ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი სოსიაშვილი: “მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს,

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ საზოგადოება არ უნდა აჰყვეს სოციალურ ქსელში არსებულ კამპანიას, რომელიც ქვეყნის ისტორიული წარსულისა და მეფე ერეკლეს წინააღმდეგაა მიმართული.

გიორგი სოსიაშვილი: “მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს,
გიორგი სოსიაშვილი: “მივმართავ საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს,POSTV

“მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებსა და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

„დღეს მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში შეყუჟული, ფსევდოლიბერალი ფაშისტების აღვირახსნილ კამპანიას ჩვენი ისტორიული წარსულის წინააღმდეგ. ამ ბოლო პერიოდში მათი კამპანია მიზნად ისახავს ჩვენი წინაპრების სახელის შებღალვას და განსაკუთრებული სამიზნე გახდა მათთვის ჩვენი გმირი მეფე ერეკლე.

სამწუხაროდ, ჩვენს ისტორიაში არაერთი მოღალატე გვახსოვს. გვახსოვს ღვთისმგმობელები, გვახსოვს მამულის გამსხვისებლები, გვახსოვს თავიანთი სამშობლოს დამსმენები. მაგრამ, საბედნიეროდ, ჩვენი ისტორია არის გმირების ისტორია.

რა ამოძრავებთ აი, ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს და რა არის მათი მთავარი მიზანი?

მათი მიზანია ისტორიული საყრდენების მოშლა, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კამპანიის გაძლიერება, ისტორიის გაყალბება და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, „პატკანოვების და კატკოვის“ გზის გაგრძელება, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ისტორიას და ჩვენს გმირულ წარსულს ებრძოდნენ, და რა გასაკვირია, რომ ბოლო პერიოდში მათ თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რომ ჩვენს გმირ მეფეს, ერეკლე მეორეს გამოუცხადონ ბრძოლა — იმ მეფეს, რომელმაც უაღრესად რთულ სიტუაციაში, უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში (მაშინ არ იყო საუბარი ტურბულენტურ სიტუაციაზე, აქ იყო ჩვენი ხალხის ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საკითხი) მან საკუთარი გონებით, საკუთარი გამჭრიახი პოლიტიკით და საკუთარი ხმლით მოახერხა საკუთარი სამშობლოს გადარჩენა.

ასეთი გმირი მეფე გვყავდა და აი, ამ გმირ მეფეს ესხმიან ეს ადამიანები თავს.

მე ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს შევახსენებ, რომ გადახედონ XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ბრიტანულ პრესას. სხვათა შორის, ეს გამოცემები საქართველოში გიორგი კალანდიამ ჩამოიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი ცნობა აღმოაჩინა ერეკლე მეორის შესახებ, თუ რას წერდნენ დასავლეთ ევროპაში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და როგორ აღიარებდნენ აი, ამ გმირი მეფის მოღვაწეობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის გადარჩენის საქმეში.

და მე ვურჩევდი მათ, რომ ვიდრე ერეკლე მეორეზე სიტყვა მოუტრიალდებათ და რაიმე ჩირქს მოსცხებენ ჩვენს წარსულს, უმჯობესია, ჩაიხედონ წიგნებში, გაეცნონ გამოცემებს და მერე აქილიკონ და მერე იღლიცინონ ისევ ჩვენს გმირ წინაპრებზე. სხვათა შორის, 1782 წელს მან წერილი გაუგზავნა ევროპელ ლიდერებს და ფულადი დახმარება ითხოვა იმისათვის, რომ თავისი ჯარი ევროპულ რიგზე მოეწყო, იმისათვის, რომ წვრთნისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო, მაგრამ მან ეს დახმარება, სამწუხაროა, რომ ვერ მიიღო და იძულებული გახდა ჩვენი გმირი მეფე, რომ ქვეყნის გადარჩენის საქმეში ეს ნაბიჯები გადაედგა. მას სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა”, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მივმართავ ჩვენს საზოგადოებას, რომ არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში თავშეფარებულ ვაიქართველებს, მაგალითებს იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქართველი კაცი. გავა რამდენიმე წელი და მათ სახელებსა და გვარებს ვეღარავინ ვეღარ გაიხსენებს, მაგრამ ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი გმირი მეფეების, ჩვენი წინაპრების სახეებს, რომლებმაც თავიანთი სისხლის ფასად, თავიანთი ოფლისა და შრომის ფასად დაიცვეს და შეგვინახეს სამშობლო“
გიორგი სოსიაშვილი
„გზის გაგრძელება, რომლებიც თავის დროზე საქართველოს ისტორიას და ჩვენს გმირულ წარსულს ებრძოდნენ, და რა გასაკვირია, რომ ბოლო პერიოდში მათ თავიანთი პატრონებისგან მიიღეს დავალება, რომ ჩვენს გმირ მეფეს, ერეკლე მეორეს გამოუცხადონ ბრძოლა — იმ მეფეს, რომელმაც უაღრესად რთულ სიტუაციაში, უაღრესად რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში (მაშინ არ იყო საუბარი ტურბულენტურ სიტუაციაზე, აქ იყო ჩვენი ხალხის ეგზისტენციალური ყოფნა-არყოფნის საკითხი) მან საკუთარი გონებით, საკუთარი გამჭრიახი პოლიტიკით და საკუთარი ხმლით მოახერხა საკუთარი სამშობლოს გადარჩენა. ასეთი გმირი მეფე გვყავდა და აი, ამ გმირ მეფეს ესხმიან ეს ადამიანები თავს. მე ამ ფსევდოლიბერალ-ფაშისტებს შევახსენებ, რომ გადახედონ XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ბრიტანულ პრესას. სხვათა შორის, ეს გამოცემები საქართველოში გიორგი კალანდიამ ჩამოიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი ცნობა აღმოაჩინა ერეკლე მეორის შესახებ, თუ რას წერდნენ დასავლეთ ევროპაში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და როგორ აღიარებდნენ აი, ამ გმირი მეფის მოღვაწეობას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კავკასიის გადარჩენის საქმეში. და მე ვურჩევდი მათ, რომ ვიდრე ერეკლე მეორეზე სიტყვა მოუტრიალდებათ და რაიმე ჩირქს მოსცხებენ ჩვენს წარსულს, უმჯობესია, ჩაიხედონ წიგნებში, გაეცნონ გამოცემებს და მერე აქილიკონ და მერე იღლიცინონ ისევ ჩვენს გმირ წინაპრებზე. სხვათა შორის, 1782 წელს მან წერილი გაუგზავნა ევროპელ ლიდერებს და ფულადი დახმარება ითხოვა იმისათვის, რომ თავისი ჯარი ევროპულ რიგზე მოეწყო, იმისათვის, რომ წვრთნისთვის თვალსაჩინო ყოფილიყო, მაგრამ მან ეს დახმარება, სამწუხაროა, რომ ვერ მიიღო და იძულებული გახდა ჩვენი გმირი მეფე, რომ ქვეყნის გადარჩენის საქმეში ეს ნაბიჯები გადაედგა. მას სხვა გზა, უბრალოდ, არ ჰქონდა“
გიორგი სოსიაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან კოჭლოშვილი: “კოლექტიურ ლევან ბერძენიშვილებს უცებ ერეკლე მეფე შეუყვარდათ. როდესაც ისტორიულ პიროვნებასწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები