ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
პერიფერიული ვაზოდილატატორები

ონპენტი 100 მგ/5 მლ ი.ვ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად

Onpent 100 mg/5 mL İ.V. İnfüzyonluk çözelti

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
pentoxifylline
ფორმა და შეფუთვა
100მგ/5მლ (20მგ/მლ) 5მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად მინის ამპულა №5
მწარმოებელი
İmaretçioğlu İlaç San. Ltd. Şti., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პერიფერიული ვაზოდილატატორები, პურინის წარმოებულები
ATC კოდი
C04AD03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046343
რეგისტრირებულია
18 სექტემბერი 2026, მოქმედებს 18 სექტემბერი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაონპენტი 100 მგ/5 მლ ი.ვ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და სხვა წამალი ერთად

ონპენტი 100 მგ/5 მლ ი.ვ საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ონპენტის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ონპენტი და რისთვის გამოიყენება?

ონპენტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს პენტოქსიფილინს. ის შეჰყავთ ინტრავენურად. თითოეული ამპულა შეიცავს 5 მლ ხსნარს და სულ 100 მგ პენტოქსიფილინს. ის ხელმისაწვდომია 5 ამპულის შემცველ შეფუთვაში.

ონპენტის აქტიური ინგრედიენტი, პენტოქსიფილინი, ზრდის სისხლის მიმოქცევას.

ონპენტი გამოიყენება

ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ხანდაზმული კოჭლობა) დროს, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა (მაგ., სიარულის ვარჯიშები, ფიზიოთერაპია) შეუძლებელია.

ის გამოიყენება შიდა ყურის დისფუნქციების სამკურნალოდ (მაგ., სმენის დაქვეითება, სმენის გაძნელება), რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევასთან.

  • ინფორმაცია ონპენტის გამოყენებამდე

არ შეიძლება ონპენტის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში

არ გამოიყენოთ პენტოქსიფილინი, აქტიური ინგრედიენტი, თუ გაქვთ ალერგია იმავე კლასის სხვა პრეპარატების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაქვთ ტვინში სისხლდენა (და გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დაბუჟება, გონების დაკარგვა, ძილიანობა, სახის დამბლა ან მეტყველების გაძნელება)

თუ თვალის ბადურაში გაქვთ ინტენსიური სისხლდენა

თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა (მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი)

თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა

თუ არსებობს სისხლის კოაგულაციის დარღვევა

თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული

ონპენტი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ონპენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებსაც ხშირად თან ახლავს დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ქოშინი, ონპენტით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა ეცნობოს ექიმს.

თუ გაქვთ მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა თვალის ბადურაში (მაგ., დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა). თუ ბადურაში სისხლდენა განვითარდა, ონპენტით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

შემდეგ შემთხვევებში, ონპენტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზომების დაცვით:

თუ აღინიშნება კორონარული არტერიების შევიწროება ან ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, რომელიც მაღალი არტერიული წნევით არის გამოწვეული;

თუ გაქვთ კორონარული არტერიის დაავადება;

თუ გაქვთ გულის რიტმის სერიოზული დარღვევა;

თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა;

თუ გაქვთ გარკვეული აუტოიმუნური დაავადებები (მაგ., სისტემური წითელი მგლურა, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება).

ასევე საჭიროა სიფრთხილე შემდეგ პირებში:

პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ გულის შეტევა,

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში,

დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტები (მათ აქვთ არტერიული წნევის შემდგომი ვარდნის რისკი),

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით,

დიაბეტით დაავადებულები (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკის ქვეშ),

პაციენტები, რომელთა სისხლდენისადმი მიდრეკილება მომატებულია ანტიკოაგულანტული მედიკამენტების (მაგ., K ვიტამინის ანტაგონისტები ან სისხლის კოლტების პრევენციის ან დაშლისთვის გამოყენებული მედიკამენტები) ან პაციენტები სისხლის შედედების დარღვევებით;

პაციენტები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ ოპერაცია;

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ან იღებენ პენტოქსიფილინს და დიპროფლოქსაცინს;

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ან იღებენ პენტოქსიფილინს და ციპროფლოქსაცინს;

პაციენტები, რომლებიც იყენებენ ან იღებენ როგორც პენტოქსიფილინს, ასევე თეოფილინს.

თქვენი ექიმი მუდმივად გააკონტროლებს თქვენს მკურნალობას. თუ თქვენი არტერიული წნევა დაბალი ან არასტაბილურია, ექიმი დაგინიშნავთ დაბალი დოზით, რათა თავიდან აიცილოთ არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები. თუ გაქვთ გულის უკმარისობა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში, ექიმი ინფუზიურ თერაპიაში დიდი რაოდენობით სითხეს არ ჩართავს.

სისხლში ცვლილებების აღმოსაჩენად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის რეგულარული ანალიზები. მკაცრად რეკომენდებულია ამ ანალიზების ჩატარება, რადგან მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული ანემია (აპლასტიკური ანემია).

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც გამოვლინდა წარსულში, მიმართეთ ექიმს.

ონპენტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ონპენტი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად.

უკუჩვენებები

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ ნაგავში! გთხოვთ, გადასცეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12

ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სამსუნ შერბესტ ბოლგე სუბესი,

ლიმანიჩი 55100 - სამსუნი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 27/03/2019.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის, რომლებთაც შეჰყავთ ეს მედიკამენტი.

გამოყენების მეთოდი:

ინტრავენური შეყვანისთვის (ინფუზია).

შესაბამისი დოზა შეჰყავთ ინტრავენურად (I.V.) 250-500 მლ გადამტანი ხსნარით 90-180 წუთის განმავლობაში.

პენტოქსიფილინის მაქსიმუმ 100 მგ უნდა მიიღოთ 60 წუთის განმავლობაში.

საინფუზიო ხსნარების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ხსნარი.

გამოყენებამდე თითოეულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გამოსაყენებელ ხსნართან თავსებადობა (იხილეთ ნაწილი 4.4). ინფუზიაში უნდა შეიყვანოთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები. ძირითადი მდგომარეობიდან (მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობა) გამომდინარე, შესაძლოა სასარგებლო იყოს ინფუზიური კონტროლით აღჭურვილი საინფუზიო ტუმბოს გამოყენება. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარებით შეყვანისას, პროდუქტი უნდა განზავდეს ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით და დაუყოვნებლივ იქნას გამოყენებული. მითითებულ საინფუზიო ხსნარებთან განზავების შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. გართულებების თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპიის მონიტორინგი.

ინფორმაცია პენტოქსიფილინის დოზის გადაჭარბების შესახებ

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი; ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ამპულის გატეხვა

ამპულა დაიჭირეთ ისე, რომ თავსახური ზემოთ იყოს მიმართული. თუ მილში ხსნარია, ფრთხილად დააკაკუნეთ ან შეანჯღრიეთ ამპულა, ისე რომ გამოვიდეს ჰაერი.

ამპულა დაიჭირეთ თავით ზემოთ მიმართული და დააწექით ამპულის თავს მის გასატეხად.

საბუთის ყველა გვერდს ახლავს ხელმოწერა და ფირმის ბეჭედი.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

5 მლ x 5 ამპულა

ბრაილის შრიფტი

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

პენტოქსიფილინი

სტერილური

ონფარმა

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება/დანადგარი გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე.

სიფრთხილის ზომები

ამ მედიკამენტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს რეაქციის სისწრაფეზე და მართვის უნარზე. ონპენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ონპენტში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 35 მგ ნატრიუმს ერთ „დოზაზე“. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტებით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია შეამციროს ამ მედიკამენტების დოზა.

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების (ინსულინი, დიაბეტის სხვა პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს სისხლში შაქრის დონეს და საჭიროებისამებრ შეცვლის მედიკამენტების დოზას, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ონპენტის გამოყენების შესახებ არასაკმარისი გამოცდილება არსებობს, ამიტომ ორსულობის დროს ონპენტი არ უნდა გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პენტოქსიფილინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ამიტომ, ონპენტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ უნდა მოხდეს.

გვერდითი მოვლენები

ანტიკოაგულანტულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, სისხლის შედედების უფრო ხშირი მონიტორინგია საჭირო, რადგან სისხლდენის რისკი იზრდება. სისხლის შედედების დონის მონიტორინგისთვის აუცილებლად ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული გამოკვლევები.

ონპენტის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, თუ ციმეტიდინი (გულძმარვისა და მჟავა რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატი) ერთდროულად გამოიყენება.

ციპროფლოქსაცინის (ანტიბიოტიკი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ონპენტის ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

სხვა მედიკამენტების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, თუ ერთდროულად გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის ან დამშლელი პრეპარატები (როგორიცაა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, კლოპიდოგრელი, ეპიტიფიბატიდი, ტიროფიბანი, ეპოპროსტენოლი, ილოპროსტი, აბციქსიმაბი, ანაგრელიდი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, აცეტილსალიცილის მჟავა [ASS], ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი).

ის არ უნდა იქნას მიღებული კეტოროლაკთან ერთად, რადგან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი და/ან პროთრომბინის დრო გახანგრძლივდეს.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთერება: თითოეული 5 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ პენტოქსიფილინს (20 მგ/მლ)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია)

გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

არ შეიძინოთ დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.

გაიცემა რეცეპტის საფუძველზე.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სერბესტ ბოლგესი E ადგილი 2 პარსელი ლიმანიჩი/სამსუნი

სავაჭრო ნებართვის თარიღი და ნომერი: 27.03.2019 - 2019/176

2d ბარკოდი

(01)08680202600356

(21)00000000000001

ვარგისიანობის ვადა: 30.04.2028

პარტიის ნომერი: 0340526

ხელმოწერა/ფირმის ბეჭედი

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

შეიყვანება ინტრავენურად.

სტერილური

აქტიური ნივთიერებები: თითოეული 5 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ პენტოქსიფილინს (20 მგ/მლ).

დამხმარე ნივთერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვას გამოყენებისთვის.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მოგიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ონპენტი და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ონპენტის გამოყენებამდე
  • ონპენტის გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ონპენტის შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ონპენტი და რისთვის გამოიყენება?

ონპენტი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს პენტოქსიფილინს. ის შეჰყავთ ინტრავენურად. თითოეული ამპულა შეიცავს 5 მლ ხსნარს და სულ 100 მგ პენტოქსიფილინს. ის ხელმისაწვდომია 5 ამპულის შემცველ შეფუთვაში.

ონპენტის აქტიური ინგრედიენტი, პენტოქსიფილინი, ზრდის სისხლის მიმოქცევას.

ონპენტი გამოიყენება

ფეხებში სისხლის მიმოქცევის დარღვევების (ხანდაზმული კოჭლობა) დროს, როდესაც მკურნალობის სხვა ალტერნატივა (მაგ., სიარულის ვარჯიშები, ფიზიოთერაპია) შეუძლებელია.

ის გამოიყენება შიდა ყურის დისფუნქციების სამკურნალოდ (მაგ., სმენის დაქვეითება, სმენის გაძნელება), რომლებიც დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევასთან.

  • ინფორმაცია ონპენტის გამოყენებამდე

არ შეიძლება ონპენტის გამოყენება შემდეგ სიტუაციებში

არ გამოიყენოთ პენტოქსიფილინი, აქტიური ინგრედიენტი, თუ გაქვთ ალერგია იმავე კლასის სხვა პრეპარატების ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ.

თუ გაქვთ ტვინში სისხლდენა (და გაქვთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დაბუჟება, გონების დაკარგვა, ძილიანობა, სახის დამბლა ან მეტყველების გაძნელება)

თუ თვალის ბადურაში გაქვთ ინტენსიური სისხლდენა

თუ გადატანილი გაქვთ გულის შეტევა (მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი)

თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემა

თუ არსებობს სისხლის კოაგულაციის დარღვევა

თუ გაქვთ კუჭის ან ნაწლავის წყლული

ონპენტი გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში

თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა, ონპენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს:

ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობის) რეაქციის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებსაც ხშირად თან ახლავს დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, გულისრევა და ქოშინი, ონპენტით მკურნალობა უნდა შეწყდეს და უნდა ეცნობოს ექიმს.

თუ გაქვთ მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა თვალის ბადურაში (მაგ., დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა). თუ ბადურაში სისხლდენა განვითარდა, ონპენტით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

შემდეგ შემთხვევებში, ონპენტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი სამედიცინო ზომების დაცვით:

თუ აღინიშნება კორონარული არტერიების შევიწროება ან ტვინის სისხლძარღვების შევიწროება, რომელიც მაღალი არტერიული წნევით არის გამოწვეული;

თუ გაქვთ კორონარული არტერიის დაავადება;

თუ გაქვთ გულის რიტმის სერიოზული დარღვევა;

თუ გაქვთ ძალიან მაღალი არტერიული წნევა;

თუ გაქვთ გარკვეული აუტოიმუნური დაავადებები (მაგ., სისტემური წითელი მგლურა, შერეული შემაერთებელი ქსოვილის დაავადება).

ასევე საჭიროა სიფრთხილე შემდეგ პირებში:

პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ გულის შეტევა,

თირკმლის ფუნქციის დაქვეითების მქონე პაციენტებში,

დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტები (მათ აქვთ არტერიული წნევის შემდგომი ვარდნის რისკი),

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებით,

დიაბეტით დაავადებულები (სისხლში შაქრის დონის დაქვეითების რისკის ქვეშ),

პაციენტები, რომელთა სისხლდენისადმი მიდრეკილება მომატებულია ანტიკოაგულანტული მედიკამენტების (მაგ., K ვიტამინის ანტაგონისტები ან სისხლის კოლტების პრევენციის ან დაშლისთვის გამოყენებული მედიკამენტები) ან პაციენტები სისხლის შედედების დარღვევებით;

პაციენტები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდათ ოპერაცია;

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ან იღებენ პენტოქსიფილინს და დიპროფლოქსაცინს;

პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ან იღებენ პენტოქსიფილინს და ციპროფლოქსაცინს;

პაციენტები, რომლებიც იყენებენ ან იღებენ როგორც პენტოქსიფილინს, ასევე თეოფილინს.

თქვენი ექიმი მუდმივად გააკონტროლებს თქვენს მკურნალობას. თუ თქვენი არტერიული წნევა დაბალი ან არასტაბილურია, ექიმი დაგინიშნავთ დაბალი დოზით, რათა თავიდან აიცილოთ არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები. თუ გაქვთ გულის უკმარისობა, მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია მისი მკურნალობა. ამ შემთხვევაში, ექიმი ინფუზიურ თერაპიაში დიდი რაოდენობით სითხეს არ ჩართავს.

სისხლში ცვლილებების აღმოსაჩენად, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის რეგულარული ანალიზები. მკაცრად რეკომენდებულია ამ ანალიზების ჩატარება, რადგან მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს სერიოზული ანემია (აპლასტიკური ანემია).

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც გამოვლინდა წარსულში, მიმართეთ ექიმს.

ონპენტის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ონპენტი შეიყვანება მხოლოდ ინტრავენურად.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს ონპენტის გამოყენების შესახებ არასაკმარისი გამოცდილება არსებობს, ამიტომ ორსულობის დროს ონპენტი არ უნდა გამოიყენოთ.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

პენტოქსიფილინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ამიტომ, ონპენტის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ უნდა მოხდეს.

ზეგავლენა ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე

გაფრთხილება: ამ მედიკამენტმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს რეაქციის სისწრაფეზე და მართვის უნარზე. ონპენტით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ონპენტში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 35 მგ ნატრიუმს ერთ „დოზაზე“. ეს გასათვალისწინებელია ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე მყოფი პაციენტებისთვის.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტებით ერთდროულმა მკურნალობამ შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი. საჭიროების შემთხვევაში, ექიმს შეუძლია შეამციროს ამ მედიკამენტების დოზა.

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების (ინსულინი, დიაბეტის სხვა პრეპარატები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მნიშვნელოვანი ვარდნა. ექიმი რეგულარულად გააკონტროლებს თქვენს სისხლში შაქრის დონეს და საჭიროებისამებრ შეცვლის მედიკამენტების დოზას, რათა თავიდან აიცილოს სისხლში შაქრის დონის მკვეთრი ვარდნა.

გვერდითი მოვლენები შეიძლება გაძლიერდეს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო პრეპარატი) მიღებისას.

ანტიკოაგულანტულ მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, სისხლის შედედების უფრო ხშირი მონიტორინგია საჭირო, რადგან სისხლდენის რისკი იზრდება. სისხლის შედედების დონის მონიტორინგისთვის აუცილებლად ჩაიტარეთ ექიმის მიერ დანიშნული გამოკვლევები.

ონპენტის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, თუ ციმეტიდინი (გულძმარვისა და მჟავა რეფლუქსის სამკურნალო პრეპარატი) ერთდროულად გამოიყენება.

ციპროფლოქსაცინის (ანტიბიოტიკი) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ონპენტის ეფექტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

სხვა მედიკამენტების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, თუ ერთდროულად გამოიყენება სისხლის კოლტების წარმოქმნის პრევენციის ან დამშლელი პრეპარატები (როგორიცაა თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები, კლოპიდოგრელი, ეპიტიფიბატიდი, ტიროფიბანი, ეპოპროსტენოლი, ილოპროსტი, აბციქსიმაბი, ანაგრელიდი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, აცეტილსალიცილის მჟავა [ASS], ტიკლოპიდინი, დიპირიდამოლი).

ის არ უნდა იქნას მიღებული კეტოროლაკთან ერთად, რადგან ერთდროული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი და/ან პროთრომბინის დრო გახანგრძლივდეს.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემულ მედიკამენტებს, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ონპენტის გამოყენების წესი

ინსტრუქცია სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ექიმი განსაზღვრავს და დანიშნავს თქვენი მედიკამენტის დოზას თქვენი მდგომარეობის მიხედვით.

მისაღები დოზა, როგორც წესი, განისაზღვრება სისხლის მიმოქცევის დარღვევის ტიპისა და ხარისხის, ასევე თქვენი ინდივიდუალური ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით.

საწყისი დოზაა 1 x 100 მგ პენტოქსიფილინი, ხოლო შემდგომ დღეებში ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-ით მაქსიმუმ 300 მგ-მდე დღეში.

სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევების შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს პენტოქსიფილინის 2 x 300 მგ დოზა.

ინფუზიურ თერაპიასთან ერთად, პენტოქსიფილინის მიღება შესაძლებელია პერორალურადაც. დღიური დოზა (ინფუზია და ტაბლეტები) არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ პენტოქსიფილინს.

მიღების გზა და მეთოდი:

ონპენტის ამპულები შეიყვანება ინტრავენურად და კუნთშიდად მედიკამენტების გამოყენებაში კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობას მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად არეგულირებს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ექიმს შეუძლია გააგრძელოს მკურნალობა ტაბლეტებით. ექიმის მიერ განსაზღვრული დოზა დაემატება 250-500 მლ გადამტან ხსნარს და შეგიყვანთ ინტრავენურად კვალიფიციური ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ 90-180 წუთის განმავლობაში.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

რადგან ბავშვებში ონპენტის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილება არსებობს, მისი გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

გამოყენება ხანდაზმულებში:

ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით. ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის ყველაზე შესაფერის დოზას.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის შესაფერის სამკურნალო დოზას. ორივე შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება.

თუ ფიქრობთ, რომ ონპენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ ონპენტის საჭიროზე მეტი დოზა:

რადგან ონპენტი გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში, ექიმი მიიღებს პრევენციულ ზომებს ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. თუ ასეთი სიტუაცია შეიქმნა, ისინი გამოიყენებენ შესაბამის მკურნალობის მეთოდებს. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს გულისრევა, თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის დაქვეითება, ცხელება, აგზნებადობა, კანის სიწითლე და თანმხლები სითბოს შეგრძნება, გონების დაკარგვა, რეფლექსების ნაკლებობა, კრუნჩხვები და ყავისფერი (ყავის მსგავსი) ღებინება (კუჭ-ნაწლავის სისხლდენის ნიშნის სახით).

თუ დაგავიწყდათ ონპენტის გამოყენება:

ვინაიდან ონპენტი გამოიყენება მხოლოდ საავადმყოფოს პირობებში, ექიმი მიიღებს ზომებს ასეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად.

შესაძლო ეფექტები ონპენტით მკურნალობის შეწყვეტისას:

ვინაიდან ონპენტის გამოყენება მხოლოდ საავადმყოფოს გარემოში და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის შესაძლებელი, მკურნალობის შეწყვეტა ექიმის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად, ონპენტსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები იმ ადამიანებში, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

შეწყვიტეთ ონპენტის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

სუნთქვის გაძნელება სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით ან მის გარეშე;

სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის გაძნელება;

კანის ძლიერი ქავილი (რომელსაც თან ახლავს შეშუპების მომატება).

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება მათი სიხშირის (გამოვლენის ალბათობის) მიხედვით შემდეგნაირად:

ხშირი: ვლინდება 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

არახშირი: ვლინდება 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

იშვიათი: ვლინდება 1000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10000 პაციენტიდან 1-ზე მეტში.

ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000 პაციენტიდან ერთზე ნაკლებში.

უცნობია სიხშირე: (სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით).

სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები

უცნობია: სისხლის ანალიზების ცვლილებები (სისხლის უჯრედების ნებისმიერი ტიპის წარმოების შემცირება ან დეფიციტი [აპლაზიური ანემია], თრომბოციტების დეფიციტი და მასთან დაკავშირებული სისხლდენა კანისა და ლორწოვანი გარსებიდან), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება.

იმუნური სისტემის დარღვევები

უცნობი: მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შოკი (მაგ., კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული მტკივნეული შეშუპება, განსაკუთრებით სახის არეში, ქოშინი სასუნთქი გზების შევიწროების გამო), კანისა და ლორწოვანი გარსების მძიმე დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს გავრცელებული ბუშტუკების წარმოქმნა და სიწითლე (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი), კანის მძიმე დარღვევები, რომლებსაც თან ახლავს ზოგადი გაუარესება, ბუშტუკების წარმოქმნა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, განსაკუთრებით პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებში (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

ფსიქიატრიული დარღვევები

არახშირი: მოუსვენრობა, ძილის დარღვევა

ნერვული სისტემის დაავადებები

არახშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი

ძალიან იშვიათი: ოფლიანობა, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (მაგ., ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება), კრუნჩხვები, ტვინში სისხლდენა.

უცნობია: მენინგიტი (ასეპტიური მენინგიტი)

თვალის დაავადებები

არახშირი: მხედველობის დარღვევები, ბადურას ანთება

ძალიან იშვიათი: ბადურას განშრევება, ბადურას სისხლდენა

გულის დარღვევები

არახშირი: გულის არითმიები (მაგ., გახშირებული გულისცემა)

იშვიათი: ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), რომელიც შეიძლება გავრცელდეს მიმდებარე არეში.

სისხლძარღვების დაავადებები

ხშირი: კანის სიწითლე, რომელსაც თან ახლავს სითბოს შეგრძნება

იშვიათი: ხელებისა და ფეხების შეშუპება სითხის დაგროვების გამო

უცნობი: სისხლდენა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები

ხშირი: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჩივილები (მაგ., კუჭის წნევა, შებერილობა, გულისრევა, ღებინება, დიარეა)

ძალიან იშვიათი: კუჭ-ნაწლავის სისხლდენა

უცნობი: ყაბზობა, ჭარბი ნერწყვდენა

ჰეპატობილიარული დაავადებები

უცნობი: ნაღვლის სითხის დაგროვება (ღვიძლისშიდა ქოლესტაზი)

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

არახშირი: ქავილი, კანის სიწითლე, ჭინჭრის ციება

იშვიათი: კანისა და ლორწოვანი გარსების სისხლდენა

უცნობი: კანის გამონაყარი

თირკმლის და საშარდე გზების დაავადებები

იშვიათი: სისხლდენა უროგენიტალურ არეში

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები გამოყენების ადგილას

არახშირი: ცხელება

კვლევები

იშვიათი: არტერიული წნევის დაწევა

ძალიან იშვიათი: არტერიული წნევის მომატება

უცნობი: სისხლში ღვიძლის მაჩვენებლების მომატება

თუ თქვენ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება:

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ისეთი, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, ფარმაცევტს ან სხვა ჯანდაცვის სპეციალისტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ შეატყობინოთ თურქეთის წამლის უსაფრთხოების ორგანოს (TÜFAM) ვებ-გვერდზე www.titck.gov.tr ​​​​„გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების“ აპლიკაციაზე გადასვლით ან გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინების ცხელ ხაზზე დარეკვით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ თქვენს მიერ გამოყენებული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • ონპენტის შენახვის პირობები

შეინახეთ ონპენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

ყველა ინტრავენური ხსნარის ამპულა გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკების არსებობაზე. პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული ამპულის გახსნისთანავე. განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. არ შეინახოთ გამოუყენებელი ხსნარის ნაწილები შემდგომი გამოყენებისთვის.

ფიზიოლოგიური ხსნარით და რინგერის ხსნარით განზავების შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ონპენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ ონპენტი, თუ პროდუქტზე და/ან მის შეფუთვაზე რაიმე დეფექტს შეამჩნევთ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ ნაგავში! გთხოვთ, გადასცეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12

ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სამსუნ შერბესტ ბოლგე სუბესი,

ლიმანიჩი 55100 - სამსუნი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 27/03/2019.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისათვის, რომლებთაც შეჰყავთ ეს მედიკამენტი.

გამოყენების მეთოდი:

ინტრავენური შეყვანისთვის (ინფუზია).

შესაბამისი დოზა შეჰყავთ ინტრავენურად (I.V.) 250-500 მლ გადამტანი ხსნარით 90-180 წუთის განმავლობაში.

პენტოქსიფილინის მაქსიმუმ 100 მგ უნდა მიიღოთ 60 წუთის განმავლობაში.

საინფუზიო ხსნარების სახით შეიძლება გამოყენებულ იქნას ფიზიოლოგიური ხსნარი ან რინგერის ხსნარი.

გამოყენებამდე თითოეულ შემთხვევაში უნდა შემოწმდეს გამოსაყენებელ ხსნართან თავსებადობა (იხილეთ ნაწილი 4.4). ინფუზიაში უნდა შეიყვანოთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარები. ძირითადი მდგომარეობიდან (მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობა) გამომდინარე, შესაძლოა სასარგებლო იყოს ინფუზიური კონტროლით აღჭურვილი საინფუზიო ტუმბოს გამოყენება. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, საინფუზიო ხსნარებით შეყვანისას, პროდუქტი უნდა განზავდეს ასეპტიკური ტექნიკის გამოყენებით და დაუყოვნებლივ იქნას გამოყენებული. მითითებულ საინფუზიო ხსნარებთან განზავების შემდეგ, ის უნდა იქნას გამოყენებული 24 საათის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. გართულებების თავიდან ასაცილებლად შეიძლება საჭირო გახდეს ინტენსიური თერაპიის მონიტორინგი.

ინფორმაცია პენტოქსიფილინის დოზის გადაჭარბების შესახებ

არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი; ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ამპულის გატეხვა

ამპულა დაიჭირეთ ისე, რომ თავსახური ზემოთ იყოს მიმართული. თუ მილში ხსნარია, ფრთხილად დააკაკუნეთ ან შეანჯღრიეთ ამპულა, ისე რომ გამოვიდეს ჰაერი.

ამპულა დაიჭირეთ თავით ზემოთ მიმართული და დააწექით ამპულის თავს მის გასატეხად.

საბუთის ყველა გვერდს ახლავს ხელმოწერა და ფირმის ბეჭედი.

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

5 მლ x 5 ამპულა

ბრაილის შრიფტი

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

პენტოქსიფილინი

სტერილური

ონფარმა

ონპენტი 100 მგ / 5 მლ i.v. საინფუზიო ხსნარი

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება/დანადგარი გამოყენების ინსტრუქციის წაკითხვის გარეშე.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთერება: თითოეული 5 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ პენტოქსიფილინს (20 მგ/მლ)

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი

(დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია)

გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

ნებისმიერი მოულოდნელი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

არ შეიძინოთ დაჭრილი ან გახსნილი შეფუთვა.

გაიცემა რეცეპტის საფუძველზე.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი/Onfarma İlaç Sanayi Ltd Şti.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სერბესტ ბოლგესი E ადგილი 2 პარსელი ლიმანიჩი/სამსუნი

სავაჭრო ნებართვის თარიღი და ნომერი: 27.03.2019 - 2019/176

2d ბარკოდი

(01)08680202600356

(21)00000000000001

ვარგისიანობის ვადა: 30.04.2028

პარტიის ნომერი: 0340526

ხელმოწერა/ფირმის ბეჭედი

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა