ნივალინი 10მგ
Nivalin® 10mg
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას: - ალცჰაიმერის ტიპის სუსტი ან ზომიერად გამოხატული დემენციისას; - პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას (პოლირადიკულონევრიტი, რადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- galantamine
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- SOPHARMA JSC, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ფსიქოანალეფსური საშუალებები, ანტიქოლენესთერაზული საშუალებები
- ATC კოდი
- N06DA04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045991
- რეგისტრირებულია
- 24 ივლისი 2026, მოქმედებს 24 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- სს „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნივალინი 10მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:
- ალცჰაიმერის ტიპის სუსტი ან ზომიერად გამოხატული დემენციისას;
- პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას (პოლირადიკულონევრიტი, რადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია);
- ზურგის ტვინის წინა რქების დარღვევასთან დაკავშირებული მდგომარეობის მკურნალობისას (პოლიომიელიტის, მიელიტის, ზურგის კუნთოვანი ატროფიის შემდეგ);
- ცერებრალური დამბლის დროს (ცერებრალური ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, ბავშვთა ცერებრალური დამბლისას);
- ნერვ-კუნთოვანი სინაფსის დარღვევები (მიასთენია გრავის, კუნთოვანი დისტროფია).
მიღების წესი და დოზირება
გალანტამინით მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე და მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ნივალინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს. მკურნალობისას საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღების უზრუნველყოფა.
მოზრდილები:
ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 10-40 მგ, გაყოფილი 2-4 მიღებაზე.
ალცჰაიმერის დაავადება
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ 2-ჯერ დღეში, უმჯობესია დილის და საღამოს კვების მიღებისას. მკურნალობის 4-კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ, შეიძლება დოზის გაზრდა შემანარჩუნებელ დოზამდე – 20 მგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე (10 მგ 2-ჯერ დღეში). დოზას ზრდიან კლინიკური სურათიდან და პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე.
ბავშვები:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს:
6-დან 8 წლამდე – 5-10 მგ დღეში.
9-დან 11 წლამდე – 5-15 მგ დღეში.
12-დან 15 წლამდე – 5-25 მგ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები: ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში (7-9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით) შესაძლებელია გალანტამინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში, ამიტომ რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 15 მგ-მდე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (> 9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით), გალანტამინის მიღება უკუნაჩვენებია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები: გალანტამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან თირკმელებით. თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 15 მგ-ს. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები), გალანტამინის მიღება უკუნაჩვენებია.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან, რამდენიმე წლამდე და დამოკიდებულია დაავადებაზე და პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების ინდივიდუალურ ამტანობაზე. გვერდითი მოვლენების განვითარებისას, აუცილებელია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა 2-3 დღით, ამის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელება უნდა მოხდეს უფრო დაბალი დოზით. მკურნალობის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შემთხვევაში, ნივალინის განმეორებითი მიღების დაწყება საჭიროა უფრო დაბალი დოზით, ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის თანდათან მიღწევით.
უკუჩვენებები
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, გალანტამინის ჰიდრობრომიდის, ან ნივალინის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადებებიდან: ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობა; ბრონქული ასთმა; გულის დაავადებები, რაც დაკავშირებულია გულის რითმის სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებასთან ან გამტარობის დარღვევასთან (წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა); სტენოკარდია; გულის მძიმე უკმარისობა (გულის კუნთის სისუსტე); ეპილეფსია; ჰიპერკინეზია (თვითნებური მოძრაობა).
ნივალინის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
- გაქვთ გულის დაავადება (როგორიცაა გულმკერდის არეში დისკომფორტი, რომელიც ხშირად გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით, გულის შეტევა, გულის უკმარისობა, ნელი ან არათანაბარი გულის რითმი, გახანგრძლივებული QTc ინტერვალი);
- გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ბრონქოსპაზმით;
- გაქვთ შარდის შეკავება ან ახლო წარსულში წინამდებარე ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაცია.
ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე, საჭიროა აცნობოთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ ნივალინს.
პრეპარატით მკურნალობისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია წონის შემცირება. რეკომენდებულია წონის კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში დემენციით.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ:
- არითმიის ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს (ქინიდინი, დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი);
- ანტიბიოტიკებს (გენტამიცინი, ამიკაცინი, ერითრომიცინი);
- წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალზე;
- ციმეტიდინს;
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი;
- კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება);
- რიტონავირს (შიდსის სამკურნალო პრეპარატი).
ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ნივალინის გვერდითი მოვლენები, ან შეცვალონ მისი სამკურნალო მოქმედება.
- ნივალინმა შეიძლება შეასუსტოს ისეთი სამკურნალო საშუალებების მოქმედება, როგორიცაა ატროპინი, ბენზოჰექსონიუმი და სხვა განგლიობლოკატორები, ტუბოკურარინი.
პრეპარატის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ ან ადრე იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ, სამკურნალო საშუალებებს.
სიფრთხილის ზომები
პარასიმპათომიმეტიკებს შეუძლიათ ვაგოტონური ზეგავლენა მოახდინონ გულისცემის რითმზე, რომელიც გამოიხატება ბრადიკარდიით და AV-ბლოკადით, რაც დაკავშირებულია მათ სპეციფიკურ ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან. ამ მიზეზით, აუცილებელია გალანტამინის სიფრთხილით დანიშვნა პაციენტებში სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომით ან სუპრავენტრიკულური გულის გამტარობის სხვა დარღვევებით, ასევე პაციენტებისთვის, რომლებიც მკურნალობენ ისეთი საშუალებებით, რომლებიც მნიშვნელოვნად ანელებენ გულის რითმს, როგორიცაა დიგოქსინი ან ბეტა-ბლოკატორები ან პაციენტებისთვის ელექტროლიტების არაკორექტირებული ბალანსით (ჰიპერ- ან ჰიპოკალემიით).
ამიტომ საჭიროა სიფრთხილე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში გალანტამინის გამოყენებისას, მაგ. უშუალოდ მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ პერიოდში, ახლოდროინდელი წინაგულების ფიბრილაციისას, გულის ბლოკადის მეორე ან უმაღლესი ხარისხის დროს, არასტაბილური სტენოკარდიის ან გულის შეგუბებითი უკმარისობისას, განსაკუთრებით III-IV ფუნქციური კლასის NYHA-ის მიხედვით.
არსებობს ცნობები QTc ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იყენებენ გალანტამინის თერაპიულ დოზებს და torsade de pointes-ს შესახებ დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით (იხ. პუნქტი 4.9), ამიტომ გალანტამინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გახანგრძლივებული QTc ინტერვალი, პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ისეთი სამკურნალო პრეპარატებით, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალზე, ან პაციენტებში, რომლებსაც აქვთ შესაბამისად არსებული გულის დაავადება ან ელექტროლიტების დარღვევები.
პლაცებო-კონტროლირებადი კვლევების ერთ–ერთ ანალიზში ალცჰაიმერის დემენციის მქონე პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ გალანტამინით, აღენიშნება გულ-სისხლძარღვთა ზოგიერთი არასასურველი მოვლენების მომატებული სიხშირე (იხ. პუნქტი 4.8).
ქოლინომიმეტური ეფექტის გამო, გალანტამინს შეუძლია გაზარდოს კუჭის სეკრეცია და გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. უფრო მაღალი რისკი არსებობს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წყლულოვანი დაავადება, კუჭის ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდში და იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად მკურნალობენ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით. ასეთ პაციენტებში გალანტამინით მკურნალობისას საჭიროა აქტიური ან მწვავე კუჭ-ნაწლავის სისხლდენის სიმპტომების კონტროლი.
გალანტამინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.
არ არის რეკომენდებული გალანტამინის დანიშვნა პაციენტებში შარდის გაძნელებით, წინამდებარე ჯირკვლის ან შარდის ბუშტის რეზექციის შემდეგ.
ქოლინომიმეტიკებს შეუძლიათ გააძლიერონ სუქცინილქოლინის ტიპის ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების მოქმედება ანესთეზიის დროს.
ქოლინესთერაზას ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს, გალანტამინის ჩათვლით, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეინიშნოს სხეულის წონის შემცირება - წონის დაკლება. ამ შემთხვევებში აუცილებელია პაციენტის სხეულის წონის კონტროლი.
პარასიმპათომიმეტიკებს გააჩნიათ კრუნჩხვების გამომწვევი ცნობილი პოტენციალი. კრუნჩხვის გაზრდილი აქტივობა აღინიშნება ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში. იშვიათ შემთხვევებში, პარასიმპათომიმეტიკებმა შეიძლება გაზარდონ ქოლინერგული ტონუსი და გააუარესონ პარკინსონიზმის სიმპტომები.
გალანტამინი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით და უფრო მცირე დოზებში თირკმლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში, კრეატინინის კლირენსიდან გამომდინარე (იხ. პუნქტი 4.2).
პრეპარატი ნივალინი 5 და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს ხორბლის სახამებელს დამხმარე ნივთიერების სახით. ხორბლის სახამებელი შეიძლება შეიცავდეს გლუტენს, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობით და ამიტომ უსაფრთხოდ ითვლება ცელიაკიით დაავადებული ადამიანებისთვის.
პრეპარატი ნივალინი 5 და 10 მგ ტაბლეტები შეიცავს დამხმარე ნივთიერებას ლაქტოზას. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი პრობლემები, ლაპპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია, არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი.
- 5. სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად მიღება და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნივალინის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნივალინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში არ არის დამტკიცებული, ამიტომ, მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნივალინით მკურნალობისას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შესაძლებელია დაირღვეს მხედველობა, განვითარდეს ძილიანობა და თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში, ამ სიმპტომების გაქრობამდე, არ მართოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და არ შეასრულოთ სამუშაოები, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნივალინის ზოგიერთ კომპონენტზე
სამკურნალო პრეპარატი, დამხმარე ნივთიერების სახით, შეიცავს ხორბლის სახამებელს. მისაღებია ცელიაკიის მქონე პირებისათვის. ხორბალზე ალერგიის მქონე პირებმა (ცელიაკიისგან განსხვავებული), არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
ნივალინით მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, რადგან ტაბლეტი, დამხმარე ნივთიერების სახით, შეიცავს ლაქტოზას.
- როგორ მიიღება ნივალინი
ყოველთვის მიიღეთ ნივალინი ექიმის მითითების მკაცრი დაცვით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ნივალინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს. მკურნალობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
თუ მიიღეთ ნივალინის საჭიროზე მეტი დოზა
შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, კოლიკის მსგავსი სპაზმი მუცლის არეში, დიარეა, სისხლის წნევის დაწევა, გულის რითმის სიხშირის შემცირება, გართულებული სუნთქვა, ჭარბი ნერწყვდენა, ცრემლდენა, უფრო მძიმე შემთხვევებში – კრუნჩხვა და კომა. ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
თუ თქვენ გამოტოვეთ ნივალინის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ უკვე თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ნივალინი
- დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ნივალინი და რისთვის გამოიყენება იგი
ნივალინი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გალანტამინს, ალკალოიდს, რომელიც იზოლირებულია ცხენისკბილა თეთრის მიწისზედა ნაწილიდან. გალანტამინი განეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ის ზრდის აცეტილქოლინის დონეს, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში და პერიფერიულ ნერვებში ნერვული იმპულსების გატარებაში. აუმჯობესებს ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობას, ანელებს მის განვითარებას.
გამოიყენება ალცჰაიმერის ტიპის სუსტი ან ზომიერად გამოხატული დემენციისას, მოძრაობის დარღვევასთან დაკავშირებული პერიფერიული ნერვების დაავადებების (პოლირადიკულონევრიტი, რადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია), კუნთების სისუსტის (მიასთენია გრავის), პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის, პოლიომიელიტის, ბავშვთა ცერებრალური დამბლის დროს.
- ნივალინის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
სიმპტომები:
გალანტამინის დოზის გადაჭარბების ნიშნები და სიმპტომები სხვა პარასიმპათომიმეტიკების დოზის გადაჭარბების ანალოგიური სიმპტომების მსგავსია. სიმპტომები, როგორც წესი, მოიცავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას და ნერვ-კუნთოვან სინაფსს. კუნთების სისუსტისა და ფასციკულაციის გარდა, შეიძლება აღინიშნოს ქოლინერგული კრიზის ზოგიერთი ან ყველა ნიშანი: გამოხატული გულისრევა, ღებინება, სპაზმური ტკივილები მუცლის არეში, დიარეა, ნერწყვდენა, ცრემლდენა, ჭარბი ოფლიანობა, ბრადიკარდია, ჰიპოტონია, კოლაფსი და კრუნჩხვები. კუნთების გამოხატულმა სისუსტემ ტრაქეის ლორწოვანი გარსის ჰიპერსეკრეციასთან და ბრონქოსპაზმთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
მკურნალობა:
აუცილებელია რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა ფუნქციების კონტროლი. მკურნალობა არის სიმპტომური.
პრეპარატის ჭარბი დოზირებისას შიგნით მიღების შემთხვევაში, თუ პაციენტი გონზეა, ტარდება კუჭის გამორეცხვა.
ატროპინი ინტრავენურად 0,5-დან 1 მგ-მდე დოზით შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ანტიდოტი, და დოზის განმეორება შესაძლებელია კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით.
შემადგენლობა
5 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 5 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი.
10 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 10 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ნივალინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ბრტყელი, მრგვალი, ორმხრივად წაკვეთილი ბოლოებით და გამყოფი ხაზით, თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, 6 მმ დიამეტრის ტაბლეტები.
შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ტოლ ნაწილად.
5 მგ ტაბლეტები
20 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
10 მგ ტაბლეტები
10 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოყენების და წარმოების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220, სოფია, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: თებერვალი, 2026
_____________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:
შენახვის პირობები
არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.
- 5. მონაცემები შეფუთვის შესახებ
5 5 მგ ტაბლეტები
20 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
10 მგ ტაბლეტები
10 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
- 6. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები გადაგდებისას
არ არის განსაკუთრებული მოთხოვნები.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
- გამოყენების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს ქ.16, 1220 სოფია, ბულგარეთი
- გამოყენების ნებართვის ნომერი
- პირველი ნებართვის თარიღი/რეგისტრაციის შესახებ მოწმობის განახლება
- ტექსტის განახლების თარიღი
თებერვალი, 2026 წელი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გალანატამინის სხვა პარასიმპათომიმეტიკებთან (როგორიცაა, ამბენონიუმი, დონეპრეზილი, ნეოსტიგმინი, პირიდოსტიგმინი ან სისტემურად გამოყენებული პილოკარპინი) ერთდროული გამოყენებისას, მათი ქოლინომიმეტური მოქმედების ზრდა შეიძლება შეინიშნოს და ამიტომ ისინი არ უნდა იქნას გამოყენებული ერთად.
გალანატამინი ანტაგონიზირებს ანტიქოლინერგული საშუალებების (ატროპინის და მსგავსი სუბსტანციების), ჰექსამეთონიუმის და სხვა განგლიობლოკატორების, არადეპოლარიზებადი მიორელაქსანტების (ტუბოკურარინი) მოქმედებას.
შესაძლოა გალანტამინის ურთიერთქმედება, მისი ისეთ მედიკამენტებთან ერთდროულად გამოყენებისას, რომლებიც იწვევენ გულის რითმის სიხშირის შემცირებას, როგორიცაა დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, კალციუმის არხების ბლოკატორები და ამიოდარონი.
პროკაინამიდი, რომლის თერაპიული ეფექტი ნაწილობრივ ანტიქოლინერგული მოქმედებით არის განპირობებული, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას გალანტამინთან ერთდროულად, ვინაიდან ამ უკანასკნელს შეუძლია მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედების ანტაგონიზირება.
ამინოგლიკოზიდებს (გენტამიცინი, ამიკაცინი) შეუძლიათ შეამცირონ გალანტამინის თერაპიული ეფექტი myasthenia gravis-ის დაავადების დროს.
დეპოლარიზერებული ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორების (სუქსამეტონიუმი) მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს გალანტამინთან ერთდროული გამოყენებისას, და განსაკუთრებით, ფსევდოქოლინესტერაზას უკმარისობის დროს.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
საკვებთან ერთად ერთდროულად მიღებისას, გალანტამინის შეწოვის სიჩქარე ნელდება, მაგრამ მისი შეწოვის ხარისხი არ იცვლება. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს, პრეპარატის ქოლინომიმეტიკური შესაძლო გვერდითი ეფექტების შესამცირებლად.
გალანატამინი მეტაბოლიზდება ღვიძლის CYP3A4 და CYP2D6 იზოფერმენტებით.
წამლებს, რომლებიც ექვემდებარებიან მეტაბოლიზმს იგივე იზოფერმენტებით, შეუძლიათ ურთიერთქმედება გალანტამინთან ფარმაკოკინეტიკურ დონეზე. CYP2D6 (ქინიდინი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი) ან CYP3A4 (კეტოკონაზოლი, ზიდოვუდინი, რიტონავირი, ერითრომიცინი) ინჰიბიტორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ გალანტამინის მეტაბოლიზმზე და გამოიწვიონ პლაზმური კონცენტრაციის მომატება და, შესაბამისად, მისი ბიოშეღწევადობა.
ამ შემთხვევებში არსებობს გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი და ამიტომ რეკომენდებულია გალანტამინის შემანარჩუნებელი დოზის შემცირება.
ციმეტიდინს შეუძლია გალანტამინის ბიოშეღწევადობის გაზრდა.
გალანტამინს არ აქვს გავლენა ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ნივალინი®®5 მგ. ტაბლეტები
ნივალინი®®10 მგ. ტაბლეტები
NIVALIN® 5 mg tablets
NIVALIN® 10 mg tablets
გალანტამინის ჰიდრობრომიდი (galantamine hidrobromide)
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია.
- შეინახეთ ეს ინსტრუქცია, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
- ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს.
- მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის ვინმე სხვას. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს სხვა პირებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ აღენიშნებათ თქვენი სიმპტომების მსგავსი სიმპტომები.
- ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულებისას ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს.
ამ ინსტრუქციაში მოცემულია:
- რას წარმოადგენს ნივალინი და რისთვის გამოიყენება იგი
- ნივალინის გამოყენებამდე
- ნივალინის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ნივალინი
- დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ნივალინი და რისთვის გამოიყენება იგი
ნივალინი – სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას გალანტამინს, ალკალოიდს, რომელიც იზოლირებულია ცხენისკბილა თეთრის მიწისზედა ნაწილიდან. გალანტამინი განეკუთვნება აცეტილქოლინესთერაზის ინჰიბიტორების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ის ზრდის აცეტილქოლინის დონეს, რომელიც მონაწილეობს თავის ტვინში და პერიფერიულ ნერვებში ნერვული იმპულსების გატარებაში. აუმჯობესებს ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტების მდგომარეობას, ანელებს მის განვითარებას.
გამოიყენება ალცჰაიმერის ტიპის სუსტი ან ზომიერად გამოხატული დემენციისას, მოძრაობის დარღვევასთან დაკავშირებული პერიფერიული ნერვების დაავადებების (პოლირადიკულონევრიტი, რადიკულონევრიტი, ნევრიტი, პოლინევრიტი, პოლინევროპათია), კუნთების სისუსტის (მიასთენია გრავის), პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფიის, პოლიომიელიტის, ბავშვთა ცერებრალური დამბლის დროს.
- ნივალინის გამოყენებამდე
არ მიიღოთ ნივალინი
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების, გალანტამინის ჰიდრობრომიდის, ან ნივალინის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- თუ გაქვთ რომელიმე შემდეგი დაავადებებიდან: ღვიძლის და/ან თირკმელების მძიმე უკმარისობა; ბრონქული ასთმა; გულის დაავადებები, რაც დაკავშირებულია გულის რითმის სიხშირის მნიშვნელოვან შემცირებასთან ან გამტარობის დარღვევასთან (წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა); სტენოკარდია; გულის მძიმე უკმარისობა (გულის კუნთის სისუსტე); ეპილეფსია; ჰიპერკინეზია (თვითნებური მოძრაობა).
ნივალინის გამოყენებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ:
- გაქვთ გულის დაავადება (როგორიცაა გულმკერდის არეში დისკომფორტი, რომელიც ხშირად გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით, გულის შეტევა, გულის უკმარისობა, ნელი ან არათანაბარი გულის რითმი, გახანგრძლივებული QTc ინტერვალი);
- გაქვთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- გაქვთ ფილტვების ქრონიკული დაავადება ბრონქოსპაზმით;
- გაქვთ შარდის შეკავება ან ახლო წარსულში წინამდებარე ჯირკვალზე ჩატარებული ოპერაცია.
ზოგადი ნარკოზით მიმდინარე ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე, საჭიროა აცნობოთ მკურნალ ექიმს იმის შესახებ, რომ იღებთ ნივალინს.
პრეპარატით მკურნალობისას რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია წონის შემცირება. რეკომენდებულია წონის კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში დემენციით.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ:
- არითმიის ან მომატებული არტერიული წნევის სამკურნალო პრეპარატებს (ქინიდინი, დიგოქსინი, ბეტა-ბლოკატორები, როგორიცაა ატენოლოლი, პროპრანოლოლი, მეტოპროლოლი);
- ანტიბიოტიკებს (გენტამიცინი, ამიკაცინი, ერითრომიცინი);
- წამლები, რომლებიც გავლენას ახდენენ QTc ინტერვალზე;
- ციმეტიდინს;
- დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი;
- კეტოკონაზოლს (სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება);
- რიტონავირს (შიდსის სამკურნალო პრეპარატი).
ამ სამკურნალო საშუალებებმა შეიძლება გააძლიერონ ნივალინის გვერდითი მოვლენები, ან შეცვალონ მისი სამკურნალო მოქმედება.
- ნივალინმა შეიძლება შეასუსტოს ისეთი სამკურნალო საშუალებების მოქმედება, როგორიცაა ატროპინი, ბენზოჰექსონიუმი და სხვა განგლიობლოკატორები, ტუბოკურარინი.
პრეპარატის გამოყენებამდე შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იყენებთ ან ადრე იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ, სამკურნალო საშუალებებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ნივალინის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
ნივალინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულებში არ არის დამტკიცებული, ამიტომ, მისი გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ნივალინით მკურნალობისას, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, შესაძლებელია დაირღვეს მხედველობა, განვითარდეს ძილიანობა და თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში, ამ სიმპტომების გაქრობამდე, არ მართოთ ავტოსატრანსპორტო საშუალებები და არ შეასრულოთ სამუშაოები, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ ყურადღებას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ნივალინის ზოგიერთ კომპონენტზე
სამკურნალო პრეპარატი, დამხმარე ნივთიერების სახით, შეიცავს ხორბლის სახამებელს. მისაღებია ცელიაკიის მქონე პირებისათვის. ხორბალზე ალერგიის მქონე პირებმა (ცელიაკიისგან განსხვავებული), არ უნდა გამოიყენონ ეს სამკურნალო პრეპარატი.
ნივალინით მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, რადგან ტაბლეტი, დამხმარე ნივთიერების სახით, შეიცავს ლაქტოზას.
- როგორ მიიღება ნივალინი
ყოველთვის მიიღეთ ნივალინი ექიმის მითითების მკაცრი დაცვით. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს.
ნივალინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს. მკურნალობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმი.
თუ მიიღეთ ნივალინის საჭიროზე მეტი დოზა
შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, კოლიკის მსგავსი სპაზმი მუცლის არეში, დიარეა, სისხლის წნევის დაწევა, გულის რითმის სიხშირის შემცირება, გართულებული სუნთქვა, ჭარბი ნერწყვდენა, ცრემლდენა, უფრო მძიმე შემთხვევებში – კრუნჩხვა და კომა. ასეთი სიმპტომების განვითარებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო დაწესებულებას.
თუ თქვენ გამოტოვეთ ნივალინის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ უკვე თითქმის დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, მიიღეთ ის ჩვეულებრივ, დავიწყებული დოზის გამოტოვებით. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ნივალინმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
გვერდითი მოქმედება უმთავრესად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას და გაივლის თერაპიის დროს. გულისრევა და ღებინება ჩვეულებრივ წყდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში.
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენ ექიმს, თუ განვითარდა გულის რითმის დარღვევა, პალპიტაცია (გულის ძგერასთან დაკავშირებული არასასიამოვნო შეგრძნება გულის არეში) ან გულის წასვლა.
გვერდითი ეფექტები კლასიფიცირდებიან სიხშირის მიხედვით და ორგანოებისა და ორგანოთა სისტემის დაზიანების შესაბამისად.
ძალიან ხშირი (1/10 დანიშნულება): გულისრევა, ღებინება.
ხშირი (1/100 დანიშნულება): მადის დაკარგვა, უმადობა; ჰალუცინაციები, დეპრესია; თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, გულის წასვლა, ძილიანობა, ლეთარგია (შეფერხებულობა); გულის ძგერის სიხშირის შემცირება; არტერიული წნევის მატება; ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, დისპეფსია, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის არეში; მომატებული ოფლიანობა; კუნთების სპაზმი; ნერვული გამოფიტვა, დაღლა, სისუსტე; სხეულის წონის კლება; დაცემა.
არახშირი (1/1000 დანიშნულება): გაუწყლოვნება; მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები; სპონტანურად განვითარებული დაბუჟების, ჩხვლეტის, წვის, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, გემოს გაუკუღმართება, ჭარბი ძილიანობა დღის განმავლობაში და ძილის ხანგრძლივობის პათოლოგიური ზრდა; დაბინდული მხედველობა; ხმაური ყურებში; გულის რითმის და გამტარობის დარღვევა (I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ჩათვლით), არტერიული წნევის დაწევა, წამოხურება; გულისრევის შეგრძნება; კუნთების სისუსტე; ღვიძლის ფერმენტების დონის მატება.
იშვიათი (1/10 000 დანიშნულება): ჰეპატიტი.
უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემების მიხედვით შეუძლებელია შეფასების გაკეთება): ნაწლავის პერისტალტიკის მომატება.
თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.
- როგორ ინახება ნივალინი
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 5 (ხუთი) წელი
არ გამოიყენოთ ნივალინი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.
ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ნივალინის
5 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 5 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი.
10 მგ ტაბლეტები
- აქტიური ნივთიერება: გალანტამინის ჰიდრობრომიდი 10 მგ.
- დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, სალმანდი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა.
ნივალინის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ბრტყელი, მრგვალი, ორმხრივად წაკვეთილი ბოლოებით და გამყოფი ხაზით, თითქმის თეთრი ფერის, უსუნო, 6 მმ დიამეტრის ტაბლეტები.
შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ ტოლ ნაწილად.
5 მგ ტაბლეტები
20 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
10 მგ ტაბლეტები
10 ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის გამჭვირვალე, უფერო, მყარ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
გამოყენების და წარმოების ნებართვის მფლობელი
სს სოფარმა
ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220, სოფია, ბულგარეთი
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი: თებერვალი, 2026
_____________________________________________________________________________
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო სპეციალისტებისათვის:
გამოყენების წესი
გალანტამინით მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზირება დამოკიდებულია სიმპტომების სიმძიმეზე და მკურნალობაზე პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე.
ნივალინის ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს. მკურნალობისას საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღების უზრუნველყოფა.
მოზრდილები:
ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 10-40 მგ, გაყოფილი 2-4 მიღებაზე.
ალცჰაიმერის დაავადება
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ 2-ჯერ დღეში, უმჯობესია დილის და საღამოს კვების მიღებისას. მკურნალობის 4-კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ, შეიძლება დოზის გაზრდა შემანარჩუნებელ დოზამდე – 20 მგ დღეში, გაყოფილი 2 მიღებაზე (10 მგ 2-ჯერ დღეში). დოზას ზრდიან კლინიკური სურათიდან და პაციენტის ინდივიდუალური რეაქციიდან გამომდინარე.
ბავშვები:
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა ბავშვებისათვის შეადგენს:
6-დან 8 წლამდე – 5-10 მგ დღეში.
9-დან 11 წლამდე – 5-15 მგ დღეში.
12-დან 15 წლამდე – 5-25 მგ დღეში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები: ღვიძლის ფუნქციის ზომიერი დაზიანების მქონე პაციენტებში (7-9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით) შესაძლებელია გალანტამინის კონცენტრაციის მატება სისხლის პლაზმაში, ამიტომ რეკომენდებულია სადღეღამისო დოზის შემცირება 15 მგ-მდე.
ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (> 9 ხარისხი Child-Pugh მიხედვით), გალანტამინის მიღება უკუნაჩვენებია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები: გალანტამინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფიან თირკმელებით. თირკმელების ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 15 მგ-ს. თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ-ზე ნაკლები), გალანტამინის მიღება უკუნაჩვენებია.
მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან, რამდენიმე წლამდე და დამოკიდებულია დაავადებაზე და პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების ინდივიდუალურ ამტანობაზე. გვერდითი მოვლენების განვითარებისას, აუცილებელია დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა 2-3 დღით, ამის შემდეგ, მკურნალობის გაგრძელება უნდა მოხდეს უფრო დაბალი დოზით. მკურნალობის უფრო ხანგრძლივი დროით შეწყვეტის შემთხვევაში, ნივალინის განმეორებითი მიღების დაწყება საჭიროა უფრო დაბალი დოზით, ოპტიმალური შემანარჩუნებელი დოზის თანდათან მიღწევით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


