შალვა პაპუაშვილი: „როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია თავს დაანებებზ რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ
„როგორც დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან გავიგეთ, დედის გინებით უნდათ, ალბათ, დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირთან,

„როგორც დღეს ევროკავშირის საელჩოს განცხადებიდან გავიგეთ, დედის გინებით უნდათ, ალბათ, დიალოგის აღდგენა. ასეთ ფორმატში ვართ დღეს, სამწუხაროდ, ევროკავშირთან, როდესაც ევროკავშირის ელჩი გვეუბნება, რომ დედის გინება ქართული კულტურული მემკვიდრეობა და გამოხატვის თავისუფლებაა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირთან დიალოგის განახლებაზე საუბრისას.
„პოლონეთში, მის სამშობლოში თუ დედის გინება ჩვეულებრივი რამეა, არ ვიცი, მაგრამ საქართველოში ასე არ არის და მოიქცეს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება. რაც შეეხება ურთიერთობების აღდგენას, როგორც კი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუცია თავს დაანებებს რადიკალიზმის მხარდაჭერას, იმ მომენტშივე გამოჩნდება ურთიერთობების აღდგენის გზა.
დღეს ამ ურთიერთობაში ბარიერად დგას რადიკალიზმი, რომელიც წახალისებული და დაფინანსებულია ევროკავშირის სხვადასხვა ფონდის მხრიდან, მათ შორის, პოლიტიკური განცხადებებით. დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა.
რადიკალიზმის წახალისება როგორც კი დამთავრდება, ბუნებრივად აღდგება ეს ურთიერთობები, ვინაიდან რადიკალიზმი არის ის, რაც დგას დღეს ბარიერად საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას შორის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიშალვა პაპუაშვილი: დღეს ევროკავშირის ელჩმა პირდაპირ წაახალისა საჯაროდ დედის გინება საქართველოში და ლამის კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში გამოიყვანა
- რუსთავი 2შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩმა საჯაროდ წაახალისა დედის გინება - როგორც კი რადიკალიზმის მხარდაჭერას თავს დაანებებენ, ურთიერთობები აღდგება
- პირველი არხიშალვა პაპუაშვილი – როგორც კი რადიკალიზმის წახალისება მორჩება, ავტომატურად და ბუნებრივად აღდგება ურთიერთობები ევროკავშირთან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…