ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ტიზერცინი

Tisercin®

რეცეპტით25მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებით და გამოხატული შფოთვით: • შიზოფრენიის მწვავე შეტევა, • სხვა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები. ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს: • ქრონიკული შიზოფრენია, • ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზები.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
levomepromazine
ფორმა და შეფუთვა
25მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №50 ფლაკონში
მწარმოებელი
Egis Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, ფენოთიაზინები ალიფატიური გვერდითი ჯაჭვით
ATC კოდი
N05AA02
რეგისტრაციის ნომერი
რ-045483
რეგისტრირებულია
19 მაისი 2026, მოქმედებს 19 მაისი 2031-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Egis Pharmaceuticals PLC (უნგრეთი)
განმცხადებელი
დახურული სააქციო საზოგადოება ეგის ფარმაცეუტიკალს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებატიზერცინი და სხვა წამალი ერთად

ტიზერცინი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მწვავე ფსიქოზები ფსიქომოტორული აგზნებით და გამოხატული შფოთვით:

  • შიზოფრენიის მწვავე შეტევა,
  • სხვა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობები.

ადიუვანტური თერაპია ქრონიკული ფსიქოზების დროს:

  • ქრონიკული შიზოფრენია,
  • ქრონიკული ჰალუცინაციური ფსიქოზები.

მიღების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი

მოზრდილები

ტიზერცინის® ტაბლეტებით მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით, რომელთა გაზრდა შემდგომში შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ტოლერანტობის მიხედვით. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, დოზა უნდა შემცირდეს ინდივიდუალურად განსაზღვრული შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე. ფსიქოზის დროს რეკომენდირებული დღიური დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს (1-2 გარსით დაფარული ტაბლეტი დღეში ერთხელ ან ორჯერ), რომლის გაზრდაც საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია 150-250 მგ-მდე (ორ ან სამ მიღებაზე დღეში). შემდგომში, ეფექტის მიხედვით, დოზა შეიძლება შემცირდეს შემანარჩუნებელი დოზის მიღწევამდე.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები

ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან ლევომეპრომაზინის ჰიპოტენზიური და სედატიური ეფექტების მიმართ. რადგან 25 მგ-ანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა ზუსტი დოზირების რეჟიმის გარანტიას, ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ ადამიანებს უფრო მეტად აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ფენოთიაზინის წარმოებულების მიმართ. რადგან 25 მგ-ანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა ზუსტი დოზირების რეჟიმის გარანტიას, ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდირებული ხანდაზმული პაციენტებისთვის (65 წელზე უფროსი ასაკის პირებისთვის).

პაციენტები ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევებით

არ არსებობს მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. თუმცა, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული უკიდურესი სიფრთხილით, რადგან ის მეტაბოლიზდება ღვიძლში და ორგანიზმიდან თირკმელებით გამოიყოფა.

გამოყენების წესი

პერორალურად.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ლევომპრომაზინზე (პრეპარატ ტიზერცინის მოქმედი ნივთიერება) ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ ადრე გქონიათ ალერგია მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატებზე (ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი, ფლუფენაზინი, პიპოთიაზინი, ტრიფლუოპერაზინი) ან აღგენიშნებოდათ ფოტომგრძნობელობა;

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

თუ ერთდროულად იღებთ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს;

თუ იღებთ MAO-ს (მონოამინოქსიდაზას) ინჰიბიტორებს (მაგ., სელეგილინს, მოკლობემიდს);

თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან დათრგუნვას (ზოგადი ანესთეტიკები, საძილე საშუალებები), ან ალკოჰოლს;

თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ დაგისვეს შარდის შეკავების დიაგნოზი;

თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება;

თუ გაქვთ გაფანტული სკლეროზი (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება);

თუ გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების პათოლოგიური სისუსტე) ან სხეულის ერთ მხარეს დამბლა;

თუ გაქვთ გულის დაავადება, გულის უკმარისობა;

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თუ გაქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა);

თუ გაქვთ სისხლმბადი ორგანოების დაავადება;

თუ გაქვთ პორფირინის ცვლის დარღვევა;

ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი მდგომარეობები ან დაავადებები, რადგან პრეპარატის ტიზერცინი® ტაბლეტები გამოყენება ამ შემთხვევებში მოითხოვს სათანადო სამედიცინო მონიტორინგს:

სერიოზული გართულებების შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად - თუ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევები), განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი ასაკის).

თუ ადრე გადაიტანეთ ინსულტი ან გაქვთ ინსულტის განვითარების მომატებული რისკი.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი, რადგან ტიზერცინი® ამცირებს ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტურობას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ამიტომ, მკურნალობის დასაწყისში და დასრულების შემდეგ აუცილებელია სისხლში შაქრის დონის უფრო საგულდაგულო მონიტორინგი.

თუ გაქვთ ეპილეფსია.

თუ გაწუხებთ ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები, რადგან ტიზერცინმა® ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ დაავადებების სიმპტომებზეც, ან შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეთ ზოგიერთი გვერდითი რეაქციის მიმართ.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ ან ადრე გქონიათ სისხლძარღვებში სისხლის კოლტები, რადგან ასეთი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა.

თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები (ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, ძლიერი ქავილი), დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატით ტიზერცინი® მკურნალობა.

თუ განვითარდა ცხელება, რომელიც სხვა მიზეზებით არ აიხსნება, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც (მაღალი ტემპერატურა, კუნთების რიგიდობა, კუნთების კანკალი, ვეგეტატური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, პულსის გახშირება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მერყეობა, გაძლიერებული ოფლიანობა), სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების სწრაფი ცვლილებები, ცნობიერების დარღვევისას გამოხატული აგზნებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა, შეწყვიტეთ ამ პრეპარატით მკურნალობა.

სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

პრეპარატ ტიზერცინის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული შემთხვევითი ან სუიციდური დოზის გადაჭარბების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

იყო შეტყობინებები სიკვდილიანობის უმნიშვნელო ზრდის შესახებ დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ასეთ მკურნალობას.

მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს შემდეგი პარამეტრები:

  • არტერიული წნევა (განსაკუთრებით თუ დაბალია ან მერყეობს);
  • ღვიძლის ფუნქცია (განსაკუთრებით ღვიძლის არსებული დაავადების დროს);
  • სისხლის თვისებრივი ანალიზი (ფორმულა) (ცხელებისა და ყელის ტკივილის დროს; მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს);
  • ელექტროკარდიოგრამა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობის დროს ხანდაზმულებში (65 წელზე მეტი ასაკის));
  • სისხლში კალიუმის დონე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ვინაიდან 25 მგ ტაბლეტები არ იძლევა ზუსტი დოზირების რეჟიმის გარანტიას, პრეპარატ ტიზერცინის® ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ არის რეკომენდირებული დანიშვნა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიღებას. წამლისმიერი ურთიერთქმედება შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც იღებდით წარსულში ან აპირებთ მიღებას მომავალში. თუ პრეპარატით ტიზერცინი® მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში დაიწყებთ სხვა მედიკამენტების (განსაკუთრებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების) მიღებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ტიზერცინი® არ უნდა იქნას კომბინირებული შემდეგ მედიკამენტებთან:

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები;

გარკვეული MAO ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტები).

სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატ ტიზერცინის® კომბინირებისას შემდეგ მედიკამენტებთან (ინიშნება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე):

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები (სედატიური საშუალებები, საძილე საშუალებები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, ზოგადი ანესთეტიკები, ანტიდეპრესანტები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ამფეტამინები);

ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი);

პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტები, რადგან ტიზერცინმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა;

გულის რითმის მარეგულირებელი მედიკამენტები;

ციზაპრიდი;

გარკვეული (მაკროლიდური) ანტიბიოტიკები;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

ანტიჰისტამინური საშუალებები (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ);

შარდმდენები;

დილევალოლი;

ფოტომგრძნობელობის გამომწვევი პრეპარატები.

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია სათანადო სამედიცინო მონიტორინგი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პრეპარატების დოზის კორექცია.

სხვა:

  • C ვიტამინთან ერთდროული მიღება ამცირებს C ვიტამინის დეფიციტს, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატ ტიზერცინის® გამოყენებასთან.
  • დეფეროქსამინი (პრეპარატი, რომელიც აჩქარებს რკინის და ალუმინის გამოდევნას, ორგანიზმში მათი მომატებული დაგროვებისას).
  • ადრენალინი (ეპინეფრინი), რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ.

პრეპარატ ტიზერცინის® ტაბლეტების გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლური სასმელების მიღება მკურნალობის დროს და პრეპარატის ეფექტის გაქრობამდე (პრეპარატ ტიზერცინის® შეწყვეტიდან 4-5 დღის განმავლობაში) მკაცრად აკრძალულია!

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ეს პრეპარატი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ნაყოფისთვის რისკებისა და დედისთვის სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) ტიზერცინის® მიმღები დედების ახალშობილებში დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის დარღვევა და კვების გაძნელება. თუ თქვენს შვილს რომელიმე ამ სიმპტომებიდან განუვითარდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს!

ძუძუთი კვება

ლევომეპრომაზინი გამოიყოფა დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, ასევე შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ტიზერცინი ამცირებს ფერტილობას როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისას, ინდივიდუალურად განსაზღვრული დროის განმავლობაში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც უბედური შემთხვევების მომატებულ რისკს შეიცავს. შემდგომში, აკრძალვის ხარისხი განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს დამხმარე ნივთიერების სახით ლაქტოზას (რძის შაქარს).

თუ მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილად რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ გარკვეული შაქრების (ლაქტოზას, გალაქტოზას) მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ნატრიუმის შემცველობა

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები

ეს მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული მკაცრად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით, შემდეგ კი, პაციენტის ინდივიდუალური ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს. გაუმჯობესების შემდეგ, დოზა უნდა შემცირდეს ინდივიდუალურად განსაზღვრულ შემანარჩუნებელ დოზამდე.

ფსიქოზის დროს რეკომენდირებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150-250 მგ-მდე 2-3 მიღებაზე. სასურველი ეფექტის მიღწევის შემდეგ, დოზა უნდა შემცირდეს შემანარჩუნებელ დოზამდე.

  • უეცარი ადგომის დროს არტერიული წნევის დაცემის თავიდან ასაცილებლად, პაციენტი პირველი დოზის მიღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში უნდა იწვეს. თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, თითოეული დოზის შემდეგ უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი.
  • ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის) უფრო მიდრეკილნი არიან პრეპარატ ტიზერცინის® გვერდითი რეაქციების განვითარებისკენ, ამიტომ რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზებით და დოზების თანდათანობით გაზრდა.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული

ტაბლეტები

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება დაიწიოს არტერიული წნევა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, განვითარდეს გამტარობის დარღვევები გულის კუნთში, გულის რიტმის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი ან გულის გაჩერება, კუნთების შებოჭილობა, კუნთების სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა, კომა, აგზნება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ეპილეფსიური შეტევები) და ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ცხელება, კუნთების შებოჭილობა, ცნობიერების დაბინდვა, ოფლიანობის მომატება და გულის ფუნქციის დარღვევები). პრეპარატ ტიზერცინის დოზის გადაჭარბებამ, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად, შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. დოზის გადაჭარბების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ღებინების გამოწვევა რეკომენდირებული არ არის, რადგან ეპილეფსიურ კრუნჩხვებმა და თავისა და კისრის კუნთების შებოჭილობასთან დაკავშირებულმა რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღებინები მასის ასპირაცია.

თუ დაგავიწყდათ ტიზერცინის® ტაბლეტის დროულად მიღება

თუ დოზა გამოტოვეთ, გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე მიიღეთ. თუ შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო ახლოვდება, იმავე დღეს ორმაგი დოზა არ მიიღოთ, რადგან ეს გამოტოვებულ ტაბლეტს ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ დოზის გადაჭარბების რისკს გაზრდის. შემდეგ, მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში და დოზით გააგრძელეთ.

თუ ტიზერცინის® ტაბლეტების მიღება ნაადრევად შეწყვიტეთ

  • არ შეწყვიტოთ პრეპარატით ტიზერცინი® ტაბლეტები მკურნალობა ექიმის თანხმობის გარეშე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ, მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევების გარდა, რაც ამართლებს მედიკამენტის ასეთ მოხსნას.
  • პრეპარატის მოხსნის დროს რეკომენდირებულია დოზის თანდათანობითი შემცირება, რადგან უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის, მოუსვენრობის, შფოთვის მომატების, უძილობის, გულისრევის, ღებინების, თავის ტკივილის, კანკალის, ოფლიანობის და გულისცემის გახშირების სიმპტომების რეციდივი.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები სამედიცინო გამოყენებისას

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ ყველას არ აღენიშნება ისინი. როგორც წესი, ამ პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა და, როგორც წესი, ქრება შემდგომი მკურნალობისას, პრეპარატის მიღების შეწყვეტის საჭიროების გარეშე.

  • არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების სიხშირის შესახებ. პანციტოპენია (ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ინფექციური დაავადებების განვითარების წინაპირობაა), ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა), ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დალექვის სიჩქარის მომატება.
  • ანაფილაქტოიდური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს სუნთქვის დარღვევები ან თავბრუსხვევა), ხორხის, კოჭების, ტერფების, თითების შეშუპება, ასთმის შეტევები.
  • ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებენ ფენოთიაზინებს (მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების მოქმედი ნივთიერება), აღწერილია კეთილთვისებიანი ჰიპოფიზის ადენომა, თუმცა, ამ პრეპარატებთან მისი მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა დამატებითი კვლევები.
  • წონის მატება ან დაკლება, ვიტამინების დეფიციტი,
  • გლუკოზის აუტანლობა, სისხლში შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია),
  • სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის ცვლილებები (მუქი ფერის კონცენტრირებული შარდი, გულისრევა/ღებინება, კუნთების სპაზმები, ცნობიერების არევა, კრუნჩხვები).
  • ფსიქოზური პროცესის განახლება, კატატონია (მოძრაობის დარღვევა), ცნობიერების არევა, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები, გაურკვეველი მეტყველება, ძილიანობა.
  • ეპილეფსიური შეტევები, ქალასშიდა წნევის მომატება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კუნთების შებოჭილობა, კუნთების სპაზმები, უნებლიე მოძრაობები)
  • ცვლილებები თვალის ბადურაში (პიგმენტური რეტინოპათია), დალექვა ბროლსა და რქოვანაში.
  • გულის გამტარობის დარღვევის ნიშნები ეკგ-ზე, გულის რითმის დარღვევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გულის გაჩერება, ცალკეულ შემთხვევებში - უეცარი სიკვდილი უცნობი მიზეზებით ან გულის ფუნქციის დარღვევასთან ასოცირებული.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული გვერდითი რეაქციაა - ორთოსტატული ჰიპოტენზია (თანმხლები სისუსტით, თავბრუსხვევით და ადგომისას გონების დაკარგვით).
  • ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (შემდეგი შესაძლო სიმპტომებით: ქვედა კიდურების შეშუპება, მგრძნობელობა და სიწითლე), რომლებიც სისხლთან ერთად შეიძლება ფილტვებში გადავიდეს და გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება.
  • გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის არეში დისკომფორტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ნაწლავების მძიმე ანთება შესაძლოა ფატალური დასასრულით.
  • ღვიძლის დაზიანება (სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება).
  • კანის მძიმე ანთება, ჭინჭრის ციება, ერითემა (კანის გაწითლება), ფოტომგრძნობელობა და კანის პიგმენტაციის მომატება.
  • შარდის ფერის შეცვლა, შარდვის გაძნელება.
  • ახალშობილებში პრეპარატის მოხსნის სინდრომი
  • გალაქტორეა (რძის სპონტანური პათოლოგიური გამოყოფა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და, ცალკეულ შემთხვევებში, საშვილოსნოს შეკუმშვის დარღვევები
  • პრიაპიზმი (პათოლოგიური, გახანგრძლივებული, მტკივნეული ერექცია)
  • ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელიც ხასიათდება მაღალი სიცხით, კუნთების შებოჭილობით, ცნობიერების არევით, ინტენსიური ოფლიანობით და გულის ფუნქციის დარღვევებით), სხეულის ტემპერატურის მომატება (უცნობი წარმოშობის ცხელება).

იყო შეტყობინებები სიკვდილიანობის უმნიშვნელო მომატების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ასეთ მკურნალობას.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ მოახდინოთ პირდაპირი შეატყობინება გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ შევინახოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ არსებობს ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნები (მაგ., ტაბლეტის ფერის შეცვლა).

  • ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

გვერდითი მოვლენები

  • როგორ შევინახოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები
  • ვარგისიანობის ვადა
  • აფთიაქებიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

ტიზერცინი® არის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიყენება მწვავე ფსიქოზური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ფსიქომოტორული (ფიზიკური და ფსიქიკური) აგზნება, ასევე ქრონიკული ფსიქოზებისა (შიზოფრენია, ქრონიკული ჰალუცინაციები).

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენებამდე

ჭარბი დოზა

სასიცოცხლო მნიშვნელობის ფიზიოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებები (ყველაზე ხშირად ჰიპოტენზია და ჰიპერთერმია), გულის კუნთში გამტარობის დარღვევები (QT ინტერვალის გახანგრძლივება, პარკუჭოვანი ტაქიკარდია/ფიბრილაცია, თითისტარისებრი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა), რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი ან გულის გაჩერება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, სედაციური ეფექტი, მათ შორის კომა, ცენტრალური ნერვული სისტემის აგზნება (ეპილეფსიური შეტევები) და ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი.

ლევომეპრაზინით დოზის გადაჭარბება, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ან ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთად მიღებისას, შეიძლება ფატალური იყოს.

მკურნალობა

რეკომენდირებულია შემდეგი პარამეტრების მონიტორინგი: მჟავა-ტუტოვანი ბალანსი, წყლისა და ელექტროლიტური ბალანსი, თირკმლის ფუნქცია, შარდის მოცულობა, ღვიძლის ფერმენტების აქტივობა და ელექტროკარდიოგრამა. ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის მქონე პაციენტებში ასევე უნდა კონტროლდებოდეს CPK სისხლის შრატში და სხეულის ტემპერატურა.

სიმპტომური მკურნალობა უნდა დაინიშნოს კონტროლირებადი პარამეტრების მნიშვნელობების შესაბამისად. ჰიპოტენზიის დროს: სითხეების ინტრავენური შეყვანა, ტრენდელენბურგის პოზიცია, დოფამინი და/ან ნორეპინეფრინი. (ლევომეპრომაზინის პროარითმული ეფექტის გამო, ადვილად ხელმისაწვდომი უნდა იყოს რეანიმაციული ნაკრები და უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრამის მონიტორინგი). ნეიროლეპტიკების დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, არ შეიძლება ადრენალინის გამოყენება. თავი უნდა აარიდოთ ლიდოკაინის (ლიგნოკაინის) და, შეძლებისდაგვარად, ხანგრძლივი მოქმედების ანტიარითმული პრეპარატების გამოყენებას.

კრუნჩხვების დროს შეიძლება დიაზეპამის შეყვანა, ხოლო თუ დიაზეპამის მიღების ფონზე კრუნჩხვები განმეორდება, უნდა იქნას გამოყენებული ფენიტოინი ან ფენობარბიტალი. რაბდომიოლიზის დროს უნდა იქნას დანიშნული მანიტოლი.

სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია. ფორსირებული დიურეზი, ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია არაეფექტურია.

ღებინების გამოწვევა არ არის რეკომენდირებული, რადგან შესაძლო ეპილეფსიურმა კრუნჩხვებმა და თავისა და კისრის დისტონიურმა რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღებინები მასების ასპირაცია. კუჭის ამორეცხვა და სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლების მონიტორინგი უნდა ჩატარდეს პრეპარატის მიღებიდან 12 საათის შემდეგაც კი, რადგან კუჭის დაცლა შეფერხებულია ლევომეპრომაზინის ანტიქოლინერგული ეფექტით. შეწოვის შემდგომი შემცირებისთვის რეკომენდირებულია აქტივირებული ნახშირის და საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 25 მგ ლევომეპრომაზინი 33.8 მგ ლევომეპრომაზინის მალეატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, დიმეთიკონი.

პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული, თეთრი ფერის, უსუნო ტაბლეტები.

შეფუთვა: 50 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კერმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65

უნგრეთი

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფსიქოლეპტიკები, ანტიფსიქოზური საშუალებები, ფენოთიაზინები ალიფატური წარმოებულით.

ათქ კოდი: N05AA02

  • 1. ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი, ფარმაკოდინამიკური ეფექტები, კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება

ლევომეპრომაზინი არის ფენოთიაზინის ჯგუფის სუსტი ნეიროლეპტიკი - ქლორპრომაზინის ანალოგი, ფსიქომოტორული ფუნქციის უფრო გამოხატული დამთრგუნველი ეფექტით, ქლორპრომაზინთან შედარებით.

თალამუსის, ჰიპოთალამუსის, რეტიკულარული ფორმაციის, ლიმბური სისტემის დოფამინის რეცეპტორებზე მოქმედებით, ლევომპრომაზინი თრგუნავს სენსორულ სტიმულაციას, ამცირებს მოძრაობით აქტივობას და გააჩნია ძლიერი სედატიური ეფექტი. ის ასევე არის სხვა ნეიროტრანსმიტერული სისტემების ანტაგონისტი (ნორადრენერგულის, სეროტონინერგულის, ჰისტამინერგულის და ქოლინერგულის).

ამიტომ, ლევომეპრომაზინს აქვს ანტიემეტური, ანტიჰისტამინური, ანტიადრენერგული და ანტიქოლინერგული მოქმედება. ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენები ნაკლებად გამოხატულია, ვიდრე ძლიერი ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენებისას. პრეპარატი წარმოადგენს ალფა-ადრენორეცეპტორების ძლიერ ანტაგონისტს, თუმცა აქვს სუსტი ანტიქოლინერგული ეფექტი. ლევომეპრომაზინი ზრდის ტკივილის ზღურბლს (ტკივილგამაყუჩებელი ეფექტურობა შესადარებელია მორფინთან) და შეიძლება გამოიწვიოს ამნეზია. ტკივილგამაყუჩებლების ეფექტის პოტენცირების უნარის გამო, ეს პრეპარატი შეიძლება გამოყენებულ იქნას დამხმარე თერაპიისთვის მწვავე და ქრონიკული ტკივილის სინდრომის დროს. მაქსიმალური ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვითარდება კუნთში შეყვანიდან 20-40 წუთის განმავლობაში და გრძელდება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში.

ბავშვები და მოზარდები

მონაცემები არ არსებობს.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

კუნთში შეყვანის ან პერორალური მიღების შემდეგ, სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა შესაბამისად 30-90 წუთის და 1-3 საათის შემდეგ. განაწილება

ლევომეპრომაზინის განაწილების აშკარა მოცულობაა 23–42 ლ/კგ.

ბიოტრანსფორმაცია

ლევომეპრომაზინი სწრაფად მეტაბოლიზდება სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით.

გამოყოფა

შეყვანილი დოზის მცირე ნაწილი (1%) გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელებით და ნაწლავებით. ნახევარგამოყოფის პერიოდია 15–30 საათი.

წრფივობა/არაწრფივობა

ლევომეპრომაზინი ავლენს წრფივ კინეტიკას 10–300 ნგ/მლ დიაპაზონში.

  • 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები

პრეკლინიკურმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა არ გამოავლინა რაიმე ტერატოგენული ეფექტი. არ არსებობს მონაცემები ლევომეპრომაზინის ემბრიოტოქსიურობის შესახებ.

ნაყოფიერების შემცირება დაფიქსირდა ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ ლევომპრომაზინის მაღალ დოზებს წამლით გამდიდრებული დიეტის სახით.

  • ფარმაცევტული მონაცემები
  • 1. დამხმარე ნივთიერებების სია

გარსით დაფარული ტაბლეტები:

ბირთვი: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი,

გარსი: ჰიპრომელოზა, მაგნიუმის სტეარატი, დიმეთიკონი, ტიტანის დიოქსიდი.

  • 2. შეუთავსებლობა

უცნობია.

  • 3. ვარგისიანობის ვადა

3 წელი.

  • 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

  • 5. შეფუთვის გარეგნული სახე და შიგთავსი

50 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტისთვის)

ტიზერცინი®

გარსით დაფარული ტაბლეტები 25 მგ

(ლევომეპრომაზინი)

ამ პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ჩანართი-ფურცელი. შესაძლოა, ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის და არ უნდა გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ დაავადების იგივე სიმპტომები აქვთ.
  • თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი ეფექტი ან შეამჩნიეთ რაიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

წინამდებარე ჩანართი-ფურცელი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენებამდე
  • როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები სამედიცინო გამოყენებისას
  • როგორ შევინახოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები
  • ვარგისიანობის ვადა
  • აფთიაქებიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
  • რა არის პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის

ტიზერცინი® არის მედიკამენტი, რომელიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და გამოიყენება მწვავე ფსიქოზური მდგომარეობების სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ფსიქომოტორული (ფიზიკური და ფსიქიკური) აგზნება, ასევე ქრონიკული ფსიქოზებისა (შიზოფრენია, ქრონიკული ჰალუცინაციები).

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები შემდეგი მდგომარეობების დროს:

თუ გაქვთ ალერგია ლევომპრომაზინზე (პრეპარატ ტიზერცინის მოქმედი ნივთიერება) ან მე-8 ნაწილში ჩამოთვლილი სხვა რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

თუ ადრე გქონიათ ალერგია მსგავსი მოქმედების მქონე პრეპარატებზე (ქლორპრომაზინი, თიორიდაზინი, ფლუფენაზინი, პიპოთიაზინი, ტრიფლუოპერაზინი) ან აღგენიშნებოდათ ფოტომგრძნობელობა;

თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

თუ ერთდროულად იღებთ ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს;

თუ იღებთ MAO-ს (მონოამინოქსიდაზას) ინჰიბიტორებს (მაგ., სელეგილინს, მოკლობემიდს);

თუ იღებთ სხვა პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის მნიშვნელოვან დათრგუნვას (ზოგადი ანესთეტიკები, საძილე საშუალებები), ან ალკოჰოლს;

თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ დაგისვეს შარდის შეკავების დიაგნოზი;

თუ გაქვთ პარკინსონის დაავადება;

თუ გაქვთ გაფანტული სკლეროზი (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება);

თუ გაქვთ მიასთენია გრავისი (კუნთების პათოლოგიური სისუსტე) ან სხეულის ერთ მხარეს დამბლა;

თუ გაქვთ გულის დაავადება, გულის უკმარისობა;

თუ გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;

თუ გაქვთ კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა);

თუ გაქვთ სისხლმბადი ორგანოების დაავადება;

თუ გაქვთ პორფირინის ცვლის დარღვევა;

ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გამოყენებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს, თუ გაქვთ შემდეგი მდგომარეობები ან დაავადებები, რადგან პრეპარატის ტიზერცინი® ტაბლეტები გამოყენება ამ შემთხვევებში მოითხოვს სათანადო სამედიცინო მონიტორინგს:

სერიოზული გართულებების შესაძლო განვითარების თავიდან ასაცილებლად - თუ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (დაბალი არტერიული წნევა, გულის რითმის დარღვევა, სისხლის მიმოქცევის დარღვევები), განსაკუთრებით თუ ხართ ხანდაზმული ასაკის (65 წელზე მეტი ასაკის).

თუ ადრე გადაიტანეთ ინსულტი ან გაქვთ ინსულტის განვითარების მომატებული რისკი.

თუ გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან გაქვთ შაქრიანი დიაბეტის განვითარების მომატებული რისკი, რადგან ტიზერცინი® ამცირებს ანტიდიაბეტური პრეპარატების ეფექტურობას, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. ამიტომ, მკურნალობის დასაწყისში და დასრულების შემდეგ აუცილებელია სისხლში შაქრის დონის უფრო საგულდაგულო მონიტორინგი.

თუ გაქვთ ეპილეფსია.

თუ გაწუხებთ ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები, რადგან ტიზერცინმა® ასევე შეიძლება გავლენა მოახდინოს ამ დაავადებების სიმპტომებზეც, ან შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეთ ზოგიერთი გვერდითი რეაქციის მიმართ.

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

თუ თქვენ ან თქვენს ნათესავებს გაქვთ ან ადრე გქონიათ სისხლძარღვებში სისხლის კოლტები, რადგან ასეთი პრეპარატების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვებში სისხლის კოლტების წარმოქმნა.

თუ განვითარდა ალერგიული რეაქციები (ტუჩების, პირის ღრუს ან ყელის შეშუპება, რომელიც იწვევს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას, ძლიერი ქავილი), დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ პრეპარატით ტიზერცინი® მკურნალობა.

თუ განვითარდა ცხელება, რომელიც სხვა მიზეზებით არ აიხსნება, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც (მაღალი ტემპერატურა, კუნთების რიგიდობა, კუნთების კანკალი, ვეგეტატური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, პულსის გახშირება, გულის რითმის დარღვევა, არტერიული წნევის მერყეობა, გაძლიერებული ოფლიანობა), სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების სწრაფი ცვლილებები, ცნობიერების დარღვევისას გამოხატული აგზნებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კომა, შეწყვიტეთ ამ პრეპარატით მკურნალობა.

სხეულის ტემპერატურის მომატების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

პრეპარატ ტიზერცინის მიღება თავიდან უნდა იქნას აცილებული შემთხვევითი ან სუიციდური დოზის გადაჭარბების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.

იყო შეტყობინებები სიკვდილიანობის უმნიშვნელო ზრდის შესახებ დემენციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ასეთ მკურნალობას.

მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს შემდეგი პარამეტრები:

  • არტერიული წნევა (განსაკუთრებით თუ დაბალია ან მერყეობს);
  • ღვიძლის ფუნქცია (განსაკუთრებით ღვიძლის არსებული დაავადების დროს);
  • სისხლის თვისებრივი ანალიზი (ფორმულა) (ცხელებისა და ყელის ტკივილის დროს; მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს);
  • ელექტროკარდიოგრამა (გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არსებობის დროს ხანდაზმულებში (65 წელზე მეტი ასაკის));
  • სისხლში კალიუმის დონე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები

ვინაიდან 25 მგ ტაბლეტები არ იძლევა ზუსტი დოზირების რეჟიმის გარანტიას, პრეპარატ ტიზერცინის® ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში და არ არის რეკომენდირებული დანიშვნა 18 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ტიზერცინი® ტაბლეტები

აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის შესახებ, რომელსაც იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან აპირებთ მიღებას. წამლისმიერი ურთიერთქმედება შეიძლება ეხებოდეს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც იღებდით წარსულში ან აპირებთ მიღებას მომავალში. თუ პრეპარატით ტიზერცინი® მკურნალობის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან ერთი თვის განმავლობაში დაიწყებთ სხვა მედიკამენტების (განსაკუთრებით ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტების) მიღებას, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

ტიზერცინი® არ უნდა იქნას კომბინირებული შემდეგ მედიკამენტებთან:

არტერიული წნევის დამწევი მედიკამენტები;

გარკვეული MAO ინჰიბიტორები (ანტიდეპრესანტები).

სიფრთხილის დაცვაა საჭირო პრეპარატ ტიზერცინის® კომბინირებისას შემდეგ მედიკამენტებთან (ინიშნება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე):

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი მედიკამენტები (სედატიური საშუალებები, საძილე საშუალებები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლები, ზოგადი ანესთეტიკები, ანტიდეპრესანტები, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ამფეტამინები);

ლევოდოპა (პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი);

პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტები, რადგან ტიზერცინმა შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა;

გულის რითმის მარეგულირებელი მედიკამენტები;

ციზაპრიდი;

გარკვეული (მაკროლიდური) ანტიბიოტიკები;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

ანტიჰისტამინური საშუალებები (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ);

შარდმდენები;

დილევალოლი;

ფოტომგრძნობელობის გამომწვევი პრეპარატები.

ზემოთ აღნიშნულ შემთხვევებში აუცილებელია სათანადო სამედიცინო მონიტორინგი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პრეპარატების დოზის კორექცია.

სხვა:

  • C ვიტამინთან ერთდროული მიღება ამცირებს C ვიტამინის დეფიციტს, რომელიც დაკავშირებულია პრეპარატ ტიზერცინის® გამოყენებასთან.
  • დეფეროქსამინი (პრეპარატი, რომელიც აჩქარებს რკინის და ალუმინის გამოდევნას, ორგანიზმში მათი მომატებული დაგროვებისას).
  • ადრენალინი (ეპინეფრინი), რომელიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ.

პრეპარატ ტიზერცინის® ტაბლეტების გამოყენება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ალკოჰოლური სასმელების მიღება მკურნალობის დროს და პრეპარატის ეფექტის გაქრობამდე (პრეპარატ ტიზერცინის® შეწყვეტიდან 4-5 დღის განმავლობაში) მკაცრად აკრძალულია!

ფერტილობა, ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა

ეს პრეპარატი ორსულობის დროს უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, ნაყოფისთვის რისკებისა და დედისთვის სარგებლის საფუძვლიანი შეფასების შემდეგ.

ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (ბოლო სამი თვე) ტიზერცინის® მიმღები დედების ახალშობილებში დაფიქსირდა შემდეგი სიმპტომები: კანკალი, კუნთების რიგიდობა და/ან სისუსტე, ძილიანობა, აგზნებადობა, სუნთქვის დარღვევა და კვების გაძნელება. თუ თქვენს შვილს რომელიმე ამ სიმპტომებიდან განუვითარდა, მიმართეთ მკურნალ ექიმს!

ძუძუთი კვება

ლევომეპრომაზინი გამოიყოფა დედის რძეში. ამასთან დაკავშირებით, ასევე შესაბამისი მონაცემების არარსებობის გამო, ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია.

ფერტილობა

ტიზერცინი ამცირებს ფერტილობას როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებისას, ინდივიდუალურად განსაზღვრული დროის განმავლობაში აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც უბედური შემთხვევების მომატებულ რისკს შეიცავს. შემდგომში, აკრძალვის ხარისხი განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს დამხმარე ნივთიერების სახით ლაქტოზას (რძის შაქარს).

თუ მკურნალმა ექიმმა გაგაფრთხილად რომ თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ გარკვეული შაქრების (ლაქტოზას, გალაქტოზას) მიმართ აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ნატრიუმის შემცველობა

ეს მედიკამენტი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს თითო ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ის პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • როგორ უნდა იქნას გამოყენებული პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები

ეს მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული მკაცრად ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.

მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზებით, შემდეგ კი, პაციენტის ინდივიდუალური ტოლერანტობიდან გამომდინარე, დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს. გაუმჯობესების შემდეგ, დოზა უნდა შემცირდეს ინდივიდუალურად განსაზღვრულ შემანარჩუნებელ დოზამდე.

ფსიქოზის დროს რეკომენდირებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორ მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150-250 მგ-მდე 2-3 მიღებაზე. სასურველი ეფექტის მიღწევის შემდეგ, დოზა უნდა შემცირდეს შემანარჩუნებელ დოზამდე.

  • უეცარი ადგომის დროს არტერიული წნევის დაცემის თავიდან ასაცილებლად, პაციენტი პირველი დოზის მიღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში უნდა იწვეს. თუ მედიკამენტის მიღების შემდეგ ხშირად აღინიშნება თავბრუსხვევა, თითოეული დოზის შემდეგ უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი.
  • ხანდაზმული პაციენტები (65 წელზე მეტი ასაკის) უფრო მიდრეკილნი არიან პრეპარატ ტიზერცინის® გვერდითი რეაქციების განვითარებისკენ, ამიტომ რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზებით და დოზების თანდათანობით გაზრდა.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული

ტაბლეტები

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

დოზის გადაჭარბების დროს შეიძლება დაიწიოს არტერიული წნევა, მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ, განვითარდეს გამტარობის დარღვევები გულის კუნთში, გულის რიტმის დარღვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი სიკვდილი ან გულის გაჩერება, კუნთების შებოჭილობა, კუნთების სპაზმები, ცნობიერების დაბინდვა, კომა, აგზნება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ეპილეფსიური შეტევები) და ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელსაც თან ახლავს ცხელება, კუნთების შებოჭილობა, ცნობიერების დაბინდვა, ოფლიანობის მომატება და გულის ფუნქციის დარღვევები). პრეპარატ ტიზერცინის დოზის გადაჭარბებამ, განსაკუთრებით ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედ სხვა პრეპარატებთან ერთად, შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. დოზის გადაჭარბების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ღებინების გამოწვევა რეკომენდირებული არ არის, რადგან ეპილეფსიურ კრუნჩხვებმა და თავისა და კისრის კუნთების შებოჭილობასთან დაკავშირებულმა რეაქციებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაღებინები მასის ასპირაცია.

თუ დაგავიწყდათ ტიზერცინის® ტაბლეტის დროულად მიღება

თუ დოზა გამოტოვეთ, გამოტოვებული დოზა რაც შეიძლება მალე მიიღეთ. თუ შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო ახლოვდება, იმავე დღეს ორმაგი დოზა არ მიიღოთ, რადგან ეს გამოტოვებულ ტაბლეტს ვერ აანაზღაურებს და მხოლოდ დოზის გადაჭარბების რისკს გაზრდის. შემდეგ, მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში და დოზით გააგრძელეთ.

თუ ტიზერცინის® ტაბლეტების მიღება ნაადრევად შეწყვიტეთ

  • არ შეწყვიტოთ პრეპარატით ტიზერცინი® ტაბლეტები მკურნალობა ექიმის თანხმობის გარეშე, თუნდაც თავს უკეთ გრძნობდეთ, მძიმე გვერდითი რეაქციების განვითარების შემთხვევების გარდა, რაც ამართლებს მედიკამენტის ასეთ მოხსნას.
  • პრეპარატის მოხსნის დროს რეკომენდირებულია დოზის თანდათანობითი შემცირება, რადგან უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზის, მოუსვენრობის, შფოთვის მომატების, უძილობის, გულისრევის, ღებინების, თავის ტკივილის, კანკალის, ოფლიანობის და გულისცემის გახშირების სიმპტომების რეციდივი.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები სამედიცინო გამოყენებისას

ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, მაგრამ ყველას არ აღენიშნება ისინი. როგორც წესი, ამ პრეპარატით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები მსუბუქი და გარდამავალი ხასიათისაა და, როგორც წესი, ქრება შემდგომი მკურნალობისას, პრეპარატის მიღების შეწყვეტის საჭიროების გარეშე.

  • არ არსებობს მონაცემები გვერდითი რეაქციების სიხშირის შესახებ. პანციტოპენია (ყველა ტიპის სისხლის უჯრედების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება), აგრანულოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება, რაც ინფექციური დაავადებების განვითარების წინაპირობაა), ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), თრომბოციტოპენია (თრომბოციტების (სისხლის ფირფიტების) რაოდენობის შემცირება), ეოზინოფილია (გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის ზრდა), ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების) დალექვის სიჩქარის მომატება.
  • ანაფილაქტოიდური რეაქციები (მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებსაც თან ახლავს სუნთქვის დარღვევები ან თავბრუსხვევა), ხორხის, კოჭების, ტერფების, თითების შეშუპება, ასთმის შეტევები.
  • ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იღებენ ფენოთიაზინებს (მსგავსი ეფექტის მქონე პრეპარატების მოქმედი ნივთიერება), აღწერილია კეთილთვისებიანი ჰიპოფიზის ადენომა, თუმცა, ამ პრეპარატებთან მისი მიზეზობრივი კავშირის დასადგენად საჭიროა დამატებითი კვლევები.
  • წონის მატება ან დაკლება, ვიტამინების დეფიციტი,
  • გლუკოზის აუტანლობა, სისხლში შაქრის მომატება (ჰიპერგლიკემია),
  • სისხლში ნატრიუმის დონის შემცირება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის ცვლილებები (მუქი ფერის კონცენტრირებული შარდი, გულისრევა/ღებინება, კუნთების სპაზმები, ცნობიერების არევა, კრუნჩხვები).
  • ფსიქოზური პროცესის განახლება, კატატონია (მოძრაობის დარღვევა), ცნობიერების არევა, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, მხედველობითი ჰალუცინაციები, გაურკვეველი მეტყველება, ძილიანობა.
  • ეპილეფსიური შეტევები, ქალასშიდა წნევის მომატება, ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კუნთების შებოჭილობა, კუნთების სპაზმები, უნებლიე მოძრაობები)
  • ცვლილებები თვალის ბადურაში (პიგმენტური რეტინოპათია), დალექვა ბროლსა და რქოვანაში.
  • გულის გამტარობის დარღვევის ნიშნები ეკგ-ზე, გულის რითმის დარღვევა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მატება, პარკუჭოვანი ფიბრილაცია, გულის გაჩერება, ცალკეულ შემთხვევებში - უეცარი სიკვდილი უცნობი მიზეზებით ან გულის ფუნქციის დარღვევასთან ასოცირებული.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი და გავრცელებული გვერდითი რეაქციაა - ორთოსტატული ჰიპოტენზია (თანმხლები სისუსტით, თავბრუსხვევით და ადგომისას გონების დაკარგვით).
  • ვენებში სისხლის კოლტების წარმოქმნა, განსაკუთრებით ქვედა კიდურებში (შემდეგი შესაძლო სიმპტომებით: ქვედა კიდურების შეშუპება, მგრძნობელობა და სიწითლე), რომლებიც სისხლთან ერთად შეიძლება ფილტვებში გადავიდეს და გამოიწვიოს ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაძნელება.
  • გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მუცლის არეში დისკომფორტის შეგრძნება, პირის სიმშრალე, ნაწლავების მძიმე ანთება შესაძლოა ფატალური დასასრულით.
  • ღვიძლის დაზიანება (სიყვითლე, ნაღვლის შეგუბება).
  • კანის მძიმე ანთება, ჭინჭრის ციება, ერითემა (კანის გაწითლება), ფოტომგრძნობელობა და კანის პიგმენტაციის მომატება.
  • შარდის ფერის შეცვლა, შარდვის გაძნელება.
  • ახალშობილებში პრეპარატის მოხსნის სინდრომი
  • გალაქტორეა (რძის სპონტანური პათოლოგიური გამოყოფა), მენსტრუალური ციკლის დარღვევა და, ცალკეულ შემთხვევებში, საშვილოსნოს შეკუმშვის დარღვევები
  • პრიაპიზმი (პათოლოგიური, გახანგრძლივებული, მტკივნეული ერექცია)
  • ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (მძიმე რეაქცია, რომელიც ხასიათდება მაღალი სიცხით, კუნთების შებოჭილობით, ცნობიერების არევით, ინტენსიური ოფლიანობით და გულის ფუნქციის დარღვევებით), სხეულის ტემპერატურის მომატება (უცნობი წარმოშობის ცხელება).

იყო შეტყობინებები სიკვდილიანობის უმნიშვნელო მომატების შესახებ ხანდაზმულ პაციენტებში დემენციით, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური საშუალებებით, იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც არ იღებდნენ ასეთ მკურნალობას.

შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით რეაქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს. ასევე შეგიძლიათ გვერდითი რეაქციების შესახებ მოახდინოთ პირდაპირი შეატყობინება გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნულ სისტემაში. გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებით, თქვენ ხელს შეუწყობთ ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ შევინახოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

არ გამოიყენოთ პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები, თუ არსებობს ხარისხის გაუარესების აშკარა ნიშნები (მაგ., ტაბლეტის ფერის შეცვლა).

  • ვარგისიანობის ვადა

ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს მედიკამენტი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

მედიკამენტები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებში. თუ გჭირდებათ ისეთი მედიკამენტის ნარჩენებში გადაყრა, რომელიც აღარ გჭირდებათ, ჩაიტარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქებიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატი ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები

მოქმედი ნივთიერება: 25 მგ ლევომეპრომაზინი 33.8 მგ ლევომეპრომაზინის მალეატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტიტანის დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, დიმეთიკონი.

პრეპარატის ტიზერცინი® გარსით დაფარული ტაბლეტები გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე: მრგვალი, ოდნავ ორმხრივამოზნექილი, გარსით დაფარული, თეთრი ფერის, უსუნო ტაბლეტები.

შეფუთვა: 50 ტაბლეტი ყავისფერ შუშის ფლაკონში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მარკეტინგის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38

უნგრეთი

საწარმოო მოედანი

დსს „ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კერმენდი, მატიაშ კირაის ქ., 65

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა