ნოლაქსენი
Nolaxen
შეშუპებითი სინდრომი გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს (ორგანიზმში ნატრიუმის ჭარბი შემცველობისა და შეშუპების მოსახსნელად პაციენტებში, რომლებიც ნაწილობრივ პასუხობენ სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას ან მათ მიმართ ვითარდება აუტანლობა; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- hydrochlorothiazide + სპირონო (spironolactone)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ + 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დიურეზული საშუალებები, მარყუჟოვანი დიურეზული და კალიუმშემნახველი საშუალებები
- ATC კოდი
- C03EA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045719
- რეგისტრირებულია
- 18 ივნისი 2026, მოქმედებს 18 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ნოლაქსენი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შეშუპებითი სინდრომი
გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს (ორგანიზმში ნატრიუმის ჭარბი შემცველობისა და შეშუპების მოსახსნელად პაციენტებში, რომლებიც ნაწილობრივ პასუხობენ სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას ან მათ მიმართ ვითარდება აუტანლობა; შარდმდენების მიღებით განპირობებული ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება არამიზანშეწონილია; პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არასაკმარისად ეფექტურია ან მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი);
ღვიძლის ციროზის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპებები და/ან ასციტი (სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის დონე ამ მდგომარეობაში შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს მომატებული, ნოლაქსენით შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად პაციენტებისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი და სითხისა და ნატრიუმის მიღების შეზღუდვა);
ნეფროზული სინდრომის დროს (ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ სხვა შარდმდენებით და გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას; სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია არ მოქმედებს ძირითად პათოლოგიურ პროცესზე).
არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზია (ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, მაშინ, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არასაკმარისად ეფექტურია, ან მათი გამოყენება არამიზანშეწონილია; ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი).
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს სამკურნალო საშუალებების კომბინაციას ფიქსირებული დოზებით, არ არის ნაჩვენები დაავადებების საწყისი თერაპიის სახით. პაციენტისათვის ცალკე უნდა დადგინდეს კომბინაციის თითოეული კომპონენტის ეფექტური დოზები და თუ ეს ინდივიდუალურად დადგენილი ეფექტური დოზები შეესაბამება კომბინირებული სამკურნალო პრეპარატის კომპონენტების ფიქსირებულ დოზებს, მაშინ მათი გამოყენება პაციენტისათვის შესაძლოა უფრო ხელსაყრელი იყოს. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს, კომბინაციის რომელიმე კომპონენტის დოზის კორექციის აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე მიღებაზე გადასვლა.
18 წლამდე ასაკის ბავშვები
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ, პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკური კვლევების მონაცემებისა და კლინიკური გამოცდილების მიხედვით, ხანდაზმულ პაციენტებში ამ პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში განსხვავებებია. პრეპარატის გამოყენებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილე ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
მიღების წესი და დოზირება
საკვების მიღება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ნოლაქსენის შემადგენლობაში შემავალი, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიზიდის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე, ამასთან დაკავშირებით შესაძლოა წარმოიშვას პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექციის აუცილებლობა.
პაციენტებისათვის ნოლაქსენის ოპტიმალური დოზის დადგენის მიზნით ცალკე უნდა დადგინდეს მისი თითოეული კომპონენტის ეფექტური დოზები.
სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის შესაფასებლად მისი მიღება საჭიროა სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზები და დოზირების რეჟიმის კორექცია
შეშუპებითი სინდრომი მოზრდილებში (გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის ციროზის ან ნეფროზული სინდრომის დროს): სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-2 ტაბლეტს ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებად; სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 8 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-დან 4 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
შეშუპებითი სინდრომი ბავშვებში: ნოლაქსენის შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ითვლება სპირონოლაქტონის მიხედვით და შეადგენს 1,65-3,3 მგ/კგ-ს სხეულის მასზე.
არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზია: სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-2 ტაბლეტს ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებად; სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 8 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-დან 4 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ვინაიდან სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას შეუძლია სხვა ანტიჰიპერტენზიური საშუალებების მოქმედების გაძლიერება, მკურნალობის სქემაში ნოლაქსენის ჩართვის შემდეგ მათი დოზები უნდა შემცირდეს, კერძოდ, განგლიობლოკატორების დოზები სულ მცირე 50%-ით უნდა შემცირდეს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები

გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკვებისგან დამოუკიდებლად.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ გამოტოვებული დოზა, პრეპარატის მიღება უნდა განვაახლოთ შემდეგი დაგეგმილი დოზით, ორმაგი დოზა არ უნდა მივიღოთ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, თიაზიდური შარდმდენების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ალერგიული რეაქციები სულფონამიდების წარმოებულებზე;
ანურია;
ადისონის დაავადება;
თირკმლის მწვავე უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 30 მლ/წთ/1,73 მ2);
ჰიპერკალიემია;
ჰიპერკალცემია;
სიფრთხილის ზომები
ზოგადი მითითებები
კალიუმის შემცველი პრეპარატების, მარილის შემცვლელი და კალიუმის მაღალი შემცველობის საკვები პროდუქტების (მაგალითად, ბანანი, ქლიავი, ქიშმიში და ფორთოხლის წვენი) მიღებას უნდა მოვერიდოთ.
კალიუმის მოხმარება
ჰიპერკალიემის განვითარების შესაძლო რისკთან დაკავშირებით, არ არის რეკომენდებული ნოლაქსენის გამოყენებისას კალიუმის მაღალი შემცველობის საკვები პროდუქტების მიღება, კალიუმის პრეპარატების და კალიუმშემნახველი შარდმდენების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
ძილიანობა და თავბრუსხვევა
ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა ძილიანობისა და თავბრუსხვევის შემთხვევები, რასაც ზოგჯერ დაცემა და მოტეხილობები ახლდა თან.
კანცეროგენეზი და მუტაგენეზი
კანცეროგენობა
ვირთაგვებში ქრონიკული ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევებში დადგენილია, რომ სპირონოლაქტონი არის კანცეროგენი. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა სარძევე ჯიკრვლების კიბოს და სხვა ახალწარმონაქმნების შემთხვევები (ნაწლავების, კუჭქვეშა ჯირკვლის და სხვ.).
კანის არამელანომური კიბო (NMSC)
ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შემდეგ იზრდებოდა კანის არამელანომური კიბოს (ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კიბო (SCC)) განვითარების რისკი. ამასთან რისკის ხარისხი იზრდებოდა ჰიდროქლოროთიაზიდის კუმულაციური დოზის მატებასთან ერთად. კანის არამელანომური კიბოს განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის ფოტომასენსიბილიზებელი მოქმედება.
პაციენტები, რომლებიც ჰიდროქლოროთიაზიდს იღებენ, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კანის არამელანომური კიბოს განვითარების პოტენციური რისკის შესახებ. პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ კანის ზედაპირი ახალი წარმონაქმნების გამოვლენასა თუ უკვე არსებული წარმონაქმნების ცვლილებაზე და დროულად შეატყობინონ ექიმს კანის საფარის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ, რაც სასწრაფოდ უნდა იქნას გამოკვლეული ჰისტოლოგიური კვლევისა და ბიოფსიის ჩათვლით. ასევე კანის კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით პაციენტებმა უნდა შეზღუდონ კანის საფარზე მზის ზემოქმედება, მოერიდონ ხელოვნური რუჯის მისაღებად კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას ან კანზე მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების დროს გამოიყენოს დამცავი საშუალებები (მაგალითად, ადგილობრივი გამოყენების მზისგან დამცავი საშუალებები (კრემი, ლოსიონი და ა.შ.) SPF30 სპექტრით ან მეტით, ტანსაცმელი, თავსაბურავი).
პაციენტებში კანის არამელანომური კიბოს განვითარების მაღალი რისკით (მაგალითად, ღია ფერის კანი, კანის კიბო ანამნეზში, კანის კიბო ახლო ნათესავებში, იმუნოსუპრესიული თერაპია და სხვ.) უნდა განიხილოს საკითხი ჰიდროქლოროთიაზიდის ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების ფონზე.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ნოლაქსენის გამოყენება ეპლერენონთან (იხ. „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და ქვემოთ), ჰეპარინთან და დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან (იხ. „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და ქვემოთ) კომბინაციაში უკუნაჩვენებია.
ნოლაქსენი არ უნდა იქნას გამოყენებული კალიუმის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.
ზემოქმედება ქცევაზე
პრეპარატის ქცევაზე ზემოქმედება დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან ან კლინიკური კვლევებიდან. აგრეთვე, ქვემოთ ჩამოთვლილია პოტენციური ურთიერთქმედებები, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან დაკავშირებული იყოს სერიოზულ გვერდით რეაქციებთან (მაგ., პრეპარატები, რომლებთანაც ნოლაქსენი უკუნაჩვენებია).
ალკოჰოლი, ბარბიტურატები და ნარკოტიკული ნივთიერებები
ორთოსტატული ჰიპოტენზია, განპირობებული სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებით, შესაძლოა გაძლიერდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების ფონზე. ნოლაქსენით თერაპიის დროს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, დაუშვებელია ალკოჰოლის, ბარბიტურატების და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.
ამფოტერიცინი B
ამფოტერიცინი B ზრდის თიაზიდური შარდმდენებით განპირობებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, ამიტომ ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
ანტიდიაბეტური პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები)
თიაზიდური შარდმდენების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება. სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს მათი გამოყენებით, იწვევს პერიფერიული ქსოვილების მიერ გლუკოზის უტილიზაციის შემცირებას. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია როგორც მომატების, ასევე შემცირების მხრივ. სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას გლიბენკლამიდთან ერთად აღინიშნებოდა მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები.
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტი ლატენტური მიმდინარეობით შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერგლიკემიისა და გლუკოზურიის განვითარებით სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას.
საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის კონტროლი, კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება სისხლის პლაზმაში მისი ნორმალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, ასევე ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას.
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები ციკლოფოსფამიდისა და მეთოტრექსატის ჩათვლით
თიაზიდურმა შარდმდენებმა შესაძლოა შეამციროს ციტოტოქსიური პრეპარატების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული მოქმედება.
პაციენტებში, რომლებიც ნოლაქსენს იღებენ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის შედეგების სათანადო კონტროლი, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზირების რეჟიმის კორექცია.
ანტიპირინი
სპირონოლაქტონი აძლიერებს ანტიპირინის მეტაბოლიზმს.
ატორვასტატინი-ფუროსემიდი+აცეტილსალიცილის მჟავა
აღწერილია ჰეპატიტის, პანკრეატიტისა და ლეტალური შედეგის შემთხვევები სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ერთად გამოყენებისას.
ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტები (მაგალითად, კოლესტირამინი, კოლესტიპოლი და ამონიუმის ქლორიდი)
ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტები უკავშირდებიან თიაზიდურ შარდმდენებს ნაწლავებში და ამცირებენ მათ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში 43-85%-ით. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტების მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი შეწოვა 30-35%-ით მცირდება.
პაციენტებში, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ ამონიუმის ქლორიდთან ან კოლესტირამინთან ერთად, დაფიქსირებულია ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები, ხშირად ჰიპერკალიემიის თანხლებით.
აუცილებელია მიღების თანმიმდევრობის მკაცრი დაცვა - თიაზიდური შარდმდენები მიიღება ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტების მიღებამდე 2-4 საათით ადრე ან მიღებიდან 6 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიზარდოს თიაზიდური შარდმდენის დოზა და აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი.
კალციუმის შემცველი პრეპარატები და D ვიტამინი
თიაზიდური შარდმდენები ამცირებს კალციუმის თირკმლისმიერ ექსკრეციას და ხელს უწყობს მათ გამოყოფას ძვლოვანი ქსოვილიდან.
აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი, განსაკუთრებით ნოლაქსენის გამოყენებისას მაღალ დოზებში კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად. ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზების შემცირება ან კალციუმის და/ან D ვიტამინის პრეპარატების მოხსნა.
კარბამაზეპინი
კარბამაზეპინმა შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპონატრიემია, თიაზიდურ შარდმენებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს ჰიპონატრიემია.
ნოლაქსენთან ერთად კარბამაზეპინის გამოყენებისას, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
გლუკოკორტიკოსტეროიდები და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი
გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყენებისას სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ერთად შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის პლაზმაში სხვადასხვა იონების, განსაკუთრებით კალიუმის დონის შემცირება. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად გამოყენებული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.
დიგოქსინი
დადგენილია, რომ სპირონოლაქტონმა შესაძლოა გამოიწვიოს დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის მომატებამდე მისი ტოქსიკური ეფექტების შემდგომი განვითარებით. სამკურნალო საშუალებების შესაძლო ურთიერთქმედების ორი მექანიზმი არსებობს: სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრისას, სპირონოლაქტონს და მის მეტაბოლიტებს შეუძლია რადიოიმუნური ანალიზის შედეგებზე ზეგავლენა და ასევე მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეცვლა. ზემოთ აღწერილმა პროცესებმა შესაძლოა გაართულოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის განსაზღვრისთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ინტერპრეტაცია.
თიაზიდური შარდმდენებით გამოწვეული ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის დიგოქსინის ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს, რასაც შეიძლება თან ახლდეს მძიმე არითმიების განვითარება, ლეტალური გამოსავალის მქონე არითმიების ჩათვლით.
დიგოქსინი კომბინაციაში ნოლაქსენთან სიფრთხილით გამოიყენება, მათი ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალებების შემანარჩუნებელი დოზების კორექცია. პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტებისა და დოგოქსინის დონის კონტროლი დიგოქსინის ტოქსიკური ეფექტების განვითარებისა და ასევე არაეფექტურ დოზებში მისი გამოყენების შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
შარდმდენები და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები
ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება (მაგალითად, გუანეტიდინის, მეთილდოფას, ბეტა-ბლოკატორების, ვაზოდილატატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორების, რენინის პირდაპირი ინჰიბიტორების მოქმედება).
აგფ ინჰიბიტორებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებთან და ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.
ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის შემცირება. კერძოდ, განგლიობლოკატორების დოზები სულ მცირე 50%-ით უნდა შემცირდეს მკურნალობის სქემაში სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ჩართვისას.
პრეპარატები, რომლებიც ჰიპერკალიემიის განვითარებას უწყობს ხელს
სპირონოლაქტონის გამოყენებას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპერკალიემიის განვითარებას, შესაძლოა თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები, ანუ ანტიქოლინერგული საშუალებები, როგორიცაა ატროპინი და პროკინეტიკური საშუალებები, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობა შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების შედეგად. პროკინეტიკურ საშუალებებს კი პირიქით, შეუძლია თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობის შემცირება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დოზის კორექცია.
ეპლერენონი
ალდოსტერონის სხვა ანტაგონისტებთან სპირონოლაქტონის კომბინირებისას შესაძლებელია მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
ანტიპოდაგრული პრეპარატები (ალოპურინოლი, ურიკოზურიული პრეპარატები, ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორები)
თიაზიდური შარდმდენების გამოყენებით განპირობებული, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატების ფონზე, ალოპურინოლისა და პრობენეციდის მიღების დროს შესაძლოა განვითარდეს პოდაგრის შეტევა. ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე. ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია.
ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინები
სპირონოლაქტონის გამოყენებას ჰეპარინთან ან დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან ერთად შესაძლოა თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
ლითიუმის შემცველი პრეპარატები
თიაზიდური შარდმდენები ამცირებს ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდის მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლითიუმის პრეპარატებსა და სპირონოლაქტონი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას, აღინიშნებოდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით. ნოლაქსენის გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორც წესი რეკომენდებული არ არის; თუმცა თუ ეს თერაპიის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, აუცილებელია ლითიუმის პრეპარატის დოზის შემცირება 50%-ით და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მკაცრი კონტროლი.
ნორეპინეფრინი
ჰიდროქლოროთიაზიდიც და სპირონოლაქტონიც ამცირებს სისხლძარღვების მგრძნობელობას ნორეპინეფრინის მიმართ. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა რეგიონული და ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნოლაქსენს. გეგმიური ქირურგიული ჩარევების დროს ასევე უნდა განიხილოს საკითხი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
დადგინდა, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, მეფენამის მჟავა და ინდომეტაცინი, შეუძლია შეასუსტოს შარდმდენების ნატრიურეზული მოქმედება თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების შედეგად; სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი ასევე მცირდება.
ინდომეტაცინის გამოყენებისას კალიუმშემნახველ შარდმდენებთან ერთად შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით განპირობებული ნატრიუმის და წყლის შეკავება ორგანიზმში ამცირებს თიაზიდური შარდმდენების დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს.
თირკმელში სისხლის მიმოქცევის შემცირება, რომელიც განპირობებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს თირკმელში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით და აგრეთვე თიაზიდური შარდმდენების მიღებით განპირობებული თირკმლის გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება, შესაძლოა თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების მიზეზი გახდეს, ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ აცეტისალიცილის მჟავა გავლენას არ ახდენს სპირონოლაქტონის ეფექტებზე არტერიულ წნევასთან მიმართებაში, ელექტროლიტებისა და სისხლში შარდოვანას აზოტის (BUN) დონეზე, ასევე რენინის აქტივობაზე სისხლის პლაზმაში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ნოლაქსენთან ერთად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და არტერიული წნევის კონტროლი, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატების დოზების კორექცია.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, სერტრალინი)
თიაზიდური შარდმდენების მიღებით განპირობებული ჰიპონატრიემია სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე შეიძლება გაძლიერდეს.
ნოლაქსენი სიფრთხილით გამოიყენება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად, ასევე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები კურარესმაგვარი პრეპარატების ჯგუფიდან (მაგალითად, ტუბოკურარინი)
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია გაზარდოს ჩონჩხის კუნთების მგრძნობელობა პერიფერიული მოქმედების ზოგიერთი მიორელაქსანტის მიმართ, მაგალითად კურარესმაგვარი პრეპარატების ჯგუფიდან.
ტოპირამატი
თიაზიდურმა შარდმდენებმა შესაძლოა გაზარდოს ტოპირამატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ერთად ტოპირამატის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება. ნოლაქსენთან ერთად გამოყენების დროს, საჭიროა ტოპირამატის კონცენტრაციის და ასევე სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტოპირამატის დოზის კორექცია და ასევე კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
აბირატერონი
სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შესაძლოა გაზარდოს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროსტატის კიბო და იღებენ აბირატერონს. აბირატერონთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
საკვებთან ურთიერთქმედება
უნდა მოვერიდოთ მარილის შემცვლელი და კალიუმის შემცველი საკვების გამოყენებას.
დადგენილია, რომ საკვებთან ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (AUC) მაჩვენებლები, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტის კანრენონის ანალოგიური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა უზმოზე მიღებასთან შედარებით. ასე მაგალითად, 9 პირში, რომელიც სპირონოლაქტონს იღებდა დოზით 200 მგ საკვებთან ერთად, გამოვლინდა სპირონოლაქტონისათვის AUC(0-24) და Cmax-ის მაჩვენებლების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება 2-ჯერ, ანალოგიური მაჩვენებლები კანრენონისათვის გაიზარდა 1,4-ჯერ. AUC(0-24) და Cmax-ის მაჩვენებლების მომატების კლინიკური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. პაციენტებში, რომლებიც ნოლაქსენს საკვებთან ერთად იღებენ, უნდა ჩატარდეს პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი ისეთი ნიშნების გამოვლენაზე, როგორიცაა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მომატება და სხვა მძიმე სიმპტომები, რომელთა განვითარება შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის პლაზმაში პრეპარატის კომპონენტების მაღალი კონცენტრაციებით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ურთიერთქმედება მცენარეულ პრეპარატებთან
ნოლაქსენსა და მცენარეულ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებზე ზეგავლენა
პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის კვლევის ჩატარებამდე თიაზიდური შარდმდენების მიღება უნდა შეწყდეს. თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია შეამციროს სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებული იოდის ფრაქცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების გარეშე. ნაჩვენებია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია გაზარდოს 131I-ს მიტაცების სიჩქარე 24 საათის განმავლობაში და გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის ნარჩენი ქსოვილის მიერ მიტაცებული 131I-ს რაოდენობა.
ლიტერატურაში არსებობს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპირონოლაქტონს და მის მეტაბოლიტებს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს რადიოიმუნური ანალიზის შედეგებზე სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრის დროს. გამოვლინდა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში სპირონოლაქტონის კონცენტრაცია იზრდება 2-4-ჯერ დიგოქსინის მიღებიდან 2-24 საათის განმავლობაში. ასევე აღინიშნება სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის მატება სპირონოლაქტონთან ერთად მისი გამოყენებისას. ამრიგად, დიგოქსინთან კომბინაციაში ნოლაქსენის დანიშვნისას საჭიროა პრეპარატების დოზის დროული კორექცია და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ლაქტაციის პერიოდი;
ეპლერენონთან ერთად გამოყენება;
ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან ერთად გამოყენება;
ღვიძლის მძიმე ან პროგრესირებადი დაავადებები.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა მანამ, სანამ არ დადგინდება პასუხი პრეპარატით საწყის თერაპიაზე.
ენდოკრინული სისტემა და ნივთიერებათა ცვლა
გინეკომასტია
ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სპირონოლაქტონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გინეკომასტია. გინეკომასტიის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია სპირონოლაქტონის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. გინეკომასტიის განვითარების შემთხვევაში სპირონოლაქტონის გამოყენება უნდა შეწყდეს. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია შეინიშნებოდეს სარძევე ჯირკვლების ზომაში მყარი ზრდა.
ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი
ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის მქონე ზოგიერთ პაციენტში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროსაც კი, აღინიშნებოდა ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები, რომელსაც ასევე თან ახლდა ჰიპერკალიემია. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას, ვინაიდან შარდმდენებით ინტენსიურმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება.
აციდოზი და თირკმლის ფუნქცია
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას აღინიშნებოდა აციდოზის იშვიათი შემთხვევები.
ჰიპოქლორემიული ალკალოზი
ჰიპოქლორემიული ალკალოზი ვლიდება არც ისე ხშირად და იშვიათ შემთხვევებში მძიმე ხასიათს ატარებს. საკვებად ნატრიუმის მოხმარების გაუმართლებლად მკაცრმა შეზღუდვამ შეიძლება გაართულოს მისი მკურნალობა. ქლორის იონების დეფიციტი შეიძლება შეივსოს ამონიუმის ქლორიდის მიღებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტებს აქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები), დიდწილად, მისი განვითარება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ნატრიუმის/ქლორიდის მიღებით, სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად.
ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც თიაზიდური შარდმდენებით ხანგრძლივ თერაპიას იტარებდნენ, პარათირეოიდულ ჯირკვალში პათოლოგიური ცვლილებების შედეგად აღინიშნებოდა ჰიპერკალცემიისა და ჰიპოფოსფატემიის შემთხვევები.
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია სისხლის პლაზმაში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას ანამნეზში ჰიპერურიკემიის ან პოდაგრის მქონე პაციენტებში, ვინაიდან თიაზიდურმა შარდმდენებმა შესაძლოა მოახდინოს პოდაგრის შეტევების განვითარების პროვოცირება. შეიძლება წარმოიშვას პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექციის საჭიროება.
შაქრიანი დიაბეტის და პრედიაბეტის მქონე პაციენტებში თიაზიდურმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდოს გლუკოზის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. შესაძლოა წარმოიშვას ინსულინის ან ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექციის საჭიროება.
სისხლის სისტემა
ელექტროლიტური ბალანსი
პაციენტები, რომლებიც იღებენ შარდმდენი მოქმედების მქონე სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ წყლისა და ელექტროლიტული ბალანსის დარღვევის განვითარების შესაძლო რისკების შეფასების მიზნით, როგორიცაა ჰიპერკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპონატრიემია და სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება (BUN); ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ პაციენტებს და პაციენტებს თირკმლისა თუ ღვიძლის უკვე არსებული დარღვევებით.
ჰიპერკალიემია
ჭარბი რაოდენობის კალიუმის მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას იყენებენ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. მას შესაძლოა თან ახლდეს გულის მუშაობის დარღვევები, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ლეტალური შედეგი. ჰიპერკალიემია შეიძლება განვითარდეს კალიუმის ჭარბი მოხმარების გარეშეც, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევების ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ამის გამო, როგორც წესი, ნოლაქსენით მკურნალობის დროს კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ნოლაქსენის გამოყენება არ შეიძლება სხვა კალიუმშემნახველ შარდმდენებთან ერთად. სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებას ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან და ალდოსტერონის სხვა ანტაგონისტებთან ერთად, თიაზიდური შარდმდენის გამოყენების პირობებშიც კი, თან ახლავს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
სპირონოლაქტონის გამოყენებას ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან ან სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, ან სხვადასხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც ჰიპერკალიემიის განვითარებას უწყობენ ხელს, შეიძლება თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემია.
ჰიპერკალიემია გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში
ვინაიდან ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, ძალიან მნიშვნელოვანია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების დროს, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი. აუცილებელია მოვერიდოთ ნოლაქსენის გამოყენებას კალიუმშემნახველ შარდმდენებთან ერთად. უნდა მოვერიდოთ კალიუმის შემცველი პრეპარატების საკვებთან ერთად გამოყენებას პაციენტებში, რომელთა სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია არის > 3,5 მექვ/ლ. არ არსებობს მონაცემები სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების შესახებ პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციით > 2.5 მგ/დლ და იმ პაციენტებში, რომელთა პლაზმური კრეატინინის დონე გასულ ხანმოკლე პერიოდში გაიზარდა 25%-ით. მკურნალობის დაწყების და სპირონოლაქტონის დოზის მომატების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია კალიუმისა და კრეატინინის კონცენტრაციების კონტროლი სისხლის პლაზმაში, შემდეგ ყოველთვიურად პირველი სამი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ სამ თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში, შემდგომ კი - ყოველ 6 თვეში. სისხლის პლაზმაში > 5 მექვ/ლ კალიუმის ან > 4 მგ/დლ კრეატინინის კონცენტრციის პირობებში ნოლაქსენით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
ჰიპერკალიემია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში
ნოლაქსენით მკურნალობა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი. სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე პაციენტებში უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის და სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი, განმეორებით აღნიშნული მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს რამდენიმე დღეში, ხოლო შემდეგ - რამდენიმე კვირაში რისკის ჯგუფის პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. სისხლის პლაზმაში კალიუმისა და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის მომატებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყოველთვიურად პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ სამ თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში და შემდეგ - 6 თვეში ერთხელ.
ჰიპერკალიემიის დროული კორექცია შეიძლება გლუკოზის 20-50%-იანი ხსნარის და ინსულინის (0,25-0,5 ინსულინის ერთეული 1,0 გრ გლუკოზაზე) ინტრავენური შეყვანით. ეს დროებითი ზომაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა განმეორდეს. ამასთან, ნოლაქსენის მიღება უნდა შეწყდეს და შეიზღუდოს კალიუმის მოხმარება (დიეტის ჩათვლით).
ჰიპოკალიემია
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია, განსაკუთრებით ფორსირებული დიურეზის შედეგად, ღვიძლის მძიმე ციროზის მქონე პაციენტებში ან მარყუჟოვან შარდმდენებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთად გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში აუცილებელია კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი ნოლაქსენის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (მაგალითად, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ცისპლატინი, ფოსკარნეტი და ამფოტერიცინი B), რომლებსაც როგორც ცნობილია, შეუძლია თიაზიდური შარდმდენებით განპირობებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის მომატება.
საგულე გლიკოზიდებით თერაპიის დროს ჰიპოკალიემიის ფონზე შეიძლება გაძლიერდეს მეტაბოლური ეფექტები, ეს განსაკუთრებით მიოკარდიუმის აქტივობაზე ზეგავლენას ეხება. ჰიპოკალიემიის განვითარების შემთხვევაში ნოლაქსენის მიღება უნდა შეწყდეს და განიხილოს მკურნალობის ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი სქემის გამოყენების შესაძლებლობა:
მხოლოდ ჰიდროქლოროთიაზიდის და საჭიროების შემთხვევაში კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება;
მხოლოდ სპირონოლაქტონის გამოყენება.
ჰიპონატრიემია
ნოლაქსენის გამოყენებისას აუცილებელია სათანადო მონიტორინგის ჩატარება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში თანმხვედრი ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნებით.
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციამ სხვა შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ჰიპონატრიემია, რომელიც პირის სიმშრალით, წყურვილით, სისუსტით და ძილიანობით ვლინდება.
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჭეშმარიტი ჰიპონატრიემიის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების აშლილობა, მსგავსი მდგომარეობა ასევე აღინიშნება ღვიძლისმიერი კომის დროს. ეს სინდრომი უნდა განვასხვავოთ ფსევდოჰიპონატრიემიისგან, რომელსაც პირველ რიგში თან ახლავს ორგანიზმში სითხის შეკავება. ჭეშმარიტი ჰიპონატრიემიის სინდრომის დროს საჭიროა შეწყდეს შარდმდენების მიღება, აგრეთვე უნდა მოხდეს ნატრიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
ღვიძლი და სანაღვლე გზები, კუჭქვეშა ჯირკვალი
ნოლაქსენი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება მოახდინოს ღვიძლის კომის განვითარების პროვოცირება. შეშუპებების/ასციტის მკურნალობისას ღვიძლის ციროზის დროს, როდესაც საჭიროა ნოლაქსენის გამოყენება მაღალ დოზებში, გაუწყლოების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება მაქსიმალური დიურეზული ეფექტის მიღწევამდე. ცნობიერების აშლილობის ნიშნების განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში არსებობს სიმპტომების გამწვავებების ან დაავადების პროგრესირების ფაქტები სულფონამიდების წარმოებულების (თიაზიდური შარდმდენების ჩათვლით) გამოყენების ფონზე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები
ზოგადი მითითებანი
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს სისხლში შარდოვანას აზოტის ტრანზიტორული მომატება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში აზოტემიის არსებობისას. ეს მოვლენა, სავარაუდოდ, უფრო მეტად უკავშირდება კონცენტრაციის ფენომენს, ვიდრე მედიკამენტების კომბინაციის თირკმლის მხრივ ტოქსიკურობის გამოვლინებებს, ვინაიდან სისხლში შარდოვანას აზოტის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს უბრუნდება მისი მოხსნის შემდეგ. სისხლში შარდოვანას აზოტის დონის პროგრესირებადი მატება შეიძლება მიანიშნებდეს მკურნალობის დაწყებამდე თირკმლის ფუნქციის უკვე არსებულ დარღვევებზე.
ლიტერატურაში არსებობს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები, შესაძლოა, ზეგავლენას ახდენდეს რადიოიმუნური ანალიზის შედეგებზე სისხლის პლაზმაში დიგოქსინის რაოდენობრივი განსაზღვრის დროს. თუმცა აღნიშნული მოვლენის არც ხარისხი და არც პოტენციური კლინიკური მნიშვნელობა (რომელიც არსებული ანალიზისათვის შეიძლება სპეციფიკური იყოს) საბოლოოდ დადგენილი არ ყოფილა.
მატინგლის (Mattingli) მეთოდით, ანუ ფლუორომეტრიული ანალიზის მეთოდით, სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციის განსაზღვრამდე მინიმუმ ოთხი დღით ადრე, თუმცა სასურველია შვიდი დღით ადრეც უნდა შეწყდეს სპირინოლაქტონის მიღება. ამასთან, სპირონოლაქტონი არაინაირ ზეგავლენას არ ახდენს მსგავსი კვლევების შედეგებზე ცილების კონკურენტული შეკავშირების მეთოდის, ან რადიოიმუნური ანალიზის მეთოდის გამოყენებისას.
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია სისხლის პლაზმაში შეამციროს ცილებთან შეკავშირებული იოდის ფრაქცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გამოხატული ნინიშნების გარეშე.
თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება.
თირკმელზედა ჯირკვლების ვენების კათეტერიზაცია და სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის განსაზღვრა
სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის განსაზღვრის ან ალდოსტერონის კონცენტრაციის გაზომვის მიზნით თირკმელზედა ჯირკვლის ვენების კათეტერიზაციის პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე სპირონოლაქტონის მიღება უნდა შეწყდეს.
ნერვული სისტემა
ლითიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება შარდმდენებთან ერთად, როგორც წესი არ არის რეკომენდებული. თიაზიდური შარდმდენები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს, აღინიშნებოდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით. შესაძლოა საჭირო გახდეს ლითიუმის შემცველი პრეპარატების დოზის კორექცია.
მხედველობის ორგანო
ქორიოიდალური გამონაჟონი, მწვავე მიოპათია და მეორადი მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
სულფონამიდურმა პრეპარატებმა ან სულფონამიდის წარმოებულებმა შეიძლება გამოიწვიონ იდიოსინკრაზიული რეაქცია, რის შედეგადაც ვითარდება ქორიოიდალური გამონაჟონი მხედველობის ველის დარღვევით, გარდამავალი მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მწვავე დაწყებას ან ტკივილს თვალებში და ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება. თუ თვალშიდა წნევა არ ექვემდებარება კონტროლს, მიღებულ უნდა იქნას თერაპიული ან ქირურგიული ზომები. ანამნეზში ალერგია სულფონამიდზე ან პენიცილინზე შეიძლება წარმოადგენდეს მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს.
თირკმელები და შარდგამომყოფი გზები
თიაზიდური შარდმდენები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, ასეთ პაციენტებში მათ შეუძლიათ აზოტემიის განვითარების პროვოცირება. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს სამკურნალო საშუალების კუმულაციური ზემოქმედების ეფექტები.
სასქესო და რეპროდუქციული ფუნქცია
სპირონოლაქტონი ამცირებდა ფერტილობას მდედრ თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში და ზრდიდა ესტრალური ციკლის ხანგრძლივობას მდედრ ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში.
კანი
დადგენილია, რომ თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას ვითარდება ფოტოსენსიბილიზაცია. მისი განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა ნოლაქსენით, რომელიც ჰიდროქლოროთიაზიდს შეიცავს, უნდა შეწყდეს.
მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის მძიმე შემთხვევები, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS). ფილტვების შეშუპება, როგორც წესი, ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. საწყისი სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების ფუნქციის გაუარესება და ჰიპოტენზია. თუ ARDS-ზე ეჭვია, ნოლაქსენის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ARDS-ის ისტორია აქვთ.
დამხმარე ნივთიერებები
ნოლაქსენი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდება გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზური უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსრობციით, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ნოლაქსენის ერთი ტაბლეტი შეიცავს < 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს“.
შეუთავსებლობა
მონაცემები არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების მოკლე პროფილი
ქვემოთ მოცემულია არასასურველი რეაქციები სისტემურ-ორგანული ჯგუფების შესაბამისად MedDRA -ს მიხედვით.
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას ყველაზე ხშირ არასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება გინეკომასტია და დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია და ნიველირდება სამკურნალო საშუალებების კომბინაციის მიღების შეწყვეტისას. იშვიათ შემთხვევებში გინეკომასტიის ნიშნები შემდგომში შეიძლება შენარჩუნდეს.
სპირონოლაქტონი
სპირონოლაქტონის გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გინეკომასტია და კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: უძლურება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი და მტკივნეული სპაზმები, კუჭიდან სისხლდენა, გასტრიტი, გულისრევა, წყლულების წარმოქმნა, ღებინება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოპენია (გრანულოციტოზის ჩათვლით), თრომბოციტოპენია, ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: სხეულის ტემპერატურის მატება (მედიკამენტოზური ცხელება), ჭინჭრის ციება, კანის მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზური გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები, ვასკულიტი, ქავილი, გამონაყარი.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: შერეული ქოლესტაზური/ჰეპატოცელულარული ტოქსიურობა (ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით).
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სპაზმები, რაბდომიოლიზი, მიალგია, სისუსტე.
ფსიქიკის დარღვევა: ცნობიერების აშლილობა, ლიბიდოს დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ატაქსია, თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუ, სისუსტე.
თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: გინეკომასტია, ერექციული დისფუნქცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა), სპერმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შეცვლა (სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მათი მობილობის შემცირება), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამენორეა, პოსტმენოპაუზური სისხლდენები, სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, სარძევე ჯირკვლების კიბო (მამაკაცებში შემთხვევების ჩათვლით).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ალოპეცია, ჰიპერტრიქოზი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
სისხლძარღვების მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია (შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკური ნივთიერებების მიღების ფონზე).
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ვერტიგო, პარესთეზია, თავის ტკივილი, ქსანტოფსია.
მხედველობის ორგანოების მხრივ: მწვავე მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, მტკივნეული სპაზმები, ფაღარათი, ყაბზობა, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზური), მწვავე პანკრეატიტი, სიალოადენიტი.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: პურპურა (თრომბოციტოპენიურის ჩათვლით), ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მანეკროზირებელი ვასკულიტი, ქავილი და მულტიფორმული ერითემა, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, პნევმონიტისა და ფილტვების შეშუპების ჩათვლით, ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები: კანის არამელანომური კიბო (NMSC) (ბაზალურ-უჯრედული კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კიბო (SCC))* (სიხშირე უცნობია).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათი - მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS).
სხვა დარღვევები: კუნთების სპაზმები, სისუსტე, შფოთვა, აზოტემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპომაგნიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერურიკემია, მხედველობის სიმახვილის ტრანზიტორული დარღვევა, ალოპეცია.
- ზოგიერთ ფარმაკოეპიდემიოლოგიურ კვლევაში დადგინდა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენებისას მნიშვნელოვნად იზრდება BCC-ს და SCC-ს განვითარების რისკი.
პოსტმარკეტინგული არასასურველი რეაქციები
კანის არამელანომური კიბო: რამდენიმე ფარმაკოეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ბაზალურ-უჯრედული კარცინომის და ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს. სისტემატურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა, რომელიც ხასიათდება კლინიკურ კვლევებში მნიშვნელოვანი ჰეტეროგენულობით, აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის რამდენიმე წლის განმავლობაში (> 3 წელი) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ბრტყელუჯრედოვანი კანის კიბოს 122 დამატებითი შემთხვევა (95% სანდოობის ინტერვალი: 112-133 შემთხვევა) ყოველ 1000 პაციენტზე, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ შარდმდენს (მეტაანალიზი მოიცავდა სამ კვლევას);
- ბაზალურ-უჯრედული კარცინომის 31 დამატებითი შემთხვევა (95% სანდოობის ინტერვალი: 24-37 შემთხვევა) ყოველ 1000 პაციენტზე, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ შარდმდენს (მეტაანალიზი მოიცავდა ორ კვლევას).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა (სიხშირე უცნობია).
პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენის შესახებ ყველა შეტყობინება ხასიათდება შემდეგი პარამეტრით - ძალიან იშვიათი (< 0,01%). აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი გამოთვლილია როგორც გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებების რაოდენობა, რომლებიც ვლინდებოდა სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას 100 პაციენტ-წელზე. აღნიშნული მონაცემების წყარო არის სამედიცინო სტატისტიკის ინსტიტუტი (IMS) ცნობებით სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების შესახებ 1998 წლის მე-2 კვარტლიდან 2010 წლის პირველი კვარტლამდე; თიაზიდურ შარდმდენებთან სპირონოლაქტონის გამოყენების შემაჯამებელი დასკვნა (საანგარიშო პერიოდი: 1960 წლის 10 ნოემბრიდან 2009 წლის 9 ნოემბრამდე). სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებასა და ქვემოთ აღწერილ გვერდით მოვლენებს შორის მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ ყოფილა. (*) ვარსკვლავით მონიშნული გვერდითი მოვლენები არ მიეკუთვნება სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას, მათი განვითარება აღინიშნებოდა სპირონოლაქტონის სხვა თიაზიდურ შარდმდენებთან კომბინაციაში გამოყენებისას (სპირონოლაქტონი/ბუტიზიდი და სპირონოლაქტონი/ჰიდროფლუმეთიოზიდი), n - შემთხვევათა რაოდენობა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, ლეიკოპენია.
გულის მხრივ: ბრადიკარდია (n=2), მიოკარდიუმის ინფარქტი*, ტაქიკარდია (n=1), არითმია*, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა*, წინაგულების ფიბრილაცია*, ჰისის კონის ბლოკადა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა*, გულის უკმარისობა (+/- შეგუბებითი) (n=1), მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა*, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია*.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთის დარღვევები: ვერტიგო.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ) ჰიპერსეკრეციის სინდრომი (n=2), სისხლის პლაზმაში ადჰ-ს კონცენტრაციის გადახრა ნორმიდან*, ჰიპერთირეოზი*.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, მწვავე პანკრეატიტი (ნეკროზული, მორეციდივე), ტკივილი მუცელში, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლდენა სწორი ნაწლავიდან), შეკრულობა, მელენა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ადვილად დაღლა, ასთენია, პირექსია, ტკივილი გულმკერდში, შეშუპებები (პერიფერიული+სხვა), უეცარი სიკვდილი* (n=1).
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიყვითლე, ქოლესტაზი, ჰეპატიტი*, ჰეპატომეგალია*, ღვიძლის სტეატოზი/ნეკროზი/უკმარისობა (თითო შეტყობინება თითოეულ რეაქციაზე).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: პნევმონია*, შუა ყურის ოტიტი.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზეგავლენა: სხეულის წონის კლება*, სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონის მომატება*, გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება*, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება*, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება*, ტრანსამინაზების დონის მომატება*, პერიფერიული შეშუპებებით გამოწვეული სხეულის წონის მატება,* (ჯენერიკული პრეპარატით მკურნალობაზე გადასვლის შემდეგ).
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალცემია, გაუწყლოება, მადის დაქვეითება, მეტაბოლური აციდოზი, ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდა მუცლის არეში* (მკურნალობის 1 წლის შემდეგ), ჰიპოგლიკემია*.
ჩონჩხ-კუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: რაბდომიოლიზი*, მიალგია, კუნთების სისუსტე, სისტემური წითელი მგლურა.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით): სარძევე ჯირკვლების კიბო (ქალებსა და მამაკაცებში), ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (n=2): საშვილოსნოს ლეიომიომა*, კუჭქვეშა ჯირკვლის ადენოკარცინომა (n=1), ღვიძლის მეტასტაზური კიბო (n=1), ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ფილტვებში*, ლიმფომა.
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავბრუ/წონასწორობის დარღვევა, კომა (ღვიძლისმიერი კომის ჩათვლით) (n=1), ცნობიერების დაკარგვა (n=1)/დარღვევა/დათრგუნვა*, გულისწასვლა*, კრუნჩხვები (n=1), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა/მათ შორის მწვავე*, თავის ტვინის შეშუპება*, პარესთეზია.
ფსიქიკის დარღვევა: ცნობიერების აშლილობა, დეზორიენტაცია, დეპრესია (n=1), აგრესია*, აჟიტაცია*, ანომალური ქცევა*, სუიციდის მცდელობა* (n=1).
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: თირკმლის უკმარისობა (მწვავე, ქრონიკული), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი*, ოლიგურია (n=1), ანურია*.
სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყრის ორგანოებისა მხრივ: ქოშინი, ფილტვების ფიბროზი (n=1), სუნთქვის უკმარისობა*, ფილტვის ემბოლია (n=1), ფილტვების შეშუპება*, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება*, ხველა*.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: პურპურა, ქავილი, მაკულოპაპულოზური და ერითემატოზური გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ბულოზური დერმატიტი*, ეგზემა*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/გამონაყარი*, პემფიგოიდი*.
სისხლძარღვების მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი*, არტერიოსკლეროზი (n=1), ჰემორაგიული შოკი* (n=1), სისხლდენა (n=1).
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
ჭარბი დოზირების შემთხვევები ლეტალური გამოსავლით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სპირონოლაქტონი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას (ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული შემთხვევების გარდა), არ დაფიქისრებულა. შეიძლება განვითარდეს გულისრევა და ღებინება, ასევე (გაცილებით უფრო იშვიათად) ძილიანობა, თავბრუ, ცნობიერების დათრგუნგვა, კომა, ცნობიერების აშლილობა, ფაღარათი, მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზური გამონაყარი. აღნიშნული გამოვლინებები სამკურნალო საშუალებების კომბინაციის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. შესაძლოა დამძიმდეს ჰიპერკალიემიით განპირობებული სიმპტომები. თიაზიდური შარდმდენების მიღებისას აღწერილია თრომბოციტოპენიური პურპურისა და გრანულოციტოპენიის განვითარების შემთხვევები.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სპირონოლაქტონი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას მდგრადი ტოქსიკური ეფექტები არ განვითარებულა და მოსალოდნელიც არ არის. საჭიროა სამკურნალო საშუალებების კომბინაციის მიღების შეწყვეტა და კალიუმიც მოხმარების შეზღუდვა (დიეტის ჩათვლით).
პრეპარატის სავარაუდო ჭარბი დოზირების სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ინტოქსიკაციის სპეციალიზებულ რეგიონულ ცენტრს.
შემადგენლობა
ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
სპირონოლაქტონი 25 მგ,
ჰიდროქლოროთიაზიდი 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ფორთოხლისფერი 85F230087 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი, ალუმინის ყვითელი ლაქი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი).
ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ

სპირონოლაქტონი 50 მგ,
ჰიდროქლოროთიაზიდი 50 მგ.

წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები გრავირებით „NOLX“ ცალ მხარეს.
ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები, გამყოფი ზოლით და გრავირებით „NOLX 50“ ცალ მხარეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე მოქმედი საშუალებები. შარდმდენები. შარდმდენები კალიუმშემნახველ პრეპარატებთან კომბინაციაში. დაბალაქტიური შარდმდენები კალიუმშემნახველ პრეპარატებთან კომბინაციაში. ათქ კოდი C03EA01.
ნოლაქსენი (სპირონოლაქტონი + ჰიდროქლოროთიაზიდი) წარმოადგენს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმისა და ლოკალიზაციის მქონე ურთიერთშემავსებელი დიურიზეული საშუალებების კომბინაციას, რაც ადიტიურ დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სპირონოლაქტონი ამცირებს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით. სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი განპირობებულია მისი სპეციფიკური ანტაგონისტური მოქმედებით ალდოსტერონის მიმართ (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი), ის კონკურენტულად უკავშირდება ალდოსტერონის რეცეპტორებს და არღვევს ნატრიუმ-კალიუმის ცვლას თირკმლის დისტალურ კლაკნილ მილაკებში. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს ნატრიუმისა და წყლის გამოყოფას თირკმლის დისტალური მილაკების ქერქოვან სეგმენტში მათი რეაბსორბციის შემცირების ხარჯზე.
სპირონოლაქტონიც და ჰიდროქლოროთიაზიდიც ამცირებს ნატრიუმის შემცველობას ორგანიზმში, სისხლის პლაზმის მოცულობას, სხეულის წონას და არტერიულ წნევას. დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები ძლიერდება სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთად გამოყენებისას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
სპირონოლაქტონი ეფექტურად აქვეითებს სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში. ის ასევე ეფექტურია არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზიის შემთხვევათა უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, რომ ალდოსტერონის სეკრეცია შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს.
კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი აღინიშნებოდა ჰიდროქლოროთიაზიდსა და კანის არამელანომურ კიბოს შორის. კვლევა მოიცავდა ბაზალურ-უჯრედული კარცინომის (BCC) 71533 და ბრტყელუჯრედოვანი კიბოს (SCC) 8629 შემთხვევას, რაც შეადარეს შესაბამისად 1 430 833 და 172 462 საკონტროლო ჯგუფებს. ჰიდროქლოროთიაზიდის აქტიური გამოყენება (≥50 000 მგ კუმულაციურად) დაკავშირებული იყო რისკების დადგენილ კოეფიციენტთან OR 1.29 (95% CI: 1.23-1.35) BCC-თვის და 3,98 (95% CI: 3.68-4.31) SCC-თვის. დოზაზე კუმულაციური დამოკიდებულების მკაფიო თანაფარდობა აღინიშნებოდა როგორც BCC-თვის, ასევე SCC-თვისაც. სხვა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა და ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედებას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა გამოვლინდა მოსახლეობის 63067 საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, შერჩევითობის სტრატეგიის გამოყენებით და რისკის გათვალისწინებით. კუმულაციური დოზადამოკიდებული ეფექტი ნაჩვენები იყო რისკების დადგენილი კოეფიციენტით OR 2.1 (95% CI: 1.7-2.6), მზარდი OR 3.9-მდე (3.0-4.9) მოხმარებისათვის (~ 25 000 მგ) და OR 7.7 (5.7-10.5) მაქსიმალური კუმულაციური დოზისათვის (~100 000 მგ). (იხილეთ აგრეთვე განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები, მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეისწავლეს კვლევებში მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას.
ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი ვითარდება მიღების დღეს, სპირონოლაქტონის მაქსიმალური ეფექტი შეიძლება აღინიშნებოდეს მე-3 დღეს.
სპირონოლაქტონი
500 მგ პერორალური დოზის (უზმოზე) მიღების შემდეგ ხუთ ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცში სპირონოლაქტონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) 25-40 წუთის შემდეგ აღინიშნებოდა. სპირონოლაქტონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეწოვის ხარისხი დაახლოებით 75%-ს შეადგენს, 6 დღის განმავლობაში შეყვანილი დოზის 53% გამოიყოფა შარდთან ერთად და დაახლოებით 20% - ნაღველთან ერთად. სპირონოლაქტონი განიცდის აქტიურ ბიოტრანსფორმაციას, რის შედეგადაც ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე მეტაბოლიტების რიგი წარმოიქმნება, კენრენონისა და გოგირდშემცველი 7-თიომეთილსპიროლაქტონის ჩათვლით. ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ სპირონოლაქტონის მიღებული დოზის დაახლოებით 25-30% გარდაიქმნება კანრენონად, რომლის Cmax 2-4 საათის შემდეგ მიიღწევა. ერთჯერადი გამოყენებისას სპირონოლაქტონის 25-200 მგ დოზის დიაპაზონსა და სისხლის პლაზმაში კანრენონის დონეს შორის აღინიშნება ხაზოვანი დამოკიდებულება.
სისხლის პლაზმაში კანრენონის კონცენტრაციის შემცირების პროცესი ორი ფაზით ხასიათდება. პირველი ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა არის 3-12 საათი, კანრენონის პლაზმური კონცენტრაცია უფრო სწრაფად ქვეითდება, ვიდრე მეორე ფაზის დროს, რომლის ხანგრძლივობა 12-96 საათს შეადგენს. კანრენონის კლირენსის მონაცემები ცხადყოფს, რომ ორგანიზმში მისი დაგროვების ხარისხი უფრო მაღალია სპირონოლაქტონის მრავალჯერადი გამოყენებისას დოზით 25 მგ დღე-ღამეში 4-ჯერ, ვიდრე დოზით 100 მგ დღე-ღამეში ერთხელ. სპირონოლაქტონიც და კანრენონიც 90%-ზე მეტით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
საკვებთან ერთად სპირონოლაქტონის მიღებისას მისი და მისი მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე უზმოზე მიღების დროს. 200 მგ პერორალური დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ ცხრა ჯანმრთელ მოხალისეში „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის მაჩვენებლები (AUC(0-24)) სპირონოლაქტონისათვის გაიზარდა 1,95-ჯერ (p< 0.001) 288 ± 138 ნგ∙მლ-1∙სთ -დან (უზმოზე) 493 ± 105 ნგ∙მლ-1∙სთ -მდე (საკვებთან ერთად მიღებისას/ ). AUC(0-24) -ის მაჩვენებლები მისი მეტაბოლიტებისათვის ასევე შესამჩნევად გაიზარდა: 7-α-თიომეთილსპიროლაქტონისათვის - 1,45-ჯერ, 6-β-ჰიდროქსი-7-α-თიომეთილსპიროლაქტონისათვის - 1,22-ჯერ, კანრენონისათვის - 1,41-ჯერ.
ერთ კვლევაში ხუთი ჯანმრთელი მოხალისე მამაკაცის მონაწილებით, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ დოზით 500 მგ, გამოვლინდა, რომ 6 დღის განმავლობაში პრეპარატის 45-57% გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით (გამოყოფილი ნივთიერების საერთო რაოდენობა მიღებული დოზის 90%-ს შეადგენს). სხვა კვლევაში ხუთ ჯანმრთელ სუბიექტში, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ ერთჯერადად (რადიაქტიული მონიშვნით), დოზით 200 მგ, დადგინდა, რომ 5 დღის განმავლობაში სამკურნალო საშუალების მიღებული დოზის 31,6% ± 5,87% გამოიყოფა შარდთან ერთად, უმთავრესად მეტაბოლიტების სახით, ხოლო 22,7% ± 14,1% - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
სპირონოლაქტონისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, მიღებულია კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილებით, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ დოზით 100 მგ დღე-ღამეში 15 დღის განმავლობაში, წარმოდგენილია ცხრილში.
ცხრილი. სპირონოლაქტონისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ჯანმრთელ მოხალისეებში სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ დოზით 100 მგ დღეში 15 დღის განმავლობაში
Cmax საშუალო მაჩვენებელი (ნგ/მლ)
Tmax საშუალო მაჩვენებელი (სთ)
T1/2 საშუალო მაჩვენებელი (სთ)
დაგროვების კოეფიციენტი
AUC 0-24 სთ, დღე 15 /
AUC 0-24 სთ, დღე 1
7-α-თიომეთილ-
სპიროლაქტონი
391
3,2
13,8
1,25
6-β-ჰიდროქსი-7-
α -თიომეთილსპიროლაქტონი
125
5,1
15,0
1,50
კანრენონი
181
4,3
16,5
1,41
სპირონოლაქტონი
80
2,6
~ 1,4
1,30
ჰიდროქლოროთიაზიდი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ის მოქმედებას 1 საათის განმავლობაში იწყებს, მოქმედების ხანგრძლივობა 6-12 საათს შეადგენს. Cmax მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4-5 საათს შეადგენს. ჰიდროქლოროთიაზიდი მხოლოდ უმნიშვნელოდ განიცდის მეტაბოლურ ბიოტრანსფორმაციას, სამკურნალო საშუალების უდიდესი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
12 ჯანმრთელ მოხალისეში 25 მგ, 50 მგ, 100 მგ და 200 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის ხარისხი მერყეობდა 50-63%-ის ფარგლებში და არ იყო დამოკიდებული დოზაზე, Cmax აღინიშნებოდა სამკურნალო საშუალების მიღებიდან 2 საათის შემდეგ მიღებული დოზისგან დამოუკიდებლად.
ჰიდროქლოროთიაზიდის საკვებთან ერთად მიღებისას მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე უზმოზე მიღებისას. კვლევაში რვა ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდს ერთჯერადად დოზით 50 მგ სამიდან ერთ-ერთი წესით: 250 მლ წყალთან ერთად (უზმოზე), 20 მლ წყალთან ერთად (უზმოზე) ან 250 მლ წყალთან და სტანდარტულ საუზმესთან ერთად (საკვებთან ერთად მიღება), Cmax -ის მაჩვენებლები შეადგენდა 310 ნგ/მლ და 291 ნგ/მლ ორ ჯგუფში, რომელშიც ჰიდროქლოროთიაზიდს იღებდნენ უზმოზე 250 მლ და 20 მლ წყალთან ერთად შესაბამისად, ხოლო სამკურნალო საშუალების Cmax საკვებთან ერთად მიღებისას 241 ნგ/მლ-ს შეადგენდა.
განაწილება
ჰიდროქლოროთიაზიდი უჯრედგარეთა სითხეში ნაწილდება და პრაქტიკულად არ გროვდება პერიფერიულ ქსოვილებში, თირკმლების გარდა. ის 40%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და გროვდება ერითროციტებში (აღნიშნული მოვლენის მექანიზმი უცნობია). ერითროციტებსა და სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციებს შორის თანაფარდობა არის 3,5:1. ჰიდროქლოროთიაზიდის გადანაწილების მოცულობა დაახლოებით 3-4 ლ/კგ-ს შეადგენს.
გამოყოფა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ დოზით 12,5 მგ, 25 მგ, 50 მგ და 75 მგ რვა ჯანმრთელ მოხალისეში მისი თირკმლის კლირენსმა შეადგინა 319-345 მლ/წთ. ჰიდროქლოროთიაზიდი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით, ის შარდში მიღებიდან 1 საათის განმავლობაში ვლინდება. 25-65 მგ დოზების შიგნით მიღების შემდეგ სამკურნალო საშუალების დაახლოებით 50-70% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში ნოლაქსენის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა. ნოლაქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე პროგრესირებადი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ნოლაქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია ანურიის, თირკმლის მწვავე უკმარისობისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ღვიძლისა და/ან თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ნოლაქსენის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ბავშვები
ბავშვებში სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ბავშვებში ნოლაქსენის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ნოლაქსენი
სამკურნალო პრეპარატის დასახელება
ნოლაქსენი, Nolaxen
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
სპირონოლაქტონი+ჰიდროქლოროთიაზიდი
Spironolactone + Hydrochlorothiazide
შემადგენლობა
ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
სპირონოლაქტონი 25 მგ,
ჰიდროქლოროთიაზიდი 25 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ფორთოხლისფერი 85F230087 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი, ალუმინის ყვითელი ლაქი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი).
ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
სპირონოლაქტონი 50 მგ,
ჰიდროქლოროთიაზიდი 50 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი K30, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსის შემადგენლობა: ოპადრი® II ფორთოხლისფერი 85F230087 (პოლივინილის სპირტი, მაკროგოლი, ტალკი, ალუმინის ყვითელი ლაქი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი ყვითელი, ინდიგოკარმინის ალუმინის ლაქი).
წამლის ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა:
ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები გრავირებით „NOLX“ ცალ მხარეს.
ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, აპკიანი გარსით დაფარული ნარინჯისფერი ტაბლეტები, გამყოფი ზოლით და გრავირებით „NOLX 50“ ცალ მხარეს.
გამოყენების ჩვენებები
შეშუპებითი სინდრომი
გულის შეგუბებითი უკმარისობის დროს (ორგანიზმში ნატრიუმის ჭარბი შემცველობისა და შეშუპების მოსახსნელად პაციენტებში, რომლებიც ნაწილობრივ პასუხობენ სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას ან მათ მიმართ ვითარდება აუტანლობა; შარდმდენების მიღებით განპირობებული ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად გულის შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტებში, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება არამიზანშეწონილია; პაციენტებში გულის შეგუბებითი უკმარისობით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არასაკმარისად ეფექტურია ან მათი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი);
ღვიძლის ციროზის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპებები და/ან ასციტი (სისხლის პლაზმაში ალდოსტერონის დონე ამ მდგომარეობაში შეიძლება მნიშვნელოვნად იყოს მომატებული, ნოლაქსენით შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად პაციენტებისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი და სითხისა და ნატრიუმის მიღების შეზღუდვა);
ნეფროზული სინდრომის დროს (ნეფროზული სინდრომის მქონე პაციენტებში, რომლებიც არ პასუხობენ სხვა შარდმდენებით და გლუკოკორტიკოსტეროიდებით მკურნალობას; სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაცია არ მოქმედებს ძირითად პათოლოგიურ პროცესზე).
არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზია (ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, მაშინ, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებები არასაკმარისად ეფექტურია, ან მათი გამოყენება არამიზანშეწონილია; ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შარდმდენების მიღებით გამოწვეული ჰიპოკალიემიის აღმოსაფხვრელად, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი).
პრეპარატები, რომლებიც შეიცავს სამკურნალო საშუალებების კომბინაციას ფიქსირებული დოზებით, არ არის ნაჩვენები დაავადებების საწყისი თერაპიის სახით. პაციენტისათვის ცალკე უნდა დადგინდეს კომბინაციის თითოეული კომპონენტის ეფექტური დოზები და თუ ეს ინდივიდუალურად დადგენილი ეფექტური დოზები შეესაბამება კომბინირებული სამკურნალო პრეპარატის კომპონენტების ფიქსირებულ დოზებს, მაშინ მათი გამოყენება პაციენტისათვის შესაძლოა უფრო ხელსაყრელი იყოს. შემანარჩუნებელი თერაპიის დროს, კომბინაციის რომელიმე კომპონენტის დოზის კორექციის აუცილებლობის შემთხვევაში, რეკომენდებულია სამკურნალო საშუალებების ცალ-ცალკე მიღებაზე გადასვლა.
18 წლამდე ასაკის ბავშვები
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ, პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკური კვლევების მონაცემებისა და კლინიკური გამოცდილების მიხედვით, ხანდაზმულ პაციენტებში ამ პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში განსხვავებებია. პრეპარატის გამოყენებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილე ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენების წესი და დოზები
დოზირება
საკვების მიღება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ნოლაქსენის შემადგენლობაში შემავალი, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიზიდის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე, ამასთან დაკავშირებით შესაძლოა წარმოიშვას პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექციის აუცილებლობა.
პაციენტებისათვის ნოლაქსენის ოპტიმალური დოზის დადგენის მიზნით ცალკე უნდა დადგინდეს მისი თითოეული კომპონენტის ეფექტური დოზები.
სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობის შესაფასებლად მისი მიღება საჭიროა სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში.
რეკომენდებული დოზები და დოზირების რეჟიმის კორექცია
შეშუპებითი სინდრომი მოზრდილებში (გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის ციროზის ან ნეფროზული სინდრომის დროს): სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-2 ტაბლეტს ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებად; სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 8 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-დან 4 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
შეშუპებითი სინდრომი ბავშვებში: ნოლაქსენის შემანარჩუნებელი სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ითვლება სპირონოლაქტონის მიხედვით და შეადგენს 1,65-3,3 მგ/კგ-ს სხეულის მასზე.
არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზია: სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 ტაბლეტს ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-2 ტაბლეტს ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებად; სადღეღამისო დოზა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 8 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 25 მგ/25 მგ-თვის ან 1-დან 4 ტაბლეტამდე ნოლაქსენი 50 მგ/50 მგ-თვის პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ვინაიდან სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას შეუძლია სხვა ანტიჰიპერტენზიური საშუალებების მოქმედების გაძლიერება, მკურნალობის სქემაში ნოლაქსენის ჩართვის შემდეგ მათი დოზები უნდა შემცირდეს, კერძოდ, განგლიობლოკატორების დოზები სულ მცირე 50%-ით უნდა შემცირდეს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
18 წლამდე ასაკის ბავშვები
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. ამიტომ, პრეპარატი არ არის განკუთვნილი ბავშვებში გამოსაყენებლად.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
კლინიკური კვლევების მონაცემებისა და კლინიკური გამოცდილების მიხედვით, ხანდაზმულ პაციენტებში ამ პრეპარატის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში განსხვავებებია. პრეპარატის გამოყენებისას უნდა დავიცვათ სიფრთხილე ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.
გამოყენების წესი
ტაბლეტები მიიღება შიგნით, საკვებისგან დამოუკიდებლად.
დოზის გამოტოვება
დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ გამოტოვებული დოზა, პრეპარატის მიღება უნდა განვაახლოთ შემდეგი დაგეგმილი დოზით, ორმაგი დოზა არ უნდა მივიღოთ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა სპირონოლაქტონის, თიაზიდური შარდმდენების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ალერგიული რეაქციები სულფონამიდების წარმოებულებზე;
ანურია;
ადისონის დაავადება;
თირკმლის მწვავე უკმარისობა ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე < 30 მლ/წთ/1,73 მ2);
ჰიპერკალიემია;
ჰიპერკალცემია;
ორსულობა;
ლაქტაციის პერიოდი;
ეპლერენონთან ერთად გამოყენება;
ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან ერთად გამოყენება;
ღვიძლის მძიმე ან პროგრესირებადი დაავადებები.
განსაკუთრებული გაფრთხილებების და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
ზოგადი მითითებები
კალიუმის შემცველი პრეპარატების, მარილის შემცვლელი და კალიუმის მაღალი შემცველობის საკვები პროდუქტების (მაგალითად, ბანანი, ქლიავი, ქიშმიში და ფორთოხლის წვენი) მიღებას უნდა მოვერიდოთ.
კალიუმის მოხმარება
ჰიპერკალიემის განვითარების შესაძლო რისკთან დაკავშირებით, არ არის რეკომენდებული ნოლაქსენის გამოყენებისას კალიუმის მაღალი შემცველობის საკვები პროდუქტების მიღება, კალიუმის პრეპარატების და კალიუმშემნახველი შარდმდენების ჯგუფის სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
ძილიანობა და თავბრუსხვევა
ზოგიერთ პაციენტში დაფიქსირდა ძილიანობისა და თავბრუსხვევის შემთხვევები, რასაც ზოგჯერ დაცემა და მოტეხილობები ახლდა თან.
კანცეროგენეზი და მუტაგენეზი
კანცეროგენობა
ვირთაგვებში ქრონიკული ტოქსიკურობის შემსწავლელ კვლევებში დადგენილია, რომ სპირონოლაქტონი არის კანცეროგენი. პოსტმარკეტინგულ პერიოდში დაფიქსირდა სარძევე ჯიკრვლების კიბოს და სხვა ახალწარმონაქმნების შემთხვევები (ნაწლავების, კუჭქვეშა ჯირკვლის და სხვ.).
კანის არამელანომური კიბო (NMSC)
ზოგიერთ ეპიდემიოლოგიურ კვლევაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენების შემდეგ იზრდებოდა კანის არამელანომური კიბოს (ბაზალურ-უჯრედოვანი კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კიბო (SCC)) განვითარების რისკი. ამასთან რისკის ხარისხი იზრდებოდა ჰიდროქლოროთიაზიდის კუმულაციური დოზის მატებასთან ერთად. კანის არამელანომური კიბოს განვითარების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის ფოტომასენსიბილიზებელი მოქმედება.
პაციენტები, რომლებიც ჰიდროქლოროთიაზიდს იღებენ, ინფორმირებულნი უნდა იყვნენ კანის არამელანომური კიბოს განვითარების პოტენციური რისკის შესახებ. პაციენტებმა რეგულარულად უნდა შეამოწმონ კანის ზედაპირი ახალი წარმონაქმნების გამოვლენასა თუ უკვე არსებული წარმონაქმნების ცვლილებაზე და დროულად შეატყობინონ ექიმს კანის საფარის ნებისმიერი საეჭვო დაზიანების შესახებ, რაც სასწრაფოდ უნდა იქნას გამოკვლეული ჰისტოლოგიური კვლევისა და ბიოფსიის ჩათვლით. ასევე კანის კიბოს განვითარების რისკის შემცირების მიზნით პაციენტებმა უნდა შეზღუდონ კანის საფარზე მზის ზემოქმედება, მოერიდონ ხელოვნური რუჯის მისაღებად კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას ან კანზე მზის ან ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების დროს გამოიყენოს დამცავი საშუალებები (მაგალითად, ადგილობრივი გამოყენების მზისგან დამცავი საშუალებები (კრემი, ლოსიონი და ა.შ.) SPF30 სპექტრით ან მეტით, ტანსაცმელი, თავსაბურავი).
პაციენტებში კანის არამელანომური კიბოს განვითარების მაღალი რისკით (მაგალითად, ღია ფერის კანი, კანის კიბო ანამნეზში, კანის კიბო ახლო ნათესავებში, იმუნოსუპრესიული თერაპია და სხვ.) უნდა განიხილოს საკითხი ჰიდროქლოროთიაზიდის ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესახებ.
დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ორთოსტატული ჰიპოტენზია, რომელიც შესაძლოა გაძლიერდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების ფონზე.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის დროს რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა მანამ, სანამ არ დადგინდება პასუხი პრეპარატით საწყის თერაპიაზე.
ენდოკრინული სისტემა და ნივთიერებათა ცვლა
გინეკომასტია
ექიმებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სპირონოლაქტონის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს გინეკომასტია. გინეკომასტიის განვითარება პირდაპირ დამოკიდებულია სპირონოლაქტონის დოზაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე, როგორც წესი, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. გინეკომასტიის განვითარების შემთხვევაში სპირონოლაქტონის გამოყენება უნდა შეწყდეს. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია შეინიშნებოდეს სარძევე ჯირკვლების ზომაში მყარი ზრდა.
ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზი
ღვიძლის დეკომპენსირებული ციროზის მქონე ზოგიერთ პაციენტში, თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროსაც კი, აღინიშნებოდა ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები, რომელსაც ასევე თან ახლდა ჰიპერკალიემია. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ღვიძლის ფუნქციის მწვავე დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობისას, ვინაიდან შარდმდენებით ინტენსიურმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის განვითარება.
აციდოზი და თირკმლის ფუნქცია
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას აღინიშნებოდა აციდოზის იშვიათი შემთხვევები.
ჰიპოქლორემიული ალკალოზი
ჰიპოქლორემიული ალკალოზი ვლიდება არც ისე ხშირად და იშვიათ შემთხვევებში მძიმე ხასიათს ატარებს. საკვებად ნატრიუმის მოხმარების გაუმართლებლად მკაცრმა შეზღუდვამ შეიძლება გაართულოს მისი მკურნალობა. ქლორის იონების დეფიციტი შეიძლება შეივსოს ამონიუმის ქლორიდის მიღებით (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტებს აქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადებები), დიდწილად, მისი განვითარება შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ნატრიუმის/ქლორიდის მიღებით, სადღეღამისო მოთხოვნილების შესაბამისად.
ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც თიაზიდური შარდმდენებით ხანგრძლივ თერაპიას იტარებდნენ, პარათირეოიდულ ჯირკვალში პათოლოგიური ცვლილებების შედეგად აღინიშნებოდა ჰიპერკალცემიისა და ჰიპოფოსფატემიის შემთხვევები.
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია სისხლის პლაზმაში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას ანამნეზში ჰიპერურიკემიის ან პოდაგრის მქონე პაციენტებში, ვინაიდან თიაზიდურმა შარდმდენებმა შესაძლოა მოახდინოს პოდაგრის შეტევების განვითარების პროვოცირება. შეიძლება წარმოიშვას პოდაგრის საწინააღმდეგო საშუალებების დოზის კორექციის საჭიროება.
შაქრიანი დიაბეტის და პრედიაბეტის მქონე პაციენტებში თიაზიდურმა შარდმდენებმა შეიძლება გაზარდოს გლუკოზის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. შესაძლოა წარმოიშვას ინსულინის ან ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექციის საჭიროება.
სისხლის სისტემა
ელექტროლიტური ბალანსი
პაციენტები, რომლებიც იღებენ შარდმდენი მოქმედების მქონე სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას, მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ წყლისა და ელექტროლიტული ბალანსის დარღვევის განვითარების შესაძლო რისკების შეფასების მიზნით, როგორიცაა ჰიპერკალიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპონატრიემია და სისხლში შარდოვანას აზოტის მომატება (BUN); ეს განსაკუთრებით ეხება ხანდაზმულ პაციენტებს და პაციენტებს თირკმლისა თუ ღვიძლის უკვე არსებული დარღვევებით.
ჰიპერკალიემია
ჭარბი რაოდენობის კალიუმის მიღებისას, პაციენტებში, რომლებიც სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას იყენებენ, შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია. მას შესაძლოა თან ახლდეს გულის მუშაობის დარღვევები, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ლეტალური შედეგი. ჰიპერკალიემია შეიძლება განვითარდეს კალიუმის ჭარბი მოხმარების გარეშეც, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში და თირკმლის ფუნქციის დარღვევების ან შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში. ამის გამო, როგორც წესი, ნოლაქსენით მკურნალობის დროს კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება რეკომენდებული არ არის. ნოლაქსენის გამოყენება არ შეიძლება სხვა კალიუმშემნახველ შარდმდენებთან ერთად. სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებას ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან და ალდოსტერონის სხვა ანტაგონისტებთან ერთად, თიაზიდური შარდმდენის გამოყენების პირობებშიც კი, თან ახლავს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
სპირონოლაქტონის გამოყენებას ჰეპარინთან, დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან ან სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად, ან სხვადასხვა მდგომარეობების დროს, რომლებიც ჰიპერკალიემიის განვითარებას უწყობენ ხელს, შეიძლება თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემია.
ჰიპერკალიემია გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში
ვინაიდან ჰიპერკალიემიამ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი, ძალიან მნიშვნელოვანია გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების დროს, სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის კონტროლი. აუცილებელია მოვერიდოთ ნოლაქსენის გამოყენებას კალიუმშემნახველ შარდმდენებთან ერთად. უნდა მოვერიდოთ კალიუმის შემცველი პრეპარატების საკვებთან ერთად გამოყენებას პაციენტებში, რომელთა სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია არის > 3,5 მექვ/ლ. არ არსებობს მონაცემები სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების შესახებ პაციენტებში პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციით > 2.5 მგ/დლ და იმ პაციენტებში, რომელთა პლაზმური კრეატინინის დონე გასულ ხანმოკლე პერიოდში გაიზარდა 25%-ით. მკურნალობის დაწყების და სპირონოლაქტონის დოზის მომატების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია კალიუმისა და კრეატინინის კონცენტრაციების კონტროლი სისხლის პლაზმაში, შემდეგ ყოველთვიურად პირველი სამი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ სამ თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში, შემდგომ კი - ყოველ 6 თვეში. სისხლის პლაზმაში > 5 მექვ/ლ კალიუმის ან > 4 მგ/დლ კრეატინინის კონცენტრციის პირობებში ნოლაქსენით მკურნალობა უნდა შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
ჰიპერკალიემია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში
ნოლაქსენით მკურნალობა სიფრთხილით უნდა ჩატარდეს შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, ვინაიდან არსებობს ჰიპერკალიემიის განვითარების მომატებული რისკი. სამკურნალო პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე პაციენტებში უნდა ჩატარდეს თირკმლის ფუნქციის და სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის მონიტორინგი, განმეორებით აღნიშნული მაჩვენებლები უნდა გაკონტროლდეს რამდენიმე დღეში, ხოლო შემდეგ - რამდენიმე კვირაში რისკის ჯგუფის პაციენტებში, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. სისხლის პლაზმაში კალიუმისა და კრეატინინის დონის მონიტორინგი რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებიდან ან სპირონოლაქტონის დოზის მომატებიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყოველთვიურად პირველი სამი თვის განმავლობაში, შემდეგ სამ თვეში ერთხელ 1 წლის განმავლობაში და შემდეგ - 6 თვეში ერთხელ.
ჰიპერკალიემიის დროული კორექცია შეიძლება გლუკოზის 20-50%-იანი ხსნარის და ინსულინის (0,25-0,5 ინსულინის ერთეული 1,0 გრ გლუკოზაზე) ინტრავენური შეყვანით. ეს დროებითი ზომაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში უნდა განმეორდეს. ამასთან, ნოლაქსენის მიღება უნდა შეწყდეს და შეიზღუდოს კალიუმის მოხმარება (დიეტის ჩათვლით).
ჰიპოკალიემია
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპოკალიემია, განსაკუთრებით ფორსირებული დიურეზის შედეგად, ღვიძლის მძიმე ციროზის მქონე პაციენტებში ან მარყუჟოვან შარდმდენებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ან ადრენოკორტიკოტროპულ ჰორმონთან ერთად გამოყენებისას. სისხლის პლაზმაში აუცილებელია კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი ნოლაქსენის გამოყენებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (მაგალითად, ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკები, ცისპლატინი, ფოსკარნეტი და ამფოტერიცინი B), რომლებსაც როგორც ცნობილია, შეუძლია თიაზიდური შარდმდენებით განპირობებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის მომატება.
საგულე გლიკოზიდებით თერაპიის დროს ჰიპოკალიემიის ფონზე შეიძლება გაძლიერდეს მეტაბოლური ეფექტები, ეს განსაკუთრებით მიოკარდიუმის აქტივობაზე ზეგავლენას ეხება. ჰიპოკალიემიის განვითარების შემთხვევაში ნოლაქსენის მიღება უნდა შეწყდეს და განიხილოს მკურნალობის ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი სქემის გამოყენების შესაძლებლობა:
მხოლოდ ჰიდროქლოროთიაზიდის და საჭიროების შემთხვევაში კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება;
მხოლოდ სპირონოლაქტონის გამოყენება.
ჰიპონატრიემია
ნოლაქსენის გამოყენებისას აუცილებელია სათანადო მონიტორინგის ჩატარება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნატრიუმის დონის შემცირება ორგანიზმში თანმხვედრი ელექტროლიტური დისბალანსის ნიშნებით.
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციამ სხვა შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს ჰიპონატრიემია, რომელიც პირის სიმშრალით, წყურვილით, სისუსტით და ძილიანობით ვლინდება.
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ჭეშმარიტი ჰიპონატრიემიის სინდრომი, რომელსაც თან ახლავს ცნობიერების აშლილობა, მსგავსი მდგომარეობა ასევე აღინიშნება ღვიძლისმიერი კომის დროს. ეს სინდრომი უნდა განვასხვავოთ ფსევდოჰიპონატრიემიისგან, რომელსაც პირველ რიგში თან ახლავს ორგანიზმში სითხის შეკავება. ჭეშმარიტი ჰიპონატრიემიის სინდრომის დროს საჭიროა შეწყდეს შარდმდენების მიღება, აგრეთვე უნდა მოხდეს ნატრიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
ღვიძლი და სანაღვლე გზები, კუჭქვეშა ჯირკვალი
ნოლაქსენი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებში, ვინაიდან ელექტროლიტური ბალანსის უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება მოახდინოს ღვიძლის კომის განვითარების პროვოცირება. შეშუპებების/ასციტის მკურნალობისას ღვიძლის ციროზის დროს, როდესაც საჭიროა ნოლაქსენის გამოყენება მაღალ დოზებში, გაუწყლოების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება მაქსიმალური დიურეზული ეფექტის მიღწევამდე. ცნობიერების აშლილობის ნიშნების განვითარებისას საჭიროა პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა.
დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ
სისტემური წითელი მგლურას მქონე პაციენტებში არსებობს სიმპტომების გამწვავებების ან დაავადების პროგრესირების ფაქტები სულფონამიდების წარმოებულების (თიაზიდური შარდმდენების ჩათვლით) გამოყენების ფონზე.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები
ზოგადი მითითებანი
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებას შეიძლება თან ახლდეს სისხლში შარდოვანას აზოტის ტრანზიტორული მომატება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში აზოტემიის არსებობისას. ეს მოვლენა, სავარაუდოდ, უფრო მეტად უკავშირდება კონცენტრაციის ფენომენს, ვიდრე მედიკამენტების კომბინაციის თირკმლის მხრივ ტოქსიკურობის გამოვლინებებს, ვინაიდან სისხლში შარდოვანას აზოტის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს უბრუნდება მისი მოხსნის შემდეგ. სისხლში შარდოვანას აზოტის დონის პროგრესირებადი მატება შეიძლება მიანიშნებდეს მკურნალობის დაწყებამდე თირკმლის ფუნქციის უკვე არსებულ დარღვევებზე.
ლიტერატურაში არსებობს ინფორმაცია რამდენიმე შემთხვევის შესახებ, როდესაც სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები, შესაძლოა, ზეგავლენას ახდენდეს რადიოიმუნური ანალიზის შედეგებზე სისხლის პლაზმაში დიგოქსინის რაოდენობრივი განსაზღვრის დროს. თუმცა აღნიშნული მოვლენის არც ხარისხი და არც პოტენციური კლინიკური მნიშვნელობა (რომელიც არსებული ანალიზისათვის შეიძლება სპეციფიკური იყოს) საბოლოოდ დადგენილი არ ყოფილა.
მატინგლის (Mattingli) მეთოდით, ანუ ფლუორომეტრიული ანალიზის მეთოდით, სისხლის პლაზმაში კორტიზოლის კონცენტრაციის განსაზღვრამდე მინიმუმ ოთხი დღით ადრე, თუმცა სასურველია შვიდი დღით ადრეც უნდა შეწყდეს სპირინოლაქტონის მიღება. ამასთან, სპირონოლაქტონი არაინაირ ზეგავლენას არ ახდენს მსგავსი კვლევების შედეგებზე ცილების კონკურენტული შეკავშირების მეთოდის, ან რადიოიმუნური ანალიზის მეთოდის გამოყენებისას.
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია სისხლის პლაზმაში შეამციროს ცილებთან შეკავშირებული იოდის ფრაქცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გამოხატული ნინიშნების გარეშე.
თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება.
თირკმელზედა ჯირკვლების ვენების კათეტერიზაცია და სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის განსაზღვრა
სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობის განსაზღვრის ან ალდოსტერონის კონცენტრაციის გაზომვის მიზნით თირკმელზედა ჯირკვლის ვენების კათეტერიზაციის პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე სპირონოლაქტონის მიღება უნდა შეწყდეს.
ნერვული სისტემა
ლითიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება შარდმდენებთან ერთად, როგორც წესი არ არის რეკომენდებული. თიაზიდური შარდმდენები ამცირებენ ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდიან მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს, აღინიშნებოდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით. შესაძლოა საჭირო გახდეს ლითიუმის შემცველი პრეპარატების დოზის კორექცია.
მხედველობის ორგანო
ქორიოიდალური გამონაჟონი, მწვავე მიოპათია და მეორადი მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
სულფონამიდურმა პრეპარატებმა ან სულფონამიდის წარმოებულებმა შეიძლება გამოიწვიონ იდიოსინკრაზიული რეაქცია, რის შედეგადაც ვითარდება ქორიოიდალური გამონაჟონი მხედველობის ველის დარღვევით, გარდამავალი მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა. სიმპტომები მოიცავს მხედველობის სიმახვილის დაქვეითების მწვავე დაწყებას ან ტკივილს თვალებში და ჩვეულებრივ ვითარდება პრეპარატის მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. არანამკურნალევმა მწვავე დახურულკუთხოვანმა გლაუკომამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეწყდეს ჰიდროქლოროთიაზიდის მიღება. თუ თვალშიდა წნევა არ ექვემდებარება კონტროლს, მიღებულ უნდა იქნას თერაპიული ან ქირურგიული ზომები. ანამნეზში ალერგია სულფონამიდზე ან პენიცილინზე შეიძლება წარმოადგენდეს მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარების ერთ-ერთ რისკ ფაქტორს.
თირკმელები და შარდგამომყოფი გზები
თიაზიდური შარდმდენები სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებში, ასეთ პაციენტებში მათ შეუძლიათ აზოტემიის განვითარების პროვოცირება. თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს სამკურნალო საშუალების კუმულაციური ზემოქმედების ეფექტები.
სასქესო და რეპროდუქციული ფუნქცია
სპირონოლაქტონი ამცირებდა ფერტილობას მდედრ თაგვებზე ჩატარებულ კვლევებში და ზრდიდა ესტრალური ციკლის ხანგრძლივობას მდედრ ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში.
კანი
დადგენილია, რომ თიაზიდური შარდმდენების გამოყენებისას ვითარდება ფოტოსენსიბილიზაცია. მისი განვითარების შემთხვევაში, მკურნალობა ნოლაქსენით, რომელიც ჰიდროქლოროთიაზიდს შეიცავს, უნდა შეწყდეს.
მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ძალიან იშვიათად აღინიშნა მწვავე რესპირატორული ტოქსიკურობის მძიმე შემთხვევები, მათ შორის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS). ფილტვების შეშუპება, როგორც წესი, ვითარდება ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებიდან რამდენიმე წუთში ან საათში. საწყისი სიმპტომებია ქოშინი, ცხელება, ფილტვების ფუნქციის გაუარესება და ჰიპოტენზია. თუ ARDS-ზე ეჭვია, ნოლაქსენის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ჰიდროქლოროთიაზიდი არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ ARDS-ის ისტორია აქვთ.
დამხმარე ნივთიერებები
ნოლაქსენი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომლებიც ხასიათდება გალაქტოზას აუტანლობით, ლაქტაზური უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსრობციით, აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი არ უნდა მიიღონ.
ნოლაქსენის ერთი ტაბლეტი შეიცავს < 1 მმოლ ნატრიუმს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად ,,არ შეიცავს ნატრიუმს“.
შეუთავსებლობა
მონაცემები არ არსებობს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ნოლაქსენის გამოყენება ეპლერენონთან (იხ. „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და ქვემოთ), ჰეპარინთან და დაბალმოლეკულურ ჰეპარინებთან (იხ. „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“ და ქვემოთ) კომბინაციაში უკუნაჩვენებია.
ნოლაქსენი არ უნდა იქნას გამოყენებული კალიუმის შემცველ მედიკამენტებთან ერთად.
ზემოქმედება ქცევაზე
პრეპარატის ქცევაზე ზემოქმედება დადგენილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მონაცემები ქვემოთ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მიღებულია სპონტანური შეტყობინებებიდან ან კლინიკური კვლევებიდან. აგრეთვე, ქვემოთ ჩამოთვლილია პოტენციური ურთიერთქმედებები, რომლებიც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ან დაკავშირებული იყოს სერიოზულ გვერდით რეაქციებთან (მაგ., პრეპარატები, რომლებთანაც ნოლაქსენი უკუნაჩვენებია).
ალკოჰოლი, ბარბიტურატები და ნარკოტიკული ნივთიერებები
ორთოსტატული ჰიპოტენზია, განპირობებული სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებით, შესაძლოა გაძლიერდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მიღების ფონზე. ნოლაქსენით თერაპიის დროს, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, დაუშვებელია ალკოჰოლის, ბარბიტურატების და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება.
ამფოტერიცინი B
ამფოტერიცინი B ზრდის თიაზიდური შარდმდენებით განპირობებული ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, ამიტომ ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას საჭიროა სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
ანტიდიაბეტური პრეპარატები (მაგალითად, ინსულინი და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები)
თიაზიდური შარდმდენების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება. სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის შემცირება, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს მათი გამოყენებით, იწვევს პერიფერიული ქსოვილების მიერ გლუკოზის უტილიზაციის შემცირებას. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია როგორც მომატების, ასევე შემცირების მხრივ. სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას გლიბენკლამიდთან ერთად აღინიშნებოდა მულტიფორმული ერითემის განვითარების შემთხვევები.
პაციენტებში შაქრიანი დიაბეტი ლატენტური მიმდინარეობით შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერგლიკემიისა და გლუკოზურიის განვითარებით სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას.
საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის კონტროლი, კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება სისხლის პლაზმაში მისი ნორმალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად, ასევე ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზის კორექცია ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას.
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები ციკლოფოსფამიდისა და მეთოტრექსატის ჩათვლით
თიაზიდურმა შარდმდენებმა შესაძლოა შეამციროს ციტოტოქსიური პრეპარატების თირკმლისმიერი ექსკრეცია და გააძლიეროს მათი მიელოსუპრესიული მოქმედება.
პაციენტებში, რომლებიც ნოლაქსენს იღებენ სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად, აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის შედეგების სათანადო კონტროლი, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს მათი დოზირების რეჟიმის კორექცია.
ანტიპირინი
სპირონოლაქტონი აძლიერებს ანტიპირინის მეტაბოლიზმს.
ატორვასტატინი-ფუროსემიდი+აცეტილსალიცილის მჟავა
აღწერილია ჰეპატიტის, პანკრეატიტისა და ლეტალური შედეგის შემთხვევები სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ერთად გამოყენებისას.
ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტები (მაგალითად, კოლესტირამინი, კოლესტიპოლი და ამონიუმის ქლორიდი)
ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტები უკავშირდებიან თიაზიდურ შარდმდენებს ნაწლავებში და ამცირებენ მათ შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში 43-85%-ით. ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტების მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი შეწოვა 30-35%-ით მცირდება.
პაციენტებში, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ ამონიუმის ქლორიდთან ან კოლესტირამინთან ერთად, დაფიქსირებულია ჰიპერქლორემიული მეტაბოლური აციდოზის შემთხვევები, ხშირად ჰიპერკალიემიის თანხლებით.
აუცილებელია მიღების თანმიმდევრობის მკაცრი დაცვა - თიაზიდური შარდმდენები მიიღება ნაღვლის მჟავეების სეკვესტრანტების მიღებამდე 2-4 საათით ადრე ან მიღებიდან 6 საათის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში უნდა გაიზარდოს თიაზიდური შარდმდენის დოზა და აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი.
კალციუმის შემცველი პრეპარატები და D ვიტამინი
თიაზიდური შარდმდენები ამცირებს კალციუმის თირკმლისმიერ ექსკრეციას და ხელს უწყობს მათ გამოყოფას ძვლოვანი ქსოვილიდან.
აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის კონტროლი, განსაკუთრებით ნოლაქსენის გამოყენებისას მაღალ დოზებში კალციუმის შემცველ პრეპარატებთან ერთად. ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს დოზების შემცირება ან კალციუმის და/ან D ვიტამინის პრეპარატების მოხსნა.
კარბამაზეპინი
კარბამაზეპინმა შეიძლება გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპონატრიემია, თიაზიდურ შარდმენებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს ჰიპონატრიემია.
ნოლაქსენთან ერთად კარბამაზეპინის გამოყენებისას, აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
გლუკოკორტიკოსტეროიდები და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი
გლუკოკორტიკოსტეროიდებისა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის გამოყენებისას სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ერთად შეიძლება აღინიშნებოდეს სისხლის პლაზმაში სხვადასხვა იონების, განსაკუთრებით კალიუმის დონის შემცირება. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში ერთობლივად გამოყენებული სამკურნალო საშუალებების დოზის კორექცია.
დიგოქსინი
დადგენილია, რომ სპირონოლაქტონმა შესაძლოა გამოიწვიოს დიგოქსინის ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის მომატებამდე მისი ტოქსიკური ეფექტების შემდგომი განვითარებით. სამკურნალო საშუალებების შესაძლო ურთიერთქმედების ორი მექანიზმი არსებობს: სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრისას, სპირონოლაქტონს და მის მეტაბოლიტებს შეუძლია რადიოიმუნური ანალიზის შედეგებზე ზეგავლენა და ასევე მისი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შეცვლა. ზემოთ აღწერილმა პროცესებმა შესაძლოა გაართულოს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის განსაზღვრისთვის ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ინტერპრეტაცია.
თიაზიდური შარდმდენებით გამოწვეული ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოკალიემია და ჰიპომაგნიემია, ზრდის დიგოქსინის ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს, რასაც შეიძლება თან ახლდეს მძიმე არითმიების განვითარება, ლეტალური გამოსავალის მქონე არითმიების ჩათვლით.
დიგოქსინი კომბინაციაში ნოლაქსენთან სიფრთხილით გამოიყენება, მათი ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს სამკურნალო საშუალებების შემანარჩუნებელი დოზების კორექცია. პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში ელექტროლიტებისა და დოგოქსინის დონის კონტროლი დიგოქსინის ტოქსიკური ეფექტების განვითარებისა და ასევე არაეფექტურ დოზებში მისი გამოყენების შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
შარდმდენები და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები
ჰიდროქლოროთიაზიდმა შესაძლოა გააძლიეროს სხვა ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება (მაგალითად, გუანეტიდინის, მეთილდოფას, ბეტა-ბლოკატორების, ვაზოდილატატორების, კალციუმის არხების ბლოკატორების, აგფ ინჰიბიტორების, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორების, რენინის პირდაპირი ინჰიბიტორების მოქმედება).
აგფ ინჰიბიტორებთან, არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორებთან და ალდოსტერონის ანტაგონისტებთან ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.
ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას რეკომენდებულია ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების დოზის შემცირება. კერძოდ, განგლიობლოკატორების დოზები სულ მცირე 50%-ით უნდა შემცირდეს მკურნალობის სქემაში სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის ჩართვისას.
პრეპარატები, რომლებიც ჰიპერკალიემიის განვითარებას უწყობს ხელს
სპირონოლაქტონის გამოყენებას ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ხელს უწყობს ჰიპერკალიემიის განვითარებას, შესაძლოა თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედი პრეპარატები, ანუ ანტიქოლინერგული საშუალებები, როგორიცაა ატროპინი და პროკინეტიკური საშუალებები, როგორიცაა მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი
ანტიქოლინერგულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობა შესაძლოა გაიზარდოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკისა და კუჭის დაცლის სიჩქარის შემცირების შედეგად. პროკინეტიკურ საშუალებებს კი პირიქით, შეუძლია თიაზიდური შარდმდენების ბიოშეღწევადობის შემცირება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკაზე მოქმედ პრეპარატებთან ერთად ჰიდროქლოროთიაზიდის გამოყენებისას შესაძლოა საჭირო გახდეს მისი დოზის კორექცია.
ეპლერენონი
ალდოსტერონის სხვა ანტაგონისტებთან სპირონოლაქტონის კომბინირებისას შესაძლებელია მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
ანტიპოდაგრული პრეპარატები (ალოპურინოლი, ურიკოზურიული პრეპარატები, ქსანტინოქსიდაზას ინჰიბიტორები)
თიაზიდური შარდმდენების გამოყენებით განპირობებული, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატების ფონზე, ალოპურინოლისა და პრობენეციდის მიღების დროს შესაძლოა განვითარდეს პოდაგრის შეტევა. ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად გამოყენებისას შეიძლება გაიზარდოს ალოპურინოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების სიხშირე. ნოლაქსენთან ერთად გამოყენებისას შეიძლება საჭირო გახდეს პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზის კორექცია.
ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინები
სპირონოლაქტონის გამოყენებას ჰეპარინთან ან დაბალმოლეკულურ ჰეპარინთან ერთად შესაძლოა თან ახლდეს მძიმე ჰიპერკალიემიის განვითარება.
ლითიუმის შემცველი პრეპარატები
თიაზიდური შარდმდენები ამცირებს ლითიუმის თირკმლისმიერ კლირენსს და ზრდის მისი ტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკს. პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ლითიუმის პრეპარატებსა და სპირონოლაქტონი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას, აღინიშნებოდა თირკმლის მწვავე უკმარისობის შემთხვევები, ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით. ნოლაქსენის გამოყენება ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორც წესი რეკომენდებული არ არის; თუმცა თუ ეს თერაპიის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, აუცილებელია ლითიუმის პრეპარატის დოზის შემცირება 50%-ით და სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მკაცრი კონტროლი.
ნორეპინეფრინი
ჰიდროქლოროთიაზიდიც და სპირონოლაქტონიც ამცირებს სისხლძარღვების მგრძნობელობას ნორეპინეფრინის მიმართ. აუცილებელია სიფრთხილის დაცვა რეგიონული და ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას პაციენტებში, რომლებიც იღებენ ნოლაქსენს. გეგმიური ქირურგიული ჩარევების დროს ასევე უნდა განიხილოს საკითხი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
დადგინდა, რომ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, როგორიცაა აცეტილსალიცილის მჟავა, მეფენამის მჟავა და ინდომეტაცინი, შეუძლია შეასუსტოს შარდმდენების ნატრიურეზული მოქმედება თირკმლებში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების შედეგად; სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი ასევე მცირდება.
ინდომეტაცინის გამოყენებისას კალიუმშემნახველ შარდმდენებთან ერთად შეიძლება განვითარდეს ჰიპერკალიემია.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღებით განპირობებული ნატრიუმის და წყლის შეკავება ორგანიზმში ამცირებს თიაზიდური შარდმდენების დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს.
თირკმელში სისხლის მიმოქცევის შემცირება, რომელიც განპირობებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს თირკმელში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით და აგრეთვე თიაზიდური შარდმდენების მიღებით განპირობებული თირკმლის გორგლოვანი ფილტრაციის შემცირება, შესაძლოა თირკმლის მწვავე უკმარისობის განვითარების მიზეზი გახდეს, ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკი აქვთ გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს.
თუმცა აღმოჩნდა, რომ აცეტისალიცილის მჟავა გავლენას არ ახდენს სპირონოლაქტონის ეფექტებზე არტერიულ წნევასთან მიმართებაში, ელექტროლიტებისა და სისხლში შარდოვანას აზოტის (BUN) დონეზე, ასევე რენინის აქტივობაზე სისხლის პლაზმაში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში.
ნოლაქსენთან ერთად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას აუცილებელია თირკმლის ფუნქციის, სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციისა და არტერიული წნევის კონტროლი, ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს პრეპარატების დოზების კორექცია.
სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი, სერტრალინი)
თიაზიდური შარდმდენების მიღებით განპირობებული ჰიპონატრიემია სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორების გამოყენების ფონზე შეიძლება გაძლიერდეს.
ნოლაქსენი სიფრთხილით გამოიყენება სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან ერთად, ასევე აუცილებელია სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი.
პერიფერიული მოქმედების მიორელაქსანტები კურარესმაგვარი პრეპარატების ჯგუფიდან (მაგალითად, ტუბოკურარინი)
თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია გაზარდოს ჩონჩხის კუნთების მგრძნობელობა პერიფერიული მოქმედების ზოგიერთი მიორელაქსანტის მიმართ, მაგალითად კურარესმაგვარი პრეპარატების ჯგუფიდან.
ტოპირამატი
თიაზიდურმა შარდმდენებმა შესაძლოა გაზარდოს ტოპირამატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციასთან ერთად ტოპირამატის გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალიემიის განვითარება. ნოლაქსენთან ერთად გამოყენების დროს, საჭიროა ტოპირამატის კონცენტრაციის და ასევე სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ტოპირამატის დოზის კორექცია და ასევე კალიუმის შემცველი პრეპარატების გამოყენება.
აბირატერონი
სპირონოლაქტონი უკავშირდება ანდროგენულ რეცეპტორებს და შესაძლოა გაზარდოს პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) დონე პაციენტებში, რომლებსაც აქვთ პროსტატის კიბო და იღებენ აბირატერონს. აბირატერონთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
საკვებთან ურთიერთქმედება
უნდა მოვერიდოთ მარილის შემცვლელი და კალიუმის შემცველი საკვების გამოყენებას.
დადგენილია, რომ საკვებთან ერთად სპირონოლაქტონის გამოყენებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) და კონცენტრაცია-დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობის (AUC) მაჩვენებლები, ასევე მისი აქტიური მეტაბოლიტის კანრენონის ანალოგიური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად იზრდებოდა უზმოზე მიღებასთან შედარებით. ასე მაგალითად, 9 პირში, რომელიც სპირონოლაქტონს იღებდა დოზით 200 მგ საკვებთან ერთად, გამოვლინდა სპირონოლაქტონისათვის AUC(0-24) და Cmax-ის მაჩვენებლების სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მომატება 2-ჯერ, ანალოგიური მაჩვენებლები კანრენონისათვის გაიზარდა 1,4-ჯერ. AUC(0-24) და Cmax-ის მაჩვენებლების მომატების კლინიკური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. პაციენტებში, რომლებიც ნოლაქსენს საკვებთან ერთად იღებენ, უნდა ჩატარდეს პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი ისეთი ნიშნების გამოვლენაზე, როგორიცაა სისხლის პლაზმაში კალიუმის დონის მომატება და სხვა მძიმე სიმპტომები, რომელთა განვითარება შესაძლოა გამოწვეული იყოს სისხლის პლაზმაში პრეპარატის კომპონენტების მაღალი კონცენტრაციებით, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით, ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ურთიერთქმედება მცენარეულ პრეპარატებთან
ნოლაქსენსა და მცენარეულ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება დადგენილი არ არის.
ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებზე ზეგავლენა
პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის კვლევის ჩატარებამდე თიაზიდური შარდმდენების მიღება უნდა შეწყდეს. თიაზიდურ შარდმდენებს შეუძლია შეამციროს სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირებული იოდის ფრაქცია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების გარეშე. ნაჩვენებია, რომ ჰიდროქლოროთიაზიდს შეუძლია გაზარდოს 131I-ს მიტაცების სიჩქარე 24 საათის განმავლობაში და გაზარდოს ფარისებრი ჯირკვლის ნარჩენი ქსოვილის მიერ მიტაცებული 131I-ს რაოდენობა.
ლიტერატურაში არსებობს გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპირონოლაქტონს და მის მეტაბოლიტებს შეუძლია ზეგავლენა იქონიოს რადიოიმუნური ანალიზის შედეგებზე სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის განსაზღვრის დროს. გამოვლინდა, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში სპირონოლაქტონის კონცენტრაცია იზრდება 2-4-ჯერ დიგოქსინის მიღებიდან 2-24 საათის განმავლობაში. ასევე აღინიშნება სისხლის პლაზმაში დიგოქსინის დონის მატება სპირონოლაქტონთან ერთად მისი გამოყენებისას. ამრიგად, დიგოქსინთან კომბინაციაში ნოლაქსენის დანიშვნისას საჭიროა პრეპარატების დოზის დროული კორექცია და პაციენტის მდგომარეობის მკაცრი კონტროლი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ნოლაქსენის გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია.
სპირონოლაქტონი
ორსულ ქალებში კვლევები არ ჩატარებულა.
სპირონოლაქტონი და მისი მეტაბოლიტები გადალახავს ფეტოპლაცენტარულ ბარიერს და გადადის ჭიპლარის სისხლში.
კურდღლებზე ჩატარებულ კვლევებში დადგინდა, რომ სპირონოლაქტონი ამცირებს განაყოფიერების სიხშირეს და ცოცხალი შთამომავლობის შობადობას, ასევე ზრდის ნაყოფის რეზორბციის სიხშირეს. ექსპერიმენტულ კვლევებში ასევე გამოლინდა სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის დოზადამოკიდებული დაქვეითება და მამრებში სათესლე ბუშტუკებისა და წინამდებარე ჯირკვლის ვენტრალური წილის მასის შემცირება, ასევე მალუთეინიზირებელი ჰომორნის სეკრეციის გაზრდა და საკვერცხეებისა და საშვილონოს მასის გაზრდა მდედრებში, რომელთა დედებშიც შეყავდათ სპირონოლაქტონი; აღნიშნული ცვლილებები შთამომავლებში შენარჩუნებული იყო მოზრდილ ასაკშიც. გარდა ამისა, ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში გამოვლინდა მამრობითი სქესის ნაყოფში გარეთა სასქესო ორგანოების ფემინიზაციის შემთხვევები.
თიაზიდური შარდმდენები
თიაზიდური შარდმდენები გადალახავს ფეტოპლაცენტარულ ბარიერს და გადადის ჭიპლარის სისხლში. ორსულობის დროს მათი გამოყენების გამოცდილება, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრის დროს, საკმაოდ შეზღუდულია. თიაზიდური შარდმდენების გამოყენებამ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრების დროს შეიძლება გამოიწვიოს ფეტოპლაცენტარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება და სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ნაყოფსა და ახალშობილში კი შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი არასასურველი რეაქციების განვითარება, როგორიცაა სიყვითლე, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და თრომბოციტოპენია.
არ შეიძლება თიაზიდური შარდმდენების გამოყენება ორსულთა შეშუპებების, გესტაციური ჰიპერტენზიის ან პრეეკლამპსიის სამკურნალოდ, სისხლის პლაზმის მოცულობის შემცირებისა და ფეტოპლაცენტარული სისხლის მიმოქცევის უკმარისობის განვითარების პოტენციური რისკის არსებობის გამო.
თიაზიდური შარდმდენების გამოყენება არ შეიძლება ორსულებში არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზიის დროს, გარდა შემთხვევებისა, როდესაც სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა არ არსებობს.
ლაქტაცია
ნოლაქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.
სპირონოლაქტონი
კანრენონი, სპირონოლაქტონის ძირითადი (და აქტიური) მეტაბოლიტი, ვლინდება დედის რძეში.
თიაზიდური შარდმდენები
თიაზიდური შარდმდენები გამოიყოფა დედის რძეში. მაღალ დოზებში მიღებისას, მათ შეუძლია ფორსირებული დიურეზის გამოწვევა, რაც თავის მხრივ იწვევს დედის რძის გამომუშავების შემცირებას. ძუძუთი კვებაზე უარის თქმის ან სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დედისათვის მისი აუცილებლობის ხარისხის გათვალისწინებით. ვინაიდან თიაზიდური შარდმდენები გადადის დედის რძეში, მეძუძურ ახალშობილებში შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები (მაგალითად, ჰიპერბილირუბინემია, თრომბოციტოპენია, ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დარღვევა).
ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
ნოლაქსენის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს. უნდა მოვერიდოთ ისეთი დავალებების შესრულებას, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ, მანამ, სანამ არ დადგინდება პასუხი საწყის თერაპიაზე. პრეპარატის მიღებისას, განსაკუთრებით პირველი დოზის მიღების დროს ან მისი დოზის შემცირებისას, შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუ, სისუსტე, გონების დაკარგვა, რასაც შეიძლება თან ახლდეს დაცემა და ძვლების მოტეხილობები. ალკოჰოლის მიღების ფონზე შესაძლოა გაძლიერდეს სამკურნალო პრეპარატით გამოწვეული ძილიანობა.
არასასურველი რეაქციები
უსაფრთხოების მოკლე პროფილი
ქვემოთ მოცემულია არასასურველი რეაქციები სისტემურ-ორგანული ჯგუფების შესაბამისად MedDRA -ს მიხედვით.
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას ყველაზე ხშირ არასასურველ რეაქციებს მიეკუთვნება გინეკომასტია და დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ. არასასურველი რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია და ნიველირდება სამკურნალო საშუალებების კომბინაციის მიღების შეწყვეტისას. იშვიათ შემთხვევებში გინეკომასტიის ნიშნები შემდგომში შეიძლება შენარჩუნდეს.
სპირონოლაქტონი
სპირონოლაქტონის გამოყენებისას ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები არის გინეკომასტია და კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: უძლურება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ფაღარათი და მტკივნეული სპაზმები, კუჭიდან სისხლდენა, გასტრიტი, გულისრევა, წყლულების წარმოქმნა, ღებინება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოპენია (გრანულოციტოზის ჩათვლით), თრომბოციტოპენია, ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: სხეულის ტემპერატურის მატება (მედიკამენტოზური ცხელება), ჭინჭრის ციება, კანის მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზური გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქციები, ვასკულიტი, ქავილი, გამონაყარი.
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: შერეული ქოლესტაზური/ჰეპატოცელულარული ტოქსიურობა (ზოგიერთ შემთხვევაში ლეტალური გამოსავლით).
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოქლორემიული ალკალოზი, ჰიპონატრიემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია).
ჩონჩხ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: კუნთების სპაზმები, რაბდომიოლიზი, მიალგია, სისუსტე.
ფსიქიკის დარღვევა: ცნობიერების აშლილობა, ლიბიდოს დარღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ: ატაქსია, თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუ, სისუსტე.
თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა (თირკმლის მწვავე უკმარისობის ჩათვლით).
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: გინეკომასტია, ერექციული დისფუნქცია (ერექციის მიღწევის ან შენარჩუნების უუნარობა), სპერმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის შეცვლა (სპერმატოზოიდების რაოდენობისა და მათი მობილობის შემცირება), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და ამენორეა, პოსტმენოპაუზური სისხლდენები, სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლების მტკივნეულობა, სარძევე ჯირკვლების კიბო (მამაკაცებში შემთხვევების ჩათვლით).
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, წამლისმიერი რეაქცია ეოზინოფილიითა და სისტემური სიმპტომებით (DRESS), ალოპეცია, ჰიპერტრიქოზი.
ჰიდროქლოროთიაზიდი
სისხლძარღვების მხრივ: ორთოსტატიული ჰიპოტენზია (შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ბარბიტურატებისა და ნარკოტიკური ნივთიერებების მიღების ფონზე).
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუ, ვერტიგო, პარესთეზია, თავის ტკივილი, ქსანტოფსია.
მხედველობის ორგანოების მხრივ: მწვავე მიოპია და მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, კუჭის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, მტკივნეული სპაზმები, ფაღარათი, ყაბზობა, სიყვითლე (ღვიძლშიდა ქოლესტაზური), მწვავე პანკრეატიტი, სიალოადენიტი.
სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა, აგრანულოციტოზი, აპლასტიური ანემია, ჰემოლიზური ანემია.
იმუნური სისტემის მხრივ: პურპურა (თრომბოციტოპენიურის ჩათვლით), ფოტოსენსიბილიზაცია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, მანეკროზირებელი ვასკულიტი, ქავილი და მულტიფორმული ერითემა, რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, პნევმონიტისა და ფილტვების შეშუპების ჩათვლით, ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები: კანის არამელანომური კიბო (NMSC) (ბაზალურ-უჯრედული კარცინომა (BCC) და ბრტყელუჯრედოვანი კიბო (SCC))* (სიხშირე უცნობია).
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ძალიან იშვიათი - მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი (ARDS).
სხვა დარღვევები: კუნთების სპაზმები, სისუსტე, შფოთვა, აზოტემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, ჰიპომაგნიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერურიკემია, მხედველობის სიმახვილის ტრანზიტორული დარღვევა, ალოპეცია.
- ზოგიერთ ფარმაკოეპიდემიოლოგიურ კვლევაში დადგინდა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენებისას მნიშვნელოვნად იზრდება BCC-ს და SCC-ს განვითარების რისკი.
პოსტმარკეტინგული არასასურველი რეაქციები
კანის არამელანომური კიბო: რამდენიმე ფარმაკოეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის ხანგრძლივი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ბაზალურ-უჯრედული კარცინომის და ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს. სისტემატურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა, რომელიც ხასიათდება კლინიკურ კვლევებში მნიშვნელოვანი ჰეტეროგენულობით, აჩვენა, რომ ჰიდროქლოროთიაზიდის რამდენიმე წლის განმავლობაში (> 3 წელი) გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს:
- ბრტყელუჯრედოვანი კანის კიბოს 122 დამატებითი შემთხვევა (95% სანდოობის ინტერვალი: 112-133 შემთხვევა) ყოველ 1000 პაციენტზე, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ შარდმდენს (მეტაანალიზი მოიცავდა სამ კვლევას);
- ბაზალურ-უჯრედული კარცინომის 31 დამატებითი შემთხვევა (95% სანდოობის ინტერვალი: 24-37 შემთხვევა) ყოველ 1000 პაციენტზე, რომლებიც იღებენ ჰიდროქლოროთიაზიდს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებენ შარდმდენს (მეტაანალიზი მოიცავდა ორ კვლევას).
დარღვევები მხედველობის ორგანოების მხრივ: ქოროიდული ეფუზია, მწვავე მიოპია, მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა (სიხშირე უცნობია).
პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენის შესახებ ყველა შეტყობინება ხასიათდება შემდეგი პარამეტრით - ძალიან იშვიათი (< 0,01%). აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი გამოთვლილია როგორც გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებების რაოდენობა, რომლებიც ვლინდებოდა სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას 100 პაციენტ-წელზე. აღნიშნული მონაცემების წყარო არის სამედიცინო სტატისტიკის ინსტიტუტი (IMS) ცნობებით სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენების შესახებ 1998 წლის მე-2 კვარტლიდან 2010 წლის პირველი კვარტლამდე; თიაზიდურ შარდმდენებთან სპირონოლაქტონის გამოყენების შემაჯამებელი დასკვნა (საანგარიშო პერიოდი: 1960 წლის 10 ნოემბრიდან 2009 წლის 9 ნოემბრამდე). სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებასა და ქვემოთ აღწერილ გვერდით მოვლენებს შორის მკაფიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არ ყოფილა. (*) ვარსკვლავით მონიშნული გვერდითი მოვლენები არ მიეკუთვნება სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას, მათი განვითარება აღინიშნებოდა სპირონოლაქტონის სხვა თიაზიდურ შარდმდენებთან კომბინაციაში გამოყენებისას (სპირონოლაქტონი/ბუტიზიდი და სპირონოლაქტონი/ჰიდროფლუმეთიოზიდი), n - შემთხვევათა რაოდენობა.
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ანემია, ლეიკოპენია.
გულის მხრივ: ბრადიკარდია (n=2), მიოკარდიუმის ინფარქტი*, ტაქიკარდია (n=1), არითმია*, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა*, წინაგულების ფიბრილაცია*, ჰისის კონის ბლოკადა, ჰისის კონის მარჯვენა ფეხის ბლოკადა*, გულის უკმარისობა (+/- შეგუბებითი) (n=1), მარჯვენა პარკუჭის უკმარისობა*, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია*.
სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთის დარღვევები: ვერტიგო.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ანტიდიურეზული ჰორმონის (ადჰ) ჰიპერსეკრეციის სინდრომი (n=2), სისხლის პლაზმაში ადჰ-ს კონცენტრაციის გადახრა ნორმიდან*, ჰიპერთირეოზი*.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, ფაღარათი, მწვავე პანკრეატიტი (ნეკროზული, მორეციდივე), ტკივილი მუცელში, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა (სისხლდენა სწორი ნაწლავიდან), შეკრულობა, მელენა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: ადვილად დაღლა, ასთენია, პირექსია, ტკივილი გულმკერდში, შეშუპებები (პერიფერიული+სხვა), უეცარი სიკვდილი* (n=1).
ღვიძლისა და სანაღვლე გზების მხრივ: სიყვითლე, ქოლესტაზი, ჰეპატიტი*, ჰეპატომეგალია*, ღვიძლის სტეატოზი/ნეკროზი/უკმარისობა (თითო შეტყობინება თითოეულ რეაქციაზე).
ინფექციური და პარაზიტული დაავადებები: პნევმონია*, შუა ყურის ოტიტი.
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე ზეგავლენა: სხეულის წონის კლება*, სისხლის პლაზმაში კრეატინინის დონის მომატება*, გამა-გლუტამილტრანსფერაზას დონის მომატება*, ასპარტატამინოტრანსფერაზას დონის მომატება*, ალანინამინოტრანსფერაზას დონის მომატება*, ტრანსამინაზების დონის მომატება*, პერიფერიული შეშუპებებით გამოწვეული სხეულის წონის მატება,* (ჯენერიკული პრეპარატით მკურნალობაზე გადასვლის შემდეგ).
იმუნური სისტემის მხრივ: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: ჰიპონატრიემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპოქლორემია, ჰიპერკალცემია, გაუწყლოება, მადის დაქვეითება, მეტაბოლური აციდოზი, ცხიმოვანი ქსოვილის მოცულობის გაზრდა მუცლის არეში* (მკურნალობის 1 წლის შემდეგ), ჰიპოგლიკემია*.
ჩონჩხ-კუნთვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: რაბდომიოლიზი*, მიალგია, კუნთების სისუსტე, სისტემური წითელი მგლურა.
კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი ახალწარმონაქმნები (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით): სარძევე ჯირკვლების კიბო (ქალებსა და მამაკაცებში), ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები (n=2): საშვილოსნოს ლეიომიომა*, კუჭქვეშა ჯირკვლის ადენოკარცინომა (n=1), ღვიძლის მეტასტაზური კიბო (n=1), ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები ფილტვებში*, ლიმფომა.
ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, თავბრუ/წონასწორობის დარღვევა, კომა (ღვიძლისმიერი კომის ჩათვლით) (n=1), ცნობიერების დაკარგვა (n=1)/დარღვევა/დათრგუნვა*, გულისწასვლა*, კრუნჩხვები (n=1), თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა/მათ შორის მწვავე*, თავის ტვინის შეშუპება*, პარესთეზია.
ფსიქიკის დარღვევა: ცნობიერების აშლილობა, დეზორიენტაცია, დეპრესია (n=1), აგრესია*, აჟიტაცია*, ანომალური ქცევა*, სუიციდის მცდელობა* (n=1).
თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების მხრივ: თირკმლის უკმარისობა (მწვავე, ქრონიკული), თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი*, ოლიგურია (n=1), ანურია*.
სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყრის ორგანოებისა მხრივ: ქოშინი, ფილტვების ფიბროზი (n=1), სუნთქვის უკმარისობა*, ფილტვის ემბოლია (n=1), ფილტვების შეშუპება*, ფილტვების ინტერსტიციული დაავადება*, ხველა*.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: პურპურა, ქავილი, მაკულოპაპულოზური და ერითემატოზური გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, ბულოზური დერმატიტი*, ეგზემა*, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი/გამონაყარი*, პემფიგოიდი*.
სისხლძარღვების მხრივ: ორთოსტატული ჰიპოტენზია, არტერიული ჰიპოტენზია, სისხლძარღვოვანი კოლაფსი*, არტერიოსკლეროზი (n=1), ჰემორაგიული შოკი* (n=1), სისხლდენა (n=1).
საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია. სამკურნალო საშუალების მიმართ სერიოზული არასასურველი რეაქციის ან ახალი არასასურველი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი წინამდებარე ნაწილში, გთხოვთ მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები
ჭარბი დოზირების შემთხვევები ლეტალური გამოსავლით პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სპირონოლაქტონი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციას (ჰიპერკალიემიასთან დაკავშირებული შემთხვევების გარდა), არ დაფიქისრებულა. შეიძლება განვითარდეს გულისრევა და ღებინება, ასევე (გაცილებით უფრო იშვიათად) ძილიანობა, თავბრუ, ცნობიერების დათრგუნგვა, კომა, ცნობიერების აშლილობა, ფაღარათი, მაკულოპაპულოზური ან ერითემატოზური გამონაყარი. აღნიშნული გამოვლინებები სამკურნალო საშუალებების კომბინაციის მიღების შეწყვეტისთანავე ქრება. შესაძლოა დამძიმდეს ჰიპერკალიემიით განპირობებული სიმპტომები. თიაზიდური შარდმდენების მიღებისას აღწერილია თრომბოციტოპენიური პურპურისა და გრანულოციტოპენიის განვითარების შემთხვევები.
მკურნალობა
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. სპირონოლაქტონი/ჰიდროქლოროთიაზიდის კომბინაციის გამოყენებისას მდგრადი ტოქსიკური ეფექტები არ განვითარებულა და მოსალოდნელიც არ არის. საჭიროა სამკურნალო საშუალებების კომბინაციის მიღების შეწყვეტა და კალიუმიც მოხმარების შეზღუდვა (დიეტის ჩათვლით).
პრეპარატის სავარაუდო ჭარბი დოზირების სამკურნალოდ უნდა მიმართოთ ინტოქსიკაციის სპეციალიზებულ რეგიონულ ცენტრს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე მოქმედი საშუალებები. შარდმდენები. შარდმდენები კალიუმშემნახველ პრეპარატებთან კომბინაციაში. დაბალაქტიური შარდმდენები კალიუმშემნახველ პრეპარატებთან კომბინაციაში. ათქ კოდი C03EA01.
ნოლაქსენი (სპირონოლაქტონი + ჰიდროქლოროთიაზიდი) წარმოადგენს მოქმედების სხვადასხვა მექანიზმისა და ლოკალიზაციის მქონე ურთიერთშემავსებელი დიურიზეული საშუალებების კომბინაციას, რაც ადიტიურ დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს უზრუნველყოფს. გარდა ამისა, სპირონოლაქტონი ამცირებს ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებით. სპირონოლაქტონის დიურეზული ეფექტი განპირობებულია მისი სპეციფიკური ანტაგონისტური მოქმედებით ალდოსტერონის მიმართ (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მინერალოკორტიკოსტეროიდული ჰორმონი), ის კონკურენტულად უკავშირდება ალდოსტერონის რეცეპტორებს და არღვევს ნატრიუმ-კალიუმის ცვლას თირკმლის დისტალურ კლაკნილ მილაკებში. ჰიდროქლოროთიაზიდი ხელს უწყობს ნატრიუმისა და წყლის გამოყოფას თირკმლის დისტალური მილაკების ქერქოვან სეგმენტში მათი რეაბსორბციის შემცირების ხარჯზე.
სპირონოლაქტონიც და ჰიდროქლოროთიაზიდიც ამცირებს ნატრიუმის შემცველობას ორგანიზმში, სისხლის პლაზმის მოცულობას, სხეულის წონას და არტერიულ წნევას. დიურეზული და ანტიჰიპერტენზიული ეფექტები ძლიერდება სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ერთად გამოყენებისას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
სპირონოლაქტონი ეფექტურად აქვეითებს სისტოლურ და დიასტოლურ არტერიულ წნევას პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმის მქონე პაციენტებში. ის ასევე ეფექტურია არტერიული (ესენციური) ჰიპერტენზიის შემთხვევათა უმრავლესობაში, მიუხედავად იმისა, რომ ალდოსტერონის სეკრეცია შეიძლება ნორმის ფარგლებში იყოს.
კანის არამელანომური კიბო: ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, კუმულაციური დოზადამოკიდებული კავშირი აღინიშნებოდა ჰიდროქლოროთიაზიდსა და კანის არამელანომურ კიბოს შორის. კვლევა მოიცავდა ბაზალურ-უჯრედული კარცინომის (BCC) 71533 და ბრტყელუჯრედოვანი კიბოს (SCC) 8629 შემთხვევას, რაც შეადარეს შესაბამისად 1 430 833 და 172 462 საკონტროლო ჯგუფებს. ჰიდროქლოროთიაზიდის აქტიური გამოყენება (≥50 000 მგ კუმულაციურად) დაკავშირებული იყო რისკების დადგენილ კოეფიციენტთან OR 1.29 (95% CI: 1.23-1.35) BCC-თვის და 3,98 (95% CI: 3.68-4.31) SCC-თვის. დოზაზე კუმულაციური დამოკიდებულების მკაფიო თანაფარდობა აღინიშნებოდა როგორც BCC-თვის, ასევე SCC-თვისაც. სხვა კვლევამ აჩვენა შესაძლო კავშირი ტუჩის კიბოსა და ჰიდროქლოროთიაზიდის ზემოქმედებას შორის: ტუჩის კიბოს 633 შემთხვევა გამოვლინდა მოსახლეობის 63067 საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, შერჩევითობის სტრატეგიის გამოყენებით და რისკის გათვალისწინებით. კუმულაციური დოზადამოკიდებული ეფექტი ნაჩვენები იყო რისკების დადგენილი კოეფიციენტით OR 2.1 (95% CI: 1.7-2.6), მზარდი OR 3.9-მდე (3.0-4.9) მოხმარებისათვის (~ 25 000 მგ) და OR 7.7 (5.7-10.5) მაქსიმალური კუმულაციური დოზისათვის (~100 000 მგ). (იხილეთ აგრეთვე განყოფილება „განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას“).
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები, მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალებების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები შეისწავლეს კვლევებში მათი ცალ-ცალკე გამოყენებისას.
ჰიდროქლოროთიაზიდის ეფექტი ვითარდება მიღების დღეს, სპირონოლაქტონის მაქსიმალური ეფექტი შეიძლება აღინიშნებოდეს მე-3 დღეს.
სპირონოლაქტონი
500 მგ პერორალური დოზის (უზმოზე) მიღების შემდეგ ხუთ ჯანმრთელ მოხალისე მამაკაცში სპირონოლაქტონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) 25-40 წუთის შემდეგ აღინიშნებოდა. სპირონოლაქტონის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მისი შეწოვის ხარისხი დაახლოებით 75%-ს შეადგენს, 6 დღის განმავლობაში შეყვანილი დოზის 53% გამოიყოფა შარდთან ერთად და დაახლოებით 20% - ნაღველთან ერთად. სპირონოლაქტონი განიცდის აქტიურ ბიოტრანსფორმაციას, რის შედეგადაც ფარმაკოლოგიური აქტივობის მქონე მეტაბოლიტების რიგი წარმოიქმნება, კენრენონისა და გოგირდშემცველი 7-თიომეთილსპიროლაქტონის ჩათვლით. ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ სპირონოლაქტონის მიღებული დოზის დაახლოებით 25-30% გარდაიქმნება კანრენონად, რომლის Cmax 2-4 საათის შემდეგ მიიღწევა. ერთჯერადი გამოყენებისას სპირონოლაქტონის 25-200 მგ დოზის დიაპაზონსა და სისხლის პლაზმაში კანრენონის დონეს შორის აღინიშნება ხაზოვანი დამოკიდებულება.
სისხლის პლაზმაში კანრენონის კონცენტრაციის შემცირების პროცესი ორი ფაზით ხასიათდება. პირველი ფაზაში, რომლის ხანგრძლივობა არის 3-12 საათი, კანრენონის პლაზმური კონცენტრაცია უფრო სწრაფად ქვეითდება, ვიდრე მეორე ფაზის დროს, რომლის ხანგრძლივობა 12-96 საათს შეადგენს. კანრენონის კლირენსის მონაცემები ცხადყოფს, რომ ორგანიზმში მისი დაგროვების ხარისხი უფრო მაღალია სპირონოლაქტონის მრავალჯერადი გამოყენებისას დოზით 25 მგ დღე-ღამეში 4-ჯერ, ვიდრე დოზით 100 მგ დღე-ღამეში ერთხელ. სპირონოლაქტონიც და კანრენონიც 90%-ზე მეტით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.
საკვებთან ერთად სპირონოლაქტონის მიღებისას მისი და მისი მეტაბოლიტების კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე უზმოზე მიღების დროს. 200 მგ პერორალური დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ ცხრა ჯანმრთელ მოხალისეში „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის ქვეშ ფართობის მაჩვენებლები (AUC(0-24)) სპირონოლაქტონისათვის გაიზარდა 1,95-ჯერ (p< 0.001) 288 ± 138 ნგ∙მლ-1∙სთ -დან (უზმოზე) 493 ± 105 ნგ∙მლ-1∙სთ -მდე (საკვებთან ერთად მიღებისას/ ). AUC(0-24) -ის მაჩვენებლები მისი მეტაბოლიტებისათვის ასევე შესამჩნევად გაიზარდა: 7-α-თიომეთილსპიროლაქტონისათვის - 1,45-ჯერ, 6-β-ჰიდროქსი-7-α-თიომეთილსპიროლაქტონისათვის - 1,22-ჯერ, კანრენონისათვის - 1,41-ჯერ.
ერთ კვლევაში ხუთი ჯანმრთელი მოხალისე მამაკაცის მონაწილებით, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ დოზით 500 მგ, გამოვლინდა, რომ 6 დღის განმავლობაში პრეპარატის 45-57% გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით (გამოყოფილი ნივთიერების საერთო რაოდენობა მიღებული დოზის 90%-ს შეადგენს). სხვა კვლევაში ხუთ ჯანმრთელ სუბიექტში, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ ერთჯერადად (რადიაქტიული მონიშვნით), დოზით 200 მგ, დადგინდა, რომ 5 დღის განმავლობაში სამკურნალო საშუალების მიღებული დოზის 31,6% ± 5,87% გამოიყოფა შარდთან ერთად, უმთავრესად მეტაბოლიტების სახით, ხოლო 22,7% ± 14,1% - კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
სპირონოლაქტონისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები, მიღებულია კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილებით, რომლებიც სპირონოლაქტონს იღებდნენ დოზით 100 მგ დღე-ღამეში 15 დღის განმავლობაში, წარმოდგენილია ცხრილში.
ცხრილი. სპირონოლაქტონისა და მისი მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ჯანმრთელ მოხალისეებში სამკურნალო საშუალების მიღების შემდეგ დოზით 100 მგ დღეში 15 დღის განმავლობაში
Cmax საშუალო მაჩვენებელი (ნგ/მლ)
Tmax საშუალო მაჩვენებელი (სთ)
T1/2 საშუალო მაჩვენებელი (სთ)
დაგროვების კოეფიციენტი
AUC 0-24 სთ, დღე 15 /
AUC 0-24 სთ, დღე 1
7-α-თიომეთილ-
სპიროლაქტონი
391
3,2
13,8
1,25
6-β-ჰიდროქსი-7-
α -თიომეთილსპიროლაქტონი
125
5,1
15,0
1,50
კანრენონი
181
4,3
16,5
1,41
სპირონოლაქტონი
80
2,6
~ 1,4
1,30
ჰიდროქლოროთიაზიდი
შეწოვა
პერორალური მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ის მოქმედებას 1 საათის განმავლობაში იწყებს, მოქმედების ხანგრძლივობა 6-12 საათს შეადგენს. Cmax მიიღწევა სამკურნალო საშუალების მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 4-5 საათს შეადგენს. ჰიდროქლოროთიაზიდი მხოლოდ უმნიშვნელოდ განიცდის მეტაბოლურ ბიოტრანსფორმაციას, სამკურნალო საშუალების უდიდესი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
12 ჯანმრთელ მოხალისეში 25 მგ, 50 მგ, 100 მგ და 200 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვის ხარისხი მერყეობდა 50-63%-ის ფარგლებში და არ იყო დამოკიდებული დოზაზე, Cmax აღინიშნებოდა სამკურნალო საშუალების მიღებიდან 2 საათის შემდეგ მიღებული დოზისგან დამოუკიდებლად.
ჰიდროქლოროთიაზიდის საკვებთან ერთად მიღებისას მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე უზმოზე მიღებისას. კვლევაში რვა ჯანმრთელი მოხალისის მონაწილეობით, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქლოროთიაზიდს ერთჯერადად დოზით 50 მგ სამიდან ერთ-ერთი წესით: 250 მლ წყალთან ერთად (უზმოზე), 20 მლ წყალთან ერთად (უზმოზე) ან 250 მლ წყალთან და სტანდარტულ საუზმესთან ერთად (საკვებთან ერთად მიღება), Cmax -ის მაჩვენებლები შეადგენდა 310 ნგ/მლ და 291 ნგ/მლ ორ ჯგუფში, რომელშიც ჰიდროქლოროთიაზიდს იღებდნენ უზმოზე 250 მლ და 20 მლ წყალთან ერთად შესაბამისად, ხოლო სამკურნალო საშუალების Cmax საკვებთან ერთად მიღებისას 241 ნგ/მლ-ს შეადგენდა.
განაწილება
ჰიდროქლოროთიაზიდი უჯრედგარეთა სითხეში ნაწილდება და პრაქტიკულად არ გროვდება პერიფერიულ ქსოვილებში, თირკმლების გარდა. ის 40%-ით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს და გროვდება ერითროციტებში (აღნიშნული მოვლენის მექანიზმი უცნობია). ერითროციტებსა და სისხლის პლაზმაში სამკურნალო საშუალების კონცენტრაციებს შორის თანაფარდობა არის 3,5:1. ჰიდროქლოროთიაზიდის გადანაწილების მოცულობა დაახლოებით 3-4 ლ/კგ-ს შეადგენს.
გამოყოფა
ჰიდროქლოროთიაზიდის მიღების შემდეგ დოზით 12,5 მგ, 25 მგ, 50 მგ და 75 მგ რვა ჯანმრთელ მოხალისეში მისი თირკმლის კლირენსმა შეადგინა 319-345 მლ/წთ. ჰიდროქლოროთიაზიდი პრაქტიკულად სრულად გამოიყოფა შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით, ის შარდში მიღებიდან 1 საათის განმავლობაში ვლინდება. 25-65 მგ დოზების შიგნით მიღების შემდეგ სამკურნალო საშუალების დაახლოებით 50-70% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის შემდეგ.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში ნოლაქსენის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა. ნოლაქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მწვავე პროგრესირებადი და მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ნოლაქსენის გამოყენება უკუნაჩვენებია ანურიის, თირკმლის მწვავე უკმარისობისა და თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში.
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმულ პაციენტებში, სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ღვიძლისა და/ან თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში ნოლაქსენის გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა.
ბავშვები
ბავშვებში სპირონოლაქტონისა და ჰიდროქლოროთიაზიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შემსწავლელი კვლევები მათი კომბინირებული გამოყენებისას არ ჩატარებულა. ბავშვებში ნოლაქსენის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
განსაკუთრებული მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
შეფუთვის ტიპი და შიგთავსი
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები უტილიზაციისა და სხვა სამუშაოების შესრულებისას
ნებისმიერი გამოუყენებელი პროდუქტი ან ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან ვე ტიჯ ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად.№ 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)
„WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.“, TURKEY
(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.