ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

‘მინდა წარმოიდგინოთ, როგორი სიამაყით მეღიმება ყოველ ჯერზე, როცა დაკნინების მიზნით წყალტუბოელ ნანულას მიწერენ ოპონენტები” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ნანუკა ჟორჟოლიანი წყალტუბოში არსებულ თავის ბავშვობის მოგონებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, მათ შორის ქალაქის განვითარებისა და მერობის სურვილზე, და აღნიშნავს, რომ ოპონენტების მიერ გამოყენებული დამცინავი მეტსახელი მასში მხოლოდ სიამაყეს იწვევს.

‘მინდა წარმოიდგინოთ, როგორი სიამაყით მეღიმება ყოველ ჯერზე, როცა დაკნინების მიზნით წყალტუბოელ ნანულას მიწერენ ოპონენტები” – ნანუკა ჟორჟოლიანი
‘მინდა წარმოიდგინოთ, როგორი სიამაყით მეღიმება ყოველ ჯერზე, როცა დაკნინების მიზნით წყალტუბოელ ნანულას მიწერენ ოპონენტები” – ნანუკა ჟორჟოლიანიალია

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ნანუკა ჟორჟოლიანი:

დასავლეთ საქართველოში სადაც არ უნდა ვიყო, მნიშვნელობა არ აქვს დისტანციას, მანძილს, ვცდილობ წყალტუბოში დავრჩე.

ჩემი რიტუალები მაქვს აქ.

მარტო ყოფნა მიყვარს და ყოველ დილით, პარკის წრეზე ისე შემიძლია სიარული, ვინმემ თუ არ შემახსენა რომ დრო გამექცა, არასოდეს გავჩერდები.

ყველა წრეს თავის მოგონება აქვს.

აი , ის გრანდიოზული სასტუმრო “შახტიორი” ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები რომ ჩამოდიან მის სანახავად ჩემი ბავშვობაა.

ბებო ნათელა აქ “სანიტრების” ცვლის უფროსი იყო. მის ოთახს, მარაგების გამო , საპნების და ფხვნილების სუნი ჰქონდა.

სანატორიუმის სასადილო ოთახი სამეჯლისო დარბაზს ჰგავდა და ყოველ ჯერზე, შუბლზე შრამების, ბიჭურად შეჭრილი თმის და კიდევ უფრო ბიჭური ხასიათის მიუხედავად, ამ სივრცეში ყველაზე მეტად ვგრძნობდი თავს გოგოდ.

ჩემთვის, ამაზე ლამაზი პარკი არსადაა.

ნესტზე ალერგიის მიუხედავად, ამ ქალაქის შეგრძნებები არაფერს ჰგავს და არსად მეორდება.

და ყოველ წრეზე, როცა ჩემს ბავშვობაში გაუჩერებლად დავდივარ, წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ ვიყიდი გვიშტიბში ერთ კონკრეტულ სახლს (ოღონდ კაცმა არ იცის პატრონს უნდა თუ არა გაყიდვა) როგორ ვიქნები ამ ქალაქის მერი, რომელსაც ხალხი აირჩევს, ერთ კონკრეტულ სანატორიუმში დიასახლისობის უფლებით , სადაც გავაკეთებ კერალას მსგავს ცენტრს.

სადაც ქალებისთვის მექნება განსაკუთრებული მომსახურეობა და მოვაწყობ სამოთხეს, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს.

ცარიელ შენობებში როგორ მოვაწყობთ მუსიკალურ ფესტივალებს, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის როგორ გავაკეთებთ სივრცეებს, რომ რეგიონიდან აღარ გაიქცნენ.

როგორ მოუნდება ყველას აქ ჩამოსვლა და გადმოსვლა, როგორ მივცემ მათ თავისუფალ გარემოს რაც შეიძლება გიჟური იდეები რეალობად აქციონ.

როგორ იქნება პარკი დილაობით სავსე მორბენალი ახალგაზრდებით, საღამოს შადრევნების ხეივანი სავსე მოხუცებით რომლებიც სამკურნალოდ ჩამოვლენ.

როგორ დაუბრუნდება ქალაქს ის ტემპი და სიცოცხლის ენერგია, რომლის გემოც ამ ქვეყანამ იცის.

ტექსტის ბოლოს მინდა წარმოიდგინოთ, როგორი სიამაყით მეღიმება ყოველ ჯერზე, როცა დაკნინების მიზნით წყალტუბოელ ნანულას მიწერენ ოპონენტები..

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.