ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პრემიერი 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებზე: საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა, დაახლოებით 90% არის მხარდაჭერა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას

ლელო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ლელოს“ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს, რის გამოც ხელისუფლებამ იოლი გამარჯვება მოიპოვა.

პრემიერი 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებზე: საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა, დაახლოებით 90% არის მხარდაჭერა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას
პრემიერი 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებზე: საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა, დაახლოებით 90% არის მხარდაჭერა, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობასიმედინიუსი

საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. ერთადერთი კონკურენტი პარტია იყო და შესაბამისად, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება. ჩემი მონაცემებითაც დაახლოებით 90%, ცოტა მეტი არის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებს ეხებოდა და აღნიშნა, რომ „ლელოსთან“ კონკურენციაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.

„ესეც გამოხატულებაა, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას. ეს პოლიტიკური ძალები ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ ესაუბრებიან გარე ძალებს. ქართველ ხალხს ამაზე აქვს, ბუნებრივია, ადეკვატური და აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი ოპოზიციის შესახებ: “ამ ძალებს არსად აქვთ შანსი: არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. ხან ერთს აანონსებენ, ხან – მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი: ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის წინაშე”წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები