ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

სიდნოფარმი 2მგ ტაბლეტები

Sydnopharm 2mg tablets

ურეცეპტოდინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
მოქმედი ნივთიერება
molsidomine
ფორმა და შეფუთვა
2მგ ტაბლეტი №30 (3X10)
მწარმოებელი
SOPHARMA JSC, ბულგარეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალო სხვა ვაზოდილატატორები
ATC კოდი
C01DX12
რეგისტრაციის ნომერი
რ-045200
რეგისტრირებულია
7 აპრილი 2026, მოქმედებს 26 ოქტომბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SOPHARMA JSC (ბულგარეთი)
განმცხადებელი
სს „სოფარმა“-ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებასიდნოფარმი 2მგ ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

სიდნოფარმი 2მგ ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ სიდნოფარმი თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს ან შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.

სტენოკარდიის შეტევის კუპირების მიზნით ინიშნება 1-2 მგ სუბლინგვალურად.

სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკის მიზნით თერაპიის პირველ და მეორე დღეს ინიშნება 1/2-1 ტაბლეტი 4-6-ჯერ დღეში.

დოზირების რეჟიმი – ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სახეზე, სტადიაზე და სიმპტომატიკის კლინიკურ გამოხატულებაზე. სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1-2 ტაბლეტს, თანაბრად გადანაწილებული 2 მიღებაზე. ზოგჯერ სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე, რომელიც ნაწილდება 3-4 მიღებაზე.

თერაპიული კურსის ხანგრძლივობა არის მკაცრად ინდივიდუალური.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 12 მგ (6 ტაბლეტი).

თუ თქვენ მიიღეთ სიდნოფარმი ჭარბი დოზით

სიდნოფარმის ჭარბმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერად გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა (მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, კოლაფსი). ზემოთ მითითებული ზოგიერთი ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან ან უახლოესი სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.

თუ თქვენ გამოტოვეთ სიდნოფარმის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებისამებრ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

სიდნოფარმის ტაბლეტები არ გამოიყენება, თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების მიმართ; სტენოკარდიის მწვავე შეტევისას, არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატული დაწევისას, მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს.

სიდნოფარმი ტაბლეტები არ გამოიყენება ორსულებში პირველი სამი თვის განმავლობაში, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში.

უკუნაჩვენებია ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების (სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი) ერთდროული გამოყენება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებით.

ფილტვების ტოქსიკური შეშუპება.

ცენტრალური ვენური წნევის დაწევა.

სიდნოფარმის გამოყენების დროს დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

სასურველი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად სიდნოფარმის ტაბლეტების გამოყენება საჭიროა თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

განსაკუთრებული სიფრთხილით და ექიმის კონტროლით სიდნოფარმის ტაბლეტები გამოიყენება პაციენტებში - თავის ტვინში სისხლჩაქცევით, ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდის ინფარქტით, გლაუკომით, დაბალი არტერიული წნევით.

ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური უკმარისობის მქონე ხანდაზმული ასაკის პირებში პრეპარატი ინიშნება დაბალი დოზით.

არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მაღალი საშიშროება პრეპარატის და ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი.

ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების და სიდნოფარმის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

შესაძლებელია სიდნოფარმის ტაბლეტების ერთდროული გამოყენება ბეტა-ადრენობლოკატორებთან (ატენოლოლი, პროპრანოლოლი) და კალციუმის იონების ანტაგონისტებთან (ნიფედიპინი, ვერაპამილი).

აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს ანტიაგრეგატულ აქტივობას.

პრეპარატით მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება!

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში (ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ) სიდნოფარმის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მის კონტროლის ქვეშ.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

მკურნალობის საჭიროებისას ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც პრეპარატის გამოყენებისას წარმოშობილმა თავის ტკივილმა და თავბრუსხვევამ შესაძლებელია შეამციროს ყურადღების კონცენტრაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიდნოფარმის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტზე

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, Lapp-ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში პრეპარატი არ გამოიყენება.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შესაძლებელია შეიცავდეს გლუტენის კვალს და ითვლება უსაფრხთოდ ცელიაკიის მქონე პირებში. სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ყვითელი-ნარინჯისფერ საღებავს E110. საღებავმა E110 შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): არტერიული წნევის დაწევა, გახშირებული გულისძგერა და პულსი, სახის კანის სიწითლე.

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი (ჩვეულებრივ არის ნაკლებად გამოხატული, ქრება მკურნალობის განმავლობაში);

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში) – გულისრევა, უმადობა, დიარეა, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლა, ფსიქომოტორული და მოძრაობის რეაქციების შენელება (ძირითადად მკურნალობის დასაწყისში), ალერგიული რეაქციები (ქავილი, სიწითლე, გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი).

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია): ანაფილაქსიური შოკი.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შემადგენლობა

  • რას წარმოადგენს სიდნოფარმი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია სიდნოფარმის გამოყენებამდე

შენახვის პირობები

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს სიდნოფარმი და რისთვის გამოიყენება

გამოიყენება სტენოკარდიის (მკერდის ტკივილების) შეტევების აღმოსაფხვრელად.

ეს სამკურნალო პრეპარატი განსაკუთრებით რეკომენდებულია 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში, გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (ქოშინი, სწრაფი დაღლა, შეშუპება) სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

  • ინფორმაცია სიდნოფარმის გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ფარმაცევტული პროდუქტის სამედიცინო

გამოყენების ინსტრუქცია

სიდნოფარმი 2 მგ ტაბლეტები

Sydnopharm 2 mg tablets

მოლსიდომინი (molsidomine)

სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ინსტრუქცია.

  • შეინახეთ წინამდებარე ინსტრუქცია. თქვენ შეიძლება ხელახლა დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
  • თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს სამკურნალო პრეპარატი დანიშნულია პირადად თქვენთვის და ნუ გადასცემთ მას სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მათი დაავადების სიმპტომები თქვენი სიმპტომების მსგავსია.
  • თუ რომელიმე გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა გვერდით მოქმედებებს, რომლებიც არ არის აღწერილი წინამდებარე ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

რას შეიცავს წინამდებარე ინსტრუქცია

  • რას წარმოადგენს სიდნოფარმი და რისთვის გამოიყენება
  • ინფორმაცია სიდნოფარმის გამოყენებამდე
  • სიდნოფარმის გამოყენების წესი
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • სიდნოფარმის შენახვის წესი
  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს სიდნოფარმი და რისთვის გამოიყენება

გამოიყენება სტენოკარდიის (მკერდის ტკივილების) შეტევების აღმოსაფხვრელად.

ეს სამკურნალო პრეპარატი განსაკუთრებით რეკომენდებულია 65 წელზე უფროსი ასაკის პირებში, გულის ქრონიკული უკმარისობის სამკურნალოდ (ქოშინი, სწრაფი დაღლა, შეშუპება) სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

  • ინფორმაცია სიდნოფარმის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ სიდნოფარმი

სიდნოფარმის ტაბლეტები არ გამოიყენება, თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ნივთიერების მიმართ; სტენოკარდიის მწვავე შეტევისას, არტერიული წნევის მკვეთრად გამოხატული დაწევისას, მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს.

სიდნოფარმი ტაბლეტები არ გამოიყენება ორსულებში პირველი სამი თვის განმავლობაში, ასევე ძუძუთი კვების პერიოდში.

უკუნაჩვენებია ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების (სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი) ერთდროული გამოყენება არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებით.

ფილტვების ტოქსიკური შეშუპება.

ცენტრალური ვენური წნევის დაწევა.

სიდნოფარმის გამოყენების დროს დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე

სასურველი სამკურნალო ეფექტის მისაღწევად სიდნოფარმის ტაბლეტების გამოყენება საჭიროა თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

განსაკუთრებული სიფრთხილით და ექიმის კონტროლით სიდნოფარმის ტაბლეტები გამოიყენება პაციენტებში - თავის ტვინში სისხლჩაქცევით, ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდის ინფარქტით, გლაუკომით, დაბალი არტერიული წნევით.

ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციური უკმარისობის მქონე ხანდაზმული ასაკის პირებში პრეპარატი ინიშნება დაბალი დოზით.

არსებობს არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების მაღალი საშიშროება პრეპარატის და ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენებისას, როგორიცაა სილდენაფილი, ვარდენაფილი, ტადალაფილი.

ფოსფოდიესტერაზა-5 ინჰიბიტორების და სიდნოფარმის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

გთხოვთ, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იყენებთ ან ახლო წარსულში იყენებდით სხვა, თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

შესაძლებელია სიდნოფარმის ტაბლეტების ერთდროული გამოყენება ბეტა-ადრენობლოკატორებთან (ატენოლოლი, პროპრანოლოლი) და კალციუმის იონების ანტაგონისტებთან (ნიფედიპინი, ვერაპამილი).

აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს ანტიაგრეგატულ აქტივობას.

პრეპარატით მკურნალობის დროს დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება!

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულ ქალებში (ორსულობის პირველი სამი თვის შემდეგ) სიდნოფარმის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მის კონტროლის ქვეშ.

არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

მკურნალობის საჭიროებისას ბუნებრივი კვება უნდა შეწყდეს.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, რადგანაც პრეპარატის გამოყენებისას წარმოშობილმა თავის ტკივილმა და თავბრუსხვევამ შესაძლებელია შეამციროს ყურადღების კონცენტრაცია.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სიდნოფარმის შემადგენლობაში შემავალ ზოგიერთ კომპონენტზე

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. პაციენტებში გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებით, Lapp-ლაქტაზას დეფიციტის ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციის მქონე პაციენტებში პრეპარატი არ გამოიყენება.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. ხორბლის სახამებელი შესაძლებელია შეიცავდეს გლუტენის კვალს და ითვლება უსაფრხთოდ ცელიაკიის მქონე პირებში. სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ყვითელი-ნარინჯისფერ საღებავს E110. საღებავმა E110 შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

  • სიდნოფარმის გამოყენების წესი

ყოველთვის გამოიყენეთ სიდნოფარმი თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტები მიიღება შიგნით, კვების დროს ან შემდეგ, საკმარისი რაოდენობის სითხის დაყოლებით.

სტენოკარდიის შეტევის კუპირების მიზნით ინიშნება 1-2 მგ სუბლინგვალურად.

სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკის მიზნით თერაპიის პირველ და მეორე დღეს ინიშნება 1/2-1 ტაბლეტი 4-6-ჯერ დღეში.

დოზირების რეჟიმი – ინდივიდუალურია და დამოკიდებულია დაავადების სახეზე, სტადიაზე და სიმპტომატიკის კლინიკურ გამოხატულებაზე. სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1-2 ტაბლეტს, თანაბრად გადანაწილებული 2 მიღებაზე. ზოგჯერ სადღეღამისო დოზა შესაძლებელია გაიზარდოს 3-4 ტაბლეტამდე, რომელიც ნაწილდება 3-4 მიღებაზე.

თერაპიული კურსის ხანგრძლივობა არის მკაცრად ინდივიდუალური.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 12 მგ (6 ტაბლეტი).

თუ თქვენ მიიღეთ სიდნოფარმი ჭარბი დოზით

სიდნოფარმის ჭარბმა დოზამ შესაძლებელია გამოიწვიოს ძლიერად გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა (მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, კოლაფსი). ზემოთ მითითებული ზოგიერთი ნიშნების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან ან უახლოესი სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა.

თუ თქვენ გამოტოვეთ სიდნოფარმის მიღება

თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ იგი ჩვეულებისამებრ, არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

თუ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში): არტერიული წნევის დაწევა, გახშირებული გულისძგერა და პულსი, სახის კანის სიწითლე.

ხშირი (ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში): თავის ტკივილი (ჩვეულებრივ არის ნაკლებად გამოხატული, ქრება მკურნალობის განმავლობაში);

იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-10 პაციენტში) – გულისრევა, უმადობა, დიარეა, თავბრუსხვევა, მომატებული დაღლა, ფსიქომოტორული და მოძრაობის რეაქციების შენელება (ძირითადად მკურნალობის დასაწყისში), ალერგიული რეაქციები (ქავილი, სიწითლე, გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი).

უცნობი სიხშირით (არსებული მონაცემებით სიხშირის დადგენა შეუძლებელია): ანაფილაქსიური შოკი.

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული, ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • სიდნოფარმის შენახვის წესი

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, შუქისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25оС ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატები არ უნდა გადააგდოთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერში. ჰკითხეთ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არ გჭირდებათ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

სიდნოფარმის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: მოლსიდომინი (molsidomine) – 2 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მანითოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ჰიპრომელოზა, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ზეთი, საღებავი ყვითელი-ნარინჯისფერი (E110).

სიდნოფარმის გარეგნული სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მრგალი, ორმხრივად ამობურცული ტაბლეტები, გამყოფი ნაჭდევით ერთ მხარეზე, 8 მმ დიამეტრით, მკრთალი ვარდისფერი და პიტნის სუნით.

10 (ათი) ტაბლეტი პვქ გარსის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში;

3 (სამი) ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

გამოყენების ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

სს სოფარმა

ილიენსკოე შოსეს ქ. 16, 1220 სოფია, ბულგარეთი

ინსტრუქციის ბოლი გადახედვის თარიღი: სექტემბერი, 2025 წ.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა