ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

“დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია – საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია” – გვარამია

საკონსტიტუციო სასამართლო

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია ეხმაურება სერგო მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას და აცხადებს, რომ სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია. სტატიის მიხედვით, მეთოფიშვილი სააპელაციო სასამართლოდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადადის.

“დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია – საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია” – გვარამია
“დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია – საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია” – გვარამიაალია

კოალიცია “ცვლილებისთის ლიდერი, ნიკა გვარამია,, სერგო მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას ეხმაურება;

“საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებულია. უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და მოსამართლედ კლანის ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი, სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ

დღეიდან, ცხრიდან ცხრავე მოსამართლე ზონდერია. განსხვავებული აზრიც კი აღარ დაიწერება. პარტიების გაუქმების სარჩელს რატომ ამატეს „ქოცებმა“ თითო-თითო პარტია, ახლა მაინც ხომ ცხადია? – იმ მომენტამდე ჭიმეს განხილვის ვადები, სანამ განსხვავებული აზრის დამწერიც კი აღარ იქნებოდა შემადგენლობაში და ამ 1000%-იანი ანტიკონსტიტუციური აბსურდის დაკმაყოფილებისას ზონდერი მოსამართლეებისთვის ოდნავი დისკომფორტის შემქმნელი გარემოებაც კი გამოირიცხებოდა. როგორც ჩანს, „ქოცებისთვის“ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება მაინც სხვაა”.

გოგა კიკილაშვილის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე მოსამართლის პოზიციას სერგო მეთოფიშვილი დაიკავებს. მეთოფიშვილი ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია. საზოგადოებას მან თავი დაამახსოვრა ფაქტით, როდესაც ვეტინგის (მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმების) წინააღმდეგ გამოვიდა. მან ასევე უარი თქვა დეკლარაციის შემოწმებაზეც.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.