ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები

პოლიფლექსი 10 % დექსტროზა

Polifleks % 10 DEKSTROZ

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
მოქმედი ნივთიერება
_ (Dextrose anhydrous)
ფორმა და შეფუთვა
10% 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნარი პაკეტი №1 დამცავ შეფუთვაში
მწარმოებელი
Polifarma İlaç San. ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სისხლის შემცვლელები და საპერფუზიო ხსნარები, ხსნარები პარენტერალური კვებისთვის
ATC კოდი
B05BA03
რეგისტრაციის ნომერი
რ-046076
რეგისტრირებულია
3 აგვისტო 2026, მოქმედებს 3 აგვისტო 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებაპოლიფლექსი 10 % დექსტროზა და სხვა წამალი ერთად

პოლიფლექსი 10 % დექსტროზა — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • პოლიფლექსი 10% დექსტროზას შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს პოლიფლექსი 10 % დექსტროზა და რისთვის გამოიყენება?

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არის ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი, რომელიც შექმნილია ორგანიზმისთვის ნახშირწყლების მიწოდებისთვის – დაკარგული ნახშირწყლების ჩასანაცვლებლად, პერორალური მიღების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ან ენერგეტიკული მოთხოვნილებების ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა ხელმისაწვდომია PVC და PP პარკებში 100, 150, 250, 500 და 1000 მლ მოცულობით. არსებობს ორი ფორმა, საინფუზიო კომპლექტით ან მის გარეშე.

ის გამოიყენება შესაბამის ცილის წყაროსთან კომბინაციაში - ოპერაციამდე თუ ოპერაციის შემდგომ პერიოდში, პერორალური საკვებისა და სითხის მიღებაზე შეზღუდული დაავადებების შემთხვევაში (მაგალითად, ღვიძლის, თირკმლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებები), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცილის შეწოვის დარღვევის შემთხვევებში ან ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა დამწვრობა, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმის ცილის უკიდურესად გაზრდილ მოთხოვნილებასთან.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სისხლში შაქრის დაბალი დონის დროს გლუკოზის (შაქრის) შემცველობის გამო, ორგანიზმს ამარაგებს წყლითა და კალორიებით და შესაბამისად, გამოიყენება დეჰიდრატაციის დროს (სითხის დეფიციტის უკიდურესი შემთხვევები, რაც გამოწვეულია წყლის შეზღუდული მიღებით, დიარეით, ღებინებით ან ჭარბი შარდვით).

პოლიფლექსი 10% დექსტროზა ასევე გამოიყენება ინტრავენური შეყვანისთვის კონცენტრირებული პრეპარატების გასაზავებლად.

პრეპარატი შეჰყავთ ექსკლუზიურად ინტრავენურად, სპეციალურად შექმნილი პლასტმასის მილის (საინფუზიო ნაკრების) გამოყენებით.

  • ინფორმაცია პოლიფლექსი 10% დექსტროზის გამოყენებამდე

პოლიფლექსი 10%-იანი დექსტროზა უსაფრთხო მედიკამენტია მრავალი პაციენტისთვის. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ გულის, თირკმლის, ღვიძლის ან ფილტვების პრობლემები, ან თუ გაწუხებთ დიაბეტი, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი.

უკუჩვენებები

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ პოლიფლექსი 10% დექსტროზაში შემავალ აქტიურ ნივთიერებას დექსტროზას ან დამხმარე ნივთიერებებს, მაგალითად თუ გამოვლინდება უეცარი ქოშინი, ხიხინი, კანზე გამონაყარი, ქავილი ან სხეულის შეშუპება, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი.

ასევე, თუ გაქვთ ალერგია სიმინდის შემცველ პროდუქტებზე, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია, მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:

ქალასშიდა სისხლდენა.

ორგანიზმის ძლიერი დეჰიდრატაციის დროს.

შარდვის შეუძლებლობის დროს (ანურია).

ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული კომა.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

ლატენტური დიაბეტი ან აშკარა დიაბეტი ან ნახშირწყლების აუტანლობა ნებისმიერი მიზეზით;

ორგანიზმში მარილის შემცირება;

გულის უკმარისობა (შესაძლოა სისხლის მიმოქცევის სისტემაში სითხის ჭარბი დაგროვება);

თირკმლის უკმარისობა (ამ შემთხვევაში, შესაძლოა გქონდეთ შაქრის აუტანლობა), ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

ასევე, ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი წონის მქონე ახალშობილებში (ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თხევადი ნაწილის სიმკვრივის მომატება და შესაბამისად, ქალასშიდა სისხლდენის რისკის გაზრდა).

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს - განსაკუთრებით ხანგრძლივი ინტრავენური მკურნალობის დროს - შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა ხელახლა გაიაროთ გამოკვლევა და ჩაგიტაროთ სხვადასხვა სისხლის ანალიზები.

რეკომენდებულია, რომ ამ მედიკამენტის შესაყვანად გამოყენებული მილები (ნაკრებები) შეიცვალოს ყოველ 24 საათში ერთხელ.

გარდა ამისა, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაკეტი დაუზიანებელი და გაჟონვისგან დაცულია, ხოლო ხსნარი გამჭვირვალეა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები თქვენ გეხებათ, თუნდაც აღინიშნა წარსულში, მიმართეთ ექიმს.

პოლიფლექსი 10% დექსტროზის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არის პრეპარატი, რომელიც შეიყვანება ინტრავენურად; არ ვლინდება ცნობილი ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელებთან ერთად გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები

როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დამატებული ყველა ნივთიერება თავსებადი უნდა იყოს მასთან. გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ნებისმიერი დანამატის თავსებადობა მზა ნარევთან.

სხვა პრეპარატების დამატება ინფუზიის დაწყებამდე

დეზინფექცია ჩაუტარეთ შესაყვან პორტს.

შეიყვანეთ პრეპარატი პაკეტში 19–22 G ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით.

კარგად აურიეთ დამატებული პრეპარატის შემცველი ხსნარი. მაღალი სიმკვრივის პრეპარატების, მაგალითად კალიუმის ქლორიდის შემთხვევაში, უზრუნველყავით საფუძვლიანი შერევა პაკეტის პორტზე თავდაყირა დაჭერისას ნაზად დაკაკუნებით.

გაფრთხილება: დამატებითი მედიკამენტების შემცველი პარკები არ უნდა შეინახოთ.

სხვა პრეპარატების დამატება ინფუზიის დროს

ჩაკეტეთ საინფუზიო სისტემა.

დეზინფექცია გაუკეთეთ შესაყვანი პორტის დაბოლოებას.

19–22 G ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით, პაკეტში შეიყვანეთ დასამატებელი მედიკამენტი.

ამოიღეთ საინფუზიო პაკეტი სადგამიდან და გადააბრუნეთ.

ამ მდგომარეობაში, ფრთხილად დააკაკუნეთ შეყვანის ბოლოზე და პაკეტის ინექციის ადგილას, რათა დარწმუნდეთ, რომ მედიკამენტი კარგად არის შერეული ხსნართან.

გახსენით საინფუზიო სისტემა, პაკეტი დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას და განაგრძეთ შეყვანა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ თქვენ გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას, ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ვაქცინების ან მცენარეული პრეპარატების ჩათვლით, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტთან. ისეთი მედიკამენტები, რომელთა შეუთავსებლობა ცნობილია, არ უნდა დაემატოს ხსნარს; მათი განზავებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა ხსნარებს. სხვა დამატებულ მედიკამენტებთან შეუთავსებლობის რისკის მინიმიზაციის მიზნით, ჯანდაცვის სპეციალისტებმა შერევისთანავე და რეგულარული ინტერვალებით, მიღებამდე და მიღების დროს, უნდა შეამოწმონ ნარევი ამღვრევაზე ან ნალექზე.

სტეროიდული ტიპის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში პოლიფლექსი 10%-იანი დექსტროზა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა დანიშნულ ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ასეთი პრეპარატების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას საჭიროდ.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. არ გამოიყენოთ პოლიფლექსი 10% დექსტროზა ძუძუთი კვების პერიოდში, თუ ექიმი ამას საჭიროდ არ ჩათვლის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოლიფლექსი 10% დექსტროზას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პოლიფლექსი 10% დექსტროზაში შემავალი დამხმარე ინგრედიენტების მიმართ, მაშინ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.

გვერდითი მოვლენები

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

შეწყვიტეთ პოლიფლექსი 10 % დექსტროზის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

ქავილი/შეშუპება და წვის შეგრძნება ინექციის ადგილას;

სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში;

ძლიერი სიცხის ან სიცივის შეგრძნება;

ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან სხეულის შეშუპება;

თავბრუსხვევა, ვერტიგო.

გულისცემა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმეს არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ პოლიფლექს 10%-იან დექსტროზაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:

ხშირი გვერდითი მოვლენებია:

ორგანიზმში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევა.

სისხლში გლუკოზის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია).

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

სისხლის განზავება (ჰემოდილუზია)

ბუშტუკები სხეულზე, ხელებზე ან ფეხებზე (შეშუპება), რაც დამოკიდებულია ორგანიზმში სითხის რაოდენობის ზრდაზე (ჰიპერვოლემია), ჭარბად სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება ძილის ან კიბეზე ასვლის დროს (გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომები).

რეაქციები, როგორიცაა სიცხე, კანკალი და ა.შ.

ანთება გამოყენების ადგილას.

შაქარი შარდში

ოფლიანობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (ხსნარში დამატებული მედიკამენტის მიხედვით).

გამაგრება, სიწითლე ან ვენის გასწვრივ იოგების მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც იწყება ინექციის ადგილიდან (თრომბოფლებიტი).

ყველა ეს გვერდითი მოვლენა სერიოზულ გვერდით რეაქციას წარმოადგენს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პოლიფლექსი 10 % დექსტროზას შენახვის პირობები

პოლიფლქსი 10 % დექსტროზა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გახსნილი პაკეტები არ უნდა შეინახოთ; ისინი უნდა განადგურდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების პროცედურების შესაბამისად.

ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ყოველი პაკეტის ეტიკეტზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ მედიკამენტი აღარ გამოიყენება.

ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ინსტრუქცია პრეპარატის სამედიცინო გამოყენების შესახებ

პოლიფლექსი 10 % დექსტროზას IV საინფუზიო ხსნარი

გამოიყენება ინტრავენურად

სტერილური

აქტიური ნივთიერებები: ყოველი 1 ლიტრი შეიცავს 100 გრამ უწყლო დექსტროზას.

დამხმარე ნივთიერებები: სტერილური საინექციო წყალი.

გთხოვთ, პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხოთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებს.

შეინახეთ ეს გამოყენების ინსტრუქცია. შესაძლოა მოგვიანებით ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად, არ გადასცეთ ის სხვებს გამოყენებისთვის.

ამ პრეპარატის გამოყენების დროს, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარატს ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს.

გთხოვთ, მკაცრად დაიცვათ ეს ინსტრუქციები. არ გამოიყენოთ თქვენთვის რეკომენდებულ დოზაზე მაღალი ან დაბალი დოზები.

პაციენტის გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს:

  • რას წარმოადგენს პოლიფლექსი 10% დექსტროზა და რისთვის გამოიყენება?
  • ინფორმაცია პოლიფლექსი 10% დექსტროზის გამოყენებამდე
  • პოლიფლექსი 10% დექსტროზას გამოყენების წესი
  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
  • პოლიფლექსი 10% დექსტროზას შენახვის პირობები
  • რას წარმოადგენს პოლიფლექსი 10 % დექსტროზა და რისთვის გამოიყენება?

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არის ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი, რომელიც შექმნილია ორგანიზმისთვის ნახშირწყლების მიწოდებისთვის – დაკარგული ნახშირწყლების ჩასანაცვლებლად, პერორალური მიღების არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში ან ენერგეტიკული მოთხოვნილებების ნაწილობრივ დასაკმაყოფილებლად.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა ხელმისაწვდომია PVC და PP პარკებში 100, 150, 250, 500 და 1000 მლ მოცულობით. არსებობს ორი ფორმა, საინფუზიო კომპლექტით ან მის გარეშე.

ის გამოიყენება შესაბამის ცილის წყაროსთან კომბინაციაში - ოპერაციამდე თუ ოპერაციის შემდგომ პერიოდში, პერორალური საკვებისა და სითხის მიღებაზე შეზღუდული დაავადებების შემთხვევაში (მაგალითად, ღვიძლის, თირკმლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის მძიმე დაავადებები), კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ცილის შეწოვის დარღვევის შემთხვევებში ან ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა დამწვრობა, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმის ცილის უკიდურესად გაზრდილ მოთხოვნილებასთან.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სისხლში შაქრის დაბალი დონის დროს გლუკოზის (შაქრის) შემცველობის გამო, ორგანიზმს ამარაგებს წყლითა და კალორიებით და შესაბამისად, გამოიყენება დეჰიდრატაციის დროს (სითხის დეფიციტის უკიდურესი შემთხვევები, რაც გამოწვეულია წყლის შეზღუდული მიღებით, დიარეით, ღებინებით ან ჭარბი შარდვით).

პოლიფლექსი 10% დექსტროზა ასევე გამოიყენება ინტრავენური შეყვანისთვის კონცენტრირებული პრეპარატების გასაზავებლად.

პრეპარატი შეჰყავთ ექსკლუზიურად ინტრავენურად, სპეციალურად შექმნილი პლასტმასის მილის (საინფუზიო ნაკრების) გამოყენებით.

  • ინფორმაცია პოლიფლექსი 10% დექსტროზის გამოყენებამდე

პოლიფლექსი 10%-იანი დექსტროზა უსაფრთხო მედიკამენტია მრავალი პაციენტისთვის. თუმცა, თუ თქვენ გაქვთ გულის, თირკმლის, ღვიძლის ან ფილტვების პრობლემები, ან თუ გაწუხებთ დიაბეტი, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს, რომ არ დაგინიშნოთ ეს მედიკამენტი.

არ გამოიყენოთ პოლიფლექსი 10%-იანი დექსტროზა შემდეგ შემთხვევებში:

თუ ოდესმე გქონიათ ალერგიული რეაქცია იმ მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ პოლიფლექსი 10% დექსტროზაში შემავალ აქტიურ ნივთიერებას დექსტროზას ან დამხმარე ნივთიერებებს, მაგალითად თუ გამოვლინდება უეცარი ქოშინი, ხიხინი, კანზე გამონაყარი, ქავილი ან სხეულის შეშუპება, არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი.

ასევე, თუ გაქვთ ალერგია სიმინდის შემცველ პროდუქტებზე, არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გაქვთ თუ არა ალერგია, მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:

ქალასშიდა სისხლდენა.

ორგანიზმის ძლიერი დეჰიდრატაციის დროს.

შარდვის შეუძლებლობის დროს (ანურია).

ღვიძლის დაავადებასთან დაკავშირებული კომა.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა სიფრთხილით გამოიყენეთ შემდეგ შემთხვევებში:

თუ:

ლატენტური დიაბეტი ან აშკარა დიაბეტი ან ნახშირწყლების აუტანლობა ნებისმიერი მიზეზით;

ორგანიზმში მარილის შემცირება;

გულის უკმარისობა (შესაძლოა სისხლის მიმოქცევის სისტემაში სითხის ჭარბი დაგროვება);

თირკმლის უკმარისობა (ამ შემთხვევაში, შესაძლოა გქონდეთ შაქრის აუტანლობა), ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა მიიღოთ.

ასევე, ეს პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ძალიან დაბალი წონის მქონე ახალშობილებში (ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლის თხევადი ნაწილის სიმკვრივის მომატება და შესაბამისად, ქალასშიდა სისხლდენის რისკის გაზრდა).

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს - განსაკუთრებით ხანგრძლივი ინტრავენური მკურნალობის დროს - შესაძლოა, მკურნალმა ექიმმა ხელახლა გაიაროთ გამოკვლევა და ჩაგიტაროთ სხვადასხვა სისხლის ანალიზები.

რეკომენდებულია, რომ ამ მედიკამენტის შესაყვანად გამოყენებული მილები (ნაკრებები) შეიცვალოს ყოველ 24 საათში ერთხელ.

გარდა ამისა, პროდუქტი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პაკეტი დაუზიანებელი და გაჟონვისგან დაცულია, ხოლო ხსნარი გამჭვირვალეა.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები თქვენ გეხებათ, თუნდაც აღინიშნა წარსულში, მიმართეთ ექიმს.

პოლიფლექსი 10% დექსტროზის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არის პრეპარატი, რომელიც შეიყვანება ინტრავენურად; არ ვლინდება ცნობილი ურთიერთქმედება საკვებთან ან სასმელებთან ერთად გამოყენებისას.

ორსულობა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის დროს, თუ ექიმი არ ჩათვლის ამას საჭიროდ.

თუ მკურნალობის დროს გაიგებთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ამ პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ კვებავთ ბავშვს ძუძუთი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს. არ გამოიყენოთ პოლიფლექსი 10% დექსტროზა ძუძუთი კვების პერიოდში, თუ ექიმი ამას საჭიროდ არ ჩათვლის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პოლიფლექსი 10% დექსტროზა არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოლიფლექსი 10% დექსტროზას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

თუ თქვენ არ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა პოლიფლექსი 10% დექსტროზაში შემავალი დამხმარე ინგრედიენტების მიმართ, მაშინ რაიმე სხვა გვერდითი მოვლენები არ არის მოსალოდნელი.

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

თუ თქვენ გეგმავთ სხვა მედიკამენტების მიღებას, ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ვაქცინების ან მცენარეული პრეპარატების ჩათვლით, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ ექიმს.

პოლიფლექსი 10% დექსტროზა შეუთავსებელია ზოგიერთ მედიკამენტთან. ისეთი მედიკამენტები, რომელთა შეუთავსებლობა ცნობილია, არ უნდა დაემატოს ხსნარს; მათი განზავებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს სხვა ხსნარებს. სხვა დამატებულ მედიკამენტებთან შეუთავსებლობის რისკის მინიმიზაციის მიზნით, ჯანდაცვის სპეციალისტებმა შერევისთანავე და რეგულარული ინტერვალებით, მიღებამდე და მიღების დროს, უნდა შეამოწმონ ნარევი ამღვრევაზე ან ნალექზე.

სტეროიდული ტიპის პრეპარატების მიმღებ პაციენტებში პოლიფლექსი 10%-იანი დექსტროზა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

თუ ამჟამად იღებთ ან ბოლო დროს იღებდით სხვა დანიშნულ ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ასეთი პრეპარატების შესახებ.

  • პოლიფლექსი 10 % დექსტროზას გამოყენების წესი

მითითებები სწორი გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

ექიმი განსაზღვრავს ამ მედიკამენტის საჭირო რაოდენობას და მიღების დროს. ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება თქვენს ასაკზე, წონაზე და მედიკამენტის მიღების მიზეზზე. დაიცავით ეს ინსტრუქციები, თუ ექიმი სხვაგვარად არ დაგინიშავთ.

გახსოვდეთ, რომ მედიკამენტი დროულად უნდა მიიღოთ.

ექიმი გაცნობებთ, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პოლიფლექს 10%-იანი დექსტროზით მკურნალობა. არ შეწყვიტოთ მკურნალობა ნაადრევად, რადგან ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს.

გამოყენების გზა და მეთოდი:

ეს მედიკამენტი შეიყვანება ვენაში შესაბამისი პლასტმასის მილის (საინფუზიო ნაკრების) მეშვეობით.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება პედიატრიულ პაციენტებში:

ბავშვებისთვის დოზას და მიღების სიხშირეს განსაზღვრავს ექიმი, რომელიც დანიშნავს მედიკამენტს.

გამოყენება ხანდაზმულებში:

გამოყენების დოზას და სიხშირეს ექიმი არეგულირებს პაციენტის სიმძიმის, კლინიკური და ბიოლოგიური მდგომარეობისა და მოზრდილების მსგავსად კომბინირებული მკურნალობის მიხედვით.

გამოყენების განსაკუთრებული პირობები:

გამოყენების განსაკუთრებული პირობები არ არსებობს.

თუ ფიქრობთ, რომ პოლიფლექსი 10% დექსტროზის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ პოლიფლექსი 10 % დექსტროზის საჭიროზე მეტი დოზა:

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ პოლიფლექსი 10% დექსტროზის საჭიროზე მეტი დოზა.

დოზის გადაჭარბების ადრეული ტიპური ნიშნებია ორგანიზმში წყლის შემცველობის მომატება, სისხლში შაქრის დონის მომატება, სისხლის მაჩვენებლების (ჰემოგლობინი და ჰემატოკრიტი) დაქვეითება, სისხლში მარილის კონცენტრაციის შემცირება და სისხლის სიმკვრივის მომატება.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შარდის გამოყოფა იზრდება და შესაბამისად, ორგანიზმიდან მარილები იკარგება. შარდის გამოყოფის გაზრდით, ორგანიზმში სხვადასხვა ხარისხის დეჰიდრატაცია (დეჰიდრატაცია) ხდება.

იმ შემთხვევებში, როდესაც შარდის გამოყოფა არ არის გაზრდილი, შეიძლება აღინიშნოს სისხლის მიმოქცევის გადატვირთვის ნიშნები (ორგანიზმში წყლის დაგროვება და უჯრედშიდა კალიუმის დონის შემცირება).

თუ მიიღეთ პოლიფლექს 10%-იანი დექსტროზის საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ პოლიფლექსის 10 %-იანი დექსტროზის გამოყენება:

გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

პოლიფლექსის 10 %-იანი დექსტროზით მკურნალობის შეწყვეტის შესაძლო ეფექტები:

არ აღინიშნება.

  • მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად პოლიფლექსი 10 % დექსტროზამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პირებში, რომლებთაც ახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგ კატეგორიებად:

ხშირი: შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი: შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება გამოვლინდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში

შეწყვიტეთ პოლიფლექსი 10 % დექსტროზის გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას, თუ შემდეგი სიმპტომებიდან რომელიმე გამოვლინდა:

ქავილი/შეშუპება და წვის შეგრძნება ინექციის ადგილას;

სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ტკივილი გულმკერდის არეში;

ძლიერი სიცხის ან სიცივის შეგრძნება;

ხელების, ფეხების, ტუჩების, სახის ან სხეულის შეშუპება;

თავბრუსხვევა, ვერტიგო.

გულისცემა.

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.

ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმეს არსებობა ნიშნავს, რომ თქვენ სერიოზული ალერგია გაქვთ პოლიფლექს 10%-იან დექსტროზაზე. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა საკმაოდ იშვიათად გვხვდება.

აცნობეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგიდან რომელიმეს:

ხშირი გვერდითი მოვლენებია:

ორგანიზმში მარილის (ელექტროლიტების) დონის დარღვევა.

სისხლში გლუკოზის დონის მომატება (ჰიპერგლიკემია).

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

სისხლის განზავება (ჰემოდილუზია)

ბუშტუკები სხეულზე, ხელებზე ან ფეხებზე (შეშუპება), რაც დამოკიდებულია ორგანიზმში სითხის რაოდენობის ზრდაზე (ჰიპერვოლემია), ჭარბად სუნთქვა, სუნთქვის გაძნელება, სუნთქვის გაძნელება ძილის ან კიბეზე ასვლის დროს (გულის შეგუბებითი უკმარისობის სიმპტომები).

რეაქციები, როგორიცაა სიცხე, კანკალი და ა.შ.

ანთება გამოყენების ადგილას.

შაქარი შარდში

ოფლიანობა.

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები (ხსნარში დამატებული მედიკამენტის მიხედვით).

გამაგრება, სიწითლე ან ვენის გასწვრივ იოგების მსგავსი წარმონაქმნი, რომელიც იწყება ინექციის ადგილიდან (თრომბოფლებიტი).

ყველა ეს გვერდითი მოვლენა სერიოზულ გვერდით რეაქციას წარმოადგენს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ამ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • პოლიფლექსი 10 % დექსტროზას შენახვის პირობები

პოლიფლქსი 10 % დექსტროზა შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას საწყის შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. გახსნილი პაკეტები არ უნდა შეინახოთ; ისინი უნდა განადგურდეს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო ნარჩენების პროცედურების შესაბამისად.

ვარგისიანობის ვადა დაბეჭდილია ყოველი პაკეტის ეტიკეტზე. ამ ვადის გასვლის შემდეგ მედიკამენტი აღარ გამოიყენება.

ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ პოლიფლექსი 10 % დექსტროზა შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი პრეპარატები! გადაეცით გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

პოლიფარმა ილაჩ სან. ვე ტიკ. ა.შ.

ვაკიფლარ OSB მაჰ. სანაი კადესი 22/1

ერგენე/ტეკირდაღი

ტელეფონი: +90 282 675 14 04

ფაქსი: +90 282 675 04 05

წინამდებარე გამოყენების ინსტრუქციის დამტკიცების თარიღია 25.09.2019.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, რომლებიც იყენებენ ამ სამკურნალო საშუალებას.

ხსნარი უნდა შეიყვანოთ ასეპტიკური ტექნიკისა და სტერილური აპლიკაციის ნაკრების გამოყენებით. შეყვანამდე სითხე უნდა გაატაროთ აპლიკაციის ნაკრებში, რათა თავიდან აიცილოთ ჰაერის შეღწევა.

დამატებითი პრეპარატების შეყვანა შესაძლებელია ინექციის ადგილიდან ასეპტიკური პირობების დაცვით, ინფუზიამდე ან ინფუზიის დროს. საბოლოო პროდუქტის იზოტონურობა უნდა განისაზღვროს პარენტერალურად შეყვანამდე.

პაციენტისთვის შეყვანამდე დამატებითი მედიკამენტები და ხსნარი კარგად უნდა იყოს შერეული. დამატებითი მედიკამენტების შემცველი ხსნარები უნდა იქნას გამოყენებული მედიკამენტების დამატებისთანავე; ისინი არ უნდა შეინახოთ შემდგომი გამოყენებისთვის.

ხსნარში სხვა მედიკამენტების დამატებამ ან არასწორი გამოყენების ტექნიკის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხელებითი რეაქცია პროდუქტის პიროგენული დაბინძურების გამო. გვერდითი რეაქციის შემთხვევაში, ინფუზია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

ნაწილობრივ გამოყენებული ხსნარები არ უნდა შეინახოთ.

ნაწილობრივ გამოყენებული პარკები არ უნდა შეუერთდეს პაციენტზე გამოყენებულ სისტემებს.

შეფუთვის გახსნის წესი:

შეამოწმეთ გარე შეფუთვა დაზიანებისა და გაჟონვის არსებობაზე; არ გამოიყენოთ შეფუთვა, თუ ის დაზიანებულია.

მოხსენით დამცავი გარე შეფუთვა.

ფრთხილად მოუჭირეთ პაკეტს და შეამოწმეთ მისი სტაბილურობა დამცავ შეფუთვაში. შეამოწმეთ ხსნარის გამჭვირვალობა და უცხო ნაწილაკების არსებობა.

მომზადება შეყვანისთვის:

ჩამოკიდეთ პაკეტი.

მოხსენით დამცავი თავსახური გამოყენების წვერიდან.

აპლიკაციის ნაკრების წვერი მჭიდროდ ჩადეთ აპლიკაციის პორტში.

პაციენტისთვის ხსნარის შეყვანისას იხელმძღვანელეთ კომპლექტთან ერთად მოწოდებული გამოყენების ინსტრუქციით.

სხვა პრეპარატების დამატება:

გაფრთხილება: როგორც ყველა პარენტერალური ხსნარის შემთხვევაში, პროდუქტში დამატებული ყველა ნივთიერება თავსებადი უნდა იყოს მასთან. გამოყენებამდე უნდა შემოწმდეს ნებისმიერი დანამატის თავსებადობა მზა ნარევთან.

სხვა პრეპარატების დამატება ინფუზიის დაწყებამდე

დეზინფექცია ჩაუტარეთ შესაყვან პორტს.

შეიყვანეთ პრეპარატი პაკეტში 19–22 G ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით.

კარგად აურიეთ დამატებული პრეპარატის შემცველი ხსნარი. მაღალი სიმკვრივის პრეპარატების, მაგალითად კალიუმის ქლორიდის შემთხვევაში, უზრუნველყავით საფუძვლიანი შერევა პაკეტის პორტზე თავდაყირა დაჭერისას ნაზად დაკაკუნებით.

გაფრთხილება: დამატებითი მედიკამენტების შემცველი პარკები არ უნდა შეინახოთ.

სხვა პრეპარატების დამატება ინფუზიის დროს

ჩაკეტეთ საინფუზიო სისტემა.

დეზინფექცია გაუკეთეთ შესაყვანი პორტის დაბოლოებას.

19–22 G ნემსის მქონე შპრიცის გამოყენებით, პაკეტში შეიყვანეთ დასამატებელი მედიკამენტი.

ამოიღეთ საინფუზიო პაკეტი სადგამიდან და გადააბრუნეთ.

ამ მდგომარეობაში, ფრთხილად დააკაკუნეთ შეყვანის ბოლოზე და პაკეტის ინექციის ადგილას, რათა დარწმუნდეთ, რომ მედიკამენტი კარგად არის შერეული ხსნართან.

გახსენით საინფუზიო სისტემა, პაკეტი დაუბრუნეთ საწყის მდგომარეობას და განაგრძეთ შეყვანა.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა