ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამოქალაქო აქტივისტმა თორნიკე რაზმაძემ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა ორი თვეა არ მუშაობს, რის გამოც ვერ ახერხებს უწყებასთან დაკავშირებას და თავისი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაციის მიღებას. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს - თორნიკე რაზმაძეTV პირველი

სამოქალაქო აქტივისტი, თორნიკე რაზმაძე ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ტელეფონი და მეილი 2 თვეა არ მუშაობს.

როგორც ის ვიდეო მიმართვაში ჰყვება, 2 კვირის წინ მიმართა საბჭოს მისი სასამართლო სხდომა მედიისთვის გაეხსნათ და იმის გამო, რომ პასუხი არ ეცნობა, ცდილობდა, ტელეფონზე დაკავშირებოდა, თუმცა უშედეგოდ.

მისი თქმით, ბოლოს თავად გადაწყვიტა მისულიყო და გაეერკვია, რატომ არავინ მიაწოდა ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ნომერი, რომელიც საკონტაქტოდ ჩააწერინეს, აგვისტოს ბოლოდან არ მუშაობს, ასევე პარალიზებული მეილიც.

ახლა ვიყავი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ამათ ვთხოვე, რომ სხდომა გაეხსნათ მედიისთვის, რომ გაიგოს ხალხმა სიმართლე, რას მედავებიან. 2 კვირა გავიდა და არ მოუწოდებიათ ინფორმაცია, 2 კვირაა ვრეკავ ცხელ ხაზზე, ნომერზე, რომელიც თვითონ მომაწოდეს. კაციშვილი არ პასუხობს 2 კვირაა, არც დილას, არც შუადღეს და არც საღამოს. ხოდა დღეს მოვედი და ვეუბნები - 2 კვირაა ვრეკავ და რისთვის მომეცით ეს ნომერი, თუ არ პასუხობთ მეთქი, არაო, განა ჩვენ არ ვპასუხობთო, უბრალოდ, აგვისტოდან მოყოლებული არც ტელეფონი და არც მეილი არ მუშაობსო, ამას მეუბნებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2 თვეზე მეტია, ტელეფონის ნომერი არ მუშაობს, მეილი არ მუშაობს, ადამიანს თუ რამეზე უნდა დაკავშირება, უნდა მოვიდეს სამასი არაგველის მეტროს ქვემოთ და კანცელარიაში უნდა იკითხოს. მოვედი და ვიკითე, გამაგებინეთ ჩემი სასამართლოს პასუხი-მეთქი - არ ჩატარებულა სხდომა და არ განუხილავთო, როდის ტარდება მეთქი, არ ვიცი, საიტზე შედითო, შევედი საიტზე და წერია, რომ დღეს, 28 სექტემბერს არის, მეთქი ხვალ დილას დავრეკავ და მეცოდინება პასუხი და მოვითხოვე სხვა ნომერი, მაგრამ უარი მითხრეს, ვერ მოგცემთ ვერავის ნომერსო... რამეს თუ ვიტყუებოდე, დედას გეფიცებით, ცისფერი მთებია ჩვეულებრივი... პასუხი გეცნობებათ აუცილებლადო, პასუხი მეცნობება, ჩემი სასამართლო რომ დასრულდება, მერე მომივა ალბათ პასუხი, რომ დაკმაყოფილდა, ან არ დაკმაყოფილდა, იმ სხდომის მედიისთვის გახსნა, რომელიც უკვე აღარ არის, - ამბობს თორნიკე რაზმაძე.

ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტმა, თორნიკე რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. კერძოდ, თორნიკე რაზმაძის ინფორმაციით, შსს-ში შექმნილმა სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ, მარგარიტა სიმონიანისა და ვლადიმერ სალავიოვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

მოგვიანებით კი შსს-ს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ განმარტა, რომ სამოქალაქო აქტივისტ თორნიკე რაზმაძეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.