აზერბაიჯანში “ადრეული ქორწინების პრევენციის” პროექტის ხელმძღვანელი გაასამართლეს
აზერბაიჯანში, ქალაქ ბერდის ქალთა კლუბის ხელმძღვანელს და ადრეული ქორწინებების პრევენციის პროექტის ხელმძღვანელს, ულვია ბაბასოის, განჯის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელი მიისაჯა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თანხების ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი სიყალბისთვის. ბაბასოი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ თანხა პროექტის მიზნებისთვის დაიხარჯა.

აზერბაიჯანში, ქალაქ ბერდის ქალთა კლუბის ხელმძღვანელ ულვია ბაბასოის, რომელიც ადრეული ქორწინებების პრევენციის პროექტის განხორციელების გამო იყო ბრალდებული, 5 წლითა და 6 თვით პირობითი სასჯელი მიესაჯა.
განჯის მძიმე დანაშაულთა სასამართლომ ბაბასოი “უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივ სიყალბეში დამნაშავედ ცნო”.
ბრალდების მიხედვით, “2024 წლის მარტში ბაბასოიმ ადრეული ქორწინებების პრევენციის მიზნით პროექტის „მე მაქვს ოცნებები“ განსახორციელებლად მომსახურების ხელშეკრულება გააფორმა და მის საბანკო ანგარიშზე 30 ათასი დოლარი გადაირიცხა. მას თანხის ეკონომიკის სამინისტროში გრანტის სახით დაურეგისტრირებლობასა და პროექტის მომსახურების ხელშეკრულებით გაფორმებას ედავებოდნენ”.
ბაბასოი ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში ბერდის ქალაქსა და დაახლოებით 10 სოფელში მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ადრეული ქორწინების შედეგებზე 50-მდე შეხვედრა და სემინარი გაიმართა.
მისივე განცხადებით, მიღებული თანხა პროექტის მიზნებისთვის დაიხარჯა და საქმიანობის განმავლობაში გადასახადებს დროულად იხდიდა.
ბაბასოის საქმე აზერბაიჯანში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების სერიის ნაწილია. ამ საქმეებზე ბრალდებულები წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული, 2014 წელს დაწყებული სისხლის სამართლის საქმის წარმოება 2025 წლის თებერვალში განაახლა. მას შემდეგ დაახლოებით 20 სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
დაგვამატე Google-ში
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…