ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირაკლი კობახიძე – ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა, ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს

ლელოქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოთხ მუნიციპალიტეტში გამართული შუალედური არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ იოლი იყო, რადგან „ლელოს“ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს. სტატიაში ასევე მოყვანილია ცესკო-ს წინასწარი მონაცემები სხვადასხვა საარჩევნო ოლქის შედეგების შესახებ.

ირაკლი კობახიძე – ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა, ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს
ირაკლი კობახიძე – ოთხ მუნიციპალიტეტში იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის, რადგან „ლელოს“ საერთოდ არ აქვს მხარდაჭერა, ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებსპირველი არხი

საკმაოდ იოლი არჩევნები იყო ჩვენთვის იმიტომ, რომ „ლელოს“ საერთოდ არ აქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა. ერთადერთი კონკურენტი პარტია იყო და შესაბამისად, მოვიპოვეთ იოლი გამარჯვება. ჩემი მონაცემებითაც, დაახლოებით 90%, ცოტა მეტი არის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც 4 მუნიციპალიტეტის შუალედურ არჩევნებს ეხებოდა და აღნიშნა, რომ „ლელოსთან“ კონკურენციაში აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ასეთი შედეგი.

„ესეც გამოხატულებაა, რომ საზოგადოება ხედავს ყველაფერს და ისეთ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ წარმატების რესურსი, რომლებიც მუდმივად უყურებენ გარე ძალებს და არა საკუთარ მოსახლეობას. ეს პოლიტიკური ძალები ესაუბრებიან არა ქართველ ხალხს, არამედ ესაუბრებიან გარე ძალებს. ქართველ ხალხს ამაზე აქვს, ბუნებრივია, ადეკვატური და აბსოლუტურად ლოგიკური რეაქცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით: ახმეტის საარჩევნო ოლქში ლევან ითიურიძე („ქართული ოცნება“) ლიდერობს 115 ხმა (100%); დმანისში ვაჟა ნონიაშვილმა („ძლიერი საქართველო – ლელო“) 2 ხმა მიიღო (1.504%), ირაკლი სარსევანიძემ („ქართული ოცნება“) 131 ხმა (98.496%); წალკაში ზაზა შანთაძე („ძლიერი საქართველო-ლელო“) – 14 ხმა (3.263%); ნანული ხინიკაძემ („ქართული ოცნება”) – 415 ხმა (96.737%); ვანის საარჩევნო ოლქში ბექა კოპალაძემ („ძლიერი საქართველო-ლელო“) 57 ხმა (12.838%) მიიღო, ვაჟა ხელაძემ („ქართული ოცნება“) – 387 ხმა (87.162%).

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.