ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს, სადაც პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსებას, აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონის დამტკიცებას და „აზოვის“ შენაერთების მოქმედებებს ეხმაურება.

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილი
,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის“ – სააკაშვილიალია

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

,,ძალიან კარგი ამბავი ჩვენთვის – ამერიკამ გადაწყვიტა პოლონეთში მუდმივი სამხედრო ბაზის განთავსება, რითაც ძალიან ძლიერდება ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი.

პოლონეთი საქართველოს უმთავრესი მოკავშირე გახდა ჩემი პრეზიდენტობის დროს ევროპაში და გახდება ხელახლა მას შემდეგ, რაც დიქტატურას მოვიშორებთ და აუცილებლად გავაფორმებთ პოლონეთთან თავდაცვით პაქტს.

ასევე ჩვენთვის ძალიან კარგი ამბავია, ამერიკის კონგრესში ჩემი მეგობრის ლინდსი გრემის რუსების წინააღმდეგ სანქციების კანონის დამტკიცება. მოკლედ მიუხედავად რუსული ფეიერვერკებისა კიევში და სხვა ქალაქებში, საერთო სიტუაცია აშკარად ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება.

თან იმის გათვალისწინებით, რომ “აზოვის” შენაერთებმა (რომელთა მთელი საბრძოლო მომზადების ხელმძღვანელი, მთელი ეს დრო იყო ერთ დროს ჩემი პირადი დაცვის წევრი და შემდეგ თანაშემწე ამერიკაში, პოლკოვნიკი გიორგი ქუფარაშვილი) გაანადგურეს დონბასზე რუსების შეტევის ჩრდილოეთის მიმართულება და გაათავისუფლეს უკრაინის ტერიტორიის 3 სოხუმის ხელა ტერიტორია.“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,მაგარი ამბავი!“ – სააკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები