ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის აღკვეთისთვის დაზვერვა, კიბერშესაძლებლობები და ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოს. მემორანდუმის თანახმად, სამხედრო ძალები საარჩევნო უბნებზე არ გაიგზავნება.

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა
პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალაინტერპრესნიუსი

პიტ ჰეგსეთმა პენტაგონს მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დაზვერვის, კიბერ შესაძლებლობებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაავალა, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეთი 22 სექტემბრის მემორანდუმის თანახმად, უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიული თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას იღებს.

მემორანდუმის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი კიბერსარდლობისა და საბრძოლო მხარდაჭერის სააგენტოების ხელმძღვანელობით, ხელოვნური ინტელექტის უახლეს შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა არჩევნების წინ უცხოურ საფრთხეებს დააკვირდეს და უცხოური აქტორების აშშ-ის დემოკრატიულ სისტემებში ჩარევა არ დაუშვას.

პიტ ჰეგსეთის ბრძანება საარჩევნო უბნებზე სამხედროების გაგზავნას არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.