დედაენის ბაღში ეროვული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება დიდ ეკრანზე გაიმართება
თბილისის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობით, დედაენის ბაღში 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ფანზონა მოეწყობა. დიდ ეკრანზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება და პარალელურად ფესტივალი „თბილისური ბაზარიც“ ჩატარდება.

თბილისიის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, დედაენის ბაღში, 25 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, დაგეგმილია ფანზონის მოწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ ზონაში დიდ ეკრანზე ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თამაშების ტრანსლირება გაიმართება.
„საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ჩვენს გუნდს. ნაკრები ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ოთხ შეხვედრას გამართავს. დედაენის ბაღში მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში, დედაენის ბაღში, პარალელურად ფესტივალი „თბილისური ბაზარი“ გაიმართება, სადაც ათეულობით ქართველი მეწარმე მიიღებს მონაწილეობას.
„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე, პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობას გვაძლევს. ამიტომ მაქსიმალური მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება ჩვენს გუნდს. ნაკრები ორკვირიანი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, ოთხ შეხვედრას გამართავს. დედაენის ბაღში მისულ გულშემატკივრებს მატჩების ჩვენებამდე სხვადასხვა აქტივობა დახვდება, რომელიც სტარტს თამაშის დაწყებამდე ოთხი საათით ადრე აიღებს“
„იმ თარიღებში, როდესაც შეხვედრის ტრანსლირება არ იქნება, მოქალაქეებს 14:00 საათიდან, ტერიტორიაზე განთავსებული სასმლისა და კვების ობიექტები, მოსასვენებელი სივრცეები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფანშოპი, საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციის ინტერაქციული ზონა დახვდება, ასევე, პატარა გულშემატკივრებისთვის ტრადიციულად ცალკე გამოყოფილ ზონაში საბავშვო-თემატური აქტივობები იგეგმება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…