გიორგი კახიანი აფხაზეთთან დაკავშირებით რადიკალების განცხადებებზე: მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ რადიკალების განცხადებები აფხაზეთსა და ევროკავშირთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელის ჩაქნევას ნიშნავს. მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს დეოკუპაციის პროცესის შეფერხებას და მთავარ მიზნად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ასახელებს.

მათ წარმოუდგენიათ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს დღეს ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე, ანუ, ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ხელის ჩაქნევას მათი მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დაუშვებს. პირიქით, მთავარი გამოწვევა და მიზანი არის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა რადიკალების მხრიდან აფხაზეთის საკითხზე დაწყებული კამპანიის შეფასებისას.
მისი თქმით, ფაქტია, რომ დეოკუპაციის პროცესს რადიკალები ღიად ებრძვიან.
„მიზანმიმართულად ებრძვიან იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ანუ ეს არის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. სააკაშვილმა, ბარამიძემ, გვარამიამ არაერთხელ გააკეთეს განცხადებები. ერთი ასეთი განცხადება რომ კეთდება, შეიძლება იფიქრო, რომ უპასუხისმგებლო და უგუნური განცხადება გაკეთდა, მაგრამ მთელი რიგი იყო განცხადებების, ხომ?! - ეს უკვე აშკარად მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს.
შედეგი არის ის, რომ ასეთი განცხადებები არის დამაზიანებელი იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ვაწარმოოთ, ანუ დეოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით.
საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან რადიკალი ძალები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს. ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ეს პროცესი შედგეს. ბუნებრივია, მათთვის ეს ძალიან მომგებიანი განცხადებებია. როგორ გამოიყენებენ ამას ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ან თუნდაც ჩვენს აფხაზ ძმებზე და დებზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ დამოკიდებულებაზე ამ პროცესის მიმართ, ყველანაირად შეიძლება ამის გამოყენება. ეს არის, თითქოს შენს მტრებსა და შენს მოწინააღმდეგეებს ხელში აძლევდე შეგნებულად იარაღს, შესაძლებლობას, რომ შენ გებრძოლოს“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ციტატები სტატიიდან
„მიზანმიმართულად ებრძვიან იმ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ანუ ეს არის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით. სააკაშვილმა, ბარამიძემ, გვარამიამ არაერთხელ გააკეთეს განცხადებები. ერთი ასეთი განცხადება რომ კეთდება, შეიძლება იფიქრო, რომ უპასუხისმგებლო და უგუნური განცხადება გაკეთდა, მაგრამ მთელი რიგი იყო განცხადებების, ხომ?! - ეს უკვე აშკარად მიზანმიმართულ პოლიტიკაზე მიუთითებს. შედეგი არის ის, რომ ასეთი განცხადებები არის დამაზიანებელი იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ვაწარმოოთ, ანუ დეოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით. საქართველოში, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან რადიკალი ძალები, რომლებიც ამ პროცესს უშლიან ხელს. ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებსაც არ უნდათ, რომ ეს პროცესი შედგეს. ბუნებრივია, მათთვის ეს ძალიან მომგებიანი განცხადებებია. როგორ გამოიყენებენ ამას ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ან თუნდაც ჩვენს აფხაზ ძმებზე და დებზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ დამოკიდებულებაზე ამ პროცესის მიმართ, ყველანაირად შეიძლება ამის გამოყენება. ეს არის, თითქოს შენს მტრებსა და შენს მოწინააღმდეგეებს ხელში აძლევდე შეგნებულად იარაღს, შესაძლებლობას, რომ შენ გებრძოლოს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…