ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - „ქრონიკა“ არკვევდა, ჰქონდა თუ სახელმწიფოს თანხმობა კრებას, რომელსაც ჰერჩინსკი ესწრებოდა

ბახმაროში არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით სემინარი გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ესწრებოდა. „ქრონიკა“ დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა ღონისძიებას „გრანტების შესახებ“ კანონის თანახმად სახელმწიფოს თანხმობა. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობისთვის თანხმობის მისაღებად არ მოუმართავთ.

არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - „ქრონიკა“ არკვევდა, ჰქონდა თუ სახელმწიფოს თანხმობა კრებას, რომელსაც ჰერჩინსკი ესწრებოდა
არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - „ქრონიკა“ არკვევდა, ჰქონდა თუ სახელმწიფოს თანხმობა კრებას, რომელსაც ჰერჩინსკი ესწრებოდაიმედინიუსი

არმაზ ახვლედიანის ორგანიზებულ საგანმანათლებლო სემინარზე სამოქალაქო საკითხებს განიხილავდნენ, გრანტების შესახებ კანონის თანახმად კი საკითხს თანხმობა სჭირდება - ჰქონდა თუ არა ბახმაროში გამართულ კრებას სახელმწიფოს თანხმობა, „ქრონიკა“ არკვევდა.

„26 წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს დიდი პროექტია ეს და ევროპის საბჭოს ეგიდით იმართება უკვე 27 წელია", - განუცხადა „ქრონიკას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა, კითხვაზე, იცის თუ არა, ვინ დააფინანსა სემინარი, უპასუხა: „მე სტუმარი ვარ, სიტყვით გამოსასვლელად მომიწვიეს. მე ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ეს კითხვა უნდა დაუსვათ".

„თქვენი კანონები არის არსით უსამართლო და უკანონო, იმის დროც დადგება, როცა ეს ყველაფერი გადაიხედება და ბევრს შეგრცხვებათ. რა უნდა შემევსო, ევროპის საბჭოს მიერ ტარდება ეს შეკრება, რომელიც ეხება სამოქალაქო დიალოგს", - განაცხადა თავად არმაზ ახვლედიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით კი, „ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ა[ა]იპ კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიერ ბახმაროში დაგეგმილ სემინარ-შეხვედრასთან დაკავშირებით, „გრანტების შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, უცხოური გრანტის გამცემს [დონორს] საქართველოს მთავრობისთვის თანხმობის გაცემის მიზნით არ მოუმართავს. შესაბამისად, მოცემულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება არ მიუღია“.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პოლიტიკური სკოლის ტრეინინგი არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით - ხელისუფლების კითხვები ევროსაბჭოს და აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები