ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვიტამინები

რეიფეროლი

RAYFEROL

ურეცეპტოდ1,25მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები). D ვიტამინის დეფიციტი განისაზღვრება, როგორც შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) კონცენტრაცია < 25 ნმოლ/ლ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
colecalciferol
ფორმა და შეფუთვა
1,25მგ (50.000 სე) რბილი კაფსულა №15 (1X15)
მწარმოებელი
LABORATORIOS LICONSA, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვიტამინები, ვიტამინი D და ანალოგები
ATC კოდი
A11CC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-046453
რეგისტრირებულია
8 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 8 ოქტომბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
D&FISHER CO LTD (კვიპროსი)
განმცხადებელი
შპს „საგლიად“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებარეიფეროლი და სხვა წამალი ერთად

რეიფეროლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

D ვიტამინის დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები). D ვიტამინის დეფიციტი განისაზღვრება, როგორც შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) კონცენტრაცია < 25 ნმოლ/ლ.

როგორც დამატებითი საშუალება ოსტეოპოროზის სპეციფიკური თერაპიის დროს D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში ან D ვიტამინის დეფიციტის რისკის მქონე პაციენტებში, სასურველია კალციუმთან კომბინაციაში.

მიღების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა: ერთი კაფსულა 20,000 სე/თვეში ან 25,000 სე/თვეში

D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა: დოზა უნდა დარეგულირდეს შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) სასურველი დონის, დაავადების სიმძიმის და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.

სიმპტომური D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა: 100,000 სე დატვირთვის დოზა/კვირაში (ან ექვივალენტი (2 x 50,000 სე 1 კვირაში)) ან 80,000 სე დატვირთვის დოზა/კვირაში. დატვირთვის დოზის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ განიხილება 20,000 სე/თვეში ან 25,000 სე/თვეში შემანარჩუნებელი დოზის მიღება.

დოზირება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

დოზირების კორექცია საჭირო არ არის.

დოზირება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში

ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.3).

პედიატრიული პოპულაცია

ეს სამკურნალო საშუალება რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

მიღების წესი

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით.

პაციენტებს უნდა ურჩიონ, რომ სასურველია სამკურნალო საშუალების მიღება საკვებთან ერთად.

უკუჩვენებები

  • თუ გაქვთ ალერგია ქოლეკალციფეროლზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე).
  • თუ გაქვთ ჰიპერვიტამინოზი D (სისხლში D ვიტამინის მაღალი დონე).
  • თუ გაქვთ თირკმლის კენჭები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თქვენზე ვრცელდება, რეიფეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ სარკოიდოზი (ფილტვებზე, კანსა და სახსრებზე მოქმედი შემაერთებელი ქსოვილის დაავადების განსაკუთრებული ტიპი).
  • როდესაც ერთდროულად იყენებთ D ვიტამინის შემცველ სხვა მედიკამენტებს.
  • თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გქონიათ თირკმლის კენჭები.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, განსაკუთრებით რომელიმე შემდეგი:

  • ქოლესტირამინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ).
  • ფენიტოინი ან ბარბიტურატები (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).
  • პარაფინის ზეთის შემცველი საფაღარათო საშუალებები.
  • თიაზიდური შარდმდენები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
  • გლუკოკორტიკოიდები (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ).
  • კარდიოტონური გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), მაგ. დიგოქსინი.
  • აქტინომიცინი (ქიმიოთერაპია).
  • იმიდაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება).
  • ორლისტატი (წონის დასაკლებად).

რეიფეროლი საკვებთან და სასმელთან ერთად

იხილეთ ნაწილი 3 „როგორ მიიღება რეიფეროლი“.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს, D ვიტამინის დღიური მიღება არ უნდა აღემატებოდეს 600 სე-ს.

რეიფეროლი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურად დიაგნოსტირებულია D ვიტამინის დეფიციტი.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს. D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვილისთვის D ვიტამინის დამატებითი მიცემისას.

არ არსებობს მონაცემები D3 ვიტამინის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, D ვიტამინის ნორმალური დონე უარყოფით გავლენას არ ახდენს ნაყოფიერებაზე. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

რეიფეროლი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

რეიფეროლი 20,000 და 25,000 სე შეიცავს Sunset yellow FDC-ს (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

რეიფეროლი 80,000 სე შეიცავს ტარტრაზინს (E102), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ საღებავებზე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მიიღება რეიფეროლი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.

სასურველია, ეს პრეპარატი მიიღოთ ძირითადი კვების დროს, რათა ორგანიზმმა შეიწოვოს ვიტამინი D3.

მოზრდილები და მოზარდები

რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა 20,000 სე/თვეში ან 25,000 სე/თვეში.

D ვიტამინის დეფიციტის დროს დოზა უნდა დარეგულირდეს შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) სასურველი დონის, დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.

D ვიტამინის სიმპტომური დეფიციტის სამკურნალოდ რეკომენდებული დატვირთვის დოზა არის ერთი 100,000 სე კაფსულა/კვირაში (ან ექვივალენტი: ორი 50,000 სე კაფსულა 1 კვირაში) ან 80,000 სე კაფსულა/კვირაში. დატვირთვის დოზის შემდეგ შეიძლება განხილულ იქნას თვეში 20,000 სე ან 25,000 სე შემანარჩუნებელი დოზა.

გამოყენება ბავშვებში

რეიფეროლი 20,000, 25,000, 50,000 და 80,000 სე არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამ პრეპარატის სხვა ფორმები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ბავშვებისთვის; ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეიფეროლის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს. რეკომენდებულია, რომ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს მიაწოდოთ პრეპარატის შეფუთვა და ინსტრუქცია.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება რეიფეროლი
  • ვარგისიანობის ვადა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის რეიფეროლი და რისთვის გამოიყენება

რეიფეროლი შეიცავს ვიტამინ D3-ს, რომელიც არეგულირებს კალციუმის შეწოვას და მეტაბოლიზმს, ასევე კალციუმის ძვლოვან ქსოვილში ინტეგრაციას.

რეიფეროლი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ვიტამინ D3 დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა იდენტიფიცირებული რისკის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები).

ძვლის დაკარგვის სამკურნალო სპეციფიკურ მედიკამენტებთან ერთად, სასურველია კალციუმთან კომბინაციაში.

  • რა უნდა იცოდეთ რეიფეროლის მიღებამდე

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, ჭარბი წყურვილი, დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა 24 საათის განმავლობაში, ყაბზობა და გაუწყლოება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია), რაც ლაბორატორიული ტესტებით ვლინდება.

თუ დაგავიწყდათ რეიფეროლის მიღება

შენახვის პირობები

2 წელი.

  • 4 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ 250C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და სინათლისგან დაცულ ადგილას.

  • 5 კონტეინერის სახეობა და შიგთავსი

2 ან 4 კაფსულა შეფუთულია PVC/PVDC//ალუმინის ბლისტერულ შეფუთვაში, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

  • 6 განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავების დროს

სპეციალური მოთხოვნები არ არსებობს.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

D&FISHER CO LTD

ნირიიდონი 5, სტროვოლოსი, 2045 ნიქოზია, კვიპროსი

  • სავაჭრო ნებართვის ნომერი(ები)

<[შეივსოს ეროვნულ დონეზე]>

  • პირველი ნებართვის/ნებართვის განახლების თარიღი

<[შეივსოს ეროვნულ დონეზე]>

  • ტექსტის გადახედვის თარიღი {თვე/წელი}

ფარმაკოლოგიური თვისებები

ვიტამინი D და მისი ანალოგები, ქოლეკალციფეროლი, ათქ კოდი: A11CC05.

ვიტამინი D ზრდის კალციუმის და ფოსფატის ნაწლავებში შეწოვას.

ვიტამინი D3-ის მიღება ხელს უშლის რაქიტის განვითარებას ბავშვებში და ოსტეომალაციის განვითარებას მოზრდილებში. ის ასევე ხელს უშლის პარათირეოიდული ჰორმონის (PTH) დონის მატებას, რაც გამოწვეულია კალციუმის დეფიციტით და იწვევს ძვლის რეზორბციის გაძლიერებას.

ძვლოვანი ქსოვილისა და ნაწლავის ლორწოვანი გარსის გარდა, ბევრ სხვა ქსოვილს აქვს D ვიტამინის რეცეპტორები, რომლებსაც უკავშირდება D ვიტამინის აქტიური ჰორმონალური ფორმა, კალციტრიოლი.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

D ვიტამინი ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავში.

განაწილება და მეტაბოლიზმი

ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები სისხლში ცირკულირებენ სპეციფიკურ გლობულინთან შეკავშირებული ფორმით. ღვიძლში ქოლეკალციფეროლი ჰიდროქსილირებით გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. შემდეგ თირკმელებში გარდაიქმნება 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი არის აქტიური მეტაბოლიტი, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არამეტაბოლიზებული D ვიტამინი ინახება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილებში.

ქოლეკალციფეროლის ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ძირითადი შენახვის ფორმის პიკური შრატის კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 7 დღის შემდეგ. 25(OH)D3 ნელა გამოიყოფა პლაზმიდან დაახლოებით 50-დღიანი აშკარა ნახევარგამოყოფის პერიოდით. ​​ქოლეკალციფეროლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღველითა და განავლით.

გამოყოფა

ვიტამინი D ძირითადად გამოიყოფა ნაღველითა და განავლით, მცირე პროცენტით შარდით.

  • 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ადამიანებში თერაპიულ დიაპაზონზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზების გამოყენებისას, ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში დაფიქსირდა ტერატოგენურობა. უსაფრთხოების შეფასებისთვის დამატებითი ინფორმაცია არ არსებობს, გარდა იმისა, რაც პროდუქტის მახასიათებლების შეჯამების სხვა ნაწილშია მოცემული.

  • ფარმაცევტული მახასიათებლები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

რეიფეროლი 20,000 და 25,000 სე რბილი კაფსულები საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები

all-rac-α-ტოკოფეროლი

ჟელატინი

გლიცერინი

Sunset yellow FCF (E 110)

რეიფეროლი 50,000 სე რბილი კაფსულები საშუალო ჯაჭვის

ტრიგლიცერიდები

all-rac-α-ტოკოფეროლი

ჟელატინი

გლიცერინი

რეიფეროლი 80,000 სე რბილი კაფსულები საშუალო ჯაჭვის

ტრიგლიცერიდები

all-rac-α-ტოკოფეროლი

ჟელატინი

გლიცერინი

ტარტრაზინი (E 102)

  • 2 შეუთავსებლობა

არ გამოიყენება.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

რეიფეროლი

ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)

  • 000 სე რბილი კაფსულები
  • 000 სე რბილი კაფსულები
  • 000 სე რბილი კაფსულები
  • 000 სე რბილი კაფსულები

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს მედიკამენტი თქვენ დაგენიშნათ. არ მისცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
  • თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ ნაწილი 4.

რა ინფორმაციას შეიცავს ეს ფურცელი

  • რა არის რეიფეროლი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ რეიფეროლის მიღებამდე
  • როგორ მიიღება რეიფეროლი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება რეიფეროლი
  • ვარგისიანობის ვადა
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის რეიფეროლი და რისთვის გამოიყენება

რეიფეროლი შეიცავს ვიტამინ D3-ს, რომელიც არეგულირებს კალციუმის შეწოვას და მეტაბოლიზმს, ასევე კალციუმის ძვლოვან ქსოვილში ინტეგრაციას.

რეიფეროლი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:

ვიტამინ D3 დეფიციტის პრევენცია და მკურნალობა იდენტიფიცირებული რისკის მქონე მოზრდილებსა და მოზარდებში (12 წლის და უფროსი ასაკის ბავშვები).

ძვლის დაკარგვის სამკურნალო სპეციფიკურ მედიკამენტებთან ერთად, სასურველია კალციუმთან კომბინაციაში.

  • რა უნდა იცოდეთ რეიფეროლის მიღებამდე

არ მიიღოთ რეიფეროლი:

  • თუ გაქვთ ალერგია ქოლეკალციფეროლზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
  • თუ გაქვთ ჰიპერკალციემია (სისხლში კალციუმის მაღალი დონე) ან ჰიპერკალციურია (შარდში კალციუმის მაღალი დონე).
  • თუ გაქვთ ჰიპერვიტამინოზი D (სისხლში D ვიტამინის მაღალი დონე).
  • თუ გაქვთ თირკმლის კენჭები.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე თქვენზე ვრცელდება, რეიფეროლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაქვთ სარკოიდოზი (ფილტვებზე, კანსა და სახსრებზე მოქმედი შემაერთებელი ქსოვილის დაავადების განსაკუთრებული ტიპი).
  • როდესაც ერთდროულად იყენებთ D ვიტამინის შემცველ სხვა მედიკამენტებს.
  • თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები ან გქონიათ თირკმლის კენჭები.

ბავშვები და მოზარდები

ეს მედიკამენტი არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

სხვა მედიკამენტები და რეიფეროლი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები, განსაკუთრებით რომელიმე შემდეგი:

  • ქოლესტირამინი (გამოიყენება მაღალი ქოლესტერინის სამკურნალოდ).
  • ფენიტოინი ან ბარბიტურატები (გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ).
  • პარაფინის ზეთის შემცველი საფაღარათო საშუალებები.
  • თიაზიდური შარდმდენები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ).
  • გლუკოკორტიკოიდები (გამოიყენება ანთების სამკურნალოდ).
  • კარდიოტონური გლიკოზიდები (გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ), მაგ. დიგოქსინი.
  • აქტინომიცინი (ქიმიოთერაპია).
  • იმიდაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო საშუალება).
  • ორლისტატი (წონის დასაკლებად).

რეიფეროლი საკვებთან და სასმელთან ერთად

იხილეთ ნაწილი 3 „როგორ მიიღება რეიფეროლი“.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება

ორსულობის დროს, D ვიტამინის დღიური მიღება არ უნდა აღემატებოდეს 600 სე-ს.

რეიფეროლი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურად დიაგნოსტირებულია D ვიტამინის დეფიციტი.

ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას ძუძუთი კვების დროს. D3 ვიტამინი გადადის დედის რძეში. ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვილისთვის D ვიტამინის დამატებითი მიცემისას.

არ არსებობს მონაცემები D3 ვიტამინის ნაყოფიერებაზე ზემოქმედების შესახებ. თუმცა, D ვიტამინის ნორმალური დონე უარყოფით გავლენას არ ახდენს ნაყოფიერებაზე. თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

რეიფეროლი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

რეიფეროლი 20,000 და 25,000 სე შეიცავს Sunset yellow FDC-ს (E110), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

რეიფეროლი 80,000 სე შეიცავს ტარტრაზინს (E102), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

თუ გაქვთ ალერგია ზემოთ ჩამოთვლილ საღებავებზე, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ მიიღება რეიფეროლი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

კაფსულები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყალთან ერთად.

სასურველია, ეს პრეპარატი მიიღოთ ძირითადი კვების დროს, რათა ორგანიზმმა შეიწოვოს ვიტამინი D3.

მოზრდილები და მოზარდები

რეკომენდებული დოზა არის ერთი კაფსულა 20,000 სე/თვეში ან 25,000 სე/თვეში.

D ვიტამინის დეფიციტის დროს დოზა უნდა დარეგულირდეს შრატში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) სასურველი დონის, დაავადების სიმძიმისა და მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით.

D ვიტამინის სიმპტომური დეფიციტის სამკურნალოდ რეკომენდებული დატვირთვის დოზა არის ერთი 100,000 სე კაფსულა/კვირაში (ან ექვივალენტი: ორი 50,000 სე კაფსულა 1 კვირაში) ან 80,000 სე კაფსულა/კვირაში. დატვირთვის დოზის შემდეგ შეიძლება განხილულ იქნას თვეში 20,000 სე ან 25,000 სე შემანარჩუნებელი დოზა.

გამოყენება ბავშვებში

რეიფეროლი 20,000, 25,000, 50,000 და 80,000 სე არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამ პრეპარატის სხვა ფორმები შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ბავშვებისთვის; ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ რეიფეროლის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ამ პრეპარატის დანიშნულზე მეტი დოზა, ან თუ ბავშვმა შემთხვევით მიიღო ეს პრეპარატი, დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს. რეკომენდებულია, რომ თქვენს ჯანდაცვის სპეციალისტს მიაწოდოთ პრეპარატის შეფუთვა და ინსტრუქცია.

დოზის გადაჭარბების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, ჭარბი წყურვილი, დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა 24 საათის განმავლობაში, ყაბზობა და გაუწყლოება, სისხლში კალციუმის მაღალი დონე (ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია), რაც ლაბორატორიული ტესტებით ვლინდება.

თუ დაგავიწყდათ რეიფეროლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ რეიფეროლის მიღება

თუ გაქვთ რაიმე სხვა შეკითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნევთ მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომებს, როგორიცაა:

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

ყლაპვის გაძნელება

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება.

არახშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში): ჰიპერკალციემია (კალციუმის მაღალი დონე სისხლში) და ჰიპერკალციურია (კალციუმის მაღალი დონე შარდში).

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში): ქავილი, კანზე გამონაყარი (ქავილი/ჭინჭრის ციება).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში.

  • როგორ ინახება რეიფეროლი

შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე ან ბლისტერზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.

არ შეინახოთ 250C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. მიმართეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • ვარგისიანობის ვადა

2 წელი

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია რას შეიცავს რეიფეროლი

აქტიური ინგრედიენტია ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

რეიფეროლი 20.000 სე რბილი კაფსულები: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 0.50 მგ ქოლეკალციფეროლს, რაც შეესაბამება 20,000 სე ვიტამინ D3-ს.

რეიფეროლი 25.000 სე რბილი კაფსულები: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 0.625 მგ ქოლეკალციფეროლს, რაც შეესაბამება 25,000 სე ვიტამინ D3-ს.

სხვა ინგრედიენტებია: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, all-rac-α-ტოკოფეროლი, ჟელატინი, გლიცერინი და Sunset yellow FDC (E110).

რეიფეროლის 50.000 სე რბილი კაფსულები: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 1.25 მგ ქოლეკალციფეროლს, რაც შეესაბამება 50,000 სე ვიტამინ D3-ს.

სხვა ინგრედიენტებია: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, all-rac-α-ტოკოფეროლი, ჟელატინი, გლიცერინი.

რეიფეროლის 80.000 სე რბილი კაფსულები: თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს 2 მგ ქოლეკალციფეროლს, რაც შეესაბამება 80,000 სე ვიტამინ D3-ს.

სხვა ინგრედიენტებია: საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, all-rac-α-ტოკოფეროლი, ჟელატინი, გლიცერინი და შეიცავს ტარტრაზინს (E102).

რეიფეროლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

რეიფეროლი 20.000 სე არის რბილი, ოვალური, ღია ნარინჯისფერი ჟელატინის კაფსულები (დაახლოებით 11 x 7 მმ), რომლებიც შევსებულია გამჭვირვალე სითხით.

რეიფეროლი 25.000 სე არის რბილი, ოვალური, მუქი ნარინჯისფერი ჟელატინის კაფსულები (დაახლოებით 11 x 7 მმ), რომლებიც შევსებულია გამჭვირვალე სითხით.

რეიფეროლი 50.000 სე არის რბილი, ოვალური, ნატურალური ფერის ჟელატინის კაფსულები (დაახლოებით 11 x 7 მმ), რომლებიც შევსებულია გამჭვირვალე სითხით.

რეიფეროლი 80.000 სე არის რბილი, ოვალური, ყვითელი ჟელატინის კაფსულები (დაახლოებით 12 x 8 მმ), რომლებიც შევსებულია გამჭვირვალე სითხით.

რეიფეროლი 20.000, 25.000, 50.000 და 80.000 სე ხელმისაწვდომია ბლისტერებში, რომლებიც შეიცავს 4, 8, 10, 12 და 15 რბილ კაფსულას.

შესაძლოა, ყველა შეფუთვის ზომა არ იყოს წარმოდგენილი ბაზარზე.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

  • მწარმოებელი

LABORATORIOS LICONSA, S.A.

Poligono Industrial Miralcampo. Avda. Miralcampo, 7

19200 Azuqueca De Henares – გვადალაჯარა, ესპანეთი

  • სავაჭრო ნებართვის მფლობელი

D&FISHER CO LTD

Niriidon 5, Strovolos, 2045 ნიქოზია, კვიპროსი

ეს ფურცელი ბოლოს შესწორდა 10/2025 წელს

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა