ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

რუსეთში მუსიკოს გრებენშჩიკოვს ბრალი დასდეს "არასასურველ ორგანიზაციასთან" თანამშრომლობაში

რუსეთში მუსიკოს ბორის გრებენშჩიკოვს „არასასურველ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. მოსკოვის ხოროშევსკის რაიონულ სასამართლოში შესული ადმინისტრაციული პროტოკოლი შესაძლოა ჯარიმას ითვალისწინებდეს. კონკრეტული ორგანიზაცია, რომელსაც ედავებიან, ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთში მუსიკოს გრებენშჩიკოვს ბრალი დასდეს "არასასურველ ორგანიზაციასთან" თანამშრომლობაში
რუსეთში მუსიკოს გრებენშჩიკოვს ბრალი დასდეს "არასასურველ ორგანიზაციასთან" თანამშრომლობაშირადიო თავისუფლება

რუსეთში მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი, რომელსაც ხელისუფლება "უცხოეთის აგენტად" მიიჩნევს, დაადანაშაულეს ე.წ. "არასასურველ ორგანიზაციასთან" თანამშრომლობაში. ამ ცნობის შემცველი პროტოკოლი შევიდა მოსკოვის ხოროშევსკის რაიონულ სასამართლოში, მასზე ყურადღება გაამახვილა გამოცემამ "ოსტოროჟნო, ნოვოსტი".

ესაა ადმინისტრაციული საქმე - რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით, მუსიკოსი, შესაძლოა, დააჯარიმონ 15 ათას რუბლამდე თანხით (დაახლოებით $180). ამასთან, ახლახან შემოღებული კანონით, თუ უცხოეთში მცხოვრები პირი "თავს აარიდებს" სასამართლოს გადაწყვეტილებას, შესაძლოა ამოქმედდეს შეზღუდვის ზომები, ქონების დაყადაღების ჩათვლით.

ადმინისტრაციული საქმის დეტალები - ის, თუ კონკრეტულად რომელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ედავებიან გრებენშჩიკოვს - ჯერჯერობით გაურკვეველია. პროტოკოლი შეადგინეს პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, აღნიშნავს "მედიაზონა".

2025 წლის ოქტომბერში პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ გრებენშჩიკოვი დააჯარიმა 40 ათასი რუბლით (დაახლოებით $475), "უცხოეთის აგენტის" მოქმედების წესის დარღვევისთვის. მუსიკოსი ასეთად აღიარეს 2023 წელს.

ჯგუფების "აკვარიუმი" და "БГ+" ლიდერი, ბორის გრებენშჩიკოვი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როკმუსიკოსია. ის აპროტესტებს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. გრებენშჩიკოვი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და კონცერტებს უცხოეთში მართავს.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.