ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელს

ევროკავშირის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ შემოწმებული 137 ტანსაცმლის ნიმუშიდან 49 მწარმოებელი ეტიკეტზე არასწორ ინფორმაციას უთითებს და მყიდველს ატყუებს. არაბუნებრივი საღებავებით შეღებილი ტანსაცმელი ტოქსიკური და საშიშია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისა და ალერგიული ადამიანებისთვის. ეკოლოგები და ექიმები მოხმარების შემცირებას და სიფრთხილის ზომების მიღებას ურჩევენ მომხმარებლებს.

ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელს
ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელსრუსთავი 2

ტენსელი - ეს არის ბუნებრივი ქსოვილი, წარმოებული მცენარეული ბოჭკოდან, შესაბამისად, სამოსის ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას, რომ ის ბუნებრივი მატერიისგან შეიკერა.

ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ მომხმარებელმა ტანსაცმელი შემადგენლობის მიხედვით შეიძინოს. მკვლევრები კი დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე დატანილი შემადგენლობა რეალობას.

ევროკავშირმა ამისათვის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. გაირკვა, რომ კონტინენტის მასშტაბით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი 137 ერთეულიდან 49 ეტიკეტი იტყუება.

ანუ შემოწმებული მწარმოებლების 37% ცდილობს მყიდველი შეცდომაში შეიყვანოს. არწმუნებს, რომ სინთეზურის ნაცვლად ბუნებრივ ქსოვილს ყიდულობს, ან ეტიკეტზე საერთოდ არ უთითებს ისეთ შემადგენლობას, რაც შეიძლება რიგი მომხმარებლებისთვის ალერგიული გამოვლინების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ბაზრიდან, შემოწმებული სამოსის ნაწილი საერთოდ ამოიღეს.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბუნებრივი ქსოვილი უხარისხო და რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ამგვარი ტანსაცმლისგან - ბუნებრივი ქსოვილი ტოქსიკური ხდება არაბუნებრივი საღებავებით შეღებვისას.

ექიმები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ. კლინიკებს პაციენტები სამოსიდან მომდინარე უხილავი საფრთხის შედეგებით ხშირად მიმართავენ.

სახიფათო სამოსის შეუიარაღებელი თვალით ამოცნობა შეუძლებელია. ის, რომ ტანსაცმელი მავნეა, სხეულზე ექსპოზიციის შემთხვევაში ვლინდება, რისკ ჯგუფებს კი, ბავშვები, ალერგიული, მგრძნობიარე და პრობლემური კანის მქონე პაციენტები წარმოადგენენ.

სამოსს ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად გარემოს დაზიანებაც შეუძლია. ეკოლოგები გარემოზე ტანსაცმლის ინდუსტრიის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ, ხსნას კი მხოლოდ სამოსის მოხმარების შემცირებაში ხედავენ.

იმისთვის, რომ სამოსი არ იყოს უხილავი საფრთხის მატარებელი დედამიწისთვის, ეკოლოგები მოხმარების შემცირებისკენ მოგვიწოდებენ, ექიმები კი გვირჩევენ - უარი ვთქვათ მკვეთრ ფერებზე, ბუნებრივ ქსოვილზე გავაკეთოთ არჩევანი როდესაც ვირჩევთ შიდა ტანზე მომდგარ სამოსს და ტანსაცმელი შეძენიდან მოხმარებამდე აუცილებლად გავრეცხოთ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
როგორ გაიზარდა საქართველოში “უხილავი გადასახადი”წაიკითხე

უახლესი ამბები