ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მხარეს გადასული ოფიცერი მოკლა

19 სექტემბერს ხერსონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების დრონის იერიშს რუსეთის მხარეს გადასული ყოფილი უკრაინელი ოფიცერი, ალექსანდრ ისაევი ემსხვერპლა. ისაევი 2014 წლიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და მე-8 საარტილერიო პოლკის მეთაურის პოსტი ეკავა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მხარეს გადასული ოფიცერი მოკლა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მხარეს გადასული ოფიცერი მოკლატაბულა

19 სექტემბერს ხერონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დრონის იერიშის შედეგად რუსი ოფიცერი, ალექსანდრ ისაევი მოკლა. ისაევი ყოფილი უკრაინელი ოფიცერი იყო, რომელიც 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-8 საარტილერიო პოლკის მეთაურის პოსტი ეკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ონლაინ-პლატფორმა, Книга палачей ავრცელებს.

პროექტის ინფორმაციით, მე-8 საარტილერიო პოლკი პრიმორსკის ტაქტიკური მიმართულებით მოქმედებდა და სამხედროების დაჯგუფება Днепр-ში შედიოდა.

პლატფორმის მიხედვით, რუსეთის მხარეს გადასვლის შემდეგ ისაევი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 22-ე არმიის კორპუსის მე-8 საარტილერიო პოლკის მეთაურის მოადგილედ დანიშნეს, 2015 წელს კი რეზერვში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, როგორც პროექტი იტყობინება, 2022 წლის ოქტომბერში ის თავის თანამდებობას დაუბრუნდა და უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა, ხოლო 2024 წელს მე-8 საარტილერიო პოლკის მეთაურად დანიშნეს და პოლკოვნიკად დააწინაურეს.

"2014 წელს, როდესაც შტაბის მეთაური იყო, უკრაინის საზღვაო-სამხედრო ძალების სანაპირო თავდაცვის სამხედროების ცენტრის სანაპირო საარტილერიო ჯგუფის 406-ე ცალკეული ბრიგადის მეთაურის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მან სახელმწიფო ღალატის აქტი ჩაიდინა და მტრის მხარეს გადავიდა.

ამ დროს მოღალატე შტაბის მეთაურად დანიშნეს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 22-ე არმიის კორპუსის მე-8 საარტილერიო პოლკის მეთაურის მოადგილედ". - წერია პლატფორმაზე.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ოკუპირებულ ყირიმში, სევასტოპოლში ბომბის აფეთქების შედეგად რუსი სამხედრო ოფიცერი მოკვდა. მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოკლული პირი რუსეთის მხარეს გადასული ყოფილი უკრაინელი სამხედრო რობერტ შაგეევი იყო, რომელმაც 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ ერთადერთი უკრაინული წყალქვეშა ნავი, Запорожье რუსეთს ჩააბარა.

მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
უკრაინა აცხადებს, რომ მოკლა გენერალი გრუნისი, ის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები