ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელი

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ და თავდაცვის ექს-მინისტრმა თინა ხიდაშელმა ანაკლიის პორტის პროექტზე, ინვესტორების მოზიდვის გამოწვევებსა და მთავრობის მიერ შეცვლილ ე.წ. "ლენდლორდის" მოდელზე ისაუბრა.

"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელი
"ანაკლიის პორტი ყველა ინვესტორის მენიუშია, მაგრამ ჯერ ისევ პოტენციალზე ვსაუბრობთ" - თინა ხიდაშელიBM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უცხოელ ინვესტორებთან გამართული პრაქტიკულად ყველა შეხვედრის დღის წესრიგში ფიგურირებს, თუმცა ქვეყანას ჯერ კიდევ უწევს იმის მტკიცება, აქვს თუ არა პოტენციალი, სწრაფად და ეფექტურად მოიზიდოს კერძო კაპიტალი - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ და თავდაცვის ექს-მინისტრმა, თინა ხიდაშელმა გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, მიუხედავად ოფიციალური რიტორიკისა, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით ბუნდოვანია, რაც ინვესტორებისთვის დამატებით ბარიერებს ქმნის.

"თავისთავად, ანაკლიის პორტი რომ საინტერესო პროექტი არის ბევრი ინვესტორისთვის, ეს ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია. პრაქტიკულად ვერ გაიხსენებთ კობახიძის თუ მისი წინამორბედების ვერცერთ შეხვედრას დიდი საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებთან, სადაც ჩამონათვალში, თუ რით იყო დაინტერესებული კომპანია, ანაკლიის პორტი არ იყოს. ყოველთვის აუცილებელი და სავალდებულო ინგრედიენტივით ყველა მენიუში ანაკლიის პორტი არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ვართ იქ, სადაც ვართ. ისევ ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არა პოტენციალი, რომ სწრაფად და ეფექტურად მოახერხოს საქართველომ ინვესტორების მოზიდვა და რეალური პროექტების განხორციელება ანაკლიისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად", - განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელი ანაკლიის პროექტიდან ჩინური კომპანიის გასვლასა და ე.წ. "ლენდლორდის" მოდელის იმპლემენტაციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, თბილისს ჩინურ კაპიტალზე უარი საკუთარი ინიციატივით არ უთქვამს - მიზეზი გლობალურად ჩინეთის საინვესტიციო პოლიტიკის შეცვლაა.

"არ არის ცალსახა, რომ თბილისმა თქვა უარი ჩინეთიდან კაპიტალზე ან ჩინეთის ინტერესზე. ფაქტები მეტყველებენ სხვა რამეზე - ზოგადად ჩინეთიდან დაფინანსება არის მნიშვნელოვნად შემცირებული წინა წლებთან შედარებით და სულ უფრო ნაკლებად ჩანს ფინანსური დაინტერესება მათი მხრიდან ისეთ პროექტებში, რომელიც თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით პირველადი ხასიათის არ არის. ვფიქრობ, თბილისმა მიიღო ეს მნიშვნელოვანი გზავნილი პეკინიდან, რომ რაიმე სწრაფი ინვესტიცია ანაკლიის მიმართულებით არ მოხდებოდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ალტერნატიულ მოდელზე ფიქრი - მივიღეთ ეს ლენდლორდის პროექტი

სანამ მისი ქმედითი განხორციელება არ დაიწყება, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ბოლო მოცემულობა, პირადად ჩემთვის ძალიან რთულია, იმდენჯერ შეიცვალა აქ ვითარება. არცერთი სისტემა არ არის პანაცეა... მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს იყოს ბოლო და ვიცოდეთ, რომ ეს არის სისტემა, რომლითაც ანაკლია განვითარდება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ ინვესტორებთან და შემოვიყვანოთ ისინი ქვეყანაში", - ამბობს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მოდელი შეცვალა. პროექტი ე.წ. „ლენდლორდის“ (Landlord Port) მოდელით განხორციელდება, რომლის მიხედვითაც პორტის 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება, ხოლო სატერმინალო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მართვაში სხვადასხვა საერთაშორისო კერძო ოპერატორი ჩაერთვება. პორტის სრულად სახელმწიფო საკუთრებაში გადაყვანით, პორტის პირველი ფაზის განხორციელების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით $200 მილიონი დოლარით გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ პროექტში აღარ იქნება ერთი წამყვანი კერძო ინვესტორი.

"სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების როლს და აღნიშნა, რომ რეგიონის სხვა წარმატებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ჰყავთ ისეთი პარტნიორები, როგორებიც EBRD, IBRD და ADB არიან, ანაკლიის შემთხვევაში კი მსგავსი გარანტიები ჯერ არ ჩანს.

გარდა უშუალოდ პორტის მშენებლობისა, თინა ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა შუა დერეფანში საქართველოს გაშვებულ შესაძლებლობებზე, კერძოდ, ციფრული ინფრასტრუქტურისა და "ერთი ფანჯრის პრინციპის" იმპლემენტაციაზე, სადაც საქართველოს ისტორიული უპირატესობა ჰქონდა.

"წარმოუდგენელია, რომ საქართველოსთან მიმართებით ეს საკითხი დღეს ღიაა მაშინ, როდესაც პიონერები ვიყავით ბევრი მიმართულებით ერთი ფანჯრის პრინციპის დამკვიდრებაში, ტექნოლოგიების შეტანაში, ინფორმაციის ელექტრონული გაცვლისა და დიგიტალური პლატფორმების განვითარებაში. ამას წინ არაფერი არ უდგას, არც ინვესტორის მოძიებასთან არის კავშირში. ხომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო ჩვენი კონკურენტული უპირატესობა? ეს ინიციატივა აგვეღო ხელში, მოგვევლო შუა დერეფნის ქვეყნების დედაქალაქები, გვეჩვენებინა წარმატების მაგალითი და ამაზე დაგვეშენებინა სისტემა?" - აცხადებს თინა ხიდაშელი "ანალიტიკას" ეთერში.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავისთავად, ანაკლიის პორტი რომ საინტერესო პროექტი არის ბევრი ინვესტორისთვის, ეს ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია. პრაქტიკულად ვერ გაიხსენებთ კობახიძის თუ მისი წინამორბედების ვერცერთ შეხვედრას დიდი საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენლებთან, სადაც ჩამონათვალში, თუ რით იყო დაინტერესებული კომპანია, ანაკლიის პორტი არ იყოს. ყოველთვის აუცილებელი და სავალდებულო ინგრედიენტივით ყველა მენიუში ანაკლიის პორტი არის. მაგრამ საბოლოო ჯამში ვართ იქ, სადაც ვართ. ისევ ვსაუბრობთ იმაზე, არის თუ არა პოტენციალი, რომ სწრაფად და ეფექტურად მოახერხოს საქართველომ ინვესტორების მოზიდვა და რეალური პროექტების განხორციელება ანაკლიისთვის ახალი სიცოცხლის მისაცემად“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„არ არის ცალსახა, რომ თბილისმა თქვა უარი ჩინეთიდან კაპიტალზე ან ჩინეთის ინტერესზე. ფაქტები მეტყველებენ სხვა რამეზე - ზოგადად ჩინეთიდან დაფინანსება არის მნიშვნელოვნად შემცირებული წინა წლებთან შედარებით და სულ უფრო ნაკლებად ჩანს ფინანსური დაინტერესება მათი მხრიდან ისეთ პროექტებში, რომელიც თავისი სტრატეგიული მნიშვნელობით პირველადი ხასიათის არ არის. ვფიქრობ, თბილისმა მიიღო ეს მნიშვნელოვანი გზავნილი პეკინიდან, რომ რაიმე სწრაფი ინვესტიცია ანაკლიის მიმართულებით არ მოხდებოდა და სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს ალტერნატიულ მოდელზე ფიქრი - მივიღეთ ეს ლენდლორდის პროექტი სანამ მისი ქმედითი განხორციელება არ დაიწყება, საუბარი იმაზე, რომ ეს არის ბოლო მოცემულობა, პირადად ჩემთვის ძალიან რთულია, იმდენჯერ შეიცვალა აქ ვითარება. არცერთი სისტემა არ არის პანაცეა... მთავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს იყოს ბოლო და ვიცოდეთ, რომ ეს არის სისტემა, რომლითაც ანაკლია განვითარდება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ ინვესტორებთან და შემოვიყვანოთ ისინი ქვეყანაში“
თინა ხიდაშელი
„წარმოუდგენელია, რომ საქართველოსთან მიმართებით ეს საკითხი დღეს ღიაა მაშინ, როდესაც პიონერები ვიყავით ბევრი მიმართულებით ერთი ფანჯრის პრინციპის დამკვიდრებაში, ტექნოლოგიების შეტანაში, ინფორმაციის ელექტრონული გაცვლისა და დიგიტალური პლატფორმების განვითარებაში. ამას წინ არაფერი არ უდგას, არც ინვესტორის მოძიებასთან არის კავშირში. ხომ შეიძლებოდა, ეს ყოფილიყო ჩვენი კონკურენტული უპირატესობა? ეს ინიციატივა აგვეღო ხელში, მოგვევლო შუა დერეფნის ქვეყნების დედაქალაქები, გვეჩვენებინა წარმატების მაგალითი და ამაზე დაგვეშენებინა სისტემა?“
თინა ხიდაშელი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.