ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი

Silk Bank-ის მობაილბანკში კრიპტოაქტივებთან დაკავშირებული სერვისები ფართოვდება. მომხმარებლებს უკვე აქვთ USDT-ის შეძენისა და გადარიცხვის შესაძლებლობა. ახალი სერვისის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შეზღუდული დროით, ბანკში USDT-ის შეძენა და გადარიცხვა 0%-იანი საკომისიოთია შესაძლებელი. როგორც Silk Bank-ის კრიპტოს ფროდაქთ ოუნერი ალექსანდრე დგებუაძე აცხადებს, პროდუქტის მიზანია პროცესის გამარტივება და მომხმარებლისთვის კომფორტული პირობების შექმნა.

USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
USDT-ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank-ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელიინტერპრესნიუსი

Silk Bank მობაილბანკში კრიპტოაქტივებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებს აფართოებს. მომხმარებლებს, რომლებსაც აქამდე კრიპტოს ყიდვა და გაყიდვა შეეძლოთ, უკვე USDT-ის გადარიცხვის ფუნქციაც ექნებათ.

ახალი სერვისის ამოქმედებას ბანკი სპეციალური შეთავაზებით იწყებს. შეზღუდული დროით Silk Bank-ის მობაილბანკში მომხმარებლები USDT-ს 0% საკომისიოთი შეიძენენ და ასევე საკომისიოს გარეშე გადარიცხავენ.

USDT სტაბილური ქოინია, რომლის ღირებულება აშშ დოლართან არის მიბმული. მისი გამოყენება მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კრიპტოაქტივი არა მხოლოდ შეიძინონ ან გაყიდონ, არამედ სხვა მისამართზე გადარიცხვისთვისაც გამოიყენონ. Silk Bank-ის ახალი ფუნქციის მთავარი მიზანიც სწორედ ამ პროცესის გამარტივებაა. მომხმარებელს USDT-ის შეძენა და გადარიცხვა პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლია, დამატებითი პლატფორმების გამოყენების გარეშე. კამპანიის პერიოდში კი ორივე ოპერაციაზე 0%-იანი საკომისიო იმოქმედებს.

Silk Bank-ის კრიპტოს ფროდაქთ ოუნერის ალექსანდრე დგებუაძის თქმით, სტაბილური ქოინების როლი გლობალურ გადარიცხვებში სწრაფად იზრდება და მათი გამოყენება სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს.

„ტენდენცია ცალსახაა. გლობალური გადარიცხვების ლანდშაფტი იცვლება და სტაბილური ქოინები ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე ვხედავთ, რომ სტაბილური ქოინებით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა Visa-სა და Mastercard-ის მაჩვენებლებსაც უსწრებს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ზუსტად ერთი წლის წინ Silk Bank-მა, პირველად საქართველოში, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა შესთავაზა. დღეს ამ შესაძლებლობას USDT-ის გადარიცხვაც ემატება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კრიპტოაქტივი გადარიცხვის საშუალებადაც გამოიყენონ.

ამ პროდუქტის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გაგვეხადა. სწორედ ამიტომ ახალი სერვისის გაშვებას სპეციალური შეთავაზებით ვიწყებთ. შეზღუდული დროით USDT-ის გადარიცხვა 0%-იანი საკომისიოთი იქნება შესაძლებელი“, – ამბობს კრიპტოს ფროდაქთ ოუნერი ალექსანდრე დგებუაძე.

ახალი ფუნქციით სარგებლობა პირდაპირ Silk Bank-ის მობაილბანკიდან არის შესაძლებელი. მომხმარებელი ირჩევს USDT-ის შეძენის ან გადარიცხვის ოპერაციას და კამპანიის მოქმედების პერიოდში ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე ასრულებს.

ამ სიახლით Silk Bank-ის მობაილბანკში კრიპტოაქტივების გამოყენების შესაძლებლობები კიდევ ერთი ფუნქციით ფართოვდება. ყიდვა-გაყიდვის შემდეგ მომხმარებლებისთვის უკვე USDT-ის გადარიცხვაც ხელმისაწვდომია.

(R)

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ტენდენცია ცალსახაა. გლობალური გადარიცხვების ლანდშაფტი იცვლება და სტაბილური ქოინები ამ ცვლილების მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე ვხედავთ, რომ სტაბილური ქოინებით შესრულებული ტრანზაქციების მოცულობა Visa-სა და Mastercard-ის მაჩვენებლებსაც უსწრებს და ეს მხოლოდ დასაწყისია. ზუსტად ერთი წლის წინ Silk Bank-მა, პირველად საქართველოში, მომხმარებლებს კრიპტოს ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა შესთავაზა. დღეს ამ შესაძლებლობას USDT-ის გადარიცხვაც ემატება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ კრიპტოაქტივი გადარიცხვის საშუალებადაც გამოიყენონ. ამ პროდუქტის შექმნისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, მომხმარებლისთვის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული გაგვეხადა. სწორედ ამიტომ ახალი სერვისის გაშვებას სპეციალური შეთავაზებით ვიწყებთ. შეზღუდული დროით USDT-ის გადარიცხვა 0%-იანი საკომისიოთი იქნება შესაძლებელი“
ალექსანდრე დგებუაძე
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები