დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში თავისი ადმინისტრაციის 25-პუნქტიანი მიღწევების სია გამოაქვეყნა. სიაში შესულია საზღვრების ჩაკეტვა არალეგალი მიგრანტებისთვის, იმპორტირებულ მეტალებსა და ავტომობილებზე ტარიფების დაწესება, ვენესუელის ყოფილი ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავების სპეცოპერაცია, ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურება და ქალთა სპორტში კაცების მონაწილეობის აკრძალვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.
სია 25 პუნქტისგან შედგება. მასში ერთ-ერთ მიღწევად შეტანილია საზღვრების ჩაკეტვა არალეგალი მიგრანტებისთვის. ტრამპის მტკიცებით, 16 თვის განმავლობაში არცერთი არალეგალი მიგრანტი აშშ-ში საზღვრის დარღვევით არ შემოსულა.
ტრამპი თავის მიღწევად მიიჩნევს აგრეთვე 50-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას იმპორტირებულ სპილენძზე, ალუმინსა და ფოლადზე და 25-პროცენტიანი ტარიფის შემოღებას უცხოურ ავტომობილებზე.
ტრამპმა თავისი წარმატებების სიაში აგრეთვე შეიტანა ვენესუელის ყოფილი ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავებისა და აშშ-ში გადაყვანის სპეცოპერაცია.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მან წარმატებას მიაღწია ირანთან ომში, კერძოდ იმაში, რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პოტენციალი გაანადგურა.
ტრამპმა ერთ-ერთ თავის მიღწევად ქალთა სპორტში კაცების მონაწილეობის აკრძალვაც დაასახელა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.