ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის საელჩო - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეერთებულ შტატებს დათვურ სამსახურს უწევს

ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს განცხადებით, აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ დათვურ სამსახურს უწევს ადმინისტრაციას და არჩევნების წინ ბენზინზე ფასების ზრდას იწვევს. საელჩოს მტკიცებით, კანონპროექტს საფუძვლად რუსოფობიური ინსტინქტი უდევს. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ლინდსი გრემი და რიჩარდ ბლუმენტალი.

რუსეთის საელჩო - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეერთებულ შტატებს დათვურ სამსახურს უწევს
რუსეთის საელჩო - რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეერთებულ შტატებს დათვურ სამსახურს უწევსინტერპრესნიუსი

აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, დათვურ სამსახურს უწევს ადმინისტრაციას და არჩევნების წინ ბენზინზე ფასების ზრდას იწვევს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ვაშინგტონში რუსეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს მტკიცებით, კანონპროექტს საფუძვლად „რუსოფობიური ინსტინქტი“ უდევს.

„რუსოფობიური ინსტინქტი, რომელიც გარდაცვლილი სენატორ გრემის კანონპროექტს უდევს საფუძვლად, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა მიიღეს, დათვური სამსახურია ამჟამინდელი ადმინისტრაციისთვის, რომელიც ამერიკის „კვლავ დიდებულად გახდომას“ ცდილობს. ენერგობაზრების დესტაბილიზაცია რუსული ნავთობითა და გაზით ვაჭრობის დაბლოკვით ახლო აღმოსავლეთიდან მოწოდებების მწვავე დეფიციტის ფონზე პირდაპირ იწვევს ბენზინგასამართ სადგურებზე ფასების ზრდას ნოემბრის შუალედური [კონგრესის] არჩევნების წინ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო. კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ირანის სანქცირებაზე "ლინდის გრემის...წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები