ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მინერალური დანამატები

სელენაზა 300 მიკროგრამი ტაბლეტები

selenase® 300 Mikrogramm Tabletten

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადგერმანია
მოქმედი ნივთიერება
_ (Sodium selenite pentahydrate)
ფორმა და შეფუთვა
300მკგ ტაბლეტი №50
მწარმოებელი
Rottendorf Pharma GmbH, გერმანია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მინერალური დანამატები, სელენი
ATC კოდი
A12CE02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046411
რეგისტრირებულია
2 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 2 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „გეა“
ურთიერთქმედების შემოწმებასელენაზა 300 მიკროგრამი ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

სელენაზა 300 მიკროგრამი ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება მინერალების ჯგუფს.

ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი, რომელიც არის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი, წარმოადგენს სელენის წყაროს. სელენი არის მნიშვნელოვანი მიკროელემენტი კვებით რაციონში, რომელიც ხელს უწყობს ეფექტურ მეტაბოლურ ფუნქციებს.

ამ პრეპარატს იღებთ ექიმის დანიშნულებით, რადგან სისხლის ანალიზმა გამოგივლინათ სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვებიდან სელენის მიღებით შეუძლებელია.

  • ინფორმაცია სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების გამოყენებამდე

არ შეიძლება სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების გამოყენება:

თუ ხართ ალერგიული ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია პუნქტში 6.

სელენით ინტოქსიკაციის შემთხვევაში. სიმპტომები აღწერილია მე-3 პუნქტის ქვეპუნქტში „თუ მიიღეთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების საჭიროზე მეტი რაოდენობა“.

უკუჩვენებები

თუ შეწყვეტთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებას

არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული მითოთებები, თუ შეწყვეტთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები ამ დრომდე არ გამოვლენილა.

სიფრთხილის ზომები

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს მონაცემები სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ. შესაბამისად სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული ბავშვებისა და მოზარდების მიერ.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება აღმდგენ ნივთიერებებთან ერთად, მაგალითად როგორიცაა ვიტამინი C, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ელემენტარული სელენის დალექვა, რომლის შეწოვა ორგანიზმის მიერ შეუძლებელია. თუმცა, სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების და C ვიტამინის მიღება შესაძლებელია მინიმუმ ერთი საათიანი ინტერვალით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეპროდუქციული უნარი

არ არსებობს კლინიკური მონაცემები სელენის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.

ორსულობა

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიყენება დადასტურებული სელენის დეფიციტისას, ნატრიუმის სელენიტის არასასურველი ეფექტები ორსულობაზე ან ნაყოფზე არ არის მოსალოდნელი.

ძუძუთი კვება

სელენი გადადის დედის რძეში. თუმცა, სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების თერაპიული დოზებით მიღებისას, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ვლინდება ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს.

თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებამდე.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან ,თავისუფალია“.

გვერდითი მოვლენები

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების განხორციელება შეგიძლიათ ასევე უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ფედერაციულ ინსტიტუტში

ფარმაკოლოგიის განყოფილება

კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3

D-53175 ბონი

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერულ შეფუთვაზე წარწერით „ვარგისია:“. ვარგისობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არასოდეს გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში (მაგ., არ ჩაყაროთ კანალიზაციაში) ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტი, როდესაც მას აღარ იყენებთ. ამით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

შემადგენლობა

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას სელენს - ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის სახით.

1 ტაბლეტი შეიცავს: 300 მიკროგრამ სელენს - ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებებია:

მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur) [მცენარეული], სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K25, საქაროზა, ტალკი.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გარეგნული სახე

თეთრი, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით "300".

შეფუთვის შემცველობა:

PVC/PE/PVDC და ალუმინის ფოლგისგან დამზადებული ბლისტერული შეფუთვა, რომელიც შეიცავს თეთრ ტაბლეტებს.

ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 20 (N1), 50 (N2) და 100 (N3) ტაბლეტს.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი

biosyn Arzneimittel GmbH

შორნდორფერ შტრასე 32

70734 ფელბახი

ტელ. (0711) 575 32 00

ფაქსი (0711) 575 32 99

ელ. ფოსტა: [email protected]

www.biosyn.de

ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონოიური ზონის წევრ ქვეყნებში (EWR) შემდეგი სახელწოდებით

დანია: Selesyn® 300 mikrogram-tabletter

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2022 წლის დეკემბერი.

გაიცემა რეცეპტის საფუძველზე

ნებართვის ნომერი: 2200329.00.00

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია პაციენტებისათვის

სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტები

სელენი

გამოიყენება მოზრდილებში

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთლიანი გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლოა პრეპარატმა ზიანი მიაყენოს სხვას იმ შემთხვევაშიც, თუ მასაც აღენიშნება მსგავსი სიმპტომები.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

ინსტრუქციის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების გამოყენებამდე
  • სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების შენახვის პირობები
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაციები
  • რას წარმოადგენს სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც მიეკუთვნება მინერალების ჯგუფს.

ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატი, რომელიც არის ტაბლეტების აქტიური ინგრედიენტი, წარმოადგენს სელენის წყაროს. სელენი არის მნიშვნელოვანი მიკროელემენტი კვებით რაციონში, რომელიც ხელს უწყობს ეფექტურ მეტაბოლურ ფუნქციებს.

ამ პრეპარატს იღებთ ექიმის დანიშნულებით, რადგან სისხლის ანალიზმა გამოგივლინათ სელენის დეფიციტი, რომლის აღდგენაც საკვებიდან სელენის მიღებით შეუძლებელია.

  • ინფორმაცია სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების გამოყენებამდე

არ შეიძლება სელენაზა® 300 მიკროგრამი ტაბლეტების გამოყენება:

თუ ხართ ალერგიული ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მითითებულია პუნქტში 6.

სელენით ინტოქსიკაციის შემთხვევაში. სიმპტომები აღწერილია მე-3 პუნქტის ქვეპუნქტში „თუ მიიღეთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების საჭიროზე მეტი რაოდენობა“.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებამდე მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ჯანდაცვის სპეციალისტს.

ბავშვები და მოზარდები

არ არსებობს მონაცემები სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების ბავშვებსა და მოზარდებში გამოყენების შესახებ. შესაბამისად სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები არ უნდა იქნას მიღებული ბავშვებისა და მოზარდების მიერ.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ახლახან იღებდით ან აპირებთ სხვა მედიკამენტების მიღებას.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გამოყენება არ შეიძლება აღმდგენ ნივთიერებებთან ერთად, მაგალითად როგორიცაა ვიტამინი C, რადგან შესაძლოა აღინიშნოს ელემენტარული სელენის დალექვა, რომლის შეწოვა ორგანიზმის მიერ შეუძლებელია. თუმცა, სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების და C ვიტამინის მიღება შესაძლებელია მინიმუმ ერთი საათიანი ინტერვალით.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ან თუ ეჭვი გაქვთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

რეპროდუქციული უნარი

არ არსებობს კლინიკური მონაცემები სელენის რეპროდუქციულ უნარზე გავლენის შესახებ.

ორსულობა

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის გამოყენების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ის გამოიყენება დადასტურებული სელენის დეფიციტისას, ნატრიუმის სელენიტის არასასურველი ეფექტები ორსულობაზე ან ნაყოფზე არ არის მოსალოდნელი.

ძუძუთი კვება

სელენი გადადის დედის რძეში. თუმცა, სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების თერაპიული დოზებით მიღებისას, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებში/ჩვილებში არასასურველი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

არ ვლინდება ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები შეიცავს საქაროზას და ნატრიუმს.

თუ იცით, რომ გაქვთ გარკვეული შაქრის აუტანლობა, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებამდე.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმისგან ,თავისუფალია“.

  • სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გამოყენების წესი

ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. ეჭვის არსებობისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

რეკომენდებული დოზა უფროსებში:

მიიღეთ სელენის 300 მიკროგრამი (µg) ყოველდღიურად (სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების 1 ტაბლეტი), ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

სელენაზე® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები არ არის განკუთვნილი ბავშვებსა და მოზარდებში გამოსაყენებლად.

პაციენტები ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით

რადგან დოზა განისაზღვრება სისხლში სელენის ფაქტობრივი დონის გაზომვის საფუძველზე, არ არსებობს დოზირების რეკომენდაციები პაციენტთა კონკრეტული ჯგუფებისთვის, მაგალითად, თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

მიღების მეთოდი:

პერორალური გამოყენებისთვის.

მიიღეთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად - სასურველია ერთი ჭიქა წყალთან ერთად.

გამოყენების ხანგრძლივობა:

გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ექიმი რეგულარულად ჩაატარებს სისხლის ანალიზები სისხლში სელენის დონის დასადგენად და მკურნალობის ეფექტურობის გაკონტროლების მიზნით. როგორც კი სელენის დონე ნორმას დაუბრუნდება, სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტებით მკურნალობა შეწყდება.

თუ მიიღეთ სელენაზას® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების საჭიროზე დიდი რაოდენობა

სელენაზას® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

მწვავე (ხანმოკლე) დოზის გადაჭარბებისას: ნივრის სუნი პირში, დაღლილობა, გულისრევა, დიარეა და მუცლის ტკივილი ან

ქრონიკული (ხანგრძლივი) დოზის გადაჭარბებისას:

მოქმედებს ფრჩხილებისა და თმის ზრდაზე, ვლინდება პერიფერიული პოლინეიროპათია (ნერვის ან ნერვული გადაცემის დარღვევა, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს დაბუჟებასთან ან ჩხვლეტის შეგრძნებასთან).

თუ დაგავიწყდათ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

თუ შეწყვეტთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებას

არ არსებობს არანაირი განსაკუთრებული მითოთებები, თუ შეწყვეტთ სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების მიღებას.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

დანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში, გვერდითი ეფექტები ამ დრომდე არ გამოვლენილა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. ეს ეხება ასევე გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ გამოყენების ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების განხორციელება შეგიძლიათ ასევე უშუალოდ წამლისა და სამედიცინო პროდუქტის ფედერაციულ ინსტიტუტში

ფარმაკოლოგიის განყოფილება

კურტ-გეორგ-კისინგერის ხეივანი 3

D-53175 ბონი

ვებ-გვერდი: www.bfarm.de

გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.

  • სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების შენახვის პირობები

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფსა და ბლისტერულ შეფუთვაზე წარწერით „ვარგისია:“. ვარგისობის ვადა გულისხმობს მოცემული თვის ბოლო დღეს.

არასოდეს გადაყაროთ მედიკამენტები გამდინარე წყლებში (მაგ., არ ჩაყაროთ კანალიზაციაში) ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ მედიკამენტი, როდესაც მას აღარ იყენებთ. ამით თქვენ ხელს უწყობთ გარემოს დაცვას. დამატებითი ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: www.bfarm.de/arzneimittelentsorgung.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტები შეიცავს

აქტიურ ნივთიერებას სელენს - ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის სახით.

1 ტაბლეტი შეიცავს: 300 მიკროგრამ სელენს - ნატრიუმის სელენიტ-პენტაჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებებია:

მაგნიუმის სტეარატი (Ph. Eur) [მცენარეული], სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K25, საქაროზა, ტალკი.

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შემცველობა

სელენაზა® 300 მიკროგრამიანი ტაბლეტების გარეგნული სახე

თეთრი, მრგვალი, ორმხრივად ამოზნექილი ტაბლეტები, ერთ მხარეს ამოტვიფრული წარწერით "300".

შეფუთვის შემცველობა:

PVC/PE/PVDC და ალუმინის ფოლგისგან დამზადებული ბლისტერული შეფუთვა, რომელიც შეიცავს თეთრ ტაბლეტებს.

ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 20 (N1), 50 (N2) და 100 (N3) ტაბლეტს.

შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ბაზარზე გაყიდვაში.

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი

biosyn Arzneimittel GmbH

შორნდორფერ შტრასე 32

70734 ფელბახი

ტელ. (0711) 575 32 00

ფაქსი (0711) 575 32 99

ელ. ფოსტა: [email protected]

www.biosyn.de

ეს სამკურნალო საშუალება ნებადართულია ევროპის ეკონოიური ზონის წევრ ქვეყნებში (EWR) შემდეგი სახელწოდებით

დანია: Selesyn® 300 mikrogram-tabletter

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გამოყენების ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია 2022 წლის დეკემბერი.

გაიცემა რეცეპტის საფუძველზე

ნებართვის ნომერი: 2200329.00.00

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა