ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ლერდაპრილი

Lerdaprile

რეცეპტით20მგ+10მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10 მგ ლერკანიდიპინით. ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
20მგ+10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
Balkanpharma-Dupnitsa AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები
ATC კოდი
C09BB02
რეგისტრაციის ნომერი
რ-046148
რეგისტრირებულია
12 აგვისტო 2026, მოქმედებს 8 თებერვალი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
New Pharm Group Ltd (საქართველო)
განმცხადებელი
შპს „ნიუ ფარმ გრუპი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებალერდაპრილი და სხვა წამალი ერთად

ლერდაპრილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 10 მგ ლერკანიდიპინით.

ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობა მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ არ კონტროლდება მხოლოდ 20 მგ ენალაპრილით.

ლერდაპრილი 10მგ/10მგ არ გამოიყენება ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის ეტაპზე. ლერდაპრილი 20 მგ/10მგ არ გამოიყენება ჰიპერტენზიის მკურნალობის საწყის ეტაპზე.

მიღების წესი და დოზირება

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ლერდაპრილის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ლერდაპრილი და რა დროს გამოიყენება

ლერდაპრილი არის აგფ-ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხის ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) ფიქსირებული კომბინაცია, აღნიშნული ორი პრეპარატი ახდენს არტერიული წნევის დაწევას.

[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]

ლერდაპრილი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინით.

[ვრცელდება მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]

ლერდაპრილი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 20მგ ენალაპრილით.

ლერდაპრილი არ გამოიყენება ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობისათვის.

რა უნდა იცოდეთ ლერდაპრილის მიღებამდე

უკუჩვენებები

თუ ხართ ალერგიული ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში 6)

თუ ხართ ალერგიული ლერდაპრილში შემავალი ნივთიერებების მსგავსი ტიპის პრეპარატების, მაგ. აგფ ინჰიბიტორების ან კალციუმის არხის ბლოკატორების მიმართ.

თუ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც გამოიწვია ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა) ან როდესაც მიზეზი არ იყო ცნობილი.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის სერიოზული პრობლემები და იღებთ ალისკირენის შემცველ წნევის დამწევ საშუალებებს.

თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული (უმჯობესია თავი შეიკავოთ ლერდაპრილის მიღებისგან ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხილეთ ქვეთავი ორსულობის შესახებ).

თუ გაწუხებთ გულის დაავადებები:

გულიდან სისხლის ნაკადის ობსტრუქცია, მათ შორის აორტის სარქვლის შევიწროება .

არანამკურნალები გულის უკმარისობა.

დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში მოსვენებულ მდგომარეობაში ან გაუარესებული ან უფრო ხშირი შეტევები (არასტაბილური სტენოკარდია ).

გულის შეტევიდან ერთი თვის განმავლობაში (მიოკარდიუმის ინფარქტი).

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები ან თუ იმყოფებით დიალიზზე.

თუ აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

თუ იღებთ ღვიძლის მეტაბოლიზმის ინჰიბიტორებს, როგორიცაა:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი).

მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგ, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი).

ანტივირუსული საშუალებები (მაგ. რიტონავირი).

თუ იმავდროულად იღებთ ციკლოსპორინს.

გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.

სიფრთხილის ზომები

ლერდაპრილის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (თუ აღგენიშნებათ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას).

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ღებინება ან დიარეა.

თუ იმყოფებით დიეტაზე მარილის შეზღუდვით, იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემნახველ საშუალებებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს.

თუ ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის.

თუ გაწუხებთ გულის დაავადებები.

თუ აღგენიშნებათ თავის ტვინში სისხლის ნაკადის დარღვევა.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები (მათ შორის თირკმლის ტრანსპლანტაცია ).

თუ დიალიზით მკურნალობთ.

თუ აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ აღინიშნება სხვადასხვა ხარისხის სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია).

თუ აღგენიშნებათ კოლაგენური ვასკულარული დაავადება (მაგ.: წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმა), გადიხართ მკურნალობას, რომელიც თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას, ღებულობთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ალოპურინოლი ან პროკაინამიდი ან მათი ნებისმიერი სახის კომბინაციას.

თუ ხართ ფერადკანიანი, უნდა იცოდეთ, რომ ფერადკანიანებში აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ მაღალია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი, რასაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი.

თუ განვითარდა პერსისტენტული მშრალი ხველა.

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), არ არის რეკომენდებული ლერდაპრილის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ გამოიყენება ორსულობის მესამე თვიდან, ვინაიდან მედიკამენტმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. პუნქტი ორსულობის შესახებ).

თუ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებს:

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) (ცნობილი ასევე როგორც „სარტანები“ – მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები დიაბეტის გამო;

ალისკირენი.

თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს, ანგიოედემას (ხორხის არეში კანქვეშა ქსოვილების შეშუპება) რისკი იზრდება:

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები

(გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად).

მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად დაგინიშნოთ ანალიზის გაკეთება თირკმელების ფუნქციონირების, სისხლის წნევისა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის შესამოწმებლად.

ასევე იხილეთ ქვეთავი „არ მიიღოთ ლერდაპრილი“.

უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატის მიღება ფერადკანიან პაციენტებში ნაკლებ ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას თეთრკანიან პაციენტებთან შეხდარებით .

თუ ახლო მომავალში აპირებთ შემდეგი პროცედურის ჩატარებას, უთხარით ექიმს, რომ იღებთ ლერდაპილის:

ქირურგიული ოპერაცია ან ანესთეზია (მათ შორის სტომატოლოგიური ანესთეზია)

სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოდევნა ( LDL აფერეზი)

დესენსიბილიზაციის კურსი ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის შემცირების მიზნით.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:

კანის და ლორწოვანი გარსების სიყვითლე (იხილეთ ქვეთავი 4).

აღნიშნულ შემთხვევაში შეწყვიტეთ ლერდაპრილის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რამდენადაც პრეპარატის მოქმედების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ლერდაპრილის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ლერდაპრილის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს ლერდაპრილის ან სხვა პრეპარატების მოქმედება, ან შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები.

შეატყობინეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს:

კალიუმის შემცველი საშუალებები (მათ შორის მარილის შემცვლელი საშუალებები).

არტერიული წნევის დამწევი საშუალებები, როგორიცაა დიურეტიკები , ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები (ARB) ან ალისკირენი.

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის გარკვეული ტიპის სამკურნალოდ).

დეპრესიის სამკურნალო საშუალებები „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად (ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა მორფინი).

ანტიფსიქოზური მედიკამენტები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესს და გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად).

გარკვეული ტკივილის და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები .

ხველების და გაცივების საწინააღმდეგო მედიკამენტები და გასახდომი მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის „სიმპატომიმეტიური ნივთიერებები“.

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი).

ასტემიზოლი ან ტერფენადინი (ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები).

ამიოდარონი ან ქუინიდინი (ანტიარითმიული პრეპარატები ).

ფენიტოინი ან კარბაზეპინი (გამოიყენებაეპილეფსიის მკურნალობისას).

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის დროს).

დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს).

მიდაზოლამი (გამოიყენება ძილის დარღვევების დროს).

ბეტა ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ).

წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი ციმეტიდინი 800 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები). იხილეთ ქვეთავი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.

კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, დიურეტიკები (განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი საშუალებები), სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (როგორიცაა ჰეპარინი და კო-ტრიმოქსაზოლი, ცნობილია როგორც ტრიმეთოპრინი / სულფამეტოქსაზოლი).

ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:

თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ ქვეთავები „არ მიიღოთ ლერდაპრილი“ და „გაფრთხილებები და „უსაფრთხოების ზომები“).

ლერდაპრილის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ლერდაპრილის მიღება არ შეიძლება გრეიფუტთან ან გრეიფუტის წვენთან ერთად.

ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლერდაპრილის ეფექტი. შესაბამისად, არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად და მკაცრად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ლერდაპრილის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს არტერიული წნევის დამწევი სხვა საშუალებებით, როგორიცაა შარდმდენები, ბეტა-ბლოკატორები, ალფა-ბლოკატორები და სხვა ნივთიერებები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა შემდეგი სახის ურთიერთქმედება კომბინირებული პროდუქტის ერთ ან სხვა კომპონენტებთან.

ენალაპრილის მალეატი

რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა

კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ან ალისკირენის ერთობლივი გამოყენებით იწვევს ისეთი გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატებას, როგორიცაა არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპერკალემია და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (მათ შორის თირკმლის მწვავე უკმარისობა), რაას სისტემაზე მოქმედი ერთი საშუალების გამოყენებასთან შედარებით (იხ. პუნქტები 4.3, 4.4 და 5.1).

კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები ან კალიუმის შემცველი დანამატები

აგფ ინჰიბიტორები ასუსტებენ დიურეტიკებით გამოწვეულ კალიუმის დაკარგვას. კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების (მაგ. სპირონოლაქტონი, ეპლერენონი, ტრიამტერენი ან ამილორიდი), კალიუმის შემცველი დანამატების ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება. თუ აუცილებელია ასეთი პრეპარატების კომბინირებული გამოყენება, მაგალითად, ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად, მაშინ საჭიროა სიფრთხილის დაცვა და სისხლის შრატში კალიუმის დონის ხშირი მონიტორინგი (იხ. პუნქტი 4.4).

დიურეზულები (თიაზიდური ან მარყუჟოვანი დიურეზულები)

დიურეზულების დიდი დოზებით მანამდე ჩატარებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და, შესაბამისად, გაზარდოს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი ენალაპრილით მკურნალობის საწყის ეტაპზე (იხ. პუნქტი 4.4). ჰიპოტენზიური ეფექტების შემცირება შეიძლება დიურეზულების მოხსნის, სითხის ან მარილის მიღების გაზრდის გზით ან ენალაპრილის დაბალი საწყისი დოზების დანიშვნით.

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

აღნიშნული პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს ენალაპრილის ჰიპოტენზიური ეფექტი. ნიტროგლიცერინთან და სხვა ნიტრატებთან ან სხვა ვაზოდილატატორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს არტერიული წნევა.

ლითიუმი

აგფ ინჰიბიტორებთან ერთად მიღებისას დაფიქსირდა შრატში ლითიუმის კონცენტრაციის გაზრდა და მისი ტოქსიური ეფექტი, რაც შექცევად ხასიათს ატარებს. აგფ ინჰიბიტორებისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ლითიუმის დონე და, შედეგად, ტოქსიკურობის რისკი. ენალაპრილის გამოყენება ლითიუმთან ერთად არ არის რეკომენდებული; აღნიშნული კომბინაციის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა შრატში ლითიუმის დონის გულდასმით კონტროლი (იხ. პუნქტი 4.4).

ტრიციკლური ანტიდეპრესანტები / ანტიფსიქოზური საშუალებები / ანესთეტიკები / ნარკოტიკული საშუალებები

გარკვეული საანესთეზიო საშუალებების, ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისა და ანტიფსიქოზური საშუალებების აგფ ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება (იხ. პუნქტი 4.4).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (NSAIDs), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის (COX-2) შერჩევითი ინჰიბიტორები

არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა (NSAID), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის შერჩევითმა ინჰიბიტორებმა (COX-2 ინჰიბიტორები), შეიძლება შეამცირონ დიურეზულების და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. შესაბამისად, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეიძლება შესუსტდეს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით, მათ შორის COX-2-ის შერჩევითი ინჰიბიტორებით.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (მათ შორის COX-2-ის ინჰიბიტორების) და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების ან აგფ ინჰიბიტორების ერთდროულ გამოყენებას აქვს ადიციური მოქმედება სისხლის შრატში კალიუმის მომატებაზე და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის გაუარესება. ეს ეფექტი, როგორც წესი, შექცევადია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს თირკმლების მწვავე უკმარისობა, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში (მაგალითად, ხანდაზმულებში ან პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, მათ შორის, რომლებიც ღებულობენ დიურეზულ საშუალებებს). აქედან გამომდინარე, კომბინაცია სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. კომბინირებული თერაპიის დაწყების შემდეგ და პერიოდულად მკურნალობის დროს უნდა მოხდეს პაციენტების ადეკვატური ჰიდრატაციის უზრუნველყოფა და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

ოქრო

აგფ ინჰიბიტორების, მათ შორის ენალაპრილის, ოქროს შემცველ საინექციო პრეპარატებთან (ნატრიუმის აუროთიომალატი) ერთდროულად გამოყენებისას გამოვლინდა ნიტრიტოიდური რეაქციების (სიმპტომები მოიცავს სახის სიწითლეს, გულისრევას, ღებინებას და ჰიპოტენზიას) იშვიათი შემთხვევები.

სიმპათომიმეტური საშუალებები

სიმპათომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ აგფ ინჰიბიტორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება.

ანტიდიაბეტური საშუალებები

ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ აგფ ინჰიბიტორებისა და ანტიდიაბეტური საშუალებების (ინსულინები, პეორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის დონის ძლიერი დაქვეითება და ჰიპოგლიკემიის რისკის მომატება. აღნიშნული რისკი უფრო მაღალია კომბინირებული თერაპიის პირველ კვირებში და თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს (იხ. პუნქტები 4.4 და 4.8).

ალკოჰოლი

ალკოჰოლი აძლიერებს აგფ-ინჰიბიტორების ჰიპოტენზიურ ეფექტს.

აცეტილსალიცილის მჟავა, თრომბოლიტიკები და β-ბლოკატორები

ენალაპრილის მიღება უსაფრთხოა აცეტილსალიცილის მჟავასთან (კარდიოლოგიური დოზებით), თრომბოლიტიკებთან და ბეტა-ბლოკატორებთან ერთად.

mTOR ინჰიბიტორები (მაგ. სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი)

პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ mTOR ინჰიბიტორებს, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი მაღალია (იხ. პუნქტი 4.4).

კო-ტრიმოქსაზოლი (ტრიმეთოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი)

პაციენტებში, რომლებიც ასევე იღებენ კო-ტრიმოქსაზოლს (ტრიმეთოპრიმი /სულფამეთოქსაზოლი), ჰიპერკალემიის განვითარების რისკი მაღალია (იხ. პუნქტი 4.4).

ლერკანიდიპინი

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

ვინაიდან, ლერკანიდიპინი მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით, ამიტომ CYP3A4-ის ინჰიბიტორებმა და ინდუქტორებმა ლერკანიდიპინთან კომბინაციაში, შეიძლება გავლენა იქონიოს მისი მეტაბოლიზმისა და ელიმინაციის პროცესებზე.

ლერკანიდიპინისა და CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი) ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი 4.3).

CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორთან კეტოკონაზოლთან ურთიერთქმედების კვლევამ აჩვენა, რომ

ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა (AUC მაჩვენებლის 15-ჯერ გაზრდა და Cmax მაჩვენებლის 8-ჯერ გაზრდა S-ლერკანიდიპინის ეუტომერისთვის).

ციკლოსპორინი

ლერკანიდიპინი არ გამოიყენება ციკლოსპორინთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).

ერთდროული გამოყენებისას აღინიშნა მათი პლაზმური კონცენტრაციების მომატება. ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ლერკანიდიპინის მიღებიდან 3 საათის შემდეგ ციკლოსპორინის მიღებისას ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაცია არ შეიცვალა, მაშინ, როდესაც ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 27%-ით. ლერკანიდიპინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებამ გამოიწვია ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის 3-ჯერ მატება და ციკლოსპორინის AUC მნიშვნელობის 21%-ით ზრდა.

გრეიპფრუტის წვენი

ლერკანიდიპინის მიღება არ შეიძლება გრეიპფრუტის წვენთან ერთად (იხ. პუნქტი 4.3).

სხვა დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინი ავლენს მგრძნობელობას გრეიპფრუტის წვენით გამოწვეული საკუთარი მეტაბოლიზმის ინჰიბირების მიმართ, აღნიშნულის შედეგად სისტემური ბიოშეღწევადობის გაზრდითა და საკუთარი ჰიპოტენზიური მოქმედების გაძლიერებით.

ალკოჰოლი

საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება, რადგან მან შეიძლება გააძლიეროს ვაზოდილატაციური ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება (იხ. პუნქტი 4.4).

CYP3A4-ის სუბსტრატები

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა იმ შემთხვევებში, როდესაც ლერკანიდიპინი ინიშნება CYP3A4-ის სხვა სუბსტრატებთან ერთად, როგორიცაა ტერფენადინი, ასტემიზოლი, III კლასის ანტიარითმული საშუალებები (ამიოდარონი, ქინიდინი).

CYP3A4-ის ინდუქტორები

საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა ლერკანიდიპინის CYP3A4-ის ისეთ ინდუქტორებთან ერთდროულად დანიშვნისას, როგორიცაა კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, კარბამაზეპინი) და რიფამპიცინი, რადგან ლერკანიდიპინის ჰიპოტენზიური მოქმედება შეიძლება შესუსტდეს და ამ შემთხვევაში არტერიული წნევის კონტროლი საჭიროა ჩვეულებრივზე უფრო ხშირად.

დიგოქსინი

20 მგ ლერკანიდიპინის მიღებამ პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად მკურნალობდნენ β-მეთილდიგოქსინით, არ გამოავლინა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების ნიშნები. თუმცა, ჯანმრთელმა მოხალისეებში, რომლებიც მკურნალობდნენ დიგოქსინით, 20 მგ ლერკანიდიპინის მიღების შემდეგ აღინიშნა დიგოქსინის Сmax მნიშვნელობის გაზრდა საშუალოდ 33%-ით, ხოლო AUC მნიშვნელობა და თირკმლის კლირენსი შეიცვალა უმნიშვნელოდ. პაციენტებში, რომლებსაც ასევე უტარდებათ დიგოქსინით მკურნალობა, საჭიროა კონტროლი დიგოქსინით ინტოქსიკაციის ნიშნებთან დაკავშირებით.

მიდაზოლამი

ხანდაზმულ მოხალისეებში 20მგ დოზით ლერკანიდიპინის დანიშვნისას პერორალურ მიდაზოლამთან ერთად ლერკანიდიპინის შეწოვა გაიზარდა (დაახლოებით 40%-ით), ხოლო შეწოვის სიჩქარე შემცირდა (tmax გახანგრძლივდა და შეადგინა 3 საათი 1,75 საათის ნაცვლად). მიდაზოლამის კონცენტრაცია არ შეიცვალა.

მეტოპროლოლი

ლერკანიდიპინის β-ბლოკატორთან მეტოპროლოლთან (რომელიც ძირითადად გამოიყოფა ღვიძლის მიერ) ერთად მიღებისას, მეტოპროლოლის ბიოშეღწევადობა უცვლელი დარჩა, ხოლო ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა შემცირდა 50%-ით. სავარაუდოდ, აღნიშნული ეფექტი ღვიძლში β-ბლოკატორებით გამოწვეული სისხლის მიმოქცევის შემცირების შედეგად ვითარდება, ამიტომ შეიძლება ასევე შეგვხვდეს ამ კლასის სხვა პრეპარატების გამოყენებისას. მიუხედავად ამისა, ლერკანიდიპინის დანიშვნა β-ბლოკატორებთან ერთად უსაფრთხოა.

ციმეტიდინი

დღე-ღამეში 800 მგ ციმეტიდინთან ერთად მიღება არ იწვევს ლერკანიდიპინის პლაზმური კონცენტრაციის მნიშვნელოვან ცვლილებებს, მაგრამ უფრო დიდი დოზების გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რადგან ლერკანიდიპინის ბიოშეღწევადობა და, შესაბამისად, მისი ჰიპოტენზიური მოქმედება, შეიძლება გაიზარდოს.

ფლუოქსეტინი

65 ± 7 წლის ჯანმრთელ მოხალისეებში (საშუალო მნიშვნელობა± სტანდარტული გადახრა) ჩატარებული ფლუოქსეტინის (CYP2D6-ისა და CYP3A4-ის ინჰიბიტორი) ურთიერთქმედების კვლევისას არ გამოვლინდა ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.

სიმვასტატინი

20მგ დოზით ლერკანიდიპინის 40მგ სიმვასტატინთან ერთად მრავალჯერადი გამოყენებისას, ლერკანიდიპინის AUC მნიშვნელობა შეიცვალა უმნიშვნელოდ, მაშინ, როდესაც სიმვასტატინის AUC მნიშვნელობა გაიზარდა 56%-ით, ხოლო მისი აქტიური მეტაბოლიტის β-ჰიდროქსიმჟავას ეს მნიშვნელობა - 28%-ით. საეჭვოა, რომ ამ ცვლილებებს ჰქონდეს კლინიკური მნიშვნელობა. ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის, თუ ლერკანიდიპინი მიიღება დილით, ხოლო სიმვასტატინი - საღამოს, ამ პრეპარატის ჩვენებების თანახმად.

ვარფარინი

ჯანმრთელ მოხალისეებში უზმოზე 20 მგ ლერკანიდიპინის მიღებამ არ იმოქმედა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.

პედიატრიული პოპულაცია

ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ ლერდაპრილის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან მაშინვე, როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს ლერდაპრილის ნაცვლად. ლერდაპრილი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ გამოიყენება ორსულობის მე-3 თვიდან , ვინაიდან ამ პერიოდში გამოყენებისას მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე.

ლაქტაცია

უთხარით ექიმს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი გამოკვების დაწყებას. ახალშობილების (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და განსაკუთრებით დღენაკლული ჩვილების ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის ლერდაპრილის გამოყენების პერიოდში. უფრო დიდი ასაკის ჩვილების შემთხვევაში, ექიმი გაგაცნობთ ლაქტაციის პერიოდში ლერდაპრილის გამოყენების სარგებლისა და რისკების შესახებ, სხვა მკურნალობებთან შედარებით.

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში თუ განვითარდა თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა ან ძილიანობა, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

ლერდაპრილი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოვლენები

დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ

რომელიმე ცალკეულ კომპონენტთან (ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი) დაკავშირებით დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები ასევე შეიძლება იყოს ლერდაპრილის პოტენციური გვერდითი ეფექტი, მაშინაც კი, თუ არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში ან პოსტმარკეტინგულ პერიოდში.

მხოლოდ ენალაპრილი:

ენალაპრილის გამოყენებისას დაფიქსირდა შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ორგანოთა სისტემა

ძალიან ხშირი

ხშირი

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

უცნობი სიხშირის

სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები

ანემია (მათ შორის აპლასტიკური და ჰემოლიზური ფორმები)

ნეიტროპენია, ჰემოგლობინის დაბალი დონე, დაბალი ჰემატოკრიტი, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, მიელოსუპრესია, პანციტოპენია, ლიმფადენოპათია, აუტოიმუნური დაავადებები

ენდოკრინული დარღვევები

ანტიდიურე

ზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომი (SIADH)

მეტაბოლური და კვებითი დარღვევები

ჰიპოგლიკემია (იხ. პუნქტი 4.4)

ნერვული სისტემისა და ფსიქიკური დარღვევები დარღვევები

თავის ტკივილი, დეპრესია

კონფუზია, ძილიანობა, უძილობა, ნერვოზულობა, პარესთეზია, ვერტიგო

ანომალიური სიზმრები, ძილის დარღვევა

დარღვევები თვალის მხრივ

მხედველობის დაბინდვა

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ

ტინიტუსი

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა მხრივ

თავბრუსხვევა

არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია), სინკოპე, ტკივილი გულმკერდის არეში , არითმიები, სტენოკარდია, ტაქიკარდია

ორთოსტატული ჰიპოტენზია, პალპიტაციები, მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი*,

სავარაუდოდ, ძალიან დაბალი არტერიული წნევის შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. პუნქტი 4.4)

რეინოს ფენომენი

რესპირატორული სისტემის, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები

ხველა

დისპნოე

რინორეა, ყელის ტკივილი და ხმის ჩახლეჩვა, ბრონქოსპაზმი

/ასთმა

ფილტვების ინფილტრატი, რინიტი, ალერგიული ალვეოლიტი/

ეოზინოფილური პნევმონია

გასტროინტესტინა

ლური დარღვევები

გულისრევა

დიარეა, მუცლის ტკივილი, გემოვნების შეგრძნების დარღვევა

ილეუსი, პანკრეატიტი, ღებინება, დისპეფსია, ყაბზობა, ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული

სტომატიტი/

აფთოზური

წყლული, გლოსიტი

ნაწლავის ანგიონე

ვროზული შეშუპება

ჰეპატობილიარული დარღვევები

ღვიძლის უკმარისობა, ჰეპატიტი - ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური, ჰეპატიტი, მათ შორის ნეკროზი, ქოლესტაზი (მათ შორის სიყვითლე)

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი, მომატებული მგრძნობელობა/

ანგიონევრო

ზული შეშუპება: დაფიქსირდა სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ყიის და/ან ხორხის ანგიონევრო

ზული შეშუპება (იხ. პუნქტი 4.4).

ძლიერი ოფლიანობა, ქავილი,

ჭინჭრის ციება, ალოპეცია

მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, პემფიგუსი, ერითროდერმია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

თირკმლის დისფუნქცია, თირკმლის უკმარისობა, პროტეინურია

ოლიგურია

დარღვევები

რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლის მხრივ

იმპოტენცია

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

ასთენია

დაღლილობა

კუნთების სპაზმი, სიწითლე, ტინიტუსი, სისუსტე, ცხელება

კვლევები

ჰიპერკალემია, შრატში კრეატინინის მომატება

სისხლში შარდოვანას დონის მომატება, ჰიპონატრიემია

ღვიძლის ფერმენტების მომატება, შრატში ბილირუბინის დონის მომატება

  • სიხშირე შედარდა კლინიკურ კვლევებში პლაცებოსა და აქტიური საკონტროლო ჯგუფების მაჩვენებლებთან.

დაფიქსირდა სიმპტომების ნაკრები, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ზოგიერთ ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს: ცხელება, სეროზიტი, ვასკულიტი, მიალგია/მიოზიტი, ართრალგია/ართრიტი, დადებითი ანტიბირთვული (ანტინუკლეარული) ანტისხეულები (ANA), მაღალი ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე), ეოზინოფილია და ლეიკოციტოზი. შეიძლება გამოვლინდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან სხვა დერმატოლოგიური გამოვლინებები.

მხოლოდ ლერკანიდიპინი:

კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში ყველაზე ხშირად დაფიქსირდა თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პერიფერიული შეშუპება, ტაქიკარდია, პალპიტაცია და წამოხურება, თითოეული მათგანი გამოვლინდა პაციენტების 1%-ზე ნაკლებში.

ორგანოთა სისტემა

არახშირი

იშვიათი

ძალიან იშვიათი

იმუნური სისტემის დარღვევები

მომატებული მგრძნობელობა

ფსიქიატრიული დარღვევები

ძილიანობა

ნერვული სისტემის დარღვევები

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა

დარღვევები გულის მხრივ

ტაქიკარდია, პალპიტაცია

სტენოკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

წამოხურება

სინკოპე

გასტროინტესტინალური დარღვევები

გულისრევა, დისპეფსია, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება

დარღვევები კანისა და

კანქვეშა ქსოვილის მხრივ

გამონაყარი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი

ქსოვილის მხრივ

მიალგია

დარღვევები თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

პოლიურია

ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები

პერიფერიული შეშუპება

ასთენია, დაღლილობა

პოსტმარკეტინგული გამოცდილებიდან მიღებული სპონტანური შეტყობინებებიდან, შემდეგი გვერდითი რეაქციები დაფიქსირდა ძალიან იშვიათად (<1/10000): ღრძილების ჰიპერტროფია, შრატში ღვიძლის ტრანსამინაზების დონის შექცევადი მატება, არტერიული ჰიპოტენზია, ხშირი შარდვა და ტკივილი გულმკერდის არეში.

ზოგიერთმა დიჰიდროპირიდინმა შეიძლება იშვიათ შემთხევვებში გამოიწვიოს გულის არეში ლოკალიზებული ტკივილი ან სტენოკარდია. ძალიან იშვიათად სტენოკარდიის მქონე პაციენტებს შეიძლება აღენიშნოთ ამ შეტევების გახშირება, გახანგრძლივება ან დამძიმება. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს მიოკარდიუმის ინფარქტი.

ლერკანიდიპინი არ ახდენს უარყოფით გავლენას სისხლში შაქრის ან შრატში ლიპიდების დონეებზე.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ

სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ შეტყობინებას შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მისი მეშვეობით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის სარგებლის/რისკის ბალანსის უწყვეტი მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებს ვთხოვთ, მოგვაწოდონ ინფორმაცია საეჭვო უკურეაქციების შესახებ დანართ V-ში მითთებული შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

ჭარბი დოზა

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ლერდაპრილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ მედიკამენტი. მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაცემა და არარეგულარული ან უფრო სწრაფი გულისცემა.

დოზის გამოტოვება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ დაგავიწყდათ ლერდაპრილის დოზის მიღება, არ მიაქციოთ ყურადღება გამოტოვებულს და ჩვეულებრივად განაგრძეთ დანიშნული დოზის მიღება.

ლერდაპრილის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ლერდაპრილით მკურნალობა თქვენი ინიციატივით ექიმის კონსულტაციის გარეშე.

აღნიშნულ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ მკურნალობისას განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს :

ალერგიული რეაქცია, რასაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება .

კანის ალერგიული რეაქცია, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გართულება, სიწითლე, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი , ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).

ლერდაპრილის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა; აღნიშნული გამოწვეულია არტერიული წნევის სწრაფი ვარდნის გამო და ამ დროს რეკომენდირებულია დაწოლა.

ლერდაპრილის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

ხველება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

ცვლილებები სისხლში, როგორიცაა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლში კალიუმის დონის მატება, აღგზნებადობა (შფოთვა), თავბრუსხვევა ადგომისას, ვერტიგო, გახშირებული გულისცემა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (პალპიტაციები), სახის, კისრის ან ზედა გულმკერდის უეცარი გაწითლება, დაბალი არტერიული წნევა, ტკივილი მუცლის არეში, კონსიპაცია, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება , კანის სიწითლე, ტკივილი სახსრებში, გახშირებული შარდვა, სისუსტე, დაღლილობა, წამოცხელება, კოჭის შეშუპება.

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

ანემია, ალერგიული რეაქციები, ყურებში ხმაურის შეგრძნება, კოლაფსი ძალიან დაბალი წნევის გამო, ყელის სიმშრალე, ყელის ტკივილი, დისპესია , ენაზე მარილიანობის შეგრძნება, დიარეა, პირის სიმშრალე, ტუჩებისა და ღრძილების შეშუპება, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ღამით შარდვა, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, იმპოტენცია .

მარტო ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის მიღებისას გამოვლენილი დამატებითი გვერდითი მოვლენები

ენალაპრილი

ძალიან ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ხველება, გულისრევა, სისუსტე

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

დეპრესია, გულის წასვლა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია , ჰაერის უკმარისობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, სისხლში კალიუმის დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება (ჩვეულებრივ ვლინდება ანალიზის საფუძველზე).

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

ანემია (მათ შორის აპლასტიკური და ჰემოლიზური), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, დაბნეულობა, უძილობა ან ძილიანობა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები, გულის შეტევა (ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო გარკვეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემები), ინსულტი (ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო გარკვეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში), სურდო, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ასთმა, ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების შენელება, პანკრეასის ანთება, დისპესია , კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, წყლული , ანორექსია, გაზრდილი ოფლიანობა, ქავილი , ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის მაღალი დონე, იმპოტენცია, კუნთების სპაზმი, უგუნებობა, მაღალი ტემპერატურა (სიცხე), სისხლში შაქრის და ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე (სისხლის ანალიზის საფუძველზე).

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

ცვლილებები სისხლში, როგორიცაა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის ქმედების დახშობა, ავტოიმუნური დაავადებები, უცნაური სიზმრები ან ზილთან დაკავშირებული პრობლემები, რეინოს ფენომენი (როცა თქვენი ფეხები და ხელები თეთრდება, თითები ცივი ხდება სისხლის ნაკადის დაქვეითების გამო) ფილტვის ინფილტრატები, ცხვირის ღრუს ანთება, პნევმონია, ენის შეშუპება, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე, (კანის ან თვალების სიყვითლე), ბილირუბინის მომატებული დონე (სისხლის ანალიზის საფუძველზე), მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამრობითი სქესის პაციენტებში.

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10, 000- დან 1 პაციენტში ):

ნაწლავის შეშუპება (ნაწლავის ანგიოედემა).

უცნობი (სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე ):

ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი გამოყოფა, რაც იწვევს სითხის შეკავებას, რის შედეგადაც ვითარდება სისუსტე, დაღლილობა ან დაბნეულობა.

გამოვლენილი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, სისხლძარღვების ანთება (სეროზიტი /ვასკულიტი), კუნთების ტკივილი (მიალგია/მიოზიტი), სახსრების ტკივილი (ართრალგია/ართრიტი). შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან კანის სხვა დაავადებები.

ლერკანიდიპინი

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), გულისრევა, გულძმარვა , კუნთების ტკივილი

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10, 000- დან 1 პაციენტში ):

ტკივილი გულმკერდის არეში.

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია, მოსალოდნელია შეტევების სიხშირის, ხანგრძლივობის გაზრდა, გართულება. შეიძლება გამოვლინდეს გულის შეტევების ცალკეული შემთხვევები.

ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.

ლერდაპრილის შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ლერდაპრილი ბლისტერსა და კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

შეინახეთ 300C-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცვად.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 7.64 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.

აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 20მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 15.29 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.

სხვა ინგრედიენტებია:

შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი

გარსი:

[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]: თეთრი ოპადრი II 85F18422 შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი

[ვრცელდეა მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]: ყვითელი ოპადრი II 85F32645, შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ლერდაპრილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ლერდაპრილი 10 მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9.5x 7.5მმ დიამეტრი.

ლერდაპრილი 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9 მმ დიამეტრი.

წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში (Al/OPA/PVC/AL)

შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა შეფუთვის ზომა არ შეიძლება აღინიშნოს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნიუ ფარმ გრუპი

საქართველო, თბილისი, 0119, ი. ევდოშვილის ქ. #18

ბეჭედდასმულია

მწარმოებელი:

Balkanpharma - Dupnitsa AD

ბულგარეთი, დუპნიცა 2600, სამოკოვსკო შოსეს ქ.#3

აღნიშნული ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 10/2023

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დასაცავად.

შეფუთვა

ბლისტერი: Al/OPA/PVC/AL ფოლგა

შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა ზომის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ნარჩენების განკარგვა

არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოთხოვნებს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

შპს „ნიუ ფარმ გრუპი“

საქართველო, თბილისი,0119, ევდოშვილის ქ.#18

სავაჭრო ლიცენზიის ნომერი:

პირველი რეგისტრაციის/ განახლებული რეგისტრაციის თარიღი

ტექსტის გადახედვის თარიღი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: აგფ ინჰიბიტორები და კალციუმის არხების ბლოკატორები: ენალაპრილი და ლერკანიდიპინი, ათქ კოდი: C09BB02.

ლერდაპრილი არის აგფ ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხების ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) (ორი ანტიჰიპერტენზიული ნაერთი მოქმედების დამატებითი მექანიზმებით) ფიქსირებული დოზის კომბინაცია, ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში არტერიული წნევის კონტროლისთვის.

ენალაპრილი

ენალაპრილის მალეატი წარმოადგენს ორი ამინომჟავის (L-ალანინი და L-პროლინის) დერივატივის, ენალაპრილის მალეატის მარილს. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტი (აგფ) წარმოადგენს პეპტიდილ დიპეპტიდაზას, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ვაზოკონსტრიქციული ეფექტის მქონე ანგიოტენზინ II-ად. აბსორბციის შემდეგ ენალაპრილი ჰიდროლიზდება ენალაპრილატად, რომელიც აინჰიბირებს აგფ-ს. აგფ-ს ინჰიბირება იწვევს პლაზმაში ანგიოტენზინი II-ის დონის შემცირებას და შედეგად, პლაზმური რენინის აქტივობის მომატებას (რენინის სეკრეციაზე ნეგატიური უკუკავშირის მოხსნის გამო) და ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას.

ვინაიდან, აგფ არის კინინაზა II-ის იდენტური, ენალაპრილმა შეიძლება, ასევე დაბლოკოს ბრადიკინინის, ძლიერი ვაზოდეპრესორული (სისხლძარღვების გამაფართოებელი) პეპტიდის, დეგრადაცია. თუმცა მოცემული ეფექტის როლი ენალაპრილის თერაპიულ მოქმედებაში ჯერ შესწავლილი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ რომ მექანიზმი, რომლის შედეგადაც ენალაპრილი აქვეითებს არტერიულ წნევას, ძირითადად მდგომარეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის დათრგუნვაში, რომელიც მთავარ როლს თამაშობს არტერიული წნევის რეგულაციაში; ენალაპრილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ვლინდება ისეთ პაციენტებშიც კი, რომელთაც აქვთ ჰიპერტენზია რენინის დაბალი კონცენტრაციით.

ენალაპრილის დანიშვნა არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ამცირებს არტერიულ წნევას როგორც მწოლიარე, ასევე მდგომარე პოზიციაში და აგრეთვე არ იწვევს გულის რითმის მნიშვნელოვან აჩქარებას.

სიმპტომური ორთოსტაზური ჰიპოტენზია იშვიათია. ზოგიერთ პაციენტში არტერიული წნევის ოპტიმალური შემცირების მიღწევას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმეკვირიანი თერაპია. ენალაპრილის მიღების უეცარი შეწყვეტა არ უკავშირდება არტერიული წნევის სწრაფ ზრდას.

აგფ-ის აქტივობის ეფექტური დათრგუნვა ჩვეულებრივ ვლინდება ენალაპრილის ერთჯერადი დოზის პერორალური მიღებიდან 2-4 საათში. ანტიჰიპერტენზიული მოქმედების დაწყება ჩვეულებრივ აღინიშნა ერთ საათში, ხოლო არტერიული წნევის პიკური შემცირება მიღწეულ იქნა მიღებიდან 4-6 საათში. ეფექტის ხანგრძლივობა დაკავშირებულია დოზასთან. თუმცა, რეკომენდებული დოზების მიღების დროს ჰიპოთენზიური და ჰემოდინამიკური ეფექტები ნარჩუნდება სულ მცირე 24 საათის განმავლობაში.

ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ჰემოდინამიკური კვლევების დროს არტერიული წნევის დაქვეითებას თან ახლდა პერიფერიული არტერიული რეზისტენტობის შემცირება გულის წუთობრივი მოცულობის მატებასთან ერთად და გულისცემის მცირე ცვლილებით ან ცვლილების გარეშე. ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა თირკმელში სისხლის ნაკადის მიწოდება; გორგლისებური ფილტრაცია იყო უცვლელი. არ გამოვლენილა ნატრიუმის ან წყლის შეკავების

ნიშნები. თუმცა, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობის დაწყებამდე გორგლისებური ფილტრაციის მაჩვენებლები დაბალი ჰქონდათ, მაჩვენებლები, ჩვეულებრივ, გაიზარდა.

მოკლევადიანი კლინიკური კვლევების დროს თირკმლის დაავადების მქონე დიაბეტიან და არადიაბეტიან პაციენტებში, ენალაპრილის მიღების შემდეგ აღინიშნა ალბუმინურიის და შარდში IgG-ისა და შარდის საერთო ცილის გამოყოფის შემცირება.

ორი დიდი, რანდომიზებული, კონტროლირებადი კვლევისას (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trail) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropaty in Diabetes)) შესწავლილ იქნა აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების კომბინაციაში გამოყენება.

ONTARGET კვლევაში მონაწილეობას ღებულობდნენ პაციენტები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულარული დაავადებები, აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, ორგანოების გამოხატული დაზიანებით. VA NEPHRON-D კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, და დიაბეტური ნეფროპათია.

აღნიშნულმა კვლევებმა არ გამოავლინა მნიშვნელოვანი სასარგებლო ეფექტი კლინიკურ შედეგებზე თირკმელების და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემების ან ლეტარული შედეგის თვალსაზრისით, ხოლო, მონოთერაპიასთან შედარებით, დაფიქსირდა ჰიპერკალემიის, თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევის და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ვრცელდება სხვა აგფ ინჰიბიტორებსა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებზეც.

აქედან გამომდინარე, აგფ ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ALTITUDE კვლევა (Aliskiren Trial in Type 2 Dibetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints) იკვლევდა აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების სტანდარტულ თერაპიაში ალისკირენის დამატების სარგებელს იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 2, თირკმელების ქრონიკული დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ან დაავადებების ორივე ტიპი. გვერდითი მოვლენების გაზრდილი რისკის გამო, კვლევა ვადამდე ადრე შეწყდა. გულსისხლძარღვთა ან ინსულტის მიზეზით ლეტალური შედეგი უფრო ხშირად ვლინდებოდა ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ანალოგიურად, გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალემია, ჰიპოტენზია და თირკმლის ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირი იყო ალისკირენის მიმღებ ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

ლერკანიდიპინი

ლერკანიდიპინი არის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტი, რომელიც თრგუნავს კალციუმის ტრანსმემბრანულ ნაკადს გულის კუნთსა და გლუვ კუნთებში. ჰიპოტენზიური მოქმედება დაფუძნებულია პირდაპირ რელაქსაციურ ზემოქმედებაზე, რომელსაც ახდენს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე, რის შედეგადაც ხდება საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაქვეითება. მიუხედავად პლაზმიდან მისი ფარმაკოკინეტიკური ნახევარგამოყოფის ხანმოკლე პერიოდისა, ლერკანიდიპინს გააჩნია პროლონგირებული ჰიპოტენზიური მოქმედება მემბრანული გაყოფის მაღალი კოეფიციენტის შედეგად და არ გააჩნია უარყოფითი ინოტროპული მოქმედება მისი მაღალი სისხლძარღვოვანი სელექციურობის გამო.

ვინაიდან ლერკანიდიპინით გამოწვეული ვაზოდილატაცია ხდება თანდათანობით, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში იშვიათად აღინიშნება მწვავე არტერიული ჰიპოტენზია რეფლექსური ტაქიკარდიით.

სხვა ასიმეტრიული 1,4-დიჰიდროპირიდინების მსგავსად, ლერკანიდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება ძირითადად განპირობებულია მისი (S)-ენანტიომერით.

ენალაპრილი/ლერკანიდიპინი

ამ ნივთიერებების კომბინაციას აქვს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული ეფექტი, რომელიც არტერიულ წნევას ამცირებს უკეთ, ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე კომპონენტი.

ლერდაპრილი 10 მგ/10 მგ

ძირითადი, ორმაგ- ბრმა, III ფაზის დამატებით კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 342 პირი, რომლებიც არ რეაგირებდნენ 10 მგ ლერკანიდიპინზე ( SDBP 95-114 და SSBP 140-189მმ ვწყ.სვ.), 12-კვირიანი მკურნალობის შემდეგ 10მგ ენალაპრილის /10მგ ლერკანიდიპინის კომბინაციის მიღებისას SSBP-ს შემცირება 5.4 მმ.ვწყ.სვ.-ით აღემატებოდა მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინის მიღებისას დაფიქსირებულ მაჩვენებელს (-7.7 მმ ვწყ. სვ. vs -2.3მმ ვწყ. სვ. p<0.001). ასევე, კომბინაციის მიღებისას SDBP-ის შემცირება 2.8 მმ.ვწყ.სვ.-ით აღემატებოდა მონოთერაპიის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელს (-7.1მმ.ვწყ.სვ. vs -4.3 მმ.ვწყ.სვ., p<0.001). რეაგირების შემთხვევაში მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი იყო კომბინირებული თერაპიის დროს, ვიდრე მონოთერაპიის დროს: 41% vs 24% (p <0.001) SSBP-სთვის და 35% vs 24%(p = 0.032) SDBP-სთვის. კომბინირებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში აღინიშნა SSBP-ისა (39% vs 22%, p <0.001) და SDBP-ის (29% vs 19%, p = 0.023) ნორმალიზება, მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით. ამ კვლევის ღია, გრძელვადიანი შემდგომი ფაზის დროს, 20 მგ ენალაპრილი /10 მგ ლერკანიდიპინის კომბინაციის ტიტრაცია დასაშვები იყო >140/90 მმ ვწყ. სვ. არტერიული წნევის პირობებში: ტიტრაცია მოხდა 133/221 პაციენტში და SDBP ნორმალიზდა ტიტრირების შემდეგ ამ შემთხვევების 1/3-ში.

ლერდაპრილი 20 მგ/10 მგ

ძირითადი, ორმაგ- ბრმა, III ფაზის დამატებით კლინიკური კვლევის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 327 პირი, რომლებიც არ რეაგირებდნენ 20 მგ ენალაპრილზე (SDBP 95-114 და SSBP 140-189მმ ვწყ.სვ.), პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ 20 მგ ენალაპრილს /10 მგ ლერკანიდიპინს, SSBP (-9.8 vs -6.7 მმ ვწყ.სვ., p=0.013) და SDBP (-9.2 vs. -7.5 მმ ვწყ.სვ., p=0.015) მნიშვნელოვნად შემცირდა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც გადიოდნენ მონოთერაპიას. რეაგირების შემთხვევაში მაჩვენებელი არ იყო მნიშვნელოვნად მაღალი კომბინირებული თერაპიის დროს, ვიდრე მონოთერაპიის დროს: (53% vs 43%, p=0.076 SDBP-თვის და 41% vs 33%, p=0.116 SSBP-თვის) და კომბინირებულ მკურნალობაზე მყოფი პაციენტების არცთუ მნიშვნელოვნად დიდ ნაწილში აღინიშნა SDBP-ისა (48% vs 37%, p = 0.055) და SSBP-ის (33% vs 28%, p <0.325) ნორმალიზება, მონოთერაპიაზე მყოფ პაციენტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის ერთდროული გამოყენებისას ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ დაფიქსირებულა.

ენალაპრილის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

შიგნით მისაღები ენალაპრილი სწრაფად შეიწოვება, შრატში ენალაპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 1 საათის განმავლობაში. შარდში გამოყოფილი კონცენტრაციიდან გამომდინარე ორგანიზმში შეიწოვება ტაბლეტში შემავალი ენალაპრილის მალეატის 60%. კუჭ-ნაწლავში საკვების არსებობა არ მოქმედებს შიგნით მისაღები ენალაპრილის მალეატის აბსორბციაზე.

განაწილება

შეწოვის შემდეგ, პერორალურად მიღებული ენალაპრილი სწრაფად და ინტენსიურად ჰიდროლიზდება ენალაპრილატად (ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი). ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მიიღწევა ენალაპრილის მალეატის პერორალური მიღებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ. ენალაპრილის დოზის მრავალჯერადი მიღების შემდეგ აკუმულირებული ენალაპრილატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 11 საათს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში ენალაპრილატის წონასწორული კონცენტრაცია შრატში მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი დღის შემდეგ.

თერაპიულად მნიშვნელოვანი კონცენტრაციების ფარგლებში ენალაპრილატის შეკავშირება ადამიანის პლაზმის ცილებთან არ აღემატება 60%-ს.

ბიოტრანსფორმაცია

თუ არ ჩავთვლით ენალაპრილატამდე გარდაქმნას, ენალაპრილის მალეატი არ განიცდის მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს.

ელიმინაცია

ენალაპრილატი ძირითადად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. შარდში გამოყოფილი ნივთიერებებიდან ძირითადია ენალაპრილატი, რომელიც შეადგენს მიღებული დოზის 40%-ს და შეუცვლელი ენალაპრილი (დაახლოებით 20%).

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

ენალაპრილისა და ენალაპრილატის ზემოქმედება იზრდება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. დღეში ერთხელ 5 მგ-ს მიღების შემდეგ თირკმლის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 40-60 მლ/წთ), ენალაპრილატის AUC წონასწორულ მდგომარეობაში დაახლოებით ორჯერ მეტი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი ≤ 30 მლ/წთ), AUC გაიზარდა დაახლოებით 8-ჯერ. თირკმლის ასეთი ხარისხის უკმარისობის დროს ენალაპრილის მალეატის რამდენჯერმე მიღების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ხოლო სტაბილური კონცენტრაციის მიღწევის დრო იზრდება (იხ. პუნქტი 4.2).

სისხლის მიმოქცევიდან ენალაპრილატი შეიძლება გამოიდევნოს ჰემოდიალიზის გზით. კლირენსი დიალიზის დროს არის 62 მლ/წთ.

ლაქტაცია:

მშობიარობის შემდეგ ხუთ ქალში 20 მგ ერთჯერადი პერორალური დოზის გამოყენებისას, რძეში ენალაპრილის საშუალო პიკური დონე იყო 1,7 მკგ/ლ (დიაპაზონი 0,54- 5,9 მკგ/ლ) დოზის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ. ენალაპრილატის საშუალო პიკური დონე იყო 1,7 მკგ/ლ (დიაპაზონი, 1,2-დან 2,3 მკგ/ლ-მდე); პიკების გამოვლენა 24 საათის განმავლობაში სხვადასხვა დროს მოხდა. რძეში პიკური დონის მონაცემების გამოყენებით, მხოლოდ ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილის მიერ სავარაუდო მაქსიმალური მიღება იქნება დედის წონაზე მორგებული დოზის დაახლოებით 0.16%. 11 თვის განმავლობაში დღეში 10მგ ენალაპრილის პერორალურად მიღებისას, რძეში ენალაპრილის პიკური კონცენტრაცია 2 მკგ/ლ დაფიქსირდა დოზის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, ხოლო ენალაპრილატის მაქსიმალური კონცენტრაცია 0,75 მკგ/ლ დაფიქსირდა დოზის მიღებიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ. ენალაპრილისა და ენალაპრილატის საერთო რაოდენობამ რძეში 24 საათის განმავლობაში შეადგინა რძის 1.44მკგ/ლ და 0,63 მკგ/ლ, შესაბამისად. რძეში ენალაპრილატის დონე არ გამოვლინდა (<0.2 მკგ/ლ) 4 საათში ენალაპრილის ერთჯერადი 5მგ დოზის გამოყენებისას ერთ დედაში და 10მგ-ის გამოყენებისას ორ დედაში; ენალაპრილის დონე ვერ განისაზღვრა.

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

ლერკანიდიპინი პერორალური მიღების შემდეგ მთლიანად შეიწოვება და სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 1.5-3 საათის შემდეგ.

ლერკანიდიპინის ორი ენანტიომერი ავლენს პლაზმის კონცენტრაციის მსგავს პროფილს: მათი მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია, (S)-ენანტიომერის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია და AUC საშუალოდ 1,2-ჯერ მაღალია, ხოლო ორივე ენანტიომერის ნახევარგამოყოფის პერიოდი პრაქტიკულად ერთნაირია. ენანტიომერების ერთმანეთში ურთიერთგარდაქმნა in vivo არ აღინიშნა.

ღვიძლში პირველად გავლის შემდეგ ინტენსიური მეტაბოლიზმის შედეგად კვების შემდეგ მიღებული ლერკანიდიპინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%-ს; ამასთან, ბიოშეღწევადობა სამჯერ მცირდება ჯანმრთელი მოხალისეების მიერ უზმოზე მიღებისას.

ლერკანიდიპინის პერორალური გამოყენების შემდეგ ბიოშეღწევადობა იზრდება 4-ჯერ, თუ მიიღება ძალიან ცხიმიანი საკვების მიღებიდან არაუგვიანეს 2 საათის შემდეგ. ამიტომ, პრეპარატი უნდა იქნას მიღებული ჭამის წინ.

განაწილება

პლაზმიდან ქსოვილებსა და ორგანოებში განაწილება ხდება სწრაფად და ექსტენსიურად.

შრატის ცილებთან ლერკანიდიპინის შეკავშირების ხარისხი აღემატება 98%-ს. იმის გამო, რომ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობისას პლაზმის ცილების დონე ქვეითდება, შეიძლება გაიზარდის თავისუფალი პრეპარატის ფრაქცია.

ბიოტრანსფორმაცია

ლერკანიდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება CYP3A4 ფერმენტით; საწყისი ნივთიერების სახით არ ხვდება არც შარდში და არც განავალში. ის უპირატესად გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად და დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით.

ადამიანის ღვიძლის მიკროსომებით in vitro ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი ავლენს CYP3A4-ის და CYP2D6-ის ფერმენტების გარკვეული ხარისხის ინჰიბირებას შესაბამისად 160 და 40-ჯერ მეტი კონცენტრაციისას, ვიდრე კონცენტრაციები, რომლებიც მაქსიმალურად მიიღწეოდა პლაზმაში 20 მგ-ის მიღების შემდეგ.

გარდა ამისა, ადამიანებში ურთიერთქმედების კვლევებმა აჩვენა, რომ ლერკანიდიპინი არ ცვლის მიდაზოლამის (CYP3A4-ის ტიპიური სუბსტრატი) ან მეტოპროლოლის (CYP2D6-ის ტიპიური სუბსტრატი) პლაზმურ კონცენტრაციებს. ამიტომ, CYP3A4-ით ან CYP2D6-ით მეტაბოლიზებული პრეპარატების ბიოტრანსფორმაციის ინჰიბირება ლერკანიდიპინის თერაპიული დოზებით მოსალოდნელი არ არის.

ელიმინაცია

ელიმინაცია ძირითადად ხდება ბიოტრანსფორმაციის გზით.

ნახევარგამოყოფის საშუალო ტერმინალური პერიოდი შეადგენს 8-10 საათს, ხოლო თერაპიული მოქმედება გრძელდება 24 საათის განმავლობაში, რაც დაკავშირებულია პრეპარატის ინტენსიურ შეკავშირებასთან ლიპიდურ მემბრანებთან. განმეორებითი გამოყენებისას კუმულაცია არ აღინიშნება.

ხაზოვნება/არახაზოვნება

ლერკანიდიპინის პერორალური მიღებისას პლაზმაში ლერკანიდიპინის კონცენტრაცია არ არის დოზის პირდაპირპროპორციული (არახაზოვანი კინეტიკა). 10, 20 ან 40 მგ-ის მიღების შემდეგ, პლაზმაში აღნიშნული კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობების თანაფარდობა წარმოადგენს 1:3:8, ხოლო მრუდის ქვეშ ფართობი „კონცენტრაცია პლაზმაში - დრო“ - 1:4:18, რაც მიუთითებს მეტაბოლიზმის პროგრესირებად გაჯერებაზე ღვიძლში პირველად გავლისას. შესაბამისად, ბიოშეღწევადობა იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

ლერკანიდიპინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში, ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში, პაციენტების საერთო პოპულაციაში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მსგავსია; თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის კონცენტრაცია აღმოჩნდა უფრო მაღალი (დაახლოებით 70%). ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ლერკანიდიპინის სისტემური ბიოშეღწევადობა, სავარაუდოდ, იზრდება, რადგან ჩვეულებრივ ღვიძლში ის განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

ენალაპრილი/ლერკანიდიპინის კომბინაცია

ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის ფიქსირებული დოზის კომბინაციის ტოქსიკური პოტენციალი შეფასდა 3-თვიან კვლევაში ვირთხებში პერორალურად გამოყენების შემდეგ და გენოტოქსიურობის ორი კვლევის საფუძველზე. კომბინაციამ არ შეცვალა ორი ცალკეული კომპონენტის ტოქსიკოლოგიური პროფილი.

ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია ორი ცალკეული კომპონენტის, ენალაპრილისა და ლერკანიდიპინის შესახებ.

ენალაპრილი

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.

რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებმა აჩვენა, რომ ენალაპრილი არ ახდენს გავლენას ვირთხების ფერტილობაზე ან რეპროდუქციულ ფუნქციებზე და არ არის ტერატოგენული. კვლევის ფარგლებში დედალ ვირთხებში შეჯვარებამდე და გესტაციის პერიოდში დოზის გამოყენებისას ნაშიერების სიკვდილიანობის გაზრდილი სიხშირე დაფიქსირდა ლაქტაციის პერიოდში. ნაერთი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა რძეში. დადგენილია, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებს, როგორც კლასს, აქვს არასასურველ მოქმედება ნაყოფის განვითარებაზე, რაც იწვევს ნაყოფის სიკვდილს და თანდაყოლილ დეფექტებს, განსაკუთრებით თავის ქალასთან დაკავშირებით. ასევე დაფიქსირდა ფეტოტოქსიურობა, საშვილოსნოსშიდა ზრდა-განვითარების შეფერხება და ღია არტერიული სადინარი (PDA). ითვლება, რომ განვითარების ეს დარღვევები ნაწილობრივ განპირობებულია აგფ ინჰიბიტორების პირდაპირი მოქმედებით ნაყოფის რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე და ნაწილობრივ დედის ჰიპოტენზიით გამოწვეული იშემიით და საშვილოსნო-პლაცენტური სისხლის მიმოქცევის დარღვევითა და ჟანგბადის/კვებითი ნივთიერებების ნაყოფისთვის მიწოდების შემცირებით.

ლერკანიდიპინი

არაკლინიკურმა მონაცემებმა არ გამოავლინა განსაკუთრებული საფრთხე ადამიანისთვის უსაფრთხოების ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის სტანდარტული კვლევების საფუძველზე.

ვირთხებსა და ძაღლებში ჩატარებულ გრძელვადიან კვლევებში დაფიქსირებული შესაბამისი ეფექტები პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო კალციუმის არხების ბლოკატორების დიდი დოზების ცნობილ ეფექტებთან, რაც უპირატესად ასახავს გაზრდილ ფარმაკოდინამიკურ აქტივობას.

ლერკანიდიპინით მკურნალობას არ ჰქონდა გავლენა ვირთხების ფერტილობაზე ან საერთო რეპროდუქციულ ფუნქციაზე, მაგრამ მაღალი დოზებით გამოყენებამ გამოიწვია ემბრიონის პრე- და პოსტიმპლანტაციური დაკარგვა, ასევე, ნაყოფის განვითარების შეფერხება. ვირთხებსა და კურდღლებში რაიმე ტერატოგენული მოქმედების ნიშნები არ გამოვლენილა, მაგრამ სხვა დიჰიდროპირიდინები აღმოჩნდა ტერატოგენული ცხოველებში. მშობიარობის დროს ლერკანიდიპინის მაღალი დოზების (12მგ/კგ/დღე-ღამეში) შეყვანა იწვევდა დისტოციას.

მაკე ცხოველების ორგანიზმში ლერკანიდიპინის ან/და მისი მეტაბოლიტების განაწილების პროცესი და მათი რძეში გადასვლა შესწავლილი არ არის.

ფარმაცევტული მონაცემები

შემავსებლების ჩამონათვალი

ტაბლეტის ბირთვი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი (A ტიპი), ნატრიუმის წყალბადის კარბონატი.

ტაბლეტის გარსი:

[10 მგ/10 მგ] Opadry II White 85F18422, რომელიც შეიცავს: პოლივინილალკოჰოლს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს/PEG 3350, ტალკს.

[20 მგ/10 მგ] Opadry II Yellow 85F32645, რომელიც შეიცავს: პოლივინილალკოჰოლს, ტიტანის დიოქსიდს (E171), მაკროგოლს/PEG 3350, ტალკს, რკინის ყვითელ ოქსიდს (E172).

შეუთავსებლობა

არ არის ცნობილი.

ვარგისიანობის ვადა

[10 მგ/10 მგ-თვის] 2 წელი

[20 მგ/10 მგ-თვის] 2წელი.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ლერდაპრილი (LERDAPRILE ) 10 მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები

ლერდაპრილი (LERDAPRILE) 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები

ენალაპრილის მალეატი/ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგანაც ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული მედიკამენტი დაგენიშნათ თქვენ. არ მისცეთ სხვებს. შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხევაშიც კი თუ მათი სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შემთხვევაში, ან თუ შენიშნეთ გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აქ აღწერილი, გთხოვთ დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს. იხილეთ ქვეთავი 4 .

შინაარსი:

რა არის ლერდაპრილი და რა დროს გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ლერდაპრილის მიღებამდე

ლერდაპრილის მიღების წესი

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ლერდაპრილის შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის ლერდაპრილი და რა დროს გამოიყენება

ლერდაპრილი არის აგფ-ინჰიბიტორის (ენალაპრილი) და კალციუმის არხის ბლოკატორის (ლერკანიდიპინი) ფიქსირებული კომბინაცია, აღნიშნული ორი პრეპარატი ახდენს არტერიული წნევის დაწევას.

[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]

ლერდაპრილი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 10მგ ლერკანიდიპინით.

[ვრცელდება მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]

ლერდაპრილი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ იმ მოზრდილ პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა ადექვატურად არ კონტროლდება მხოლოდ 20მგ ენალაპრილით.

ლერდაპრილი არ გამოიყენება ჰიპერტენზიის საწყისი მკურნალობისათვის.

რა უნდა იცოდეთ ლერდაპრილის მიღებამდე

არ მიიღოთ ლერდაპრილი:

თუ ხართ ალერგიული ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი მოცემულია ქვეთავში 6)

თუ ხართ ალერგიული ლერდაპრილში შემავალი ნივთიერებების მსგავსი ტიპის პრეპარატების, მაგ. აგფ ინჰიბიტორების ან კალციუმის არხის ბლოკატორების მიმართ.

თუ აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ ოდესმე გქონიათ სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც გამოიწვია ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება (ანგიოედემა) ან როდესაც მიზეზი არ იყო ცნობილი.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის სერიოზული პრობლემები და იღებთ ალისკირენის შემცველ წნევის დამწევ საშუალებებს.

თუ ხართ სამ თვეზე მეტი ხნის ორსული (უმჯობესია თავი შეიკავოთ ლერდაპრილის მიღებისგან ორსულობის ადრეულ ეტაპზეც – იხილეთ ქვეთავი ორსულობის შესახებ).

თუ გაწუხებთ გულის დაავადებები:

გულიდან სისხლის ნაკადის ობსტრუქცია, მათ შორის აორტის სარქვლის შევიწროება .

არანამკურნალები გულის უკმარისობა.

დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში მოსვენებულ მდგომარეობაში ან გაუარესებული ან უფრო ხშირი შეტევები (არასტაბილური სტენოკარდია ).

გულის შეტევიდან ერთი თვის განმავლობაში (მიოკარდიუმის ინფარქტი).

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული პრობლემები ან თუ იმყოფებით დიალიზზე.

თუ აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები.

თუ იღებთ ღვიძლის მეტაბოლიზმის ინჰიბიტორებს, როგორიცაა:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ. კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი).

მაკროლიდური ანტიბიოტიკები (მაგ, ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი).

ანტივირუსული საშუალებები (მაგ. რიტონავირი).

თუ იმავდროულად იღებთ ციკლოსპორინს.

გრეიპფრუტთან ან გრეიპფრუტის წვენთან ერთად.

გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

ლერდაპრილის მიღებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს. უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს:

თუ გაქვთ დაბალი არტერიული წნევა (თუ აღგენიშნებათ გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ფეხზე დგომისას).

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ ღებინება ან დიარეა.

თუ იმყოფებით დიეტაზე მარილის შეზღუდვით, იღებთ კალიუმის დანამატებს, კალიუმის შემნახველ საშუალებებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს.

თუ ხართ 70 წლის ზემოთ ასაკის.

თუ გაწუხებთ გულის დაავადებები.

თუ აღგენიშნებათ თავის ტვინში სისხლის ნაკადის დარღვევა.

თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები (მათ შორის თირკმლის ტრანსპლანტაცია ).

თუ დიალიზით მკურნალობთ.

თუ აღგენიშნებათ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ აღინიშნება სხვადასხვა ხარისხის სისხლის თეთრი უჯრედების დაქვეითება (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) ან ერითროციტების რაოდენობის შემცირება (ანემია).

თუ აღგენიშნებათ კოლაგენური ვასკულარული დაავადება (მაგ.: წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი ან სკლეროდერმა), გადიხართ მკურნალობას, რომელიც თრგუნავს თქვენს იმუნურ სისტემას, ღებულობთ ისეთ მედიკამენტებს, როგორიცაა ალოპურინოლი ან პროკაინამიდი ან მათი ნებისმიერი სახის კომბინაციას.

თუ ხართ ფერადკანიანი, უნდა იცოდეთ, რომ ფერადკანიანებში აგფ ინჰიბიტორების მიღების შემდეგ მაღალია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი, რასაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი.

თუ განვითარდა პერსისტენტული მშრალი ხველა.

თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შეიძლება დაორსულდეთ), არ არის რეკომენდებული ლერდაპრილის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ გამოიყენება ორსულობის მესამე თვიდან, ვინაიდან მედიკამენტმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს (იხ. პუნქტი ორსულობის შესახებ).

თუ ღებულობთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებებს:

ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) (ცნობილი ასევე როგორც „სარტანები“ – მაგალითად, ვალსარტანი, ტელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები დიაბეტის გამო;

ალისკირენი.

თუ თქვენ ღებულობთ შემდეგ მედიკამენტებს, ანგიოედემას (ხორხის არეში კანქვეშა ქსოვილების შეშუპება) რისკი იზრდება:

სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები

(გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად).

მკურნალმა ექიმმა შეიძლება რეგულარულად დაგინიშნოთ ანალიზის გაკეთება თირკმელების ფუნქციონირების, სისხლის წნევისა და სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) რაოდენობის შესამოწმებლად.

ასევე იხილეთ ქვეთავი „არ მიიღოთ ლერდაპრილი“.

უნდა იცოდეთ, რომ აღნიშნული პრეპარატის მიღება ფერადკანიან პაციენტებში ნაკლებ ეფექტურად აქვეითებს არტერიულ წნევას თეთრკანიან პაციენტებთან შეხდარებით .

თუ ახლო მომავალში აპირებთ შემდეგი პროცედურის ჩატარებას, უთხარით ექიმს, რომ იღებთ ლერდაპილის:

ქირურგიული ოპერაცია ან ანესთეზია (მათ შორის სტომატოლოგიური ანესთეზია)

სისხლიდან ქოლესტერინის აპარატული გამოდევნა ( LDL აფერეზი)

დესენსიბილიზაციის კურსი ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის ალერგიული ეფექტის შემცირების მიზნით.

დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას:

კანის და ლორწოვანი გარსების სიყვითლე (იხილეთ ქვეთავი 4).

აღნიშნულ შემთხვევაში შეწყვიტეთ ლერდაპრილის მიღება და მიმართეთ ექიმს.

ბავშვები და მოზარდები

აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, რამდენადაც პრეპარატის მოქმედების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ლერდაპრილის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ამჟამად იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები. ლერდაპრილის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შეიძლება გაძლიერდეს ან შესუსტდეს ლერდაპრილის ან სხვა პრეპარატების მოქმედება, ან შეიძლება უფრო ხშირად განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები.

შეატყობინეთ ექიმს თუ ღებულობთ შემდეგი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს:

კალიუმის შემცველი საშუალებები (მათ შორის მარილის შემცვლელი საშუალებები).

არტერიული წნევის დამწევი საშუალებები, როგორიცაა დიურეტიკები , ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორები (ARB) ან ალისკირენი.

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება დეპრესიის გარკვეული ტიპის სამკურნალოდ).

დეპრესიის სამკურნალო საშუალებები „ტრიციკლური ანტიდეპრესანტები“.

სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ძლიერი ტკივილის შესამსუბუქებლად (ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა მორფინი).

ანტიფსიქოზური მედიკამენტები.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის COX-2 ინჰიბიტორები (მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ანთებით პროცესს და გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად).

გარკვეული ტკივილის და ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები .

ხველების და გაცივების საწინააღმდეგო მედიკამენტები და გასახდომი მედიკამენტები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის „სიმპატომიმეტიური ნივთიერებები“.

დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (მათ შორის ანტიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი).

ასტემიზოლი ან ტერფენადინი (ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები).

ამიოდარონი ან ქუინიდინი (ანტიარითმიული პრეპარატები ).

ფენიტოინი ან კარბაზეპინი (გამოიყენებაეპილეფსიის მკურნალობისას).

რიფამპიცინი (გამოიყენება ტუბერკულოზის დროს).

დიგოქსინი (გამოიყენება გულის პრობლემების დროს).

მიდაზოლამი (გამოიყენება ძილის დარღვევების დროს).

ბეტა ბლოკერები (გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ).

წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატი ციმეტიდინი 800 მგ-ზე მეტი სადღეღამისო დოზით.

მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტრანსპლანტირებული ორგანოების მიუღებლობის თავიდან ასაცილებლად (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და სხვა mTOR ინჰიბიტორების კლასის საშუალებები). იხილეთ ქვეთავი „გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები“.

კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები, დიურეტიკები (განსაკუთრებით კალიუმის შემნახველი საშუალებები), სხვა მედიკამენტები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ კალიუმის დონე თქვენს ორგანიზმში (როგორიცაა ჰეპარინი და კო-ტრიმოქსაზოლი, ცნობილია როგორც ტრიმეთოპრინი / სულფამეტოქსაზოლი).

ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა და/ან მიიღოს სხვა სიფრთხილის ზომები:

თუ ღებულობთ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ბლოკატორებს (ARB) ან ალისკირენს (იხილეთ ქვეთავები „არ მიიღოთ ლერდაპრილი“ და „გაფრთხილებები და „უსაფრთხოების ზომები“).

ლერდაპრილის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ლერდაპრილის მიღება არ შეიძლება გრეიფუტთან ან გრეიფუტის წვენთან ერთად.

ალკოჰოლმა შეიძლება გაზარდოს ლერდაპრილის ეფექტი. შესაბამისად, არ მიიღოთ ალკოჰოლთან ერთად და მკაცრად შეამცირეთ ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ჰკითხეთ ექიმს რჩევა ამ პრეპარატის მიღებამდე. ექიმი ჩვეულებრივ გირჩევთ ლერდაპრილის მიღების შეწყვეტას დაორსულებამდე ან მაშინვე, როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს ლერდაპრილის ნაცვლად. ლერდაპრილი რეკომენდებული არ არის ორსულობის ადრეულ ეტაპზე და არ გამოიყენება ორსულობის მე-3 თვიდან , ვინაიდან ამ პერიოდში გამოყენებისას მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ნაყოფზე.

ლაქტაცია

უთხარით ექიმს თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი გამოკვების დაწყებას. ახალშობილების (დაბადებიდან პირველი რამდენიმე კვირა) და განსაკუთრებით დღენაკლული ჩვილების ძუძუთი კვება რეკომენდებული არ არის ლერდაპრილის გამოყენების პერიოდში. უფრო დიდი ასაკის ჩვილების შემთხვევაში, ექიმი გაგაცნობთ ლაქტაციის პერიოდში ლერდაპრილის გამოყენების სარგებლისა და რისკების შესახებ, სხვა მკურნალობებთან შედარებით.

მანქანის ან სხვა მექანიზმის მართვა

აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის პერიოდში თუ განვითარდა თავბრუსხვევა, სისუსტე, დაღლილობა ან ძილიანობა, არ მართოთ ავტოტრანსპორტი და მექანიზმები.

ლერდაპრილი შეიცავს ლაქტოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის გადაუტანლობა, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ლერდაპრილის მიღების წესი

აღნიშნული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოზრდილები: თუ ექიმი განსხვავებულ დოზირებას არ დანიშნავს, ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს. უმჯობესია ტაბლეტის მიღება საუზმემდე სულ მცირე 15 წუთით ადრე. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები/ ხანდაზმული პაციენტები: დოზას შეარჩევს ექიმი თირკმლების ფუნქციონირების ხარისხიდან გამომდინარე.

დოზის გადაჭარბება

თუ შემთხვევით მიიღეთ დანიშნულზე მეტი ლერდაპრილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას. თან იქონიეთ მედიკამენტი. მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაცემა და არარეგულარული ან უფრო სწრაფი გულისცემა.

დოზის გამოტოვება:

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა. თუ დაგავიწყდათ ლერდაპრილის დოზის მიღება, არ მიაქციოთ ყურადღება გამოტოვებულს და ჩვეულებრივად განაგრძეთ დანიშნული დოზის მიღება.

ლერდაპრილის მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ ლერდაპრილით მკურნალობა თქვენი ინიციატივით ექიმის კონსულტაციის გარეშე.

აღნიშნულ პრეპარატის მოხმარებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

თუ მკურნალობისას განვითარდა რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს :

ალერგიული რეაქცია, რასაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება .

კანის ალერგიული რეაქცია, მათ შორის გამონაყარი, წყლულები პირის ღრუში, არსებული კანის დაავადების გართულება, სიწითლე, კანზე ბუშტუკების წარმოქმნა (როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი , ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა).

ლერდაპრილის მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ან მხედველობის დაბინდვა; აღნიშნული გამოწვეულია არტერიული წნევის სწრაფი ვარდნის გამო და ამ დროს რეკომენდირებულია დაწოლა.

ლერდაპრილის მიღებისას გამოვლენილი გვერდითი მოვლენები

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

ხველება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

ცვლილებები სისხლში, როგორიცაა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, სისხლში კალიუმის დონის მატება, აღგზნებადობა (შფოთვა), თავბრუსხვევა ადგომისას, ვერტიგო, გახშირებული გულისცემა, სწრაფი ან არათანაბარი გულისცემა (პალპიტაციები), სახის, კისრის ან ზედა გულმკერდის უეცარი გაწითლება, დაბალი არტერიული წნევა, ტკივილი მუცლის არეში, კონსიპაცია, გულისრევა, ღვიძლის ფერმენტების მომატება , კანის სიწითლე, ტკივილი სახსრებში, გახშირებული შარდვა, სისუსტე, დაღლილობა, წამოცხელება, კოჭის შეშუპება.

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

ანემია, ალერგიული რეაქციები, ყურებში ხმაურის შეგრძნება, კოლაფსი ძალიან დაბალი წნევის გამო, ყელის სიმშრალე, ყელის ტკივილი, დისპესია , ენაზე მარილიანობის შეგრძნება, დიარეა, პირის სიმშრალე, ტუჩებისა და ღრძილების შეშუპება, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ღამით შარდვა, შარდის დიდი რაოდენობით გამოყოფა, იმპოტენცია .

მარტო ენალაპრილის ან ლერკანიდიპინის მიღებისას გამოვლენილი დამატებითი გვერდითი მოვლენები

ენალაპრილი

ძალიან ხშირი ( ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში):

მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, ხველება, გულისრევა, სისუსტე

ხშირი ( ვლინდება 10-დან 1 პაციენტში):

დეპრესია, გულის წასვლა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია , ჰაერის უკმარისობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, გემოვნების დარღვევა, გამონაყარი კანზე, დაღლილობა, სისხლში კალიუმის დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება (ჩვეულებრივ ვლინდება ანალიზის საფუძველზე).

არახშირი ( ვლინდება 100- დან 1 პაციენტში):

ანემია (მათ შორის აპლასტიკური და ჰემოლიზური), არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, დაბნეულობა, უძილობა ან ძილიანობა, დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებები, გულის შეტევა (ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო გარკვეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულის ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის პრობლემები), ინსულტი (ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო გარკვეული მაღალი რისკის მქონე პაციენტებში), სურდო, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ასთმა, ნაწლავების შიგთავსის გადაადგილების შენელება, პანკრეასის ანთება, დისპესია , კუჭის გაღიზიანება, პირის სიმშრალე, წყლული , ანორექსია, გაზრდილი ოფლიანობა, ქავილი , ჭინჭრის ციება, თმის ცვენა, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, თირკმლის უკმარისობა, შარდში ცილის მაღალი დონე, იმპოტენცია, კუნთების სპაზმი, უგუნებობა, მაღალი ტემპერატურა (სიცხე), სისხლში შაქრის და ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლში შარდოვანას მაღალი დონე (სისხლის ანალიზის საფუძველზე).

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

ცვლილებები სისხლში, როგორიცაა სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, ძვლის ტვინის ქმედების დახშობა, ავტოიმუნური დაავადებები, უცნაური სიზმრები ან ზილთან დაკავშირებული პრობლემები, რეინოს ფენომენი (როცა თქვენი ფეხები და ხელები თეთრდება, თითები ცივი ხდება სისხლის ნაკადის დაქვეითების გამო) ფილტვის ინფილტრატები, ცხვირის ღრუს ანთება, პნევმონია, ენის შეშუპება, ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება, სიყვითლე, (კანის ან თვალების სიყვითლე), ბილირუბინის მომატებული დონე (სისხლის ანალიზის საფუძველზე), მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა, სარძევე ჯირკვლების გადიდება მამრობითი სქესის პაციენტებში.

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10, 000- დან 1 პაციენტში ):

ნაწლავის შეშუპება (ნაწლავის ანგიოედემა).

უცნობი (სიხშირე ვერ დადგინდა არსებული მონაცემების საფუძველზე ):

ანტიდიურეზული ჰორმონის ჭარბი გამოყოფა, რაც იწვევს სითხის შეკავებას, რის შედეგადაც ვითარდება სისუსტე, დაღლილობა ან დაბნეულობა.

გამოვლენილი სიმპტომებია: ციებ-ცხელება, სისხლძარღვების ანთება (სეროზიტი /ვასკულიტი), კუნთების ტკივილი (მიალგია/მიოზიტი), სახსრების ტკივილი (ართრალგია/ართრიტი). შეიძლება განვითარდეს გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა ან კანის სხვა დაავადებები.

ლერკანიდიპინი

იშვიათი ( ვლინდება 1 000- დან 1 პაციენტში ):

სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდის არეში), გულისრევა, გულძმარვა , კუნთების ტკივილი

ძალიან იშვიათი ( ვლინდება 10, 000- დან 1 პაციენტში ):

ტკივილი გულმკერდის არეში.

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ სტენოკარდია, მოსალოდნელია შეტევების სიხშირის, ხანგრძლივობის გაზრდა, გართულება. შეიძლება გამოვლინდეს გულის შეტევების ცალკეული შემთხვევები.

ინფორმირება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, მათ შორის ისეთ ეფექტებს, რომლებიც არ არის აღწერილი გამოყენების ინსტრუქციაში აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ განაცხადოთ საქართველოს ეროვნული ანგარიშგების სისტემის მეშვეობით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხო გამოყენებას.

ლერდაპრილის შენახვის პირობები

აღნიშნული პრეპარატი შეინახეთ სინათლის და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ლერდაპრილი ბლისტერსა და კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება აღნიშნული თვის ბოლო დღემდე.

შეინახეთ 300C-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცვად.

მედიკამენტები არ გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს მისი უტილიზაციის შესახებ. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ლერდაპრილი :

აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 10მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 7.64 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.

აქტიური ნივთიერებები არის ენალაპრილი ან ლერკანიდიპინი. თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის 20მგ ენალაპრილის მალეატი, რომელიც ექვივალენტია 15.29 ენალაპრილის და 10მგ ლერკანიდიპინის ჰიდროქლორიდი, რომელიც ექვივალენტია 9.44 ლერკანიდიპინს.

სხვა ინგრედიენტებია:

შიგთავსი: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ტიპი A, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი

გარსი:

[ვრცელდება მხოლოდ 10მგ/10მგ-ზე]: თეთრი ოპადრი II 85F18422 შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი

[ვრცელდეა მხოლოდ 20მგ/10მგ-ზე]: ყვითელი ოპადრი II 85F32645, შემადგენლობა: პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი PEG 3350, ტალკი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ლერდაპრილის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

ლერდაპრილი 10 მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9.5x 7.5მმ დიამეტრი.

ლერდაპრილი 20მგ/10მგ შემოგარსული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ზომა: 9 მმ დიამეტრი.

წარმოდგენილია ბლისტერულ შეფუთვებში (Al/OPA/PVC/AL)

შეფუთვის ზომა: 30 შემოგარსული ტაბლეტი.

ყველა შეფუთვის ზომა არ შეიძლება აღინიშნოს.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

შპს ნიუ ფარმ გრუპი

საქართველო, თბილისი, 0119, ი. ევდოშვილის ქ. #18

ბეჭედდასმულია

მწარმოებელი:

Balkanpharma - Dupnitsa AD

ბულგარეთი, დუპნიცა 2600, სამოკოვსკო შოსეს ქ.#3

აღნიშნული ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღია: 10/2023

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა