ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ნიტრომინტი

Nitromint®

რეცეპტით0,4მგ/დოზაინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

გულში ჟანგბადის მიწოდების გაუარესებით გამოწვეული გულ-მკერდში უეცარი ტკივილის ან შებოჭილობის (სტენოკარდიის შეტევები) შეგრძნების მკურნალობა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Nitroglycerin)
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ/დოზა 10გ (180 დოზა) სუბლინგვალური სპრეი ალუმინის ბოთლი №1
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ორგანული ნიტრატები
ATC კოდი
C01DA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045602
რეგისტრირებულია
2 ივნისი 2026, მოქმედებს 2 ივნისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებანიტრომინტი და სხვა წამალი ერთად

ნიტრომინტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

გულში ჟანგბადის მიწოდების გაუარესებით გამოწვეული გულ-მკერდში უეცარი ტკივილის ან შებოჭილობის (სტენოკარდიის შეტევები) შეგრძნების მკურნალობა.

გულმკერდის ტკივილის ან შებოჭილობის ეპიზოდების (სტენოკარდიის შეტევების) პრევენცია, მათ შორის გამოყენება ფიზიკური დატვირთვის ან ემოციური სტრესის წინ, რომლებმაც, გამოცდილების საფუძველზე, შეიძლება გამოიწვიოს შეტევა.

გადაუდებელი დახმარება ან დამხმარე მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის (გულის ასთმა) დროს,

კორონარული არტერიის სპაზმის პრევენცია გულის კათეტერიზაციამდე გულის სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევისას (კორონარული ანგიოგრაფია)

გულის კუნთზე დატვირთვის შემცირება მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს (ეს უკანასკნელი ჩვენება მოითხოვს მკაცრ სამედიცინო ზედამხედველობას და ინიშნება ექიმის მიერ).

  • რა უნდა იცოდეთ ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებამდე

არ უნდა გამოიყენოთ ნიტრომინტის® აეროზოლი, თუ:

გაქვთ ალერგია ნიტროგლიცერინზე და სხვა ნიტრატებზე, ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (თუ ადრე გქონიათ სახის, კიდურების, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, ხორხის და/ან ხახის შეშუპება ნიტრატების გამოყენების შემდეგ);

გაქვთ შოკური მდგომარეობა (მძიმე სისხლის მიმოქცევის უკმარისობის განსაკუთრებული ფორმა) ან დაკარგეთ გონება (კოლაფსი);

გაქვთ გამოხატული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა სისტოლური არტერიული წნევით 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები);

გაქვთ შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობა (სისხლის დაკარგვის ან დეჰიდრატაციის გამო);

გაქვთ მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი გული ვერ აწვდის ორგანიზმს ჟანგბადით მდიდარ სისხლს (კარდიოგენული შოკი ან მარცხენა პარკუჭის უკმარისობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მარცხენა პარკუჭში შენარჩუნებულია შესაბამისი წნევა.

გაქვთ, ექიმის მიერ მითითებული, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის უკმარისობის გარკვეული ფორმები,

გაქვთ სტენოკარდია, განპირობებული ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით (გულის პათოლოგიური ზრდა)

გაქვთ კონსტრიქციული პერიკარდიტი (გულის გარშემო არსებული მემბრანების ანთება);

გაქვთ მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს სითხის დაგროვება პერიკარდიულ პარკუჭში (პერიკარდიუმის ტამპონადა);

გაქვთ გულის სარქვლის გარკვეული დაავადებები (აორტის ან მიტრალური სტენოზი);

გაქვთ პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (რადგან ფილტვის ცუდად ვენტილირებად ადგილებში სისხლის ნაკადის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია). სტენოკარდიის მქონე პაციენტები მიეკუთვნებიან მომატებული რისკის ჯგუფს;

თუ იღებთ სილდენაფილის, ტადალაფილის ან ვარდენაფილის შემცველ მედიკამენტებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალოდ), რადგან ნიტროგლიცერინისა და ამ მედიკამენტებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში არტერიული წნევის ვარდნა;

გაქვთ მძიმე ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა ან ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონე);

გაქვთ ნებისმიერი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ქალასშიდა წნევის შესაძლო მატება (მაგ., თავის ტვინის სისხლდენის ან თავის ტრავმის შემდეგ).

გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება)

გაქვთ ორთოსტატული (სხეულის მდებარეობის ცვლილებებან დაკავშირებული) სისხლის მიმოქცევის დარღვევებისადმი მიდრეკილება

ნიტრატებისა და რიოციგუატის შემცველი მედიკამენტების (გამოიყენება ფილტვის არტერიის მომატებული წნევის სამკურნალოდ) ერთდროული გამოყენება, რადგან არტერიული წნევა შეიძლება შემცირდეს ნიტროგლიცერინთან ერთად გამოყენებისას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნიტრომინტის® აეროზოლი გასაყიდად ხელმისაწვდომია ალუმინის ან გამჭვირვალე პლასტმასის ბალონებში.

პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ, რომ დოზირებული სარქველი მუშაობს. ამისათვის მოხსენით დამცავი თავსახური და რამდენჯერმე დააჭირეთ სარქვლის ღილაკს, მიმართეთ სარქვლის ღიობი ჰაერში, სანამ აეროზოლი არ გამოიყოფა. შეიძლება დაგჭირდეთ შევსების პროცედურის გამეორება, თუ მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ.

თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ აეროზოლი ჯდომისას. მოხსენით პლასტმასის თავსახური და დაიჭირეთ ბალონი ვერტიკალურად.

გამოყენებამდე ბალონის შენჯღრევა საჭირო არ არის.

შესასხურებელი სარქვლის ღიობი პირთან რაც შეიძლება ახლოს გეჭიროთ. შეიკავეთ სუნთქვა, რათა თავიდან აიცილოთ აეროზოლის შესუნთქვა, შემდეგ გააღეთ პირი და ენის ქვეშ შეასხურეთ აეროზოლი დოზირებული სარქვლის ღილაკზე დაჭერით და გაშვებით. თითოეული დოზის (შესხურების) შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ პირი, მაგრამ არ შეისუნთქოთ აეროზოლი.

გამოყენების შემდეგ დაახურეთ დამცავი თავსახური. არ შეისუნთქოთ აეროზოლი!

აეროზოლი ყოველთვის თან იქონიეთ, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ. თან იქონიეთ სათადარიგო ბალონი, რადგან აეროზოლი შეიძლება მოულოდნელად დამთავრდეს.

სასარგებლოა იცოდეთ, რომ დოზირებული სარქვლის ღიობის პოვნა შეხებით ადვილია, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მთელი ღამის განმავლობაში.

აეროზოლის თითოეული გამოყენება მონიშნეთ შეფუთვაზე.

გამჭვირვალე პლასტმასის ბალონში პროდუქტის პირველად გამოყენებისას, მოხსენით დამცავი რგოლი თავსახურიდან პირველი გახნის კონტროლისთვის (იხ. სურ. 1).

სურ. 1. - დამცავი რგოლის მოხსნა თავსახურიდან პირველი გახნის კონტროლისთვის

ამის შემდეგ, ერთი ხელით ბალონის დაჭერისას, მეორე ხელით მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ დამცავი თავსახური (იხ. სურ. 2).

სურ. 2. - დამცავი თავსახურის მოხსნა

პროდუქტის ალუმინის ბალონებში გამოყენებისას, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოხსნათ დამცავი თავსახური (იხ. სურ. 3).

სურ. 3. - მოხსენით დამცავი თავსახური ალუმინის ბალონიდან დამცავი თავსახურის მოხსნა, რომელსაც არ აქვს დამცავი რგოლი პირველი გახსნის კონტროლისთვის

დოზირების რეჟიმი

დოზებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი თითოეული პაციენტისთვის. პრეპარატი მოქმედებას იწყებს 1–1,5 წუთში.

რეკომენდებული დოზები

კორონარული არტერიების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის შეტევის დაწყების კუპირება:

შეისხურეთ ერთი დოზა ენის ქვეშ, შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ პირი ცხვირით ნორმალური სუნთქვის აღდგენამდე. თუ სიმპტომები გაგრძელდა, დოზირება (შესხურება) შეიძლება განმეორდეს 5 წუთიანი ინტერვალებით, სულ შეიძლება მაქსიმუმ სამჯერ შესხურება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გაგრძელდება სამი დოზის (შესხურების) შემდეგ.

კორონარული არტერიების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის შეტევის პრევენცია:

შეიყვანეთ ერთი დოზა უშუალოდ მოსალოდნელ დატვირთვამდე.

თუ გრძნობთ, რომ ნიტრომინტის® აეროზოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობა.

თუ გამოიყენეთ ნიტრომინტის® აეროზოლი საჭიროზე მეტი დოზით

დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, არტერიული წნევის დაცემას, გულისცემის მნიშვნელოვნად გახშირებას, თავბრუსხვევას, ალებს, ღებინებას და დიარეას. მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტუჩებისა და ლორწოვანი გარსების ფერის შეცვლა, ქოშინი და სუნთქვის გახშირება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან 6.1 ნაწილში ჩამოთვლილი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ

მწვავე სისხლის მიმოქცევის უკმარისობა (შოკი, კოლაფსი)

გამოხატული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები)

კარდიოგენური შოკი (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მარცხენა პარკუჭის საჭირო საბოლოო დიასტოლური წნევა არ შენარჩუნდება ინტრააორტალური კონტრპულსაციით ან დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატებით)

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი დაბალი შევსების წნევით

მარცხენა პარკუჭის უკმარისობა დაბალი შევსების წნევით

სტენოკარდია ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიის გამო, რადგან ამ მდგომარეობამ შეიძლება შეაფერხოს სისხლის განდევნა

კონსტრიქციული პერიკარდიტი

პერიკარდიუმის ტამპონადა

აორტის ან მიტრალური ხვრელის სტენოზი

მძიმე ანემია

პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (რადგან ცუდად ვენტილირებადი ალვეოლური ზონების ჰიპერემიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია). ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია კორონარული არტერიის დაავადების მქონე პაციენტებში.

ნიტროგლიცერინი უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორების (სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი) (იხ. ნაწილი 4.5)

ნებისმიერი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ქალასშიდა წნევის შესაძლო მატებასთან (მაგ., სისხლჩაქცევა ტვინში ან თავის ტრავმა)

ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (ნიტრატებმა შეიძლება გაზარდონ თვალშიდა წნევა)

ჰიპოვოლემია

სისხლის მიმოქცევის ორთოსტატული დარღვევებისადმი მიდრეკილება

ნიტრატებისა და ხსნადი გუანილატციკლაზას სტიმულატორის, რიოციგუატის, ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია (იხ. ნაწილი 4.5).

  • 4 სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას.

ნიტროგლიცერინი სიფრთხილით გამოიყენება ცერებროვასკულური დაავადების მქონე პაციენტებში, რადგან ჰიპოტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების პროვოცირება.

ნიტროგლიცერინმა შეიძლება გააუარესოს ჰიპოქსემია ფილტვის დაავადების და ფილტვისმიერი გულის მქონე პაციენტებში.

მიოკარდიუმის ინფარქტის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია ბრადიკარდიით, სავარაუდოდ რეფლექსური წარმოშობის.

ნიტრატების მიმართ მგრძნობელობა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პაციენტებში. ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული დოზის შერჩევისას. პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ, განსაკუთრებით მაღალი დოზებით, შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობა.

ნიტროგლიცერინი ზრდის კატექოლამინების და ვანილმანდელის მჟავას გამოყოფას შარდში.

ნიტროგლიცერინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადება, ჰიპოთირეოზი, მიტრალური სარქვლის პროლაფსი, ჰიპოთერმია, გამოფიტვა, აგრეთვე ცოტა ხნის წინ გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

მიოკარდიუმის ინფარქტის ან გულის მწვავე უკმარისობის შემდეგ, ნიტროგლიცერინი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, მკაცრი სამედიცინო კონტროლით და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების მონიტორინგით.

სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპოქსემია და ვენტილაციასა და პერფუზიას შორის ბალანსის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ფილტვის დაავადებასთან ან გულის იშემიურ უკმარისობასთან. ალვეოლური ჰიპოვენტილაციის მქონე პაციენტებში აღინიშნება ფილტვის ლოკალური ვაზოკონსტრიქცია, რაც იწვევს პერფუზიის გადანაწილებას ალვეოლური ჰიპოქსიის უბნებიდან უკეთესი ვენტილაციის მქონე უბნებში (ეილერ-ლილესტრანდის მექანიზმი).

სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის ან თავის ტვინის იშემიის მქონე პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ ცვლილებები წვრილი სასუნთქი გზების მხრივ (განსაკუთრებით დამახასიათებელია ალვეოლური ჰიპოქსია). ამ პირობებში ხდება ადგილობრივი ვაზოკონსტრიქცია, რათა პერფუზია გადანაწილდეს ალვეოლური ჰიპოქსიის უბნებიდან ფილტვის უკეთ ვენტილირებულ უბნებში (იხ. ნაწილი 4.8). ნიტროგლიცერინს, ძლიერ ვაზოდილატატორს, შეუძლია შეაჩეროს დამცავი ვაზოკონსტრიქციის განვითარება, რაც იწვევს ფილტვის ცუდად ვენტილირებადი უბნების პერფუზიის ზრდას. ეს იწვევს ვენტილაციასა და პერფუზიას შორის ბალანსის გაუარესებას, რაც იწვევს არტერიულ სისხლში ჟანგბადის ნაწილობრივი წნევის შემდგომ შემცირებას.

განსაკუთრებული სიფრთხილე და მჭიდრო სამედიცინო მონიტორინგია საჭირო ორთოსტატული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილ პაციენტებში.

სიფრთხილეა საჭირო ამ პრეპარატის გამოყენებისას შაკიკის მქონე პაციენტებში.

პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ თუ სტენოკარდიის სიმპტომები პრეპარატის სამი დოზის შემდეგაც გაგრძელდება, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დახმარებას (იხ. ნაწილი 4.2).

ნებისმიერ შემთხვევაში, ეფექტის არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაზე.

პრეპარატი შეიცავს 39.6 მგ მოცულობით ეთანოლს (ალკოჰოლს) თითოეულ შესხურებულ დოზაზე. ეთანოლის შემცველობა ერთ შესხურებულ დოზაში ნაკლებია ალკოჰოლის შემცველობაზე 1 მლ ლუდში ან 1 მლ ღვინოში. ეთანოლის ეს მცირე რაოდენობა შესამჩნევ ეფექტს არ გამოიწვევს.

პრეპარატი თითოეულ დოზაში შეიცავს 11.11 მგ პროპილენგლიკოლს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

სიფრთხილის ზომები

ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ მიდრეკილი ხართ ორთოსტატული ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევა) მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და/ან გონების დაკარგვა სხეულის მდებარეობის შეცვლისას (დაჯდომისას ან წამოდგომისას);

თუ გაქვთ ტვინის სისხლით მომარაგების სისხლძარღვების დაავადება (ცერებროვასკულური დაავადება);

თუ გაქვთ ფილტვის დაავადება ან ფილტვის დაავადებასთან დაკავშირებული გულის დაავადება

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

თუ ხართ ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის), რადგან ხანდაზმული ასაკი ზრდის არტერიული წნევის უეცარი ვარდნის რისკს გონების დაკარგვისას წამოდგომისას;

თუ გაწუხებთ შაკიკი

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება

თუ გაქვთ გულის სარქვლის დაავადება

თუ გაქვთ ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა)

თუ გაქვთ გამოფიტვა მძიმე არასრულფასოვანი კვების გამო).

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გულის უკმარისობის სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, ქვედა კიდურების შეშუპება) გაუარესდება მკურნალობის დროს.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ სტენოკარდია, გულმკერდის ტკივილი, რომელიც უფრო ხშირად ან მოულოდნელად ვითარდება, უფრო ხანგრძლივი ხდება და არ მსუბუქდება ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებით.

თუ სტენოკარდიის სიმპტომები არ გაქრება აეროზოლის სამჯერ გამოყენების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეფექტის არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს მიოკარდიუმის ადრეულ ინფარქტზე. ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს. დოზის გაზრდისას, შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა ამ მედიკამენტის მიმართ (ანუ ეფექტის შემცირება ან არარასებობა).

ნიტროგლიცერინი ზრდის შარდში გარკვეული ორგანული ნივთიერებების (მაგალითად, კატექოლამინების და ვანილმანდელის მჟავას - „ვმვ“) გამოყოფას. შარდის ან სისხლის ანალიზების ჩატარებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ ნიტრომინტის® სპრეის.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

არასდროს გამოიყენოთ ნიტრომინტის® აეროზოლი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს, ვარდენაფილს ან ტადალაფილს (შესაძლოა გაძლიერდეს ნიტრომინტის® ანტიჰიპერტენზიული ეფექტი)

რიოციგუატთან, ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტთან ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა.

ნიტრომინტის® აეროზოლი სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა ვაზოდილატატორები და სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, ნეიროლეპტიკები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები), დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), საპროპტერინი (ფენილკეტონურიის სამკურნალო მედიკამენტი) და N-აცეტილცისტეინი (ამინომჟავის დანამატი). ყველა ამ მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

დიჰიდროერგოტამინის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია შაკიკის სამკურნალოდ და საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაციისთვის. ნიტროგლიცერინმა შეიძლება გააძლიეროს ასეთი მედიკამენტების ეფექტურობა.

ჰეპარინის შემცველი სისხლის გამათხელებელი საშუალებები (შესაძლოა შემცირდეს ჰეპარინის ეფექტურობა).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) – მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა). ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

ამიფოსტინმა (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს დამხმარე მკურნალობაში) შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი (რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას).

აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი (რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას). გარდა ამისა, დაფიქსირდა თრომბოციტების ფუნქციის შემცირება;

კორტიკოსტეროიდებმა და ესტროგენებმა შეიძლება გააძლიერონ ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

დიზოპირამიდმა (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ) შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ეფექტი.

ნიტრომინტის® აეროზოლი შეიცავს ალკოჰოლის მცირე რაოდენობას. რადგან დისულფირამთან (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ) ურთიერთქმედების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ამ მედიკამენტების ერთად გამოყენებისას.

თუ ადრე იღებდით ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებს (მაგ., იზოსორბიდის დინიტრატი ან მონონიტრატი), შესაძლოა დაგჭირდეთ ნიტროგლიცერინის უფრო მაღალი დოზები.

თუ ექიმმა სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვუს ენის ქვეშ მისაღები ტაბლეტები დაგინიშნათ, სტენოკარდიის იმავე შეტევისთვის კუპირებისთვის ნიტრომინტის® აეროზოლი არ უნდა გამოიყენოთ.

ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად

ნიტრომინტის® აეროზოლით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება მკაცრად აკრძალულია, რადგან ზოგიერთი პოტენციური გვერდითი რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მძიმე იყოს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ნაყოფიერება, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს, რომ დედისთვის მკურნალობის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება

გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ნიტროგლიცერინის შეწყვეტის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის მკურნალობის სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მკურნალობის საწყის ეტაპებზე (თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში) აკრძალულია ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. შეზღუდვების ხარისხს შემდგომში განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ნიტრომინტის® აეროზოლი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) და პროპილენგლიკოლს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 39.6 მგ 96%-იან ეთანოლს (ალკოჰოლს) დოზაზე (სარქველზე ერთი დაჭერა). თითოეულ დოზაში ალკოჰოლის შემცველობა შეესაბამება 1 მლ ღვინოზე ან 1 მლ ლუდზე ნაკლებს. ალკოჰოლის ასეთი დაბალი შემცველობა არ გამოიწვევს რაიმე შესამჩნევ ეფექტს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 10.0 მგ პროპილენგლიკოლს დოზაზე (სარქველზე ერთი დაჭერა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

  • როგორ გამოიყენება აეროზოლი ნიტრომინტი®

გვერდითი მოვლენები

  • როგორ ინახება აეროზოლი ნიტრომინტი®
  • ვარგისიანობის ვადა
  • გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის აეროზოლი ნიტრომინტი® და რისთვის გამოიყენება

ნიტროგლიცერინი (ნიტრომინტის® აეროზოლის აქტიური ინგრედიენტი) არის სისხლძარღვების გამაფართოებელი ორგანული ნიტრატის ნაერთი, რომელიც მოქმედებს როგორც არტერიებზე, ასევე ვენებზე.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების სიმპტომები ზოგადად პრეპარატის თერაპიული გამოყენებისას დაფიქსირებული სიმპტომების მსგავსია; თუმცა, რეაქციების ხარისხი და/ან სიმძიმე შეიძლება უფრო გამოხატული იყოს (იხილეთ ნაწილი 4.8). ძალიან მაღალი დოზების მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ქალასშიდა წნევა, რაც იწვევს ცერებრალურ სიმპტომებს. ასევე დაფიქსირდა კუჭ-ნაწლავის რეაქციები (კოლიკა, დიარეა).

უკიდურესად მაღალი დოზები იწვევს მეტგემოგლობინემიას, ციანოზს, ქოშინს და ტაქიპნოეს.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნიშნები და ფსიქიკური მდგომარეობა. კლინიკური ჩვენებების ან ეროვნული ტოქსიკოლოგიური ცენტრების რეკომენდაციების მიხედვით, უნდა ჩატარდეს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული მხარდაჭერა.

მსუბუქი ჰიპოტენზიის შემთხვევაში, პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე აწეული ფეხებით და/ან თავით.

უნდა განისაზღვროს სისხლში აირების კონცენტრაცია. აციდოზის ან ციანოზის კლინიკური ნიშნების არსებობისას, ნავარაუდევი უნდა იყოს მძიმე მეტგემოგლობინემიის განვითარება.

თუ მეტგემოგლობინემია განვითარდება, უნდა ჩატარდეს ოქსიგენოთერაპია ინტრავენურ მეთილენის ლურჯის შეყვანასთან ერთად დოზით 1-2 მგ/კგ სხეულის წონაზე 5 წუთის განმავლობაში, თუ პაციენტს არ აქვს G6PD დეფიციტი.

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი:

ერთი კონტეინერი (10 გ) შეიცავს 8 გ 1%-იან ნიტროგლიცერინის ხსნარს. აეროზოლის ერთი დოზა შეიცავს 0.4 მგ (400 მიკროგრამი) ნიტროგლიცერინს. თითოეული ბალონი შეიცავს მინიმუმ 180 დოზას.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, პროპილენგლიკოლი.

ნიტრომინტის® აეროზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნობა: უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი ნალექის გარეშე.

შეფუთვა: თითო 10 გ ალუმინის ბალონში, რომელიც აღჭურვილია დოზირების ტუმბოთი შესასხურებელი თავით და დამცავი თავსახურით. ბალონი, პაციენტებისთვის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38,

უნგრეთი

წარმოების ადგილი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კორმენდი, მატიაშ კირაის ქუჩა, 65

უნგრეთი

EGIS Doc. No.: 39373/O

შენახვის პირობები

3 წელი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ათქ კოდი: C01D A02

მოქმედების მექანიზმი

პოსტკაპილარული ტევადობის სისხლძარღვები, დიდი არტერიები და განსაკუთრებით კორონარული სისხლძარღვების ის ნაწილები, რომლებიც რეაგირებენ პრეპარატზე, უფრო მგრძნობიარეა ნიტროგლიცერინის მიმართ, ვიდრე რეზისტენტული სისხლძარღვები. სისტემური სისხლის მიმოქცევის სისტემის გაფართოება ზრდის ვენური სისტემის ტევადობას, რაც იწვევს გულში ვენური დაბრუნების (წინასწარი დატვირთვა), პარკუჭების მოცულობის და შევსების წნევის შემცირებას. ეს ამცირებს მიოკარდიუმის მოთხოვნილებას ენერგიასა და ჟანგბადზე. ავსების წნევის შემცირება აუმჯობესებს პარკუჭის კედლის სუბენდოკარდიული შრეების სისხლით მომარაგებას, რომლებიც იშემიის რისკის ქვეშ არიან, რაც იწვევს პარკუჭის კედლის რეგიონული მობილობის გაუმჯობესებას და დარტყმითი მოცულობის ზრდას. გულთან ახლოს მდებარე დიდი არტერიების გაფართოება ამცირებს სისხლის მიმოქცევის დიდი და მცირე წრეების წინააღდმეგობას. ნიტროგლიცერინი ასევე ადუნებს ბრონქების, საშარდე გზების, ნაღვლის ბუშტის, ნაღვლსადინრების, საყლაპავის, წვრილი და მსხვილი ნაწლავების, აგრეთვე სფინქტერები გლუვკუნთოვან უჯრედებს.

მიჩნეულია, რომ ნიტროგლიცერინის ეფექტი განპირობებულია გლუვი კუნთების უჯრედების მემბრანებზე განლაგებულ ნიტრატის რეცეპტორებთან შეკავშირებით, რაც იწვევს NO-ს წარმოებას და უჯრედშიდა cGMP-ის დაგროვებას. cGMP-ის ეს დაგროვება ხელს უშლის კალციუმის იონების უჯრედში შეღწევას და იწვევს გლუვი კუნთების მოდუნებას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

ენის ქვეშ მიღების შემდეგ, ნიტროგლიცერინი სწრაფად შეიწოვება პირის ღრუდან და ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევაში ღვიძლში გავლის გარეშე. ბიოშეღწევადობა საშუალოდ 39%-ია და ავლენს მნიშვნელოვან ცვალებადობას როგორც პაციენტებს შორის, ასევე ერთსადაიმავე პაციენტში განმეორებითი მიღებისას. ნიტროგლიცერინის მოქმედება სწრაფად იწყება, ეფექტი ვითარდება 1-1.5 წუთში და გრძელდება დაახლოებით 30 წუთი. პლაზმური დონე პიკს აღწევს დაახლოებით 4 წუთის შემდეგ. ენის ქვეშ მიღების შემდეგ, პლაზმური ნახევარგამოყოფის პერიოდი 2.5-4.4 წუთია.

განაწილება

მოცირკულირე ნიტროგლიცერინი მჭიდროდ უკავშირდება ერითროციტებს და გროვდება სისხლძარღვების კედლებში. პლაზმური ცილების შეკავშირება დაახლოებით 60%-ია.

გამოყოფა

ნიტროგლიცერინის ელიმინაციის ძირითადი გზა მეტაბოლიტების თირკმლისმიერი გამოყოფაა; მიღებული დოზის 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა უცვლელი სახით.

  • 3 უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

თაგვებში ნიტროგლიცერინის მაღალი დოზების ხანგრძლივი პერორალური მიღების შემდეგ, კანცეროგენული ეფექტები არ დაფიქსირებულა. თუმცა, ვირთხებში იგივე დოზებმა გაზარდა ღვიძლში ფიბროზული და სიმსივნური ცვლილებების შემთხვევები. რეპროდუქციული ტოქსიკურობის ტესტებში თაგვების შთამომავლობაში მაღალი დოზების გამოყენებისას დაფიქსირდა ნაყოფიერების დაქვეითება; თუმცა, ამ კვლევამ არ გამოავლინა ტერატოგენული ეფექტი.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1 დამხმარე ნივთიერებების სია

ეთანოლი, პროპილენგლიკოლი

  • 2 შეუთავსებლობა

არ გამოიყენება

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

(პაციენტის ინფორმაცია)

ნიტრომინტი®

ენის ქვეშ შესასხურებელი დოზირებული აეროზოლი

(ნიტროგლიცერინი)

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ამ ფურცელ-ჩანართიში მითითებული ინსტრუქციის ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პირადი გამოყენებისთვის. არ გაუზიაროთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ იგივე სიმპტომები აქვთ.

თუ 10-15 წუთში არ იგრძნობთ შვებას, ან თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას ან ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართიში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ეს ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის აეროზოლი ნიტრომინტი® და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება აეროზოლი ნიტრომინტი®
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ ინახება აეროზოლი ნიტრომინტი®
  • ვარგისიანობის ვადა
  • გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის აეროზოლი ნიტრომინტი® და რისთვის გამოიყენება

ნიტროგლიცერინი (ნიტრომინტის® აეროზოლის აქტიური ინგრედიენტი) არის სისხლძარღვების გამაფართოებელი ორგანული ნიტრატის ნაერთი, რომელიც მოქმედებს როგორც არტერიებზე, ასევე ვენებზე.

გამოყენების ჩვენებები:

გულში ჟანგბადის მიწოდების გაუარესებით გამოწვეული გულ-მკერდში უეცარი ტკივილის ან შებოჭილობის (სტენოკარდიის შეტევები) შეგრძნების მკურნალობა.

გულმკერდის ტკივილის ან შებოჭილობის ეპიზოდების (სტენოკარდიის შეტევების) პრევენცია, მათ შორის გამოყენება ფიზიკური დატვირთვის ან ემოციური სტრესის წინ, რომლებმაც, გამოცდილების საფუძველზე, შეიძლება გამოიწვიოს შეტევა.

გადაუდებელი დახმარება ან დამხმარე მკურნალობა გულის მწვავე უკმარისობის (გულის ასთმა) დროს,

კორონარული არტერიის სპაზმის პრევენცია გულის კათეტერიზაციამდე გულის სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევისას (კორონარული ანგიოგრაფია)

გულის კუნთზე დატვირთვის შემცირება მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დროს (ეს უკანასკნელი ჩვენება მოითხოვს მკაცრ სამედიცინო ზედამხედველობას და ინიშნება ექიმის მიერ).

  • რა უნდა იცოდეთ ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებამდე

არ უნდა გამოიყენოთ ნიტრომინტის® აეროზოლი, თუ:

გაქვთ ალერგია ნიტროგლიცერინზე და სხვა ნიტრატებზე, ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილ რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე (თუ ადრე გქონიათ სახის, კიდურების, ტუჩების, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, ენის, ხორხის და/ან ხახის შეშუპება ნიტრატების გამოყენების შემდეგ);

გაქვთ შოკური მდგომარეობა (მძიმე სისხლის მიმოქცევის უკმარისობის განსაკუთრებული ფორმა) ან დაკარგეთ გონება (კოლაფსი);

გაქვთ გამოხატული ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა სისტოლური არტერიული წნევით 90 მმ.ვწყ.სვ-ზე ნაკლები);

გაქვთ შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობა (სისხლის დაკარგვის ან დეჰიდრატაციის გამო);

გაქვთ მდგომარეობა, რომლის დროსაც თქვენი გული ვერ აწვდის ორგანიზმს ჟანგბადით მდიდარ სისხლს (კარდიოგენული შოკი ან მარცხენა პარკუჭის უკმარისობა), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მარცხენა პარკუჭში შენარჩუნებულია შესაბამისი წნევა.

გაქვთ, ექიმის მიერ მითითებული, მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის და გულის უკმარისობის გარკვეული ფორმები,

გაქვთ სტენოკარდია, განპირობებული ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათიით (გულის პათოლოგიური ზრდა)

გაქვთ კონსტრიქციული პერიკარდიტი (გულის გარშემო არსებული მემბრანების ანთება);

გაქვთ მდგომარეობები, რომლებსაც თან ახლავს სითხის დაგროვება პერიკარდიულ პარკუჭში (პერიკარდიუმის ტამპონადა);

გაქვთ გულის სარქვლის გარკვეული დაავადებები (აორტის ან მიტრალური სტენოზი);

გაქვთ პირველადი ფილტვისმიერი ჰიპერტენზია (რადგან ფილტვის ცუდად ვენტილირებად ადგილებში სისხლის ნაკადის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოქსია). სტენოკარდიის მქონე პაციენტები მიეკუთვნებიან მომატებული რისკის ჯგუფს;

თუ იღებთ სილდენაფილის, ტადალაფილის ან ვარდენაფილის შემცველ მედიკამენტებს (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მამაკაცებში იმპოტენციის სამკურნალოდ), რადგან ნიტროგლიცერინისა და ამ მედიკამენტებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში არტერიული წნევის ვარდნა;

გაქვთ მძიმე ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი რაოდენობა ან ჰემოგლობინის ნორმაზე დაბალი დონე);

გაქვთ ნებისმიერი მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ქალასშიდა წნევის შესაძლო მატება (მაგ., თავის ტვინის სისხლდენის ან თავის ტრავმის შემდეგ).

გაქვთ ვიწროკუთხოვანი გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება)

გაქვთ ორთოსტატული (სხეულის მდებარეობის ცვლილებებან დაკავშირებული) სისხლის მიმოქცევის დარღვევებისადმი მიდრეკილება

ნიტრატებისა და რიოციგუატის შემცველი მედიკამენტების (გამოიყენება ფილტვის არტერიის მომატებული წნევის სამკურნალოდ) ერთდროული გამოყენება, რადგან არტერიული წნევა შეიძლება შემცირდეს ნიტროგლიცერინთან ერთად გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ მიდრეკილი ხართ ორთოსტატული ჰიპოტენზიის (დაბალი არტერიული წნევა) მიმართ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა და/ან გონების დაკარგვა სხეულის მდებარეობის შეცვლისას (დაჯდომისას ან წამოდგომისას);

თუ გაქვთ ტვინის სისხლით მომარაგების სისხლძარღვების დაავადება (ცერებროვასკულური დაავადება);

თუ გაქვთ ფილტვის დაავადება ან ფილტვის დაავადებასთან დაკავშირებული გულის დაავადება

თუ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

თუ ხართ ხანდაზმული (65 წელზე მეტი ასაკის), რადგან ხანდაზმული ასაკი ზრდის არტერიული წნევის უეცარი ვარდნის რისკს გონების დაკარგვისას წამოდგომისას;

თუ გაწუხებთ შაკიკი

თუ გაქვთ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის დაავადება

თუ გაქვთ გულის სარქვლის დაავადება

თუ გაქვთ ჰიპოთერმია (სხეულის დაბალი ტემპერატურა)

თუ გაქვთ გამოფიტვა მძიმე არასრულფასოვანი კვების გამო).

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ გულის უკმარისობის სიმპტომები (სუნთქვის გაძნელება, ქვედა კიდურების შეშუპება) გაუარესდება მკურნალობის დროს.

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ სტენოკარდია, გულმკერდის ტკივილი, რომელიც უფრო ხშირად ან მოულოდნელად ვითარდება, უფრო ხანგრძლივი ხდება და არ მსუბუქდება ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენებით.

თუ სტენოკარდიის სიმპტომები არ გაქრება აეროზოლის სამჯერ გამოყენების შემდეგ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეფექტის არარსებობა შეიძლება მიუთითებდეს მიოკარდიუმის ადრეულ ინფარქტზე. ასეთ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარების განყოფილებას ან საავადმყოფოს. დოზის გაზრდისას, შეიძლება განვითარდეს ტოლერანტობა ამ მედიკამენტის მიმართ (ანუ ეფექტის შემცირება ან არარასებობა).

ნიტროგლიცერინი ზრდის შარდში გარკვეული ორგანული ნივთიერებების (მაგალითად, კატექოლამინების და ვანილმანდელის მჟავას - „ვმვ“) გამოყოფას. შარდის ან სისხლის ანალიზების ჩატარებამდე აცნობეთ მკურნალ ექიმს, რომ იყენებთ ნიტრომინტის® სპრეის.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში, რადგან არ არსებობს მონაცემები ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

სხვა მედიკამენტები და ნიტრომინტის® აეროზოლი

აუცილებლად აცნობეთ ექიმს ყველა იმ მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს.

არასდროს გამოიყენოთ ნიტრომინტის® აეროზოლი შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

ერექციული დისფუნქციის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს სილდენაფილს, ვარდენაფილს ან ტადალაფილს (შესაძლოა გაძლიერდეს ნიტრომინტის® ანტიჰიპერტენზიული ეფექტი)

რიოციგუატთან, ფილტვებში მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო მედიკამენტთან ერთად, რადგან ამან შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა.

ნიტრომინტის® აეროზოლი სიფრთხილით და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება შემდეგ მედიკამენტებთან ერთად:

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები, როგორიცაა ვაზოდილატატორები და სხვა ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები, ნეიროლეპტიკები (ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები), დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), საპროპტერინი (ფენილკეტონურიის სამკურნალო მედიკამენტი) და N-აცეტილცისტეინი (ამინომჟავის დანამატი). ყველა ამ მედიკამენტმა შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

დიჰიდროერგოტამინის შემცველი მედიკამენტები, რომლებიც განკუთვნილია შაკიკის სამკურნალოდ და საშვილოსნოს შეკუმშვის სტიმულაციისთვის. ნიტროგლიცერინმა შეიძლება გააძლიეროს ასეთი მედიკამენტების ეფექტურობა.

ჰეპარინის შემცველი სისხლის გამათხელებელი საშუალებები (შესაძლოა შემცირდეს ჰეპარინის ეფექტურობა).

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ) – მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა). ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამცირონ ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

ამიფოსტინმა (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება კიბოს დამხმარე მკურნალობაში) შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი (რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას).

აცეტილსალიცილის მჟავამ შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი (რაც იწვევს არტერიული წნევის შემცირებას). გარდა ამისა, დაფიქსირდა თრომბოციტების ფუნქციის შემცირება;

კორტიკოსტეროიდებმა და ესტროგენებმა შეიძლება გააძლიერონ ნიტროგლიცერინის ჰიპოტენზიური ეფექტი.

დიზოპირამიდმა (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება გულის რიტმის დარღვევების სამკურნალოდ) შეიძლება გააძლიეროს ნიტროგლიცერინის ეფექტი.

ნიტრომინტის® აეროზოლი შეიცავს ალკოჰოლის მცირე რაოდენობას. რადგან დისულფირამთან (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ) ურთიერთქმედების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს ამ მედიკამენტების ერთად გამოყენებისას.

თუ ადრე იღებდით ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებს (მაგ., იზოსორბიდის დინიტრატი ან მონონიტრატი), შესაძლოა დაგჭირდეთ ნიტროგლიცერინის უფრო მაღალი დოზები.

თუ ექიმმა სტენოკარდიის შეტევების კუპირებისთვუს ენის ქვეშ მისაღები ტაბლეტები დაგინიშნათ, სტენოკარდიის იმავე შეტევისთვის კუპირებისთვის ნიტრომინტის® აეროზოლი არ უნდა გამოიყენოთ.

ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენება ალკოჰოლთან ერთად

ნიტრომინტის® აეროზოლით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება მკაცრად აკრძალულია, რადგან ზოგიერთი პოტენციური გვერდითი რეაქცია შეიძლება ჩვეულებრივზე უფრო მძიმე იყოს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

ნაყოფიერება, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას, აცნობეთ მკურნალ ექიმს.

ორსულობა

ნიტრომინტის აეროზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ექიმი დაადგენს, რომ დედისთვის მკურნალობის სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს.

ძუძუთი კვება

გადაწყვეტილება ძუძუთი კვების შეწყვეტის ან ნიტროგლიცერინის შეწყვეტის შესახებ მიიღება ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლისა და დედისთვის მკურნალობის სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მკურნალობის საწყის ეტაპებზე (თქვენი ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში) აკრძალულია ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა. შეზღუდვების ხარისხს შემდგომში განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

ნიტრომინტის® აეროზოლი შეიცავს ეთანოლს (ალკოჰოლს) და პროპილენგლიკოლს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 39.6 მგ 96%-იან ეთანოლს (ალკოჰოლს) დოზაზე (სარქველზე ერთი დაჭერა). თითოეულ დოზაში ალკოჰოლის შემცველობა შეესაბამება 1 მლ ღვინოზე ან 1 მლ ლუდზე ნაკლებს. ალკოჰოლის ასეთი დაბალი შემცველობა არ გამოიწვევს რაიმე შესამჩნევ ეფექტს.

ეს მედიკამენტი შეიცავს 10.0 მგ პროპილენგლიკოლს დოზაზე (სარქველზე ერთი დაჭერა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსების გაღიზიანება.

  • როგორ გამოიყენება აეროზოლი ნიტრომინტი®

გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ ეს მედიკამენტი ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ნიტრომინტის® აეროზოლი გასაყიდად ხელმისაწვდომია ალუმინის ან გამჭვირვალე პლასტმასის ბალონებში.

პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ, რომ დოზირებული სარქველი მუშაობს. ამისათვის მოხსენით დამცავი თავსახური და რამდენჯერმე დააჭირეთ სარქვლის ღილაკს, მიმართეთ სარქვლის ღიობი ჰაერში, სანამ აეროზოლი არ გამოიყოფა. შეიძლება დაგჭირდეთ შევსების პროცედურის გამეორება, თუ მოწყობილობა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ.

თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ აეროზოლი ჯდომისას. მოხსენით პლასტმასის თავსახური და დაიჭირეთ ბალონი ვერტიკალურად.

გამოყენებამდე ბალონის შენჯღრევა საჭირო არ არის.

შესასხურებელი სარქვლის ღიობი პირთან რაც შეიძლება ახლოს გეჭიროთ. შეიკავეთ სუნთქვა, რათა თავიდან აიცილოთ აეროზოლის შესუნთქვა, შემდეგ გააღეთ პირი და ენის ქვეშ შეასხურეთ აეროზოლი დოზირებული სარქვლის ღილაკზე დაჭერით და გაშვებით. თითოეული დოზის (შესხურების) შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ პირი, მაგრამ არ შეისუნთქოთ აეროზოლი.

გამოყენების შემდეგ დაახურეთ დამცავი თავსახური. არ შეისუნთქოთ აეროზოლი!

აეროზოლი ყოველთვის თან იქონიეთ, რადგან შეიძლება ნებისმიერ დროს დაგჭირდეთ. თან იქონიეთ სათადარიგო ბალონი, რადგან აეროზოლი შეიძლება მოულოდნელად დამთავრდეს.

სასარგებლოა იცოდეთ, რომ დოზირებული სარქვლის ღიობის პოვნა შეხებით ადვილია, რაც საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მთელი ღამის განმავლობაში.

აეროზოლის თითოეული გამოყენება მონიშნეთ შეფუთვაზე.

გამჭვირვალე პლასტმასის ბალონში პროდუქტის პირველად გამოყენებისას, მოხსენით დამცავი რგოლი თავსახურიდან პირველი გახნის კონტროლისთვის (იხ. სურ. 1).

სურ. 1. - დამცავი რგოლის მოხსნა თავსახურიდან პირველი გახნის კონტროლისთვის

ამის შემდეგ, ერთი ხელით ბალონის დაჭერისას, მეორე ხელით მარტივად შეგიძლიათ მოხსნათ დამცავი თავსახური (იხ. სურ. 2).

სურ. 2. - დამცავი თავსახურის მოხსნა

პროდუქტის ალუმინის ბალონებში გამოყენებისას, თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოხსნათ დამცავი თავსახური (იხ. სურ. 3).

სურ. 3. - მოხსენით დამცავი თავსახური ალუმინის ბალონიდან დამცავი თავსახურის მოხსნა, რომელსაც არ აქვს დამცავი რგოლი პირველი გახსნის კონტროლისთვის

დოზირების რეჟიმი

დოზებს ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი თითოეული პაციენტისთვის. პრეპარატი მოქმედებას იწყებს 1–1,5 წუთში.

რეკომენდებული დოზები

კორონარული არტერიების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის შეტევის დაწყების კუპირება:

შეისხურეთ ერთი დოზა ენის ქვეშ, შემდეგ დაუყოვნებლივ დახურეთ პირი ცხვირით ნორმალური სუნთქვის აღდგენამდე. თუ სიმპტომები გაგრძელდა, დოზირება (შესხურება) შეიძლება განმეორდეს 5 წუთიანი ინტერვალებით, სულ შეიძლება მაქსიმუმ სამჯერ შესხურება. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები გაგრძელდება სამი დოზის (შესხურების) შემდეგ.

კორონარული არტერიების სპაზმით გამოწვეული სტენოკარდიის შეტევის პრევენცია:

შეიყვანეთ ერთი დოზა უშუალოდ მოსალოდნელ დატვირთვამდე.

თუ გრძნობთ, რომ ნიტრომინტის® აეროზოლის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გაზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ტოლერანტობა.

თუ გამოიყენეთ ნიტრომინტის® აეროზოლი საჭიროზე მეტი დოზით

დოზის გადაჭარბების ნიშნები შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, არტერიული წნევის დაცემას, გულისცემის მნიშვნელოვნად გახშირებას, თავბრუსხვევას, ალებს, ღებინებას და დიარეას. მაღალი დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტუჩებისა და ლორწოვანი გარსების ფერის შეცვლა, ქოშინი და სუნთქვის გახშირება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ნიტრომინტის® აეროზოლის გამოყენება

არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირებისთვის, რადგან ამან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი.

თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

  • თავის ტკივილი

ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს)

  • თავბრუსხვევა
  • ძილიანობა
  • გულის რითმის გახშირება
  • არტერიული წნევის დაქვეითება*
  • არტერიული წნევის ვარდნა წამოდგომისას *
  • სისუსტე

არახშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1-მდე ადამიანს)

  • გონების დაკარგვა (სინკოპე)
  • სტენოკარდიის სიმპტომების გაუარესება (გულმკერდის ტკივილის გაძლიერება)
  • გულის რითმის შენელება
  • ციანოზი (კანის ან ლორწოვანი გარსების მოლურჯო-იისფერი შეფერილობა, რაც გამოწვეულია კანის ზედაპირთან ახლოს მდებარე ქსოვილებში ჟანგბადის დაბალი დონით)
  • სიმხურვალე სახეზე
  • გონების დაკარგვა (ზოგიერთ შემთხვევაში, თან ახლავს გულის რითმის დარღვევა გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირებით და გონების დაკარგვით)
  • გულისრევა
  • ღებინება

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს)

  • მეტგემოგლობინემია (მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლში მეტგემოგლობინის დონის მომატებასთან, რაც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების მიერ ქსოვილებისთვის ჟანგბადის მიწოდების უნარის დაქვეითებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილებში ჟანგბადის დეფიციტი).
  • შფოთვა
  • ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდების შემცირება
  • გულძმარვა
  • ცუდი სუნი პირის ღრუდან
  • სუნთქვის დარღვევა
  • დერმატიტი (კანის ანთება)
  • წამლით გამოწვეული გამონაყარი

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია)

  • ალერგიული რეაქციები ან ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები
  • გულისცემის აჩქარების შეგრძნება
  • აეროზოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში მსუბუქი, გარდამავალი წვის შეგრძნება
  • შეინიშნება მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას.

გვერდითი რეაქციების შეტყობინება

საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის სარგებლისა და რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. ჯანდაცვის სპეციალისტებმა უნდა აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ ინსტრუქციის ბოლოს მითითებულ საკონტაქტო პირებს, აგრეთვე ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის მეშვეობით.

  • როგორ ინახება აეროზოლი ნიტრომინტი®

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, სინათლისა და სითბოსგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ შეინახოთ და არ გამოიყენოთ ღია ცეცხლთან ახლოს ან იმ ადგილებში, სადაც მოწევა დაშვებულია! არ შეასხუროთ აეროზოლი ცეცხლში ან ცხელ ზედაპირზე.

არ გახვრიტოთ და არ გადააგდოთ ცარიელი ბალონი ცეცხლში!

ბალონი ფეთქებადსაშიში და აალებადია!

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებთან ერთად. თუ აუცილებელია არასაჭირო პროდუქტის გადაყრა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

  • აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აეროზოლი ნიტრომინტი®

აქტიური ინგრედიენტი:

ერთი კონტეინერი (10 გ) შეიცავს 8 გ 1%-იან ნიტროგლიცერინის ხსნარს. აეროზოლის ერთი დოზა შეიცავს 0.4 მგ (400 მიკროგრამი) ნიტროგლიცერინს. თითოეული ბალონი შეიცავს მინიმუმ 180 დოზას.

დამხმარე ნივთიერებები: ეთანოლი, პროპილენგლიკოლი.

ნიტრომინტის® აეროზოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნობა: უფერო ან თითქმის უფერო, გამჭვირვალე ხსნარი ნალექის გარეშე.

შეფუთვა: თითო 10 გ ალუმინის ბალონში, რომელიც აღჭურვილია დოზირების ტუმბოთი შესასხურებელი თავით და დამცავი თავსახურით. ბალონი, პაციენტებისთვის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად, შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38,

უნგრეთი

წარმოების ადგილი:

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კორმენდი, მატიაშ კირაის ქუჩა, 65

უნგრეთი

EGIS Doc. No.: 39373/O

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა