ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანალგეზური საშუალებები

დოლოვილი დუო 200მგ/500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

dolowill® DUO 200mg/500mg filmtabletta

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
ფორმა და შეფუთვა
200მგ + 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA S.A., პოლონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
ATC კოდი
N02BE51
რეგისტრაციის ნომერი
რ-046064
რეგისტრირებულია
31 ივლისი 2026, მოქმედებს 4 ივლისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
ურთიერთქმედების შემოწმებადოლოვილი დუო 200მგ/500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

დოლოვილი დუო 200მგ/500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ხოლოდ პერორალური და ხანმოკლე გამოყენებისთვის.

სიმპტომების შესამსუბუქებლად და გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დასაყვანად გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლესი დროის განმავლობაში. თუ გაქვთ ინფექცია, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) შენარჩუნებულია ან გაუარესდა (იხ. ნაწილი 2).

არ მიიღოთ დოლოვილ დუო 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი წყალთან და საკვებთან ერთად, მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში. თითოეულ დოზას შორის უნდა გავიდეს სულ მცირე 6 საათი.

თუ ერთი ტაბლეტი ვერ ამცირებს სიმპტომებს, მაქსიმუმ 2 ტაბლეტი შეიძლება იქნას მიღებული დღეში სამჯერ.

არ მიიღოთ 6 ტაბლეტზე მეტი (რაც შეესაბამება 1200 მგ იბუპროფენს და 3000 მგ პარაცეტამოლს დღეში) 24 საათის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ მისცეთ ბავშვებს ან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოლოვილ დუო, ვიდრე დაგენიშნათ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოლოვილ დუო, ვიდრე უნდა მიგეღოთ, ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს წამალი, ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას რისკის შესაფასებლად და რჩევის მისაღებად, თუ რა უნდა გააკეთოთ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (რომელიც შეიძლება იყოს სისხლნარევი), თავის ტკივილს, ხმაურს ყურებში, გონების არევასა და თვალის კანკალს (ტრემორს). მაღალი დოზების მიღებისას დაფიქსირდა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება (პალპიტაცია), გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, ცივი სხეულის შეგრძნება და სუნთქვის პრობლემები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ამ წამლის ზედმეტი დოზა, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. ეს აუცილებელია, რადგან პარაცეტამოლის ძალიან მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაგვიანებული, სერიოზული დაზიანება.

თუ დაგავიწყდათ დოლოვილ დუოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი დოზა მიიღეთ სულ მცირე 6 საათის შემდეგ.

უკუჩვენებები

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თავს უარესად იგრძნობთ.

რა არის ამ ფურცელ-ჩანარში მოცემული:

რა არის დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტები (შემდგომში დოლოვილ დუო) და რისთვის გამოიყენება?

რა უნდა იცოდეთ დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე

სიფრთხილის ზომები

დოლოვილ დუოს მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

გაქვთ ინფექცია – იხილეთ ქვემოთ მოცემული ქვეთავი „ინფექციები“;

ხართ ხანდაზმული ასაკის;

გაქვთ ასთმა ან წარსულში გქონიათ ასთმა;

გაქვთ თირკმლის, გულის, ღვიძლის ან ნაწლავის დაავადება;

გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (SLE) – ეს არის იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს და იწვევს სახსრების ტკივილს, კანის დაზიანებებს და სხვა ორგანოთა დარღვევებს, ან გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის სხვა შერეული დაავადებები;

გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ან ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (მაგ. წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

იმყოფებით ორსულობის პირველ 6 თვეში ან ხართ მეძუძური დედა;

გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, დაკავშირებულია გულის შეტევის ან ინსულტის რისკის მცირე მატებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და/ან მკურნალობის რეკომენდებულ ხანგრძლივობას.

იბუპროფენთან დაკავშირებით დაფიქსირებულია პრეპარატზე ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახისა და კისრის მიდამოს შეშუპება (ანგიოედემა) და გულმკერდის ტკივილი. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დოლოვილ დუოს მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.

ინფექციები

დოლოვილ დუოს შეუძლია შენიღბოს ინფექციების სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. შესაბამისად, შესაძლებელია დოლოვილ დუომ შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილასთან ასოცირებული კანის ბაქტერიული ინფექციების დროს. თუ იღებთ ამ წამალს მიმდინარე ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები შენარჩუნებულია ან გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის მძიმე რეაქციები

დოლოვილ დუოთი მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). შეწყვიტეთ დოლოვილ დუოს მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ აღგენიშნებათ კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი, რომლებიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ დოლოვილ დუოს მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ განგივითარდათ გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები, ბუშტუკების გაჩენა ან ალერგიის სხვა სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება იყოს კანის ძალიან სერიოზული რეაქციის პირველი ნიშნები. იხილეთ მე-4 ნაწილი.

დოლოვილ დუოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

გაქვთ გულის დაავადება, მათ შორის გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), ან თუ გქონიათ გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხებში სისხლის ცუდი ცირკულაცია შევიწროებული ან დაბლოკილი არტერიების გამო), ან თუ გადატანილი გაქვთ ნებისმიერი გენეზის ინსულტი (მათ შორის „მინი ინსულტი“ ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა [TIA]);

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი, ან თუ ეწევით.

დოლოვილ დუოთი მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

თუ გაქვთ სერიოზული დაავადება, მათ შორის თირკმლის მძიმე დაზიანება ან სეფსისი (სეფსისი: როდესაც ბაქტერიები და მათ მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ცირკულირებენ სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), ან თუ ხართ არასაკმარისი კვებისგან გამოფიტული, გაწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ან თუ ასევე იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). სეთ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად და ხანგრძლივად იყენებდნენ პარაცეტამოლს ან იყენებდნენ პარაცეტამოლს ფლუკლოქსაცილინთან კომბინაციაში, დაფიქსირდა სერიოზული დაავადება, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და ორგანიზმის სითხეების დარღვევა). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა, ხშირი სუნთქვით; ძილიანობას; გულისრევასა და ღებინებას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, გონია, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ დოლოვილ დუო ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლისა და გულის პრობლემები. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მშობიარობის პერიოდის გახანგრძლივება. არ მიიღოთ დოლოვილ დუო ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა აბსოლუტური აუცილებლობისა და თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან როდესაც გსურთ დაორსულება, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა მაქსიმალურად მოკლე დროში. ორსულობის მე-20 კვირიდან დოლოვილ დუომ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გარემომცველი ამნიონური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი/წყლუმცირობა) ან ნაყოფის გულის სისხლძარღვის შევიწროება (ductus arteriosus). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი გამოკვლევები.

დოლოვილ დუოს შემოგარსულმა ტაბლეტებმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. იბუპროფენი არის ერთ-ერთი იმ წამალთაგანი, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს ქალის ფერტილობა, რაც ქრება წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას ან თუ ვერ ორსულდებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დოლოვილ დუოს შემოგარსულმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა. თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე მოწყობილობა ან მექანიზმი.

პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ დოლოვილ დუოს მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულძმარვა, საჭმლის მოუნელებლობა;

ნაწლავური სისხლდენის ნიშნები (მუცლის ძლიერი ტკივილი, ნაღებინები მასა სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი მარცვლებით, სისხლიანი განავალი, კუპრისებრი შავი განავალი);

მენინგიტის სიმპტომები, როგორიცაა: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ცხელება ან დაბნეულობა;

მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები (სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ასთმის გაუარესება);

კანის მძიმე რეაქციები ბუშტუკების გაჩენით, იხილეთ ასევე ინფორმაცია ქვემოთ;

ჰიპერტენზია, სითხის დაგროვება;

ღვიძლის პრობლემები (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება);

თირკმლის პრობლემები (რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამოყოფის გაზრდა ან შემცირება, ფეხების შეშუპება);

გულის უკმარისობა (შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება);

კანის მძიმე რეაქციები, ცნობილი როგორც DRESS სინდრომი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). DRESS-ის სიმპტომები მოიცავს: კანის ძლიერ გამონაყარს, ცხელებას, ლიმფური კვანძების გადიდებას და ეოზინოფილების თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის მატებას;

კანის მძიმე რეაქცია, ცნობილი როგორც AGEP (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). წითელი, აქერცლილი, ფართო გამონაყარი ცხელებით, კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებისას. იხილეთ ასევე მე-2 ნაწილი;

მოწითალო, ბრტყელი, სამიზნისებრი ან წრიული ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში. ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი];

ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის, კუნისის სინდრომის ნიშანი.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, გულისრევა და ღებინება, დიარეა;

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება (რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზით);

ჭარბი ოფლიანობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, მომატებული მეტეორიზმი და ყაბზობა, გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, ქავილი;

წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება და თრომბოციტების (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების) რაოდენობის მატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 ადამიანში):

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, წყლულები პირის ღრუში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, აუხსნელი სისხლდენა, სისხლჩაქცევები და სისხლდენა ცხვირიდან);

მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი, თავბრუსხვევის შეგრძნება;

დაბნეულობა, დეპრესია, ჰალუცინაციები;

დაღლილობა, ზოგადი სისუსტე.

უცნობი სიხშირის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

კანის მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ;

სერიოზული დაავადება, რომელიც სისხლს უფრო მჟავეს ხდის, ვიდრე დასაშვებია (ე.წ. მეტაბოლური აციდოზი) იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს და უკვე აქვთ სერიოზული დაავადება (იხ. ნაწილი 2).

დოლოვილ დუოს მსგავსი მედიკამენტების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) რისკის მცირე მატებასთან (იხ. ნაწილი 2).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ, V დანართში ჩამოთვლილი შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

პროდუქტის მოქმედი ნივთიერებებია იბუპროფენი და პარაცეტამოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ იბუპროფენს და 500 მგ პარაცეტამოლს.

სხვა ინგრედიენტები:

ტაბლეტის ბირთვი: კროსკარმელოზის ნატრიუმი (E468), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551), სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი (E470b).

აპკიანი გარსი: პოლი(ვინილის სპირტი) - მაკროგოლის ნამყარი თანაპოლიმერი, ტალკი (E553b), მიკაზე დაფუძნებული მარგალიტისებრი საღებავი (მიკა/ტიტანის დიოქსიდი) (E555/E171), გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი, პოლი(ვინილის სპირტი), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის შავი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება დოლოვილ დუო და შეფუთვის შემცველობა

ნაცრისფერი, პრიალა, ოვალური შემოგარსული ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს არის ამონაბეჭდი "200 M 500".

ტაბლეტის ზომებია: სიგრძე 18.9–19.4 მმ, სიგანე 8.9–9.3 მმ.

10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი თეთრ, გაუმჭვირვალე PVC/PVDC//Al ბლისტერებსა და მუყაოს კოლოფებში.

შესაძლოა ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს რეალიზებული.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Goodwill Pharma Plc.

6724 Szeged C

serzy Mihály u. 32.

უნგრეთი

მწარმოებელი

Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA S.A.

(Pharmaceutical Works POLPHARMA S.A.)

ul. Pelplińska 19,

83-200 Starogard Gdański,

პოლონეთი

OGYI – T- 24253/01 10x თეთრი, გაუმჭვირვალე, PVC/PVDC//Al ბლისტერში

OGYI - T - 24253/02 20x თეთრი, გაუმჭვირვალე, PVC/PVDC//Al ბლისტერში

ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის თებერვალი.

შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

დოლოვილ დუო შეიცავს ორ ტიპის მოქმედ ნივთიერებას (რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წამლის მოქმედებაზე): იბუპროფენს და პარაცეტამოლს.

იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) ჯგუფს. NSAID-ები ამცირებენ ტკივილს, შეშუპებას და ხსნიან სხეულის მაღალ ტემპერატურას.

პარაცეტამოლი არის ანალგეტიკი, რომელიც, იბუპროფენისგან განსხვავებით, ამცირებს ტკივილს და აცხრობს ცხელებას.

დოლოვილ დუო ნაჩვენებია მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროებითი შემსუბუქებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს: მიგრენა, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მწვავე, არამძიმე სახსრების ტკივილი, გაციებისა და გრიპის სიმპტომები, ყელის ტკივილი და ცხელება.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 3 დღის განმავლობაში ან გაუარესდა.

რა უნდა იცოდეთ დოლოვილ დუოს გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელ-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

დოლოვილ დუო 200მგ/500მგ შემოგარსული ტაბლეტები

იბუპროფენი/პარაცეტამოლი

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. იხილეთ ნაწილი 4.

არ მიიღოთ ეს პროდუქტი 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ 3 დღის შემდეგ თავს უკეთ არ იგრძნობთ ან თავს უარესად იგრძნობთ.

რა არის ამ ფურცელ-ჩანარში მოცემული:

რა არის დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტები (შემდგომში დოლოვილ დუო) და რისთვის გამოიყენება?

რა უნდა იცოდეთ დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენებამდე

დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტების შენახვის წესი

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რა არის დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება?

დოლოვილ დუო შეიცავს ორ ტიპის მოქმედ ნივთიერებას (რომლებიც პასუხისმგებელნი არიან წამლის მოქმედებაზე): იბუპროფენს და პარაცეტამოლს.

იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) ჯგუფს. NSAID-ები ამცირებენ ტკივილს, შეშუპებას და ხსნიან სხეულის მაღალ ტემპერატურას.

პარაცეტამოლი არის ანალგეტიკი, რომელიც, იბუპროფენისგან განსხვავებით, ამცირებს ტკივილს და აცხრობს ცხელებას.

დოლოვილ დუო ნაჩვენებია მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროებითი შემსუბუქებისთვის შემდეგი მდგომარეობების დროს: მიგრენა, თავის ტკივილი, ზურგის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მწვავე, არამძიმე სახსრების ტკივილი, გაციებისა და გრიპის სიმპტომები, ყელის ტკივილი და ცხელება.

მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 3 დღის განმავლობაში ან გაუარესდა.

რა უნდა იცოდეთ დოლოვილ დუოს გამოყენებამდე

არ მიიღოთ დოლოვილ დუო თუ:

უკვე იღებთ პარაცეტამოლის შემცველ რომელიმე სხვა მედიკამენტს;

უკვე იღებთ ნებისმიერ სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, მათ შორის იბუპროფენს, მაღალი დოზის აცეტილსალიცილის მჟავას (დღეში 75 მგ-ზე მეტი), ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს (NSAIDs), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2 (COX-2) ინჰიბიტორებს;

NNGYK/ETGY/3079/2025 ხელმოწერილია, დასმულია

სალერგიული ხართ იბუპროფენის, პარაცეტამოლის ან პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6);

ალერგიული ხართ აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა NSAID-ების მიმართ;

გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ან წარსულში ნებისმიერ დროს გქონიათ სისხლდენა კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან (წვრილი ნაწლავიდან);

გაქვთ სისხლის შედედების დარღვევა;

გაწუხებთ გულის უკმარისობა, ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან თირკმლის უკმარისობა;

იმყოფებით ორსულობის ბოლო 3 თვეში.

ხართ 18 წლამდე ასაკის.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დოლოვილ დუოს მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

გაქვთ ინფექცია – იხილეთ ქვემოთ მოცემული ქვეთავი „ინფექციები“;

ხართ ხანდაზმული ასაკის;

გაქვთ ასთმა ან წარსულში გქონიათ ასთმა;

გაქვთ თირკმლის, გულის, ღვიძლის ან ნაწლავის დაავადება;

გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (SLE) – ეს არის იმუნური სისტემის დაავადება, რომელიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს და იწვევს სახსრების ტკივილს, კანის დაზიანებებს და სხვა ორგანოთა დარღვევებს, ან გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის სხვა შერეული დაავადებები;

გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის დაავადებები ან ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება (მაგ. წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება);

იმყოფებით ორსულობის პირველ 6 თვეში ან ხართ მეძუძური დედა;

გეგმავთ ბავშვის გაჩენას.

ანთების საწინააღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, როგორიცაა იბუპროფენი, დაკავშირებულია გულის შეტევის ან ინსულტის რისკის მცირე მატებასთან, განსაკუთრებით მაღალი დოზებით გამოყენებისას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას და/ან მკურნალობის რეკომენდებულ ხანგრძლივობას.

იბუპროფენთან დაკავშირებით დაფიქსირებულია პრეპარატზე ალერგიული რეაქციის ნიშნები, მათ შორის სუნთქვის პრობლემები, სახისა და კისრის მიდამოს შეშუპება (ანგიოედემა) და გულმკერდის ტკივილი. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დოლოვილ დუოს მიღება და დაუკავშირდით ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ რომელიმე ამ სიმპტომს.

ინფექციები

დოლოვილ დუოს შეუძლია შენიღბოს ინფექციების სიმპტომები, როგორიცაა ცხელება და ტკივილი. შესაბამისად, შესაძლებელია დოლოვილ დუომ შეაფერხოს ინფექციის სათანადო მკურნალობა, რამაც შეიძლება გაზარდოს გართულებების რისკი. ეს დაფიქსირდა ბაქტერიული პნევმონიის და ჩუტყვავილასთან ასოცირებული კანის ბაქტერიული ინფექციების დროს. თუ იღებთ ამ წამალს მიმდინარე ინფექციის დროს და ინფექციის სიმპტომები შენარჩუნებულია ან გაუარესდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კანის მძიმე რეაქციები

დოლოვილ დუოთი მკურნალობასთან დაკავშირებით დაფიქსირებულია კანის სერიოზული რეაქციები, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი (AGEP). შეწყვიტეთ დოლოვილ დუოს მიღება და სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ აღგენიშნებათ კანის ამ სერიოზულ რეაქციებთან დაკავშირებული რომელიმე სიმპტომი, რომლებიც აღწერილია მე-4 ნაწილში.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ დოლოვილ დუოს მიღება და მიმართოთ ექიმს, თუ განგივითარდათ გამონაყარი კანზე, ლორწოვანი გარსის ცვლილებები, ბუშტუკების გაჩენა ან ალერგიის სხვა სიმპტომები, რადგან ეს შეიძლება იყოს კანის ძალიან სერიოზული რეაქციის პირველი ნიშნები. იხილეთ მე-4 ნაწილი.

დოლოვილ დუოს მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ:

გაქვთ გულის დაავადება, მათ შორის გულის უკმარისობა, ტკივილი გულმკერდის არეში (სტენოკარდია), ან თუ გქონიათ გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული არტერიების დაავადება (ფეხებში სისხლის ცუდი ცირკულაცია შევიწროებული ან დაბლოკილი არტერიების გამო), ან თუ გადატანილი გაქვთ ნებისმიერი გენეზის ინსულტი (მათ შორის „მინი ინსულტი“ ან ტრანზიტორული იშემიური შეტევა [TIA]);

გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, ქოლესტერინის მაღალი დონე, გულის დაავადების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი, ან თუ ეწევით.

დოლოვილ დუოთი მკურნალობის დროს დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს, თუ:

თუ გაქვთ სერიოზული დაავადება, მათ შორის თირკმლის მძიმე დაზიანება ან სეფსისი (სეფსისი: როდესაც ბაქტერიები და მათ მიერ გამოყოფილი მავნე ნივთიერებები ცირკულირებენ სისხლში, რაც იწვევს ორგანოების დაზიანებას), ან თუ ხართ არასაკმარისი კვებისგან გამოფიტული, გაწუხებთ ქრონიკული ალკოჰოლიზმი, ან თუ ასევე იღებთ ფლუკლოქსაცილინს (ანტიბიოტიკი). სეთ შემთხვევებში, პაციენტებში, რომლებიც რეგულარულად და ხანგრძლივად იყენებდნენ პარაცეტამოლს ან იყენებდნენ პარაცეტამოლს ფლუკლოქსაცილინთან კომბინაციაში, დაფიქსირდა სერიოზული დაავადება, რომელსაც ეწოდება მეტაბოლური აციდოზი (სისხლისა და ორგანიზმის სითხეების დარღვევა). მეტაბოლური აციდოზის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სუნთქვის სერიოზულ გაძნელებას ღრმა, ხშირი სუნთქვით; ძილიანობას; გულისრევასა და ღებინებას.

სხვა მედიკამენტები და დოლოვილ დუო

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან მიიღეთ ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

არ მიიღოთ დოლოვილ დუო შემოგარსული ტაბლეტები:

პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად;

სხვა NSAID-ის შემცველ მედიკამენტებთან ერთად, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა და იბუპროფენი;

ფლუკლოქსაცილინის (ანტიბიოტიკი) შემცველ მედიკამენტებთან ერთად, რადგან არსებობს სისხლისა და ორგანიზმის სითხეების დარღვევის (ე.წ. მეტაბოლური აციდოზის) განვითარების მნიშვნელოვანი რისკი, რაც საჭიროებს დაუყოვნებელ მკურნალობას (იხ. ნაწილი 2).

დოლოვილ დუომ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა წამლების მოქმედებაზე, ან სხვა წამლებმა მოახდინონ გავლენა დოლოვილ დუოს მოქმედებაზე, როგორიცაა:

კორტიკოსტეროიდების ტაბლეტები;

ანტიბიოტიკები (მაგალითად, ქლორამფენიკოლი ან ქინოლონები);

ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი);

ანტიკოაგულანტები (ასევე ცნობილი როგორც სისხლის გამათხელებლები, მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, თიკლოპიდინი);

გულის ფუნქციის გამაძლიერებელი წამლები (მაგ. გულის გლიკოზიდები);

მაღალი ქოლესტერინის დამწევი მედიკამენტები (მაგალითად, ქოლესტირამინი);

დიურეტიკები (შარდმდენი საშუალებები, რომლებიც ასტიმულირებენ შარდის გამოყოფას);

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი; ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ინჰიბიტორები, როგორიცაა ლოზარტანი);

იმუნური სისტემის ფუნქციის დამთრგუნველი მედიკამენტები (მაგალითად, მეთოტრექსატი, ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);

მანიის ან დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (როგორიცაა ლითიუმი ან სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები/SSRIs);

მიფეპრისტონი (აბორტის გამომწვევი საშუალება);

აივ ინფექციის სამკურნალო წამლები (მაგალითად, ზიდოვუდინი).

დოლოვილის დუოთი მკურნალობაზე ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებმა, ან თავად ამ პრეპარატმა მოახდინოს გავლენა მათზე. ამიტომ, დოლოვილის დუო-ს სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღებამდე ყოველთვის უნდა მიმართოთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოლოვილ დუოს შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებთან ერთად

გვერდითი ეფექტების რისკის შესამცირებლად, დოლოვილ დუო უნდა იქნას მიღებული საკვებთან ერთად.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, გონია, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ წამლის მიღებამდე რჩევა ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ დოლოვილ დუო ორსულობის ბოლო 3 თვის განმავლობაში, რადგან მან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯერ კიდევ დაუბადებელ ბავშვს ან გამოიწვიოს პრობლემები მშობიარობის დროს. მას შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლისა და გულის პრობლემები. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს და თქვენი ბავშვის სისხლდენისადმი მიდრეკილებაზე და გამოიწვიოს მშობიარობის დაგვიანება ან მშობიარობის პერიოდის გახანგრძლივება. არ მიიღოთ დოლოვილ დუო ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში, გარდა აბსოლუტური აუცილებლობისა და თქვენი ექიმის რეკომენდაციით. თუ გჭირდებათ მკურნალობა ამ პერიოდში ან როდესაც გსურთ დაორსულება, უნდა გამოიყენოთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა მაქსიმალურად მოკლე დროში. ორსულობის მე-20 კვირიდან დოლოვილ დუომ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის თირკმლის პრობლემები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის გარემომცველი ამნიონური სითხის დაბალი დონე (ოლიგოჰიდრამნიონი/წყლუმცირობა) ან ნაყოფის გულის სისხლძარღვის შევიწროება (ductus arteriosus). თუ მკურნალობა გჭირდებათ რამდენიმე დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დამატებითი გამოკვლევები.

დოლოვილ დუოს შემოგარსულმა ტაბლეტებმა შეიძლება გაართულოს დაორსულება. იბუპროფენი არის ერთ-ერთი იმ წამალთაგანი, რომელმაც შეიძლება შეაფერხოს ქალის ფერტილობა, რაც ქრება წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გეგმავთ ბავშვის გაჩენას ან თუ ვერ ორსულდებით.

გავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

დოლოვილ დუოს შემოგარსულმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, ძილიანობა, დაღლილობა და მხედველობის დარღვევა. თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, არ მართოთ ავტომობილი და არ გამოიყენოთ რაიმე მოწყობილობა ან მექანიზმი.

პროდუქტი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ ის პრაქტიკულად „ნატრიუმის გარეშეა“.

დოლოვილ დუოს გამოყენების წესი

ყოველთვის მიიღეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ ჩანართში, ან როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

ხოლოდ პერორალური და ხანმოკლე გამოყენებისთვის.

სიმპტომების შესამსუბუქებლად და გვერდითი მოვლენების მინიმუმამდე დასაყვანად გამოყენებული უნდა იქნას ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა უმოკლესი დროის განმავლობაში. თუ გაქვთ ინფექცია, სასწრაფოდ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ სიმპტომები (როგორიცაა ცხელება და ტკივილი) შენარჩუნებულია ან გაუარესდა (იხ. ნაწილი 2).

არ მიიღოთ დოლოვილ დუო 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან შენარჩუნდა, მიმართეთ ექიმს.

მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი წყალთან და საკვებთან ერთად, მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში. თითოეულ დოზას შორის უნდა გავიდეს სულ მცირე 6 საათი.

თუ ერთი ტაბლეტი ვერ ამცირებს სიმპტომებს, მაქსიმუმ 2 ტაბლეტი შეიძლება იქნას მიღებული დღეში სამჯერ.

არ მიიღოთ 6 ტაბლეტზე მეტი (რაც შეესაბამება 1200 მგ იბუპროფენს და 3000 მგ პარაცეტამოლს დღეში) 24 საათის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

არ მისცეთ ბავშვებს ან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოლოვილ დუო, ვიდრე დაგენიშნათ

თუ მიიღეთ იმაზე მეტი დოლოვილ დუო, ვიდრე უნდა მიგეღოთ, ან თუ ბავშვმა შემთხვევით გადაყლაპა ეს წამალი, ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას რისკის შესაფასებლად და რჩევის მისაღებად, თუ რა უნდა გააკეთოთ.

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს გულისრევას, კუჭის ტკივილს, ღებინებას (რომელიც შეიძლება იყოს სისხლნარევი), თავის ტკივილს, ხმაურს ყურებში, გონების არევასა და თვალის კანკალს (ტრემორს). მაღალი დოზების მიღებისას დაფიქსირდა ძილიანობა, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის გახშირება (პალპიტაცია), გონების დაკარგვა, კრუნჩხვები (განსაკუთრებით ბავშვებში), სისუსტე და თავბრუსხვევა, სისხლი შარდში, ცივი სხეულის შეგრძნება და სუნთქვის პრობლემები.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ მიიღეთ ამ წამლის ზედმეტი დოზა, მაშინაც კი, თუ თავს კარგად გრძნობთ. ეს აუცილებელია, რადგან პარაცეტამოლის ძალიან მაღალმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაგვიანებული, სერიოზული დაზიანება.

თუ დაგავიწყდათ დოლოვილ დუოს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ, ხოლო შემდეგი დოზა მიიღეთ სულ მცირე 6 საათის შემდეგ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ წამალსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

შეწყვიტეთ დოლოვილ დუოს მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ აღგენიშნებათ რომელიმე შემდეგი სიმპტომი:

გულძმარვა, საჭმლის მოუნელებლობა;

ნაწლავური სისხლდენის ნიშნები (მუცლის ძლიერი ტკივილი, ნაღებინები მასა სისხლით ან ყავის ნალექის მსგავსი მუქი მარცვლებით, სისხლიანი განავალი, კუპრისებრი შავი განავალი);

მენინგიტის სიმპტომები, როგორიცაა: კისრის გაშეშება, თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, ცხელება ან დაბნეულობა;

მძიმე ალერგიული რეაქციების სიმპტომები (სახის, ენის და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, ასთმის გაუარესება);

კანის მძიმე რეაქციები ბუშტუკების გაჩენით, იხილეთ ასევე ინფორმაცია ქვემოთ;

ჰიპერტენზია, სითხის დაგროვება;

ღვიძლის პრობლემები (რამაც შეიძლება გამოიწვიოს კანისა და თვალის თეთრი გარსის გაყვითლება);

თირკმლის პრობლემები (რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის გამოყოფის გაზრდა ან შემცირება, ფეხების შეშუპება);

გულის უკმარისობა (შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება, სითხის შეკავება);

კანის მძიმე რეაქციები, ცნობილი როგორც DRESS სინდრომი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). DRESS-ის სიმპტომები მოიცავს: კანის ძლიერ გამონაყარს, ცხელებას, ლიმფური კვანძების გადიდებას და ეოზინოფილების თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობის მატებას;

კანის მძიმე რეაქცია, ცნობილი როგორც AGEP (მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი) (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით). წითელი, აქერცლილი, ფართო გამონაყარი ცხელებით, კანქვეშა კვანძებითა და ბუშტუკებით. სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება მკურნალობის დაწყებისას. იხილეთ ასევე მე-2 ნაწილი;

მოწითალო, ბრტყელი, სამიზნისებრი ან წრიული ლაქები ტანზე, ხშირად ცენტრალური ბუშტუკებით, კანის აქერცვლა, წყლულები პირში, ყელში, ცხვირში, გენიტალიებსა და თვალებში. ამ მძიმე გამონაყარს შეიძლება წინ უსწრებდეს ცხელება და გრიპის მსგავსი სიმპტომები [ექსფოლიაციური დერმატიტი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი];

ტკივილი გულმკერდის არეში, რაც შეიძლება იყოს პოტენციურად სერიოზული ალერგიული რეაქციის, კუნისის სინდრომის ნიშანი.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1 ადამიანში):

მუცლის ტკივილი ან დისკომფორტი, გულისრევა და ღებინება, დიარეა;

ღვიძლის ფერმენტების დონის მატება (რომელიც ვლინდება სისხლის ანალიზით);

ჭარბი ოფლიანობა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 100-დან 1 ადამიანში):

თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, მომატებული მეტეორიზმი და ყაბზობა, გამონაყარი კანზე, სახის შეშუპება, ქავილი;

წითელი სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება და თრომბოციტების (სისხლის შედედებაზე პასუხისმგებელი უჯრედების) რაოდენობის მატება.

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები (შეიძლება გამოვლინდეს 10,000-დან 1 ადამიანში):

სისხლის უჯრედების რაოდენობის შემცირება (რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, წყლულები პირის ღრუში, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ძლიერი დაღლილობა, აუხსნელი სისხლდენა, სისხლჩაქცევები და სისხლდენა ცხვირიდან);

მხედველობის დარღვევა, ტინიტუსი, თავბრუსხვევის შეგრძნება;

დაბნეულობა, დეპრესია, ჰალუცინაციები;

დაღლილობა, ზოგადი სისუსტე.

უცნობი სიხშირის (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):

კანის მგრძნობელობის მომატება სინათლის მიმართ;

სერიოზული დაავადება, რომელიც სისხლს უფრო მჟავეს ხდის, ვიდრე დასაშვებია (ე.წ. მეტაბოლური აციდოზი) იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარაცეტამოლს და უკვე აქვთ სერიოზული დაავადება (იხ. ნაწილი 2).

დოლოვილ დუოს მსგავსი მედიკამენტების გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) რისკის მცირე მატებასთან (იხ. ნაწილი 2).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე გვერდითი ეფექტების შესახებ შეგიძლიათ შეატყობინოთ პირდაპირ, V დანართში ჩამოთვლილი შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოგარსული ტაბლეტების შენახვის წესი

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

არ გამოიყენოთ ეს წამალი ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ მედიკამენტები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას

შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დოლოვილ დუო 200 მგ/500 მგ შემოოგარსული ტაბლეტები?

პროდუქტის მოქმედი ნივთიერებებია იბუპროფენი და პარაცეტამოლი. თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 200 მგ იბუპროფენს და 500 მგ პარაცეტამოლს.

სხვა ინგრედიენტები:

ტაბლეტის ბირთვი: კროსკარმელოზის ნატრიუმი (E468), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი (E551), სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი (E470b).

აპკიანი გარსი: პოლი(ვინილის სპირტი) - მაკროგოლის ნამყარი თანაპოლიმერი, ტალკი (E553b), მიკაზე დაფუძნებული მარგალიტისებრი საღებავი (მიკა/ტიტანის დიოქსიდი) (E555/E171), გლიცეროლის მონოკაპრილოკაპრატი, პოლი(ვინილის სპირტი), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის შავი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება დოლოვილ დუო და შეფუთვის შემცველობა

ნაცრისფერი, პრიალა, ოვალური შემოგარსული ტაბლეტები, რომელთა ერთ მხარეს არის ამონაბეჭდი "200 M 500".

ტაბლეტის ზომებია: სიგრძე 18.9–19.4 მმ, სიგანე 8.9–9.3 მმ.

10 და 20 შემოგარსული ტაბლეტი თეთრ, გაუმჭვირვალე PVC/PVDC//Al ბლისტერებსა და მუყაოს კოლოფებში.

შესაძლოა ბაზარზე ყველა ზომის შეფუთვა არ იყოს რეალიზებული.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Goodwill Pharma Plc.

6724 Szeged C

serzy Mihály u. 32.

უნგრეთი

მწარმოებელი

Zakłady Farmaceutyczne POLPHARMA S.A.

(Pharmaceutical Works POLPHARMA S.A.)

ul. Pelplińska 19,

83-200 Starogard Gdański,

პოლონეთი

OGYI – T- 24253/01 10x თეთრი, გაუმჭვირვალე, PVC/PVDC//Al ბლისტერში

OGYI - T - 24253/02 20x თეთრი, გაუმჭვირვალე, PVC/PVDC//Al ბლისტერში

ფურცელ-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 2025 წლის თებერვალი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა