გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია – The Insider
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია, დეპორტაცია და გაძევება აუკრძალა, სანამ მისი საჩივარი განიხილება. ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის თანაშემწეა და საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა.

The Insider-ის ცნობით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევის რუსეთისთვის ექსტრადიცია, დეპორტაცია და გაძევება აუკრძალა, სანამ კომიტეტი მის საჩივარს განიხილავს. კომიტეტის წერილი, გამოცემის ცნობით, 29 სექტემბრით თარიღდება.
კომიტეტმა დაადგინა დროებითი ზომების გამოყენება: საქართველომ თავი უნდა შეიკავოს ტიმოფეევის რუსეთში „ექსტრადიციის, დეპორტაციის, გაძევების ან სხვა სახით დაბრუნებისგან“, სანამ მისი მიმართვა განხილვის პროცესშია.
გამოცემა განმარტავს, რომ ფორმალურად წერილში ეს ჩამოყალიბებულია, როგორც თხოვნა სახელმწიფოსადმი, თუმცა თავად კომიტეტის წესები ითვალისწინებს, რომ დროებითი ზომების შეუსრულებლობა შეუთავსებელია ინდივიდუალური შეტყობინებების პროცედურის კეთილსინდისიერად დაცვის სახელმწიფოს მოვალეობასთან.
„ახლა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მიხეილ ტიმოფეევი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან იგი დაპატიმრებული იყო ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად. ხოლო ის შეუძლებელი იქნება უახლოეს წლებში ადამიანის უფლებათა კომიტეტში მისი საქმის რეგისტრაციის გამო. ამას დასჭირდება გარკვეული დრო: დღეები, ერთი კვირა, შეიძლება ორი კვირა, სანამ გათავისუფლების ეს საკითხი შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ გადაწყდება. პრაქტიკა საქართველოში დადებითია, მე არ ვიცი შემთხვევები, როდესაც საქართველოს არ შეუსრულებია ადამიანის უფლებათა კომიტეტის ან გაეროს სხვა სახელშეკრულებო ორგანოების დროებითი ზომები. ვფიქრობ, საქართველო ამ საქმეშიც შეასრულებს ამ დროებით ზომებს“, – ამბობს იურისტი და უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა The Insider-თან საუბარში.
გაეროს კომიტეტმა საქართველოს ასევე განუსაზღვრა ვადა 2027 წლის 29 მარტამდე, რათა წარადგინოს საკუთარი პოზიცია ტიმოფეევის საჩივრის დასაშვებობასა და საქმის არსებით მხარეზე.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს კითხვით, შეასრულებენ თუ არა დროებით ღონისძიებას. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო კითხვას უპასუხებს, მასალა განახლდება.
4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიციის შესახებ. მისმა ადვოკატმა რუსუდან მჭედლიშვილმა The Insider-თან საუბარში განაცხადა, რომ დაცვის მხარე აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საქართველოს უზენაეს სასამართლოში და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას, რათა არ დაუშვას გადაცემა.
მიხაილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო. საქართველოში ის 2024 წლის მარტიდან ცხოვრობდა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის საფუძველზე, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა საქართველოსგან უარი მიიღო.
ტიმოფეევი საქართველოში 2026 წლის იანვარში დააკავეს. რუსეთის ხელისუფლება ტიმოფეევს ბრალს დებს 2004–2005 წლებში მეწარმეების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებში მონაწილეობაში. იხილეთ:
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილი რუსი ჩინოვნიკი საქართველომ რუსეთს შეიძლება გადასცეს
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ციტატები სტატიიდან
„ახლა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მიხეილ ტიმოფეევი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან იგი დაპატიმრებული იყო ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად. ხოლო ის შეუძლებელი იქნება უახლოეს წლებში ადამიანის უფლებათა კომიტეტში მისი საქმის რეგისტრაციის გამო. ამას დასჭირდება გარკვეული დრო: დღეები, ერთი კვირა, შეიძლება ორი კვირა, სანამ გათავისუფლების ეს საკითხი შიდასახელმწიფოებრივ დონეზე არ გადაწყდება. პრაქტიკა საქართველოში დადებითია, მე არ ვიცი შემთხვევები, როდესაც საქართველოს არ შეუსრულებია ადამიანის უფლებათა კომიტეტის ან გაეროს სხვა სახელშეკრულებო ორგანოების დროებითი ზომები. ვფიქრობ, საქართველო ამ საქმეშიც შეასრულებს ამ დროებით ზომებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.