ოტნე ანანიძე - "ნეტგაზეთს": „სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აქვეყნებს 2011 წლის ფოტოს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი არიან გამოსახულნი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, შინაგან საქმეთა მინისტრ სულხან თამაზაშვილის შესახებ “ნეტგაზეთის” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც ხაზგასმულია, რომ თამაზაშვილი 2008 წლიდან მუშაობდა შსს-ში და მას 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ანანიძე აქვეყნებს 2011 წელს გადაღებულ ფოტოს, სადაც “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ერთად სულხან თამაზაშვილის მამა, ჯემალ თამაზაშვილია და წერს:
“სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის. ამასთან, ცნობილია მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.
ფოტო: 2011 წელი – ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი. ვერ მოარტყამთ ამ სამიზნეს ვერასდროს!” – წერს ცოტნე ანანიძე.
ციტატები სტატიიდან
„სულხან თამაზაშვილი 2008 წლის ომში არ გაქცევია სიცოცხლის რისკს საქართველოსთვის. ამასთან, ცნობილია მთელი ოჯახის ბრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ფოტო: 2011 წელი – ბიძინა ივანიშვილი და ჯემალ თამაზაშვილი. ვერ მოარტყამთ ამ სამიზნეს ვერასდროს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.