ეტოქსიბი 60
ETOXIB 60
ეტორიკოქსიბი გამოიყენება მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომებისა და მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილებისა და სიმპტომების მოხსნის მიზნით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ეტორიკოქსიბი (etoricoxib)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30 (3X10)
- მწარმოებელი
- Sai Mirra Innopharm Pvt. Ltd., ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, კოქსიბები
- ATC კოდი
- M01AH05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045628
- რეგისტრირებულია
- 4 ივნისი 2026, მოქმედებს 4 ივნისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- New Pharma Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეტოქსიბი 60 — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ეტორიკოქსიბი გამოიყენება მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომებისა და მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილებისა და სიმპტომების მოხსნის მიზნით.
ეტორიკოქსიბი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში სტომატოლოგიური ოპერაციების ჩატარების შედეგად განვითარებული საშუალო ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ცალკეული პაციენტის საერთო რისკების შეფასებას.
მიღების წესი და დოზირება
ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, ამიტომ მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში.
ოსტეოართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 30მგ დღეში ერთხელ. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 60მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
რევმატოიდული არტთრიტი
რეკომენდებული დოზა არის 60მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 90მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. როგორც კი პაციენტი კლინიკურად დასტაბილურდება, დოზა უნდა შემცირდეს 60მგ-მდე დღეში ერთხელ. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
მაანკილოზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზა არის 60მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 90მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. როგორც კი პაციენტი კლინიკურად დასტაბილურდება, დოზა უნდა შემცირდეს 60 მგ-მდე დღეში ერთხელ. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
მწვავე ტკივილი
მწვავე ტკივილის სამკურნალოდ ეტორიკოქსიბი გამოიყენება მხოლოდ მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში.
მწვავე პოდაგრული ართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 120მგ ერთხელ დღეში. მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი გამოიყენებოდა 8 დღის მანძილზე.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 90მგ-ს დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. ზოგიერთი პაციენტისათვის შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციის შემდგომი დამატებითი გაუტკივარება ეტორიკოქსიბთან ერთად სამი დღის განმავლობაში.
თითოეული ჩვენებისათვის რეკომენდებულზე დიდი დოზების გამოყენებისას დამატებითი ეფექტურობა არ აღინიშნა, ან არ არის შესწავლილი.
ამიტომ:
ოსტეოართრიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 60მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
რევმატოიდული არტთრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მწვავე პოდაგრის დროს გამოყენებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 120მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 8 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
სტომატოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული მწვავე ტკივილის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 3 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
მიღების წესი
ეტორიკოქსიბი მიიღება პერორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ეფექტი უფრო სწრაფად იწყება, თუ პრეპარატის მიღება ჭამის წინ მოხდება, რაც სიმპტომების სწრაფად შესუსტების აუცილებლობისას უნდა გავითვალისწინოთ.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
აქტიური პეპტიკური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პაციენტები, რომლებსაც აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) ინჰიბიტორების მიღების შემდეგ აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები.
ორსულობის და ლაქტაცია.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ალბუმინის შემცველობა სისხლის შრატში <25გ/ლ ან Child-Pugh ქულა ≥10).
თირკმლის კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ.
ბავშვები და 16 წლამდე ასაკის მოზარდები.
ნაწლავის ანთებითი დაავადება.
გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV).
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომელთა არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და არ არის კონტროლირებადი.
დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება.
სიფრთხილის ზომები
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის გართულებები (პერფორაცია, წყლულები ან სისხლდენა), ზოგიერთი ფატალური გამოსავლით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით.
რეკომენდირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან; ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან აცეტილსალიცილის მჟავას ან პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებით ანამნეზში, როგორიცაა წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ეტორიკოქსიბის აცეტილსალიცილის მჟავასთან (თუნდაც დაბალი დოზებით) ერთად მიღებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა გართულებები) განვითარების რისკი. გრძელვადიანი კლინიკური კვლევებით არ გამოვლენილა კუჭ -ნაწლავის უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები + აცეტილსალიცილის მჟავასა და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები + აცეტილსალიცილის მჟავას შორის.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ COX-2 შერჩევითი ინჰიბიტორების კლასში შემავალი პრეპარატები შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოზული გართულებების რისკთან (განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) და ინსულტი) პლაცებოსა და ზოგიერთ აასს-სთან შედარებით. ვინაიდან, ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, აუცილებელია მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში. პაციენტებში, გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება), ეტორიკოქსიბით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ასეთი შესაძლებლობის სათანადო განხილვის შემდეგ. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები არ წარმოადგენს აცეტილსალიცილის მჟავას შემცვლელებს გულ-სისხლძარღვთა თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ვინაიდან არ ახდენენ მოქმედებას თრომბოციტებზე. ამიტომ, არ არის რეკომენდირებული ანტითრომბოციტარული საშუალებების გამოყენების შეწყვეტა.
გავლენა თირკმელებზე
თირკმლის პროსტაგლანდინებს აქვთ კომპენსატორული როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამიტომ, თირკმლის პერფუზიის დაქვეითების პირობებში, ეტორიკოქსიბის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის შემცირება და ამის შედეგად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება და თირკმლების ფუნქციის დასუსტება. ასეთი რეაქციის რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა ან ციროზი. ასეთ პაციენტებში უნდა იქნას განხილული თირკმლების ფუნქციის კონტროლის შესაძლებლობა.
სითხის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია
პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს, აღინიშნა სითხის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის ეტორიკოქსიბი, შეიძლება ასოცირდებოდეს პირველად განვითარებულ ან მორეციდივე გულის შეგუბებით უკმარისობასთან. პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა ან ჰიპერტენზია, ასევე პაციენტებს ნებისმიერი სხვა მიზეზით გაჩენილი შეშუპებებით. ასეთი პაციენტების მდგომარეობის გაუარესების კლინიკური ნიშნების დროს საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის ეტორიკოქსიბის მიღების შეწყვეტა.
ეტორიკოქსიბის გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი დოზებით, შეიძლება ახლდეს უფრო ხშირი და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ვიდრე სხვა არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების გამოყენების დროს. ამიტომ ჰიპერტენზია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყების წინ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არტერიული წნევის კონტროლს ეტორიკოქსიბით მკურნალობის დროს. არტერიული წნევა უნდა კონტროლდებოდეს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი - პერიოდულად. არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს ალტერნატიული მკურნალობა.
გავლენა ღვიძლზე
კლინიკურ კვლევებში, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და/ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მატება (ნორმის ზედა ზღვარზე დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ უფრო მაღალი) დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 30, 60 და 90 მგ დღეში ერთი წლის განმავლობაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები და/ან ნიშნები, ან რომელსაც აღენიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ. ღვიძლის უკმარისობის ნიშნების ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მდგრადი პათოლოგიური ცვლილებების დროს (ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ უფრო მაღალი) ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ზოგადი
მკურნალობის დროს ზემოთ აღწერილი ორგანოთა სისტემის რომელიმე ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ეტორიკოქსიბით მკურნალობის შეწყვეტის განხილვა. შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება უნდა ჩატარდეს ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმულებსა და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევები. სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული ეტორიკოქსიბით მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია. ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია რეჰიდრატაცია.
სერიოზული კანისმხრივი რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გამოვლინდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ზოგიერთი შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების გამოყენებისას პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. აღნიშნული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის საწყის ეტაპზე, რეაქციის განვითარება უმეტეს შემთხვევებში იწყება მკურნალობის პირველ თვეში.
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს. ზოგიერთი შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორის მიღებას ახლავს კანისმხრივი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წამლისმიერი ალერგია. ეტორიკოქსიბის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის პირველივე გამოვლინების, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.
ეტორიკოქსიბს შეუძლია ციებ-ცხელების ან ანთების სხვა ნიშნების შენიღბვა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინთან ან სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებისას.
ციკლოოქსიგენაზას/პროსტოგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, ეტორიკოქსიბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პერორალური ანტიკოაგულანტები
პაციენტებში, რომლებიც გადიან გრძელვადიან მკურნალობას ვარფარინით, ეტორიკოქსიბის 120 მგ დღეში მიღებისას დაფიქსირდა პროთრომბინის დროის დაახლოებით 13%-ით მატება. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ხშირად უნდა შემოწმდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) პროთრომბინის დრო, განსაკუთრებით ეტორიკოქსიბის მიღების პირველ დღეებში ან ეტორიკოქსიბის დოზის შეცვლისას.
დიურეტიკები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ დიურეტიკებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. აღნიშნული ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეტორიკოქსიბს აგფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებთან ერთად. ამიტომ, ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პაციენტებში საჭიროა შესაბამისი ჰიდრატაციის ჩატარება და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის ჩატარების შესახებ საკითხის განხილვა კომბინირებული მკურნალობის დასაწყისში, ასევე გარკვეული პერიოდულობით შემდგომში.
აცეტილსალიცილის მჟავა
ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარებულ კვლევაში, წონასწორულ მდგომარეობაში, ეტორიკოქსიბს 120მგ დღეში ერთხელ მიღებას არ ჰქონდა გავლენა აცეტილსალიცილის მჟავას (81 მგ დღეში ერთხელ) ანტითრომბულ მოქმედებაზე. ეტორიკოქსიბის გამოყენება შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკო დოზებით (აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები).
თუმცა, ეტორიკოქსიბთან ერთად აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან სხვა გართულებების სიხშირის გაზრდა, მარტო ეტორიკოქსიბის მიღებასთან შედარებით.
არ არის რეკომენდებული ეტორიკოქსიბის გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკო დოზებზე დიდი დოზებით, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთქმედება ეტორიკოქსიბთან არ არის შესწავლილი, ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის გამოყენებამ ნებისმიერ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებასთან ერთად შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიური მოქმედება. აუცილებელია თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი ამ პრეპარატებიდან ნებისმიერთან ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ეტორიკოქსიბის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე:
ლითიუმი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლით ექსკრეციას და, შესაბამისად, ზრდიან პლაზმაში ლითიუმის დონეს. საჭიროების შემთხვევაში, სისხლში ლითიუმის მონიტორინგი და ლითიუმის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ამ კომბინაციის მიღებისას და აასს-ების მოხსნისას.
მეთოტრექსატი
ორი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა შვიდი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 60, 90 ან 120 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენების ეფექტი იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მეთოტრექსატს 7,5-დან 20 მგ-მდე დოზით კვირაში ერთხელ რევმატოიდული ართრიტის გამო.
60 და 90მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებამ არ იქონია გავლენა მეთოტრექსატის პლაზმურ კონცენტრაციაზე ან თირკმლისმიერ კლირენსზე. ერთ კვლევაში 120მგ ეტორიკოქსიბს არ ჰქონდა ეფექტი, მაგრამ მეორე კვლევაში 120მგ ეტორიკოქსიბმა გაზარდა პლაზმაში მეთოტრექსატის კონცენტრაცია 28%-ით და შეამცირა მეთოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსი 13%-ით. ეტორიკოქსიბისა და მეთოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია მეთოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკურობის შესაბამისი მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები
21 დღის განმავლობაში პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად, რომელიც შეიცავს 35მკგ ეთინილესტრადიოლს (EE) და 0.5-1 მგ ნორეთინდრონს, 60 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას გაიზარდა EE-ს წონასწორული AUC0-24 სთ 37%-ით. იმავე პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად ან 12-საათიანი ინტერვალით 120მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას გაიზარდა EE-ს წონასწორული AUC0-24სთ 50-60%-ით. EE კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის არჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთად გამოსაყენებლად. ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ზრდას შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის ზრდა (მაგალითად, ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები რისკ-ჯგუფის ქალებში).
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (HRT)
28 დღის განმავლობაში 120მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, რომელიც შედგება კონიუგირებული ესტროგენებისგან (0.625 მგ PREMARINTM), გაიზარდა არაკონიუგირებული ესტრონის (41%), ექვილინის (76%) და 17-β-ესტრადიოლის (22%) საშუალო წონასწორული AUC0-24სთ. ეტორიკოქსიბის (30, 60 და 90მგ) რეკომენდებული გრძელვადიანი დოზების ეფექტი შესწავლილი არ არის. 120მგ ეტორიკოქსიბის ზემოქმედება პრემარინის ამ ესტროგენულ კომპონენტების ექსპოზიციაზე (AUC0-24საათი) იყო იმის ნახევარზე ნაკლები, რაც დაფიქსირდა მხოლოდ პრემარინის გამოყენებისას და როდესაც დოზა გაიზარდა 0.625-დან 1.25 მგ-მდე. ამ ზრდის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ხოლო პრემარინის უფრო დიდი დოზებით გამოყენება ეტორიკოქსიბთან ერთად შესწავლილი არ არის. ესტროგენის კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პოსტმენოპაუზური ჰორმონალური თერაპიის შერჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთად გამოყენებისთვის, ვინაიდან ესტროგენების ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გაზარდოს HRT-თან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
პრედნიზონი/პრედნიზოლონი
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების კვლევისას, ეტორიკოქსიბს არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრედნიზონის/პრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიგოქსინი
ჯანმრთელ მოხალისეებში 10 დღის განმავლობაში 120მგ ეტორიკოქსიბის დღეში ერთხელ გამოყენებისას არ შეიცვალა წონასწორული პლაზმური AUC0-24სთ ან დიგოქსინის თირკმლისმიერი ექსკრეცია. გაიზარდა დიგოქსინის Cmax (დაახლოებით 33%). ეს ზრდა ზოგადად არ არის მნიშვნელოვანი პაციენტების უმეტესობისთვის. თუმცა, ეტორიკოქსიბის და დიგოქსინის ერთდორულად გამოყენებისას დიგოქსინის ტოქსიკურობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებზე უნდა განხოციელდეს მონიტორინგი.
ეტორიკოქსიბის მოქმედება წამლებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება სულფოტრანსფერაზებით
ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ადამიანის სულფოტრანსფერაზას, კერძოდ SULT1E1-ს აქტივობის ინჰიბიტორს, რომელიც ზრდის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ სულფოტრანსფერაზას ეფექტების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია და ბევრი წამლის კლინიკური შედეგები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მიზანშეწონილია ეტორიკოქსიბის სიფრთხილით დანიშვნა სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება, უპირატესად, ადამიანის სულფოტრანსფერაზებით (მაგ., პერორალური სალბუტამოლი და მინოქსიდილი).
ეტორიკოქსიბის მოქმედება წამლებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP იზოფერმენტებით
in vitro კვლევებზე დაყრდნობით, ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 (CYP) 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 ან 3A4. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 120 მგ ეტორიკოქსიბის ყოველდღიური მიღებისას არ შეიცვალა ღვიძლის CYP3A4 აქტივობა, რომელიც შეფასდა ERMBT მეთოდით.
სხვა პრეპარატების გავლენა ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე
ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა დამოკიდებულია CYP ფერმენტებზე. CYP3A4 ფერმენტი ხელს უწყობს ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმს in vivo. In vitro კვლევები მიუთითებს, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 ფერმენტებს ასევე შეუძლიათ ძირითადი მეტაბოლური გზის კატალიზი, მაგრამ მათი რაოდენობრივი მახასიათებლები in vivo შესწავლილი არ არის.
კეტოკონაზოლი
კეტოკონაზოლს, CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორს, რომელიც ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიყენებოდა დოზით 400 მგ დღეში ერთხელ 11 დღის განმავლობაში, არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ერთჯერადად 60 მგ ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე (AUC– ის 43% –იანი ზრდა).
ვორიკონაზოლი და მიკონაზოლი
პერორალური ვორიკონაზოლის ან ადგილობრივი გამოყენების მიკონაზოლის პერორალური გელის, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების, ეტორიკოქსიბთან ერთად გამოყენებამ გამოიწვია ეტორიკოქსიბის ექსპოზიციის უმნიშვნელო მატება, მაგრამ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე არ წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვანს.
რიფამპიცინი
რიფამპიცინთან, CYP ფერმენტების ძლიერ ინდუქტორთან, ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებამ გამოიწვია ეტორიკოქსიბის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება 65%-ით. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების რეციდივი ეტორიკოქსიბის რიფამპიცინთან ერთად გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს დოზის გაზრდაზე, ეტორიკოქსიბის გამოყენება მითითებულზე უფრო დიდი დოზებით არ არის შესწავლილი რიფამპიცინთან კომბინაციაში და ამიტომ არ არის რეკომენდებული.
ანტაციდები
ანტაციდები არ ახდენენ გავლენას ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ეტორიკოქსიბის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ქალებში ორსულობის პერიოდში უცნობია. პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ეტორიკოქსიბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დარღვევა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში. ცნობილია, რომ ვირთხებში პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით. ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.
ფერტილობა
COX-2-ის მაინჰიბირებელი სხვა საშუალებების მსგავსად, ეტორიკოქსიბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკური კვლევების ფარგლებში, ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა 9,295 პაციენტში, მათ შორის 6,757 პაციენტს აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, წელის ქრონიკული ტკივილი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი (დაახლოებით 600 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი მკურნალობდა ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში).
კლინიკური კვლევების ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი მსგავსი იყო ოსტეოართრიტის ან რევმატოიდული ართრიტის მქონე იმ პაციენტებში გამოვლენილი პროფილისა, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 120მგ ეტორიკოქსიბი დღეში ერთხელ რვა დღის მანძილზე. ამ კვლევის ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი, ზოგადად, მსგავსი იყო ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და წელის ქრონიკული ტკივილის მკურნალობის კომბინირებულ კვლევებში გამოვლენილი პროფილისა.
სამი აქტიური კონტროლირებადი შედარებითი კვლევიდან გაერთიანებული შედეგების კარდიოვასკულური უსაფრთხოების შედეგების პროგრამაში მონაწილე 17,412 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი, მკურნალობდა ეტორიკოქსიბით (60მგ ან 90მგ) საშუალოდ დაახლოებით 18 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების მონაცემები და ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია 5.1 პუნქტში.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი მწვავე ტკივილის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 614 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს (90მგ ან 120მგ), ამ კვლევების ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი, ზოგადად, მსგავსი იყო ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და წელის ქრონიკული ტკივილის მკურნალობის კომბინირებულ კვლევებში გამოვლენილი პროფილისა.
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქციები
სიხშირის
კატეგორია*
ინფექციები
ალვეოლური ოსტეიტი
ხშირი
გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია
არახშირი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია (ძირითადად ასოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენასთან), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ‡ ß
არახშირი
ანგიონევროზული შეშუპება /ანაფილაქსიური/ ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი ‡
იშვიათი
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
შეშუპება/სითხის შეკავება
ხშირი
მადის გაძლიერება ან დაქვეითება, წონის მომატება
არახშირი
ფსიქიკური დარღვევები
შფოთვა, დეპრესია, გონებრივი სიმახვილის დაქვეითება, ჰალუცინაციები ‡
არახშირი
კონფუზია ‡, მოუსვენრობა ‡
იშვიათი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ხშირი
დისგევზია, უძილობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, ძილიანობა
არახშირი
დარღვევები თვალის მხრივ
დაბინდული მხედველობა, კონიუნქტივიტი
არახშირი
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ
ტინიტუსი, ვერტიგო
არახშირი
გულთან დაკავშირებული დარღვევები
გახშირებული გულისცემა, არითმია ‡
ხშირი
წინაგულთა ფიბრილაცია, ტაქიკარდია‡, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არასპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სტენოკარდია‡, მიოკარდიუმის ინფარქტი§
არახშირი
სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები
ჰიპერტენზია
ხშირი
სიწითლე, ინსულტი §, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტონული კრიზისი ‡, ვასკულიტი ‡
არახშირი
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივი დარღვევები
ბრონქოსპაზმი ‡
ხშირი
ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა
არახშირი
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები
ტკივილი მუცლის არეში
ძალიან ხშირი
ყაბზობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულძმარვა, დიარეა, დისპეფსია/ ეპიგასტრალური დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ეზოფაგიტი, პირის ღრუს წყლული
ხშირი
მუცლის შებერილობა, ნაწლავის პერისტალტიკის ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პეპტიკური წყლული, მათ შორის კუჭ-ნაწლავის პერფორაცია და სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეატიტი ‡
არახშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ალანინამინოტრანსფერაზას მატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მატება
ხშირი
ჰეპატიტი ‡
იშვიათი
ღვიძლის უკმარისობა ‡, სიყვითლე ‡
იშვიათი†
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ეკქიმოზი
ხშირი
სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ერითემა ‡, ჭინჭრის ციება ‡
არახშირი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი ‡, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ‡ წამლისმიერი ფიქსირებული დაზიანება (FDE) ‡
იშვიათი†
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები
კუნთების სპაზმი/კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი/დაჭიმულობა
არახშირი
თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები
პროტეინურია, შრატში კრეატინინის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა/ თირკმლის უკმარისობა ‡
არახშირი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ასთენია/დაღლილობა, გრიპისმაგვარი დაავადება
ხშირი
ტკივილი გულმკერდის არეში
არახშირი
გამოკვლევები
სისხლის შარდოვანას აზოტის მატება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, ჰიპერკალიემია, შარდმჟავას მატება
არახშირი
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
იშვიათი
- სიხშირის კატეგორია: განისაზღვრება ყოველი გვერდითი მოვლენის პერიოდისთვის კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სიხშირის საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).
‡აღნიშნული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. მისი სიხშირე შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი სიხშირის საფუძველზე ჩვენებისა და დამტკიცებული დოზის გათვალისწინებით.
† სიხშირის კატეგორია „იშვიათი“ განისაზღვრა „პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიშის“ (SmPC) (rev. 2, სექტ. 2009წ.) მიხედვით, 0 შემთხვევაზე 95%-იანი ნდობის ინტერვალით, იმ სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით III ფაზის მონაცემების ანალიზში (n=15,470).
ß ჰიპერმგრძნობელობა მოიცავს ტერმინებს: „ალერგია“, „წამლისმიერი ალერგია“, „წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა“, „ჰიპერმგრძნობელობა“, „ჰიპერმგრძნობელობა NOS“, „ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია“ და „არასპეციფიკური ალერგია“.
§ გრძელვადიანი პლაცებოს და აქტიური კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზზე დაყრდნობით, შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები დაკავშირებულია სერიოზული არტერიული თრომბოზული მოვლენების, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების გაზრდილ რისკთან. ასეთი მოვლენების განვითარების რისკის აბსოლუტური ზრდა სავარაუდოდ არ აღემატება 1%-ს წელიწადში არსებული მონაცემების საფუძველზე (არახშირი).
შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას და არ შეიძლება გამოირიცხოს ეტორიკოქსიბისთვის: ნეფროტოქსიურობა, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი და ნეფროზული სინდრომი.
ჭარბი დოზა
კლინიკურ კვლევების მიხედვით, 21 დღის განმავლობაში ეტორიკოქსიბის 500 მგ -მდე ერთჯერადი დოზისა და 150 მგ-მდე /დღეში მრავალჯერადი დოზის მიღებამ არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა. არსებობს ინფორმაცია ეტორიკოქსიბის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეთავსებადი იყო ეტორიკოქსიბის უსაფრთხოების პროფილთან (მაგ., კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, კარდიორენალური დარღვევები).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ჩვეულებრივი დამხმარე ზომების მიღება, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლინიკური მონიტორინგის განხორციელება და აუცილებლობის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყება.
შემადგენლობა
თითო შემოგარსული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:
ეტორიკოქსიბი -----60მგ
წამლის ფორმა
პერორალურად მისაღები ტაბლეტები
აღწერა
ეტორიკოქსიბი 60მგ ტაბლეტები
თეთრი - მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივ ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები, ორივე მხრიდან გლუვი.
კლინიკური მონაცემები
პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ეფექტურობა
ოსტეოართრიტით (OA) დაავადებულ პაციენტებში ეტორიკოქსიბის 60მგ დღეში ერთხელ გამოყენება უზრუნველყოფდა ტკივილის მნიშვნელოვნად შემცირებას და ავადმყოფობის სტატუსის გაუმჯობესებას. აღნიშნული დადებითი ეფექტები დაფიქსირდა მკურნალობის მეორე დღეს და გაგრძელდა 52 კვირის განმავლობაში. ეტორიკოქსიბის 30 მგ დღეში ერთხელ დოზით გამოყენების კვლევებმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით 12-კვირიანი მკურნალობის პერიოდში (მსგავსი მეთოდების გამოყენებით). კვლევაში, რომელიც ტარდებოდა ოპტიმალური დოზის განსაზღვრის მიზნით, ეტორიკოქსიბის 60 მგ დოზით გამოყენებამ აჩვენა მნიშვნელოვნად უფრო გამოხატული გაუმჯობესება, 30 მგ დოზით გამოყენებასთან შედარებით, სამივე პირველადი საბოლოო წერტილისთვის 6- კვირიანი მკურნალობის შემდეგ.
30მგ დოზის გამოყენება არ არის შესწავლილი ხელების ოსტეოართრიტის დროს.
რევმატოიდული ართრიტით (RA) დაავადებულ პაციენტებში ეტორიკოქსიბი 60 მგ და 90 მგ დღეში ერთხელ გამოყენებისას დაფიქსირდა ტკივილის მნიშვნელოვანი შემცირება, ანთების ჩაცხრობა და მოძრაობის გაუმჯობესება. 60მგ და 90მგ დოზების გამოყენების შეფასების კვლევებში, აღნიშნული სასარგებლო ეფექტები შენარჩუნდა მკურნალობის 12 კვირიანი პერიოდის განმავლობაში. დღეში ერთხელ 60მგ და 90მგ დოზების გამოყენების შედარებით კვლევაში, ორივე დოზა პლაცებოზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. 90მგ დოზას უკეთესი შედეგები ჰქონდა 60მგ დოზასთან შედარებით „Patient Global Assessment of Pain-ის“ მიხედვით (0-100მმ ვიზუალური ანალოგიის სკალის მიხედვით), საშუალო გაუმჯობესებით -2,71 მმ (95% CI: -4,98 მმ, -0. 45 მმ).
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ მწვავე პოდაგრული ართრიტის შეტევები, ეტორიკოქსიბის 120მგ დღეში ერთხელ გამოყენებისას რვადღიანი მკურნალობის პერიოდში მოიხსნა სახსრების საშუალო და ძლიერი ინტენსივობის ტკივილი და ანთება. ეფექტურობა შესადარებელი იყო ინდომეტაცინის ეფექტურობასთან მისი 50 მგ დოზით გამოყენებისას სამჯერ დღეში. ტკივილის შემსუბუქება დაფიქსირდა მკურნალობის დაწყებიდან ოთხი საათის შემდეგ.
მაანკილოზებელი სპონდილიტით დაავადებულ პაციენტებში, ეტორიკოქსიბის 90მგ დღეში ერთხელ გამოყენებისას დაფიქსირდა ზურგის ტკივილის, ანთების, რიგიდულობის მნიშვნელოვანი შემცირება, ასევე ფუნქციური გაუმჯობესება. ეტორიკოქსიბის კლინიკური ეფექტი გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან მეორე დღეს და შენარჩუნდა მკურნალობის მთელი 52 კვირიანი პერიოდის განმავლობაში. მეორე კვლევის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შეადარეს 60მგ და 90მგ დოზები, ეტორიკოქსიბის 60მგ დღეში და 90მგ დღეში გამოყენება ისეთივე ეფექტური იყო, როგორც ნაპროქსენის 1000მგ დღეში გამოყენება. პაციენტებში, რომლებსაც ჰქონდათ არასათანადო რეაგირება ეტორიკოქსიბის 60მგ დღიურ დოზით მკურნალობაზე 6 კვირის განმავლობაში, დღიური დოზის 90მგ-მდე გაზრდამ გააუმჯობესა ზურგის ტკივილის ინტენსივობის ქულები (0- 100 მმ ვიზუალური ანალოგიის სკალის მიხედვით) საშუალოდ -2,70 მმ-ით (95% CI: -4,88 მმ, -0,52 მმ) შემდგომ 60 მგ დოზით მკურნალობასთან შედარებით.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილის მკურნალობის კლინიკური კვლევის ფარგლებში გამოიყენებოდა ეტორიკოქსიბი 90მგ დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. საწყის ეტაპზე საშუალო ინტენსიობის ტკივილის მქონე პაციენტთა ქვეჯგუფში, ეტორიკოქსიბმა 90მგ დოზით გამოყენებისას გამოავლინა 600მგ იბუპროფენის მსგავსი (16.11 vs. 16.39; P=0.722), ხოლო პარაცეტამოლი/კოდეინის 600მგ/60მგ დოზით კომბინაციასა (11.00; P˂0.001) და პლაცებოზე (6.84; P <0.001) ძლიერი ანალგეზიური მოქმედება, ტკივილის შემცირების საერთო შეფასების თანახმად, პირველი 6 საათის განმავლობაში (TOPAR6). იმ პაციენტთა წილი, რომლებსაც დასჭირდათ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატი დოზის მიცემიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, იყო 40,8% ეტიროკოქსიბის 90 მგ დოზით გამოყენებისას, 25,5% იბუპროფენის გამოყენებისას 600მგ დოზით ყოველ 6 საათში ერთხელ და 46,7% პარაცეტამოლი/კოდეინის კომბინაციის გამოყენებისას დოზით 600მგ/60მგ ყოველ 6 საათში ერთხელ, ხოლო 76.2% - პლაცებოს ჯგუფში. ამ კვლევაში, 90მგ ეტორიკოქსიბის მოქმედება (ტკივილის საგრძნობი შემცირება) საშუალოდ დაიწყო დოზის მიღებიდან 28 წუთის შემდეგ.
უსაფრთხოება
ართრიტის დროს ეტორიკოქსიბისა და დიკლოფენაკის გრძელვადიანი დანიშნულების შეფასების მრავალეროვნული პროგრამა (MEDAL).
პროგრამა MEDAL წარმოადგენდა უსაფრთხოების შეფასების პროსპექტულ კვლევას გულ-სისხლძარღვთა (CV) მოვლენების საფუძველზე სამი რანდომიზირებული ორმაგ-ბრმა აქტიურად კონტროლირებადი კვლევის -MEDAL, EDGE II და EDGE - გაერთიანებული მონეცემების მიხედვით.
MEDAL კვლევა წარმოადგენდა კვლევას, რომლის ხანგრძლივობაც განისაზღვრებოდა საბოლოო წერტილების მიღწევით (გულ-სისხლძარღვთა მოვლენების), რომელიც მოიცავდა 17,804 პაციენტს ოსტეოართრიტით (OA) და 5,700 პაციენტს რევმატოიდული ართრიტით (RA), რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 60მგ დოზით (OA) ან 90მგ დოზით (OA და RA) ან დიკლოფენაკს 150მგ დოზით დღეში, საშუალოდ 20.3 თვის განმავლობაში (მაქსიმუმ 42.3 თვე, საშუალო 21.3 თვე). ამ კვლევაში აღრიცხავდნენ მხოლოდ სერიოზულ გვერდით მოვლენებს და კვლევიდან მოხსნის შემთხვევებს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების გამო.
EDGE და EDGE II კვლევებში შედარებულ იქნა ეტორიკოქსიბისა და დიკლოფენაკის ამტანობა კუჭ-ნაწლავის მხრივ. EDGE კვლევაში მონაწილეობდა 7,111 პაციენტი OA-ით, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 90მგ დოზით დღეში (OA-ის დროს რეკომენდირებულ დოზაზე 1,5-ჯერ მეტი) ან 150მგ დიკლოფენაკს დღეში, საშუალოდ 9.1 თვის განმავლობაში (მაქსიმუმი 16.6 თვე, საშუალო 11.4 თვე). EDGE II კვლევაში მონაწილეობდა 4,086 პაციენტი RA-ით, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 90მგ დოზით დღეში ან დიკლოფენაკს 150მგ დოზით დღეში საშუალოდ 19.2 თვის განმავლობაში (მაქსიმუმი 33.1 თვე, საშუალო 24 თვე).
გაერთიანებულ MEDAL პროგრამაში OA-ით ან RA-ით დაავადებულ 34,701 პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა საშუალოდ 17.9 თვის განმავლობაში (მაქსიმუმ 42.3 თვე, საშუალო 16.3 თვე), დაახლოებით 12,800 პაციენტი იღებდა მკურნალობას 24 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში. პროგრამაში ჩართულ პაციენტებში საწყისი შეფასებისას აღირიცხა გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის მხრივ რისკ-ფაქტორების ფართო სპექტრი. გამოირიცხენ პაციენტები, რომლებმაც ახლო წარსულში გადაიტანეს/ჩაიტარეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ასევე აორტოკორონარული შუნტირება ან პერკუტანული კორონარული ინტერვენცია კვლევაში ჩართვამდე 6 თვით ადრე. კვლევებში დაშვებული იყო გასტროპროტექტორული საშუალებებისა და ასპირინის დაბალი დოზების გამოყენება.
ზოგადი უსაფრთხოება:
არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავება ეტორიკოქსიბსა და დიკლოფენაკს შორის კარდიოვასკულარული თრომბოზული მოვლენების სიხშირის მხრივ.
კარდიორენალური გვერდითი მოვლენები უფრო ხშირად გამოვლინდა ეტორიკოქსიბთან დაკავშირებით, ვიდრე დიკლოფენაკის გამოყენებისას, და ეს ეფექტი იყო დოზაზე დამოკიდებული. გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის მხრივ მნიშვნელოვნად უფრო ხშირად გამოვლინდა დიკლოფენაკის გამოყენებისას, ვიდრე ეტორიკოქსიბის დანიშვნისას. EDGE და EDGE II კვლევებში გვერდითი მოვლენების, ასევე იმ გვერდითი მოვლენების სიხშირე, რომლებიც ჩაითვალა სერიოზულად ან გამოიწვიეს მკურნალობის შეწყვეტა, MEDAL კვლევაში იყო უფრო მაღალი ეტორიკოქსიბის გამოყენებისას, ვიდრე დიკლოფენაკის დანიშვნისას.
უსაფრთხოების შეფასების შედეგები გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან მიმათებაში:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დადასტურებული სერიოზული გვერდითი მოვლენების სიხშირე (გულის, ცერებროვასკულური და პერიფერიული სისხლძარღვების დარღვევები) შედარდა ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს ან დიკლოფენაკს, რომელთა მონაცემებიც შეჯამებულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში. თრომბოზული მოვლენების სიხშირის მიხედვით არ გამოვლენილა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ეტორიკოქსიბსა და დიკლოფენაკს შორის ყველა გაანალიზებულ ქვეჯგუფში, მათ შორის საბაზისო დონეზე კარდიოვასკულარული რისკის მქონე პაციენტთა კატეგორიებში. ცალკე განხილვისას, დადასტურებული სერიოზული კარდიოვასკულარული თრომბოზული გვერდითი მოვლენების შედარებითი რისკი მსგავსი იყო ეტორიკოქსიბისა (60მგ ან 90მგ დოზით მიღებისას) და დიკლოფენკისთვის (150მგ დოზით მიღებისას).
ცხრილი #2: დადასტურებული კარდიოვასკულარული თრომბოზული მოვლენების სიხშირე (გაერთიანებული MEDAL პროგრამა)
ეტორიკოქსიბი
(N=16819)
25836 პაციენტი-წლები
დიკლოფენაკი
(N=16483)
24766 პაციენტი-წლები
მკურნალობის მეთოდების შედარება
სიხშირე† (95% CI)
სიხშირე† (95% CI)
შედარებითი რისკი (95% CI)
დადასტურებული კარდიოვასკულარული თრომბოზული სერიოზული გვერდითი მოვლენები
პროტოკოლის მოთხოვნების შესრულებისას (PP)
- 24 (1.11, 1.38)
- 30 (1.17, 1.45)
- 95 (0.81, 1.11)
დანიშნული მკურნალობის მიხედვით (ITT)
- 25 (1.14, 1.36)
- 19 (1.08, 1.30)
- 05 (0.93, 1.19)
დადასტურებული კარდიოლოგიური მოვლენები

0,71 (0,61, 0,82)
0,78 (0,68, 0,90)
0,90 (0,74, 1,10)
დანიშნული მკურნალობის მიხედვით (ITT)
0,69 (0,61, 0,78)
0,70 (0,62, 0,79)
0,99 (0,84, 1,17)
დადასტურებული ცერებროვასკულური დარღვევები

0,34 (0,28, 0,42)
0,32 (0,25, 0,40)
1,08 (0,80, 1,46)
დანიშნული მკურნალობის მიხედვით (ITT)
0,33 (0,28, 0,39)
0,29 (0,24, 0,35)
1,12 (0,87, 1,44)
დადასტურებული პერიფერიული სისხლძარღვთა დარღვევები

0,20 (0,15, 0,27)
0,22 (0,17, 0,29)
0,92 (0,63, 1,35)
დანიშნული მკურნალობის მიხედვით (ITT)
0,24 (0,20, 0,30)
0,23 (0,18, 0,28)
1,08 (0,81, 1,44)
† მოვლენების რაოდენობა 100 პაციენტ-წელზე; CI = ნდობის ინტერვალი;
N=პაციენტთა საერთო რაოდენობა, რომლებიც შედის შეფასებულ პაციენტებში (per protocol).
პროტოკოლის მოთხოვნების შესრულებისას (Per-protocol): ყველა მოვლენა საკვლევი თერაპიის დროს ან მისი შეწყვეტიდან 14 დღის განმავლობაში (არ შედის: პაციენტები, რომლებმაც მიიღეს საკვლევი პრეპარატების <75% ან მიიღეს არასაკვლევი არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები >10% ).
დანიშნული მკურნალობის მიხედვით (Intent-to-treat)- ყველა დადასტურებული მოვლენა, რომელიც განვითარდა კვლევის დასრულებამდე (მოიცავს პაციენტებს, რომლებიც პოტენციურად ექვემდებარებოდნენ ინტერვენციებს, რომლებიც არ იყო ჩართული კვლევაში, საკვლევი პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ). პაციენტების საერთო რაოდენობა, n=17,412 ღებულობდა ეტორიკოქსიბს და 17,289 -დიკლოფენაკს.
კარდიორენალური დარღვევები:
MEDAL კვლევაში ჩართული პაციენტების დაახლოებით 50%-ს საწყისი შეფასებისას ანამნეზში აღენიშნებოდა ჰიპერტენზია. არტერიულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო კვლევიდან მოხსნის სიხშირე სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი იყო ეტორიკოქსიბის შემთხვევაში, ვიდრე დიკლოფენაკის გამოყენებისას. გულის შეგუბებით უკმარისობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების სიხშირე (კვლევიდან მოხსნის შემთხვევები და სერიოზული გართულებები) იყო მსგავსი 60 მგ დოზით ეტორიკოქსიბისა და 150 მგ დოზით დიკლოფენაკის შემთხვევაში, მაგრამ იყო უფრო მაღალი 90 მგ ეტორიკოქსიბისათვის 150 მგ დიკლოფენაკთან შედარებით (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 90 მგ ეტორიკოქსიბისათვის 150 მგ დიკლოფენაკთან შედარებით MEDAL OA ჯგუფში).
გულის შეგუბებით უკმარისობასთან დაკავშირებული დადასტურებული გვერდითი მოვლენების სიხშირე (სერიოზული მოვლენები, რომელთა შედეგადაც საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია ან ვიზიტი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში) იყო უმნიშვნელოდ მაღალი ეტორიკოქსიბის შემთხვევაში, 150მგ დიკლოფენაკთან შედარებით; და ეს ეფექტი იყო დოზადამოკიდებული. შეშუპებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო კვლევიდან მოხსნის შემთხვევების სიხშირე უფრო მაღალი იყო ეტორიკოქსიბის გამოყენების შემთხვევაში 150მგ დიკლოფენაკთან შედარებით; და ეს ეფექტი იყო დოზადამოკიდებული (სტატისტიკურად მნიშვნელოვანი 90მგ ეტორიკოქსიბისთვის, მაგრამ არა 60მგ ეტორიკოქსიბისთვის). EDGE და EDGE II კვლევების კარდიორენალური შედეგები შეესაბამებოდა MEDAL კვლევაში აღწერილ შედეგებს.
MEDAL პროგრამის ცალკეულ კვლევებში, კვლევიდან მოხსნის აბსოლუტური სიხშირე ეტორიკოქსიბის (60მგ ან 90მგ) გამოყენებისას ნებისმიერ ჯგუფში იყო 2.6%-მდე არტერიულ ჰიპერტენზიასთან დაკავშირებით, 1.9%-მდე შეშუპებასთან დაკავშირებით და 1.1%-მდე გულის შეგუბებითი უკმარისობასთან დაკავშირებით. ეტორიკოქსიბის 90მგ დოზით გამოყენების შემთხვევაში კვლევიდან მოხსნის სიხშირე იყო უფრო მაღალი ვიდრე ეტორიკოქსიბის 60 მგ დოზით გამოყენებისას.
კუჭ-ნაწლავის ამტანობის შეფასების შედეგები MEDAL პროგრამაში:
MEDAL პროგრამაში შემავალი სამიდან თითოეულ კვლევაში, გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული კლინიკური გვერდითი მოვლენების განვითარების გამო (მაგალითად, დისპეფსია, მუცლის ტკივილი, წყლული) მკურნალობის შეწყვეტის მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ეტორიკოქსიბის შემთხვევაში, ვიდრე დიკლოფენაკის გამოყენებისას. გასტროინტესტინურ ტრაქტთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე ას პაციენტზე წელიწადში კვლევის პერიოდში იყო: 3.23 ეტორიკოქსიბის შემთხვევაში და 4.96 დიკლოფენაკის გამოყენებისას MEDAL კვლევაში; 9.12 ეტორიკოქსიბის და 12.28 დიკლოფენაკის გამოყენებისას EDGE კვლევაში; ხოლო 3.71 ეტორიკოქსიბის და 4.81 დიკლოფენაკის შემთხვევაში EDGE II კვლევაში.
უსაფრთხოების შეფასების შედეგები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან მიმართებაში MEDAL პროგრამაში:
მთლიანობაში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მხრივ განვითარებული გვერდითი მოვლენები განისაზღვრა როგორც პერფორაციები, წყლულები და სისხლდენები. გართულებული გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მხრივ მოიცავდა პერფორაციას, ობსტრუქციასა და გართულებულ სისხლდენას; გაურთულებელი გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის მხრივ მოიცავდა გაურთულებელ სისხლდენებსა და გაურთულებელ წყლულებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილთან დაკავშირებით კლინიკური გამოვლინებების საერთო სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ეტორიკოქსიბის გამოყენებისას დიკლოფენაკთან შედარებით. გართულებული მოვლენების სიხშირის მხრივ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავება ეტორიკოქსიბსა და დიკლოფენაკს შორის. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილთან დაკავშირებით ჰემორაგიული მოვლენების (გართულებული და გაურთულებელი) სიხშირის მხრივ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი განსხვავება ეტორიკოქსიბსა და დიკლოფენაკს შორის. ეტორიკოქსიბის უპირატესობა კუჭნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილთან მიმართებაში დიკლოფენაკთან შედარებით პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ ასპირინს დაბალი დოზებით (პაციენტების დაახლოებით 33%), არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.
დადასტურებული გართულებული და გაურთულებელი გვერდითი მოვლენების სიხშირემ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების მხრივ (პერფორაციები, წყლულები და სისხლდენები) ას პაციენტზე წელიწადში შეადგინა 0.67 (95% CI 0.57, 0.77) ეტორიკოქსიბის და 0.97 (95% CI 0.85, 1.10) დიკლოფენაკის შემთხვევაში, აქედან გამომდინარე ფარდობითმა რისკმა შეადგინა 0.69 (95% CI 0.57, 0.83).
შესწავლილ იქნა დადასტურებული გვერდითი მოვლენების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილების მხრივ ხანდაზმულ პაციენტებში; სიხშირის მაქსიმალური შემცირება აღინიშნა ≥75 წლის ასაკის პაციენტებში - 1.35 [95% CI 0.94, 1.87] vs. 2.78 [95% CI 2.14, 3.56] ას პაციენტზე წელიწადში, შესაბამისად, ეტორიკოქსიბისა და დიკლოფენაკის გამოყენებისას.
დადასტურებული კლინიკური გამოვლინებების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილების მხრივ (წვრილი ან მსხვილი ნაწლავის პერფორაცია, ობსტრუქცია ან სისხლდენა, (POBs)) მნიშვნელოვნად არ განსხვადებოდა ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბსა და დიკლოფენაკს.
უსაფრთხოების შეფასების შედეგები ღვიძლთან მიმართებაში MEDAL პროგრამაში:
ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო მკურნალობის შეწყვეტის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო ეტორიკოქსიბის შემთხვევაში, ვიდრე დიკლოფენაკის გამოყენებისას. გაერთიანებულ MEDAL პროგრამაში პაციენტების 0,3%, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს, და პაციენტების 2.7%, რომლებიც იღებდნენ დიკლოფენაკს, მოიხსნა კვლევიდან ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების განვითარების გამო. გვერდითი მოვლენების განვითარების სიხშირემ ას პაციენტზე წელიწადში შეადგინა 0,22 ეტორიკოქსიბის შემთხვევაში და 1,84 დიკლოფენაკის შემთხვევაში (p<0,001 ეტორიკოქსიბისათვის დიკლოფენაკთან შედარებით). თუმცა, ღვიძლთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების უმეტესობა MEDAL პროგრამის ფარგლებში არ იყო სერიოზული.
უსაფრთხოების დამატებითი მონაცემები კარდიოვასკულარულ თრომბოზულ მოვლენებთან დაკავშირებით
კლინიკურ კვლევებში, MEDAL პროგრამის კვლევების გამოკლებით, დაახლოებით 3100 პაციენტი იღებდა ეტორიკოქსიბს ≥60 მგ დღეში 12 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში. არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი განსხვავება დადასტურებული სერიოზული კარდიოვასკულარული თრომბოზული მოვლენების განვითარების სიხშირის მხრივ პაციენტებს შორის, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს ≥60მგ, პლაცებოს ან არასტერიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომლებიც არ შეიცავდა ნაპროქსენს. თუმცა, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ ნაპროქსენს დოზით 500 მგ დღეში ორჯერ, აღნიშნული მოვლენების განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს. ანტითრომბოციტული მოქმედების მხრივ განსხვავება ზოგიერთ COX-1 მაინჰიბირებელ აასს-სა და COX-2 შერჩევით ინჰიბიტორებს შორის შეიძლება იყოს კლინიკურად მნიშვნელოვანი თრომბოემბოლიური მოვლენების რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებში. COX-2 შერჩევითი ინჰიბიტორები თრგუნავენ სისტემური (და, სავარაუდოდ ენდოთელური) პროსტაციკლინის წარმოქმნას თრომბოქსანზე ზემოქმედების გარეშე. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
უსაფრთხოების დამატებითი მონაცემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან მიმართებაში
ორ 12-კვირიან, ორმაგ-ბრმა ენდოსკოპიურ კვლევაში, გასტროდუოდენალური წყლულის განვითარების კუმულაციური სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს დოზით 120მგ დღეში ერთხელ, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ნაპროქსენს 500 მგ ორჯერ დღეში ან იბუპროფენს 800მგ სამჯერ დღეში. ეტორიკოქსიბის შემთხვევაში წყლულების განვითარების სიხშირე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პლაცებოს გამოყენებისას.
თირკმლის ფუნქციის გამოკვლევა ხანდაზმულებში
რანდომიზებული, ორმაგ-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი, პარალელური ჯგუფების კვლევის ფარგლებში შეფასდა ეტორიკოქსიბით (90 მგ), ცელეკოქსიბით (200 მგ bid), ნაპროქსენით (500 მგ bid) და პლაცებოთი 15-დღიანი მკურნალობის გავლენა შარდით ნატრიუმის ექსკრეციაზე, არტერიულ წნევასა და თირკმლის ფუნქციის სხვა პარამეტრებზე 60-დან 85 წლამდე ასაკის პაციენტებში, რომლებიც იმყოფებოდნენ 200 მექვ/დღეში ნატრიუმის დიეტაზე.
ეტორიკოქსიბი, ცელეკოქსიბი და ნაპროქსენი მკურნალობიდან 2 კვირის განმავლობაში ახდენდნენ მსგავს გავლენას თირკმელებით ნატრიუმის გამოყოფაზე. ყველა აქტიური კომპარატორის შემთხვევაში დაფიქსირდა სისტოლური არტერიული წნევის მატება პლაცებოსთან შედარებით; თუმცა, ეტორიკოქსიბის გამოყენების შემთხვევაში წნევის მატება იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მე-14 დღეს ცელეკოქსიბთან და ნაპროქსენთან შედარებით (სისტოლური არტერიული წნევის საშუალო ცვლილება საწყის მნიშვნელობასთან შედარებით: ეტორიკოქსიბი -7.7 მმ.ვცხ.სვ., ცელეკოქსიბი - 2.4მმ.ვცხ.სვ., ნაპროქსენი -3.6მმ.ვცხ.სვ.).
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
3*10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
თვე
წარმოებულია Sai Mirra Innopharm Pvt.Ltd.-ის (ინდოეთი) მიერ.
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd.-თვის
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმედაბადი- 380054, ბოდაკდევი, ჯაინტილალის პარკი, ამბლი, ბოპალის ქუჩა, South Tower, ONE42, მე-11 სართული, 1101-B, 1102, 1103
ხელმოწერილია/ ბეჭედდასმულია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები, კოქსიბები.
ათქ კოდი: M01AH05
მოქმედების მექანიზმი
ეტორიკოქსიბი არის პერორალური, ციკლოოქსიგენაზა -2-ის (COX-2) შერჩევითი ინჰიბიტორი კლინიკური დოზის ფარგლებში. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში ეტორიკოქსიბი დოზადამოკიდებულად, დღეში 150 მგ-მდე დოზის გამოყენებისას ახდენდა COX -2-ის ინჰიბირებას COX-1-ის ინჰიბირების გარეშე. ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს კუჭის პროსტაგლანდინების სინთეზს და არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე.
ციკლოოქსიგენაზა პასუხისმგებელია პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე. იდენტიფიცირებულია ორი იზოფორმა, COX-1 და COX-2. COX -2 წარმოადგენს იმ ფერმენტის იზოფორმას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო იმპულსებით ინდუცირდება და განიხილება, როგორც ტკივილის, ანთებისა და ცხელების პროსტანოიდული მედიატორების სინთეზზე პასუხისმგებელი ძირითადი ფაქტორი. COX-2 ასევე ჩართულია ოვულაციის, იმპლანტაციისა და არტერიული სადინრის დახურვის პროცესებში, თირკმლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში (ცხელების ინდუცირება, ტკივილის შეგრძნება, კოგნიტიური ფუნქცია). ასევე მონაწილეობს წყლულების შეხორცების პროცესში. COX-2 იდენტიფიცირებულია ადამიანის კუჭის წყლულის ქსოვილებში, თუმცა წყლულის შეხორცებაში მისი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ეტორიკოქსიბი კარგად შეიწოვება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მოზრდილებში უზმოზე 120მგ დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში წონასწორული მდგომარეობის მიღწევამდე მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (საშუალო Cmax = 3.6 მკგ/მლ) მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში (Tmax). საშუალო გეომეტრიული AUC0-24 - 37,8 მკგ•სთ/მლ. თერაპიული დოზების ფარგლებში ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია.
საკვებთან (მაღალცხიმიანი საკვები) ერთად ეტორიკოქსიბის 120მგ დოზით მიღებისას არ დაფიქსირდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აბსორბციის ხარისხზე. აბსორბციის სიჩქარე შეიცვალა, რამაც გამოიწვია Cmax-ის 36%-ით შემცირება და TCmax-ის 2 საათით ზრდა. ეს მონაცემები არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი გამოიყენებოდა საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ეტორიკოქსიბის დაახლოებით 92% უკავშირდება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს 0,05-5 მკგ/მლ კონცენტრაციის დროს.
ადამიანებში განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss) შეადგენს დაახლოებით 120 ლ-ს.
ეტორიკოქსიბი გადის პლაცენტარულ ბარიერს ვირთხებსა და კურდღლებში და ჰემატოენცეფალურ ბარიერს ვირთხებში.
ბიოტრანსფორმაცია
ეტორიკოქსიბი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. მეტაბოლური ძირითადი გზა 6'-ჰიდროქსიმეთილის წარმოებულის წარმოქმნაა, რომელიც კატალიზირდება CYP ფერმენტებით. CYP3A4 ფერმენტი ხელს უწყობს ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმს in vivo. In vitro კვლევები მიუთითებს, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 ფერმენტებს ასევე შეუძლიათ ძირითადი მეტაბოლური გზის კატალიზი, თუმცა მათი რაოდენობრივი მახასიათებლები in vivo შესწავლილი არ არის.
ადამიანებში იდენტიფიცირებულია ხუთი მეტაბოლიტი. ეტორიკოქსიბის ძირითადი მეტაბოლიტი არის 6'-კარბოქსილმჟავას წარმოებული, რომელიც წარმოიქმნება 6'-ჰიდროქსიმეთილის წარმოებულის შემდგომი დაჟანგვის შედეგად. ამ ძირითად მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ შესამჩნევი აქტივობა, ან წარმოადგენენ COX-2-ის სუსტ ინჰიბიტორებს. არცერთი ამ მეტაბოლიტებიდან არ ახდენს COX-1-ის ინჰბირებას.
ორგანიზმიდან გამოყოფა
ჯანმრთელ სუბიექტებში რადიომონიშნული ეტორიკოქსიბის 25მგ დოზით ერთჯერადად ინტრავენური შეყვანისას, ეტორიკოქსიბის 70% გამოიყოფოდა შარდში, ხოლო 20% განავალში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. 2%-ზე ნაკლები გამოიყოფოდა უცვლელი სახით.
ეტორიკოქსიბის ორგანიზმიდან გამოყოფა ხდება ძირითადად მეტაბოლიზმის გზით შემდგომი თირკმლისმიერი ექსკრეციით. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დღეში ერთხელ 120მგ ეტორიკოქსიბის მიღებისას შვიდი დღის შემდეგ, კუმულაციის დაახლოებით 2 კოეფიციენტით, რაც შეესაბამება დაახლოებით 22- საათიან ნახევარგამოყოფის პერიოდს. პლაზმური კლირენსი 25 მგ-ის ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ-ს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებსა (65 წლის და უფროსი ასაკის) და მოზრდილებში მსგავსია.
სქესი: ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა მამაკაცებსა და ქალებში მსგავსია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი სიმძიმის (Child-Pugh ქულა 5-6) დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ეტორიკოქსიბს 60 მგ დღეში ერთხელ, საშუალო AUC დაახლოებით 16%-ით აღემატებოდა იმ ჯანმრთელ პირებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რომლებიც იღებდნენ იგივე დოზას. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის (Child-Pugh ქულა 7-9) დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 60მგ დღეგამოშვებით, საშუალო AUC იყო ისეთივე, როგორც ჯანმრთელ პირებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 60მგ დღეში ერთხელ; აღნიშნულ პოპულაციაში ეტორიკოქსიბის მიღება დღეში ერთხელ 30მგ დოზით შესწავლილი არ არის. არ არსებობს კლინიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ღვიძლის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (Child-Pugh ქულა ≥10).
თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ეტორიკოქსიბის 120მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლების ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები, და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი პირების მაჩვენებლებისგან. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ მოქმედებდა გამოყოფაზე (დიალიზის კლირენსი - დაახლოებით 50 მლ/წთ).
პედიატრიული პოპულაცია: ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში (12 წლამდე) არ არის შესწავლილი.
ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში (n=16), რომელიც ჩატარდა მოზარდებში (12-დან 17 წლამდე), ფარმაკოკინეტიკა 40-დან 60კგ-მდე წონის მოზარდებში ეტორიკოქსიბის 60მგ დოზით დღეში ერთხელ მიღებისას და 60კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში ეტორიკოქსიბის 90მგ დოზით დღეში ერთხელ მიღებისას იყო მსგავსი ფარმაკოკინეტიკისა იმ მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 90მგ დღეში ერთხელ. ბავშვებში ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიში
სამკურნალო საშუალების დასახელება:
ეტოქსიბი (ETOXIB) 60
ეტორიკოქსიბი (Etoricoxib) 60მგ ტაბლეტები

თერაპიული ჩვენებები
ეტორიკოქსიბი გამოიყენება მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის სიმპტომებისა და მწვავე პოდაგრულ ართრიტთან დაკავშირებული ტკივილებისა და სიმპტომების მოხსნის მიზნით.
ეტორიკოქსიბი ნაჩვენებია მოზრდილებსა და 16 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში სტომატოლოგიური ოპერაციების ჩატარების შედეგად განვითარებული საშუალო ინტენსივობის ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისათვის. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს ცალკეული პაციენტის საერთო რისკების შეფასებას.
ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოდინამიკური თვისებები:
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, არასტეროიდები, კოქსიბები.
ათქ კოდი: M01AH05
მოქმედების მექანიზმი
ეტორიკოქსიბი არის პერორალური, ციკლოოქსიგენაზა -2-ის (COX-2) შერჩევითი ინჰიბიტორი კლინიკური დოზის ფარგლებში. კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში ეტორიკოქსიბი დოზადამოკიდებულად, დღეში 150 მგ-მდე დოზის გამოყენებისას ახდენდა COX -2-ის ინჰიბირებას COX-1-ის ინჰიბირების გარეშე. ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს კუჭის პროსტაგლანდინების სინთეზს და არ მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე.
ციკლოოქსიგენაზა პასუხისმგებელია პროსტაგლანდინების გამომუშავებაზე. იდენტიფიცირებულია ორი იზოფორმა, COX-1 და COX-2. COX -2 წარმოადგენს იმ ფერმენტის იზოფორმას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო იმპულსებით ინდუცირდება და განიხილება, როგორც ტკივილის, ანთებისა და ცხელების პროსტანოიდული მედიატორების სინთეზზე პასუხისმგებელი ძირითადი ფაქტორი. COX-2 ასევე ჩართულია ოვულაციის, იმპლანტაციისა და არტერიული სადინრის დახურვის პროცესებში, თირკმლებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულაციაში (ცხელების ინდუცირება, ტკივილის შეგრძნება, კოგნიტიური ფუნქცია). ასევე მონაწილეობს წყლულების შეხორცების პროცესში. COX-2 იდენტიფიცირებულია ადამიანის კუჭის წყლულის ქსოვილებში, თუმცა წყლულის შეხორცებაში მისი მნიშვნელობა დადგენილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
აბსორბცია
პერორალურად მიღებისას ეტორიკოქსიბი კარგად შეიწოვება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 100%-ს. მოზრდილებში უზმოზე 120მგ დღეში ერთხელ მიღების შემთხვევაში წონასწორული მდგომარეობის მიღწევამდე მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (საშუალო Cmax = 3.6 მკგ/მლ) მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 1 საათში (Tmax). საშუალო გეომეტრიული AUC0-24 - 37,8 მკგ•სთ/მლ. თერაპიული დოზების ფარგლებში ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია.
საკვებთან (მაღალცხიმიანი საკვები) ერთად ეტორიკოქსიბის 120მგ დოზით მიღებისას არ დაფიქსირდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა აბსორბციის ხარისხზე. აბსორბციის სიჩქარე შეიცვალა, რამაც გამოიწვია Cmax-ის 36%-ით შემცირება და TCmax-ის 2 საათით ზრდა. ეს მონაცემები არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი გამოიყენებოდა საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
განაწილება
ეტორიკოქსიბის დაახლოებით 92% უკავშირდება ადამიანის სისხლის პლაზმის ცილებს 0,05-5 მკგ/მლ კონცენტრაციის დროს.
ადამიანებში განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში (Vdss) შეადგენს დაახლოებით 120 ლ-ს.
ეტორიკოქსიბი გადის პლაცენტარულ ბარიერს ვირთხებსა და კურდღლებში და ჰემატოენცეფალურ ბარიერს ვირთხებში.
ბიოტრანსფორმაცია
ეტორიკოქსიბი ინტენსიურად მეტაბოლიზდება და დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით. მეტაბოლური ძირითადი გზა 6'-ჰიდროქსიმეთილის წარმოებულის წარმოქმნაა, რომელიც კატალიზირდება CYP ფერმენტებით. CYP3A4 ფერმენტი ხელს უწყობს ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმს in vivo. In vitro კვლევები მიუთითებს, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 ფერმენტებს ასევე შეუძლიათ ძირითადი მეტაბოლური გზის კატალიზი, თუმცა მათი რაოდენობრივი მახასიათებლები in vivo შესწავლილი არ არის.
ადამიანებში იდენტიფიცირებულია ხუთი მეტაბოლიტი. ეტორიკოქსიბის ძირითადი მეტაბოლიტი არის 6'-კარბოქსილმჟავას წარმოებული, რომელიც წარმოიქმნება 6'-ჰიდროქსიმეთილის წარმოებულის შემდგომი დაჟანგვის შედეგად. ამ ძირითად მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ შესამჩნევი აქტივობა, ან წარმოადგენენ COX-2-ის სუსტ ინჰიბიტორებს. არცერთი ამ მეტაბოლიტებიდან არ ახდენს COX-1-ის ინჰბირებას.
ორგანიზმიდან გამოყოფა
ჯანმრთელ სუბიექტებში რადიომონიშნული ეტორიკოქსიბის 25მგ დოზით ერთჯერადად ინტრავენური შეყვანისას, ეტორიკოქსიბის 70% გამოიყოფოდა შარდში, ხოლო 20% განავალში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით. 2%-ზე ნაკლები გამოიყოფოდა უცვლელი სახით.
ეტორიკოქსიბის ორგანიზმიდან გამოყოფა ხდება ძირითადად მეტაბოლიზმის გზით შემდგომი თირკმლისმიერი ექსკრეციით. წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა დღეში ერთხელ 120მგ ეტორიკოქსიბის მიღებისას შვიდი დღის შემდეგ, კუმულაციის დაახლოებით 2 კოეფიციენტით, რაც შეესაბამება დაახლოებით 22- საათიან ნახევარგამოყოფის პერიოდს. პლაზმური კლირენსი 25 მგ-ის ინტრავენური შეყვანის შემდეგ შეადგენს დაახლოებით 50 მლ/წთ-ს.
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ხანდაზმულები: ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულებსა (65 წლის და უფროსი ასაკის) და მოზრდილებში მსგავსია.
სქესი: ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა მამაკაცებსა და ქალებში მსგავსია.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები: ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი სიმძიმის (Child-Pugh ქულა 5-6) დარღვევების მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ეტორიკოქსიბს 60 მგ დღეში ერთხელ, საშუალო AUC დაახლოებით 16%-ით აღემატებოდა იმ ჯანმრთელ პირებში დაფიქსირებულ მაჩვენებელს, რომლებიც იღებდნენ იგივე დოზას. ღვიძლის ფუნქციის საშუალო სიმძიმის (Child-Pugh ქულა 7-9) დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 60მგ დღეგამოშვებით, საშუალო AUC იყო ისეთივე, როგორც ჯანმრთელ პირებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 60მგ დღეში ერთხელ; აღნიშნულ პოპულაციაში ეტორიკოქსიბის მიღება დღეში ერთხელ 30მგ დოზით შესწავლილი არ არის. არ არსებობს კლინიკური ან ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ღვიძლის მძიმე დარღვევის მქონე პაციენტებში (Child-Pugh ქულა ≥10).
თირკმლის ფუნქციის დარღვევები: ეტორიკოქსიბის 120მგ ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლების ფუნქციის საშუალო და მძიმე ხარისხის დარღვევები, და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით, მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა ჯანმრთელი პირების მაჩვენებლებისგან. ჰემოდიალიზი უმნიშვნელოდ მოქმედებდა გამოყოფაზე (დიალიზის კლირენსი - დაახლოებით 50 მლ/წთ).
პედიატრიული პოპულაცია: ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში (12 წლამდე) არ არის შესწავლილი.
ფარმაკოკინეტიკურ კვლევაში (n=16), რომელიც ჩატარდა მოზარდებში (12-დან 17 წლამდე), ფარმაკოკინეტიკა 40-დან 60კგ-მდე წონის მოზარდებში ეტორიკოქსიბის 60მგ დოზით დღეში ერთხელ მიღებისას და 60კგ-ზე მეტი წონის მოზარდებში ეტორიკოქსიბის 90მგ დოზით დღეში ერთხელ მიღებისას იყო მსგავსი ფარმაკოკინეტიკისა იმ მოზრდილებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 90მგ დღეში ერთხელ. ბავშვებში ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
დოზირება
ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, ამიტომ მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება უნდა მოხდეს. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში.
ოსტეოართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 30მგ დღეში ერთხელ. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 60მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
რევმატოიდული არტთრიტი
რეკომენდებული დოზა არის 60მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 90მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. როგორც კი პაციენტი კლინიკურად დასტაბილურდება, დოზა უნდა შემცირდეს 60მგ-მდე დღეში ერთხელ. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
მაანკილოზებელი სპონდილიტი
რეკომენდებული დოზა არის 60მგ ერთხელ დღეში. ზოგიერთ პაციენტში სიმპტომების არასაკმარისად შესუსტების შემთხვევაში, დღეში ერთხელ 90მგ-ს მიღებამ შეიძლება გაზარდოს ეფექტი. როგორც კი პაციენტი კლინიკურად დასტაბილურდება, დოზა უნდა შემცირდეს 60 მგ-მდე დღეში ერთხელ. გაუმჯობესების ეფექტის არარსებობისას საჭიროა მკურნალობის სხვა შესაძლო მეთოდების განხილვა.
მწვავე ტკივილი
მწვავე ტკივილის სამკურნალოდ ეტორიკოქსიბი გამოიყენება მხოლოდ მწვავე სიმპტომატიკის შემთხვევაში.
მწვავე პოდაგრული ართრიტი
რეკომენდებული დოზა არის 120მგ ერთხელ დღეში. მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში ეტორიკოქსიბი გამოიყენებოდა 8 დღის მანძილზე.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი ტკივილი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 90მგ-ს დღეში ერთხელ, არაუმეტეს 3 დღის განმავლობაში. ზოგიერთი პაციენტისათვის შესაძლოა აუცილებელი გახდეს ოპერაციის შემდგომი დამატებითი გაუტკივარება ეტორიკოქსიბთან ერთად სამი დღის განმავლობაში.
თითოეული ჩვენებისათვის რეკომენდებულზე დიდი დოზების გამოყენებისას დამატებითი ეფექტურობა არ აღინიშნა, ან არ არის შესწავლილი.
ამიტომ:
ოსტეოართრიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 60მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
რევმატოიდული არტთრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
მწვავე პოდაგრის დროს გამოყენებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 120მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 8 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
სტომატოლოგიური ოპერაციების შემდგომ განვითარებული მწვავე ტკივილის დროს გამოყენებული დოზა დღე-ღამეში 90 მგ-ს არ უნდა აღემატებოდეს, მკურნალობის ხანგრძლივობა კი 3 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.
მიღების წესი
ეტორიკოქსიბი მიიღება პერორალურად საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ეფექტი უფრო სწრაფად იწყება, თუ პრეპარატის მიღება ჭამის წინ მოხდება, რაც სიმპტომების სწრაფად შესუსტების აუცილებლობისას უნდა გავითვალისწინოთ.
ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
ორსულობა
არ არსებობს კლინიკური მონაცემები ორსულობის პერიოდში ეტორიკოქსიბის გამოყენების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიკურობა. პოტენციური რისკი ქალებში ორსულობის პერიოდში უცნობია. პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა მედიკამენტების მსგავსად, ორსულობის ბოლო ტრიმესტრში ეტორიკოქსიბის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს შეკუმშვის უნარის დარღვევა და არტერიული სადინრის ნაადრევი დახურვა. ეტორიკოქსიბის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში. თუ ორსულობა დადგა მკურნალობის პერიოდში, ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ლაქტაცია
უცნობია გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი დედის რძეში. ცნობილია, რომ ვირთხებში პრეპარატი გამოიყოფა დედის რძით. ქალებმა, რომლებიც იყენებენ ეტორიკოქსიბს, არ უნდა კვებონ ძუძუთი.
ფერტილობა
COX-2-ის მაინჰიბირებელი სხვა საშუალებების მსგავსად, ეტორიკოქსიბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
გვერდითი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის მოკლე აღწერა
კლინიკური კვლევების ფარგლებში, ეტორიკოქსიბის გამოყენების უსაფრთხოება შეფასდა 9,295 პაციენტში, მათ შორის 6,757 პაციენტს აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, წელის ქრონიკული ტკივილი ან მაანკილოზებელი სპონდილიტი (დაახლოებით 600 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი მკურნალობდა ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში).
კლინიკური კვლევების ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი მსგავსი იყო ოსტეოართრიტის ან რევმატოიდული ართრიტის მქონე იმ პაციენტებში გამოვლენილი პროფილისა, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში.
მწვავე პოდაგრული ართრიტის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში გამოიყენებოდა 120მგ ეტორიკოქსიბი დღეში ერთხელ რვა დღის მანძილზე. ამ კვლევის ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი, ზოგადად, მსგავსი იყო ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და წელის ქრონიკული ტკივილის მკურნალობის კომბინირებულ კვლევებში გამოვლენილი პროფილისა.
სამი აქტიური კონტროლირებადი შედარებითი კვლევიდან გაერთიანებული შედეგების კარდიოვასკულური უსაფრთხოების შედეგების პროგრამაში მონაწილე 17,412 პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ოსტეოართრიტი ან რევმატოიდული ართრიტი, მკურნალობდა ეტორიკოქსიბით (60მგ ან 90მგ) საშუალოდ დაახლოებით 18 თვის განმავლობაში.
უსაფრთხოების მონაცემები და ამ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია 5.1 პუნქტში.
სტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი მწვავე ტკივილის მკურნალობის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობდა 614 პაციენტი, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს (90მგ ან 120მგ), ამ კვლევების ფარგლებში გვერდითი ეფექტების პროფილი, ზოგადად, მსგავსი იყო ოსტეოართრიტის, რევმატოიდული ართრიტისა და წელის ქრონიკული ტკივილის მკურნალობის კომბინირებულ კვლევებში გამოვლენილი პროფილისა.
ორგანოთა სისტემა
გვერდითი რეაქციები
სიხშირის
კატეგორია*
ინფექციები
ალვეოლური ოსტეიტი
ხშირი
გასტროენტერიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია
არახშირი
სისხლისა და ლიმფური სისტემის დარღვევები
ანემია (ძირითადად ასოცირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენასთან), ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია
არახშირი
იმუნური სისტემის დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები ‡ ß
არახშირი
ანგიონევროზული შეშუპება /ანაფილაქსიური/ ანაფილაქტოიდური რეაქციები, მათ შორის შოკი ‡
იშვიათი
მეტაბოლიზმისა და კვებითი დარღვევები
შეშუპება/სითხის შეკავება
ხშირი
მადის გაძლიერება ან დაქვეითება, წონის მომატება
არახშირი
ფსიქიკური დარღვევები
შფოთვა, დეპრესია, გონებრივი სიმახვილის დაქვეითება, ჰალუცინაციები ‡
არახშირი
კონფუზია ‡, მოუსვენრობა ‡
იშვიათი
ნერვული სისტემის დარღვევები
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ხშირი
დისგევზია, უძილობა, პარესთეზია/ჰიპესთეზია, ძილიანობა
არახშირი
დარღვევები თვალის მხრივ
დაბინდული მხედველობა, კონიუნქტივიტი
არახშირი
დარღვევები ყურისა და ლაბირინთის მხრივ
ტინიტუსი, ვერტიგო
არახშირი
გულთან დაკავშირებული დარღვევები
გახშირებული გულისცემა, არითმია ‡
ხშირი
წინაგულთა ფიბრილაცია, ტაქიკარდია‡, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არასპეციფიური ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე, სტენოკარდია‡, მიოკარდიუმის ინფარქტი§
არახშირი
სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები
ჰიპერტენზია
ხშირი
სიწითლე, ინსულტი §, გარდამავალი იშემიური შეტევა, ჰიპერტონული კრიზისი ‡, ვასკულიტი ‡
არახშირი
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის მხრივი დარღვევები
ბრონქოსპაზმი ‡
ხშირი
ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა
არახშირი
კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები
ტკივილი მუცლის არეში
ძალიან ხშირი
ყაბზობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გულძმარვა, დიარეა, დისპეფსია/ ეპიგასტრალური დისკომფორტი, გულისრევა, ღებინება, ეზოფაგიტი, პირის ღრუს წყლული
ხშირი
მუცლის შებერილობა, ნაწლავის პერისტალტიკის ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პეპტიკური წყლული, მათ შორის კუჭ-ნაწლავის პერფორაცია და სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეატიტი ‡
არახშირი
ჰეპატობილიარული დარღვევები
ალანინამინოტრანსფერაზას მატება, ასპარტატამინოტრანსფერაზას მატება
ხშირი
ჰეპატიტი ‡
იშვიათი
ღვიძლის უკმარისობა ‡, სიყვითლე ‡
იშვიათი†
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
ეკქიმოზი
ხშირი
სახის შეშუპება, ქავილი, გამონაყარი, ერითემა ‡, ჭინჭრის ციება ‡
არახშირი
სტივენს-ჯონსონის სინდრომი ‡, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი ‡ წამლისმიერი ფიქსირებული დაზიანება (FDE) ‡
იშვიათი†
ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებები
კუნთების სპაზმი/კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი/დაჭიმულობა
არახშირი
თირკმელების და საშარდე გზების დარღვევები
პროტეინურია, შრატში კრეატინინის მატება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა/ თირკმლის უკმარისობა ‡
არახშირი
ზოგადი დარღვევები და ადგილობრივი რეაქციები
ასთენია/დაღლილობა, გრიპისმაგვარი დაავადება
ხშირი
ტკივილი გულმკერდის არეში
არახშირი
გამოკვლევები
სისხლის შარდოვანას აზოტის მატება, კრეატინფოსფოკინაზას დონის მატება, ჰიპერკალიემია, შარდმჟავას მატება
არახშირი
სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება
იშვიათი
- სიხშირის კატეგორია: განისაზღვრება ყოველი გვერდითი მოვლენის პერიოდისთვის კლინიკური კვლევების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული სიხშირის საფუძველზე: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100 - <1/10); არახშირი (≥1/1000 - <1/100); იშვიათი (≥1/10,000 - <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000).
‡აღნიშნული გვერდითი რეაქცია გამოვლინდა პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. მისი სიხშირე შეფასდა კლინიკური კვლევების მონაცემებში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი სიხშირის საფუძველზე ჩვენებისა და დამტკიცებული დოზის გათვალისწინებით.
† სიხშირის კატეგორია „იშვიათი“ განისაზღვრა „პროდუქტის მახასიათებლების შემაჯამებელი ანგარიშის“ (SmPC) (rev. 2, სექტ. 2009წ.) მიხედვით, 0 შემთხვევაზე 95%-იანი ნდობის ინტერვალით, იმ სუბიექტების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით III ფაზის მონაცემების ანალიზში (n=15,470).
ß ჰიპერმგრძნობელობა მოიცავს ტერმინებს: „ალერგია“, „წამლისმიერი ალერგია“, „წამლისმიერი ჰიპერმგრძნობელობა“, „ჰიპერმგრძნობელობა“, „ჰიპერმგრძნობელობა NOS“, „ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია“ და „არასპეციფიკური ალერგია“.
§ გრძელვადიანი პლაცებოს და აქტიური კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ანალიზზე დაყრდნობით, შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები დაკავშირებულია სერიოზული არტერიული თრომბოზული მოვლენების, მათ შორის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის განვითარების გაზრდილ რისკთან. ასეთი მოვლენების განვითარების რისკის აბსოლუტური ზრდა სავარაუდოდ არ აღემატება 1%-ს წელიწადში არსებული მონაცემების საფუძველზე (არახშირი).
შემდეგი სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას და არ შეიძლება გამოირიცხოს ეტორიკოქსიბისთვის: ნეფროტოქსიურობა, მათ შორის ინტერსტიციალური ნეფრიტი და ნეფროზული სინდრომი.
განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
გავლენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილის გართულებები (პერფორაცია, წყლულები ან სისხლდენა), ზოგიერთი ფატალური გამოსავლით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ეტორიკოქსიბით.
რეკომენდირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების სიფრთხილით გამოყენება პაციენტებში, რომლებიც კუჭ-ნაწლავის მხრივი გართულებების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ არიან; ხანდაზმულებში, პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ ნებისმიერ სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს ან აცეტილსალიცილის მჟავას ან პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებებით ანამნეზში, როგორიცაა წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
ეტორიკოქსიბის აცეტილსალიცილის მჟავასთან (თუნდაც დაბალი დოზებით) ერთად მიღებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივი გვერდითი მოვლენების (კუჭ-ნაწლავის წყლული ან კუჭ-ნაწლავის სხვა გართულებები) განვითარების რისკი. გრძელვადიანი კლინიკური კვლევებით არ გამოვლენილა კუჭ -ნაწლავის უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავება შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები + აცეტილსალიცილის მჟავასა და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები + აცეტილსალიცილის მჟავას შორის.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ COX-2 შერჩევითი ინჰიბიტორების კლასში შემავალი პრეპარატები შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოზული გართულებების რისკთან (განსაკუთრებით მიოკარდიუმის ინფარქტი (MI) და ინსულტი) პლაცებოსა და ზოგიერთ აასს-სთან შედარებით. ვინაიდან, ეტორიკოქსიბის მიღებისას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების რისკი შესაძლოა გაიზარდოს დოზისა და მიღების ხანგრძლივობის გაზრდის დროს, აუცილებელია მაქსიმალურად მოკლე დროის მანძილზე მინიმალურად ეფექტური დოზების გამოყენება. პერიოდულად საჭიროა, გადაფასდეს სიმპტომების შესუსტების აუცილებლობა და ჩატარებულ მკურნალობაზე რეაქცია, განსაკუთრებით ოსტეოართრიტით დაავადებულ პაციენტებში. პაციენტებში, გულ-სისხლძარღვთა გართულებების განვითარების მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებით (მაგ. ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, შაქრიანი დიაბეტი, თამბაქოს მოხმარება), ეტორიკოქსიბით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ასეთი შესაძლებლობის სათანადო განხილვის შემდეგ. შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორები არ წარმოადგენს აცეტილსალიცილის მჟავას შემცვლელებს გულ-სისხლძარღვთა თრომბოემბოლიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის, ვინაიდან არ ახდენენ მოქმედებას თრომბოციტებზე. ამიტომ, არ არის რეკომენდირებული ანტითრომბოციტარული საშუალებების გამოყენების შეწყვეტა.
გავლენა თირკმელებზე
თირკმლის პროსტაგლანდინებს აქვთ კომპენსატორული როლი თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში. ამიტომ, თირკმლის პერფუზიის დაქვეითების პირობებში, ეტორიკოქსიბის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პროსტაგლანდინების წარმოქმნის შემცირება და ამის შედეგად თირკმლის სისხლის ნაკადის შემცირება და თირკმლების ფუნქციის დასუსტება. ასეთი რეაქციის რისკი უფრო მაღალია იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევა, დეკომპენსირებული გულის უკმარისობა ან ციროზი. ასეთ პაციენტებში უნდა იქნას განხილული თირკმლების ფუნქციის კონტროლის შესაძლებლობა.
სითხის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია
პროსტაგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს, აღინიშნა სითხის შეკავება, შეშუპება და ჰიპერტენზია. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს), მათ შორის ეტორიკოქსიბი, შეიძლება ასოცირდებოდეს პირველად განვითარებულ ან მორეციდივე გულის შეგუბებით უკმარისობასთან. პრეპარატს სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აქვთ გულის უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა ან ჰიპერტენზია, ასევე პაციენტებს ნებისმიერი სხვა მიზეზით გაჩენილი შეშუპებებით. ასეთი პაციენტების მდგომარეობის გაუარესების კლინიკური ნიშნების დროს საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის ეტორიკოქსიბის მიღების შეწყვეტა.
ეტორიკოქსიბის გამოყენებას, განსაკუთრებით დიდი დოზებით, შეიძლება ახლდეს უფრო ხშირი და მძიმე არტერიული ჰიპერტენზია, ვიდრე სხვა არასტეორიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების გამოყენების დროს. ამიტომ ჰიპერტენზია უნდა იყოს კონტროლის ქვეშ ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყების წინ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არტერიული წნევის კონტროლს ეტორიკოქსიბით მკურნალობის დროს. არტერიული წნევა უნდა კონტროლდებოდეს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ კი - პერიოდულად. არტერიული წნევის მნიშვნელოვნად მომატების შემთხვევაში, განხილულ უნდა იქნეს ალტერნატიული მკურნალობა.
გავლენა ღვიძლზე
კლინიკურ კვლევებში, ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) და/ან ასპარტატამინოტრანსფერაზას (AST) დონის მატება (ნორმის ზედა ზღვარზე დაახლოებით სამჯერ ან მეტჯერ უფრო მაღალი) დაფიქსირდა პაციენტების დაახლოებით 1%-ში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს 30, 60 და 90 მგ დღეში ერთი წლის განმავლობაში. ნებისმიერი პაციენტი, რომელსაც აქვს ღვიძლის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები და/ან ნიშნები, ან რომელსაც აღენიშნება ღვიძლის ფუნქციური სინჯების დარღვევა, უნდა იყოს მონიტორინგის ქვეშ. ღვიძლის უკმარისობის ნიშნების ან ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების მდგრადი პათოლოგიური ცვლილებების დროს (ნორმის ზედა ზღვარზე სამჯერ უფრო მაღალი) ეტორიკოქსიბი უნდა მოიხსნას.
ზოგადი
მკურნალობის დროს ზემოთ აღწერილი ორგანოთა სისტემის რომელიმე ფუნქციის გაუარესების შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება და ეტორიკოქსიბით მკურნალობის შეწყვეტის განხილვა. შესაბამისი სამედიცინო დაკვირვება უნდა ჩატარდეს ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ხანდაზმულებსა და იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელების, ღვიძლის და გულის ფუნქციის დარღვევები. სიფრთხილით უნდა იქნას დაწყებული ეტორიკოქსიბით მკურნალობა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია. ეტორიკოქსიბით მკურნალობის დაწყებამდე რეკომენდირებულია რეჰიდრატაცია.
სერიოზული კანისმხრივი რეაქციები, ზოგიერთი მათგანი ფატალური, მათ შორის ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, გამოვლინდა ძალიან იშვიათ შემთხვევებში არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ზოგიერთი შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორების გამოყენებისას პოსტმარკეტინგული კვლევის დროს. აღნიშნული რეაქციების განვითარების მაღალი რისკი არსებობს მკურნალობის საწყის ეტაპზე, რეაქციის განვითარება უმეტეს შემთხვევებში იწყება მკურნალობის პირველ თვეში.
სერიოზული ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები (როგორიცაა ანაფილაქსია და ანგიონევროზული შეშუპება) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბს. ზოგიერთი შერჩევითი COX-2 ინჰიბიტორის მიღებას ახლავს კანისმხრივი რეაქციების განვითარების მომატებული რისკი იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ წამლისმიერი ალერგია. ეტორიკოქსიბის მიღება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის პირველივე გამოვლინების, ლორწოვანი გარსის დაზიანების ან ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების სხვა ნიშნების გამოჩენისთანავე.
ეტორიკოქსიბს შეუძლია ციებ-ცხელების ან ანთების სხვა ნიშნების შენიღბვა. სიფრთხილეა საჭირო ვარფარინთან ან სხვა პერორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებისას.
ციკლოოქსიგენაზას/პროსტოგლანდინების სინთეზის მაინჰიბირებელი სხვა პრეპარატების მსგავსად, ეტორიკოქსიბის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ქალებისათვის, რომლებიც გეგმავენ ორსულობას.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 პუნქტში მითითებული რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
აქტიური პეპტიკური წყლული ან სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.
პაციენტები, რომლებსაც აცეტილსალიცილის მჟავის ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების, მათ შორის COX-2 (ციკლოოქსიგენაზა-2) ინჰიბიტორების მიღების შემდეგ აღენიშნებათ ბრონქოსპაზმი, მწვავე რინიტი, ცხვირის პოლიპები, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები.
ორსულობის და ლაქტაცია.
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ალბუმინის შემცველობა სისხლის შრატში <25გ/ლ ან Child-Pugh ქულა ≥10).
თირკმლის კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ.
ბავშვები და 16 წლამდე ასაკის მოზარდები.
ნაწლავის ანთებითი დაავადება.
გულის შეგუბებითი უკმარისობა (NYHA II-IV).
ჰიპერტენზიის მქონე პაციენტები, რომელთა არტერიული წნევის მაჩვენებლები მუდმივად 140/90 მმ ვწყ.სვ-ზე მაღალია და არ არის კონტროლირებადი.
დადგენილი გულის იშემიური დაავადება, პერიფერიული არტერიული დაავადება და/ან ცერებროვასკულური დაავადება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პერორალური ანტიკოაგულანტები
პაციენტებში, რომლებიც გადიან გრძელვადიან მკურნალობას ვარფარინით, ეტორიკოქსიბის 120 მგ დღეში მიღებისას დაფიქსირდა პროთრომბინის დროის დაახლოებით 13%-ით მატება. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც იღებენ პერორალურ ანტიკოაგულანტებს, ხშირად უნდა შემოწმდეს საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდების (INR) პროთრომბინის დრო, განსაკუთრებით ეტორიკოქსიბის მიღების პირველ დღეებში ან ეტორიკოქსიბის დოზის შეცვლისას.
დიურეტიკები, ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II ანტაგონისტები
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს შეუძლიათ შეამცირონ დიურეტიკებისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ზოგიერთ პაციენტში (მაგ. დეჰიდრატირებული პაციენტები ან ხანდაზმული პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით), აგფ ინჰიბიტორის ან ანგიოტენზინ II ანტაგონისტის და ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ფუნქციის შემდგომი გაუარესება, მათ შორის თირკმლის შესაძლო მწვავე უკმარისობა, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია. აღნიშნული ურთიერთქმედება გასათვალისწინებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ ეტორიკოქსიბს აგფ ინჰიბიტორებთან ან ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებთან ერთად. ამიტომ, ასეთი კომბინაცია უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პაციენტებში. პაციენტებში საჭიროა შესაბამისი ჰიდრატაციის ჩატარება და თირკმელების ფუნქციის მონიტორინგის ჩატარების შესახებ საკითხის განხილვა კომბინირებული მკურნალობის დასაწყისში, ასევე გარკვეული პერიოდულობით შემდგომში.
აცეტილსალიცილის მჟავა
ჯანმრთელ ადამიანებში ჩატარებულ კვლევაში, წონასწორულ მდგომარეობაში, ეტორიკოქსიბს 120მგ დღეში ერთხელ მიღებას არ ჰქონდა გავლენა აცეტილსალიცილის მჟავას (81 მგ დღეში ერთხელ) ანტითრომბულ მოქმედებაზე. ეტორიკოქსიბის გამოყენება შესაძლებელია აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკო დოზებით (აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზები).
თუმცა, ეტორიკოქსიბთან ერთად აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ან სხვა გართულებების სიხშირის გაზრდა, მარტო ეტორიკოქსიბის მიღებასთან შედარებით.
არ არის რეკომენდებული ეტორიკოქსიბის გამოყენება აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საპროფილაქტიკო დოზებზე დიდი დოზებით, ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.
ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი
მიუხედავად იმისა, რომ ეს ურთიერთქმედება ეტორიკოქსიბთან არ არის შესწავლილი, ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის გამოყენებამ ნებისმიერ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებასთან ერთად შეიძლება გაზარდოს ციკლოსპორინის ან ტაკროლიმუსის ნეფროტოქსიური მოქმედება. აუცილებელია თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი ამ პრეპარატებიდან ნებისმიერთან ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებისას.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
ეტორიკოქსიბის გავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე:
ლითიუმი
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ ლითიუმის თირკმლით ექსკრეციას და, შესაბამისად, ზრდიან პლაზმაში ლითიუმის დონეს. საჭიროების შემთხვევაში, სისხლში ლითიუმის მონიტორინგი და ლითიუმის დოზის კორექცია უნდა მოხდეს ამ კომბინაციის მიღებისას და აასს-ების მოხსნისას.
მეთოტრექსატი
ორი კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა შვიდი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 60, 90 ან 120 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენების ეფექტი იმ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ მეთოტრექსატს 7,5-დან 20 მგ-მდე დოზით კვირაში ერთხელ რევმატოიდული ართრიტის გამო.
60 და 90მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებამ არ იქონია გავლენა მეთოტრექსატის პლაზმურ კონცენტრაციაზე ან თირკმლისმიერ კლირენსზე. ერთ კვლევაში 120მგ ეტორიკოქსიბს არ ჰქონდა ეფექტი, მაგრამ მეორე კვლევაში 120მგ ეტორიკოქსიბმა გაზარდა პლაზმაში მეთოტრექსატის კონცენტრაცია 28%-ით და შეამცირა მეთოტრექსატის თირკმლისმიერი კლირენსი 13%-ით. ეტორიკოქსიბისა და მეთოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია მეთოტრექსატთან დაკავშირებული ტოქსიკურობის შესაბამისი მონიტორინგი.
პერორალური კონტრაცეპტივები
21 დღის განმავლობაში პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად, რომელიც შეიცავს 35მკგ ეთინილესტრადიოლს (EE) და 0.5-1 მგ ნორეთინდრონს, 60 მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას გაიზარდა EE-ს წონასწორული AUC0-24 სთ 37%-ით. იმავე პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად ან 12-საათიანი ინტერვალით 120მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას გაიზარდა EE-ს წონასწორული AUC0-24სთ 50-60%-ით. EE კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა გასათვალისწინებელია პერორალური კონტრაცეპტივის არჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთად გამოსაყენებლად. ეთინილესტრადიოლის ექსპოზიციის ზრდას შეუძლია პერორალური კონტრაცეპტივების გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირის ზრდა (მაგალითად, ვენური თრომბოემბოლიური მოვლენები რისკ-ჯგუფის ქალებში).
ჰორმონ-ჩანაცვლებითი თერაპია (HRT)
28 დღის განმავლობაში 120მგ ეტორიკოქსიბის გამოყენებისას ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიასთან ერთად, რომელიც შედგება კონიუგირებული ესტროგენებისგან (0.625 მგ PREMARINTM), გაიზარდა არაკონიუგირებული ესტრონის (41%), ექვილინის (76%) და 17-β-ესტრადიოლის (22%) საშუალო წონასწორული AUC0-24სთ. ეტორიკოქსიბის (30, 60 და 90მგ) რეკომენდებული გრძელვადიანი დოზების ეფექტი შესწავლილი არ არის. 120მგ ეტორიკოქსიბის ზემოქმედება პრემარინის ამ ესტროგენულ კომპონენტების ექსპოზიციაზე (AUC0-24საათი) იყო იმის ნახევარზე ნაკლები, რაც დაფიქსირდა მხოლოდ პრემარინის გამოყენებისას და როდესაც დოზა გაიზარდა 0.625-დან 1.25 მგ-მდე. ამ ზრდის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ხოლო პრემარინის უფრო დიდი დოზებით გამოყენება ეტორიკოქსიბთან ერთად შესწავლილი არ არის. ესტროგენის კონცენტრაციის აღნიშნული ზრდა მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პოსტმენოპაუზური ჰორმონალური თერაპიის შერჩევისას ეტორიკოქსიბთან ერთად გამოყენებისთვის, ვინაიდან ესტროგენების ექსპოზიციის ზრდამ შეიძლება გაზარდოს HRT-თან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.
პრედნიზონი/პრედნიზოლონი
სხვა წამლებთან ურთიერთქმედების კვლევისას, ეტორიკოქსიბს არ ჰქონია კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრედნიზონის/პრედნიზოლონის ფარმაკოკინეტიკაზე.
დიგოქსინი
ჯანმრთელ მოხალისეებში 10 დღის განმავლობაში 120მგ ეტორიკოქსიბის დღეში ერთხელ გამოყენებისას არ შეიცვალა წონასწორული პლაზმური AUC0-24სთ ან დიგოქსინის თირკმლისმიერი ექსკრეცია. გაიზარდა დიგოქსინის Cmax (დაახლოებით 33%). ეს ზრდა ზოგადად არ არის მნიშვნელოვანი პაციენტების უმეტესობისთვის. თუმცა, ეტორიკოქსიბის და დიგოქსინის ერთდორულად გამოყენებისას დიგოქსინის ტოქსიკურობის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პაციენტებზე უნდა განხოციელდეს მონიტორინგი.
ეტორიკოქსიბის მოქმედება წამლებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება სულფოტრანსფერაზებით
ეტორიკოქსიბი წარმოადგენს ადამიანის სულფოტრანსფერაზას, კერძოდ SULT1E1-ს აქტივობის ინჰიბიტორს, რომელიც ზრდის შრატში ეთინილესტრადიოლის კონცენტრაციას. მიუხედავად იმისა, რომ სულფოტრანსფერაზას ეფექტების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია და ბევრი წამლის კლინიკური შედეგები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, მიზანშეწონილია ეტორიკოქსიბის სიფრთხილით დანიშვნა სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც მეტაბოლიზდება, უპირატესად, ადამიანის სულფოტრანსფერაზებით (მაგ., პერორალური სალბუტამოლი და მინოქსიდილი).
ეტორიკოქსიბის მოქმედება წამლებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP იზოფერმენტებით
in vitro კვლევებზე დაყრდნობით, ეტორიკოქსიბი არ აინჰიბირებს ციტოქრომებს P450 (CYP) 1A2, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 ან 3A4. ჯანმრთელ მოხალისეებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 120 მგ ეტორიკოქსიბის ყოველდღიური მიღებისას არ შეიცვალა ღვიძლის CYP3A4 აქტივობა, რომელიც შეფასდა ERMBT მეთოდით.
სხვა პრეპარატების გავლენა ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე
ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმის ძირითადი გზა დამოკიდებულია CYP ფერმენტებზე. CYP3A4 ფერმენტი ხელს უწყობს ეტორიკოქსიბის მეტაბოლიზმს in vivo. In vitro კვლევები მიუთითებს, რომ CYP2D6, CYP2C9, CYP1A2 და CYP2C19 ფერმენტებს ასევე შეუძლიათ ძირითადი მეტაბოლური გზის კატალიზი, მაგრამ მათი რაოდენობრივი მახასიათებლები in vivo შესწავლილი არ არის.
კეტოკონაზოლი
კეტოკონაზოლს, CYP3A4-ის ძლიერ ინჰიბიტორს, რომელიც ჯანმრთელ მოხალისეებში გამოიყენებოდა დოზით 400 მგ დღეში ერთხელ 11 დღის განმავლობაში, არ ჰქონდა კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ერთჯერადად 60 მგ ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე (AUC– ის 43% –იანი ზრდა).
ვორიკონაზოლი და მიკონაზოლი
პერორალური ვორიკონაზოლის ან ადგილობრივი გამოყენების მიკონაზოლის პერორალური გელის, CYP3A4 ძლიერი ინჰიბიტორების, ეტორიკოქსიბთან ერთად გამოყენებამ გამოიწვია ეტორიკოქსიბის ექსპოზიციის უმნიშვნელო მატება, მაგრამ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე არ წარმოადგენს კლინიკურად მნიშვნელოვანს.
რიფამპიცინი
რიფამპიცინთან, CYP ფერმენტების ძლიერ ინდუქტორთან, ერთად ეტორიკოქსიბის გამოყენებამ გამოიწვია ეტორიკოქსიბის პლაზმური კონცენტრაციის შემცირება 65%-ით. ამ ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების რეციდივი ეტორიკოქსიბის რიფამპიცინთან ერთად გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება მიუთითებდეს დოზის გაზრდაზე, ეტორიკოქსიბის გამოყენება მითითებულზე უფრო დიდი დოზებით არ არის შესწავლილი რიფამპიცინთან კომბინაციაში და ამიტომ არ არის რეკომენდებული.
ანტაციდები
ანტაციდები არ ახდენენ გავლენას ეტორიკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ხარისხით.
დოზის გადაჭარბება
კლინიკურ კვლევების მიხედვით, 21 დღის განმავლობაში ეტორიკოქსიბის 500 მგ -მდე ერთჯერადი დოზისა და 150 მგ-მდე /დღეში მრავალჯერადი დოზის მიღებამ არ გამოიწვია მნიშვნელოვანი ტოქსიკურობა. არსებობს ინფორმაცია ეტორიკოქსიბის დოზის მწვავე გადაჭარბების შესახებ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენები შეთავსებადი იყო ეტორიკოქსიბის უსაფრთხოების პროფილთან (მაგ., კუჭ-ნაწლავის სისტემის დარღვევები, კარდიორენალური დარღვევები).
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, მიზანშეწონილია ჩვეულებრივი დამხმარე ზომების მიღება, როგორიცაა არააბსორბირებული პრეპარატის მოცილება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კლინიკური მონიტორინგის განხორციელება და აუცილებლობის შემთხვევაში, შემანარჩუნებელი თერაპიის დაწყება.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ნესტისგან და სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
3*10 ტაბლეტი დაფასოებულია Alu/Alu ბლისტერზე, რომელიც ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობის ვადა
თვე
წარმოებულია Sai Mirra Innopharm Pvt.Ltd.-ის (ინდოეთი) მიერ.
წარმოებულია Remus Pharmaceuticals Ltd.-თვის
ინდოეთი, გუჯარათი, აჰმედაბადი- 380054, ბოდაკდევი, ჯაინტილალის პარკი, ამბლი, ბოპალის ქუჩა, South Tower, ONE42, მე-11 სართული, 1101-B, 1102, 1103
ხელმოწერილია/ ბეჭედდასმულია
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.