ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს და აღნიშნავს, რომ ელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. თავის მხრივ, "ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი პარტიების აკრძალვის წინააღმდეგია და არ გამორიცხავს, რომ მათზე "ქართული ოცნება" ზეწოლას ახდენს.

კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოსTV პირველი

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პარტიების აკრძალვაზე მოსამართლეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამის შესახებ მან მედიის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

პრემიერის თქმით, მოსამართლეებს შორის შესაძლოა იყოს განსხვავებული მოსაზრებები და ეს ჯანსაღი პროცესია.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში არსებულ მდგომარეობას, ეს ჩვენი საქმე არ არის. რა თქმა უნდა, თუ არის აზრთა სხვადასხვაობა, ეს ჯანსაღი პროცესია, ნებისმიერ სასამართლოში შეიძლება იყოს განსხვავებული მოსაზრებები მოსამართლეებს შორის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის თავიდან ბოლომდე სასამართლოს საქმე, მე ვერ გეტყვით იქ რა მდგომარეობაა. რაც შეეხება ჩვენს სარჩელს, თუ რაიმე ცვლილება იქნება ამასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეგატყობინებთ, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ელოდებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

"მე მგონი, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ყველა ერთად დავისვენებთ"- თქვა "ქართული ოცნების" სპიკერმა.

„მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება“, - განაცხადა კობახიძემ.

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიციის აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის ირგვლივ, მოსამართლეთა შორის შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ მოსამართლეთა ერთი ნაწილი, პარტიების აკრძალვის წინააღმდეგია. კუპრაძე არ გამორიცხავს, რომ ასეთ მოსამართლეებზე "ქართული ოცნება" ზეწოლას ახდენს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მძიმე მდგომარეობაა ოპოზიციაში და მძიმე პროცესები ვითარდება და ეს ყველაფერი არის სისუსტის გამოძახილი. როდესაც სუსტდება რაიმე ორგანიზმი, შემდეგ ამას აქვს თავისი გამოვლინება და ამ შემთხვევაში ერთმანეთთან დაპირისპირება, ლანძღვა არის ამის გამოხატულება“
ირაკლი კობახიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციომ პარტიების აკრძალვაზე „ოცნების“ სარჩელი განსახილველად მიიღოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები