ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

"ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე" - ირაკლი ნადარეიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მხარეები ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური დელეგაციებისა და სამუშაო ჯგუფების ვიზიტები იგეგმება.

"ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე" - ირაკლი ნადარეიშვილი
"ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე" - ირაკლი ნადარეიშვილირუსთავი 2

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ის მიმართულებები გამოყო, სადაც ჩინეთთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

„განსაკუთრებით გამოვყოფდი საინვესტიციო მიმართულებებს, ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩინური მხარის ჩართულობაში პროექტების დამუშავების, დეტალური შესწავლის და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხორციელების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მისივე თქმით, მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩინური დელეგაციების ვიზიტი იგეგმება.

„უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სხვადასხვა კომპანიიდან და სექტორიდან, რათა სამუშაო პროცესი უკვე ადგილზე გავაგრძელოთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“
ირაკლი ნადარეიშვილი
„განსაკუთრებით გამოვყოფდი საინვესტიციო მიმართულებებს, ენერგეტიკის, ავტოწარმოების, ტრანსპორტის და ლოგისტიკის მიმართულებით. გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, კონკრეტული პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, რაც ძირითადად გამოიხატება ჩინური მხარის ჩართულობაში პროექტების დამუშავების, დეტალური შესწავლის და, საბოლოო ჯამში, ერთობლივი გადაწყვეტილებების განხორციელების მიმართულებით“
ირაკლი ნადარეიშვილი
„უახლოეს მომავალში საქართველოში სამუშაო ჯგუფებს ველოდებით სხვადასხვა კომპანიიდან და სექტორიდან, რათა სამუშაო პროცესი უკვე ადგილზე გავაგრძელოთ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.