ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ვალიდოლი-ლუბნიფარმი

VALIDOL-LUBNIPHARM

ურეცეპტოდ60მგინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიის შეტევები, ნევროზები, ისტერია, ზღვის და საჰაერო ავადმყოფობა (სიმპტომური თერაპია); ნიტრატების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (_)
ფორმა და შეფუთვა
60მგ სუბლინგვალური ტაბლეტი №10 ბლისტერზე (პირველადი შეფუთვით)
მწარმოებელი
„Lubnypharm” JSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიალური კომბინირებული სხვა პრეპარატები
ATC კოდი
C01EX
რეგისტრაციის ნომერი
რ-046270
რეგისტრირებულია
8 სექტემბერი 2026, მოქმედებს 8 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
„Lubnypharm” JSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „იმპექსფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავალიდოლი-ლუბნიფარმი და სხვა წამალი ერთად

ვალიდოლი-ლუბნიფარმი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიის შეტევები, ნევროზები, ისტერია, ზღვის და საჰაერო ავადმყოფობა (სიმპტომური თერაპია); ნიტრატების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გამოხატული არტერიული ჰიპოთენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

სათანადო სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი გულის არეში არ გადის პრეპარატის მიღების შემდეგ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად.

პრეპარატი შეიცავს შაქარს, რაც უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა.

სიფრთხილის ზომები

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია, თუ ექიმის აზრით დედისთვის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევა, ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის შემცირება.

ბავშვები.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზირება.

საჭიროა ტაბლეტის გაჩერება პირში (ენის ქვეშ) სრულ გაწოვამდე. მოზრდილთათვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს; სადღეღამისო დოზა – 2-4 ტაბლეტს.

საჭიროებისას შეიძლება სადღეღამისო დოზის გაზრდა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 600 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის გამოხატულებას. სედატიური და ანტიჰიპერთენზიული ეფექტების პოტენცირება შესაძლებელია სხვა ფსიქოტროპულ და ანტიჰიპერთენზიულ საშუალებებთან, ოპოიდურ ანალგეტიკებთან, სანარკოზე საშაუალებებთან და ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

ვარგისობის ვადა. 2 წელი

გვერდითი მოვლენები

დისკომფორტი მუცელში, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი) პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ხანგრძლივი გამოყენებისას, იშვიათად, შესაძლებელია გამოვლინდეს მსუბუქი გულისრევა, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა, რომლებიც სწრაფად ქრება დამოუკიდებლად.

ჭარბი დოზა

სიმპტომები: თავის ტკივილი, ღებინება, აღგზნება, გულის მოქმედების დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ჰიპერგმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი).

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

ტაბლეტები №10 ბლისტერებში.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.

სს "ლუბნიფარმი".

უკრაინა, 37500, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, ბარვინკოვის ქუჩა 16.

ბოლო გადახედვის თარიღი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სხვა კომბინირებული კარდიოლოგიური პრეპარატები.

ათქ კოდი C01EX.

პრეპარატი ახდენს სედატიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე იწვევს სისხლძარღვების გამაფართოებელ (კორონაროლიტიკურ) ზომიერ რეფლექტორულ ეფექტს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული ("სიცივის") რეცეპტორების რეფლექტორული გაღიზიანების გზით. რეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს ენდორფინების, ენკეფალინების, დინორფინებისა და სხვა ოპოიდური პეპტიდების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტკივილის შეგრძნების შემცირებაში, სისხლძარღვების განვლადობის ნორმალიზაციაში, ასევე ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების რეგულაციაში, გამოთავისუფლების ინდუქცია. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ გამოთავისუფლდება ფიზიოლოგიურად აქტიური შენაერთები – ჰისტამინი, კინინები და სხვა.

სუბლინგვალური მიღებისას პრეპარატი აბსორბირდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. თერაპიული ეფექტი დგება დაახლოვებით 5 წუთის შემდეგ.

შეწოვის შემდეგ პრეპარატი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში და გამოიყოფა გლუკურონიდების სახით შარდთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ვალიდოლი-ლუბნიფარმი

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს 60 მგ მენთოლის ხსნარს იზოვალერიანის მჟავას მენთილის ეთერში;

დამხმარე ნივთიერებები: საკონდიტრო შაქარი, კალციუმის სტეარატი.

სამკურნალო ფორმა. ტაბლეტები.

თეთრი, ან თეთრი მოყვითალო ელფერის მქონე მთლიანი, სწორე, მრგვალი ცილინდრები, ბრტყელი ზედა და ქვედა ზედაპირით, ზედაპირის წაკვეთილი კიდეებით, გამყოფი ჭდით, მენთოლის დამახასითებელი სუნით და გამაგრილებელი გემოთი. ტაბლეტის ზედაპირზე დაიშვება რუხი ფერის ჩანართები და თეთრი ფერის უმნიშვნელო შემტვერილობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.

სხვა კომბინირებული კარდიოლოგიური პრეპარატები.

ათქ კოდი C01EX.

პრეპარატი ახდენს სედატიურ მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე იწვევს სისხლძარღვების გამაფართოებელ (კორონაროლიტიკურ) ზომიერ რეფლექტორულ ეფექტს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მგრძნობიარე ნერვული ("სიცივის") რეცეპტორების რეფლექტორული გაღიზიანების გზით. რეცეპტორების სტიმულაციას თან ახლავს ენდორფინების, ენკეფალინების, დინორფინებისა და სხვა ოპოიდური პეპტიდების, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ტკივილის შეგრძნების შემცირებაში, სისხლძარღვების განვლადობის ნორმალიზაციაში, ასევე ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების რეგულაციაში, გამოთავისუფლების ინდუქცია. პრეპარატის ზეგავლენის ქვეშ გამოთავისუფლდება ფიზიოლოგიურად აქტიური შენაერთები – ჰისტამინი, კინინები და სხვა.

სუბლინგვალური მიღებისას პრეპარატი აბსორბირდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან. თერაპიული ეფექტი დგება დაახლოვებით 5 წუთის შემდეგ.

შეწოვის შემდეგ პრეპარატი ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში და გამოიყოფა გლუკურონიდების სახით შარდთან ერთად.

გამოყენების ჩვენებები.

მსუბუქი ხარისხის სტენოკარდიის შეტევები, ნევროზები, ისტერია, ზღვის და საჰაერო ავადმყოფობა (სიმპტომური თერაპია); ნიტრატების მიღებასთან დაკავშირებული თავის ტკივილი.

უკუჩვენებები.

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. გამოხატული არტერიული ჰიპოთენზია, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

სათანადო სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.

იმ შემთხვევაში, როდესაც ტკივილი გულის არეში არ გადის პრეპარატის მიღების შემდეგ, აუცილებელია მიმართოთ ექიმს მწვავე კორონარული სინდრომის გამოსარიცხად.

პრეპარატი შეიცავს შაქარს, რაც უნდა გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა.

განსაკუთრებული გაფრთხილებები.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია, თუ ექიმის აზრით დედისთვის მოსალოდნელი დადებითი ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის/ბავშვისთვის პოტენციურ რისკს.

ზეგავლენის უნარი რეაქციის სისწრაფეზე ავტოტრანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას.

პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში საჭიროა სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისას ან ისეთი სამუშაოს შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მომატებულ ყურადღებას, ვინაიდან შესაძლებელია თავბრუსხვევა, ძილიანობა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფის შემცირება.

ბავშვები.

ბავშვებში პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

გამოყენების წესი და დოზირება.

საჭიროა ტაბლეტის გაჩერება პირში (ენის ქვეშ) სრულ გაწოვამდე. მოზრდილთათვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 1-2 ტაბლეტს; სადღეღამისო დოზა – 2-4 ტაბლეტს.

საჭიროებისას შეიძლება სადღეღამისო დოზის გაზრდა. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 600 მგ. მკურნალობის ხანგრძლივობა - 7 დღემდე.

დოზის გადაჭარბება.

სიმპტომები: თავის ტკივილი, ღებინება, აღგზნება, გულის მოქმედების დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა, ჰიპერგმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის კომპონენტების მიმართ (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი).

მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი ეფექტები.

დისკომფორტი მუცელში, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი) პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ხანგრძლივი გამოყენებისას, იშვიათად, შესაძლებელია გამოვლინდეს მსუბუქი გულისრევა, ცრემლდენა, თავბრუსხვევა, ხანმოკლე არტერიული ჰიპოტენზია, ძილიანობა, რომლებიც სწრაფად ქრება დამოუკიდებლად.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.

ამცირებს ნიტრატების მიღებით გამოწვეული თავის ტკივილის გამოხატულებას. სედატიური და ანტიჰიპერთენზიული ეფექტების პოტენცირება შესაძლებელია სხვა ფსიქოტროპულ და ანტიჰიპერთენზიულ საშუალებებთან, ოპოიდურ ანალგეტიკებთან, სანარკოზე საშაუალებებთან და ალკოჰოლთან ერთდროული მიღებისას.

ვარგისობის ვადა. 2 წელი

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა.

ტაბლეტები №10 ბლისტერებში.

გაცემის კატეგორია - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებლის დასახელება და ადგილმდებარეობა.

სს "ლუბნიფარმი".

უკრაინა, 37500, პოლტავის ოლქი, ქ. ლუბნი, ბარვინკოვის ქუჩა 16.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა