მორფინ-ზნ
Morphin-ZN
ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი, მათ შორის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, მძიმე ტრავმების, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Morphine hydrochloride trihydrate)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №10 (1X10)
- მწარმოებელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD, უკრაინა
- გაცემის წესი
- I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ბუნებრივი ოპიუმის ალკალოიდები
- ATC კოდი
- N02AA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046458
- რეგისტრირებულია
- 8 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 8 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- «Kharkov Pharmaceutical Factory «Zdorovie Narodu» LTD (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „საბა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
მორფინ-ზნ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი, მათ შორის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, მძიმე ტრავმების, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი შიგნით მიღებისაა. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად.
პრეპარატის საწყისი დოზა დამოკიდებულია ტკივილის დონეზე და პაციენტის მიერ ადრე მიღებული ანალგეტიკების თავისებურებებზე. პრეპარატი პაციენტს ეძლევა ექიმის მიერ დადგენილი დოზით, ყოველ 4 საათში ერთხელ. ტკივილის გაძლიერების ან მორფინის მიმართ ტოლერანტობის განვითარების შემთხვევაში, პერპარატის დოზა აუცილებლად უნდა გაიზარდოს 5 მგ და 10 მგ დოზირების გამოყენებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მოზრდილთათვის განსაზღვრული დოზის შემცირება
პაციენტებისათვის, რომლებიც გადადიან მორფინის პარენტერალური მიღებიდან პერორალურ მიღებაზე, აუცილებელია დოზის გაზრდა, რათა დაკომპენსირდეს მორფინის პერორალური მიღებასთან დაკავშირებული ანალგეტიკური ეფექტის შემცირება. ჩვეულებრივ დოზის ასეთი გაზრდის აუცილებლობა შეადგენს 100%-ს; აღნიშნულ პაციენტებს დოზები ინდივიდუალურად უნდა დაუკორექტირდეს.
ზრდასრული პირებისა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის, რომლებსაც არ აქვთ მიღებული ოპიოიდები, მორფინის საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 5-10 მგ-ს ყოველ 4 საათში ერთხელ. ხოლო, პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ტკივილი, რაც ვერ კონტროლდება უფრო სუსტი ოპიოიდებით, მორფინის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ 4 საათში ერთხელ.
3-5 წლის ასაკის ბავშვებს ენიშნება ამ პრეპარატის 5 მგ ყოველ 4 საათში ერთხელ, 6-12 წლის ასაკის ბავშვებს კი – 5-10 მგ ყოველ 4 საათში ერთხელ.
მორფინის დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე იმ პირობით, თუ კონტროლდება გვერდითი რეაქციები და არსებობს გადაუდებელი სპეციალიზირებული დახმარების გაწევის შესაძლებლობები. იმ შემთხვევვაში, თუ ტკივილის კონტროლი დადგენილი ტიტრირებული დოზით შეუძლებელია და აუცილებელი ხდება დღიური დოზის გამოყენება 200 მგ-ზე მეტი ოდენობით (ჩვეულებრივ, ასეთი საჭიროება დგება ონკოლოგიური ეტიოლოგიის ქრონიკული ტკივილის დროს), აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი გულმოდგინე კონტროლი (იხ. ნაწილები `გვერდითი რეაქციები~ და `ჭარბი დოზა~).
ოპერაციის შემდგომი ტკივილებისას, 70 კგ-მდე მასის პაციენტებს ენიშნება 5 მგ დოზა ყოველ 4 საათში ერთხელ, ხოლო 70 კგ-ზე მეტი მასის პაციენტებს – 10 მგ დოზა ყოველ 4 საათში ერთხელ. მორფინის პერორალური ფორმები სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს ოპერაციის შემდგომი პირველი 24 საათის განმავლობაში, კუჭნაწლავის ფუნქციის აღდგენის დინამიკის გათვალისწინებით
მკურნალობის მიზნები და მკურნალობის შეწყვეტა.
მორფინ-ZN-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის სტრატეგია, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობა და მიზნები, ასევე ტკივილის მართვის პროტოკოლის შესაბამისად მკურნალობის შეწყვეტის გეგმა. თერაპიის დროს ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი პაციენტთან, რათა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დოზა. როდესაც პაციენტს აღარ სჭირდება მორფინით თერაპია, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის თანდათანობით შემცირება მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. თუ ტკივილი სათანადოდ არ კონტროლდება, უნდა განიხილონ ჰიპერალგეზიის, ტოლერანტობის და ძირითადი დაავადების პროგრესირების შესაძლებლობა (იხილეთ განყოფილება "გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები").
მკურნალობის ხანგრძლივობა.
მორფინ-ZN არ უნდა იქნას გამოყენებული საჭიროზე მეტხანს.
ბავშვები
ამ პრეპარატის მიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, სუნთქვის დათრგუნვა სასუნთქი ცენტრის დათრგუნვის გამო, გაურკვეველი წარმომავლობის ტკივილი მუცლის არეში (მწვავე მუცელი), ქალა-ტვინის ტრავმა, მიდრეკილება ბრონქოსპაზმებისაკენ, ნაწლავების პარალიტიკური გაუვალობა, კუჭის დაცლის დაყოვნება, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) მიღება პრეპარატთან კომბინაციაში, თავის ქალას შიდა ჰიპერტენზია, ინსულტი, ეპილეფსიური სტატუსი, კახექსია, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, დელირიუმი, ციებ-ცხელება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მორფინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ ცნს-ის სხვა დეპრესანტებს, მათ შორის სედაციურ ან ძილის მომგვრელ, ზოგადი ანესთეზიის პრეპარატებს, ფენოთიაზინებს, სხვა ტრანკვილიზატორებს (ბენზოდიაზეპინებს ან მსგავსი ეფექტების მქონე სხვა პრეპარატებს), კუნთების რელაქსანტებს, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, გაბაპენტინს ან პრეგაბალინს და ალკოჰოლს. ამ პრეპარატების კომბინაციამ მორფინის ჩვეულებრივ დოზასთან, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, ღრმა სედაცია, კომა ან ლეტალური შედეგი ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერების გამო. თანმხლები თერაპიის დოზები და ხანგრლივობა უნდა შეიზღუდოს (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები”).
მორფინმა შეიძლება გამოიწვიოს გაბაპენტინის მნიშვნელობის ფართობის გაზრდა `კონცენტრაცია-დროის~ მრუდის ქვეშ (AUC), მისი გამოყენებისას მორფინთან ერთად. პაციენტებს მდგომარეობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ცნს-ის დათრგუნვის ნიშნები (კერძოდ – ძილიანობა). შესაბამისად უნდა შემცირდეს გაბაპენტინის ან მორფინის დოზა.
ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტები/ანტაგონისტები (მაგალითად ბუპრენორფინი, ნალბუფინი, პენტაზოცინი) არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც თერაპიის კურსი სუფთა ოპიოიდური აგონისტებით ჩაუტარდა.
პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ აცეტილქოლინის მოქმედებას (ანტიჰისტამინური, ანტიპარკინსონული, პირღებინების საწინაარმდეგო და მათი მსგავსი საშუალებები), შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ მორფინთან, აძლირებენ რა ანტიქოლინერგიულ გვერდით ეფექტებს.
ციმეტიდინი თრგუნავს მორფინის მეტაბოლიზმს.
ცნობილია, რომ მაო-ს ინჰიბიტორები ურთიერთქმედებენ ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან, რაც იწვევს ცნს-ის აგზნებას ან დამუხრუჭებას ჰიპერ- ან ჰიპოტენზიური კრიზებით.
პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიცემა მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან მათი მიცემის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, არ შეიძლება.
მორფინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება შემცირდეს რიფამპიცინით.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მორფინს, დაფიქსირდა P2Y12 ინჰიბიტორებით (მაგ., პრასუგრელი, კლოპიდოგრელი, ტიკაგრელორი) პერორალური ანტიაგრეგატული თერაპიის დაგვიანებული და შემცირებული ეფექტი. ეს ურთიერთქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის მოძრაობის შემცირებასთან და შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა ოპიოიდებზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ მონაცემები მიუთითებს P2Y12 ინჰიბიტორების ეფექტურობის პოტენციურ შემცირებაზე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მათ მორფინთან ერთად (იხილეთ ნაწილი „სპეციალური ინსტრუქციები“). მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც მორფინის შეწყვეტა შეუძლებელია და რომელთათვისაც P2Y12-ის სწრაფი ინჰიბირება კრიტიკულად ითვლება, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პარენტერალური P2Y12 ინჰიბიტორის გამოყენება.
რიტონავირისა და მორფინის ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების არარსებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ რიტონავირი აინდუცირებს თირკმლის ფერმენტებს, რომლებიც აჩქარებენ მორფინის გლუკორონიზაციას, რამაც შესაძლოა შეამციროს მორფინის კონცენტრაცია პლაზმაში
გამოყენების თავისებურებები
ოპიოიდების ჭარბი დოზით მიღებისას, ძირითად რისკს წარმოადგენს სუნთქვის დათრგუნვა. აუცილებელია, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალი პაციენტების მდგომარეობას სუნთქვის დათრგუნვისა და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების წარმოშობის მხრივ. ამასთან დაკავშირებით, პაციენტები და მათი მომვლელი პირები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამგვარი სიმპტომების შესახებ (იხ. ნაწილი `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).
ისევე, როგორც ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებისას, აუცილებელია დოზის შემცირება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის, ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, თირკმლების დაავადებისას და ღვიძლის ქრონიკული დაავადების შემთხვევაში. პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს სუნთქვის ფუნქციის დარღვევის, ბრონქული ასთმის მძიმე ფორმის (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~), კრუნჩხვითი დარღვევების (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~), ჰიპოვოლემიით თანმხლები არტერიული ჰიპოტენზიის, ფილტვისმიერი გულის მძიმე ფორმის ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პაციენტებს, ანამნეზში ნარკოდამოკიდებულ ავადმყოფებს, სანაღვლე გზების დაავადების, პანკრეატიტის, ნაწლავების ანთებითი დაავადებების, პროსტატის ჰიპერტროფიის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პირებს. ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ არსებობს პარალიზური ნაწლავური გაუვალობის წარმოშობის ალბათობა (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~). თუ პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ეჭვი ან წარმოიშვება ნაწლავური გაუვალობა, პრეპარატის მიცემა პაციენტისათვის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მორფინმა Dშეიძლება შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი ანამნეზში ეპილეფსიური პაციენტებისათვის (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~).
მორფინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება შეამციროს რიფამპიცინმა (იხ. ნაწილი `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”). მორფინის ანალგეზური მოქმედება უნდა კონტროლდებოდეს, მისი დოზა კი უნდა დარეგულირდეს რიფამპიცინით მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ.
მორფინის გმოყენება არ შეიძლება პაციენტისათვის დამატებითი გაუტკივარების ღონისძიების (კერძოდ, ქირურგიული ჩარევის, ნერვული ბლოკადის) ჩატარებამდე 4 საათზე ნაკლები დროით ადრე. მორფინით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი დოზა უნდა დაკორექტირდეს პაციენტის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს წინა-საოპერაციო პერიოდში და ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში. აბდომინალური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, პაციენტებს მორფინი შეიძლება მიეცეს მხოლოდ ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ.
P2Y12 ინჰიბიტორებით (მაგ., პრასუგრელი, კლოპიდოგრელი, ტიკაგრელორი) პერორალური ანტიაგრეგაციული თერაპია
P2Y12 ინჰიბიტორებითა და მორფინით თანმხლები მკურნალობის პირველი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა P2Y12 ინჰიბიტორებით თერაპიის ეფექტურობის შემცირება (იხილეთ "ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და სხვა ურთიერთქმედებები").
ძილის დროს სუნთქვის დარღვევა
ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ძილის დროს სუნთქვის დარღვევა, განსაკუთრებით ცენტრალური ძილის აპნოე (ЦАС) და ძილის ჰიპოქსემია. ოპიოიდები ზრდიან ЦАС -ს რისკს და დოზადამოკიდებულია. ЦАС -ს მქონე პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია ოპიოიდების საერთო დოზის შემცირება.
მწვავე კორონარული სინდრომი (მკს) ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის პაციენტებში
მკს-სა და მორფინის მიღებას შორის შესაძლო კავშირის არსებობის გამო, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ მორფინს ვაზოოკლუზიური კრიზის დროს, აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მონიტორინგი მკს სიმპტომებზე.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ოპიოიდურმა ანალგეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის შექცევადი უკმარისობა, რაც მონიტორინგსა და შემცვლელ თერაპიას საჭიროებს გლუკოკორტიკოიდებით (`იხ. ნაწილი `ფარმაკოლოგიური თვისებები”). თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას შეიძლება ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან დაბალი არტერიული წნევა.
სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება და პროლაქტინის დონის მომატება
ოპიოიდური ანალგეტიკების ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება და პროლაქტინის დონის მომატება. სიმტომები მოიცავს ლიბიდოს დაქვეითებას, იმპოტენციას ან ამენორეას.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
მორფინის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (ОГЭП), რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს. ОГЭП-ის შემთხვევების უმეტესობა მკურნალობის პირველი 10 დღის განმავლობაში დაფიქსირდა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ОГЭП -ის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა ურჩიონ ექიმს მიმართონ, თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება.
თუ კანის ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება, მორფინის მიღება უნდა შეწყდეს და ალტერნატიული მკურნალობა უნდა განიხილებოდეს.
ჰეპატობილიარული დარღვევები
მორფინმა შეიძლება გამოიწვიოს ოდის სფინქტერის დისფუნქცია და სპაზმი, რაც იწვევს მუცლის ღრუში წნევის მომატებას და სანაღვლე გზების სიმპტომების და პანკრეატიტის განვითარების რისკის ზრდას.
სედაციურ პრეპარატებთან, როგორიცა ბენზოდიაზეპინები, ან ბენზიოდიაზეპინების მოქმედების მსგავს პრეპარატებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული რისკი
მორფინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ სედაციურ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა ბენზოდიაზეპინის წარმობულები ან მათი მონათესავე პრეპარატები, შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, ან სიკვდილი (იხ. ნაწილი `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”). ამიტომ, ასეთი პაციენტები მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ასევე საჭიროა მათი მზრუნველების ინფორმირება აღნიშნული სიმპტომების შესაძლო წარმოშობის შესახებ. ამ სედაციური პრეპარატების კომბონირებულად დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები იმ პაციენტებისათვის, რომელთა მკურნალობა ალტერნატიული მეთოდებით შეუძლებელია. პაციენტისათვის მორფინისა და სედაციური პრეპარატების ერთდროულად მიცემის გადაწყვილების მიღებისას, ინიშნება მინიმალური ეფექტური დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა კი შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყოს.
ოპიოიდების მოხმარების დარღვევები (РУО) (ბოროტად გამოყენება, დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი)
ოპიოიდების, მაგალითად, მორფინ-ZN-ის განმეორებითი გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა და ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. მორფინ-ZN-ის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს (РУО). უფრო მაღალმა დოზებმა და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივმა ხანგრძლივობამ შეიძლება გაზარდოს (РУО)-ს რისკი. მორფინის ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და/ან სიკვდილი. (РУО) -ს რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დარღვევების პირადი ან ოჯახური ისტორია (მშობლები ან და-ძმები), იმ პირებში, რომლებიც ამჟამად იყენებენ თამბაქოს ნაწარმს ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგ., დიდი დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები).
მორფინი წარმოშობს ისეთივვე რისკებს ბოროტად სარგებლობის თვალსაზრისით, როგორსაც სხვა ძლიერი ოპიოიდური აგონისტები. მორფინით ბოროტად შეიძლება ისარგებლონ ნარკომანიის მიმართ ლატენტურმა ან მკაფიოდ დამოკიდებულმა პირებმა. ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ანამნეზში ალკოჰოლური ან ნარკოდამოკიდებულების მქონე პირებს.
მორფინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის მიზნები და მოხსნის გეგმა (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“). მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს პაციენტი ასევე უნდა იყოს ინფორმირებული РУО -ს სინდრომის რისკებისა და ნიშნების შესახებ. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ექიმს.
სიმპტომების მინიმიზაცია შესაძლებელია დოზის ან დოზირების ფორმის კორექტირებით, ასევე მორფინის თანდათანობითი შეწყვეტით. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები (იხილეთ განყოფილება „არასასურველი რეაქციები“). თუ პაციენტს აღარ სჭირდება მორფინით თერაპია, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად.
პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული ქცევის ნიშნებზე (მაგ., დამატებითი დოზების ნაადრევი მოთხოვნა). ეს მოიცავს ოპიოიდების და ფსიქოაქტიური მედიკამენტების (მაგ., ბენზოდიაზეპინების) თანმხლები გამოყენების შემოწმებას. РУО -ს სინდრომის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებმა უნდა განიხილონ დამოკიდებულების სპეციალისტთან კონსულტაცია.
ჰიპერალგეზიის შემთხვევები, როდესაც დოზის გაზრდა არ იწვევს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შეიძლება ძალიან იშვიათად შეინიშნოს, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება ან მისი სხვა ოპიოიდით ჩანაცვლება.
პერორალური მიღებისათვის განკუთვნილი პრეპარატების პარენტერალური შეყვანა შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს.
გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მეკვიდრეობის ფორმების, ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ შეიძლება მასში ლაქტოზას მონოჰიდრატის შემცველობის გამო.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის პერიოდში ან მშობიარობისას ეს პრეპარატი არ გამოიყენება, რადგან არსებობს ნეონატალური სუნთქვის დეპრესიის რისკი. მეძუძური ქალებისათვის ამ პრეპარატის მიცემა რეკომენდირებული არ არის, რადგან მორფინი აღწევს დედის რძეში.
ახალშობილებს შეიძლება აღენიშნოს აბსტინეციური სინდრომი, თუ ქალს ორსულობის პერიოდში ჩაუტარდა ხანგრძლივი მკურნალობა მორფინით. ახალშობილბზე, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ ოპიოიდურ ანალგეტიკებს, საჭიროა დაკვირვება მოხსნის სინდრომის (აბსტინენციის) ნიშნების გამოსავლენად.
ვირთაგვებზე დაკვირვებებით, მორფინის მიცემის შემდგომ აღნიშნულია ფერტილურობის შემცირებისა და ქრომოსომული დაზიანებების წარმოშობის შემთხვევები.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ამ პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება სედაცია გამოიწვიოს, ამიტომ რეკომენდებულია, რომ მორფინით მკურნალობისას პაციენტმა თავი შეიკავოს ავტომანქანის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: წერტილოვანი გუგები, ჩონჩხის კუნთების მოთენთილობა, ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე შემთხვევებში – ცირკულატორული უკმარისობა, კომა, ასპირაციული პნევმონია. ჭარბმა დოზამ შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, მათ შორის სუნთქვის უკმარისობის გამო. აღნიშნულია რაბდომიოლიზის შემთხვევები, რომელიც თირკმლის უკმარისობამდე პროგრესირდება.
მკურნალობა: თავდაპირველად, აუცილებელი პაციენტისათვის ჰაერის თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფა და ფილტვების იძულებითი ან კონტროლირებადი ვენტილაცია.
თუ სუნთქვის დათრგუნვას ადგილი არ აქვს, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს აქტივირებული ნახშირის მიცემა, იმ პირობით, რომ აუცილებელი დოზა (50 გ ზრდასრული პირებისათვის, 1 გ/კგ - ბავშვებისათვის) პაციენტს მიეცემა ჭარბი დოზის მიღებიდან 1 საათში
სუფთა ოპიოიდური ანტაგონისტები წარმოადგენენ სპეციფიურ ანტიდოტებს ოპიოიდებით მოწამვლისას. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება სხვა დამხმარე ზომების მიღება.
მორფინის მეტად ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ნალოქსონის შეყვანა ვენაში 0.8 მგ დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში, ინექცია მეორდება 2-3 წუთში ერთხელ ან კეთდება ნალოქსონის ინფუზია – 2 მგ 500 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში (0,004 მგ/მლ). ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებული უნდა იყოს წინასწარ შეყვანილ ბოლუსის დოზებზე და პასუხობდეს პაციენტის რეაქციებს. ნალოქსონს აქვს შედარებით მცირე მოქმედების პერიოდი, ამიტომ, პაციენტის მდგომარეობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს სუნთქვის ფუნქციის სრულ აღდგენამდე.
ნაკლებად ჭარბი დოზის მიღებისას, ნალოქსონი შეიყვანება ვენაში, 0.2 მგ დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში ინექცია მეორდება ყოველ 2 წუთში, 0.1 მგ დოზით.
მორფინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, სუნთქვის ან ცირკულაციური დეპრესიიას არარსებობისას, ნალოქსონის მიცემა პაციენტისათვის არ შეიძლება. ნალოქსონი სიფრთხილის დაცვით უკეთდება მორფინზე ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებს, რადგან ოპიოიდური ეფექტების უეცარმა ან სრულმა მოხსნამ შეიძლდება აბსტინენციური სინდრომის გამწვავების პროვოცირება მოახდინოს.
გვერდითი რეაქციები
მორფინის გამოყენებისას რეკომენდირებული დოზებით, მის ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება, შეკრულობა და ძილიანობა. პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას. გულისრევა და პირღებინება, დამახასიათებელი არ არის. ასეთი რეაქციების წრმოშობის შემთხვევაში, მორფინის მიცემა უნდა შეუთავსდეს შესაბამის სიმპტომურ თერაპიას.
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები, მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არც თუ ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალზე იშვიათი (<1/10000), უცნობი (ვერ იქნა შეფასებული არსებული მონაცემებით)
იმუნური სისტემის მხრივ: უცნობი – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები;
ფსიქიკური დარღვევები: ხშირი – დაბნეულობა, უძილობა; არც თუ ხშირი – აჟიტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, გუნება-განწყობილების ცვლილებები; უცნობი – ნარკოტიკული დამოკიდებულება, დისფორია, აზროვნების დარღვევები.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, ძილიანობა; არც თუ ხშირად – კრუნჩხვები, პარესთეზია, გულყრა, ალოდინია, მიოკლონუსი; უცნობი – ჰიპერალგეზია;
მხედველობის ორგანოების მხრივ: არც თუ ხშირად – მხედველობითი დარღვევბი; უცნობი – მიოზი.
სმენის ორგანოების მხრივ: არც თუ ხშირად - ვერტიგო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არც თუ ხშირად - პალპიტაცია, სახის შეწითლება, არტერიული ჰიპოტენზია; უცნობი – ბრადიკარდია, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: არც თუ ხშირად – ბრონქოსპაზმა, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დათრგუნვა, უცნობი – ხველების შემცირება, ცენტრალური ძილის აპნოეს სინდრომი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად – მუცლის ტკივილი, ანორექსია, შეკრულობა, სიმშრალე პირის ღრუში, პირღებინება; არც თუ ხშირად – დისპეფსია, ნაწლავების გაუვალობა, გემოს შეგრძნების დარღვევები, თირკმლის ფერმენტების დონის მომატება; უცნობი– სანაღვლე გზების ტკივილი, პანკრეატიტი, პანკრეატიტის გამწვავება, ოდის სფინქტერის სპაზმი.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად – ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი; არც თუ ხშირად – ჭინჭრის ციება. უცნობი– მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: არც თუ ხშირად – შადრის შეკავება; უცნობი – შარდსაწვეთის სპაზმი, ამენორეა, ლიბიდოს დაქვეითება, ერექციური დისფუნქცია
ზოგადი დარღვევები: ხშირად – ასთენიური მდგომარეობა, ქავილი; არც თუ ხშირად – სისუსტე, პერიფერული შეშუპება; უცნობი – ტოლერანტობის განვითარება პრეპარატის მიმართ, აბსტინენციური სინდრომი.
ნარკოტიკური დამოკიდებულება და აბსტინენციური სინდრომი (მოხსნის სინდრომი)
ოპიოიდური ანალგეტიკების, მათ შორის მორფინ-ZN-ის განმეორებითი გამოყენება, თერაპიული დოზებითაც კი, შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის განვითარებასთან. წამალზე დამოკიდებულების განვითარების რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების, დოზისა და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით (იხილეთ ნაწილი „გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები“). მკურნალობის ან ოპიოიდური ანტაგონისტების გამოყენების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სინდრომი; ზოგჯერ, აბსტინენციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს დოზებს შორის პერიოდში.
მოხსნის ფიზიკური სიმპტომები: სხეულის ტკივილი, ტრემორი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, დიარეა, მუცლის კოლიკები, სურდო და გრიპისმაგვარი სიმპტომები, გულისრევა, ტაქიკარდია, მიდრიაზი, შფოთვა, გაღიზიანება, დისფორიული მდგომარეობა.
ნარკოტიკული დამოკიდებულების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ნარკოტიკებისადმი ლტოლვა
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: morphine;
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მორფინის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, 100% უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზის მონოჰიდრატისა და ფხვნილისებრი ცელულოზის ნარევი (75:25)), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირითა და ნაზოლებით
შენახვის პირობები
ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ან 5 ბლისტერი კოლოფში
გაცემის კატეგორია:
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
მწარმოებელი: შპს `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. სახლი 41
ბოლო რედაქციის თარიღი 29.04.2024
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანალგეტიკები. ოპიოიდები. ოპიუმის ბუნებრივი ალკალოიდები. ATC კოდი: N02A A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედებს როგორც აგონისტი ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ოპიოიდურ რეცეპტორებზე, კერძოდ µ-ზე, და შედარებით ნაკლები ხარისხით κ-რეცეპტორებზე. µ- რეცეპტორების აგზნება განაპირობებს სუპრასპინალურ ანალგეზიას, რესპირატორულ დეპრესიას, ეიფორიას, κ-რეცეპტორების აგზნება კი – სპინალურ ანალგეზიას, მიოზს, სედაციას.
ცენტრალური ნერვული სისტემა
აქვს გამოხატული ანალგეზური და სედაციური ეფექტი (ძილისმომგვრელი და ანქსიოლიზური). თრგუნავს სუნთქვას თავის ტვინის ღეროს სასუნთქ ცენტრებზე პირდაპირი მოქმედებით. თრგუნავს ხველების რეფლექსს პირდაპირი მოქმედებით მოგრძო ტვინის ხველების ცენტრზე. ხველების საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება შეინიშნებოდეს ანალგეზიის დროს გამოყენებულ დოზებზე უფრო მცირე დოზების შემთხვევაში. იწვევს მიოზს სრულ სიბნელეშიც კი. წერტილოვანი გუგები არის ჭარბი ნარკოტიკული დოზის მიღების სიმპტომი, მაგრამ ეს არ წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომს (მაგალითად, ეს სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროს ხიდის ჰემორაგიული ან იშემიური წარმოშობის დაზიანებებმა). მორფინის ჭარბი დოზის მიღებით წარმოშობილ მდგომარეობებში მიდრიაზი ჰიპოქსიით უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე მიოზი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და სხვა გლუვი კუნთები
ზრდის გლუვი მუსკულატურის, კერძოდ – კუჭის ანტრალური ნაწილის, ნაწლავების ტონუსს, რის შედეგადაც ნელდება საკვების მასების მოძრაობა, სუსტდება პერისტალტიკა, რაც იწვევს ყაბზობას. ზრდის შარდის ბუშტის, ბრონქების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სფინქტერების, სანაღვლე გზების ტონუსს. შეიძლება გამოიწვიოს ოდის სფინქტერის სპაზი, რის შედეგადაც იზრდება ინტრაბილიალური წნევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას შემდგომი პერიფერული ვაზოდილატაციით ან მის გარეშე, რაც იწვევს ქავილს, სახის გაწითლებას, თვალების შეწითლებას, ოფლიანობას და/ან ორთოსტატურ ჰიპოტენზიას.
ენდოკრინული სისტემა
ოპიოიდებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-სასქესო სისტემაზე. შეიძლება აღინიშნოს პროლაქტინის მომატება სისხლის შრატში, კორტიზოლის, ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის შემცირებას სისხლის პლაზმაში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის, მალუთეინიზირებელი ჰორმონის ან ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დაბალ ან ნორმალურ დონეებთან ერთად. ამ ჰორმონულ ცვლილებებს შეიძლება თან ახლდეს კლინიკური სიმპტომები
სხვა ფარმაკოლოგიური ეფექტები
ლაბორატორიული კვლევებისა და ცხოველებზე დაკვირვებების დროს, გამოვლინდა ბუნებრივი ოპიოიდების, როგორიცაა მორფინი, სხვადასხვა ეფექტები იმუნური სისტემის კომპონენტებზე. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა ჯერაც შეუსწავლელია.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ექვემდებარება პრესისტემურ ელიმინაციას. გარდა ღვიძლისა, მეტაბოლიზირდება თირკმელებსა და ნაწლავების ლორწოვან გარსში. მთავარ საშარდე მეტაბოლიტს წარმოადგენს მორფინი-3-გლუკოროდინი, წარმოიქმნება ასევე მორფინი-6-გლუკოროდინი. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია 2,5-3 საათი
კლინიკური მახასიათებლები
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამედიცინო გამოყენების
ინსტრუქცია
მორფინი-ზნ
(MORPHIN-ZN)
შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: morphine;
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ მორფინის ჰიდროქლორიდის ტრიჰიდრატს, 100% უწყლო ნივთიერებაზე გადაანგარიშებით
დამხმარე ნივთიერებები: ცელაქტოზა 80 (ლაქტოზის მონოჰიდრატისა და ფხვნილისებრი ცელულოზის ნარევი (75:25)), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი.
წამლის ფორმა: ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ცილინდრული ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირითა და ნაზოლებით
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეტიკები. ოპიოიდები. ოპიუმის ბუნებრივი ალკალოიდები. ATC კოდი: N02A A01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
მოქმედებს როგორც აგონისტი ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) ოპიოიდურ რეცეპტორებზე, კერძოდ µ-ზე, და შედარებით ნაკლები ხარისხით κ-რეცეპტორებზე. µ- რეცეპტორების აგზნება განაპირობებს სუპრასპინალურ ანალგეზიას, რესპირატორულ დეპრესიას, ეიფორიას, κ-რეცეპტორების აგზნება კი – სპინალურ ანალგეზიას, მიოზს, სედაციას.
ცენტრალური ნერვული სისტემა
აქვს გამოხატული ანალგეზური და სედაციური ეფექტი (ძილისმომგვრელი და ანქსიოლიზური). თრგუნავს სუნთქვას თავის ტვინის ღეროს სასუნთქ ცენტრებზე პირდაპირი მოქმედებით. თრგუნავს ხველების რეფლექსს პირდაპირი მოქმედებით მოგრძო ტვინის ხველების ცენტრზე. ხველების საწინააღმდეგო ეფექტი შეიძლება შეინიშნებოდეს ანალგეზიის დროს გამოყენებულ დოზებზე უფრო მცირე დოზების შემთხვევაში. იწვევს მიოზს სრულ სიბნელეშიც კი. წერტილოვანი გუგები არის ჭარბი ნარკოტიკული დოზის მიღების სიმპტომი, მაგრამ ეს არ წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომს (მაგალითად, ეს სიმპტომი შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ღეროს ხიდის ჰემორაგიული ან იშემიური წარმოშობის დაზიანებებმა). მორფინის ჭარბი დოზის მიღებით წარმოშობილ მდგომარეობებში მიდრიაზი ჰიპოქსიით უფრო ხშირად აღინიშნება, ვიდრე მიოზი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და სხვა გლუვი კუნთები
ზრდის გლუვი მუსკულატურის, კერძოდ – კუჭის ანტრალური ნაწილის, ნაწლავების ტონუსს, რის შედეგადაც ნელდება საკვების მასების მოძრაობა, სუსტდება პერისტალტიკა, რაც იწვევს ყაბზობას. ზრდის შარდის ბუშტის, ბრონქების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სფინქტერების, სანაღვლე გზების ტონუსს. შეიძლება გამოიწვიოს ოდის სფინქტერის სპაზი, რის შედეგადაც იზრდება ინტრაბილიალური წნევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა
იწვევს ჰისტამინის გამოთავისუფლებას შემდგომი პერიფერული ვაზოდილატაციით ან მის გარეშე, რაც იწვევს ქავილს, სახის გაწითლებას, თვალების შეწითლებას, ოფლიანობას და/ან ორთოსტატურ ჰიპოტენზიას.
ენდოკრინული სისტემა
ოპიოიდებმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-სასქესო სისტემაზე. შეიძლება აღინიშნოს პროლაქტინის მომატება სისხლის შრატში, კორტიზოლის, ესტროგენისა და ტესტოსტერონის დონის შემცირებას სისხლის პლაზმაში ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის, მალუთეინიზირებელი ჰორმონის ან ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის დაბალ ან ნორმალურ დონეებთან ერთად. ამ ჰორმონულ ცვლილებებს შეიძლება თან ახლდეს კლინიკური სიმპტომები
სხვა ფარმაკოლოგიური ეფექტები
ლაბორატორიული კვლევებისა და ცხოველებზე დაკვირვებების დროს, გამოვლინდა ბუნებრივი ოპიოიდების, როგორიცაა მორფინი, სხვადასხვა ეფექტები იმუნური სისტემის კომპონენტებზე. ამ მონაცემების კლინიკური მნიშვნელობა ჯერაც შეუსწავლელია.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ექვემდებარება პრესისტემურ ელიმინაციას. გარდა ღვიძლისა, მეტაბოლიზირდება თირკმელებსა და ნაწლავების ლორწოვან გარსში. მთავარ საშარდე მეტაბოლიტს წარმოადგენს მორფინი-3-გლუკოროდინი, წარმოიქმნება ასევე მორფინი-6-გლუკოროდინი. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდია 2,5-3 საათი
კლინიკური მახასიათებლები
ჩვენებები
ძლიერი ინტენსივობის ტკივილის სინდრომი, მათ შორის ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების, მძიმე ტრავმების, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, სუნთქვის დათრგუნვა სასუნთქი ცენტრის დათრგუნვის გამო, გაურკვეველი წარმომავლობის ტკივილი მუცლის არეში (მწვავე მუცელი), ქალა-ტვინის ტრავმა, მიდრეკილება ბრონქოსპაზმებისაკენ, ნაწლავების პარალიტიკური გაუვალობა, კუჭის დაცლის დაყოვნება, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების (მაო) მიღება პრეპარატთან კომბინაციაში, თავის ქალას შიდა ჰიპერტენზია, ინსულტი, ეპილეფსიური სტატუსი, კახექსია, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, დელირიუმი, ციებ-ცხელება.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები
მორფინი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებიც ამავდროულად ღებულობენ ცნს-ის სხვა დეპრესანტებს, მათ შორის სედაციურ ან ძილის მომგვრელ, ზოგადი ანესთეზიის პრეპარატებს, ფენოთიაზინებს, სხვა ტრანკვილიზატორებს (ბენზოდიაზეპინებს ან მსგავსი ეფექტების მქონე სხვა პრეპარატებს), კუნთების რელაქსანტებს, ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებს, გაბაპენტინს ან პრეგაბალინს და ალკოჰოლს. ამ პრეპარატების კომბინაციამ მორფინის ჩვეულებრივ დოზასთან, შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, ღრმა სედაცია, კომა ან ლეტალური შედეგი ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერების გამო. თანმხლები თერაპიის დოზები და ხანგრლივობა უნდა შეიზღუდოს (იხ. ნაწილი `გამოყენების თავისებურებები”).
მორფინმა შეიძლება გამოიწვიოს გაბაპენტინის მნიშვნელობის ფართობის გაზრდა `კონცენტრაცია-დროის~ მრუდის ქვეშ (AUC), მისი გამოყენებისას მორფინთან ერთად. პაციენტებს მდგომარეობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ცნს-ის დათრგუნვის ნიშნები (კერძოდ – ძილიანობა). შესაბამისად უნდა შემცირდეს გაბაპენტინის ან მორფინის დოზა.
ოპიოიდური რეცეპტორების აგონისტები/ანტაგონისტები (მაგალითად ბუპრენორფინი, ნალბუფინი, პენტაზოცინი) არ უნდა მიეცეს პაციენტებს, რომლებსაც თერაპიის კურსი სუფთა ოპიოიდური აგონისტებით ჩაუტარდა.
პრეპარატები, რომლებიც ბლოკავენ აცეტილქოლინის მოქმედებას (ანტიჰისტამინური, ანტიპარკინსონული, პირღებინების საწინაარმდეგო და მათი მსგავსი საშუალებები), შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდნენ მორფინთან, აძლირებენ რა ანტიქოლინერგიულ გვერდით ეფექტებს.
ციმეტიდინი თრგუნავს მორფინის მეტაბოლიზმს.
ცნობილია, რომ მაო-ს ინჰიბიტორები ურთიერთქმედებენ ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან, რაც იწვევს ცნს-ის აგზნებას ან დამუხრუჭებას ჰიპერ- ან ჰიპოტენზიური კრიზებით.
პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიცემა მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან მათი მიცემის შეწყვეტიდან 2 კვირის განმავლობაში, არ შეიძლება.
მორფინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება შემცირდეს რიფამპიცინით.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ მორფინს, დაფიქსირდა P2Y12 ინჰიბიტორებით (მაგ., პრასუგრელი, კლოპიდოგრელი, ტიკაგრელორი) პერორალური ანტიაგრეგატული თერაპიის დაგვიანებული და შემცირებული ეფექტი. ეს ურთიერთქმედება შეიძლება დაკავშირებული იყოს კუჭ-ნაწლავის მოძრაობის შემცირებასთან და შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა ოპიოიდებზე. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, მაგრამ მონაცემები მიუთითებს P2Y12 ინჰიბიტორების ეფექტურობის პოტენციურ შემცირებაზე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ მათ მორფინთან ერთად (იხილეთ ნაწილი „სპეციალური ინსტრუქციები“). მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც მორფინის შეწყვეტა შეუძლებელია და რომელთათვისაც P2Y12-ის სწრაფი ინჰიბირება კრიტიკულად ითვლება, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს პარენტერალური P2Y12 ინჰიბიტორის გამოყენება.
რიტონავირისა და მორფინის ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებით ფარმაკოკინეტიკური კვლევების მონაცემების არარსებობის მიუხედავად, ცნობილია, რომ რიტონავირი აინდუცირებს თირკმლის ფერმენტებს, რომლებიც აჩქარებენ მორფინის გლუკორონიზაციას, რამაც შესაძლოა შეამციროს მორფინის კონცენტრაცია პლაზმაში
გამოყენების თავისებურებები
ოპიოიდების ჭარბი დოზით მიღებისას, ძირითად რისკს წარმოადგენს სუნთქვის დათრგუნვა. აუცილებელია, რომ ყურადღებით ვადევნოთ თვალი პაციენტების მდგომარეობას სუნთქვის დათრგუნვისა და სედაციის ნიშნებისა და სიმპტომების წარმოშობის მხრივ. ამასთან დაკავშირებით, პაციენტები და მათი მომვლელი პირები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ ამგვარი სიმპტომების შესახებ (იხ. ნაწილი `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”).
ისევე, როგორც ყველა სხვა ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებისას, აუცილებელია დოზის შემცირება ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის, ჰიპოთირეოზის შემთხვევაში, თირკმლების დაავადებისას და ღვიძლის ქრონიკული დაავადების შემთხვევაში. პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს სუნთქვის ფუნქციის დარღვევის, ბრონქული ასთმის მძიმე ფორმის (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~), კრუნჩხვითი დარღვევების (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~), ჰიპოვოლემიით თანმხლები არტერიული ჰიპოტენზიის, ფილტვისმიერი გულის მძიმე ფორმის ოპიოიდური დამოკიდებულების მქონე პაციენტებს, ანამნეზში ნარკოდამოკიდებულ ავადმყოფებს, სანაღვლე გზების დაავადების, პანკრეატიტის, ნაწლავების ანთებითი დაავადებების, პროსტატის ჰიპერტროფიის, თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის მქონე პირებს. ამ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება, თუ არსებობს პარალიზური ნაწლავური გაუვალობის წარმოშობის ალბათობა (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~). თუ პრეპარატის გამოყენებისას არსებობს ეჭვი ან წარმოიშვება ნაწლავური გაუვალობა, პრეპარატის მიცემა პაციენტისათვის დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მორფინმა Dშეიძლება შეამციროს კრუნჩხვითი ზღურბლი ანამნეზში ეპილეფსიური პაციენტებისათვის (იხ. ნაწილი `უკუჩვენებები~).
მორფინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება შეამციროს რიფამპიცინმა (იხ. ნაწილი `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”). მორფინის ანალგეზური მოქმედება უნდა კონტროლდებოდეს, მისი დოზა კი უნდა დარეგულირდეს რიფამპიცინით მკურნალობისას და მკურნალობის შემდეგ.
მორფინის გმოყენება არ შეიძლება პაციენტისათვის დამატებითი გაუტკივარების ღონისძიების (კერძოდ, ქირურგიული ჩარევის, ნერვული ბლოკადის) ჩატარებამდე 4 საათზე ნაკლები დროით ადრე. მორფინით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში, მისი დოზა უნდა დაკორექტირდეს პაციენტის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით. ეს პრეპარატი სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს წინა-საოპერაციო პერიოდში და ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში. აბდომინალური ქირურგიული ჩარევების შემდეგ, პაციენტებს მორფინი შეიძლება მიეცეს მხოლოდ ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენის შემდეგ.
P2Y12 ინჰიბიტორებით (მაგ., პრასუგრელი, კლოპიდოგრელი, ტიკაგრელორი) პერორალური ანტიაგრეგაციული თერაპია
P2Y12 ინჰიბიტორებითა და მორფინით თანმხლები მკურნალობის პირველი 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა P2Y12 ინჰიბიტორებით თერაპიის ეფექტურობის შემცირება (იხილეთ "ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან და სხვა ურთიერთქმედებები").
ძილის დროს სუნთქვის დარღვევა
ოპიოიდებმა შეიძლება გამოიწვიონ ძილის დროს სუნთქვის დარღვევა, განსაკუთრებით ცენტრალური ძილის აპნოე (ЦАС) და ძილის ჰიპოქსემია. ოპიოიდები ზრდიან ЦАС -ს რისკს და დოზადამოკიდებულია. ЦАС -ს მქონე პაციენტებისთვის გასათვალისწინებელია ოპიოიდების საერთო დოზის შემცირება.
მწვავე კორონარული სინდრომი (მკს) ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის პაციენტებში
მკს-სა და მორფინის მიღებას შორის შესაძლო კავშირის არსებობის გამო, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის პაციენტებისათვის, რომლებიც ღებულობდნენ მორფინს ვაზოოკლუზიური კრიზის დროს, აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მონიტორინგი მკს სიმპტომებზე.
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა
ოპიოიდურმა ანალგეტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის შექცევადი უკმარისობა, რაც მონიტორინგსა და შემცვლელ თერაპიას საჭიროებს გლუკოკორტიკოიდებით (`იხ. ნაწილი `ფარმაკოლოგიური თვისებები”). თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას შეიძლება ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა, დაღლილობა, სისუსტე, თავბრუსხვევა ან დაბალი არტერიული წნევა.
სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება და პროლაქტინის დონის მომატება
ოპიოიდური ანალგეტიკების ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება და პროლაქტინის დონის მომატება. სიმტომები მოიცავს ლიბიდოს დაქვეითებას, იმპოტენციას ან ამენორეას.
კანის მძიმე გვერდითი რეაქციები
მორფინის გამოყენებასთან დაკავშირებით აღწერილია მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (ОГЭП), რომელიც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში ან ფატალური იყოს. ОГЭП-ის შემთხვევების უმეტესობა მკურნალობის პირველი 10 დღის განმავლობაში დაფიქსირდა. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი ОГЭП -ის ნიშნებისა და სიმპტომების შესახებ და უნდა ურჩიონ ექიმს მიმართონ, თუ ეს სიმპტომები გამოვლინდება.
თუ კანის ამ რეაქციების ნიშნები და სიმპტომები გამოვლინდება, მორფინის მიღება უნდა შეწყდეს და ალტერნატიული მკურნალობა უნდა განიხილებოდეს.
ჰეპატობილიარული დარღვევები
მორფინმა შეიძლება გამოიწვიოს ოდის სფინქტერის დისფუნქცია და სპაზმი, რაც იწვევს მუცლის ღრუში წნევის მომატებას და სანაღვლე გზების სიმპტომების და პანკრეატიტის განვითარების რისკის ზრდას.
სედაციურ პრეპარატებთან, როგორიცა ბენზოდიაზეპინები, ან ბენზიოდიაზეპინების მოქმედების მსგავს პრეპარატებთან ერთად მიღებასთან დაკავშირებული რისკი
მორფინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ სედაციურ პრეპარატებთან ერთად, როგორებიცაა ბენზოდიაზეპინის წარმობულები ან მათი მონათესავე პრეპარატები, შეიძლება გამოიწვიოს სედაცია, სუნთქვის დათრგუნვა, კომა, ან სიკვდილი (იხ. ნაწილი `ურთიერთქმედება სხვა წამლებთან და ურთიერთქმედების სხვა სახეები”). ამიტომ, ასეთი პაციენტები მკაცრი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ. ასევე საჭიროა მათი მზრუნველების ინფორმირება აღნიშნული სიმპტომების შესაძლო წარმოშობის შესახებ. ამ სედაციური პრეპარატების კომბონირებულად დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იყოს რისკები იმ პაციენტებისათვის, რომელთა მკურნალობა ალტერნატიული მეთოდებით შეუძლებელია. პაციენტისათვის მორფინისა და სედაციური პრეპარატების ერთდროულად მიცემის გადაწყვილების მიღებისას, ინიშნება მინიმალური ეფექტური დოზა, მკურნალობის ხანგრძლივობა კი შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყოს.
ოპიოიდების მოხმარების დარღვევები (РУО) (ბოროტად გამოყენება, დამოკიდებულება და აბსტინენციის სინდრომი)
ოპიოიდების, მაგალითად, მორფინ-ZN-ის განმეორებითი გამოყენების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა და ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. მორფინ-ZN-ის განმეორებითმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს (РУО). უფრო მაღალმა დოზებმა და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივმა ხანგრძლივობამ შეიძლება გაზარდოს (РУО)-ს რისკი. მორფინის ბოროტად გამოყენებამ ან განზრახ ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება და/ან სიკვდილი. (РУО) -ს რისკი იზრდება იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ნივთიერებაზე დამოკიდებულების დარღვევების პირადი ან ოჯახური ისტორია (მშობლები ან და-ძმები), იმ პირებში, რომლებიც ამჟამად იყენებენ თამბაქოს ნაწარმს ან იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგ., დიდი დეპრესია, შფოთვა და პიროვნული აშლილობები).
მორფინი წარმოშობს ისეთივვე რისკებს ბოროტად სარგებლობის თვალსაზრისით, როგორსაც სხვა ძლიერი ოპიოიდური აგონისტები. მორფინით ბოროტად შეიძლება ისარგებლონ ნარკომანიის მიმართ ლატენტურმა ან მკაფიოდ დამოკიდებულმა პირებმა. ეს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს ანამნეზში ალკოჰოლური ან ნარკოდამოკიდებულების მქონე პირებს.
მორფინით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის მიზნები და მოხსნის გეგმა (იხილეთ განყოფილება „დოზირება და მიღების წესი“). მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს პაციენტი ასევე უნდა იყოს ინფორმირებული РУО -ს სინდრომის რისკებისა და ნიშნების შესახებ. პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ ასეთი ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ექიმს.
სიმპტომების მინიმიზაცია შესაძლებელია დოზის ან დოზირების ფორმის კორექტირებით, ასევე მორფინის თანდათანობითი შეწყვეტით. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს მოხსნის სიმპტომები (იხილეთ განყოფილება „არასასურველი რეაქციები“). თუ პაციენტს აღარ სჭირდება მორფინით თერაპია, დოზა თანდათან უნდა შემცირდეს მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად.
პაციენტები უნდა იყვნენ მონიტორინგის ქვეშ დამოკიდებულებასთან დაკავშირებული ქცევის ნიშნებზე (მაგ., დამატებითი დოზების ნაადრევი მოთხოვნა). ეს მოიცავს ოპიოიდების და ფსიქოაქტიური მედიკამენტების (მაგ., ბენზოდიაზეპინების) თანმხლები გამოყენების შემოწმებას. РУО -ს სინდრომის ნიშნებისა და სიმპტომების მქონე პაციენტებმა უნდა განიხილონ დამოკიდებულების სპეციალისტთან კონსულტაცია.
ჰიპერალგეზიის შემთხვევები, როდესაც დოზის გაზრდა არ იწვევს ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, შეიძლება ძალიან იშვიათად შეინიშნოს, განსაკუთრებით მაღალი დოზების მიღებისას. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დოზის შემცირება ან მისი სხვა ოპიოიდით ჩანაცვლება.
პერორალური მიღებისათვის განკუთვნილი პრეპარატების პარენტერალური შეყვანა შეიძლება ლეტალური შედეგით დასრულდეს.
გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მეკვიდრეობის ფორმების, ლაქტაზური უკმარისობის ან გლუკოზას ან გალაქტოზას შეწოვის უკმარისობის მქონე პაციენტებისათვის ამ პრეპარატის მიცემა არ შეიძლება მასში ლაქტოზას მონოჰიდრატის შემცველობის გამო.
გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობის პერიოდში ან მშობიარობისას ეს პრეპარატი არ გამოიყენება, რადგან არსებობს ნეონატალური სუნთქვის დეპრესიის რისკი. მეძუძური ქალებისათვის ამ პრეპარატის მიცემა რეკომენდირებული არ არის, რადგან მორფინი აღწევს დედის რძეში.
ახალშობილებს შეიძლება აღენიშნოს აბსტინეციური სინდრომი, თუ ქალს ორსულობის პერიოდში ჩაუტარდა ხანგრძლივი მკურნალობა მორფინით. ახალშობილბზე, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ღებულობდნენ ოპიოიდურ ანალგეტიკებს, საჭიროა დაკვირვება მოხსნის სინდრომის (აბსტინენციის) ნიშნების გამოსავლენად.
ვირთაგვებზე დაკვირვებებით, მორფინის მიცემის შემდგომ აღნიშნულია ფერტილურობის შემცირებისა და ქრომოსომული დაზიანებების წარმოშობის შემთხვევები.
ზემოქმედება რეაქციის სისწრაფეზე ავტოტანსპორტის მართვისას ან სხვა მექანიზმებთან მუშაობისას
ამ პრეპარატით მკურნალობამ შეიძლება სედაცია გამოიწვიოს, ამიტომ რეკომენდებულია, რომ მორფინით მკურნალობისას პაციენტმა თავი შეიკავოს ავტომანქანის მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობისაგან.
მიღების წესი და დოზები
პრეპარატი შიგნით მიღებისაა. დოზირების რეჟიმი დგინდება ინდივიდუალურად.
პრეპარატის საწყისი დოზა დამოკიდებულია ტკივილის დონეზე და პაციენტის მიერ ადრე მიღებული ანალგეტიკების თავისებურებებზე. პრეპარატი პაციენტს ეძლევა ექიმის მიერ დადგენილი დოზით, ყოველ 4 საათში ერთხელ. ტკივილის გაძლიერების ან მორფინის მიმართ ტოლერანტობის განვითარების შემთხვევაში, პერპარატის დოზა აუცილებლად უნდა გაიზარდოს 5 მგ და 10 მგ დოზირების გამოყენებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მოზრდილთათვის განსაზღვრული დოზის შემცირება
პაციენტებისათვის, რომლებიც გადადიან მორფინის პარენტერალური მიღებიდან პერორალურ მიღებაზე, აუცილებელია დოზის გაზრდა, რათა დაკომპენსირდეს მორფინის პერორალური მიღებასთან დაკავშირებული ანალგეტიკური ეფექტის შემცირება. ჩვეულებრივ დოზის ასეთი გაზრდის აუცილებლობა შეადგენს 100%-ს; აღნიშნულ პაციენტებს დოზები ინდივიდუალურად უნდა დაუკორექტირდეს.
ზრდასრული პირებისა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის, რომლებსაც არ აქვთ მიღებული ოპიოიდები, მორფინის საწყისი დოზა, როგორც წესი, შეადგენს 5-10 მგ-ს ყოველ 4 საათში ერთხელ. ხოლო, პაციენტებისათვის, რომლებსაც აწუხებთ ტკივილი, რაც ვერ კონტროლდება უფრო სუსტი ოპიოიდებით, მორფინის საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ-ს ყოველ 4 საათში ერთხელ.
3-5 წლის ასაკის ბავშვებს ენიშნება ამ პრეპარატის 5 მგ ყოველ 4 საათში ერთხელ, 6-12 წლის ასაკის ბავშვებს კი – 5-10 მგ ყოველ 4 საათში ერთხელ.
მორფინის დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-მდე იმ პირობით, თუ კონტროლდება გვერდითი რეაქციები და არსებობს გადაუდებელი სპეციალიზირებული დახმარების გაწევის შესაძლებლობები. იმ შემთხვევვაში, თუ ტკივილის კონტროლი დადგენილი ტიტრირებული დოზით შეუძლებელია და აუცილებელი ხდება დღიური დოზის გამოყენება 200 მგ-ზე მეტი ოდენობით (ჩვეულებრივ, ასეთი საჭიროება დგება ონკოლოგიური ეტიოლოგიის ქრონიკული ტკივილის დროს), აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის მუდმივი გულმოდგინე კონტროლი (იხ. ნაწილები `გვერდითი რეაქციები~ და `ჭარბი დოზა~).
ოპერაციის შემდგომი ტკივილებისას, 70 კგ-მდე მასის პაციენტებს ენიშნება 5 მგ დოზა ყოველ 4 საათში ერთხელ, ხოლო 70 კგ-ზე მეტი მასის პაციენტებს – 10 მგ დოზა ყოველ 4 საათში ერთხელ. მორფინის პერორალური ფორმები სიფრთხილის დაცვით უნდა მიეცეს პაციენტებს ოპერაციის შემდგომი პირველი 24 საათის განმავლობაში, კუჭნაწლავის ფუნქციის აღდგენის დინამიკის გათვალისწინებით
მკურნალობის მიზნები და მკურნალობის შეწყვეტა.
მორფინ-ZN-ით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტთან უნდა განიხილონ მკურნალობის სტრატეგია, მათ შორის მკურნალობის ხანგრძლივობა და მიზნები, ასევე ტკივილის მართვის პროტოკოლის შესაბამისად მკურნალობის შეწყვეტის გეგმა. თერაპიის დროს ექიმმა უნდა შეინარჩუნოს ხშირი კონტაქტი პაციენტთან, რათა შეაფასოს მკურნალობის გაგრძელების საჭიროება, განიხილოს მკურნალობის შეწყვეტის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოს დოზა. როდესაც პაციენტს აღარ სჭირდება მორფინით თერაპია, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს დოზის თანდათანობით შემცირება მოხსნის სიმპტომების თავიდან ასაცილებლად. თუ ტკივილი სათანადოდ არ კონტროლდება, უნდა განიხილონ ჰიპერალგეზიის, ტოლერანტობის და ძირითადი დაავადების პროგრესირების შესაძლებლობა (იხილეთ განყოფილება "გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები").
მკურნალობის ხანგრძლივობა.
მორფინ-ZN არ უნდა იქნას გამოყენებული საჭიროზე მეტხანს.
ბავშვები
ამ პრეპარატის მიცემა 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდირებული არ არის.
ჭარბი დოზა.
სიმპტომები: წერტილოვანი გუგები, ჩონჩხის კუნთების მოთენთილობა, ბრადიკარდია, სუნთქვის დათრგუნვა, არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე შემთხვევებში – ცირკულატორული უკმარისობა, კომა, ასპირაციული პნევმონია. ჭარბმა დოზამ შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, მათ შორის სუნთქვის უკმარისობის გამო. აღნიშნულია რაბდომიოლიზის შემთხვევები, რომელიც თირკმლის უკმარისობამდე პროგრესირდება.
მკურნალობა: თავდაპირველად, აუცილებელი პაციენტისათვის ჰაერის თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფა და ფილტვების იძულებითი ან კონტროლირებადი ვენტილაცია.
თუ სუნთქვის დათრგუნვას ადგილი არ აქვს, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს აქტივირებული ნახშირის მიცემა, იმ პირობით, რომ აუცილებელი დოზა (50 გ ზრდასრული პირებისათვის, 1 გ/კგ - ბავშვებისათვის) პაციენტს მიეცემა ჭარბი დოზის მიღებიდან 1 საათში
სუფთა ოპიოიდური ანტაგონისტები წარმოადგენენ სპეციფიურ ანტიდოტებს ოპიოიდებით მოწამვლისას. აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება სხვა დამხმარე ზომების მიღება.
მორფინის მეტად ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ნალოქსონის შეყვანა ვენაში 0.8 მგ დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში, ინექცია მეორდება 2-3 წუთში ერთხელ ან კეთდება ნალოქსონის ინფუზია – 2 მგ 500 მლ 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან გლუკოზის 5%-იან ხსნარში (0,004 მგ/მლ). ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებული უნდა იყოს წინასწარ შეყვანილ ბოლუსის დოზებზე და პასუხობდეს პაციენტის რეაქციებს. ნალოქსონს აქვს შედარებით მცირე მოქმედების პერიოდი, ამიტომ, პაციენტის მდგომარეობა მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს სუნთქვის ფუნქციის სრულ აღდგენამდე.
ნაკლებად ჭარბი დოზის მიღებისას, ნალოქსონი შეიყვანება ვენაში, 0.2 მგ დოზით. აუცილებლობის შემთხვევაში ინექცია მეორდება ყოველ 2 წუთში, 0.1 მგ დოზით.
მორფინის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, სუნთქვის ან ცირკულაციური დეპრესიიას არარსებობისას, ნალოქსონის მიცემა პაციენტისათვის არ შეიძლება. ნალოქსონი სიფრთხილის დაცვით უკეთდება მორფინზე ფიზიკურად დამოკიდებულ პაციენტებს, რადგან ოპიოიდური ეფექტების უეცარმა ან სრულმა მოხსნამ შეიძლდება აბსტინენციური სინდრომის გამწვავების პროვოცირება მოახდინოს.
გვერდითი რეაქციები
მორფინის გამოყენებისას რეკომენდირებული დოზებით, მის ყველაზე გავრცელებულ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს გულისრევა, პირღებინება, შეკრულობა და ძილიანობა. პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღებისას. გულისრევა და პირღებინება, დამახასიათებელი არ არის. ასეთი რეაქციების წრმოშობის შემთხვევაში, მორფინის მიცემა უნდა შეუთავსდეს შესაბამის სიმპტომურ თერაპიას.
ქვემოთ ჩამოთვლილია გვერდითი რეაქციები, მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არც თუ ხშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი (>1/10000, <1/1000); ძალზე იშვიათი (<1/10000), უცნობი (ვერ იქნა შეფასებული არსებული მონაცემებით)
იმუნური სისტემის მხრივ: უცნობი – ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქტოიდური რეაქციები;
ფსიქიკური დარღვევები: ხშირი – დაბნეულობა, უძილობა; არც თუ ხშირი – აჟიტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, გუნება-განწყობილების ცვლილებები; უცნობი – ნარკოტიკული დამოკიდებულება, დისფორია, აზროვნების დარღვევები.
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კუნთების უნებლიე შეკუმშვები, ძილიანობა; არც თუ ხშირად – კრუნჩხვები, პარესთეზია, გულყრა, ალოდინია, მიოკლონუსი; უცნობი – ჰიპერალგეზია;
მხედველობის ორგანოების მხრივ: არც თუ ხშირად – მხედველობითი დარღვევბი; უცნობი – მიოზი.
სმენის ორგანოების მხრივ: არც თუ ხშირად - ვერტიგო.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არც თუ ხშირად - პალპიტაცია, სახის შეწითლება, არტერიული ჰიპოტენზია; უცნობი – ბრადიკარდია, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: არც თუ ხშირად – ბრონქოსპაზმა, ფილტვების შეშუპება, სუნთქვის დათრგუნვა, უცნობი – ხველების შემცირება, ცენტრალური ძილის აპნოეს სინდრომი.
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან ხშირად - გულისრევა; ხშირად – მუცლის ტკივილი, ანორექსია, შეკრულობა, სიმშრალე პირის ღრუში, პირღებინება; არც თუ ხშირად – დისპეფსია, ნაწლავების გაუვალობა, გემოს შეგრძნების დარღვევები, თირკმლის ფერმენტების დონის მომატება; უცნობი– სანაღვლე გზების ტკივილი, პანკრეატიტი, პანკრეატიტის გამწვავება, ოდის სფინქტერის სპაზმი.
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ხშირად – ჰიპერჰიდროზი, გამონაყარი; არც თუ ხშირად – ჭინჭრის ციება. უცნობი– მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: არც თუ ხშირად – შადრის შეკავება; უცნობი – შარდსაწვეთის სპაზმი, ამენორეა, ლიბიდოს დაქვეითება, ერექციური დისფუნქცია
ზოგადი დარღვევები: ხშირად – ასთენიური მდგომარეობა, ქავილი; არც თუ ხშირად – სისუსტე, პერიფერული შეშუპება; უცნობი – ტოლერანტობის განვითარება პრეპარატის მიმართ, აბსტინენციური სინდრომი.
ნარკოტიკური დამოკიდებულება და აბსტინენციური სინდრომი (მოხსნის სინდრომი)
ოპიოიდური ანალგეტიკების, მათ შორის მორფინ-ZN-ის განმეორებითი გამოყენება, თერაპიული დოზებითაც კი, შეიძლება დაკავშირებული იყოს ფიზიკური და/ან ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა და ტოლერანტობის განვითარებასთან. წამალზე დამოკიდებულების განვითარების რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტის ინდივიდუალური რისკ-ფაქტორების, დოზისა და ოპიოიდური მკურნალობის ხანგრძლივობის მიხედვით (იხილეთ ნაწილი „გამოყენების სპეციალური ინსტრუქციები“). მკურნალობის ან ოპიოიდური ანტაგონისტების გამოყენების მკვეთრმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს აბსტინენციის სინდრომი; ზოგჯერ, აბსტინენციის სინდრომი შეიძლება განვითარდეს დოზებს შორის პერიოდში.
მოხსნის ფიზიკური სიმპტომები: სხეულის ტკივილი, ტრემორი, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, დიარეა, მუცლის კოლიკები, სურდო და გრიპისმაგვარი სიმპტომები, გულისრევა, ტაქიკარდია, მიდრიაზი, შფოთვა, გაღიზიანება, დისფორიული მდგომარეობა.
ნარკოტიკული დამოკიდებულების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ნარკოტიკებისადმი ლტოლვა
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი
შენახვის პირობები: ინახება თავდაპირველ შეფუთვაში, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
შეფუთვა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, 1 ან 5 ბლისტერი კოლოფში
გაცემის კატეგორია:
I ჯგუფი, გაიცემა ფორმა №1 რეცეპტით
მწარმოებელი: შპს `ხარკოვის ფარმაცევტული საწარმო `ზდოროვიე ნაროდუ~
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი:
უკრაინა, 61002, ხარკოვის ოლქი, ქ. ხარკოვი, კულიკოვსკაიას ქ. სახლი 41
ბოლო რედაქციის თარიღი 29.04.2024
თარგმანი შეესაბამება ორიგინალს, მთარგმნელი:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.




