ფურადონინი
Furadonīns
- მოქმედი ნივთიერება
- nitrofurantoin
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ ტაბლეტი №20
- მწარმოებელი
- Olpha AS, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ნიტროფურანის წარმოებულები
- ATC კოდი
- J01XE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-046519
- რეგისტრირებულია
- 21 ოქტომბერი 2026, მოქმედებს 21 ოქტომბერი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
ფურადონინი — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
- თუ გაქვთ ალერგია ნიტროფურანტოინზე, ნიტროფურანის წარმოებულებზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ანურია (შარდის არასაკმარისი გამოყოფა);
- თუ გაქვთ ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება);
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (eGFR 45 მლ/წთ-ზე ნაკლები);
- თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- თუ გაქვთ პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევით);
- თუ გაქვთ ნევრიტი (ნერვის ანთება) ან პოლინეიროპათია (პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება ტკივილით, ჩხვლეტის შეგრძნებით, წვით, სისუსტით ფეხებსა და ხელებში);
- თუ გაქვთ ფილტვის დაავადებები (კერძოდ, ფიბროზი);
- თუ გაქვთ პიელონეფრიტი (თირკმლის ანთება) თირკმლის პარენქიმული ქსოვილების ანთებასთან ან პერირენალურ ანთებასთან ერთად;
- თუ ხართ ორსულად;
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ტაბლეტში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო).
სიფრთხილის ზომები
ფურადონინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი მდგომარეობები ან დაავადებები:
- ანემია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ელექტროლიტური დისბალანსი;
- B ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;
- ფილტვის დაავადება;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ნიტროფურანტოინის შარდით გამოყოფის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკური ეფექტების რისკი);
- პერიფერიული ნეიროპათია ან მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ნეიროპათიის განვითარებას (ამ შემთხვევებში პერიფერიული ნეიროპათიის რისკი იზრდება).
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დაღლილობა, კანის ან თვალების გაყვითლება, ქავილი, კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, მუცლის არეში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინებას, მადის დაკარგვა, მუქ შარდი და ღია ან ნაცრისფერი განავალი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დარღვევის სიმპტომები.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს (იხილეთ მე-4 ნაწილი):
- თუ განვითარდა პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები (ხელების ან ფეხების ჩხვლეტა, ტკივილი ან წვის შეგრძნება);
- როგორც კი გამოვლინდება ფილტვების დაზიანების პირველი ნიშნები (ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში);
- თუ განვითარდა დიარეა (ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთება) ნიშანი, იხილეთ მე-4 ნაწილი "კუჭ-ნაწლავის დარღვევები").
ნიტროფურანტოინით თერაპიაზე მყოფ ხანდაზმულ (65 წელზე უფროსი ასაკის) და ახალგაზრდა პაციენტებში მკურნალობაზე პასუხის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა. თუმცა, ხანდაზმულებში ფურადონინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის გამო.
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფილტვების გამოკვლევა. განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შესაძლებელია ფილტვების ფუნქციების გაუარესება (სუნთქვის პრობლემები).
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის სრული ანალიზი და ღვიძლის ფუნქციური ტესტები. არსებობს ცნობები ქოლესტაზური სიყვითლის და ქრონიკული ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევების შესახებ.
ფურადონინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა.
ფურადონინის გამოყენებისას პაციენტებში შარდში გლუკოზის განსაზღვრისას შესაძლოა გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები, თუ გამოიყენება სპილენძის რედუქციის მეთოდი. თუ შარდში გლუკოზის განსაზღვრისთვის გამოიყენება ფერმენტული მეთოდები, ნიტროფურანტოინის გამოყენება შედეგებზე გავლენას არ ახდენს.
ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს შარდის მუქი ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობა.
ბავშვები და მოზარდები
ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტაბლეტში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო (იხილეთ მე-3 ნაწილი).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ანტაციდები და ადსორბენტები ამცირებენ ნიტროფურანტოინის შეწოვას, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ფურადონინთან ერთად მიღება;
პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა პრობენეციდი და სულფინპირაზონი, ამცირებენ ნიტროფურანტოინის გამოყოფას (იწვევს სისხლში ნიტროფურანტოინის დონის მატებას, ეფექტურობის შემცირებას და ტოქსიკურობის რისკის ზრდას). ამიტომ, ნიტროფურანტოინთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული;
ნიტროფურანტოინი ამცირებს ქინოლონების (ნალიდიქსის მჟავა, ფტორქინოლონები) ანტიბაქტერიულ ეფექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ერთდროული მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული;
ნიტროფურანტოინის ანტიბაქტერიული აქტივობა ტუტე შარდში მცირდება. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ნიტროფურანტოინისა და შარდის pH-ის გამაძლიერებელი პრეპარატების ერთდროული მიღება.
ფურადონინი საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვები ზრდის პრეპარატის შეწოვას და მის ეფექტურობას.
თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამ პრეპარატისა და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულ ან მეძუძურ ქალებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ფურადონინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ პაციენტებს პრეპარატის მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, სიფრთხილეა საჭირო.
- როგორ მიიღება ფურადონინი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება დანიშნული კურსის დასრულებამდე. დაავადების სიმპტომები შეიძლება გაქრეს ინფექციის განკურნებამდე და დაავადება შეიძლება გაუარესდეს, თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდება. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, გამოიყენება შემდეგი დოზები.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მალევე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
მოზრდილები
მწვავე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
მძიმე ქრონიკული მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (ტაბლეტი) 3-4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. გულისრევის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) ძილის წინ.
ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, ხანდაზმული პაციენტები
არ არსებობს მონაცემები დოზირების შესახებ ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. თუმცა, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (eGFR 45 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. „არ მიიღოთ ფურადონინი“).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მწვავე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზები.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი ერთ ტაბლეტში ნიტროფურანტოინის რაოდენობის გამო. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია უფრო შესაფერისი დოზირების ფორმა, რომელიც შეიცავს ნიტროფურანტოინის უფრო მცირე რაოდენობას ერთ დოზაში.
თუ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მიიღეთ ფურადონინის საჭიროზე მეტი დოზა
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფურადონის მიღება
შემდეგი დოზის მიღების დროს მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფურადონის მიღებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა დანიშნული კურსის დასრულებამდე. ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ფურადონინი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფურადონინი და რისთვის გამოიყენება
ფურადონინი (ნიტროფურანტოინი) არის ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე პრეპარატი. გამოიყენება ნიტროფურანტოინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ - მწვავე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები, მძიმე ქრონიკული მორეციდივე საშარდე გზების ინფექციები, და საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებაა ნიტროფურანტოინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნიტროფურანტოინის მონოჰიდრატს.
სხვა ინგრედიენტებია კარტოფილის სახამებელი, სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.
ფურადონინის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ბრტყელი ყვითელი ან ყვითელ-მწვანე ტაბლეტები დახრილი კიდეებით, ტაბლეტის ზედაპირის ფერი ოდნავ არათანაბარია.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Olpha AS,
Rupnicu iela 5, Olaine, Olaines novads, LV-2114,
ლატვია
ელ. ფოსტა: [email protected]
ეს ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 10/2024.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები
ნიტროფურანტოინი (Nitrofurantoinum)
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
- შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
- დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენის მსგავსია.
- თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ მე-4 ნაწილი.
ამ ფურცელ-ჩანართში
- რა არის ფურადონინი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე
- როგორ მიიღება ფურადონინი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება ფურადონინი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის ფურადონინი და რისთვის გამოიყენება
ფურადონინი (ნიტროფურანტოინი) არის ანტიბაქტერიული მოქმედების მქონე პრეპარატი. გამოიყენება ნიტროფურანტოინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ - მწვავე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციები, მძიმე ქრონიკული მორეციდივე საშარდე გზების ინფექციები, და საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისთვის.
ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ფურადონინის მიღებამდე
არ მიიღოთ ფურადონინი:
- თუ გაქვთ ალერგია ნიტროფურანტოინზე, ნიტროფურანის წარმოებულებზე ან ამ პრეპარატის სხვა რომელიმე ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);
- თუ გაქვთ ანურია (შარდის არასაკმარისი გამოყოფა);
- თუ გაქვთ ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება);
- თუ გაქვთ თირკმლის უკმარისობა (eGFR 45 მლ/წთ-ზე ნაკლები);
- თუ გაქვთ გლუკოზა-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტი;
- თუ გაქვთ პორფირია (მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნის დარღვევით);
- თუ გაქვთ ნევრიტი (ნერვის ანთება) ან პოლინეიროპათია (პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც ხასიათდება ტკივილით, ჩხვლეტის შეგრძნებით, წვით, სისუსტით ფეხებსა და ხელებში);
- თუ გაქვთ ფილტვის დაავადებები (კერძოდ, ფიბროზი);
- თუ გაქვთ პიელონეფრიტი (თირკმლის ანთება) თირკმლის პარენქიმული ქსოვილების ანთებასთან ან პერირენალურ ანთებასთან ერთად;
- თუ ხართ ორსულად;
- თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები (ტაბლეტში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო).
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ფურადონინის მიღებამდე მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი მდგომარეობები ან დაავადებები:
- ანემია;
- შაქრიანი დიაბეტი;
- ელექტროლიტური დისბალანსი;
- B ვიტამინების და ფოლიუმის მჟავის დეფიციტი;
- ფილტვის დაავადება;
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ნიტროფურანტოინის შარდით გამოყოფის შემცირებამ შეიძლება გაზარდოს მისი ტოქსიკური ეფექტების რისკი);
- პერიფერიული ნეიროპათია ან მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ნეიროპათიის განვითარებას (ამ შემთხვევებში პერიფერიული ნეიროპათიის რისკი იზრდება).
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დაღლილობა, კანის ან თვალების გაყვითლება, ქავილი, კანზე გამონაყარი, სახსრების ტკივილი, მუცლის არეში დისკომფორტი, გულისრევა, ღებინებას, მადის დაკარგვა, მუქ შარდი და ღია ან ნაცრისფერი განავალი. ეს შეიძლება იყოს ღვიძლის დარღვევის სიმპტომები.
შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს (იხილეთ მე-4 ნაწილი):
- თუ განვითარდა პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები (ხელების ან ფეხების ჩხვლეტა, ტკივილი ან წვის შეგრძნება);
- როგორც კი გამოვლინდება ფილტვების დაზიანების პირველი ნიშნები (ხველა, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში);
- თუ განვითარდა დიარეა (ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტის (მსხვილი ნაწლავის ანთება) ნიშანი, იხილეთ მე-4 ნაწილი "კუჭ-ნაწლავის დარღვევები").
ნიტროფურანტოინით თერაპიაზე მყოფ ხანდაზმულ (65 წელზე უფროსი ასაკის) და ახალგაზრდა პაციენტებში მკურნალობაზე პასუხის მხრივ მნიშვნელოვანი განსხვავებები არ გამოვლენილა. თუმცა, ხანდაზმულებში ფურადონინის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო თირკმლის ფუნქციის შესაძლო დარღვევის გამო.
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ფილტვების გამოკვლევა. განსაკუთრებით ხანდაზმულებში, შესაძლებელია ფილტვების ფუნქციების გაუარესება (სუნთქვის პრობლემები).
ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის სრული ანალიზი და ღვიძლის ფუნქციური ტესტები. არსებობს ცნობები ქოლესტაზური სიყვითლის და ქრონიკული ჰეპატიტის ცალკეული შემთხვევების შესახებ.
ფურადონინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების ზრდა.
ფურადონინის გამოყენებისას პაციენტებში შარდში გლუკოზის განსაზღვრისას შესაძლოა გამოვლინდეს ცრუ დადებითი შედეგები, თუ გამოიყენება სპილენძის რედუქციის მეთოდი. თუ შარდში გლუკოზის განსაზღვრისთვის გამოიყენება ფერმენტული მეთოდები, ნიტროფურანტოინის გამოყენება შედეგებზე გავლენას არ ახდენს.
ამ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს შარდის მუქი ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობა.
ბავშვები და მოზარდები
ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ტაბლეტში აქტიური ნივთიერების რაოდენობის გამო (იხილეთ მე-3 ნაწილი).
სხვა მედიკამენტები და ფურადონინი
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ანტაციდები და ადსორბენტები ამცირებენ ნიტროფურანტოინის შეწოვას, ამიტომ თავიდან უნდა იქნას აცილებული ფურადონინთან ერთად მიღება;
პოდაგრის საწინააღმდეგო მედიკამენტები, როგორიცაა პრობენეციდი და სულფინპირაზონი, ამცირებენ ნიტროფურანტოინის გამოყოფას (იწვევს სისხლში ნიტროფურანტოინის დონის მატებას, ეფექტურობის შემცირებას და ტოქსიკურობის რისკის ზრდას). ამიტომ, ნიტროფურანტოინთან ერთად მიღება არ არის რეკომენდებული;
ნიტროფურანტოინი ამცირებს ქინოლონების (ნალიდიქსის მჟავა, ფტორქინოლონები) ანტიბაქტერიულ ეფექტებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა უცნობია, ერთდროული მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული;
ნიტროფურანტოინის ანტიბაქტერიული აქტივობა ტუტე შარდში მცირდება. ამიტომ, თავიდან უნდა იქნას აცილებული ნიტროფურანტოინისა და შარდის pH-ის გამაძლიერებელი პრეპარატების ერთდროული მიღება.
ფურადონინი საკვებთან და ალკოჰოლთან ერთად
საკვები ზრდის პრეპარატის შეწოვას და მის ეფექტურობას.
თერაპიის დროს ალკოჰოლის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული. ამ პრეპარატისა და ალკოჰოლის ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი არ გამოიყენება ორსულ ან მეძუძურ ქალებში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ფურადონინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ პაციენტებს პრეპარატის მიღების დროს აღენიშნებათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, სიფრთხილეა საჭირო.
- როგორ მიიღება ფურადონინი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება დანიშნული კურსის დასრულებამდე. დაავადების სიმპტომები შეიძლება გაქრეს ინფექციის განკურნებამდე და დაავადება შეიძლება გაუარესდეს, თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდება. თუ ექიმის მიერ სხვაგვარად არ არის დანიშნული, გამოიყენება შემდეგი დოზები.
პრეპარატი უნდა მიიღოთ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მალევე, საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად.
მოზრდილები
მწვავე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექცია: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
მძიმე ქრონიკული მორეციდივე საშარდე გზების ინფექცია: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (ტაბლეტი) 3-4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში. გულისრევის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა: რეკომენდებული დოზაა 100 მგ (1 ტაბლეტი) ძილის წინ.
ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები, ხანდაზმული პაციენტები
არ არსებობს მონაცემები დოზირების შესახებ ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში. თუმცა, პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული (იხ. „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“). პრეპარატი უკუნაჩვენებია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში (eGFR 45 მლ/წთ-ზე ნაკლები) (იხ. „არ მიიღოთ ფურადონინი“).
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მწვავე გაურთულებელი საშარდე გზების ინფექციების შემთხვევაში, შეიძლება გამოყენებულ იქნას მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზები.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში ფურადონინი 100 მგ ტაბლეტები არ არის შესაფერისი ერთ ტაბლეტში ნიტროფურანტოინის რაოდენობის გამო. ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის რეკომენდებულია უფრო შესაფერისი დოზირების ფორმა, რომელიც შეიცავს ნიტროფურანტოინის უფრო მცირე რაოდენობას ერთ დოზაში.
თუ ამ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მიიღეთ ფურადონინის საჭიროზე მეტი დოზა
სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ფურადონის მიღება
შემდეგი დოზის მიღების დროს მიიღეთ ჩვეულებრივი დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
თუ შეწყვეტთ ფურადონის მიღებას
არ შეწყვიტოთ მკურნალობა დანიშნული კურსის დასრულებამდე. ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ ამ მედიკამენტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შემდეგი გვერდითი მოვლენები გამოვლინდა:
უეცარი ცხელება, ხველა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ქოშინი, სისხლის თეთრი უჯრედების (ეოზინოფილების) გარკვეული სახეობის რაოდენობის ზრდა. ეს შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული ფილტვის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია. ფილტვის ინფილტრაცია კონსოლიდირებული ან პლევრალური ეფუზიით შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე საათში ან დღეში და როგორც წესი, შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას. ქვემწვავე და მწვავე პულმონური რეაქციები, მათ შორის ფილტვის ფიბროზი, შეიძლება განვითარდეს შეუმჩნევლად უწყვეტი თერაპიის დროს. ფილტვის ფიბროზი შეიძლება შეუქცევადი იყოს, განსაკუთრებით თუ თერაპია გრძელდება სიმპტომების დაწყების შემდეგ.
ჩხვლეტის შეგრძნება ფეხებში ან ხელებში, ტკივილი, წვის შეგრძნება ფეხებში ან ხელებში, კუნთების სისუსტე. ეს შეიძლება იყოს პერიფერიული ნეიროპათიის პირველი ნიშნები (იშვიათი, შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1 ადამიანს; იხილეთ "გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები");
სახის, ტუჩების, ენის, ყელის ან სხეულის სხვა ნაწილების უეცარი შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, ქავილი, ჭინჭრის ციება (მძიმე ალერგიული რეაქციის ნიშნები - ანგიონევროზული შეშუპება);
სანერწყვე ჯირკვლის ანთება;
გამონაყარი, კანის სიწითლე, ანთება, წყლულები ან ბუშტუკები კანზე, კანის აქერცვლა (შეიძლება იყოს კანის მძიმე რეაქციების, როგორიცაა ექსფოლიატიური დერმატიტი ან მულტიფორმული ერითემა);
წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი (იხილეთ „იმუნური სისტემის დარღვევები“).
ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-მდე ადამიანს):
თავის ტკივილი;
გულისრევა, ღებინება, ანორექსია (სიხშირე და სიმძიმე დამოკიდებულია დოზაზე);
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (კანზე გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი).
იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 1000-დან 1-მდე ადამიანს):
- გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს მეგალობლასტური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დარღვევით გამოწვეული ანემია), ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), გრანულოციტოპენია (სისხლის გარკვეული ტიპის უჯრედების, გრანულოციტების, რაოდენობის შემცირება) ან აგრანულოციტოზი (სისხლში გრანულოციტების რაოდენობის გამოხატული შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების ან თრომბოციტების რაოდენობის შემცირება), ჰემოლიზური ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაშლის გაძლიერებით გამოწვეული ანემია);
- კეთილთვისებიანი ქალასშიდა ჰიპერტენზია (თავის ქალასშიდა არტერიული წნევის მომატება);
- დიარეა, პანკრეასის ანთება (ნაკლებად ხშირი, თუ მედიკამენტი მიიღება საკვებთან და საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად);
- ღვიძლის ანთება, ქოლესტაზური სიყვითლე (დოზა-დამოკიდებული არ არის, ქრება თერაპიის შეწყვეტის შემდეგ);
- თმის გარდამავალი ცვენა.
ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10,000-დან 1-მდე ადამიანს):
- სპერმის წარმოქმნისა და განვითარების გარდამავალი დარღვევები.
უცნობია (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით):
- წვრილი სისხლძარღვების კედლების ანთება, რაც იწვევს კანის დაზიანებებს;
- ღვიძლის ანთება, რაც გამოწვეულია ღვიძლის უჯრედების წინააღმდეგ იმუნური სისტემის მოქმედებით;
- მილაკების გარშემო თირკმლის ქსოვილის ანთება, რაც იწვევს თირკმლის ფუნქციის დარღვევას.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ნიტროფურანტოინის გამოყენებისას ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები დაფიქსირდა. მსუბუქ შემთხვევებში, როგორც წესი, საკმარისია ანტიმიკრობული საშუალების მიღების შეწყვეტა. საშუალო და მძიმე ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევაში, ექიმი დანიშნავს შესაბამის თერაპიას.
იმუნური სისტემის დარღვევები
ზოგიერთ შემთხვევაში, დაფიქსირდა აუტოიმუნური რეაქციები, ძირითადად ასოცირებული ფილტვსა და ღვიძლში ქრონიკულ ცვლილებებთან. აღნიშნული წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები ვლინდება ცხელების, კანზე გამონაყარის, სახსრების ტკივილის და ლეიკოციტების რრიცხვის ზრდის სახით.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში. ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეატყობინოთ მედიკამენტების სააგენტოს მეშვეობით, მისამართი: ჯერსიკასის ქუჩა 15, რიგა, LV 1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.
- როგორ ინახება ფურადონინი
არ შეინახოთ 25°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისა და ტენიანობისგან დასაცავად.
შეინახეთ ეს მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე "ვარგისიანობის ვადა"-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გამოიყენოთ, თუ შეფუთვა დაზიანებულია.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ფურადონინი
აქტიური ნივთიერებაა ნიტროფურანტოინი.
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ნიტროფურანტოინის მონოჰიდრატს.
სხვა ინგრედიენტებია კარტოფილის სახამებელი, სილიციუმი, კალციუმის სტეარატი.
ფურადონინის გარეგნული იერსახე და შეფუთვის შიგთავსი
მრგვალი, ბრტყელი ყვითელი ან ყვითელ-მწვანე ტაბლეტები დახრილი კიდეებით, ტაბლეტის ზედაპირის ფერი ოდნავ არათანაბარია.
10 ტაბლეტი ბლისტერში.
2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი
Olpha AS,
Rupnicu iela 5, Olaine, Olaines novads, LV-2114,
ლატვია
ელ. ფოსტა: [email protected]
ეს ინსტრუქცია ბოლოს გადაიხედა 10/2024.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


