ჰიდრინი კაფსულები
HYDRINE Caps.
მელანომა, რეზისტენტული ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია და საკვერცხის მორეციდივე, მეტასტაზური ან ინოპერაბელური კარცინომა. ჰიდროქსიურეა, რომელიც გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად, განკუთვნილია თავისა და კისრის, ტუჩის გარდა, პირველადი ბრტყელუჯრედოვანი (ეპიდერმოიდური) კარცინომების ადგილობრივი კონტროლისთვის.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Hydroxyurea)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ მყარი კაფსულა №100
- მწარმოებელი
- KOREA UNITED PHARM. INC., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტინეოპლაზური საშუალებები, ანტინეოპლაზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- L01XX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045474
- რეგისტრირებულია
- 18 მაისი 2026, მოქმედებს 31 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
ჰიდრინი კაფსულები — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მელანომა, რეზისტენტული ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია და საკვერცხის მორეციდივე, მეტასტაზური ან ინოპერაბელური კარცინომა.
ჰიდროქსიურეა, რომელიც გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად, განკუთვნილია თავისა და კისრის, ტუჩის გარდა, პირველადი ბრტყელუჯრედოვანი (ეპიდერმოიდური) კარცინომების ადგილობრივი კონტროლისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ყველა დოზირება უნდა იყოს დამყარებული პაციენტის ფაქტობრივ ან იდეალურ წონაზე, ამ ორიდან რომელიც კი ნაკლებია.
სოლიდური სიმსივნე:
წყვეტილი თერაპია
- 80 მგ/კგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით ყოველ მესამე დღეს.
უწყვეტი თერაპია
- 20-დან 30 მგ/კგ-მდე პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით დღეში.
წყვეტილი დოზირების რეჟიმი გვთავაზობს შემცირებული ტოქსიკურობის უპირატესობას, რადგანაც ამ დოზირების რეჟიმზე მყოფ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ თერაპიის სრული შეწყვეტა ტოქსიკურობის გამო.
თანმხლები თერაპია

- ჰიდროქსიურეას მიღება უნდა დაიწყოს დასხივების დაწყებამდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე და გაგრძელდეს სხივური თერაპიის პერიოდში, და ასევე განუსაზღვრელი ვადით მას შემდეგ, იმ პირობით, რომ პაციენტი იმყოფება ადექვატური მეთვალყურეობის ქვეშ და არ აღენიშნება უჩვეულო ან მძიმე რეაქციები.
- ჰიდროქსიურეას თანმხლები თერაპიის სახით გამოყენებისას, როგორც წესი, დასხივების დოზის კორექცია საჭირო არ არის.
რეზისტენტული ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია:
რეკომენდებულია უწყვეტი თერაპია (20-30 მგ/კგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით დღეში ერთხელ) სანამ არ იქნება შეფასებული წყვეტილი თერაპიის რეჟიმი.
უკუჩვენებები
პაციენტები ძვლის ტვინის გამოხატული დათრგუნვით, მაგ. ლეიკოპენიით (<2500 ლეიკოციტი) ან თრომბოციტოპენიით (<100,000).
პაციენტები მძიმე ანემიით.
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ჰიდროქსიურეათი მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული, თუ ძვლის ტვინის ფუნქცია მნიშვნელოვნად დათრგუნულია (შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის სუპრესია, და როგორც წესი, ლეიკოპენია მისი პირველი და ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. თრომბოციტოპენია და ანემია ნაკლებად ხშირია და იშვიათად გვხვდება წინამორბედი ლეიკოპენიის გარეშე).
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძვლის ტვინის დათრგუნვა უფრო მეტად სავარაუდოა იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ სხივური თერაპია კიბოს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული საშუალებებით; ჰიდროქსიურეა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში.
პაციენტებს, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ სხივური თერაპია, შეიძლება განუვითარდეთ დასხივების შემდგომი ერითემის გამწვავება.
ჰიდროქსიურეათი თერაპიის დაწყებამდე მძიმე ანემია უნდა იქნას კორექტირებული სისხლის ჩანაცვლების საშუალებით.
ჰიდროქსიურეა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ჰიდროქსიურეას ეფექტების მიმართ და შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზირების რეჟიმი.
გვერდითი მოვლენები
ფსიქონევროლოგიური სისტემა: იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: შეიძლება განვითარდეს სტომატიტი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა.
ჰემატოლოგიური: ძირითადად, შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის დათრგუნვა (ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია). მეგალობლასტური ერითროპოეზი, რომელიც თვით-კუპირებადია, ხშირად შეინიშნება ჰიდროქსიურეათი თერაპიის დასაწყისში. შარდსასქესო სისტემა: დიზურია და ალოპეცია გვხვდება ძალიან იშვიათად. ჰიდროქსიურეამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის დროებითი დარღვევა, რასაც თან ახლავს შრატში შარდმჟავას, შარდმჟავას აზოტის კონცენტრაციისა და კრეატინინის დონის მომატება.
ცენტრალური ნერვული სისტემა: მაღალი დოზით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი ლეთარგიული მდგომარეობა, ასევე აღწერილია ალები, შემცივნება და ზოგადი სისუსტე.
დერმატოლოგიური: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მაკულოპაპულოზური გამონაყარი, სახის ერითემა.
ღვიძლი: დაფიქსირებულია BSP-ის (სულფობრომოფტალეინის) პათოლოგიური შეკავება, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
სხვა: ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალოპეცია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ დასხივების თერაპიული დოზები იწვევს იგივე არასასურველ რეაქციებს, რასაც ჰიდროქსიურეა; კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ამ გვერდითი ეფექტების სიხშირისა და სიმძიმის მომატება.
ზოგადი სიფრთხილის ზომები
ჰიდროქსიურეათი თერაპია მოითხოვს ყურადღებით მეთვალყურეობას. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში, როდესაც ნაჩვენებია, განმეორებით უნდა განისაზღვროს სისხლის სრული მდგომარეობა, ძვლის ტვინის გამოკვლევის ჩათვლით, და ასევე თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქცია. ჰემოგლობინის დონის, ლეიკოციტების საერთო რაოდენობის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ კვირაში ერთხელ ჰიდროქსიურეათი თერაპიის განმავლობაში. თუ ლეიკოციტების რაოდენობა 2500/მმ3-ზე ნაკლებამდე შემცირდა, ან თრომბოციტების რაოდენობა 100000/მმ3-ზე ნაკლებამდე შემცირდა, თერაპია უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ აიწევს ნორმალურ დონემდე. ანემიის განვითარების შემთხვევაში, მისი მართვა უნდა მოხდეს მთლიანი სისხლით ჩანაცვლებით, ჰიდროქსიურეათი თერაპიის შეწყვეტის გარეშე.
პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს კაფსულის შიგთავსის დაცლით და მისი წყალში გახსნით იღებენ, უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის ძლიერი პრეპარატი, რომლის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ფხვნილი არ შევიდეს კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტში.
დასხივებულ ადგილზე ლორწოვანი გარსების ანთებით (მუკოზიტი) გამოწვეული ტკივილი ან დისკომფორტი, როგორც წესი, კონტროლდება ისეთი ზომებით, როგორიცაა ადგილობრივი ანესთეტიკები და პერორალურად მისაღები ტკივილგამაყუჩებლები. თუ რეაქცია მძიმეა, ჰიდროქსიურეათი თერაპია შეიძლება დროებით შეწყდეს; თუ ის უკიდურესად მძიმეა, დამატებით, დასხივების დოზა შეიძლება დროებით გადავადდეს. თუმცა, ამ თერაპიების შეწყვეტა იშვიათად ხდება საჭირო.
წამლებს შორის ურთიერთქმედება
პერსპექტიული კვლევები ჰიდროქსიურეას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალის შესახებ არ ჩატარებულა.
ჰიდროქსიურეას და სხვა მიელოსუპრესორული საშუალებების ან სხივური თერაპიის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის ტვინის დათრგუნვის ან სხვა არასასურველი მოვლენების ალბათობა. რადგანაც ჰიდროქსიურეამ შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე, შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია.
გამოყენება ორსულობის დროს
დნმ-ის სინთეზზე მოქმედი პრეპარატები, როგორიცაა ჰიდროქსიურეა, შეიძლება პოტენციურად იყვნენ მუტაგენური. ექიმმა ყურადღებით უნდა განიხილოს ეს შესაძლებლობა, სანამ ამ პრეპარატს დაუნიშნავს მამრობითი ან მდედრობითი სქესის პაციენტებს, რომლებიც შესაძლოა გეგმავდნენ ჩასახვას.
ჰიდროქსიურეა ცნობილია, როგორც ტერატოგენული საშუალება ცხოველებში. ამიტომ, ჰიდროქსიურეა არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში, რომლებიც არიან ორსულად ან შესაძლოა დაორსულდნენ, თუ ექიმის შეფასებით პოტენციური სარგებელი არ აღემატება შესაძლო რისკებს.
პედიატრიული გამოყენება
უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის. გერიატრიული გამოყენება
ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ჰიდროქსიურეას ეფექტების მიმართ და შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზირების რეჟიმი. ცნობილია, რომ ეს პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით და ამ პრეპარატით გამოწვეული ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. რადგანაც ხანდაზმულ პაციენტებს სავარაუდოდ უფრო მეტად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევისას საჭიროა სიფრთხილე და შეიძლება სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ჭარბი დოზა
ლორწოვანისა და კანის მწვავე ტოქსიკურობა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქსიურეას თერაპიულ დოზაზე რამდენჯერმე მეტი დოზებით. ასევე დაფიქსირდა ტკივილი, იისფერი ერითემა, ხელისგულებისა და ტერფების შეშუპება შემდგომი ხელებისა და ფეხების აქერცვლით, კანის მძიმე გენერალიზებული ჰიპერპიგმენტაცია და სტომატიტი.
შენახვა
შეინახეთ კარგად დახურულ კონტეინერებში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30°C-ზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა
100 კაფსულა/კოლოფში
გადახედვის თარიღი: 2008 წლის 2 იანვარი
კორპორაცია „კორეა იუნაითიდ ფარმ“ (KOREA UNITED PHARM.INC)
107, გონგდან-რო, იენსეო-მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა.
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ჰიდროქსიურეა ··············································500 მგ.
აღწერა
თითოეული მყარი კაფსულა ვარდისფერი თავსახურითა და მწვანე კორპუსით, ავსებულია თეთრიდან მოთეთრომდე ფერის ფხვნილით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
ჰიდრინი კაფსულები.
ჰიდროქსიურეა 500 მგ
ანტინეოპლაზიური
შემადგენლობა
თითოეული კაფსულა შეიცავს:
ჰიდროქსიურეა ··············································500 მგ.
აღწერა
თითოეული მყარი კაფსულა ვარდისფერი თავსახურითა და მწვანე კორპუსით, ავსებულია თეთრიდან მოთეთრომდე ფერის ფხვნილით.
ჩვენებები
მელანომა, რეზისტენტული ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია და საკვერცხის მორეციდივე, მეტასტაზური ან ინოპერაბელური კარცინომა.
ჰიდროქსიურეა, რომელიც გამოიყენება სხივურ თერაპიასთან ერთად, განკუთვნილია თავისა და კისრის, ტუჩის გარდა, პირველადი ბრტყელუჯრედოვანი (ეპიდერმოიდური) კარცინომების ადგილობრივი კონტროლისთვის.
დოზირება და გამოყენების მეთოდი
ყველა დოზირება უნდა იყოს დამყარებული პაციენტის ფაქტობრივ ან იდეალურ წონაზე, ამ ორიდან რომელიც კი ნაკლებია.
სოლიდური სიმსივნე:
წყვეტილი თერაპია
- 80 მგ/კგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით ყოველ მესამე დღეს.
უწყვეტი თერაპია
- 20-დან 30 მგ/კგ-მდე პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით დღეში.
წყვეტილი დოზირების რეჟიმი გვთავაზობს შემცირებული ტოქსიკურობის უპირატესობას, რადგანაც ამ დოზირების რეჟიმზე მყოფ პაციენტებს იშვიათად სჭირდებათ თერაპიის სრული შეწყვეტა ტოქსიკურობის გამო.
თანმხლები თერაპია
- 80 მგ/კგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით ყოველ მესამე დღეს.
- ჰიდროქსიურეას მიღება უნდა დაიწყოს დასხივების დაწყებამდე მინიმუმ შვიდი დღით ადრე და გაგრძელდეს სხივური თერაპიის პერიოდში, და ასევე განუსაზღვრელი ვადით მას შემდეგ, იმ პირობით, რომ პაციენტი იმყოფება ადექვატური მეთვალყურეობის ქვეშ და არ აღენიშნება უჩვეულო ან მძიმე რეაქციები.
- ჰიდროქსიურეას თანმხლები თერაპიის სახით გამოყენებისას, როგორც წესი, დასხივების დოზის კორექცია საჭირო არ არის.
რეზისტენტული ქრონიკული მიელოციტური ლეიკემია:
რეკომენდებულია უწყვეტი თერაპია (20-30 მგ/კგ პერორალურად ერთჯერადი დოზის სახით დღეში ერთხელ) სანამ არ იქნება შეფასებული წყვეტილი თერაპიის რეჟიმი.
უკუჩვენებები
პაციენტები ძვლის ტვინის გამოხატული დათრგუნვით, მაგ. ლეიკოპენიით (<2500 ლეიკოციტი) ან თრომბოციტოპენიით (<100,000).
პაციენტები მძიმე ანემიით.
პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
გაფრთხილებები
ჰიდროქსიურეათი მკურნალობა არ უნდა იქნას დაწყებული, თუ ძვლის ტვინის ფუნქცია მნიშვნელოვნად დათრგუნულია (შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის სუპრესია, და როგორც წესი, ლეიკოპენია მისი პირველი და ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. თრომბოციტოპენია და ანემია ნაკლებად ხშირია და იშვიათად გვხვდება წინამორბედი ლეიკოპენიის გარეშე).
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძვლის ტვინის დათრგუნვა უფრო მეტად სავარაუდოა იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე ჩაუტარდათ სხივური თერაპია კიბოს ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიული საშუალებებით; ჰიდროქსიურეა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ასეთ პაციენტებში.
პაციენტებს, რომლებსაც წარსულში ჩაუტარდათ სხივური თერაპია, შეიძლება განუვითარდეთ დასხივების შემდგომი ერითემის გამწვავება.
ჰიდროქსიურეათი თერაპიის დაწყებამდე მძიმე ანემია უნდა იქნას კორექტირებული სისხლის ჩანაცვლების საშუალებით.
ჰიდროქსიურეა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ჰიდროქსიურეას ეფექტების მიმართ და შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზირების რეჟიმი.
არასასურველი რეაქციები
ფსიქონევროლოგიური სისტემა: იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები და კრუნჩხვები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: შეიძლება განვითარდეს სტომატიტი, მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა და ყაბზობა.
ჰემატოლოგიური: ძირითადად, შეიძლება განვითარდეს ძვლის ტვინის დათრგუნვა (ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია). მეგალობლასტური ერითროპოეზი, რომელიც თვით-კუპირებადია, ხშირად შეინიშნება ჰიდროქსიურეათი თერაპიის დასაწყისში. შარდსასქესო სისტემა: დიზურია და ალოპეცია გვხვდება ძალიან იშვიათად. ჰიდროქსიურეამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკოვანი ფუნქციის დროებითი დარღვევა, რასაც თან ახლავს შრატში შარდმჟავას, შარდმჟავას აზოტის კონცენტრაციისა და კრეატინინის დონის მომატება.
ცენტრალური ნერვული სისტემა: მაღალი დოზით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ზოგადი ლეთარგიული მდგომარეობა, ასევე აღწერილია ალები, შემცივნება და ზოგადი სისუსტე.
დერმატოლოგიური: ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს მაკულოპაპულოზური გამონაყარი, სახის ერითემა.
ღვიძლი: დაფიქსირებულია BSP-ის (სულფობრომოფტალეინის) პათოლოგიური შეკავება, ღვიძლის ფერმენტების მომატება.
სხვა: ძალიან იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ალოპეცია.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ დასხივების თერაპიული დოზები იწვევს იგივე არასასურველ რეაქციებს, რასაც ჰიდროქსიურეა; კომბინირებულმა თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ამ გვერდითი ეფექტების სიხშირისა და სიმძიმის მომატება.
ზოგადი სიფრთხილის ზომები
ჰიდროქსიურეათი თერაპია მოითხოვს ყურადღებით მეთვალყურეობას. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პერიოდში, როდესაც ნაჩვენებია, განმეორებით უნდა განისაზღვროს სისხლის სრული მდგომარეობა, ძვლის ტვინის გამოკვლევის ჩათვლით, და ასევე თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქცია. ჰემოგლობინის დონის, ლეიკოციტების საერთო რაოდენობის და თრომბოციტების რაოდენობის განსაზღვრა უნდა ჩატარდეს მინიმუმ კვირაში ერთხელ ჰიდროქსიურეათი თერაპიის განმავლობაში. თუ ლეიკოციტების რაოდენობა 2500/მმ3-ზე ნაკლებამდე შემცირდა, ან თრომბოციტების რაოდენობა 100000/მმ3-ზე ნაკლებამდე შემცირდა, თერაპია უნდა შეწყდეს მანამ, სანამ მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ აიწევს ნორმალურ დონემდე. ანემიის განვითარების შემთხვევაში, მისი მართვა უნდა მოხდეს მთლიანი სისხლით ჩანაცვლებით, ჰიდროქსიურეათი თერაპიის შეწყვეტის გარეშე.
პაციენტებს, რომლებიც პრეპარატს კაფსულის შიგთავსის დაცლით და მისი წყალში გახსნით იღებენ, უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის ძლიერი პრეპარატი, რომლის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე. პაციენტები უნდა იყვნენ გაფრთხილებულები, რომ ფხვნილი არ შევიდეს კანთან ან ლორწოვან გარსებთან კონტაქტში.
დასხივებულ ადგილზე ლორწოვანი გარსების ანთებით (მუკოზიტი) გამოწვეული ტკივილი ან დისკომფორტი, როგორც წესი, კონტროლდება ისეთი ზომებით, როგორიცაა ადგილობრივი ანესთეტიკები და პერორალურად მისაღები ტკივილგამაყუჩებლები. თუ რეაქცია მძიმეა, ჰიდროქსიურეათი თერაპია შეიძლება დროებით შეწყდეს; თუ ის უკიდურესად მძიმეა, დამატებით, დასხივების დოზა შეიძლება დროებით გადავადდეს. თუმცა, ამ თერაპიების შეწყვეტა იშვიათად ხდება საჭირო.
წამლებს შორის ურთიერთქმედება
პერსპექტიული კვლევები ჰიდროქსიურეას სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალის შესახებ არ ჩატარებულა.
ჰიდროქსიურეას და სხვა მიელოსუპრესორული საშუალებების ან სხივური თერაპიის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ძვლის ტვინის დათრგუნვის ან სხვა არასასურველი მოვლენების ალბათობა. რადგანაც ჰიდროქსიურეამ შეიძლება გაზარდოს შრატში შარდმჟავას დონე, შეიძლება საჭირო გახდეს ურიკოზურიული მედიკამენტების დოზის კორექცია.
გამოყენება ორსულობის დროს
დნმ-ის სინთეზზე მოქმედი პრეპარატები, როგორიცაა ჰიდროქსიურეა, შეიძლება პოტენციურად იყვნენ მუტაგენური. ექიმმა ყურადღებით უნდა განიხილოს ეს შესაძლებლობა, სანამ ამ პრეპარატს დაუნიშნავს მამრობითი ან მდედრობითი სქესის პაციენტებს, რომლებიც შესაძლოა გეგმავდნენ ჩასახვას.
ჰიდროქსიურეა ცნობილია, როგორც ტერატოგენული საშუალება ცხოველებში. ამიტომ, ჰიდროქსიურეა არ უნდა იქნას გამოყენებული ქალებში, რომლებიც არიან ორსულად ან შესაძლოა დაორსულდნენ, თუ ექიმის შეფასებით პოტენციური სარგებელი არ აღემატება შესაძლო რისკებს.
პედიატრიული გამოყენება
უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში დადგენილი არ არის. გერიატრიული გამოყენება
ხანდაზმული პაციენტები შეიძლება უფრო მგრძნობიარეები იყვნენ ჰიდროქსიურეას ეფექტების მიმართ და შეიძლება დასჭირდეთ უფრო დაბალი დოზირების რეჟიმი. ცნობილია, რომ ეს პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით და ამ პრეპარატით გამოწვეული ტოქსიკური რეაქციების რისკი შეიძლება უფრო მაღალი იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. რადგანაც ხანდაზმულ პაციენტებს სავარაუდოდ უფრო მეტად აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, დოზის შერჩევისას საჭიროა სიფრთხილე და შეიძლება სასარგებლო იყოს თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
დოზის გადაჭარბება
ლორწოვანისა და კანის მწვავე ტოქსიკურობა დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ჰიდროქსიურეას თერაპიულ დოზაზე რამდენჯერმე მეტი დოზებით. ასევე დაფიქსირდა ტკივილი, იისფერი ერითემა, ხელისგულებისა და ტერფების შეშუპება შემდგომი ხელებისა და ფეხების აქერცვლით, კანის მძიმე გენერალიზებული ჰიპერპიგმენტაცია და სტომატიტი.
შენახვა
შეინახეთ კარგად დახურულ კონტეინერებში, სინათლისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30°C-ზე.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შეფუთვა
100 კაფსულა/კოლოფში
გადახედვის თარიღი: 2008 წლის 2 იანვარი
კორპორაცია „კორეა იუნაითიდ ფარმ“ (KOREA UNITED PHARM.INC)
107, გონგდან-რო, იენსეო-მიეონ, სეჯონგ-სი, კორეა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.