ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა არათერაპიული საშუალებები

ნატრიუმის ქლორიდი

SODIUM CHLORIDE

ურეცეპტოდ9მგ/მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

გარეგანი და პარენტერალური გამოყენებისთვის სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება. შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ჭრილობების და ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Sodium chloride)
ფორმა და შეფუთვა
9მგ/მლ 5მლ ი.ვ., ი.მ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5)
მწარმოებელი
«Halychpharm» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა არათერაპიული საშუალებები, გამხსნელები და გასაზავებელი საშუალებები, მათ შორის საირიგაციო ხსნარები
ATC კოდი
V07AB
რეგისტრაციის ნომერი
რ-046524
რეგისტრირებულია
22 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 22 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Halychpharm» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანატრიუმის ქლორიდი და სხვა წამალი ერთად

ნატრიუმის ქლორიდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გარეგანი და პარენტერალური გამოყენებისთვის სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება. შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ჭრილობების და ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად.

მიღების წესი და დოზირება

შეიყვანეთ ინტრავენურად, კუნთში ან რექტალურად, კანქვეშ (გამოყენების რეკომენდირებული წესის მიხედვით). ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსების გამოსარეცხად გამოიყენეთ ხსნარის საკმარისი რაოდენობა.

ბავშვები

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში.

უკუჩვენებები

ძირითადი სამკურნალო საშუალების და გამხსნელის შეუთავსებლობა. არ გამოიყენოთ პრეპარატი თვალების გამოსავლებად ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო საშუალება თავსებადია მედიკამენტების უმეტესობასთან და შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მედიკამენტის გასახსნელად, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც შეუთავსებელია ნატრიუმის ქლორიდთან, როგორც გამხსნელთან.

გამოყენების თავისერებურებანი

სამკურნალო საშუალების გახსნამდე შეამოწმეთ, შეიძლება თუ არა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენება ამ სამკურნალო საშუალების გასახსნელად.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმები მართვის დროს. არ მოქმედებს.

ჭარბი დოზა

სწორად გამოყენების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა.

გვერდითი რეაქციები

პრეპარატის სწორად გამოყენების შემთხვევაში არ შეინიშნება.

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი 9 მგ;

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

სამკურნალო ფორმა. საინექციო ხსნარი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, უფერო სითხე.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

შესაბამისი ტევადობის 5 მლ ან 10 მლ ამპულებში.

5 ამპულა 5 მლ ან 10 მლ ტევადობით მოთავსებულია ბლისტერში. ორი ბლისტერი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და ამპულის სკარიფიკატორთან ერთად, მოთავსებულია კოლოფში.

შენიშვნა. წატეხვის წერტილის ან რგოლის მქონე ამპულების გამოყენებისას, სკარიფიკატორების ჩადება არ არის გათვალისწინებული.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

სსს „გალიჩფარმა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი, ოპრიშკოვსკაიას ქუჩა, 6/8.

ფარმაკოლოგიური თვისებები

გამხსნელები და დიულენტები, მათ შორის ხსნარები ირიგაციისთვის.

ათქ კოდი: V07AB.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა.

ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი 9 მგ/მლ ახდენს წყალ-მარილოვანი ბალანსის ნორმალიზებას და აღმოფხვრის სითხის დეფიციტს ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ვითარდება დეჰიდრატაციის დროს ან უჯრედგარე სითხის დაგროვების შედეგად ფართო დამწვრობისა და დაზიანებების კერაში, მუცლის ღრუს ორგანოებზე ოპერაციებისა და პერიტონიტის დროს. პრეპარატი აუმჯობესებს ქსოვილების პერფუზიას, ზრდის ჰემოტრანსფუზიური ღონისძიებების ეფექტურობას მასიური სისხლის დაკარგვის და მძიმე შოკის შემთხვევებში. ახდენს ასევე დეზინტოქსიკაციურ ეფექტს სითხის მოცულობის ხანმოკლე მატების, სისხლში ტოქსიკური პროდუქტების კონცენტრაციის შემცირების, დიურეზის აქტივაციის შედეგად.

ფარმაკოკინეტიკა

სწრაფად გამოიყოფა სისხლძარღვთა სისტემიდან. პრეპარატი სისხლძარღვოვან კალაპოტში მცირე ხნით რჩება, რის შემდეგაც ის აღწევს ინტერსტიციულ და უჯრედშიდა სექტორებში. 1 საათის შემდეგ, სისხლძარღვებში შეყვანილი ხსნარის დაახლოებით მხოლოდ ნახევარი რჩება. მარილები და სითხე ძალიან სწრაფად იწყებენ თირკმელებით გამოყოფას, რაც ზრდის დიურეზს.

კლინიკური მახასიათებლები

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ნატრიუმის ქლორიდი

(SODIUM CHLORIDE)

შემადგენლობა:

ჩვენებები

გარეგანი და პარენტერალური გამოყენებისთვის სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება. შეიძლება გამოყენებულ იქნას ადგილობრივად ჭრილობების და ცხვირის ლორწოვანი გარსის გამოსარეცხად.

უკუჩვენებები

ძირითადი სამკურნალო საშუალების და გამხსნელის შეუთავსებლობა. არ გამოიყენოთ პრეპარატი თვალების გამოსავლებად ოფთალმოლოგიური ოპერაციების დროს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

სამკურნალო საშუალება თავსებადია მედიკამენტების უმეტესობასთან და შესაბამისად, შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა მედიკამენტის გასახსნელად, გარდა იმ მედიკამენტებისა, რომლებიც შეუთავსებელია ნატრიუმის ქლორიდთან, როგორც გამხსნელთან.

გამოყენების თავისერებურებანი

სამკურნალო საშუალების გახსნამდე შეამოწმეთ, შეიძლება თუ არა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენება ამ სამკურნალო საშუალების გასახსნელად.

გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში

პრეპარატის გამოყენება შეიძლება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში.

რეაქციის სისწრაფეზე ზემოქმედების უნარი სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმები მართვის დროს. არ მოქმედებს.

გამოყენების წესი და დოზირება

შეიყვანეთ ინტრავენურად, კუნთში ან რექტალურად, კანქვეშ (გამოყენების რეკომენდირებული წესის მიხედვით). ჭრილობებისა და ლორწოვანი გარსების გამოსარეცხად გამოიყენეთ ხსნარის საკმარისი რაოდენობა.

ბავშვები

პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბავშვებში.

დოზის გადაჭარბება

სწორად გამოყენების შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა.

გვერდითი რეაქციები

პრეპარატის სწორად გამოყენების შემთხვევაში არ შეინიშნება.

ვარგისიანობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა

შესაბამისი ტევადობის 5 მლ ან 10 მლ ამპულებში.

5 ამპულა 5 მლ ან 10 მლ ტევადობით მოთავსებულია ბლისტერში. ორი ბლისტერი, სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და ამპულის სკარიფიკატორთან ერთად, მოთავსებულია კოლოფში.

შენიშვნა. წატეხვის წერტილის ან რგოლის მქონე ამპულების გამოყენებისას, სკარიფიკატორების ჩადება არ არის გათვალისწინებული.

გაცემის კატეგორია

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

სსს „გალიჩფარმა“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი

უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი, ოპრიშკოვსკაიას ქუჩა, 6/8.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა