ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყველა სხვა არათერაპიული საშუალებები

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა 0,9% ხსნარი

Serum Fizyolojik Onfarma %0,9 Çözelti

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
_ (Sodium chloride)
ფორმა და შეფუთვა
0,9% (9მგ/მლ) 10მლ ი.მ., ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ამპულა №10
მწარმოებელი
İmaretçioğlu İlaç San. Ltd. Şti., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყველა სხვა არათერაპიული საშუალებები, გამხსნელი და განსაზავებელი საშუალებები, საირიგაციო ხსნარების ჩათვლით
ATC კოდი
V07AB
რეგისტრაციის ნომერი
რ-046218
რეგისტრირებულია
26 აგვისტო 2026, მოქმედებს 26 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაფიზიოლოგიური შრატი ონფარმა 0,9% ხსნარი და სხვა წამალი ერთად

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა 0,9% ხსნარი — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა და რისთვის გამოიყენება?

ონფარმას ფიზიოლოგიური შრატი წარმოდგენილია 10 და 100 ამპულის შეფუთვებში, თითოეული შეიცავს 90 მგ ნატრიუმის ქლორიდს.

ამპულები შეიცავს გამჭვირვალე და უფერო ხსნარს.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა:

გამოიყენება ორგანიზმში მარილისა და სითხის გარკვეული დისბალანსის პრევენციის ან მკურნალობისთვის.

გამოიყენება გარკვეული მედიკამენტების განზავებისთვის ან მოსამზადებლად.

გამოიყენება ჭრილობების, თვალის ზედაპირის და მსგავსი ადგილების გამოსავლებად.

ძირითადად გამოიყენება სითხედ ჰემოდიალიზის (თირკმლის უკმარისობის მკურნალობა) ან სისხლის გადასხმის დასაწყისში ან ბოლოს.

  • ინფორმაცია ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას გამოყენებამდე

უკუჩვენებები

ნატრიუმის ქლორიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ჰიპერტონული საშვილოსნოს დროს (ორსულობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვების გაძლიერება), სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე მაღალი და შეშუპების არსებობისას.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ გულის დაავადება,

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა,

გაქვთ ქოშინი,

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ პრეეკლამფსია (ADH), ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომლის დროსაც არტერიული წნევა მაღალია და შარდში ცილის მნიშვნელოვანი რაოდენობაა,

გაქვთ ტერფების შეშუპება,

სისხლში ძალიან ბევრი ცხიმი ან ცილა გაქვთ,

გაქვთ დიაბეტი,

იყენებთ ნატრიუმის მარილის შემცველ სხვა მედიკამენტს,

სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტის ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებში დანიშვნისას.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც აღინიშნებოდა წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარფმას გამოყენება საკვებთან და სასმელებთან

გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით, საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იგი გამოიყენება გამხსნელად მხოლოდ გარკვეულ მედიკამენტებში, რომლებიც საჭიროებენ გაზავებას.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს მისი გამოყენება არ შეიძლება, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არ არის.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ეს მედიკამენტი უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას.

გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მას გავლენა არ აქვს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიზიოლოგიური შრატი ონფარმაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

ის არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს მოითხოვს.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: თითოეული 10 მლ ამპულა შეიცავს 90 მგ (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი (q.s.).

გამოყენებამდე გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას.

თუ შეამჩნევთ რაიმე მოულოდნელ სიმპტომს, მიმართეთ ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ თუ ამპულაში სითხე არ არის გამჭვირვალე. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ამპულები დაუზიანებელია. გამოყენების შემდეგ დარჩენილი ხსნარი უნდა გადააგდოთ.

არ შეიძინოთ დაჭრილი ან გახსნილი ამპულები.

გაიცემა მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე.

ონფარმა

8680202600097

2d ბარკოდი

(01)08680202600097

(21)00000000000001

ვარგისიანობის ვადა: 30.04.2028

პარტიის ნომერი: 0340526

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა 0.9%-იანი ხსნარი ამპულაში

10 მლ x 10 ამპულა

i.m./s.c./i.v.

ის შეჰყავთ კუნთში ინექციის სახით, ინტრავენურად ან კანქვეშ.

სტერილური

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სამსუნ შერბესტ ბოლგე სუბესი, ლიმანიჩი /სამსუნი

ნებართვის თარიღი/ნომერი: 14.11.2013 - 254/25

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა 0.9%-იანი ხსნარი ამპულაში

10 მლ x 10 ამპულა

ONF.SA.004-10/03

ხელმოწერა/ფირმის ბეჭედი

თარგმანი შეესაბამება ორიგინალს.

თარჯიმანი:

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სარეკომენდაციო

სამედიცინო პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა 0.9%-იანი ხსნარი ამპულაში

შეიყვანება კუნთში ინექციის სახით, ინტრავენურად ან კანქვეშ.

სტერილური

აქტიური ნივთიერება: თითოეული 10 მლ ამპულა შეიცავს 90 მგ (9 მგ/მლ) ნატრიუმის ქლორიდს.

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი.

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი დანიშნულია პირადად თქვენთვის; არ მისცეთ ის სხვას გამოყენებისთვის.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენების დროს მოგიწევთ ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტი, აცნობეთ ექიმს, რომ იყენებთ ამ მედიკამენტს.

ზუსტად დაიცავით ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას გამოყენებამდე
  • ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა და რისთვის გამოიყენება?

ონფარმას ფიზიოლოგიური შრატი წარმოდგენილია 10 და 100 ამპულის შეფუთვებში, თითოეული შეიცავს 90 მგ ნატრიუმის ქლორიდს.

ამპულები შეიცავს გამჭვირვალე და უფერო ხსნარს.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა:

გამოიყენება ორგანიზმში მარილისა და სითხის გარკვეული დისბალანსის პრევენციის ან მკურნალობისთვის.

გამოიყენება გარკვეული მედიკამენტების განზავებისთვის ან მოსამზადებლად.

გამოიყენება ჭრილობების, თვალის ზედაპირის და მსგავსი ადგილების გამოსავლებად.

ძირითადად გამოიყენება სითხედ ჰემოდიალიზის (თირკმლის უკმარისობის მკურნალობა) ან სისხლის გადასხმის დასაწყისში ან ბოლოს.

  • ინფორმაცია ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა შემდეგ სიტუაციებში:

ნატრიუმის ქლორიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, ჰიპერტონული საშვილოსნოს დროს (ორსულობის დროს საშვილოსნოს შეკუმშვების გაძლიერება), სისხლში ნატრიუმის დონის ნორმაზე მაღალი და შეშუპების არსებობისას.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ სიტუაციებში:

თუ:

გაქვთ გულის დაავადება,

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა,

გაქვთ ქოშინი,

გაქვთ თირკმლის პრობლემები,

გაქვთ პრეეკლამფსია (ADH), ორსულობასთან დაკავშირებული მდგომარეობა, რომლის დროსაც არტერიული წნევა მაღალია და შარდში ცილის მნიშვნელოვანი რაოდენობაა,

გაქვთ ტერფების შეშუპება,

სისხლში ძალიან ბევრი ცხიმი ან ცილა გაქვთ,

გაქვთ დიაბეტი,

იყენებთ ნატრიუმის მარილის შემცველ სხვა მედიკამენტს,

სიფრთხილეა საჭირო მედიკამენტის ხანდაზმულებსა და ახალგაზრდებში დანიშვნისას.

თუ ეს გაფრთხილებები თქვენ გეხებათ, თუნდაც აღინიშნებოდა წარსულში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარფმას გამოყენება საკვებთან და სასმელებთან

გამოყენების მეთოდის გათვალისწინებით, საკვებთან და სასმელებთან ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.

ორსულობა

ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობის დროს მისი გამოყენება არ შეიძლება, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელი არ არის.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

ეს მედიკამენტი უსაფრთხოა ძუძუთი კვების დროს გამოყენებისას.

გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი

მას გავლენა არ აქვს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიზიოლოგიური შრატი ონფარმაში შემავალი ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ:

ის არ შეიცავს რაიმე დამხმარე ნივთიერებას, რომელიც განსაკუთრებულ სიფრთხილის ზომებს მოითხოვს.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

იგი გამოიყენება გამხსნელად მხოლოდ გარკვეულ მედიკამენტებში, რომლებიც საჭიროებენ გაზავებას.

თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას გამოყენების წესი

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა შეიყვანება ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტის მიერ. მედიკამენტი შეიყვანება ინტრავენურად სითხისა და ელექტროლიტური დისბალანსის პრევენციის ან მკურნალობის მიზნით.

თქვენი ექიმი განსაზღვრავს შესაბამის მკურნალობას თქვენი სამედიცინო მდგომარეობის საფუძველზე.

შემდეგი განყოფილება განკუთვნილია თქვენი ექიმის ან ჯანდაცვის სპეციალისტისთვის. განზავების, მომზადების ან გამორეცხვის გამოყენების მეთოდი დამოკიდებულია მოსამზადებელი მედიკამენტის ტიპზე ან გამოყენებული გამორეცხვის მეთოდზე.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა შეჰყავთ კუნთშიდა, ინტრავენური ან კანქვეშა ინექციით, ან

ის წაისმევა ჭრილობებზე, თვალის ზედაპირზე და მსგავს ადგილებში გამოსარეცხად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

თირკმლის უკმარისობა:

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ღვიძლის უკმარისობა:

მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.

თუ ფიქრობთ, რომ ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას საჭიროზე მეტი დოზა:

დოზის გადაჭარბების ადრეული ნიშნებია გაღიზიანება (გამაღიზიანებელზე გადაჭარბებული რეაქცია), ძილიანობა და სისუსტე.

თუ გამოიყენეთ ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას მიღება

ვინაიდან მედიკამენტს გინიშნავენ ჯანდაცვის სპეციალისტები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაგავიწყდეთ მისი მიღება. თუმცა, თუ ეჭვი გეპარებათ, რომ არ მიიღეთ დანიშნული დოზა, გთხოვთ, აცნობოთ ჯანდაცვის სპეციალისტს.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმათი მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმათი მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმას სწორად გამოყენებისას, არასასურველი გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი. ვინაიდან ნატრიუმის ქლორიდი ორგანიზმში ბუნებრივად წარმოიქმნება, მცირე რაოდენობით ინექციები არ იწვევს გვერდით მოვლენებს. თუ ნატრიუმის დონე მომატებულია, ექიმმა შეიძლება შეამციროს ინექციის მოცულობა. კანქვეშ შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი ინექციის ადგილას. შინაგანი ორგანოების დეჰიდრატაციამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის კოლტები და შინაგანი სისხლდენა. ორგანიზმში ნატრიუმის ქლორიდის ჭარბი რაოდენობით მიღების გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის სპაზმები, წყურვილი, ნერწყვისა და ცრემლის გამოყოფის შემცირება, ოფლიანობა, ცხელება, დაბალი არტერიული წნევა, გულისცემის შეგრძნება, თირკმლის უკმარისობა, პერიფერიული (ძირითადად ფეხებში) და ფილტვის (ფილტვებში) შეშუპება, სუნთქვის გაჩერება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მოუსვენრობა, გაღიზიანება (გამაღიზიანებლების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა), სისუსტე, კუნთების კანკალი, კუნთების შებოჭილობა, კრუნჩხვები, კომა და სიკვდილი.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • ფიზიოლოგიური შრატის ონფარმას შენახვის პირობები

ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე.

გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ამპულები დაუზიანებელია.

არ გამოიყენოთ გაუმჭვირვალე ამპულები. გამოყენების შემდეგ გადააგდეთ დარჩენილი ხსნარი.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ ფიზიოლოგიური შრატი ონფარმა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნაგავში! გთხოვთ, გადასცეთ ისინი გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ლიცენზიის მფლობელი:

ონფარმა ილაჩ სანაი ლტდ სტი.

კალე მაჰ. გაზი კად ბაფრა ის ჰანი, No: 51 კატ: 3/12 ილკადიმ / სამსუნი

წარმოების ადგილი:

იმარეტჩიოღლუ ილაჩ სანაი ლტდ. სტი.

სამსუნ შერბესტ ბოლგე სუბესი, ლიმანიჩი /სამსუნი

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 14/11/2013.

საბუთის ყველა გვერდს ახლავს ხელმოწერა და ფირმის ბეჭედი.

ONF.KT.004/02

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა