ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით სრული უფასო სამედიცინო სკრინინგი უტარდება. პროექტის ფარგლებში ასევე გამოიყენება თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - HumanTrak 3D და SmartSpeed სისტემები.

თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდება
თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის 1 500 ბენეფიციარს სრული სამედიცინო სკრინინგი ჩაუტარდებარუსთავი 2

თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში დედაქალაქის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი მიმდინარეობს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემოწმება მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვისაა აუცილებელი.

„მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი, რომელიც ჩაუტარდება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სხვადასხვა ფილიალით მოსარგებლე, დაახლოებით, 1 500 ბენეფიციარს. სამედიცინო შემოწმების პროგრამა მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგის, პედიატრის კონსულტაციას, კარდიოლოგიურ კვლევებს, ანთროპომეტრიასა და ფეხის ტერფის შემოწმებას, საბაზისო ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მუცლის ღრუს ექოსკოპიასა და ფიზიკური განვითარების შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოდ ტარდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამედიცინო შემოწმების პროცესში პირველად გახდა ხელმისაწვდომი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები, რომელთა საშუალებით მოზარდის ფიზიკური განვითარება მაღალი სიზუსტით დგინდება.

„პროექტის ფარგლებში პირველად, სამედიცინო შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა და გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - HumanTrak 3D სისტემა, რომლის საშუალებითაც ფასდება მოზარდის ფიზიკური განვითარება, მოძრაობის ხარისხი და ფუნქციური მდგომარეობა 100% სიზუსტით, ხოლო სათამაშო სპორტის სახეობების სპორტსმენებისთვის SmartSpeed სისტემა, რომელიც იძლევა ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და შემდგომი განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას. ეს არის ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ის 1 500 ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი სპორტული სივრცეების ბენეფიციარია, შეძლებს, მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა სპორტული მედიცინის აკადემიას, რომელიც პროექტს მუნიციპალიტეტის დაკვეთით ახროციელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, თბილისის მერიის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრში მიმდინარეობს თბილისის მერიის სპორტული ობიექტებით მოსარგებლე 18 წლამდე ბენეფიციარების სამედიცინო შემოწმება-სკრინინგი, რომელიც ჩაუტარდება მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის სხვადასხვა ფილიალით მოსარგებლე, დაახლოებით, 1 500 ბენეფიციარს. სამედიცინო შემოწმების პროგრამა მოიცავს სრულ სამედიცინო სკრინინგს, რაც აუცილებელია ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებისთვის, კერძოდ, კარდიოლოგის, პედიატრის კონსულტაციას, კარდიოლოგიურ კვლევებს, ანთროპომეტრიასა და ფეხის ტერფის შემოწმებას, საბაზისო ოფთალმოლოგიურ და სტომატოლოგიურ შემოწმებას, მუცლის ღრუს ექოსკოპიასა და ფიზიკური განვითარების შეფასებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უფასოდ ტარდება“
კახა კალაძე
„პროექტის ფარგლებში პირველად, სამედიცინო შემოწმების პროცესში ხელმისაწვდომი გახდა და გამოყენებულია თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები - HumanTrak 3D სისტემა, რომლის საშუალებითაც ფასდება მოზარდის ფიზიკური განვითარება, მოძრაობის ხარისხი და ფუნქციური მდგომარეობა 100% სიზუსტით, ხოლო სათამაშო სპორტის სახეობების სპორტსმენებისთვის SmartSpeed სისტემა, რომელიც იძლევა ობიექტური შეფასების შესაძლებლობას და შემდგომი განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას. ეს არის ძალიან საჭირო, მნიშვნელოვანი პროგრამა. დარწმუნებული ვარ, ის 1 500 ახალგაზრდა, რომელიც ჩვენი სპორტული სივრცეების ბენეფიციარია, შეძლებს, მიიღოს სრული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მათ შემდგომ განვითარებაში დაეხმარება“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მოვუწოდებთ მოქალაქეებს სკრინინგის ჩატარებისკენ, რათა დაიცვათ თქვენი ჯანმრთელობა და შეამციროთ რისკები - კახა კალაძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები