეთრება), ვისაც უნდა “შევესპორები”, ამაზე აუდიტიებიც მყავდა და ეს იყო არასწორი. ეგ იყო მდინარაძის ხუშტურები. სანამ გაუშვეს, მე უკვე ჯარიმა დამადებინეს, ყველაფერი არ ითქმევა, თქვენც იცით და მეც ვიცი.

ორი წელიწადია იქ ვცხოვრობ (ვენესუელაში), ვისვენებ, არავინ მაწუხებს“

საქმე ეხება ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოს მდებარე ცათამბჯენს, 2021 წელს ვალერი გელაშვილმა გადაწყვიტა, რომ კომპანიიდან, რომელიც აღნიშნული კორპუსის მშენებელია, წილი გამოესყიდა. მეწილეც იყო “ოცნების” ორგზის დეპუტატი ლერი ხაბელოვი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
"₾11.5 მილიონით დამაჯარიმეს..." - ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები