ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის, BAIC International – ის თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International-ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობა და სამუშაო ჯგუფის გამოგზავნაზე შეთანხმდნენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის, BAIC International – ის თავმჯდომარეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის, BAIC International – ის თავმჯდომარეს შეხვდაპირველი არხი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International – ის თავმჯდომარეს ფუ ძუნს კომპანიის სათავო ოფისში შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა წარადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International – ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებებზე გაამახვილა ყურადღება.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს ელექტრომობილების საქართველოში წარმოების შემთხვევაში მათი ექსპორტის პოტენციალი, მათ შორის, ევროპის ქვეყნების ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჩინური კომპანია საქართველოში ორმხრივი სამუშაო პროცესის წარმართვის მიზნით სამუშაო ჯგუფს გამოგზავნის.

ხაზი გაესვა იმ წარმატებას, რომელიც ჩინურ ავტომწარმოებელს აქვს როგორც ჩინეთის, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. თავის მხრივ, BAIC International – ის მხარემ დეტალურად ისაუბრა კომპანიის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე, საერთაშორისო ბაზრებზე მათი საქმიანობისა და გეოგრაფიული არეალის გაფართოების შესაძლებლობაზე.

BAIC International – ის სათავო ოფისში მინისტრსა და დელეგაციის წევრებს კომპანიის მიერ წარმოებული ავტომობილები BAIC International – ის თავმჯდომარემ წარუდგინა.

შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.