ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?

2027 წელს პენიტენციური სისტემის დაფინანსება 358.3 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც წინა წელთან შედარებით 10.8%-ით მეტია. თანხები მოხმარდება სისტემის მართვას, ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო მომსახურებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.

პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?
პენიტენციური სისტემის დაფინანსება 2027 წელს ₾358.3 მილიონამდე გაიზრდება - სად/როგორ დაიხარჯება?BM.GE

2027 წელს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბებისთვის 358.3 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმასთან შედარებით 34.8 მლნ ლარით, 10.8%-ით მეტია. 2026 წელს ამ მიმართულების ბიუჯეტი 323.5 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო 2025 წლის ფაქტობრივი მაჩვენებელი 290.6 მლნ ლარი იყო.

2027 წლის გეგმის მიხედვით, მთლიანად პროგრამის ფარგლებში ხარჯები 318.3 მლნ ლარს, ხოლო არაფინანსური აქტივების ზრდა 40 მლნ ლარს შეადგენს. შრომის ანაზღაურებისთვის გათვალისწინებულია 155 მლნ ლარი, მაშინ როდესაც 2026 წელს ეს მაჩვენებელი 143 მლნ ლარი იყო.

პროგრამის ფარგლებში დასაქმებულთა რიცხოვნობა 2027 წელს 4,070 ადამიანით არის განსაზღვრული, რაც 2026 წლის გეგმაში გათვალისწინებულ რაოდენობას უცვლელად ემთხვევა.

პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება:

პენიტენციური სისტემის მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება - 2027 წელს 306.3 მლნ ლარი, 2026 წელს - 277.5 მლნ ლარი. ზრდა 28.8 მლნ ლარია, ანუ დაახლოებით 10.4%.

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა - 2027 წელს 12 მლნ ლარი, 2026 წელს - 11 მლნ ლარი.

პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - 2027 წელს 40 მლნ ლარი, 2026 წელს - 35 მლნ ლარი. ზრდა 5 მლნ ლარს, 14.3%-ს შეადგენს. აღნიშნული თანხა მთლიანად არაფინანსური აქტივების ზრდაზეა მიმართული.

ცნობისთვის, ყველა ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ყველა საჯარო მოხელის, მათ შორის პენიტენციურის თანამშრომლების ხელფასებიც 8.6%-ით გაიზრდება.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.