ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ზურაბიშვილი: ლევილის ქართველთა მამულში "ოცნება" რესტორანს ხსნის

საპატრიარქოქართული ოცნება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ლევილის ქართველთა მამულში რესტორანს ხსნის და დახურულ შეხვედრას მართავს. მისი თქმით, მმართველი პარტია მუზეუმის გახსნის ნაცვლად მამულის სრულად აღდგენის ილუზიას ქმნის.

ზურაბიშვილი: ლევილის ქართველთა მამულში "ოცნება" რესტორანს ხსნის
ზურაბიშვილი: ლევილის ქართველთა მამულში "ოცნება" რესტორანს ხსნისTV პირველი

ლევილის ქართველთა მამულში "ქართული ოცნება" რესტორანს ხსნის - განცხადება ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დახურული შეხვედრა მიმდინარე კვირას, შაბათს გაიმართება და მას ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მხოლოდ ქართული ოცნების დელეგაცია და კონკრეტული ანსამბლი დაესწრება.

ზურაბიშვილის ნაამბობის მიხედვით, მმართველი პარტია გაგმევს მხარდამჭერებს უთხრას, რომ მათ მამული სრულად აღადგინეს, რაც მისი თქმით ტყუილია.

ლევილში საქართველოდან უზარმაზარი დელეგაცია ჩამოდის - 23 ადამიანისა და საელჩოს გარდა, არავინ იცის ამ ფაქტის შესახებ. არ ვიცი, შეილება პაპუაშვილიც შემოუერთდეს, შეიძლება, კობახიძეც ჩამოვიდეს. საპატრიარქოდანაც ჩამოდიან, რატომ რა შიაში არიან, არ ვიცი. ჩამოდიან იმისთვის, რომ თქვან, დავვამთავრეთ ლევილის აღდგენაო, რაც რეალობას არ შეესაბამება. ემიგრაციის მუზეუმი, რომელიც აქ უნდა ყოფილიყო, არსად არ არის ჯერ. სამაგიეროდ ხსნიან ოდას - რესტორანს - ხინკალი, ტაშ-ფანდური და ასე შემდეგ... ჩამოჰყავთ "ერისიონი" მე არ ვოცი, რა დაჯდება ამდენი ადამიანის აქ ჩამოყვანა. ჩამოდიან იმისთვის რომ დახურული შეხვედრა, ქეიფი ჰქონდეთ ლევილში. შემდეგ ამას თავიანთი მუჭა მხარდამჭერებისთვის გაასაღებენ, როგორც თითქოს შერასრულეს თავისი ვალდებულება ლევილის მიმართ"- თქვა ზურაბიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.