კო-ამლესა
Co-Amlessa
კო-ამლესა ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის არტერიულ წნევას პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის იგივე დოზების გამოყენებით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- perindopril + ამლოდიპინი (amlodipine) + indapamide
- ფორმა და შეფუთვა
- 4მგ+10მგ+1,25მგ ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- KRKA, tovarna zdravil d.d., Novo mesto, სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- C09BX01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045680
- რეგისტრირებულია
- 11 ივნისი 2026, მოქმედებს 11 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- KRKA, tovarna zdravil d.d., Novo mesto (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „პსპ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
კო-ამლესა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კო-ამლესა ნაჩვენებია არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ პაციენტებში, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის არტერიულ წნევას პერინდოპრილის, ინდაპამიდის და ამლოდიპინის იგივე დოზების გამოყენებით.
მიღების წესი და დოზირება
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატი კო-ამლესას შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
- რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ამლესა და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კო-ამლესა ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სამივე აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) კონტროლს. პაციენტებმა, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, მათ ნაცვლად შეიძლება მიიღონ პრეპარატი კო-ამლესას ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე კომპონენტს.
პრეპარატი კო-ამლესა წარმოადგენს სამი აქტიური კომპონენტის კომბინაციას: პერინდოპრილი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი. პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების კლასს, რომლებსაც ეწოდებათ დიჰიდროპირიდინები). ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება.
პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით პერინდოპრილი და ამლოდიპინი მოქმედებენ სისხლძარღვების გაფართოების გზით, შედეგად სისხლი უფრო მარტივად მოძრაობს სისხლძარღვებში. ინდაპამიდი ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას, სამივე ერთად იძლევა არტერიული წნევის კონტროლის საშუალებას.
- რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-ამლესას მიღებამდე
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია პერინდოპრილის ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ინდაპამიდის ან სხვა ნებისმიერი სულფონამიდის, ამლოდიპინის ბესილატის ან სხვა ნებისმიერი დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატი კო-ამლესას სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში),
ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება,
თუ წარსულში აგფ სხვა ინჰიბიტორების მიღებისას გქონიათ ინტენსიური ქავილი ან ფართო გამონაყარი კანზე, ან თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მითითებული სიმპტომები გქონიათ სხვა გარემოების დროს (ანგიონევროზული შეშუპება),
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება),
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები),
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია თირკმელებში სისხლის მიწოდება (თირკმლის არტერიის სტენოზი). კო-ამლესა 8 მგ/5 მგ/2,5 მგ და 8 მგ/10 მგ/2,5 მგ ტაბლეტების გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების მძიმე და ზომიერი ხარისხის დაავადების დროს,
თუ გიტარდებათ დიალიზი ან სხვა ნებისმიერი ტიპის სისხლის ფილტრაცია. გამოყენებული ტექნოლოგიის მიხედვით, პრეპარატი კო-ამლესა შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის შესაფერისი,
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში,
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ არანამკურნალევი გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (სითხის ძლიერი შეკავება, სუნთქვის გაძნელება),
თუ თქვენ გაქვთ კარდიოგენული შოკი (როცა გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი რაოდენობით სისხლი), აორტის სტენოზი (გულიდან გამავალი ძირითადი სისხლძარღვების შევიწროება) ან არასტაბილური სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს მოსვენებულ მდგომარეობაშიც),
თუ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ძლიერი ჰიპოტენზია),
თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა (გულს არ შეუძლია სისხლის საკმარისი რაოდენობით გადატუმბვა, რაც იწვევს ქოშინს ან პერიფერიულ შეშუპებას, როგორიც არის ფეხების შეშუპება, ტერფების და კოჭის შეშუპება) გულის მწვავე შეტევის შემდეგ,
თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (პრეპარატი კო-ამლესას მიღება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადებზეც - იხ. ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“),
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თქვენ იღებთ ალისკირენის შემცველ წნევის დასაწევ პრეპარატს,
თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის ქრონიკული (ხანგრძლივი) უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის მიდამოში სწრაფი შეშუპების) განვითარების რისკი.
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს პრეპარატი კო-ამლესას მიღების დაწყებამდე:
თუ ახლო წარსულში გქონდათ გულის შეტევა,
თუ თქვენ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამავალი ძირითადი სისხლძარღვის შევიწროება) ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის სტენოზი, რომელიც ამარაგებს თირკმელს სისხლით),
თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან,
გულთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემა,
თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ან გიტარდებათ დიალიზი,
თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის გამოხატული მატება (ჰიპერტონიული კრიზი),
თუ თქვენ გაქვთ კუნთების ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ტკივილი კუნთებში, ტკივილი ზეწოლისას, კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვა,
თუ თქვენ მნიშვნელოვნად მომატებული გაქვთ ჰორმონი ალდოსტერონის დონე სისხლში (პირველადი ალდოსტერონიზმი),
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,
თუ თქვენ გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება (კანის დაავადებები), მაგალითად სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,
თუ თქვენ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების გასქელება),
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერპარათირეოზი (პარაფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა),
თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა,
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი.
თუ თქვენ იცავთ დიეტას მარილის შეზღუდული შემცველობით ან იღებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,
თუ თქვენ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის შემანარჩუნებელ პრეპარატებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), ან კალიუმის დანამატებს, რადგან საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული მათი ერთდროული გამოყენება პრეპარატ კო-ამლესასთან ერთად (იხ. ,,სხვა პრეპარატები და კო-ამლესა“),
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გესაჭიროებათ დოზის გაზრდა,
თუ თქვენ გქონიათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,
თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება). მითითებული სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ამ სიმპტომების განვითარებისას თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,
თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის დასაწევ ჩამოთვლილთანაგ რომელიმე პრეპარატს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორი (არბ) (ასევე ცნობილია სარტანის სახელით - მაგალითად, ვალსარტანი, თელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები,
ალისკირენი.
მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია პერიოდულად შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად, კალიუმი) დროის რეგულარული ინტერვალით.
ასევე, იხილეთ ინფორმაცია ნაწილში ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“
თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგან შესაძლებელია მომატებული გქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, და ეს პრეპარატი შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დასაწევად სხვა რასის პაციენტებთან შედარებით,
თუ თქვენ გიტარდებათ ჰემოდიალიზი მაღალი ჰიდრავლიკური გამტარობის მემბრანების
გამოყენებით,
თუ თქვენ იღებთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი იზრდება (ყელის მიდამოში სწრაფად განვითარებული კანქვეშა შეშუპება):
რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ);
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც
მიეკუთვნებიან ე.წ. უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენებიან გადანერგილი ორგანოების განდევნის საწინააღმდეგოდ და კიბოს სამკურნალოდ).
ლინაგლიპტინი, საკსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა
გლიპტინების კლასის პრეპარატები (გამოიყენებიან დიაბეტის სამკურნალოდ).
საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ვალსარტანის ფიქსირებულ დოზასთან კომბინაციაში), გამოიყენება გულის ხანგრძლივი უკმარისობის სამკურნალოდ.
ანგიონევროზული შეშუპება
ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, თან ახლავს გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა) აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ეს სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, საჭიროა პრეპარატი კო-ამლესას მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. ასევე იხ. ნაწილი 4.
აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია იყოთ ორსულად). პრეპარატი კო-ამლესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვეზე მეტი ვადის დროს, რადგან ამ ვადაზე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხ. ნაწილი ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“).
თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს ან მედიცინის სხვა მუშაკს, რომ იღებთ პრეპარატ კო-ამლესას შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ მშრალი ხველა,
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზიის და/ან ქირურგიული ოპერაციის გაკეთება,
თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ან ღებინება, ან გაუწყლოება;
თუ თქვენ გეგმავთ დიალიზის ან დსლპ აფერეზის ჩატარებას (ქოლესტერინის გამოყოფა სისხლიდან აპარატით);
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაციის კურსი, რათა შემცირდეს მგრძნობელობა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის მიმართ,
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ სამედიცინო კვლევა, რომელიც საჭიროებს იოდის კონტრასტული ნივთიერების შეყვანას (ნივთიერება, რომელიც იძლევა ორგანოების, თირკმელების ან კუჭის რენტგენის სურათების მიღების საშუალებას),
თუ განიცდით მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან ტკივილს თვალებში, ეს შესაძლებელოა იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, ვლინდება კო-ამლესას მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, არასასურველი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება. პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატი კო-ამლესა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდს), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-ტესტზე.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატი კო-ამლესას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატის მიღებას.
საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული კო-ამლესას და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება:
ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
ალისკირენი (სამკურნალო პრეპარატი, გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,
კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის მარილები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე სისხლში (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესიული, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის აღმოსაფხვრელად და ჰეპარინი, სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბების წარმოქმნის პრევენციის მიზნით),
ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
საკუბიტრილი/ვალსარტანი (გამოიყენება შენარჩუნებული გულის უკმარისობის სამკურნალოდ). იხ. პუნქტი ,,არ შეიძლება პრეპარატი კო-ამლესას გამოყენება“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“,
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანტიოთენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.
პრეპარატი კო-ამლესათი მკურნალობაზე შესაძლებელია იმოქმედონ სხვა სამკურნალო პრეპარატებმა.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) ან ალისკირენის (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულების (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას) ჩათვლით, კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე დოზით დღეში,
საანეთეზიო პრეპარატები,
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტი;
მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, რიფამპიცინი, ერითრომიცინი ინექციის ფორმით, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები: სამკურნალო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
მეტადონი (გამოიყენება დამოკიდებულების სამკურნალოდ),
პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა სეზონური ციებ-ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი),
კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მძიმე ხარისხის ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
იმუნოდეპრესიულები, გამოიყენებიან აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდეგ ქსოვილის განდევნის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი),
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენებიან აივ სამკურნალოდ),
კიბოს სამკურნალო პრეპარატები,
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),
გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის გარკვეული სახეობების სამკურნალოდ),
პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),
ოქროს პრეპარატების ინექციები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),
ვინკამინი (გამოიყენება სიმპტომური კოგნიციური დარღვევების სამკურნალოდ ხანდაზმულ პირებში, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),
ბეპრიდილი, ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის პრეპარატები),
სულტოპრიდი (ფსიქოზების სამკურნალოდ),
გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, საგულე გლიკოზიდურების პრეპარატები, ბრეტილიები),
ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ),
დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
ბაკლოფენი (გაფანტული სკლეროზის დროს წარმოქმნილი კუნთების სპასტიკურობის სამკურნალოდ),
სამკურნალო პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,
კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,
მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები (მაგალითად, სენა),
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),
ამფოტერიცინი B ინექციის სახით (მძიმე ხარისხის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),
ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ნეიროლეფსიურები),
ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),
ვაზოდილატატორები, ნიტრატების ჩათვლით (სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები),
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი),
Hypericum perforatum (კრაზანა),
დანტროლენი (ინფუზია სხეულის ტემპერატურის სწრაფი მნიშვნელოვანი მომატების დროს),
ტაკროლიმუსი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებისთვის),
სიმვასტატინი (პრეპარატი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს),
ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესიული),
საანესთეზიო საშუალებები,
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებიან დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების განდევნის პრევენციისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:
თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილებში ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
კო-ამლესას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
პრეპარატი კო-ამლესას მიღება სასურველია კვების წინ.
პრეპარატი კო-ამლესათი მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გრეიფრუტმა ან გრეიფრუტის წვენმა შესაძლებელია გამოიწვიონ აქტიური კომპონენტის ამლოდიპინის მატება სისხლში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატი კო-ამლესას მოქმედების მოულოდნელი გაძლიერება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ასევე ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
ორსულობა
თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია იყოთ ორსულად).
ჩვეულებრივ, ექიმი მოგცემთ პრეპარატი კო-ამლესას მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას დაორსულებამდე ან პრეპარატი კო-ამლესას მაგივრად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატი კო-ამლესას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს, რადგან ორსულობის ამ ვადაზე პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია
დადგენილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. პრეპარატი კო-ამლესას მიღება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული. დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი კო-ამლესა არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე დაბალი არტერიული წნევის გამო, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა სანამ თქვენ არ დაადგენთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე პრეპარატი კო-ამლესა.
კო-ამლესა შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატ კო-ამლესას მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.
პრეპარატის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტის მიღება სასურველია დილით, საკვების მიღებამდე. ტაბლეტი ჩაიყლაპება, ჭიქა წყლის დაყოლებით.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. პრეპარატი კო-ამლესა ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.
თუ მიიღეთ პრეპარატ კო-ამლესას საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების უახლოეს განყოფილებას. ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომი ჭარბი დოზის მიღებისას არის არტერიული წნევის დაწევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა (ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიც არის თავბრუსხვევა ან გულყრა), მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია ზურდგზე დაწოლილ მდგომარეობაში ფეხების სიმაღლეზე მოთავსებით.
ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ზედმეტი სითხე (ფილტვების შეშუპება), ქოშინის გამოწვევით, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი კო-ამლესას მიღება
მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის მიღება ყოველ დღე, რადგან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი კო-ამლესას დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
გვერდითი მოვლენები
ა. უსაფრთხოების ზოგადი შეფასება
პერინდოპრილი აინჰიბირებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემას და ხელს უწყობს ინდაპამიდით გამოწვეული კალიუმის კარგვის შემცირებას.
ჰიპოკალიემია ვითარდებოდა პაციენტების 2%-ში, რომლებიც იღებდნენ 2 მგ პერინდოპრილს/ 0,625 მგ ინდაპამიდს (კალიუმის დონე <3,4 მმოლ/ლ).
პაციენტების 4%-ში, რომლებიც იღებდნენ 4 მგ პერინდოპრილს/1,25 მგ ინდაპამიდს, ვითარდებოდა ჰიპოკალიემია (კალიუმის დონე <3,4 მმოლ/ლ).
ჰიპოკალიემია ვითარდებოდა პაციენტების 6%-ში, რომლებიც იღებდნენ 8 მგ პერინდოპრილს/ 2,5 მგ ინდაპამიდს (კალიუმის დონე <3,4 მმოლ/ლ).
ბ. არასასურველი რეაქციების შემაჯამებელი ცხრილი
შემდეგი არასასურველი რეაქციები განვითარდა კლინიკური კვლევების ჩატარების დროს და/ან პოსტრეგისტრაციული გამოყენების პერიოდში, მათი კლასიფიკაცია ხდება შემდეგი სიხშირით:
ყველაზე ხშირი არასასურველი რეაქციები:
პერინდოპრილის მიღებასთან დაკავშირებული: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, დისგევზია, მხედველობის დარღვევა, ვერტიგო, ტინიტუსი, ჰიპოტენზია, ხველა, ქოშინი, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, დისპეფსია, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ქავილი, გამონაყარი, კუნთების სპაზმები და ასთენია.
ინდაპამიდის მიღებასთან დაკავშირებული: ჰიპოკალიემია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, უპირატესად დერმატოლოგიური ხასიათის, სუბიექტებში, რომლებთაც აქვთ მიდრეკილება ალერგიული და ასთმური რეაქციების და მაკულოპაპულოზური გამონაყარის მიმართ.
ამლოდიპინის მიღებასთან დაკავშირებული: ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, ჰიპერემია, ტკივილი მუცელში, გულისრევა, კოჭების შეშუპება, შეშუპება და დაღლილობა.
ძალიან ხშირი (≥1/10);
ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე);
არახშირი (≥1/1000-დან <1/100-მდე);
იშვიათი (≥1/10000-დან <1/1000-მდე);
ძალიან იშვიათი (<1/10000);
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება არ არის შესაძლებელი).
სისტემურ -ორგანული კლასი (MedDRA)
არასასურველი რეაქციები
სიხშირე
პერინდოპრილი
ინდაპამიდი
ამლოდიპინი
ინფექციები და ინვაზიები
რინიტი
ძალიან იშვიათი
-
არახშირი
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრიდან
ეოზინოფილია
არახშირი*
-
-
აგრანულოციტოზი (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
-
აპლასტიური ანემია
-
ძალიან იშვიათი
-
პანციტოპენია
ძალიან იშვიათი
-
-
ლეიკოპენია
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
ნეიტროპენია (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
-
ჰემოლიზური ანემია
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
-
თრომბოციტოპენია (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
დარღვევები იმუნური სისტემის მხრიდან
ჰიპერმგრძნობელობა (უპირატესად დერმატოლოგიური ხასიათის რეაქცია სუბიექტებში ალერგიული და ასთმური რეაქციების მიმართ მიდრეკილებით)
-
ხშირი
ძალიან იშვიათი
ენდოკრინული დარღვევები
ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციის სინდრომი (SIADH)
იშვიათი
-
-
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები
ჰიპოგლიკემია (იხ. ნაწილები 4.4 და 4.5)
არახშირი*
-
-
ჰიპერკალიემია, შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ (იხ. ნაწილი 4.4)
არახშირი*
-
-
ჰიპონატრიემია (იხ. ნაწილი 4.4)
არახშირი*
უცნობია
-
ჰიპერკალციემია
-
ძალიან იშვიათი
-
ჰიპოკალიემია (იხ. ნაწილი 4.4)
-
ხშირი
-
ჰიპოქლორემია
-
იშვიათი
-
ჰიპომაგნიემია
-
იშვიათი
-
ფსიქიკის დარღვევები
უძილობა
-
-
არახშირი
ხასიათის ცვლილება
არახშირი
-
არახშირი
დეპრესია
არახშირიშ
-
არახშირი
ძილის დარღვევა
არახშირი
-
-
არეული ცნობიერება
ძალიან იშვიათი
-
იშვიათი
დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან
თავბრუსხვევა
ხშირი
-
ხშირი
თავის ტკივილი
ხშირი
იშვიათი
ხშირი
ტრემორი
-
-
არახშირი
ჰიპოსთეზია
-
-
არახშირი
პარესთეზია
ხშირი
იშვიათი
არახშირი
ჰიპერტონია
-
-
ძალიან იშვიათი
პერიფერიული ნეიროპათია
-
-
ძალიან იშვიათი
ექსტრაპირამიდული აშლილობები
-
-
უცნობია
დისგევზია
ხშირი
-
არახშირი
ძილიანობა
არახშირი*
-
ხშირი
გულყრის მდგომარეობა
არახშირი*
უცნობია
არახშირი
ინსულტი, შესაძლებელია მეორადი, გამოხატული ჰიპოტენზიის ფონზე პაციენტებში მაღალი რისკით (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
-
-
ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარების რისკი ღვიძლის უკმარისობის დროს (იხ. ნაწილები 4.3 და 4.4)
-
უცნობია
-
დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან
მხედველობის დარღვევა
ხშირი
უცნობია
ხშირი
მიოპათია (იხ. ნაწილი 4.4)
-
უცნობია
-
არამახვილი მხედველობა
-
უცნობია
-
მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომა
-
უცნობია
-
ქორიოიდალური გამონადენი
-
უცნობია
-
დარღვევები სმენის ორგანოების და ლაბირინთის მხრიდან
თავბრუსხვევა
ხშირი
იშვიათი
-
ტინიტუსი
ხშირი
-
არახშირი
დარღვევები გულის მხრიდან
პალპიტაცია
არახშირი*
-
ხშირი
ტაქიკარდია
არახშირი*
-
არახშირი
სტენოკარდია (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
-
-
არითმია (მათ შორის, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მოციმციმე არითმია)
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
არახშირი
მიოკარდის ინფარქტი, შესაძლებელია იყოს მეორადი ჭარბი ჰიპოტენზიის შედეგად მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
-
ძალიან იშვიათი
პირუეტული ტაქიკარდია (შესაძლებელია ლეტალური შედეგით) (იხ. ნაწილები 4.4 და 4.5)
-
უცნობია
-
დარღვევები სისხლძარღვების მხრიდან
წამოხურება
იშვიათი
-
ხშირი
ჰიპოტენზია (და ჰიპოტენზიასთან დაკავშირებული ეფექტები) (იხ. ნაწილი 4.4)
ხშირი
ძალიან იშვიათი
არახშირი
ვასკულიტი
არახშირი*
-
ძალიან იშვიათი
რეინოს ფენომენი
უცობია
-
-
დარღვევები სუნთქვის სისტემის, მკერდის უჯრედის ორგანოების და შუასაყრის მხრიდან
ხველა (იხ. ნაწილი 4.4)
ხშირი
-
არახშირი
დისპნოე
ხშირი
-
ხშირი
ბრონქოსპაზმი
არახშირი
-
-
ეოზინოფილური პნევმონია
ძალიან იშვიათი
-
-
კუჭ-ნაწლავის დარღვევები
ტკივილი მუცელში
ხშირი
ხშირი
ყაბზობა
ხშირი
იშვიათი
ხშირი
დიარეა
ხშირი
-
ხშირი
დისპეფსია
ხშირი
-
ხშირი
გულისრევა
ხშირი
იშვიათი
ხშირი
ღებინება
ხშირი
არახშირი
არახშირი
პირის სიმშრალე
არახშირი
იშვიათი
არახშირი
პანკრეატიტი
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
გასტრიტი
-
-
ძალიან იშვიათი
ღრძილების ჰიპერპლაზია
-
-
ძალიან იშვიათი
დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრიდან
ჰეპატიტი (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
უცნობია
ძალიან იშვიათი
სიყვითლე
-
-
ძალიან იშვიათი
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
-
ძალიან იშვიათი
-
დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან
ქვინკეს შეშუპება
-
-
ძალიან იშვიათი
ანგიონევროზული შეშუპება (იხ. ნაწილი 4.4)
არახშირი
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
ქავილი
ხშირი
-
არახშირი
გამონაყარი
ხშირი
-
არახშირი
მაკულოპაპულოზური გამონაყარი
-
ხშირი
-
ჭინჭრის ციება (იხ. ნაწილი 4.4)
არახშირი
ძალიან იშვიათი
არახშირი
ეგზანთემა
-
-
არახშირი
ალოპეცია
-
-
არახშირი
პურპურა
-
არახშირი
არახშირი
კანის ფერის შეცვლა
-
-
არახშირი
ჰიპერჰიდროზი
არახშირი
-
არახშირი
ფოტომგრძნობელობის რეაქცია
არახშირი*
უცნობია
ძალიან იშვიათი
პემფიგოიდი
არახშირი*
-
-
ფსორიაზის გამწვავება
იშვიათი*
-
-
მულტიფორმული ერითემა
ძალიან იშვიათი
-
ძალიან იშვიათი
ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი
-
ძალიან იშვიათი
უცნობია
ექსფოლიაზური დერმატიტი
-
-
ძალიან იშვიათი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი
-
ძალიან იშვიათი
ძალიან იშვიათი
დარღვევები კუნთების, ჩონჩხის და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან
კუნთების სპაზმი
ხშირი
უცნობია
ხშირი
კოჭის შეშუპება
-
-
ხშირი
ანამნეზში მწვავე დისემინირებული წითელი მგლურას შესაძლო გაუარესება
-
უცნობია
-
ართრალგია
არახშირი*
-
არახშირი
მიალგია
არახშირი*
-
არახშირი
კუნთების სისუსტე
-
უცნობია
-
რაბდომიოლიზი
-
უცნობია
-
ტკივილი ზურგში
-
-
არახშირი
დარღვევები თირკმელების და საშარდე გზების მხრიდან
თირკმელების უკმარისობა
არახშირი
-
-
თირკმელების მწვავე უკმარისობა
იშვიათი
ძალიან იშვიათი
-
შარდვის მტკივნეული მოთხოვნილება, ნიქტურია, გახშირებული შარდვა
-
-
არახშირი
ანურია/ოლიგურია
იშვიათი
-
-
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრიდან
ერექციული დისფუნქცია
არახშირი
არახშირი
არახშირი
გინეკომასტია
-
-
არახშირი
ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას
ასთენია
ხშირი
-
ხშირი
ტკივილი მკერდის უჯრედში
არახშირი*
-
არახშირი
ტკივილის შეგრძნებები
-
-
არახშირი
ზოგადი შეუძლოდ ყოფნის შეგძნება
არახშირი*
-
არახშირი
პერიფერიული შეშუპება
არახშირი*
-
ძალიან ხშირი
სხეულის ტემპერატურის მატება
არახშირი*
-
-
პათოლოგიური დაღლა
-
იშვიათი
ხშირი
ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები
შარდოვანას დონის მატება სისხლში
არახშირი*
-
-
კრეატინინის დონის მატება სისხლში
არახშირი*
-
-
ბილირუბინის დონის მატება
იშვიათი
-
-
ღვიძლის ფერმენტების დონის მატება
იშვიათი
უცნობია
ძალიან იშვიათი**
ჰემოგლობინის დონის დაწევა, ჰემატოკრიტის დონის დაწევა (იხ. ნაწილი 4.4)
ძალიან იშვიათი
-
-
გლუკოზის დონის მატება სისხლში
-
უცნობია
ძალიან იშვიათი
შარდმჟავას დონის მატება სისხლში
-
უცნობია
-
QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე (იხ. ნაწილები 4.4 და 4.5)
-
უცნობია
-
სხეულის წონის მატება, სხეულის წონის კლება
-
-
არახშირი
ტრავმები, ინტოქსიკაციები და პროცედურების გართულებები
დაცემა
არახშირი*
-
-
- სიხშირე, რომელიც დაანგარიშებულია არასასურველი მოვლენების კლინიკური კვლევების საფუძველზე მიღებული სპონტანური შეტყობინებებით.
- *ძირითადად ქოლესტაზთან დაკავშირებით
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
II და III ფაზის კლინიკურ კვლევებში, რომლებშიც შედარებული იქნა ინდაპამიდის 1,5 მგ და 2,5 მგ დოზები, პლაზმური კალიუმის ანალიზმა აჩვენა ინდაპამიდის დოზადამოკიდებული ეფექტები:
- ინდაპამიდი 1,5 მგ: სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია <3,4 მმოლ/ლ აღინიშნა პაციენტების 10%-ში და < 3,2 მმოლ/ლ პაციენტთა 4%-ში 4-6 კვირის მკურნალობის შემდეგ. 12 კვირის მკურნალობის შემდეგ სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის ვარდნის საშუალო მნიშვნელობა იყო 0,23 მმოლ/ლ;
- ინდაპამიდი 2,5 მგ: სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაცია <3,4 მმოლ/ლ აღინიშნა პაციენტების 25%-ში და < 3,2 მმოლ/ლ პაციენტთა 10%-ში 4-6 კვირის მკურნალობის შემდეგ. 12 კვირის შემდეგ მკურნალობისას, სისხლის პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციის ვარდნის საშუალო მნიშვნელობა იყო 0,41 მმოლ/ლ;
შეტყობინება სავარაუდო არასასურველი რაქციების შესახებ
სამკურნალო პრეპარატის ,,სარგებელი-რისკის“ თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია შეტყობინების გაგზავნა შესაძლო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო პრეპარატის რეგისტრაციის შემდეგ. სამედიცინო მუშაკებს ვთხოვთ გააგზავნონ შეტყობინება სამკურნალო პრეპარატის ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, არასასურველი რეაქციების შეტყობინების ნაციონალური სისტემის მეშვეობით.
ჭარბი დოზა
პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაცია
სიმპტომები
ყველაზე შესაძლო არასასურველი რეაქცია ჭარბი დოზის მიღების დროს არის ჰიპოტენზია და რეფლექტორული ტაჰიკარდია, ზოგჯერ გულისრევით, ღებინებით, კრუნჩხვებით, თავბრუსხვევით, ძილიანობით, არეული ცნობიერებით, ოლიგურიით, რომელიც შესაძლებელია გართულდეს ანურიამდე (ჰიპოვოლემიის განვითარების შედეგად). შესაძლებელია დაირღვეს წყალ-მარილოვანი ბალანსი (ნატრიუმის დაბალი დონე, კალიუმის დაბალი დონე).
მკურნალობა
თავდაპირველად საჭიროა პრეპარატის სწრაფი გამოყოფის უზრუნველყოფა კუჭის ამორეცხვის და/ან აქტივირებული ნახშირის მიღების გზით, შემდეგ საჭიროა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა სპეციალიზირებულ ცენტრში ნორმალურ მდგომარეობამდე.
გამოხატული ჰიპოტენზიის განვითარების დროს პაციენტი უნდა დაწვეს ზურგზე, დაბალზე მოთავსებული თავით. საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა განხორციელდეს იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარის ვენაში ინფუზია ან მოხდეს სხვა მეთოდით მოცირკულირე სითხის მოცულობის გაზრდა.
პერინდოპრილატი, პერინდოპრილის აქტიური ფორმა, ექვემდებარება დიალიზით გამოდევნას. ვინაიდან ამლოდიპინი ფლობს ცილებთან შეკავშირების მაღალ ხარისხს, დიალიზი ნაკლებად ეფექტური იქნება.
ამლოდიპინი
ამლოდიპინით განზრახ ჭარბი დოზის მიღების გამოცდილება ადამიანებში შეზღუდულია.
სიმპტომები
ხელმისაწვდომი მონაცემები მოწმობენ, რომ ამლოდიპინით ძლიერმა ჭარბა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს ჭარბი პერიფერიული ვაზოდილატაცია და შესაძლო რეფლექტორული ტაქიკარდია. აღწერილია მძიმე და მდგრადი არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევები, მათ შორის შოკის განვითარებით და ლეტალური შედეგით.
იშვიათად იყო შეტყობინებები ამლოდიპინის ჭარბი დოზის შედეგად ფილტვების არაკარდიოგენული შეშუპპების შესახებ, რომელიც შეიძლება დაგვიანებული დაწყებით გამოვლინდეს (შიგნით მიღებიდან 24-48 საათში) და ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას საჭიროებს. პერფუზიისა და გულის წუთმოცულობის შესანარჩუნებლად ადრეული რეანიმაციული ღონისძიებები (სითხით გადატვირთვის ჩათვლით) შეიძლება მაპროვოცირებელი ფაქტორები აღმოჩნდეს.
მკურნალობა
ამლოდიპინით ჭარბ დოზასთან დაკავშირებული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ მხარდაჭერას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან, რაც მოიცავს გულის და სუნთქვის ფუნქციის ხშირ მონიტორინგს, კიდურების მაღლა აწევას, მოცირკულირე სითხის მოცულობის და შარდვის კონტროლს.
ვაზოკონსტრიქტორის გამოყენება შესაძლებელია სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად, იმ პირობით, რომ არ არის მათი გამოყენების უკუჩვენება. კალციუმის გლუკონატის ვენაში შეყვანა შესაძლებელია სასარგებლო იყოს კალციუმის არხების ბლოკადის შედეგების აღმოსაფხვრელად.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესება კუჭის ამორეცხვით. ნაჩვენები იყო, რომ ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის გამოყენება ამლოდიპინის 10 მგ გამოყენებიდან 2 საათამდე დროის მონაკვეთში იწვევდა ამლოდიპინის აბსორბციის სიჩქარის შემცირებას.
ვინაიდან ამლოდიპინი ფლობს ცილებთან შეერთების მაღალ ხარისხს, დიალიზი ნაკლებად ეფექტური იქნება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, აგფ ინჰიბიტორები, სხვა კომბინაციები; კოდი ათქ: C09BX01.
პრეპარატი კო-ამლესა არის პერინდოპრილის ტრეტ-ბუთილამინის მარილის - ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის, ინდაპამიდის - ქლორსულფამოილის დიურეზულის და ამლოდიპინის - კალციუმის ანტაგონისტის კომბინაცია. მისი ფარმაკოლოგიური თვისებები დაფუძნებულია თითოეული კომპონენტის თვისებებზე, დამატებით იმ თვისებებთან, რომელიც განპირობებულია სამივე აქტიური ნივთიერების ადიტიური სინერგული მოქმედებით.
მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური თვისებები
პერინდოპრილი
პერინდოპრილი არის ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი (აგფ), რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ს ანგიოტენზინ II-ად (სისხლძარღვთა შემავიწროებელი ნივთიერება); გარდა ამისა, ფერმენტი ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქით ალდოსტერონის სეკრეციას და ბრადიკინინის დაშლას (სისხლძარღვთა გამაფართოებელი ნივთიერება) არააქტიურ ჰეპტაპეპტიდებად.
ეს იწვევს:
ალდოსტერონის სეკრეციის შემცირებას,
რენინის აქტივობის მატებას სისხლის პლაზმაში, მაშინ, როცა ალდოსტერონი არ ავლენს ნეგატიურ მოქმედებას,
საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას კუნთების და თირკმელების სისხლძარღვებზე უპირატესი ზემოქმედების შედეგად. ამასთან, არ ვლინდება წყლის და მარილების შეკავება და რეფლექტორული ტაქიკარდია ხანგრძლივი მკურნალობისას.
პერინდოპრილი ასევე ამცირებს არტერიული წნევის დონეს პაციენტებში რენინის ნორმალური და დაბალი დონით სისხლის პლაზმაში.
პერინდოპრილი მოქმედებს თავისი აქტიური მეტაბოლიტით პერინდოპრილატით. სხვა მეტაბოლიტები არააქტიურები არიან.
პერინდოპრილი ამცირებს დატვირთვას გულზე შემდეგი გზით:
ვაზოდილატაციური მოქმედება ვენებზე, შესაძლებელია პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში ცვლილების შედეგად: პრედატვირთვის შემცირება,
საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირება: პოსტდატვრითვის შემცირება გულზე.
გულის უკმარისობის მქონე პაციენტების კვლევისას დადგინდა:
მარცხენა და მარჯვენა პარკუჭების შევსების წნევის დაწევა,
საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირება,
გულის გამოტყორცნის გაზრდა და გულის ინდექსის გაუმჯობესება,
რეგიონული სისხლდინების მატება კუნთებში.
დატვირთვის ტესტების შედეგები ასევე მოწმობენ მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე.
ინდაპამიდი
ინდაპამიდი - სულფონამიდური დიურეზული საშუალება ინდოლის რგოლით, ფარმაკოლოგიურად ენათესავება თიაზიდურ დიურეტიკებს. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის რეაბსორბციას თირკმელების კორტიკალურ სეგმენტში. ეს ზრდის ნატრიუმის და ქლორიდების გამოყოფას შარდით და ნაკლები ხარისხით - კალიუმის და მაგნიუმის გამოყოფას, შედეგად იზრდება დიურეზი და ვლინდება ჰიპოტენზიური ეფექტი.
ამლოდიპინი
ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი და აინჰიბირებს კალციუმის იონების მიწოდებას გულის და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტის მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე პირდაპირი რელაქსაციური მოქმედებით. ზუსტი მექანიზმი, რომლის დახმარებით ამლოდიპინი ამსუბუქებს სტენოკარდიას, სრულად არ არის დადგენილი, მაგრამ განისაზღვრება შემდეგი ორი მოქმედებით:
ამლოდიპინი აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს და ამით ამცირებს საერთო პერიფერიულ წინააღმდეგობას (პოსტდატვირთვა) გულისთვის. გულის ასეთი განტვირთვა ამცირებს მიოკარდით ენერგიის მოხმარების და ჟანგბადის მოთხოვნილებას.
ამლოდიპინის მოქმედების მექანიზმი შესაძლებელია ასევე დაკავშირებული იყოს ძირითადი კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოებასთან. ასეთი გაფართოება ზრდის მიოკარდში ჟანგბადის მიწოდებას პაციენტებში ვაზოსპასტური სტენოკარდიის შეტევით.
არტერიული ჰიპერტენზიის დროს, ერთჯერადი დოზა უზრუნველყოფს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას (მწოლიარე და მდგომარე მდგომარეობაში) 24 საათის განმავლობაში.
პაციენტებში სტენოკარდიით ამლოდიპინის დღეში ერთჯერ მიღება ახანგრძლივებს ფიზიკური დატვირთვის შესრულების საერთო დროს, პერიოდს სტენოკარდიის დაწყებამდე და დროს ST სეგმენტის დეპრესიის განვითარებამდე 1 მმ-ით. ამლოდიპინი ამცირებს სტენოკარდიის შეტევების სიხშირეს და გლიცერინის ტრინიტრატის ტაბლეტების მოხმარების საჭიროებას.
ამლოდიპინი არ იწვევს არასასურველ მეტაბოლურ ეფექტებს ან შრატის ლიპიდების დონის ცვლილებას, მისი გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში ასთმით და პოდაგრით.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
პერინდოპრილი
პერინდოპრილი ეფექტურია ნებისმიერი ხარისხის ჰიპერტენზიის სამკურნალოდ: მსუბუქიდან ზომიერ ან მძიმე ხარისხამდე. მწოლიარე და ფეხზე მდგომ პირობებში ვლინდება სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევის დაწევა მწოლიარე და მდგომიარე მდგომარეობაში.
ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული აქტივობა მაქსიმალურია პრეპარატის მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ნარჩენი ბლოკირების მაღალი ხარისხი ვლინდება 24 საათის შემდეგ (დაახლოებით 80%-ით).
პაციენტებში, რომლებიც პასუხობენ მკურნალობაზე, არტერიული წნევა ნორმალურ მაჩვენებელს აღწევს მკურნალობის ერთი თვის შემდეგ ტაქიფილაქსიის განვითარების გარეშე.
მკურნალობის შეწყვეტა არ მოქმედებს ჰიპერტენზიაზე.
პერინდოპრილს გააჩნია სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება, აღადგენს ძირითადი არტერიული სისხლძარღვების ელასტიურობას, ახდენს რეზისტენტული არტერიების ჰისტომორფომეტრული ცვლილებების კორექციას და ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.
თიაზიდური დიურეტიკის დამატება იწვევს ადიტიურ სინერგიულ მოქმედებას.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორის კომბინაცია თიაზიდურ დიურეტიკთან ამცირებს ჰიპოკალიემიის განვითარების რისკს, რომელიც დაკავშირებულია ცალკე დიურეზულების მიღებასთან.
რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (რაას) ორმაგი ბლოკადა, კლინიკური მონაცემები:
ორ მსხვილ რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევაში (ONTARGET (ONgoing Telmisartan Alone and in combination with Ramipril Global Endpoint Trial [საერთაშორისო კვლევა, რომელიც მიმართულია თელმისარტანით მონოთერაპიის და რამიპრილთან კომბინაციის შესადარებლად, საბოლოო წერტილის გათვალისწინებით]) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes [ნეფროპათიის კვლევა შაქრიანი დიაბეტის დროს, ჩატარებული ვეტერანთა საქმის აშშ დეპარტამენტით]) შესწავლილი იყო აგფ ინჰიბიტორების ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებთან კომბინაცია.
ONTARGET კვლევა ტარდებოდა პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულარული დაავადებების ანამნეზით ან 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, რომელსაც თან ახლდა სამიზნე ორგანოების იშემიური დაზიანების ნიშნები.
VA NEPHRON-D კვლევა ტარდებოდა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის და დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში. მონოთერაპიასთან შედარებით მოცემულ კვლევებს არ გამოუვლენიათ მნიშვნელოვანი დადებითი მოქმედება თირკმელების და (ან) გულ-სისხლძარღვოვანი გართულებების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე, ამასთან, ვლინდებოდა ჰიპერკალიემიის, თირკმელების მწვავე უკმარისობის და (ან) ჰიპოტენზიის განვითარების მომატებული რისკი. მითითებული შედეგები ასევე მნიშვნელოვანია სხვა აგფ ინჰიბიტორებისთვის და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის, მათი ფარმაკოდინამიკური თვისებების მსგავსების გათვალისწინებით.
შესაბამისად, არ უნდა მოხდეს აგფ ინჰიბიტორების და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების ერთდროული გამოყენება დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.
ALTITUDE (Aliskiren Trial in Type 2 Diabetes Using Cardiovascular and Renal Disease Endpoints [ალისკირენის გამოყენების კვლევა შაქრიანი დიაბეტის დროს გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებების სახით საბოლოო წერტილების გამოყენებით]), კვლევის მიზანი იყო აგფ ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებით სტანდარტულ თერაპიასთან ალისკირენის დამატების უპირატესობის შეფასება 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის, ასევე თირკმელების ქრონიკული დაავადებების და (ან) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში. კვლევა შეწყდა ვადამდე არასასურველი შედეგების განვითარების მომატებული რისკის გამო. პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, სიკვდილობა გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევების და ინსულტის მიზეზით უფრო ხშირად ვითარდებოდა ალისკირენის ჯგუფში (რაოდენობრივად), ამასთან, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით, არასასურველი მოვლენები და სერიოზული არასასურველი მოვლენები, რომლებიც იყვნენ საინტერესო (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმელების ფუნქციის დარღვევა) უფრო ხშირად დარეგისტრირებული იყო ალისკირენის ჯგუფში.
ინდაპამიდი
ინდაპამიდი მონოთერაპიის სახით ფლობს ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას, რომელიც გრძელდება 24 საათი. აღნიშნული ეფექტი ვლინდება დოზის მიღებისას, რომლის დროს დიურეზული თვისებები მინიმალურია.
მისი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება არის სისხლძარღვების კედლების ელასტიურობის გაუმჯობესების და საერთო და არტერიოლური პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების პროპორციული.
ინდაპამიდი ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას.
თიაზიდური და თიაზიდის მსგავსი დიურეზულების დოზების გადაჭარბებისას, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აღწევს პლატოს, ხოლო გვერდითი ეფექტები მატილობს. თუ მკურნალობა არაეფექტურია, პრეპარატის დოზის გაზრდა არ უნდა მოხდეს.
გარდა ამისა, დადგენილი იყო, რომ ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივაში, პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, ინდაპამიდი:
არ მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე: ტრიგლიცერიდები, დსლპ-ქოლესტერინი და მსლპ-ქოლესტერინი;
არ მოქმედებს ნახშირწყლების ცვლაზე ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით.
ამლოდიპინი
გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის ანტიჰიპერტენზიული და ჰიპოლიპიდემიური თერაპია (ALLHAT Trial) ჩატარებული იყო უფრო ახალი სამკურნალო თერაპიის (ამლოდიპინი ან აგფ ინჰიბიტორი პირველი ხაზის პრეპარატის სახით) თიაზიდური დიურეტიკებით თერაპიასთან შედარების მიზნით, პაციენტებში მსუბუქი და ზომიერი ხარისხის ჰიპერტენზიით. კვლევებს არ გამოუვლენიათ მნიშვნელოვანი სხვაობა გულ-სისხლძარღვთა შედეგებში ამლოდიპინის საფუძველზე ჩატარებულ თერაპიასა და თიაზიდური დიურეზულების საფუძველზე ჩატარებულ თერაპიას შორის.
პერინდოპრილი/ინდაპამიდი
პაციენტებში არტერიული ჰიპერტენზიით, ასაკის მიუხედავად, პერინდოპრილი/ ინდაპამიდი ავლენს დოზადამოკიდებულ ანტიჰიპერტენზიულ მოქმედებას დიასტოლურ და სისტოლურ არტერიულ წნევაზე ზურგზე წოლის ან ფეხზე მდგომ პირობებში. ასეთი ანტიჰიპერტენზიული მოქმედება გრძელდება 24 საათი. არტერიული წნევის დაწევა მიიღწევა თვეზე ნაკლებ პერიოდში ტაქიფილაქსიის განვითარების გარეშე; მკურნალობის შეჩერების შემთხვევაში, არ ვლინდება მოხსნის ეფექტი. კლინიკური კვლევების ჩატარებისას დადგინდა, რომ პერინდოპრილის და ინდაპამიდის ერთდროული მიღება იწვევს სინერგიული ხასიათის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ცალ-ცალკე შეყვანილი თითოეული პრეპარატის მიმართ.
PICXEL კვლევის ჩატარებისას (მრავალცენტრული რანდომიზირებული ორმაგი ბრმა აქტიური კონტროლირებადი კვლევა) შეფასდა პერინდოპრილი/ინდაპამიდის კომბინაციის ზემოქმედება მპჰ-ზე ექოკარდიოგრაფიის ჩატარების გზით, ენალაპრილით მონოთერაპიასთან შედარებით.
PICXEL კვლევაში პაციენტები არტერიული ჰიპერტენზიით მპჰ-ით (განსაზღვრული მარცხენა პარკუჭის წონის ინდექსის სახით (მპწი))>120 გ/მ2 მამაკაცებში და >100 გ/მ2 ქალებში) რანდომიზირებულები იყვნენ ჯგუფებში პერინდოპრილ-ტრეტ-ბუთილამინი 2 მგ/ინდაპამიდი 0,625 მგ ან ენალაპრილი 10 მგ დღეში ერთჯერ მკურნალობის ერთი წლის განმავლობაში. დოზის კორექცია ხდებოდა არტერიული წნევის შესაბამისად, პერინდოპრილ-ტრეტ-ბუთილამინის 8 მგ და ინდაპამიდის 2,5 მგ ან ენალაპრილის 40 მგ დღეში ერთჯერ მიღებამდე. სუბიექტების მხოლოდ 34% იღებდა პერინდოპრილ-ტრეტ-ბუთილამინის 2 მგ/ინდაპამიდის 0,625 მგ (პაციენტების 20%-თან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ენალაპრილის 10 მგ-ს).
მკურნალობის დასრულებისას, მპწი მნიშვნელოვნად შემცირდა პერინდოპრილი/ ინდაპამიდის ჯგუფში (-10,1 გ/მ2) ენალაპრილის ჯგუფთან შედარებით (-1,1 გ/მ2) პაციენტების ყველა რანდომიზირებულ ჯგუფში. მპწი ცვლილების ჯგუფთაშორისმა სხვაობამ შეადგინა -8,3 (ნი 95% (-11,5, -5,0), p<0,0001).
მპწი საუკეთესო ეფექტი მიიღწეოდა პერინდოპრილი/ინდაპამიდის უფრო მაღალი დოზის დროს.
რაც შეეხება არტერიულ წნევას, შესაძლო საშუალო ჯგუფთაშორისმა სხვაობამ რანდომიზირებულ პოპულაციაში შეადგინა: სისტოლური არტერიული წნევის დაწევა 5,8 მმ ვ.წყ.სვ-ით (ნი 95% (-7,9, -3,7), p<0,0001) და დიასტოლური არტერიული წნევის დაწევა 2,3 მმ ვ.წყ.სვ-ით (ნი 95% (-3,6, -0,9), p=0,0004), პრეპარატი უფრო მეტად ეფექტური იყო პერინდოპრილი/ინდაპამიდის მიღების ჯგუფში.
ბავშვთა ასაკის პაციენტები
პერინდოპრილი/ინდაპამიდი
ბავშვებში პერინდოპრილი/ინდაპამიდის გამოყენების შესახებ ხელმისაწვდომი მონაცემები არ არის.
ამლოდიპინი
კვლევებში 6-დან 17 წლამდე ასაკის 268 ბავშვის მონაწილეობით, უპირატესად მეორადი არტერიული ჰიპერტენზიით, ამლოდიპინი 2,5 მგ და 5,0 მგ დოზით შედარებული იყო პლაცებოსთან. კვლევებმა აჩვენეს, რომ პლაცებოსთან შედარებით, ორივე დოზა მნიშვნელოვნად ამცირებდა სისტოლურ არტერიულ წნევას. დოზებს შორის სხვაობა არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
ამლოდიპინის ხანგრძლივი ეფექტი ზრდაზე, სქესობრივ მომწიფებაზე და საერთო განვითარებაზე არ არის შესწავლილი. ასევე არ არის დადგენილი ამლოდიპინით თერაპიის ხანგრლივი ეფექტი ბავშვთა ასაკში გულ-სისხლძარღვთა ავადობის და მომწიფებულ ასაკში სიკვდილიანობის შესამცირებლად.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პერინდოპრილი
აბსორბცია, ბიოტრანსფორმაცია
შიგნით მიღების შემდეგ, პერინდოპრილი სწრაფად შეიწოვება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 1 საათის განმავლობაში. პერინდოპრილის ნახევრადგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს 1 საათს.
ვინაიდან საკვების მიღება ამცირებს პერინდოპრილატად გარდაქმნას, და შესაბამისად, ბიოშეღწევადობასაც, პერინდოპრილის შიგნით მიღება უნდა მოხდეს ერთი ტაბლეტის სახით დღეში, დილით საკვების მიღებამდე.
განაწილება
შეუკავშირებელი პერინდოპრილატის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0,2 ლ/კგ. პერინდოპრილატის შეკავშირება პლაზმის ცილებთან, ძირითადად ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტთან, შეადგენს 20%-ს, და დამოკიდებულია კონცენტრაციაზე.
ბიოტრანსფორმაცია
პერინდოპრილი არის პროწამალი. პერინდოპრილის შეყვანილი დოზის ოცდაშვიდი პროცენტი შედის სისხლის მიმოქცევის სისტემაში პერინდოპრილატის აქტიური მეტაბოლიტის სახით. აქტიური პერინდოპრილატის გარდა, პერინდოპრილი ქმნის კიდევ ხუთ მეტაბოლიტს, მაგრამ ყველა მათგანი არააქტიურია. პერინდოპრილატის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 3-4 საათის განმავლობაში.
გამოყოფა
პერინდოპრილატი გამოიყოფა შარდით. შეუკავშირებელი ფრაქციის საბოლოო ნახევრად დაშლის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 17 საათს. წონასწორული მდგომარეობა მიიღწევა 4 დღის განმავლობაში.
წრფივობა / არაწრფივობა
დამტკიცებულია წრფივი დამოკიდებულება პერინდოპრილის დოზას და პლაზმაში მის შემცველობას შორის.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმული პაციენტები
პერინდოპრილატის გამოყოფა მცირდება ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის ან თირკმელების უკმარისობით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პრეპარატის დოზის კორექცია სასურველია თირკმელების უკმარისობის დროს, თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად (კრეატინინის კლირენსი).
დიალიზის ჩატარების შემთხვევაში
დიალიზის დროს პერინდოპრილატის კლირენსი შეადგენს 70 მლ/წთ.
ციროზი
პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება პაციენტებში ღვიძლის ციროზით: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი მცირდება ორჯერ. თუმცა, წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, შესაბამისად, დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).
ინდაპამიდი
შეწოვა
ინდაპამიდი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
პიკური დონე პლაზმაში მიიღწევა პრეპარატის შიგნით მიღებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ.
გადანაწილება
შეერთება პლაზმის ცილებთან შეადგენს 79%-ს.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 14-დან 24 საათამდე (საშუალოდ 18 საათი). განმეორებითი შეყვანა არ იწვევს ორგანიზმში დაგროვებას. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა შარდით (მიღებული დოზიდან 70%) და ფეკალიებით (22%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმელების უკმარისობით ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება.
ამლოდიპინი
აბსორბცია, განაწილება
პერორალური მიღებისას თერაპიული დოზებით ამლოდიპინი კარგად შეიწოვება და აღწევს პიკურ დონეს სისხლში პრეპარატის დოზის მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. დაანგარიშებული აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%. გადანაწილების მოცულობა უდრის დაახლოებით 21 ლ/კგ. საკვების მიღება არ მოქმედებს პრეპარატის ბიოშეღწევადობაზე. ამლოდიპინის in vitro კვლევებმა აჩვენეს, რომ სისტემურ სისხლის მიმოქცევაში არსებული პრეპარატის დაახლოებით 97,5% შეერთებულია სისხლის პლაზმის ცილებთან.
ბიოტრანსფორმაცია/გამოყოფა
პლაზმიდან ნახევრადგამოყოფის ტერმინალური პერიოდი შეადგენს 35-50 საათს და შეესაბამება დღეში ერთჯერ დოზირებას.
ამლოდიპინი მნიშვნელოვანი ხარისხით მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. შეყვანილი პრეპარატის დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა შარდით, 10% - შეუცვლელი სახით (ამლოდიპინის სახით).
ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ამლოდიპინის პიკური შრატისმიერი კონცენტრაციის მიღწევის დრო ერთნაირია ახალგაზრდა სუბიექტებში და ხანდაზმულ პაციენტებში. ხანდაზმულ პაციენტებში ამლოდიპინის კლირენსს აქვს შემცირების ტენდენცია, ფართი მრუდის ქვეშ (AUC) და ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდის შემდგომი მატებით. პრეპარატის მიღების რეკომენდებული სქემა ხანდაზმული პაციენტებისთვის ისეთივეა, თუმცა დოზის მატება უნდა მოხდეს სიფრთხილის ზომების დაცვით.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა
ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკა უცვლელია პაციენტებში თირკმელების უკმარისობით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
პერინდოპრილის კინეტიკა იცვლება პაციენტებში ღვიძლის ციროზით: საწყისი მოლეკულის ღვიძლისმიერი კლირენსი მცირდება ორჯერ. თუმცა, წარმოქმნილი პერინდოპრილატის რაოდენობა არ მცირდება, შესაბამისად, დოზის კორექცია არ არის საჭირო (იხ. ნაწილები 4.2 და 4.4).
კალციუმის ანტაგონისტების გამოყენების მსგავსად, ამლოდიპინის ნაწილობრივად გამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით.
ბავშვთა ასაკის პაციენტები
ფკ პოპულაციური კვლევა ჩატარებული იყო ჰიპერტენზიის მქონე 12 თვიდან 17 წლამდე ასაკის 74 ბავშვში (34 პაციენტი 6-12 წლის და 28 პაციენტი 13-17 წლის ასაკის), რომლებიც ამლოდიპინს იღებდნენ 1,25 მგ-დან 20 მგ-მდე დოზირებით დღეში ერთჯერ ან ორჯერ. 6-12 წლის ბავშვებში და 13-17 წლის მოზარდებში ტიპიური კლირენსი პრეპარატის შიგნით მიღებისას (CL/F) შეადგენდა 22,5 და 27,4 ლ/სთ შესაბამისად მამრობითი სქესის და 16,4 და 21,3 ლ/სთ შესაბამისად მდედრობითი სქესის პირებში. გამოვლინდა ზემოქმედების დიდი ცვალებადობა ცალკეულ პაციენტებს შორის. 6 წლამდე ასაკის ბავშვების მონაცემები შეზღუდულია.
- 2 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
პერინდოპრილი
ხანგრძლივი ტოქსიკურობის კვლევებში პრეპარატის შიგნით მიღებისას (ვირთხებში და მაიმუნებში) სამიზნე ორგანო არის თირკმელი, შექცევადი დაზიანებით.
In vitro და in vivo კვლევებში მუტაგენობა არ გამოვლენილა.
რეპროდუქციული ტოქსიკოლოგიის კვლევებში (ვირთაგვები, თაგვები, ბოცვრები და მაიმუნები) ემბრიოტოქსიკურობის ან ტერატოგენობის ნიშნები არ გამოვლენილა. თუმცა დადგენილი იყო, რომ ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები, როგორც კლასი, იწვევენ არასასურველ მოქმედებას ნაყოფის მოგვიანებით განვითარებაზე, რაც იწვევს ნაყოფის სიკვდილს და თანდაყოლილ დეფექტებს მღრღნელებში და ბოცვრებში: ვლინდება თირკმელების დაზიანება და პერი- და პოსტნატალური სიკვდილიანობის მატება. ვირთაგვებზე და თაგვებზე ჩატარებულ ხანგრძლივ კვლევებში კანცეროგენობის ნიშნები არ გამოვლენილა.
ინდაპამიდი
ყველაზე მაღალი დოზების სხვადასხვა სახეობის ცხოველში შიგნით შეყვანისას (თერაპიულ დოზაზე 40-8000-ჯერ მეტი) ვლინდებოდა ინდაპამიდის დიურეზული თვისებების გამწვავება. მოწამვლის ძირითადი სიმპტომები ინდაპამიდით მწვავე ტოქსიკურობის კვლევის ჩატარების დროს, რომლის შეყვანა ხდებოდა ვენაში ან მუცლის ღრუში, დაკავშირებული იყო ინდაპამიდის ფარმაკოლოგიურ მოქმედებასთან, ანუ, ბრადიპნოეს და პერიფერიული ვაზოდილატაციის განვითარებასთან.
კვლევის ჩატარებისას დადგინდა, რომ ინდაპამიდი არ ავლენს მუტაგენურ და კანცეროგენულ თვისებებს.
პერინდოპრილი/ინდაპამიდი
რეპროდუქციული ტოქსიკოლოგიის კვლევებში ემბრიოტოქსიურობის ან ტერატოგენურობის მტკიცებულება არ იქნა გამოვლენილი. ასევე არ დაფიქსირებულა ფერტილობის გაუარესება.
ამლოდიპინი
ვირთაგვების და თაგვების რეპროდუქციულმა კვლევებმა აჩვენეს მშობიარობის თარიღის გადავადება, ხანგრძლივი მშობიარობა და ახალშობილების შემცირებული სიცოცხლისუნარიანობა დოზირებისას, რომელიც დაახლოებით 50-ჯერ აღემატება ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას, მგ/კგ საფუძველზე.
არ გამოვლენილა ზემოქმედება ფერტილობაზე ვირთხებზე, რომლებიც ამლოდიპინს იღებდნენ (მამრები 64 დღის, მდედრები 14 დღის განმავლობაში შეჯვარებამდე) დღეში 10 მგ/კგ-მდე დოზით (ადამიანისთვის რეკომენდებული დოზაზე 8-ჯერ* მეტი 10 მგ მგ/მ2-ზე საფუძველზე). სხვა კვლევაში, რომელშიც მამრ ვირთხებში ამლოდიპინის ბესილატი შეიყვანებოდა 30 დღის განმავლობაში დოზით, რომელიც უტოლდებოდა ადამიანის დოზას მგ/კგ-ზე საფუძველზე, აღმოჩენილი იყო ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და ტესტოსტერონის პლაზმისმიერი დონის შემცირება, ასევე სპერმის სიმკვრივის და მწიფე სპერმატიდების და სერტოლის უჯრედების რაოდენობის შემცირება.
ვირთხებში და თაგვებში, რომლებიც ამლოდიპინს იღებდნენ რაციონში ორი წლის განმავლობაში, კონცენტრაციით, რომელიც გათვლილი იყო 0,5, 1,25 და 2,5 მგ/კგ/დღეში სადღეღამისო დოზის დონის უზრუნველყოფის მიზნით, კანცეროგენობის რაიმე ნიშანი არ გამოვლენილა. ყველაზე მაღალი დოზა მიახლოებული იყო მაქსიმალურ ამტან დოზასთან თაგვებისთვის, მაგრამ არა ვირთხებისთვის (თაგვებისთვის - მიახლოებული რეკომენდებულ კლინიკურ დოზასთან 10 მგ მგ/მ2 საფუძველზე, ვირთაგვებში - მასზე ორჯერ* მეტი). მუტაგენობის კვლევების შედეგებში არ გამოვლენილა სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული დეფექტები არც გენების, და არც …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ფურცელ-ჩანართი - ინფორმაცია მომხმარებლისთვის
კო-ამლესა ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ
კო-ამლესა ტაბლეტები 4 მგ/5 მგ/1,25 მგ
კო-ამლესა ტაბლეტები 4 მგ/10 მგ/1,25 მგ
კო-ამლესა ტაბლეტები 8 მგ/5 მგ/2,5 მგ
კო-ამლესა ტაბლეტები 8 მგ/10 მგ/2,5 მგ
პერინდოპრილი/ამლოდიპინი/ინდაპამიდი
პრეპარატის მიღებამდე სრულად წაიკითხეთ ფურცელ-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა.
დამატებითი კითხვებით მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების სიმპტომები არის თქვენი სიმპტომების მსგავსი. ეს შესაძლოა საზიანო იყოს მათთვის.
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. მითითებული რეკომენდაცია ეხება ნებისმიერ არასასურველ რეაქციას, მათ შორის ისეთსაც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ფურცელ-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართის შინაარსი:
- რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ამლესა და რისთვის გამოიყენება
- რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-ამლესას მიღებამდე
- პრეპარატი კო-ამლესას მიღების წესი
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
- პრეპარატი კო-ამლესას შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
- რას წარმოადგენს პრეპარატი კო-ამლესა და რისთვის გამოიყენება
პრეპარატი კო-ამლესა ნაჩვენებია მომატებული არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სამივე აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) კონტროლს. პაციენტებმა, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალკე ტაბლეტების სახით, მათ ნაცვლად შეიძლება მიიღონ პრეპარატი კო-ამლესას ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს სამივე კომპონენტს.
პრეპარატი კო-ამლესა წარმოადგენს სამი აქტიური კომპონენტის კომბინაციას: პერინდოპრილი, ინდაპამიდი და ამლოდიპინი. პერინდოპრილი არის აგფ (ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის) ინჰიბიტორი. ამლოდიპინი არის კალციუმის ანტაგონისტი (რომელიც მიეკუთვნება სამკურნალო პრეპარატების კლასს, რომლებსაც ეწოდებათ დიჰიდროპირიდინები). ინდაპამიდი არის დიურეზული საშუალება.
პაციენტებში მაღალი არტერიული წნევით პერინდოპრილი და ამლოდიპინი მოქმედებენ სისხლძარღვების გაფართოების გზით, შედეგად სისხლი უფრო მარტივად მოძრაობს სისხლძარღვებში. ინდაპამიდი ზრდის თირკმელებით გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თითოეული აქტიური ინგრედიენტი ამცირებს არტერიულ წნევას, სამივე ერთად იძლევა არტერიული წნევის კონტროლის საშუალებას.
- რისი ცოდნა არის საჭირო პრეპარატ კო-ამლესას მიღებამდე
არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა:
თუ გაქვთ ალერგია პერინდოპრილის ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ინდაპამიდის ან სხვა ნებისმიერი სულფონამიდის, ამლოდიპინის ბესილატის ან სხვა ნებისმიერი დიჰიდროპირიდინის ან პრეპარატი კო-ამლესას სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში),
ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება,
თუ წარსულში აგფ სხვა ინჰიბიტორების მიღებისას გქონიათ ინტენსიური ქავილი ან ფართო გამონაყარი კანზე, ან თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს მითითებული სიმპტომები გქონიათ სხვა გარემოების დროს (ანგიონევროზული შეშუპება),
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება),
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები),
თუ გაქვთ თირკმლის მძიმე დაავადება, რომლის დროსაც შემცირებულია თირკმელებში სისხლის მიწოდება (თირკმლის არტერიის სტენოზი). კო-ამლესა 8 მგ/5 მგ/2,5 მგ და 8 მგ/10 მგ/2,5 მგ ტაბლეტების გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელების მძიმე და ზომიერი ხარისხის დაავადების დროს,
თუ გიტარდებათ დიალიზი ან სხვა ნებისმიერი ტიპის სისხლის ფილტრაცია. გამოყენებული ტექნოლოგიის მიხედვით, პრეპარატი კო-ამლესა შესაძლებელია არ იყოს თქვენთვის შესაფერისი,
თუ გაქვთ კალიუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში,
თუ ეჭვობთ, რომ გაქვთ არანამკურნალევი გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (სითხის ძლიერი შეკავება, სუნთქვის გაძნელება),
თუ თქვენ გაქვთ კარდიოგენული შოკი (როცა გულს არ შეუძლია ორგანიზმს მიაწოდოს საკმარისი რაოდენობით სისხლი), აორტის სტენოზი (გულიდან გამავალი ძირითადი სისხლძარღვების შევიწროება) ან არასტაბილური სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, რომელიც შესაძლებელია განვითარდეს მოსვენებულ მდგომარეობაშიც),
თუ თქვენ გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ძლიერი ჰიპოტენზია),
თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა (გულს არ შეუძლია სისხლის საკმარისი რაოდენობით გადატუმბვა, რაც იწვევს ქოშინს ან პერიფერიულ შეშუპებას, როგორიც არის ფეხების შეშუპება, ტერფების და კოჭის შეშუპება) გულის მწვავე შეტევის შემდეგ,
თუ თქვენ ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (პრეპარატი კო-ამლესას მიღება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადებზეც - იხ. ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“),
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან თირკმელების ფუნქციის დარღვევა და თქვენ იღებთ ალისკირენის შემცველ წნევის დასაწევ პრეპარატს,
თუ თქვენ იღებდით ან იღებთ საკუბიტრილს/ვალსარტანს, სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც გამოიყენება გულის ქრონიკული (ხანგრძლივი) უკმარისობის სამკურნალოდ მოზრდილებში, იზრდება ანგიონევროზული შეშუპების (ყელის მიდამოში სწრაფი შეშუპების) განვითარების რისკი.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
მიმართეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს პრეპარატი კო-ამლესას მიღების დაწყებამდე:
თუ ახლო წარსულში გქონდათ გულის შეტევა,
თუ თქვენ გაქვთ აორტის სტენოზი (გულიდან გამავალი ძირითადი სისხლძარღვის შევიწროება) ან ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (არტერიის სტენოზი, რომელიც ამარაგებს თირკმელს სისხლით),
თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა ან,
გულთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა პრობლემა,
თუ თქვენ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები ან გიტარდებათ დიალიზი,
თუ თქვენ გაქვთ არტერიული წნევის გამოხატული მატება (ჰიპერტონიული კრიზი),
თუ თქვენ გაქვთ კუნთების ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ტკივილი კუნთებში, ტკივილი ზეწოლისას, კუნთების სისუსტე ან კრუნჩხვა,
თუ თქვენ მნიშვნელოვნად მომატებული გაქვთ ჰორმონი ალდოსტერონის დონე სისხლში (პირველადი ალდოსტერონიზმი),
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემები,
თუ თქვენ გაქვთ შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება (კანის დაავადებები), მაგალითად სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია,
თუ თქვენ გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების გასქელება),
თუ თქვენ გაქვთ ჰიპერპარათირეოზი (პარაფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა),
თუ თქვენ გაქვთ პოდაგრა,
თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი.
თუ თქვენ იცავთ დიეტას მარილის შეზღუდული შემცველობით ან იღებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელებს,
თუ თქვენ იღებთ ლითიუმს ან კალიუმის შემანარჩუნებელ პრეპარატებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), ან კალიუმის დანამატებს, რადგან საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული მათი ერთდროული გამოყენება პრეპარატ კო-ამლესასთან ერთად (იხ. ,,სხვა პრეპარატები და კო-ამლესა“),
თუ თქვენ ხართ ხანდაზმული ადამიანი და გესაჭიროებათ დოზის გაზრდა,
თუ თქვენ გქონიათ ფოტომგრძნობელობის რეაქციები,
თუ თქვენ გაქვთ ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელსაც თან ახლავს სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება). მითითებული სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის ნებისმიერ დროს. ამ სიმპტომების განვითარებისას თქვენ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს,
თუ თქვენ იღებთ არტერიული წნევის დასაწევ ჩამოთვლილთანაგ რომელიმე პრეპარატს:
ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორი (არბ) (ასევე ცნობილია სარტანის სახელით - მაგალითად, ვალსარტანი, თელმისარტანი, ირბესარტანი), განსაკუთრებით, თუ თქვენ გაქვთ დიაბეტთან დაკავშირებული თირკმელების პრობლემები,
ალისკირენი.
მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია პერიოდულად შეამოწმოს თირკმელების ფუნქცია, არტერიული წნევა და სისხლში ელექტროლიტების რაოდენობა (მაგალითად, კალიუმი) დროის რეგულარული ინტერვალით.
ასევე, იხილეთ ინფორმაცია ნაწილში ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“
თუ თქვენ ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, რადგან შესაძლებელია მომატებული გქონდეთ ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი, და ეს პრეპარატი შესაძლებელია ნაკლებად ეფექტური იყოს არტერიული წნევის დასაწევად სხვა რასის პაციენტებთან შედარებით,
თუ თქვენ გიტარდებათ ჰემოდიალიზი მაღალი ჰიდრავლიკური გამტარობის მემბრანების
გამოყენებით,
თუ თქვენ იღებთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან რომელიმეს, ანგიონევროზული შეშუპების განვითარების რისკი იზრდება (ყელის მიდამოში სწრაფად განვითარებული კანქვეშა შეშუპება):
რაცეკადოტრილი (გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ);
სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც
მიეკუთვნებიან ე.წ. უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს (გამოიყენებიან გადანერგილი ორგანოების განდევნის საწინააღმდეგოდ და კიბოს სამკურნალოდ).
ლინაგლიპტინი, საკსაგლიპტინი, სიტაგლიპტინი, ვილდაგლიპტინი და სხვა
გლიპტინების კლასის პრეპარატები (გამოიყენებიან დიაბეტის სამკურნალოდ).
საკუბიტრილი (ხელმისაწვდომია ვალსარტანის ფიქსირებულ დოზასთან კომბინაციაში), გამოიყენება გულის ხანგრძლივი უკმარისობის სამკურნალოდ.
ანგიონევროზული შეშუპება
ანგიონევროზული შეშუპება (მძიმე ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპებით, თან ახლავს გართულებული ყლაპვა ან სუნთქვა) აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს. ეს სიმპტომები შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის პროცესის ნებისმიერ დროს. ასეთი სიმპტომების განვითარებისას, საჭიროა პრეპარატი კო-ამლესას მიღების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. ასევე იხ. ნაწილი 4.
აუცილებლად უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ თვლით, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია იყოთ ორსულად). პრეპარატი კო-ამლესა არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და უკუნაჩვენებია ორსულობის 3 თვეზე მეტი ვადის დროს, რადგან ამ ვადაზე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს (იხ. ნაწილი ,,ორსულობა და ძუძუთი კვება“).
თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს ან მედიცინის სხვა მუშაკს, რომ იღებთ პრეპარატ კო-ამლესას შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ მშრალი ხველა,
თუ თქვენ დაგეგმილი გაქვთ ანესთეზიის და/ან ქირურგიული ოპერაციის გაკეთება,
თუ თქვენ ახლო წარსულში გქონდათ დიარეა ან ღებინება, ან გაუწყლოება;
თუ თქვენ გეგმავთ დიალიზის ან დსლპ აფერეზის ჩატარებას (ქოლესტერინის გამოყოფა სისხლიდან აპარატით);
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაციის კურსი, რათა შემცირდეს მგრძნობელობა ფუტკრის ან ბზიკის ნაკბენის მიმართ,
თუ თქვენ უნდა ჩაგიტარდეთ სამედიცინო კვლევა, რომელიც საჭიროებს იოდის კონტრასტული ნივთიერების შეყვანას (ნივთიერება, რომელიც იძლევა ორგანოების, თირკმელების ან კუჭის რენტგენის სურათების მიღების საშუალებას),
თუ განიცდით მხედველობის სიმახვილის დაქვეითებას ან ტკივილს თვალებში, ეს შესაძლებელოა იყოს თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან თვალშიდა წნევის მომატების სიმპტომები, რომლებიც, როგორც წესი, ვლინდება კო-ამლესას მიღების დაწყებიდან რამდენიმე საათის ან კვირის განმავლობაში. მკურნალობის ჩაუტარებლობის შემთხვევაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის შეუქცევადი დაკარგვა. თუ ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქცია პენიცილინზე ან სულფონამიდზე, არასასურველი რეაქციის განვითარების რისკი იზრდება. პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და მიმართოთ ექიმს.
სპორტსმენებმა უნდა იცოდნენ, რომ პრეპარატი კო-ამლესა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს (ინდაპამიდს), რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს დადებითი რეაქცია დოპინგ-ტესტზე.
გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში
პრეპარატი კო-ამლესას გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და კო-ამლესა
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს, თუ თქვენ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან გეგმავთ სხვა პრეპარატის მიღებას.
საჭიროა თავიდან იქნეს აცილებული კო-ამლესას და შემდეგი პრეპარატების ერთდროული გამოყენება:
ლითიუმის პრეპარატები (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ),
ალისკირენი (სამკურნალო პრეპარატი, გამოიყენება ჰიპერტენზიის სამკურნალოდ), თუ თქვენ არ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები,
კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულები (მაგალითად, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის მარილები და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ კალიუმის დონე სისხლში (მაგალითად, ტრიმეტოპრიმი და კო-ტრიმოქსაზოლი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ; ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესიული, რომელიც გამოიყენება გადანერგილი ორგანოების განდევნის აღმოსაფხვრელად და ჰეპარინი, სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად თრომბების წარმოქმნის პრევენციის მიზნით),
ესტრამუსტინი (გამოიყენება კიბოს სამკურნალოდ),
საკუბიტრილი/ვალსარტანი (გამოიყენება შენარჩუნებული გულის უკმარისობის სამკურნალოდ). იხ. პუნქტი ,,არ შეიძლება პრეპარატი კო-ამლესას გამოყენება“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები“,
სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც გამოიყენებიან მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: ანტიოთენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები და ანგიოთენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.
პრეპარატი კო-ამლესათი მკურნალობაზე შესაძლებელია იმოქმედონ სხვა სამკურნალო პრეპარატებმა.
აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ იღებთ ნებისმიერ ჩამოთვლილ სამკურნალო საშუალებას, რადგან შესაძლებელია საჭირო გახდეს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა:
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორების (არბ) ან ალისკირენის (იხ. ასევე ინფორმაცია სათაურით ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) ან დიურეზულების (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ზრდიან თირკმელებით გამოყოფილი შარდის მოცულობას) ჩათვლით, კალიუმის შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 მგ-დან 50 მგ-მდე დოზით დღეში,
საანეთეზიო პრეპარატები,
იოდის შემცველი კონტრასტული აგენტი;
მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი, რიფამპიცინი, ერითრომიცინი ინექციის ფორმით, კლარითრომიცინი (ანტიბიოტიკები: სამკურნალო საშუალებები, რომელიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
მეტადონი (გამოიყენება დამოკიდებულების სამკურნალოდ),
პროკაინამიდი (არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ),
ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალოდ),
ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენებიან ცხელების ან ალერგიის სამკურნალოდ, როგორიცაა სეზონური ციებ-ცხელება (მაგალითად, მიზოლასტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი),
კორტიკოსტეროიდები, გამოყენებული სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, მძიმე ხარისხის ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით,
იმუნოდეპრესიულები, გამოიყენებიან აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდეგ ქსოვილის განდევნის თავიდან ასაცილებლად (მაგალითად, ციკლოსპორინი),
რიტონავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (ე.წ. პროტეაზას ინჰიბიტორები, გამოიყენებიან აივ სამკურნალოდ),
კიბოს სამკურნალო პრეპარატები,
კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები),
გალოფანტრინი (გამოიყენება მალარიის გარკვეული სახეობების სამკურნალოდ),
პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის სამკურნალოდ),
ოქროს პრეპარატების ინექციები (გამოიყენება რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდ),
ვინკამინი (გამოიყენება სიმპტომური კოგნიციური დარღვევების სამკურნალოდ ხანდაზმულ პირებში, მეხსიერების დაკარგვის ჩათვლით),
ბეპრიდილი, ვერაპამილი, დილთიაზემი (გულის პრეპარატები),
სულტოპრიდი (ფსიქოზების სამკურნალოდ),
გულის რითმის დარღვევების სამკურნალო საშუალებები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუტილიდი, დოფეტილიდი, საგულე გლიკოზიდურების პრეპარატები, ბრეტილიები),
ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების სამკურნალოდ),
დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის დაავადებების სამკურნალოდ),
ბაკლოფენი (გაფანტული სკლეროზის დროს წარმოქმნილი კუნთების სპასტიკურობის სამკურნალოდ),
სამკურნალო პრეპარატები შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორიც არის ინსულინი, მეტფორმინი ან გლიპტინები,
კალციუმი, კალციუმის დანამატების ჩათვლით,
მასტიმულირებელი საფაღარათე საშუალებები (მაგალითად, სენა),
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგალითად, იბუპროფენი) ან სალიცილატები მაღალი დოზით (მაგალითად, აცეტილსალიცილის მჟავა),
ამფოტერიცინი B ინექციის სახით (მძიმე ხარისხის სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ),
ფსიქიკური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, როგორიც არის დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესიულები, ნეიროლეფსიურები),
ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ),
ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალოდ),
ვაზოდილატატორები, ნიტრატების ჩათვლით (სისხლძარღვების გამაფართოებელი პრეპარატები),
სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთის სამკურნალოდ (მაგალითად, ეფედრინი, ნორადრენალინი ან ადრენალინი),
Hypericum perforatum (კრაზანა),
დანტროლენი (ინფუზია სხეულის ტემპერატურის სწრაფი მნიშვნელოვანი მომატების დროს),
ტაკროლიმუსი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებისთვის),
სიმვასტატინი (პრეპარატი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს),
ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესიული),
საანესთეზიო საშუალებები,
სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ყველაზე ხშირად გამოიყენებიან დიარეის სამკურნალოდ (რაცეკადოტრილი) ან ტრანსპლანტირებული ორგანოების განდევნის პრევენციისთვის (სიროლიმუსი, ევეროლიმუსი, ტემსიროლიმუსი და სხვა პრეპარატები, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. უჯრედებში რაპამიცინის სამიზნის ინჰიბიტორების კლასს). იხ. ნაწილი ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“.
მკურნალმა ექიმმა შესაძლებელია შეცვალოს დოზა და/ან მიიღოს სიფრთხილის სხვა ზომები:
თუ თქვენ იღებთ ანგიოტენზინ-II რეცეპტორების ბლოკატორებს (არბ) ან ალისკირენს (იხ. ასევე ინფორმაცია ნაწილებში ,,არ მიიღოთ პრეპარატი კო-ამლესა“ და ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“).
კო-ამლესას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან
პრეპარატი კო-ამლესას მიღება სასურველია კვების წინ.
პრეპარატი კო-ამლესათი მკურნალობის დროს არ შეიძლება გრეიპფრუტის ან გრეიპფრუტის წვენის მიღება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გრეიფრუტმა ან გრეიფრუტის წვენმა შესაძლებელია გამოიწვიონ აქტიური კომპონენტის ამლოდიპინის მატება სისხლში, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს პრეპარატი კო-ამლესას მოქმედების მოულოდნელი გაძლიერება.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ თქვენ ხართ ორსულად ან ბავშვს კვებავთ ძუძუთი, ასევე ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს.
ორსულობა
თქვენ უნდა შეატყობინოთ ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად (ან შესაძლებელია იყოთ ორსულად).
ჩვეულებრივ, ექიმი მოგცემთ პრეპარატი კო-ამლესას მიღების შეწყვეტის რეკომენდაციას დაორსულებამდე ან პრეპარატი კო-ამლესას მაგივრად დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს. პრეპარატი კო-ამლესას მიღება არ არის რეკომენდებული ორსულობის ადრეულ ვადაზე და მისი გამოყენება არ უნდა მოხდეს, თუ ორსულობის ვადა აღემატება 3 თვეს, რადგან ორსულობის ამ ვადაზე პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ბავშვს.
ლაქტაცია
დადგენილია, რომ ამლოდიპინი მცირე რაოდენობით ხვდება დედის რძეში. აცნობეთ მკურნალ ექიმს, თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას. პრეპარატი კო-ამლესას მიღება მეძუძურ ქალებში არ არის რეკომენდებული. დაუყოვნებლივ მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი კო-ამლესა არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ შესაძლებელია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე დაბალი არტერიული წნევის გამო, რამაც შესაძლებელია იმოქმედოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
არ არის რეკომენდებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა სანამ თქვენ არ დაადგენთ, თუ როგორ მოქმედებს თქვენზე პრეპარატი კო-ამლესა.
კო-ამლესა შეიცავს ნატრიუმს
მოცემული სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ერთ ტაბლეტში, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
- პრეპარატ კო-ამლესას მიღება
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის ზუსტი დაცვით. კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული.
პრეპარატის რეკომენდებული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში. ტაბლეტის მიღება სასურველია დილით, საკვების მიღებამდე. ტაბლეტი ჩაიყლაპება, ჭიქა წყლის დაყოლებით.
მკურნალი ექიმი განსაზღვრავს თქვენთვის საჭირო დოზას. პრეპარატი კო-ამლესა ინიშნება პაციენტებში, რომლებიც უკვე იღებენ პერინდოპრილს/ინდაპამიდს და ამლოდიპინს ცალ-ცალკე ტაბლეტების სახით.
თუ მიიღეთ პრეპარატ კო-ამლესას საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების უახლოეს განყოფილებას. ყველაზე მოსალოდნელი სიმპტომი ჭარბი დოზის მიღებისას არის არტერიული წნევის დაწევა. თუ აღინიშნება არტერიული წნევის დაცემა (ისეთი სიმპტომების განვითარებისას, როგორიც არის თავბრუსხვევა ან გულყრა), მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია ზურდგზე დაწოლილ მდგომარეობაში ფეხების სიმაღლეზე მოთავსებით.
ფილტვებში შეიძლება დაგროვდეს ზედმეტი სითხე (ფილტვების შეშუპება), ქოშინის გამოწვევით, რომელიც შეიძლება განვითარდეს მიღებიდან 24-48 საათის განმავლობაში.
თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი კო-ამლესას მიღება
მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის მიღება ყოველ დღე, რადგან რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუმცა, თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატი კო-ამლესას დოზის მიღება, მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულ დროს.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
თუ თქვენ შეწყვიტეთ პრეპარატი კო-ამლესას მიღება
ვინაიდან მაღალი არტერიული წნევის მკურნალობა მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ამ სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტამდე თქვენ უნდა მიმართოთ რჩევისთვის ექიმს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებითი კითხვით მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კო-ამლესამაც შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის განვითარებისას, რომელიც შეიძლება იყოს სერიოზული, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:
ძლიერი თავბრუსხვევა ან გულყრა დაბალი არტერიული წნევის გამო (ხშირი - შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
ბრონქოსპაზმი (მკერდის შებოჭილობის შეგრძნება, ფილტვების ობსტრუქცია და ქოშინი (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, გართულებული სუნთქვა (ანგიონევროზული შეშუპება) (იხ. ნაწილი 2 ,,განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები“) (არახშირი - შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
კანის მძიმე რეაქციები, მულტიფორმული ერითემის ჩათვლით (კანზე გამონაყარი, რომელიც ხშირად იწყება წითელი ქავადი ლაქების გაჩენით სახეზე, ხელებზე ან ფეხებზე) ან ძლიერი გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, კანის გაწითლება მთელ სხეულზე, ძლიერი ქავილი, ბუშტუკების წარმოქმნა, კანის შეშუპება და აქერცვლა, ლორწოვანი გარსების ანთება (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან სხვა ალერგიული რეაქციები (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (არარეგულარული გულისცემა, სტენოკარდია (ტკივილი მკერდში, ყბაში და ზურგში, გამოწვეული ფიზიკური დატვირთვით), გულის შეტევა) (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
ხელების ან ფეხების სისუსტე, ან მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც შესაძლებელია იყოს შესაძლო ინსულტის ნიშნები (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი მუცელში და ზურგშირასაც ახლავს ცუდად ყოფნა (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე), რაც შესაძლებელია იყოს ჰეპატიტის ნიშანი (ძალიან იშვიათი - შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში),
სიცოცხლისათვის საშიში გულის რითმის დარღვევა (სიხშირე უცნობია),
თავის ტვინის ფუნქციის დარღვევა, რაც გამოწვეულია ღვიძლის დაავადებით (ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია) (სიხშირე უცნობია),
კუთების სისუსტე, კრუნჩხვები, ტკივილი ზეწოლისას ან ტკივილი, განსაკუთრებით შეუძლოდ ყოფნის ან სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე; ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კუნთების ქსოვილის ანომალიური დაშლით (სიხშირე უცნობია).
სიხშირის კლების რიგითობით, გვერდითი ეფექტები შესაძლებელია მოიცავდნენ შემდეგს.
ძალიან ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში):
შეშუპება (სითხის შეკავება).
ხშირი (შესაძლებელია განვითარდეს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
კანის რეაქციები პაციენტებში, რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ალერგიული და ასთმური რეაქციების განვითარების მიმართ, სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევის შეგრძნება, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, ძილიანობა (უძილობა), მხედველობის დარღვევა, თავბრუსხვევა დაბალი არტერიული წნევის გამო, ტინიტუსი (ხმაურის შეგრძნება ყურებში), დაბალი არტერიული წნევა, გულისცემა (გახშირებული გულისცემა), წამოხურება (სიცხის ან სითბოს შეგრძნება სახეზე), ქოშინი (დისპნოე), ხველა, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში, გემოს შეგრძნების დარღვევა, პირში სიმშრალე, ნაწლავის დაცლის რითმის შეცვლა, დისპეფსია ან მონელების გართულება, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (მაგალითად, კანზე გამონაყარი, ქავილი), კუნთების სპაზმი, კოჭების შეშუპება, სისუსტე, დაღლილობის შეგრძნება.
არახშირი (შესაძლებელია განვითარდეს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
რინიტი (ცხვირის შეგუბება ან სურდო), ეოზინოფილების ჭარბი რაოდენობა (ლეიკოციტების სახეობა), ჰიპოგლიკემია (შაქრის ძალიან დაბალი დონე სისხლში), ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: კალიუმის მაღალი დონე სისხლში, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტისას, ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია და დაბალი არტერიული წნევა, გუნება-განწყობის ცვალებადობა, ძილის დარღვევა, უძილობა, დეპრესია, კანკალი, ტკივილის შეგრძნების დაკარგვა, ტაქიკარდია (გახშირებული გულისცემა), არარეგულარული გულისცემა, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ბრონქოსპაზმი (შებოჭილობა მკერდში, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება), ანგიონევროზული შეშუპება (ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ხროტინი, სახის ან ენის შეშუპება), ჭინჭრის ციება, ბუშტუკები, პურპურა (წითელი წერტილები კანზე), კანის ფერის შეცვლა, ოფლიანობა, თმის ცვენა, წითელი ან უფერო ლაქები კანზე, შუქის მიმართ მგრძნობელობის რეაქციები (კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ), ტკივილი ზურგში, კუნთებში ან სახსრებში, თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები, გახშირებული შარდვის მოთხოვნილება, განსაკუთრებით ღამით, ერექციული დისფუნქცია, მკერდის ზრდა მამაკაცებში, ტკივილი მკერდში, ტკივილის შეგრძნება, შეუძლოდ ყოფნის საერთო შეგრძნება, ცხელება, შარდოვანას დონის მომატება სისხლში, კრეატინინის დონის მატება სისხლში, სხეულის წონის შემცირება ან მომატება, სისუსტე, გულყრა.
თუ თქვენ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური ტიპის დაავადება), მაშინ მდგომარეობა შესაძლებელია გაუარესდეს.
იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში)
შარდის გამუქება, გულისრევა ან ღებინება, კუნთების სპაზმი, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, რაც შეიძლება იყოს ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის სიმპტომები; სისხლში ქლორიდის დაბალი შემცველობა, სისხლში მაგნიუმის დაბალი შემცველობა, გონების დაბინდვა, ფსორიაზის მიმდინარეობის გაუარესება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები: კალციუმის დონის მომატება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, სისხლის შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.
ძალიან იშვიათი (შესაძლებელია განვითარდეს 10000-დან არაუმეტეს 1 ადამიანში):
სისხლის მაჩვენებლების ცვლილება, როგორიც არის, ლეიკოციტების და ერითროციტების დონის შემცირება, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის შემცირება, თრომბოციტების დონის დაწევა სისხლში, შაქრის მაღალი დონე სისხლში, გულ-სისხლძარღვთა აშლილობები (სტენოკარდია, ინფარქტი, ინსულტი), ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი ტიპი), ღრძილების შეშუპება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი), მუცლის შებერილობა (გასტრიტი), პერიფერიული ნეიროპათია (დაავადება, რომელიც იწვევს შეგრძნებების, ტკივილის, კუნთების კონტროლის უნარის დაკარგვას), მძიმე ხარისხის გამოვლინებები კანის მხრივ, როგორიც არის მულტიფორმული ერითემა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის ფერმენტების მომატება, რომელმაც შესაძლებელია იმოქმედოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
ცვლილება გულის ეკგ-ზე, ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილება: შარდმჟავას მაღალი დონე, ახლომხედველობა (მიოპია), მხედველობის გაუარესება, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება ან ტკივილი თვალებში თვალშიდა მაღალი წნევის შედეგად (თვალის სისხლძარღვოვან გარსში სითხის დაგროვების (ქორიოიდული გამონაჟონი) ან მწვავე დახურულკუთხოვანი გლაუკომის შესაძლო ნიშნები), გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიში დარღვევები (პირუეტული ტაქიკარდია).
ღვიძლის უკმარისობის შემთხვევაში (ღვიძლის დაავადებები) არსებობს ღვიძლის ენცეფალოპათიის განვითარების რისკი (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება).
კანკალი, პოზის რიგიდობა, ნიღბისმაგვარი სახე, ნელი მოძრაობები და მოქანავე, გაუწონასწორებელი სიარული.
დეპიგმენტაცია, ფეხის და ხელის თითების დაბუჟება და ტკივილი (რეინოს ფენომენი).
კონცენტრირებული შარდი (მუქი ფერის), ტკივილის შეგრძნება ან ტკივილი, კუნთების კრუნჩვები, გონების დაბინდვა და კრუნჩხვები, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ადჰ (ანტიდიურეზული ჰორმონი) არასწორ სეკრეციასთან. თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის ისეთზეც, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. არასასურველ რეაქციებზე შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ პრეპარატის უსაფრთხოებაზე უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებას.
- პრეპარატი კო-ამლესას შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი არის თვის ბოლო დღე.
შეინახეთ არაუმეტეს 30 ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ საწყის შეფუთვაში სინათლისგან და ნესტისგან დაცვის მიზნით.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
არ გადააგდოთ პრეპარატი გამდინარე წყლებში ან კანალიზაციაში. დააზუსტეთ აფთიაქის თანამშრომელთან გამოუყენებელი პრეპარატის უტილიზაციის წესები. ეს ზომები ხელს შეუწყობენ გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა მონაცემები
პრეპარატი კო-ამლესას შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია პერინდოპრილის ერბუმინი (პერინდოპრილი ტერტ-ბუტილამინი), ამლოდიპინი (ბესილატის სახით) და ინდაპამიდი.
ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 0,625 მგ ინდაპამიდს.
ტაბლეტები 4 მგ/5 მგ/1,25 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 1,25 მგ ინდაპამიდს.
ტაბლეტები 4 მგ/10 მგ/1,25 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 1,25 მგ ინდაპამიდს.
ტაბლეტები 8 მგ/5 მგ/2,5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 5 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 2,5 მგ ინდაპამიდს.
ტაბლეტები 8 მგ/10 მგ/2,5 მგ: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 10 მგ ამლოდიპინს (ბესილატის ფორმით) და 2,5 მგ ინდაპამიდს.
დამხმარე ნივთიერებებია მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 112), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (ტიპი 1500), ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი (ტიპი A), კალციუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური ჰიდრატირებული, მაგნიუმის სტეარატი. იხ. ნაწილი 2 „კო-ამლესა შეიცავს ნატრიუმს“.
პრეპარატი კო-ამლესას გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ტაბლეტები 2მგ/5მგ/0,625მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ნაზოლით ცალ მხარეს. ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასამარტივებლად და არ უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას თანაბარ ნაწილებად.
ტაბლეტები 4მგ/5მგ/1,25მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ჩამოთლილი კიდეებით.
ტაბლეტები 4მგ/10მგ/1,25მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, ნაზოლით ცალ მხარეს. ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასამარტივებლად და არ უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას თანაბარ ნაწილებად.
ტაბლეტები 8 მგ/5 მგ/2,5მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები.
ტაბლეტები 8მგ/10მგ/2,5მგ: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები ნაზოლით ცალ მხარეს. ნაზოლი განკუთვნილია მხოლოდ გადაყლაპვის გასამარტივებლად და არ უზრუნველყოფს ტაბლეტის გაყოფას თანაბარ ნაწილებად.
ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ, 4 მგ/5 მგ/1,25 მგ, 4 მგ/10 მგ/1,25 მგ, 8 მგ/5 მგ/2,5 მგ, 8 მგ/10 მგ/2,5 მგ
10 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 3 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
14 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 1 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ტაბლეტები 2 მგ/5 მგ/0,625 მგ, 4 მგ/10 მგ/1,25 მგ, 8 მგ/5 მგ/2,5 მგ, 8 მგ/10 მგ/2,5 მგ
7 ტაბლეტი ბლისტერში (ოპა/ალ/პვქ ფირფიტა და ალუმინის ფოლგა). 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შესაძლოა ყველა შეფუთვა არ იყოს ხელმისაწვდომი რეალიზაციისთვის.
აფთიაქიდა გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
კრკა დ.დ., ნოვო მესტო, შმარიეშკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელი ბელორუსის რესპუბლიკაში
სააქციო საზოგადოების ,,კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო“ (სლოვენიის რესპუბლიკა) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში: ფილიმონოვის ქ. 25გ, ოფისი 315, 220114, ქ.მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა, ტელ/ფაქსი: +375 740 740 9230, E-mail: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

