ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები

ვოქსზოგო

VOXZOGO™

რეცეპტით0,4მგინსტრუქცია ქართულადირლანდია
რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი გამოიყენება აქონდროპლაზიის სამკურნალოდ 4 თვის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომელთა ძვლები ჯერ კიდევ იზრდება. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
vosoritide
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ ფხვნილი კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №10 + 0,5მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) წინასწარ შევსებული მზა შპრიცი №10 + ერთჯერადი ნემსი №10 + ერთჯერადი შპრიცი №10
მწარმოებელი
BioMarin International Limited, ირლანდია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, ძვლის სტრუქტურასა და მინერალიზაციაზე მოქმედი სხვა პრეპარატები
ATC კოდი
M05BX07
რეგისტრაციის ნომერი
რ-045944
რეგისტრირებულია
17 ივლისი 2026, მოქმედებს 17 ივლისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
BioMarin International Limited (ირლანდია)-ს ნდობით აღჭურვილი პირი მაკა მოდებაძე
ურთიერთქმედების შემოწმებავოქსზოგო და სხვა წამალი ერთად

ვოქსზოგო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი გამოიყენება აქონდროპლაზიის სამკურნალოდ 4 თვის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომელთა ძვლები ჯერ კიდევ იზრდება. აქონდროპლაზია არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა ძვლის ზრდაზე, თავის ქალას, ხერხემლის, ხელებისა და ფეხების ძვლების ჩათვლით, რასაც შედეგად მოსდევს ძალიან დაბალი სიმაღლე დამახასიათებელ გარეგნობასთან ერთად.

პრეპარატი ნაჩვენებია მხოლოდ აქონდროპლაზიის დროს, რომელიც გამოწვეულია FGFR3 გენის მუტაციებით, რაც დადასტურებულია გენეტიკური ტესტირებით.

როგორ მუშაობს ვოქსზოგო

ვოქსზოგოს აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს თქვენი ძვლების ზრდის წერტილებზე, რითაც ხელს უწყობს ახალი ძვლის ზრდას.

რა უნდა იცოდეთ ვოქსზოგოს გამოყენებამდე

ნუ გამოიყენებთ ვოქსზოგოს

  • თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ალერგია ვოსორიტიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 განყოფილებაში).

მიღების წესი და დოზირება

ვოქსზოგო ნელა შეყავთ კანქვეშ (კანქვეშა ინექცია). ინექცია უნდა გაკეთდეს ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

რეკომენდებულია ინექციის გაკეთება ყოველდღე სხვადასხვა ადგილას და არ უნდა მოხდეს ერთი და იმავე ადგილის გამოყენება ზედიზედ 2 დღის განმავლობაში. ნუ გააკეთებთ ამ პრეპარატის ინექციას ხალის, ნაწიბურის, დაბადებისას თანდაყოლილ ლაქის ადგილას ან იმ ადგილებში, სადაც კანი მგრძნობიარე, დალურჯებული, წითელი ან გამაგრებულია.

თუ გამოიყენებთ საჭირო ოდენობაზე მეტ ვოქსზოგოს

თუ გაიკეთებთ საჭიროზე მეტ ვოქსზოგოს ინექციას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ვოქსზოგოს გამოყენება

თუ თქვენი შვილი დოზას გამოტოვებს, ინექცია მაინც უნდა გაკეთდეს, თუ ეს დაგეგმილი დროიდან 12 საათის განმავლობაში მოხდება. თუ დაგეგმილი დოზირებიდან 12 საათზე მეტი დრო გავიდა, გამოტოვებული დოზა არ უნდა გაკეთდეს. საჭიროა მომდევნო დღისთვის დალოდება და ჩვეულებრივი დოზის მიღების გაგრძელება დადგენილ დროს.

თუ შეწყვეტთ ვოქსზოგოს გამოყენებას

ყოველთვის მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს, ვიდრე გადაწყვეტთ თქვენი შვილის მკურნალობის შეწყვეტას. თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების (ნივთიერებების) ან 6.1 პარაგრაფში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

ვოქსზოგოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს:

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ გულის სერიოზული დაავადება ან არტერიული წნევის პრობლემები.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ თქვენ ან თქვენს შვილს, ან არ ხართ დარწმუნებული, ვოქსზოგოს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

არტერიულ წნევასთან დაკავშირებული ეფექტები

ვოქსზოგოს შეუძლია არტერიული წნევის დაქვეითება. შედეგად, შესაძლებელია იგრძნოთ თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა. არტერიული წნევა, როგორც წესი, ნორმას უბრუნდება ვოქსზოგოს ინექციიდან 90 წუთში. თუ ეს ეფექტები გამოვლინდა და ისინი მძიმეა, აცნობეთ ექიმს.

ინექციის დროს დიდი რაოდენობით სითხის მიღებამ შეიძლება შეამციროს ამ ეფექტების განვითარებუს ალბათობა. პაციენტებს ურჩევენ ინექციამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე მიირთვან მსუბუქი საკვები და დალიონ საკმარისი რაოდენობით სითხე (მაგ., წყალი, რძე ან წვენი).

ბავშვები და მოზარდები

ამ პრეპარატის 4 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს და შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ან თქვენი შვილი მკურნალობთ ამ პრეპარატით და ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან ღებინების შეგრძნება მოკლე პერიოდში ინექციიდან. მსგავს შემთხვევაში, არ უნდა მართოთ ავტომობილი, იაროთ ველოსიპედით, შეასრულოთ ფიზიკური აქტივობები ან გამოიყენოთ სხვა მექანიზმები ინექციიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ან სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ვოქსზოგო შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

როგორ გამოიყენება ვოქსზოგო

ვოქსზოგოს ინექცია უნდა გააკეთოს მომვლელმა. არ გაუკეთოთ ბავშვს ვოქსზოგოს ინექცია, ვიდრე არ გაივლით სათანადო ტრენინგს ჯანდაცვის სპეციალისტთან.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა

ექიმი შეარჩევს სწორ დოზას თქვენი ან თქვენი ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. ექიმი გეტყვით, თუ რა რაოდენობით საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ცხრილი 1 გვიჩვენებს დოზას, რომელიც თქვენ ან თქვენს შვილს დაგჭირდებათ ყოველდღიურად შესაყვანად სხეულის წონის მიხედვით. შესაყვანი რაოდენობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა მოცულობით, შეფუთვაში არსებული შპრიცის ტიპის მიხედვით (მილილიტრი (მლ) ან ერთეულები (U)). გთხოვთ, შეამოწმოთ, რომ თქვენ მიერ გამოყენებულ შპრიცზე მითითებულია პრეპარატის სწორი დოზა.

ცხრილი 1: ერთჯერადი დოზის მოცულობები სხეულის წონის მიხედვით მლ-ში და ერთეულებში (U)

სხეულის წონა (კგ)

დოზა (მგ)

ვოსორიტიდი 0.4 მგ გამხსნელი (საინექციო წყალი): 0.5 მლ

კონცენტრაცია:

  • 8 მგ/მლ

ვოსორიტიდი 0.56 მგ გამხსნელი (საინექციო წყალი): 0.7 მლ

კონცენტრაცია:

  • 8 მგ/მლ

ვოსორიტიდი 1.2 მგ გამხსნელი (საინექციო წყალი): 0.6 მლ

კონცენტრაცია: 2 მგ/მლ

ინექციის დღიური მოცულობა

მლ

ერთეული

მლ

ერთეული

მლ

ერთეული

4

  • 12 მგ
  • 15 მლ

15 U

5

  • 16 მგ
  • 20 მლ

20 U

6-7

  • 20მგ
  • 25 მლ

25 U

8-11

  • 24 მგ
  • 30 მლ

30 U

12-16

  • 28 მგ
  • 35 მლ

35 U

17-21

  • 32 მგ
  • 40 მლ

40 U

22-32

  • 40 მგ
  • 50 მლ

50 U

33-43

  • 50 მგ
  • 25 მლ

25 U

44-59

  • 60 მგ
  • 30 მლ

30 U

60-89

  • 70 მგ
  • 35 მლ

35 U

≥ 90

  • 80 მგ
  • 40 მლ

40 U

ინექციამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე თქვენ ან თქვენმა შვილმა უნდა მიირთვათ მსუბუქი საკვები და დალიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რძე ან წვენი. ამან შეიძლება შეამციროს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან გულისრევა (ღებინების შეგრძნება).

გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ვოქსზოგო

ჭარბი დოზა

ლინიკურ კვლევებში შესწავლილი იყო ვოსორიტიდის 30 μგ/კგ/დღე-ღამეში დოზები. ორმა პაციენტმა მიიღო რეკომენდებულ სადღეღამისო დოზაზე - (15 μგ/კგ/დღე-ღამეში) - სამჯერ მეტი დოზა 5 კვირის განმავლობაში. არ დაფიქსირებულა რაიმე ნიშნები, სიმპტომები ან გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია დანიშნულზე მაღალ დოზასთან.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მიიღებს საჭიროზე მეტ დოზას, ის უნდა დაუკავშირდეს ექიმს.

შემადგენლობა

რა არის ვოქსოგო და რისთვის გამოიყენება ის

რა არის ვოქსოგო

ვოქსზოგო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ვოსორიტიდს. ის ორგანიზმში არსებული ცილის სახელად C ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (CNP) მსგავსია. ვოსორიტიდი მზადდება რეკომბინანტული ტექნოლოგიით, რაც მოიცავს ბაქტერიებს, რომლებიც მოდიფიცირებულია ცილის წარმომქმნელი გენის ჩასართავად.

შენახვის პირობები

გაუხსნელი ფლაკონები

4 წელი

განზავებული ხსნარი

ქიმიური და ფიზიკური სტაბილურობა დადასტურებულია 3 საათის განმავლობაში 25°C ტემპერატურაზე.

მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით, თუ განზავების მეთოდი არ გამორიცხავს მიკრობული დაბინძურების რისკს, ხსნარი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

თუ ვოქსზოგო დაუყოვნებლივ არ გამოიყენება, ის უნდა მიიღოთ გახსნიდან 3 საათის განმავლობაში (იხილეთ პარაგრაფი 4.2).

განსაკუთრებული ზომები შენახვისთვის

შეინახეთ მაცივარში (2°C – 8°C). არ გაყინოთ.

სინათლისგან დასაცავად შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.

ვოქსზოგოს შენახვა შესაძლებელია 30°C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე ერთჯერადი პერიოდით- მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს ვარგისიანობის ვადისა. ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემდეგ ვოქსზოგოს მაცივარში დაბრუნება არ შეიძლება.

სამკურნალო პროდუქტის განზავების შემდეგ შენახვის პირობებისთვის იხილეთ 6.3 პარაგრაფი.

კონტეინერის აღწერა და შემადგენლობა

ვოსორიტიდი 0.4 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ფხვნილი

2 მლ ფლაკონი (მინის) რეზინის საცობით (ბრომბუტილი) და თეთრი მოსახრახნი თავსახურით.

გამხსნელი

წინასწარ შევსებული შპრიცი (მინა) დგუშით (ბრომბუტილი) და თავსახურით ლუერის საკეტით და დამცავი ბეჭდით, რომელიც შეიცავს 0.5 მლ საინექციო წყალს.

ვოსორიტიდი 0.56 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ფხვნილი

2 მლ ფლაკონი (მინის) რეზინის საცობით (ბრომბუტილი) და მეწამული ფერის მოსახრახნი თავსახურით.

გამხსნელი

წინასწარ შევსებული შპრიცი (მინა) დგუშებით (ბრომბუტილი) და ლუერის საკეტითა და დამცავი ბეჭდით, რომელიც შეიცავს 0.7 მლ საინექციო წყალს.

ვოსორიტიდი 1.2 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ფხვნილი

2 მლ ფლაკონი (მინის) რეზინის საცობით (ბრომბუტილი) და ნაცრისფერი მოსახრახნი თავსახურით.

გამხსნელი

წინასწარ შევსებული შპრიცი (მინა) დგუშებით (ბრომბუტილი) და ლუერის საკეტითა და დამცავი ბეჭდით, რომელიც შეიცავს 0.6 მლ საინექციო წყალს.

თითოეული კოლოფი შეიცავს:

  • ვოქსზოგოს 10 ფლაკონი
  • საინექციო წყლის 10 წინასწარ შევსებული შპრიცი
  • 10 ერთჯერადი ნემსი (23 gauge, განზავებისთვის)
  • 10 ერთჯერადი შპრიცი (30 gauge, გამოყენებისთვის)

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავების დროს

ვოქსზოგოს მომზადება კანქვეშა ინექციისთვის

ვოქსზოგოს სწორი კონცენტრაცია და გამხსნელის (განზავების მოცულობა) სწორი წინასწარ შევსებული შპრიცი უნდა დადასტურდეს პაციენტის სხეულის წონის მიხედვით (იხილეთ ცხრილი 1).

დაწყებამდე ყველა საჭირო დამხმარე მარაგი ადგილზე უნდა იყოს.

სპირტის საფენები

მარლა ან სახვევები

ბასრი საგნების კონტეინერი

ვოქსზოგოს ფლაკონი და წინასწარ შევსებულ შპრიცში მოთავსებული გამხსნელი (საინექციო წყალი) უნდა ამოიღოთ მაცივრიდან და ვოქსზოგოს განზავებამდე ოთახის ტემპერატურამდე გაათბოთ.

გამხსნელის ნემსი წინასწარ შევსებულ შპრიცში (საინექციო წყალი) უნდა იყოს მიმაგრებული.

ფლაკონში უნდა შეიყვანოთ გამხსნელის მთელი მოცულობა.

ფლაკონში არსებული გამხსნელი ფრთხილად უნდა შეანჯღრიოთ თეთრი ფხვნილის სრულ განზავებამდე. ფლაკონი არ უნდა შეანჯღრიოთ.

განზავებული ხსნარის დოზირების მოცულობა ნელა უნდა ამოიღოთ ერთჯერადი ფლაკონიდან შპრიცში.

განზავების შემდეგ ეს სამკურნალო პროდუქტი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ან ყვითელ სითხეს. ხსნარი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ ის გაუფერულებული ან მღვრიეა, ან თუ მასში ნაწილაკებია.

განზავების შემდეგ, ვოქსზოგოს შენახვა შესაძლებელია ფლაკონში ოთახის ტემპერატურაზე, 25°C-მდე მაქსიმუმ 3 საათის განმავლობაში. სამკურნალო პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტს.

გამოყენებისთვის, ფლაკონიდან საჭირო დოზის მოცულობა უნდა ამოიღონ მიმაგრებული შპრიცის გამოყენებით (იხილეთ ცხრილი 1).

თითოეული ფლაკონი და წინასწარ შევსებული შპრიცი განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის.

გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ მოწოდებული შპრიცი.

განადგურება

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ყველა ნემსი და შპრიცი უნდა გადააგდოთ ბასრი ნივთების გადასაყრელი კონტეინერში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

BioMarin International Limited, Shanbally, რინგასკიდის ოლქი, კორკი, P43 R298, ირლანდია

სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი(ები)

EU/1/21/1577/001 10 x 0.4 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

EU/1/21/1577/002 10 x 0.56 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

EU/1/21/1577/003 10 x 1.2 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი: 2021 წლის 26 აგვისტო

ტექსტის გადახედვის თარიღი

04/2026

ამ სამკურნალო პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე https://www.ema.europa.eu.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ძვლის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, სხვა პრეპარატები, რომლებიც გავლენას ახდენენ ძვლის სტრუქტურასა და მინერალიზაციაზე ათქ კოდი: M05BX07

მოქმედების მექანიზმი

ვოსორიტიდი არის მოდიფიცირებული C ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (CNP). აქონდროპლაზიის მქონე პაციენტებში ენდოქონდრული ძვლის ზრდა უარყოფითად რეგულირდება ფიბრობლასტური ზრდის ფაქტორის რეცეპტორ 3-ში ფუნქციის მომატების მუტაციის გამო (FGFR3). ვოსორიტის ნატრიურეზული პეპტიდის რეცეპტორ-B-სთან (NPR-B) შეკავშირება ანტაგონიზირებს FGFR3-ის ნაკადს, რისი სიგნალიც მოდის მიტოგენ-აქტივირებული ცილოვანი კინაზას (MAPK) გზაზე უჯრედგარე სიგნალით რეგულირებადი კინაზების 1 და 2 (ERK1/2) ინჰიბირებით, სწრაფად აჩქარებული ფიბროსარკომის სერინ/თრეონინის ცილოვანი კინაზას დონეზე (RAF-1). შედეგად, ვოსორიტიდი, CNP-ის მსგავსად, მოქმედებს როგორც ენდოქონდრული ძვლის ზრდის დადებითი რეგულატორი, რადგან ის ხელს უწყობს ქონდროციტების პროლიფერაციას და დიფერენციაციას.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ვოსორიტიდით მკურნალობისას დაფიქსირდა შარდში ციკლური გუანოზინის მონოფოსფატის (cGMP, NPR-B აქტივობის ბიომარკერი) და შრატში კოლაგენის X ტიპის მარკერის (CXM, ენდოქონდრული ოსიფიკაციის ბიომარკერი) კონცენტრაციების ექსპოზიციაზე დამოკიდებული (AUC და Cmax) ზრდა საწყის დონესთან შედარებით. შარდში cGMP კონცენტრაციების ზრდა დოზამდელ საწყის დონესთან შედარებით დაფიქსირდა დოზის მიღებიდან პირველი ოთხი საათის განმავლობაში. ამ სამკურნალო საშუალების ყოველდღიური მიღების 29-ე დღისთვის შრატში CXM-ის საშუალო კონცენტრაცია საწყის დონესთან შედარებით გაიზარდა. ეს ეფექტი მკურნალობის 24 თვის შემდეგაც შენარჩუნდა. შარდის cGMP-ით გაზომილი ვოსორიტიდის აქტივობა თითქმის გაჯერების ტოლი იყო, ხოლო CXM-ით მითითებული ზრდის ფირფიტის აქტივობის მაქსიმალური ზრდა მიღწეული იქნა კანქვეშ დღე-ღამეში ერთხელ შეყვანილი 15 μგ/კგ დოზით.

კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ვოსორიტიდის ეფექტურობა და უსაფრთხოება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ FGFR3 მუტაცია და აქონდროპლაზია, შეფასდა რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად 52-კვირიან კვლევაში (ACH კვლევა 111-301). ACH კვლევაში 111-301, პაციენტები რანდომულად შეირჩნენ ვოსორიტიდის (n=60) ან პლაცებოს (n=61) ჯგუფებში და ვოსორიტიდის დოზა იყო 15 μგ/კგ, რომელიც კანქვეშ შეჰყავდათ დღე-ღამეში ერთხელ. რანდომიზაციამდე, ყველა პაციენტი ჩაირიცხა აქონდროპლაზიის მქონე პედიატრიული პაციენტებისთვის განკუთვნილ ობსერვაციულ კვლევაში (ACH კვლევა 111-901) მინიმუმ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში, რომლის დროსაც შეგროვდა საწყისი სიმაღლის და მკურნალობამდელი ზრდის სხვა შეფასებები. კვლევიდან გამორიცხული იყვნენ პაციენტები, რომლებსაც წინა 18 თვის განმავლობაში ჩაუტარდათ კიდურების დაგრძელების ოპერაცია ან რომლებიც კვლევის პერიოდში გეგმავდნენ კიდურების დაგრძელების ოპერაციის გაკეთებას. კვლევა მოიცავდა 52-კვირიან პლაცებო-კონტროლირებად მკურნალობის ფაზას, რასაც მოჰყვა ღია-ეტიკეტიანი, გაფართოებული მკურნალობის კვლევა, რომლის დროსაც ყველა პაციენტმა მიიღო ვოსორიტიდი. ეფექტურობის ძირითადი ენდპოინტი იყო 52-ე კვირაში AGV-ს ცვლილება საწყის დონესთან შედარებით, პლაცებოს გამოყენებისგან განსხვავებით.

აქონდროპლაზიის მქონე პაციენტებს ასევე მკურნალობდნენ ვოსორიტიდით 15 μგ/კგ/დღე-ღამეში ღია, დოზის გაზრდის კვლევაში და მის გრძელვადიან გაგრძელების კვლევაში (ACH კვლევა 111-205). აქონდროპლაზიის ბუნებრივი მიმდინარეობის დასახასიათებლად მონაცემები შეგროვდა პაციენტებში ჩატარებული ობსერვაციული კვლევებიდან.აქონდროპლაზიით დაავადებული პაციენტების ზრდის მონაცემები იმავე ასაკობრივ დიაპაზონში, რასაც იყენებდნენ კლინიკურ კვლევებში,გამოიყენებოდა ისტორიული კონტროლის სახით ზრდაზე გავლენის შესაფასებლად ვოსორიტიდით მკურნალობის 5 წლის შემდეგ.

პაციენტის დემოგრაფიული მონაცემები და საწყისი მახასიათებლები ნაჩვენებია ცხრილში 3.

ცხრილი 3: პაციენტების დემოგრაფიული მონაცემები და მახასიათებლები ACH კვლევაში 111-301 და ACH კვლევაში 111-205

პარამეტრი

ACH კვლევა 111-301

ACH კვლევა 111-205b

პლაცებო (N=61)

15 μგ/კგ/დღე-ღამეში

ვოქსზოგო (N=60)

15 μგ/კგ/დღე-ღამეში

ვოქსზოგო (N=10)

სქესი, n (%)a

მამრობითი

33 (54.1)

31 (51.7)

4 (40.0)

მდედრობითი

28 (45.9)

29 (48.3)

6 (60.0)

წონა (კგ)

საშუალო (SD)

  • 62 (9.07)
  • 88 (7.96)
  • 13 (5.74)

Min, max

  • 6, 68.9
  • 6, 53.0
  • 2, 36.4

პარამეტრი

ACH კვლევა 111-301

ACH კვლევა 111-205b

პლაცებო (N=61)

15 μგ/კგ/დღე-ღამეში

ვოქსზოგო (N=60)

15 μგ/კგ/დღე-ღამეში

ვოქსზოგო (N=10)

სქესი, n (%)a

მამრობითი

33 (54.1)

31 (51.7)

4 (40.0)

მდედრობითი

28 (45.9)

29 (48.3)

6 (60.0)

წონა (კგ)

საშუალო (SD)

  • 62 (9.07)
  • 88 (7.96)
  • 13 (5.74)

Min, max

  • 6, 68.9
  • 6, 53.0
  • 2, 36.4

პარამეტრი

ACH კვლევა 111-301

ACH კვლევა 111-205b

პლაცებო (N=61)

15 μგ/კგ/დღე-ღამეში ვოქსზოგო (N=60)

15 μგ/კგ/დღე-ღამეში Voxzogo (N=10)

ასაკი 1-ლი დღისთვის (წლები)

საშუალო (SD)

  • 06 (2.47)
  • 35 (2.43)
  • 54 (1.54)

Min, max

  • 1, 14.9
  • 1, 13.1
  • 3, 11.1

ასაკი 1-ლ დღეს n (%)a

≥ 5- < 8 წელი

24 (39.3)

31 (51.7)

4 (40.0)

≥ 8 - < 11 წელი

24 (39.3)

17 (28.3)

5 (50.0)

≥ 11 - < 15 წელი

13 (21.3)

12 (20.0)

1 (10.0)

ტანერის სტადია b, n (%)a

I

48 (78.7)

48 (80.0)

10 (100.0)

> I

13 (21.3)

12 (20.0)

max, მაქსიმუმი; min, მინიმალური; SD, სტანდარტული გადახრა.

a პროცენტული მაჩვენებლები გამოითვალა სრული საანალიზო ნაკრებში პაციენტების საერთო რაოდენობის (N თითოეული მკურნალობის ჯგუფისთვის) გამოყენებით, მნიშვნელის სახით.

b 35-დან 10 პაციენტის ანალიზი, რომლებიც ირებდნენ დღე-ღამეში მხოლოდ 15 µგ/კგ-ს ღია-ეტიკეტიან, დოზის გაზრდის კვლევაში და მიღება გააგრძელეს გრძელვადიან გაფართოებულ ACH კვლევაში 111-205.

ACH კვლევაში 111-301, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვოქსზოგოს 15 µგ/კგ/დღე-ღამეში დოზას,პლაცებოსგან განსხვავებით აღინიშნა საწყის დონესთან შედარებით AGV-სა და სიმაღლის Z-ქულის გაუმჯობესება. ეფექტურობის შედეგები ნაჩვენებია ცხრილში 4.

ცხრილი 4: პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური კვლევის შედეგები

პლაცებო (N=61)

ვოქსზოგო 15 µგ/კგ დღე-ღამეში (N=60c)

Voxzogo vs. პლაცებო

საბაზისო

კვირა 52

ცვლილება

საბაზისო

კვირა 52

ცვლილება

LS საშუალო სხვაობა ცვლილებებში (95% CI)

წლიური ზრდის ტემპი (სმ/წელიწადში)

საშუალო

± SD

  • 06

± 1.20

  • 94

± 1.07

  • 0.12

± 1.74

  • 26

± 1.53

  • 61

± 1.05

  • 35

± 1.71

  • 57a (1.22, 1.93)

(p = < 0.0001)b

სიმაღლის Z-ქულა

საშუალო

± SD

  • 5.14

± 1.07

  • 5.14

± 1.09

  • 00

± 0.28

  • 5.13

± 1.11

  • 4.89

± 1.09

  • 24

± 0.32

  • 28a (0.17, 0.39)

(p = < 0.0001)b

AGV, წლიური ზრდის ტემპი; 95% CI, 95% სანდოობის ინტერვალი; LS, უმცირესი კვადრატები;SD, სტანდარტული გადახრა.

a სხვაობა არის 15 µგ/კგ ვოქსზოგოს მინუს პლაცებო.

b ორმხრივი p-მნიშვნელობა.

c ვოქსზოგოს ჯგუფის ორმა პაციენტმა შეწყვიტა კვლევა 52-ე კვირამდე. ამ 2 პაციენტის მნიშვნელობები გამოყენებული იქნა ამ ანალიზისთვის.

ANCOVA (კოვარიაციის ანალიზი) მოდელიდან შეფასებული საშუალო LS, კორექტირებული ორ ჯგუფს შორის საბაზისო განსხვავებების გათვალისწინებით, კოვარიაციის ანალიზი.

AGV-ს გაუმჯობესების სარგებელი ვოქსზოგოს სასარგებლოდ თანმიმდევრული იყო ყველა წინასწარ განსაზღვრულ ქვეჯგუფში, სქესის, ასაკობრივი ჯგუფის, ტანერის სტადიის, საწყისი სიმაღლის Z-ქულის და საწყისი AGV-ს ჩათვლით. ტანერის სტადია > I-ის მქონე მამაკაცების ქვეჯგუფში მკურნალობის ეფექტის წერტილოვანი შეფასება ვოსორიტიდის სასარგებლოდ იყო, თუმცა ამ ქვეჯგუფში მხოლოდ 8 სუბიექტი იყო (შესაბამისად, ვოსორიტიდის და პლაცებოს ჯგუფებში 3 და 5 სუბიექტი).

ზრდის დაფიქსირებული ზრდა პროპორციულად აღინიშნა როგორც ხერხემალში, ასევე ქვედა კიდურებში. ვოქსიგოთი მკურნალობის შემდეგ პლაცებოსთან შედარებით ძვლის მინერალური სიმკვრივის მხრივ განსხვავება არ დაფიქსირებულა. ამ სამკურნალო პროდუქტით მკურნალობისას ძვლის ასაკის საშუალო მატება შედარებადი იყო ქრონოლოგიური ასაკის საშუალო მატებასთან, რაც მიუთითებს ძვლის მომწიფების დაჩქარების არარსებობაზე.

სურათი 1 ასახავს ვოქსზოგოს ეფექტს ორწლიანი პერიოდის განმავლობაში ვოქსზოგოთი მკურნალობის ჯგუფში, ასევე ეფექტს პლაცებოს საკონტროლო ჯგუფში ვოქსზოგოს ყოველდღიური კანქვეშა ინექციების 52 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ, ღია-ეტიკეტიან გაფართოების კვლევაში. AGV-ს გაუმჯობესება შენარჩუნდა ვოქსზოგოთი თერაპიის გაგრძელებისას, ტაქიფილაქსიის ნიშნების გარეშე.

სურათი 1: საშუალო (±სტანდარტული გადახრა) 12-თვიანი ინტერვალის AGV დროთა განმავლობაში

971131244443

ფიგურა მოიცავს საკვანძო კვლევაში ჩარიცხულ ყველა სუბიექტს, რომლებსაც სიმაღლის შეფასება ჩაუტარდათ დამატებითი კვლევის 52-ე კვირაში. უწყვეტი ხაზები წარმოადგენს ვოსორიტიდით მკურნალობას 15 uგ/კგ; წყვეტილი ხაზები - პლაცებოს. 111-301 კვლევაში საწყისი დონე განისაზღვრება, როგორც ბოლო შეფასება აქტიური საკვლევი პრეპარატის (ანუ ვოსორიტიდის) ან პლაცებოს პირველი დოზის მიღებამდე.

საწყისი ეტაპის შემდგომ ვიზიტებზე 12-თვიანი AGV გამოითვლება წინა 12 თვის განმავლობაში. მაგალითად, 12-თვიანი ინტერვალის AGV 52-ე კვირაში 111-302 = [(სიმაღლე 52-ე კვირაში 111-302 ვიზიტზე - სიმაღლე 52-ე კვირაში 111-301 ვიზიტზე)/(52-ე კვირის 111-302 ვიზიტის თარიღი - 52-ე კვირის 111-301 ვიზიტის თარიღი)] x 365.25.

ღია ეტიკეტიანი გაფართოებული კვლევა

გრძელვადიანი გაფართოებული კვლევის ფარგლებში (ACH კვლევა 111-205), 10 პაციენტი იღებდა ვოქსზოგოს 15 µგ/კგ/დღე-ღამეში დოზით უწყვეტად, 5 წლამდე.60 თვის შემდეგ საწყის მაჩვენებელთან შედარებით AGV-ს საშუალო (SD) გაუმჯობესება იყო 1.34 (1.31) სმ/წელიწადში.

ვოქსზოგოს 15 µგ/კგ/დღეში-ღამეში დოზით 5 წლიანი მკურნალობის შემდეგ სიმაღლეში მატება შედარებული იყო ასაკისა და სქესის შესაბამის ისტორიულ კსაკონტროლო ჯგუფთან. 5-წლიანმა შედარებითმა ანალიზმა, რომელიც საწყის ეტაპზე სიმაღლის სხვაობის გათვალისწინებით იყო კორექტირებული, აჩვენა, რომ სიმაღლეში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი საშუალო (95% CI) სხვაობა იყო ვოქსზოგოს სასარგებლოდ (9.08 [5.77, 12.38] სმ; p=0.0002) აქონდროპლაზიის მქონე არანამკურნალებ პაციენტებთან შედარებით.

<5 წლის პედიატრიული პოპულაცია

რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებად 52-კვირიან კვლევაში ჩართული იყო 75 პაციენტი, რომელთა ასაკი 4.4 თვიდან 59.8 თვემდე იყო დოზის მიღების პირველ დღეს. ობსერვაციული კვლევის ფარგლებში შეგროვდა მინიმუმ 6 თვის საწყისი ზრდის მონაცემები იმ პაციენტებისთვის, რომლებიც რანდომიზაციის დროს 6 თვის და უფროსი ასაკის იყვნენ, ხოლო მინიმუმ 3 თვის საწყისი მონაცემები იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც რანდომიზაციის დროს 6 თვეზე ნაკლები ასაკის იყვნენ. სულ 64 პაციენტი რანდომიზაციის პრინციპით შეირჩა ვოსორიტიდით ან პლაცებოთი მკურნალობის მისაღებად, ხოლო 11 პაციენტმა მიიღო ღია ტიპის მკურნალობა. 52-ე კვირაზე ვოსორიტიდით ნამკურნალებ პაციენტებს პლაცებოსთან შედარებით აღენიშნებოდათ სიმაღლის Z-ქულის +0.30 SDS (95% CI 0.07, 0.54) გაუმჯობესება.

>24 - <60 თვის ასაკის ცხრა ბავშვი 3 წლის განმავლობაში მკურნალობდა ვოსორიტიდით და აღენიშნებოდათ სიმაღლის Z-ქულის გაუმჯობესება +1.22 SDS-ით (95% CI 0.78, 1.66) და სიმაღლის საშუალო LS -ის 5.73 სმ-ით (95% CI 3.54, 7.93) გაუმჯობესება აქონდროპლაზიით დაავადებული არანამკურნალევი პაციენტების ასაკისა და სქესის შესაბამის ისტორიულ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

>6- <24 თვის ასაკის თერთმეტ ბავშვი ვოსორიტიდით 2 წლის განმავლობაში მკურნალობდა და მათ სიმაღლის Z-ქულის გაუმჯობესება +0.79 SDS-ით (95% CI 0.29, 1.28) და სიმაღლის საშუალო LS 2.69 სმ-ით (95% CI 1.00, 4.38) გაუმჯობესება აღენიშნებოდათ, აქონდროპლაზიით დაავადებული არანამკურნალევი პაციენტების ასაკისა და სქესის შესაბამის ისტორიულ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ვოსორიტიდი არის ადამიანის მოდიფიცირებული რეკომბინანტული CNP. 39 ამინომჟავის პეპტიდური ანალოგი მოიცავს ადამიანის CNP53 თანმიმდევრობის 37 C ტერმინალურ ამინომჟავას პლუს 2 ამინომჟავის (Pro Gly) დამატებას, რათა უზრუნველყოს ნეიტრალური ენდოპეპტიდაზას (NEP) დეგრადაციისადმი მდგრადობა, რაც იწვევს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივებას ენდოგენურ CNP-თან შედარებით.

ვოსორიტიდის ფარმაკოკინეტიკა შეფასდა აქონდროპლაზიით დაავადებულ 5-დან 18 წლამდე ასაკის 58 პაციენტში, რომლებმაც მიიღეს ვოსორიტიდის კანქვეშა ინექციები 15 µგ/კგ დოზით დღე-ღამეში ერთხელ 52 კვირის განმავლობაში. 2-დან 5 წლამდე ასაკის 15 პაციენტში ვოსორიტიდის ფარმაკოკინეტიკური ექსპოზიცია უფროსი ასაკის ბავშვებთან შედარებადი იყო.

6 თვიდან < 2 წლამდე ასაკის 8 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ 30 µგ/კგ-ს დღე-ღამეში ერთხელ, ვოსორიტიდის ფარმაკოკინეტიკური ექსპოზიცია 65%- 70%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში (> 2 წლის), რომლებიც იღებდნენ 15 µგ/კგ-ს დღე-ღამეში ერთხელ. 6 თვეზე ნაკლები ასაკის 9 პაციენტში, რომლებიც იღებდნენ 30 µგ/კგ-ს დღე-ღამეში ერთხელ, ვოსორიტიდის ფარმაკოკინეტიკური ექსპოზიცია 57%- 105%-ით უფრო მაღალი იყო, ვიდრე უფროსი ასაკის ბავშვებში (2 წელზე მეტი ასაკის), რომლებიც იღებდნენ 15 µგ/კგ-ს დღე-ღამეში ერთხელ,

აბოსრბცია

ვოსორიტიდის შეწოვისას საშუალო Tmax 15 წუთი იყო. მკურნალობის 52 კვირის შემდეგ დაფიქსირებული საშუალო (± სტანდარტული გადახრა) პიკური კონცენტრაცია (Cmax) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი ნული დროიდან ბოლო გაზომვად კონცენტრაციამდე (AUC0-t) შესაბამისად, იყო 5 800 (±3 680) და 290 000 (± 235 000) pg -წთ/მლ იყო. ვოსორიტიდის ბიოშეღწევადობა კლინიკურ კვლევებში არ შეფასებულა.

განაწილება

მკურნალობის 52 კვირის შემდეგ განაწილების საშუალო (± SD) აშკარა მოცულობა იყო 2 910 (± 1 660) მლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

ვოსორიტიდის მეტაბოლიზმი, სავარაუდოდ, კატაბოლური გზებით მოხდება და დაიშლება მცირე პეპტიდურ ფრაგმენტებად და ამინომჟავებად.

ელიმინაცია

მკურნალობის 52 კვირის შემდეგ საშუალო (± SD) აშკარა კლირენსი იყო 79.4 (53.0) მლ/წთ/კგ. საშუალო (± SD) ნახევარგამოყოფის პერიოდი იყო 27.9 (9.9) წუთი.

აშკარა კლირენსის სუბიექტებს შორის ცვალებადობა (ვარიაციის კოეფიციენტი) იყო 33.6%.

ხაზოვანება/არახაზოვანება

პლაზმაში ექსპოზიციის (AUC და Cmax) ზრდა დოზასთან ერთად დოზა-პროპორციულზე მეტი იყო დოზირების დიაპაზონში - 2.5 (რეკომენდებულ დოზაზე 0.17-ჯერ მეტი) -30.0 μგ/კგ/დღე-ღამეში (დამტკიცებულ დოზაზე ორჯერ მეტი).

განსაკუთრებული პოპულაციები

ვოსორიტიდის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ასაკის (0.9-დან 16 წლამდე), სქესის, რასის ან ეთნიკური კუთვნილების მიხედვით არ დაფიქსირებულა.

სხეულის წონა

სხეულის წონა ვოსორიტის კლირენსის ან განაწილების მოცულობის ერთადერთი მნიშვნელოვანი კოვარიატია. ვოსორიტიდის აშკარა კლირენსი და განაწილების მოცულობა იზრდებოდა სხეულის წონის მატებასთან ერთად აქონდროპლაზიის მქონე პაციენტებში (9-დან 74.5 კგ-მდე). შემოთავაზებული დოზირება (იხ. პარაგრაფი 4.2) ითვალისწინებს ამ გადახრას და რეკომენდაციას უწევს 15 µგ/კგ „სტანდარტულ დოზაზე“ მეტი (10- 16 კგ წონის პაციენტებში) ან 44 კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში ნაკლები დოზის გამოყენებას, რათა ყველა წონის დიაპაზონში უზრუნველყოფილი იყოს ექსპოზიციის მსგავსი დონე.

თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ვოსორიტიდის უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასებული არ არის. ელიმინაციის მექანიზმის მიხედვით, თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სავარაუდოდ, არ შეცვლის ვოსორიტიდის ფარმაკოკინეტიკას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვოქსზოგო 0.4 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად;

ვოქსზოგო 0.56 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად;

ვოქსზოგო 1.2 მგ ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად;

ვოსორიტიდი

900430-60497აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი საჭიროებს დამატებით მონიტორინგს. ეს უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ თქვენი ან თქვენ შვილის ორგანიზმში განვითარებული ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების საშუალებით. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იხილეთ მე-4 განყოფილების ბოლო ნაწილი.

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს დამატებითი კითხვები გაგიჩნდებათ, მიმართეთ ექიმს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს შვილს. ნუ გადასცემთ მას სხვებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების მსგავსია.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს განუვითარდა რაიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 განყოფილება.

რას მოიცავს ეს ინსტრუქცია

რა არის ვოქსზოგო და რისთვის გამოიყენება ის

რა უნდა იცოდეთ ვოქსზოგოს გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ვოქსზოგო

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ვოქსზოგო

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რა არის ვოქსოგო და რისთვის გამოიყენება ის

რა არის ვოქსოგო

ვოქსზოგო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ვოსორიტიდს. ის ორგანიზმში არსებული ცილის სახელად C ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (CNP) მსგავსია. ვოსორიტიდი მზადდება რეკომბინანტული ტექნოლოგიით, რაც მოიცავს ბაქტერიებს, რომლებიც მოდიფიცირებულია ცილის წარმომქმნელი გენის ჩასართავად.

რისთვის გამოიყენება ვოქსოგო

ეს პრეპარატი გამოიყენება აქონდროპლაზიის სამკურნალოდ 4 თვის და უფროსი ასაკის პაციენტებში, რომელთა ძვლები ჯერ კიდევ იზრდება. აქონდროპლაზია არის გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს ორგანიზმში არსებულ თითქმის ყველა ძვლის ზრდაზე, თავის ქალას, ხერხემლის, ხელებისა და ფეხების ძვლების ჩათვლით, რასაც შედეგად მოსდევს ძალიან დაბალი სიმაღლე დამახასიათებელ გარეგნობასთან ერთად.

პრეპარატი ნაჩვენებია მხოლოდ აქონდროპლაზიის დროს, რომელიც გამოწვეულია FGFR3 გენის მუტაციებით, რაც დადასტურებულია გენეტიკური ტესტირებით.

როგორ მუშაობს ვოქსზოგო

ვოქსზოგოს აქტიური ნივთიერება პირდაპირ მოქმედებს თქვენი ძვლების ზრდის წერტილებზე, რითაც ხელს უწყობს ახალი ძვლის ზრდას.

რა უნდა იცოდეთ ვოქსზოგოს გამოყენებამდე

ნუ გამოიყენებთ ვოქსზოგოს

  • თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ ალერგია ვოსორიტიდის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 განყოფილებაში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ვოქსზოგოს გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს:

თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ გულის სერიოზული დაავადება ან არტერიული წნევის პრობლემები.

თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ ან ბოლო პერიოდში იღებდით არტერიული წნევის დამწევ მედიკამენტებს.

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილიდან გეხებათ თქვენ ან თქვენს შვილს, ან არ ხართ დარწმუნებული, ვოქსზოგოს გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.

არტერიულ წნევასთან დაკავშირებული ეფექტები

ვოქსზოგოს შეუძლია არტერიული წნევის დაქვეითება. შედეგად, შესაძლებელია იგრძნოთ თავბრუსხვევა, გულისრევა ან დაღლილობა. არტერიული წნევა, როგორც წესი, ნორმას უბრუნდება ვოქსზოგოს ინექციიდან 90 წუთში. თუ ეს ეფექტები გამოვლინდა და ისინი მძიმეა, აცნობეთ ექიმს.

ინექციის დროს დიდი რაოდენობით სითხის მიღებამ შეიძლება შეამციროს ამ ეფექტების განვითარებუს ალბათობა. პაციენტებს ურჩევენ ინექციამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე მიირთვან მსუბუქი საკვები და დალიონ საკმარისი რაოდენობით სითხე (მაგ., წყალი, რძე ან წვენი).

ბავშვები და მოზარდები

ამ პრეპარატის 4 თვემდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს და შესაბამისად, მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

სხვა მედიკამენტები და ვოქსზოგო

აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ ან თქვენი შვილი იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ან თქვენი შვილი მკურნალობთ ამ პრეპარატით და ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევის მისაღებად მიმართეთ ექიმს.

ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ამ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ავტომობილის მართვა, ველოსიპედით სიარული და მექანიზმებთან მუშაობა

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა ან ღებინების შეგრძნება მოკლე პერიოდში ინექციიდან. მსგავს შემთხვევაში, არ უნდა მართოთ ავტომობილი, იაროთ ველოსიპედით, შეასრულოთ ფიზიკური აქტივობები ან გამოიყენოთ სხვა მექანიზმები ინექციიდან დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ან სანამ თავს უკეთ არ იგრძნობთ.

ვოქსზოგო შეიცავს ნატრიუმს

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) დოზის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.

როგორ გამოიყენება ვოქსზოგო

ვოქსზოგოს ინექცია უნდა გააკეთოს მომვლელმა. არ გაუკეთოთ ბავშვს ვოქსზოგოს ინექცია, ვიდრე არ გაივლით სათანადო ტრენინგს ჯანდაცვის სპეციალისტთან.

ეს პრეპარატი ყოველთვის გამოიყენეთ ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა

ექიმი შეარჩევს სწორ დოზას თქვენი ან თქვენი ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. ექიმი გეტყვით, თუ რა რაოდენობით საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ცხრილი 1 გვიჩვენებს დოზას, რომელიც თქვენ ან თქვენს შვილს დაგჭირდებათ ყოველდღიურად შესაყვანად სხეულის წონის მიხედვით. შესაყვანი რაოდენობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა მოცულობით, შეფუთვაში არსებული შპრიცის ტიპის მიხედვით (მილილიტრი (მლ) ან ერთეულები (U)). გთხოვთ, შეამოწმოთ, რომ თქვენ მიერ გამოყენებულ შპრიცზე მითითებულია პრეპარატის სწორი დოზა.

ცხრილი 1: ერთჯერადი დოზის მოცულობები სხეულის წონის მიხედვით მლ-ში და ერთეულებში (U)

სხეულის წონა (კგ)

დოზა (მგ)

ვოსორიტიდი 0.4 მგ გამხსნელი (საინექციო წყალი): 0.5 მლ

კონცენტრაცია:

  • 8 მგ/მლ

ვოსორიტიდი 0.56 მგ გამხსნელი (საინექციო წყალი): 0.7 მლ

კონცენტრაცია:

  • 8 მგ/მლ

ვოსორიტიდი 1.2 მგ გამხსნელი (საინექციო წყალი): 0.6 მლ

კონცენტრაცია: 2 მგ/მლ

ინექციის დღიური მოცულობა

მლ

ერთეული

მლ

ერთეული

მლ

ერთეული

4

  • 12 მგ
  • 15 მლ

15 U

5

  • 16 მგ
  • 20 მლ

20 U

6-7

  • 20მგ
  • 25 მლ

25 U

8-11

  • 24 მგ
  • 30 მლ

30 U

12-16

  • 28 მგ
  • 35 მლ

35 U

17-21

  • 32 მგ
  • 40 მლ

40 U

22-32

  • 40 მგ
  • 50 მლ

50 U

33-43

  • 50 მგ
  • 25 მლ

25 U

44-59

  • 60 მგ
  • 30 მლ

30 U

60-89

  • 70 მგ
  • 35 მლ

35 U

≥ 90

  • 80 მგ
  • 40 მლ

40 U

ინექციამდე დაახლოებით 30 წუთით ადრე თქვენ ან თქვენმა შვილმა უნდა მიირთვათ მსუბუქი საკვები და დალიოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, რძე ან წვენი. ამან შეიძლება შეამციროს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან გულისრევა (ღებინების შეგრძნება).

როგორ გამოვიყენოთ ვოქსზოგო

ვოქსზოგო ნელა შეყავთ კანქვეშ (კანქვეშა ინექცია). ინექცია უნდა გაკეთდეს ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს.

რეკომენდებულია ინექციის გაკეთება ყოველდღე სხვადასხვა ადგილას და არ უნდა მოხდეს ერთი და იმავე ადგილის გამოყენება ზედიზედ 2 დღის განმავლობაში. ნუ გააკეთებთ ამ პრეპარატის ინექციას ხალის, ნაწიბურის, დაბადებისას თანდაყოლილ ლაქის ადგილას ან იმ ადგილებში, სადაც კანი მგრძნობიარე, დალურჯებული, წითელი ან გამაგრებულია.

თუ გამოიყენებთ საჭირო ოდენობაზე მეტ ვოქსზოგოს

თუ გაიკეთებთ საჭიროზე მეტ ვოქსზოგოს ინექციას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ვოქსზოგოს გამოყენება

თუ თქვენი შვილი დოზას გამოტოვებს, ინექცია მაინც უნდა გაკეთდეს, თუ ეს დაგეგმილი დროიდან 12 საათის განმავლობაში მოხდება. თუ დაგეგმილი დოზირებიდან 12 საათზე მეტი დრო გავიდა, გამოტოვებული დოზა არ უნდა გაკეთდეს. საჭიროა მომდევნო დღისთვის დალოდება და ჩვეულებრივი დოზის მიღების გაგრძელება დადგენილ დროს.

თუ შეწყვეტთ ვოქსზოგოს გამოყენებას

ყოველთვის მიმართეთ თქვენი ბავშვის ექიმს, ვიდრე გადაწყვეტთ თქვენი შვილის მკურნალობის შეწყვეტას. თუ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ პირში:

დაბალი არტერიული წნევა (დროებითი ეფექტები მოიცავს თავბრუსხვევას, დაღლილობას შეგრძნებას ან ღებინების შეგრძნებას ინექციიდან მოკლე პერიოდში)

ღებინება

რეაქციები ინექციის ადგილას: სიწითლე, ქავილი, ანთება, შეშუპება, სისხლჩაქცევები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ტკივილი. ინექციის ადგილას რეაქციები, როგორც წესი, უმნიშვნელოა და რამდენიმე საათში თავისით ალაგდება

სისხლში ტუტე ფოსფატაზას მაღალი დონე (ვლინდება სისხლის ანალიზებში)

ხშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-მდე პირში:

გულის წასვლის ან თავბრუსხვევის შეგრძნება და გონების დაკარგვა

თავბრუსხვევა

გულისრევა

დაღლილობა

ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები

შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე პირში:

სხეულის ნებისმიერ ადგილას თმის პათოლოგიური ზრდა როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში (ჰიპერტრიქოზი)

გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება

თუ თქვენ ან თქვენს შვილს შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი ეფექტების შესახებ პირდაპირ შეტყობინება (დეტალები იხილეთ ქვემოთ). გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინების გაგზავნით, ხელს შეუწყობთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

ირლანდია

HPRA-ის ფარმაკოზედამხედველობა ვებსაიტი: www.hpra.ie

მალტა

ADR ანგარიშგების ვებსაიტი: www.medicinesauthority.gov.mt/adrportal

როგორ ინახება ვოქსზოგო

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე წარწერით „ვარგისია“. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

პრეპარატი ინახება მაცივარში (2°C – 8°C). პრეპარატს ნუ გაყინავთ. სინათლისგან დასაცავად შეინახეთ პირველად შეფუთვაში.

ვოქსზოგოს შენახვა შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზე (30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე) 90 დღემდე პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს ვარგისიანობის ვადისა. ოთახის ტემპერატურაზე შენახვის შემდეგ ვოქსზოგო არ დააბრუნოთ მაცივარში. კოლოფზე დააფიქსირეთ თარიღი, როდესაც ვოქსზოგოს მაცივრიდან ოთახის ტემპერატურაზე შესანახად გამოიღებთ.

ვოქსზოგო გამოიყენება ხსნარის მომზადებისთანავე. ნებისმიერ შემთხვევაში, ის უნდა შეიყვანონ მომზადებიდან 3 საათის განმავლობაში. ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს, თუ საინექციო ხსნარი მღვრიეა ან შეიცავს რაიმე ნაწილაკებს.

არ გადაყაროთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი პრეპარატი. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვოქსზოგო

აქტიური ნივთიერებაა ვოსორიტიდი.

  • 5 მლ გამხსნელის ხსნარში გახსნილი 0.4 მგ ფხვნილის თითოეული ფლაკონი შეესაბამება 0.8 მგ/მლ კონცენტრაციას.
  • 7 მლ გამხსნელის ხსნარში გახსნილი 0.56 მგ ფხვნილის თითოეული ფლაკონი შეესაბამება 0.8 მგ/მლ კონცენტრაციას.
  • 6 მლ გამხსნელის ხსნარში გახსნილი 1.2 მგ ფხვნილის თითოეული ფლაკონი შეესაბამება 2 მგ/მლ კონცენტრაციას.

სხვა ინგრედიენტებია ლიმონმჟავა (E 330), ნატრიუმის ციტრატი (E 331), ტრეჰალოზის დიჰიდრატი, მანიტოლი (E 421), მეთიონინი, პოლისორბატი 80 (E 433).

გამხსნელი არის საინექციო წყალი.

როგორ გამოიყურება ვოქსზოგო და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში

ვოქსზოგოს ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ხელმისაწვდომია შემდეგი სახით:

თეთრიდან ყვითელ შეფერილობამდე ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონში, და

გამჭვირვალე და უფერო გამხსნელი (საინექციო წყალი) ფხვნილის გასახსნელად.

ფხვნილის გამხსნელში გახსნის შემდეგ ხსნარი წარმოადგენს გამჭვირვალე, უფერო ან ყვითელ სითხეს.

თითოეული მუყაოს კოლოფი შეიცავს შემდეგს:

ვოქსზოგოს 10 ფლაკონი

საინექციო წყლის 10 წინასწარ შევსებული შპრიცი

10 ინდივიდუალური ერთჯერადი ნემსი

10 ინდივიდუალური ერთჯერადი შპრიცი

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

BioMarin International Limited Shanbally, Ringaskiddy County Cork

ირლანდია

P43 R298

ამ ინსტრუქციის ბოლო რევიზია მოხდა 06/2024 წელს

ამ პრეპარატის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის სააგენტოს ვებგვერდზე: http://www.ema.europa.eu. ასევე არსებობს ბმულები იშვიათი დაავადებებისა და მკურნალობის შესახებ სხვა ვებგვერდებზე.

მილილიტრებში (მლ) გრადუირებული შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია

გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ინსტრუქციები ვოქსზოგოს გამოყენების წინ და როდესაც ხდება პრეპარატით მომარაგება. შესაძლოა, იყოს ახალი ინფორმაცია.

ვოქსზოგოს ინექციისთვის საჭირო საგნები (იხილეთ სურათი A)

სურათი A

ვოქსზოგოს ფლაკონი

გამხსნელის ნემსი

(ლურჯი საკეტი უკან აბრუნებს ნემსს)

გამხსნელის შპრიცი

(შეიცავს საინექციო წყალს ვოქსზოგოს გასასხსნელად)

96633121502823892194015004397159320439

903157262490საინექციო შპრიცი

მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ არ ხართ დარწმუნებული რეკომენდებულ დოზასთან დაკავშირებით ან როგორ გამოიყენება გამხსნელის ნემსი და საინექციო შპრიცი.

საჭირო საგნები, რომლების არ არის შეფუთვაში (იხილეთ სურათი B)

თუ არ გაქვთ ეს საგნები, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

სურათი B

სპირტის საფენები

ბასრი საგნების კონტეინერი

მარლა ან ბინტი

97304020953724121242147574034901286711

ინექციის მომზადება

დაწყებამდე დარწმუნდით, რომ სამუშაო ზედაპირი სუფთაა და ხელები კარგად დაიბანეთ.

ნაბიჯი 1: სუფთა, ბრტყელ ზედაპირზე მოხსენით ფლაკონს თავსახური და გაწმინდეთ ზედა ნაწილი სპირტიანი საფენით.

არ შეეხოთ ფლაკონის საცობს თითებით სპირტიანი საფენით გაწმენდის შემდეგ

ნაბიჯი 2: ფრთხილად მოხარეთ და მოატეხეთ თავსახური გამხსნელის შპრიცს.

ნაბიჯი 3: გამხსნელის ნემსი ტრიალით დაამაგრეთ გამხსნელის შპრიცზე მანამდე, სანამ მის ბრუნვას ვეღარ შეძლებთ.

ნაბიჯი 4: მოხსენით ნემსის თავსახური და ნემსი ფლაკონში ფლაკონის საცობის შუა ნაწილის გავლით მოათავსეთ. ნელა დააჭირეთ დგუშის ღეროს ქვემოთ, რათა მთელი სითხე შეუშვათ.

გამოიჩინეთ სუიფრთხილე და არ დააჭიროთ ლურჯ საკეტს მე-5 ნაბიჯამდე.

ნაბიჯი 5: ამოიღეთ ნემსი ფლაკონიდან, შემდეგ დააჭირეთ ლურჯ საკეტს, რომ ნემსი უკან ამოვიდეს (დაბრუნდეს). ნემსი და შპრიცი გადააგდეთ ბასრი საგნების კონტეინერში.

იხილეთ მე-19 ნაბიჯი და „როგორ გადავაგდოთ (გავანადგუროთ) ვოქსზოგო“.

ინექციის შესაყვანად არ გამოიყენოთ გამხსნელის შპრიცი.

გაფრთხილება: გამოიჩიენთ სიფრთხილე და არ შეეხეოთ ნემსის წვერს.

ნაბიჯი 6: ფრთხილად ატრიალეთ ფლაკონი, ვიდრე ფხვნილი სრულად არ გაიხსნება და ხსნარი გამჭვირვალე არ გახდება.

არ შეანჯღრიოთ.

დარწმუნდით, რომ პრეპარატი გამჭვირვალე ან ყვითელი ფერისაა, არ არის მღვრიე და არ შეიცავს ნაწილაკებს.

ნაბიჯი 7: მოხსენით ნემსის თავსახური ინექციის შპრიციდან და ნემსი მოათავსეთ ფლაკონში პირდაპირ ფლაკონის საცობის შუა ნაწილის გავლით.

ფრთხილად იყავით, რომ ნემსი არ მოიხაროს.

გაფრთხილება: თავსახური ნემსს არ დაახუროთ.

ნაბიჯი 8: ფრთხილად დაიჭირეთ ფლაკონი და შპრიცი და თავდაყირა გადმოაბრუნეთ ფლაკონი მასში მოთავსებულ ნემსთან ერთად. ფლაკონი ზემოდან უნდა იყოს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ნემსი არ მოიხაროს.

ნაბიჯი 9: ნემსის წვერი წამალში გეჭიროთ და ნელა გამოწიეთ დგუში უკან, რათა დანიშნული დოზა შპრიცში შევიდეს.

შეამოწმეთ რეცეპტის ეტიკეტი, თუ რამდენი უნდა ამოიღოთ.

გაფრთხილება: გამოთვალეთ დანიშნული დოზა.

ნაბიჯი 10: საჭიროა შპრიცში არსებული ჰაერის დიდი ბუშტუკების ფრთხილად მოშორება შპრიცზე ნელი დარტყმით. შემდეგ ნელა დააბრუნეთ ბუშტუკები ფლაკონში.

ნაბიჯი 11: გაიმეორეთ მე-9 და მე-10 ნაბიჯები, ვიდრე შპრიცში არ შევა ზუსტი დანიშნული დოზა და დიდი ზომის ბუშტუკები არ მოშორდება.

დარწმუნდით, რომ შპრიცში დოზა ემთხვევა დანიშნულ დოზას. გაზომეთ დგუშის ძირიდან, როგორც ნაჩვენებია.

გაფრთხილება: მოაშორეთ ნებისმიერი დიდი ზომის ბუშტუკი. დასაშვებია 1 ან 2 პატარა ზომის ბუშტუკი.

ნაბიჯი 12: დარწმუნდით, რომ შპრიცში არის დანიშნული დოზა, შემდეგ მოაშორეთ ფლაკონი და მოემზადეთ დოზის შესაყვანად.

გაფრთხილება: ფლაკონის მოშორებამდე დარწმუნდით, რომ რაოდენობა ემთხვევა დანიშნულ დოზას.

ინექციის ადგილის შერჩევა და მომზადება

ნაბიჯი 13: ვოქსზოგოს შეყვანა ხდება მხოლოდ კანის ქვეშ ცხიმოვან შრეში (კანქვეშ).

ინექცია არ უნდა გაკეთდეს ტანსაცმლის გავლით.

ინექცია არ უნდა გაკეთდეს ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ ზედიზედ.

ინექცია არ უნდა გაკეთდეს მტკივნეულ, დალურჯებულ, გაწითლებულ, გამაგრებულ ან ნაწიბურებიან კანში.

ინექციისთვის რეკომენდებულია შემდეგი ადგილები:

ზედა კიდურების უკანა მხარე ან

ბარძაყები ან

მუცელი (ჭიპიდან 5 სანტიმეტრი)

დუნდულები

ნაბიჯი 14: გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი საფენით და გააშრეთ კანი ჰაერზე.

ინექციის გაკეთებამდე ხელახლა არ შეეხოთ ამ ადგილს.

ვოქსზოგოს ინექციის გაკეთება

ნაბიჯი 15: სპირტიანი საფენით გაწმენდის შემდეგ, შერჩეული ინექციის ადგილის გარშემო კანი მაღლა წამოსწიეთ.

ნაბიჯი 16: სწრაფად მოათავსეთ ნემსი კანში 45 გრადუსიანი დახრის კუთხით.

ნაბიჯი 17: მოუშვით კანი და ნელა დააჭირეთ დგუშის ღეროს ბლომდე. შეიყვანეთ სრული დოზა.

ნაბიჯი 18: განაგრძეთ დგუშის ღეროზე ზეწოლა მანამ, სანამ ნემსი შპრიცში არ მოხვდება.

ნაბიჯი 19: გამოყენებული ფლაკონი, შპრიცები და ნემსები გადააგდეთ ბასრი საგნების კონტეინერში. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „როგორ გადავაგდოთ (გავანადგუროთ) ვოქსზოგო“.

ვოქსზოგოს ინექციის შემდეგ

შეამოწმეთ ინექციის ადგილი. თუ ინექციის ადგილას მცირე რაოდენობით სისხლია, მარლის საფენით რამდენიმე წამის განმავლობაში ფრთხილად დააწექით ან დაიდეთ სახვევი.

არ დაიზილოთ ინექციის ადგილი.

ყურადღება მიაქციეთ დაბალი არტერიული წნევის ნიშნებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ღებინების შეგრძნება. თუ ეს სიმპტომები გაქვთ, დაუკავშირდით ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს, შემდეგ დაწექით ზურგზე და ფეხების ასაწევად დაიდეთ ბალიშები.

როგორ გადავაგდოთ (გავანადგუროთ) ვოქსზოგო

გამოყენებული ან ვადაგასული ფლაკონები, ნემსები და შპრიცები გამოყენებისთანავე მოათავსეთ ბასრი საგნების კონტეინერში.

თუ ბასრი საგნების კონტეინერი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო კონტეინერი, რომელიც:

დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან

შეიძლება დაიხუროს მჭიდროდ მორგებული, ჩხვლეტისადმი მდგრადი სახურავით, რაც ხელს უშლის ბასრი საგნების შეღწევას

გამოყენების დროს ვერტიკალურად დგას და მდგრადია

გაჟონვისადმი მდგრადია და

კონტეინერის შიგნით სახიფათო ნარჩენების შესახებ გაფრთხილება სათანადოდ მონიშნულია

როდესაც თქვენი ბასრი საგნების კონტეინერი თითქმის სავსეა, საჭიროა დაიცვათ თქვენი ადგილობრივი გაიდლაინები ბასრი საგნების კონტეინერის შესაბამისი განადგურების შესახებ.

არ გადაყაროთ მედიკამენტები, ფლაკონები, გამოყენებული ნემსები და შპრიცები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ერთეულში (U) გრადუირებული შპრიცის გამოყენების ინსტრუქცია

გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ინსტრუქციები ვოქსზოგოს გამოყენების წინ და როდესაც ხდება პრეპარატით მომარაგება. შესაძლოა, იყოს ახალი ინფორმაცია.

ამ შეფუთვაში მოცემული გამხსნელის ნემსები და შპრიცები ახალი კომპონენტებია და მონიშნულია „ერთეულებით“ (U) რეკომენდებული დოზის გასაზომად. ექიმი თქვენი წონის დიაპაზონის მიხედვით გეტყვით რეკომენდებულ დოზას, რომელიც უნდა მიიღოთ.

საგნები, რომელიც მიეწოდება ვოქსზოგოს ინექციისთვის (იხილეთ სურათი A)

სურათი A

ვოქსზოგოს ფლაკონი

გამხსნელის ნემსი

გამხსნელის შპრიცი

(შეიცავს საინექციო წყალს ვოქსზოგოს გასახსნელად)

97945726236724677453479674264792487518

საინექციო შპრიცი

997939307115

დოზის შეყვანა შესაძლებელია A ნახაზზე მოცემული საინექციო შპრიცის გამოყენებით. ამ შპრიცის ზომები მლ-იანი ზომების ეკვივალენტურია შემდეგი სახით: 0.1 მლ = 10 ერთეული.

მიმართეთ ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, თუ არ ხართ დარწმუნებული რეკომენდებულ დოზასთან დაკავშირებით ან როგორ გამოიყენება გამხსნელის ნემსი და საინექციო შპრიცი.

საჭირო საგნები, რომლების არ არის შეფუთვაში (იხილეთ სურათი B)

თუ არ გაქვთ ეს საგნები, მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს.

სურათი B

სპირტიანი საფენი

ბასრი საგნების კონტეინერი

მარლა ან ბინტი

98193020953726109452314044173331276731

ინექციის მომზადება

დაწყებამდე დარწმუნდით, რომ სამუშაო ზედაპირი სუფთაა და ხელები კარგად დაიბანეთ.

ნაბიჯი 1: სუფთა, ბრტყელ ზედაპირზე მოხსენით ფლაკონს თავსახური და გაწმინდეთ ზედა ნაწილი სპირტიანი საფენით.

არ შეეხოთ ფლაკონის საცობს თითებით სპირტიანი საფენით გაწმენდის შემდეგ

ნაბიჯი 2: ფრთხილად მოხარეთ და მოატეხეთ თავსახური გამხსნელის შპრიცს.

ნაბიჯი 3: გამხსნელის ნემსი ტრიალით დაამაგრეთ გამხსნელის შპრიცზე მანამდე, სანამ მის ბრუნვას ვეღარ შეძლებთ.

ნაბიჯი 4: მოხსენით ნემსის თავსახური და მოათავსეთ ნემსი ფლაკონში ფლაკონის საცობის შუა ნაწილის გავლით. ნელა დააჭირეთ დგუშის ღეროს ქვემოთ, რათა მთელი სითხე შეუშვათ.

ნაბიჯი 5: ამოიღეთ ნემსი ფლაკონიდან. ნემსი და შპრიცი გადააგდეთ ბასრი საგნების კონტეინერში.

იხილეთ მე-18 ნაბიჯი და „როგორ გადავაგდოთ (გავანადგუროთ) ვოქსზოგო“.

ინექციის შესაყვანად არ გამოიყენოთ გამხსნელის შპრიცი.

გაფრთხილება: გამოიჩინეთ სიფრთხილე და არ შეეხოთ ნემსის წვერს.

ნაბიჯი 6: ფრთხილად ატრიალეთ ფლაკონი, ვიდრე ფხვნილი სრულად არ გაიხსნება და ხსნარი გამჭვირვალე არ გახდება.

არ შეანჯღრიოთ.

დარწმუნდით, რომ პრეპარატი გამჭვირვალედან ყვითელ შეფერილობამდეა, არ არის მღვრიე და არ შეიცავს ნაწილაკებს.

ნაბიჯი 7: მოხსენით ნემსის თავსახური ინექციის შპრიციდან და ნემსი მოათავსეთ ფლაკონში პირდაპირ ფლაკონის საცობის შუა ნაწილის გავლით.

ფრთხილად იყავით, რომ ნემსი არ მოიხაროს.

გაფრთხილება: თავსახური ნემსს არ დაახუროთ.

ნაბიჯი 8: ფრთხილად დაიჭირეთ ფლაკონი და შპრიცი და თავდაყირა გადმოაბრუნეთ ფლაკონი მასში მოთავსებულ ნემსთან ერთად. ფლაკონი ზემოდან უნდა იყოს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ ნემსი არ მოიხაროს.

ნაბიჯი 9: ნემსის წვერი წამალში გეჭიროთ და ნელა გამოწიეთ დგუში უკან, რათა დანიშნული დოზა შპრიცში შევიდეს.

შეამოწმეთ რეცეპტის ეტიკეტი, თუ რამდენი უნდა ამოიღოთ.

გაფრთხილება: შეამოწმეთ კომპლექტში მოთავსებული შპრიცი და ამოიღეთ დანიშნული დოზა.

ნაბიჯი 10: საჭიროა შპრიცში არსებული ჰაერის დიდი ბუშტუკების ფრთხილად მოშორება შპრიცზე ნელი დარტყმით. შემდეგ ნელა დააბრუნეთ ბუშტუკები ფლაკონში.

ნაბიჯი 11: გაიმეორეთ მე-9 და მე-10 ნაბიჯები, ვიდრე შპრიცში არ შევა ზუსტი დანიშნული დოზა და დიდი ზომის ბუშტუკები არ მოშორდება.

დარწმუნდით, რომ შპრიცში დოზა ემთხვევა დანიშნულ დოზას. გაზომეთ დგუშის ძირიდან, როგორც ნაჩვენებია.

გაფრთხილება: მოაშორეთ ნებისმიერი დიდი ზომის ბუშტუკი. დასაშვებია 1 ან 2 პატარა ზომის ბუშტუკი.

ნაბიჯი 12: დარწმუნდით, რომ შპრიცში არის დანიშნული დოზა, შემდეგ მოაშორეთ ფლაკონი და მოემზადეთ დოზის შესაყვანად.

გაფრთხილება: ფლაკონის მოშორებამდე დარწმუნდით, რომ რაოდენობა ემთხვევა დანიშნულ დოზას.

ინექციის ადგილის შერჩევა და მომზადება

ნაბიჯი 13: ვოქსზოგოს შეყვანა ხდება მხოლოდ კანის ქვეშ ცხიმოვან შრეში (კანქვეშ).

ინექცია არ უნდა გაკეთდეს ტანსაცმლის გავლით.

ინექცია არ უნდა გაკეთდეს ერთსა და იმავე ადგილას ორჯერ ზედიზედ.

ინექცია არ უნდა გაკეთდეს მტკივნეულ, დალურჯებულ, გაწითლებულ, გამაგრებულ ან ნაწიბურებიან კანში.

ინექციისთვის რეკომენდებულია შემდეგი ადგილები:

ზედა კიდურების უკანა მხარე ან

ბარძაყები ან

მუცელი (ჭიპიდან 5 სანტიმეტრი)

დუნდულები

ნაბიჯი 14: გაწმინდეთ ინექციის ადგილი სპირტიანი საფენით და გააშრეთ კანი ჰაერზე.

ინექციის გაკეთებამდე ხელახლა არ შეეხოთ ამ ადგილს.

ვოქსზოგოს ინექციის გაკეთება

ნაბიჯი 15: სპირტიანი საფენით გაწმენდის შემდეგ, შერჩეული ინექციის ადგილის გარშემო კანი მაღლა წამოსწიეთ.

ნაბიჯი 16: სწრაფად მოათავსეთ ნემსი კანში 45 გრადუსიანი დახრის კუთხით.

ნაბიჯი 17: მოუშვით კანი და ნელა დააჭირეთ დგუშის ღეროს ბლომდე. შეიყვანეთ სრული დოზა.

ნაბიჯი 18: გამოყენებული ფლაკონი, შპრიცები და ნემსები გადააგდეთ ბასრი საგნების კონტეინერში. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „როგორ გადავაგდოთ (გავანადგუროთ) ვოქსზოგო“.

ვოქსზოგოს ინექციის შემდეგ

შეამოწმეთ ინექციის ადგილი. თუ ინექციის ადგილას მცირე რაოდენობით სისხლია, მარლის საფენით რამდენიმე წამის განმავლობაში ფრთხილად დააწექით ან დაიდეთ სახვევი.

არ დაიზილოთ ინექციის ადგილი.

ყურადღება მიაქციეთ დაბალი არტერიული წნევის ნიშნებს, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა ან ღებინების შეგრძნება. თუ ეს სიმპტომები გაქვთ, დაუკავშირდით ექიმს ან ჯანდაცვის პროვაიდერს, შემდეგ დაწექით ზურგზე და ფეხების ასაწევად დაიდეთ ბალიშები.

როგორ გადავაგდოთ (გავანადგუროთ) ვოქსზოგო

გამოყენებული ან ვადაგასული ფლაკონები, ნემსები და შპრიცები გამოყენებისთანავე მოათავსეთ ბასრი საგნების კონტეინერში.

თუ ბასრი საგნების კონტეინერი არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ საყოფაცხოვრებო კონტეინერი, რომელიც:

დამზადებულია გამძლე პლასტმასისგან

შეიძლება დაიხუროს მჭიდროდ მორგებული, ჩხვლეტისადმი მდგრადი სახურავით, რაც ხელს უშლის ბასრი საგნების შეღწევას

გამოყენების დროს ვერტიკალურად დგას და მდგრადია

გაჟონვისადმი მდგრადია და

კონტეინერის შიგნით სახიფათო ნარჩენების შესახებ გაფრთხილება სათანადოდ მონიშნულია

როდესაც თქვენი ბასრი საგნების კონტეინერი თითქმის სავსეა, საჭიროა დაიცვათ თქვენი ადგილობრივი გაიდლაინები ბასრი საგნების კონტეინერის შესაბამისი განადგურების შესახებ.

არ გადაყაროთ მედიკამენტები, ფლაკონები, გამოყენებული ნემსები და შპრიცები საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა